close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

90 წლის უილიამ შეტნერი კოსმოსში გაფრინდება

სერიალ „ვარსკვლავური გზის“ მსახიობი უილიამ შეტნერი, რომელიც 90 წლისაა, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. ამის შესახებ TMZ წერს.

გამოცემის ცნობით, მსახიობი კოსმოსში ხომალდ New Shepard-ით გაფრინდება, რომელიც კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის.

კოსმოსში 15 წუთიანი ფრენა ოქტომბერშია დაგეგმილი. მსახიობი გახდება ყველაზე მხცოვანი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. გამოცემის ცნობით, ამ მისიას დოკუმენტური ფილმისთვის გადაიღებენ.

20 ივნისს კომპანია Blue Origin-ისმფლობელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, ხომალდით New Shepard კოსმოსში 10 წუთიანი ფრენა შეასრულა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ოზონის შრეში ანტარქტიდაზე დიდი ზომის ხვრელი გაჩნდა!

კოპერნიკის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ პოლუსის ზემოთ ოზონის შრის ხვრელი ანტარქტიდაზე დიდია. მკვლევრების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად გასულ წლებში არსებული ხვრელების 75%-ზე დიდია.

“აღნიშნული ხვრელი ძალიან ჰგავს წინა წლისას, რომელიც სექტემბრის დასაწყისამდე არაფრით გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხანგრძლივ ოზონის ხვრელად გადაიქცა. ხოლო ახალი მონაცემების საფუძველზე, წლევანდელი ხვრელი ჩვეულებრივზე ბევრად დიდია” – განმარტავს Copernicus-ის დირექტორი, ვინსენტ-ანრი პეუჩი.

საგულისხმოა, რომ ოზონის ფენა გადამწყვეტ როლს ასრულებს დედამიწის მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი კი საშიშია, როგორც ხმელეთის მცენარეებისა და ცხოველებისთვის ზიანის მიყენების წყარო. ასევე, აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოს თანახმად, გაზრდილი ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანებში კანის კიბოსა და კატარაქტას წარმოქმნას უწყობს ხელს.

თუმცა წლების განმავლობაში, ქლორისა და ბრომის ატომების არსებობის გამო ოზონის მოლეკულები ამოიწურა. ყოველწლიურად, როდესაც ტემპერატურა სამხრეთ პოლუსზე იზრდება, ეს მავნე ატომები კიდევ უფრო ამცირებს ფენას – შედეგად, ოზონის ხვრელი ყოველწლიურად “იხსნება”.

მიუხედავად იმისა, რომ ხვრელი უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, კოპერნიკის მეცნიერების მიხედვით, ფენა გარემოსდაცვითი რეგულაციების გამოყენებით აღდგება. მათ შორისა 1987 წლის მონრეალის პროტოკოლი, რომელიც ქლორისა და ბრომის რეგულირებას ემსახურება. ასე რომ, მკვლევართა პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ფენა 2060-იან ან 2070-იან წლებამდე სრულად აღდგება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ერთ-ერთ მთვარეზე წყლის ორთქლი აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა მიაკვლია მზის სისტემის უდიდესი მთვარის, განიმედეს  ატმოსფეროში წყლის ორთქლის მტკიცებულებას. წყლის ორთქლის წარმოქმნა მაშინ ხდება, როდესაც ყინულოვანი ზედაპირი აგრეგატულ მდგომარეობას იცვლის და მყარიდან აირში გადადის, ამ პროცესს ეწოდება სუბლიმაცია.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ განიმედე ყინულის უდიდეს რაოდენობას შეიცავს, გაცილებით მეტს, ვიდრე დედამიწის ოკეანეები ჯამში, თუმცა მთვარე 2.4-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ჩვენი პლანეტა.

გარდა იმისა, რომ განიმედე არის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრი მზის სისტემაში, ის ასევე არის ერთადერთი მთვარე, რომელსაც აქვს მაგნიტური ველი, რაც იწვევს მთვარის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების ირგვლივ ციალის წარმოქმნას.

გამოკვლევამ დაადგინა, რომ მთვარის ატმოსფეროში მოლეკულური ჟანგბადი (O2) თითქმის არ მოიპოვება, როდესაც ჯერ კიდევ 1998 წელს მთვარის ციალის ულტრაიისფერი სურათებით გამოავლინეს, რომ განიმედეს ატმოსფერო უმეტესად ატომური ჟანგბადისგან (O) შედგება. თუმცა, შესაძლოა წყალიც, არა მარტო ატომური ჟანგბადი, გამოიდევნებოდეს განიმედეს თბილი რეგიონებიდან.

მისიის(JUICE)  ფარგლებში, ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) იუპიტერის მთვარეებზე ორბიტერის გაგზავნას გეგმას და იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს შეიტყობენ მთვარის, როგორც სიცოცხლის პოტენციური ჰაბიტატის შესახებ.

წყარო: edition.cnn.com

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში გაემგზავრა და დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა

კომპანია  „ამაზონის“ დამფუძნებელი მილიარდელი ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის Blue Origin– ის რაკეტა New Shepard– ით კოსმოსში გაფრინდა და დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა.

სუბორბიტული ფრენა ტეხასის შტატში მდებარე Blue Origin-ის კოსმოდრომიდან განხორციელდა. ბეზოსის მოგზაურობა 10 წუთსა და 10 წამს გაგრძელდა. გაფრენიდან 2 წუთის შემდეგ რაკეტას კაფსულა გამოეყო და კოსმოსში, დაახლეობით 100 კილომეტრს მიაღწია.

„საუკეთესო დღე, რაც კი ოდესმე მქონია“,- განაცხადა დედამიწაზე დაბრუნებულმა მილიარდერმა.

ჯეფ ბეზოსის გარდა, ბორტზე იყვნენ  მისი ძმა მარკი, ამერიკელი მფრინავი ქალი, 82 წლის უოლი ფანკი და 18 წლის ჰოლანდიელი სტუდენტი ოლივიე დეიმენი. ოთხივე მგზავრი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა. ფანკი ყველაზე ასაკოვანი ადამიანია მათ შორის, ვინც დღემდე კოსმოსში გაფრენილა,  დეიმენი კი – ყველაზე ახალგაზრდა.

Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტა New Shepard-ი კოსმოსური ტურიზმის მომსახურებისთვის არის განკუთვნილი.

პირველი ტურისტული სუბორბიტული ფრენა ბრიტანელმა მილიარდელმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტით 11 ივლისს შეასრულა.

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში დღეს გაემგზავრება

კომპანია Amazon-ის დამაარსებელი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში გაემგზავრება. ამის შესახებ BBC წერს.

2000 წელს ბეზოსმა კომპანია Blue Origin-ი შექმნა და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ კოსმოსში გაფრენით მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს.

მასთან ერთად, ხომალდზე მისი ძმა, მარკი, 18 წლის ჰოლადნიელი სტუდენტი ოლივერ დაემენი და 82 წლის უოოლი ფანკი იქნებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კომპანია Northrop მთვარის ორბიტაზე საცხოვრებელ სივრცეებს ააშენებს

კომპანია Northrop Grumman-ი ნასათან  935 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტს აფორმებს, რომელიც მთვარის ორბიტაზე აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტებისთვის საცხოვრებელი სივრცეების შექმნას ითვალისწინებს.

ასტრონავტები იცხოვრებენ და ჩაატარებენ კვლევებს Northrop- ის მიერ მთვარის ორბიტალურ სადგურ Gateway-თვის დამზადებულ ჰაბიტაციისა და ლოგისტიკის საგუშაგოში (HALO), სადაც აღნიშნული საცხოვრებელი სივრცეები განთავსება.

ნასა და მისი კომერციული და საერთაშორისო პარტნიორები  Gateway- ს მეცნიერების კვლევებისთვის ხელის შეწყობის მიზნით აგებენ.

რვა ქვეყანამ, ნასას „არტემისის“ პროგრამის ფარგლებში,  ხელი მოაწერა საერთაშორისო პაქტს მთვარის კვლევის შესახებ, რადგან აშშ-ის კოსმოსური სააგენტო ცდილობს ჩამოაყალიბოს სტანდარტები მთვარის ზედაპირზე გრძელვადიანი დასახლებების მშენებლობისთვის.

ნასა მიზნად ისახავს 2024 წლის ნოემბერში SpaceX რაკეტაზე ინტეგრირებული კოსმოსური ხომალდის გაშვებას.

წყარო :  reuters.com 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში გასამგზავრებლად მომავალი ფიზიკოსი შეარჩიეს

ფრენა კოსმოსში მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთან ერთად – 18 წლის ფიზიკოსი სტუდენტი ოლივერ დამენი აპირებს, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის სუბორბიტალურ კოსმოსურ ფრენაში მიიღოს მონაწილეობა.

დამენიმ გადაწყვიტა, შეუერთდეს ოთხწევრიან სამოქალაქო ეკიპაჟს კოსმოსურ მოგზაურობაში. ფრენა სამშაბათს არის დაგეგმილი, ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში კი ის გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვინც კოსმოსში გაფრინდა.

აქვე გეტყვით, რომ დამენის გაუმართლა – ცოტა ხნის წინ, ეკიპაჟის ოთხეულს ერთ-ერთი წევრი გამოეთიშა. სიიდან ამოვარდა აუქციონის გამარჯვებული, მისი ვინაობა არ გახმაურებულა, სიიდან გარიცხვის მიზეზად კი “დაუზუსტებელი კონფლიქტი” დასახელდა. ამის შემდეგ კოსმოსური მოგზაურობისთვის აუქციონზე ყველაზე გადამხდელუნარიან მონაწილედ ოლივერ დემენი დასახელდა, უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით – დამენის მამა, საინვესტიციო ფირმის ხელძღვანელია.

როგორც Reuters-ი წერს, სწორედ დამენის მამამ დაჯავშნა იმ ადამიანის ადგილი, რომელსაც მანამდე აუქციონზე 28 მლნ დოლარი ჰქონდა გამოტანილი.

ამ ეტაპზე, კოსმოსური ტურისტების შემადგენლობა ასე გამოიყურება – 82 წლის ნოვატორი ქალი-მფრინავი უოლი ფანკი, ჯეფ ბეზოსი და მისი ძმა მარკ ბეზოსი და ახლად შეძენილი წევრი, ყველაზე ახალგაზრდა ოლივერ დემენი.

Blue Origin-ის “ტვიტში” აღნიშნულია, რომ ოლივერ დემენის სურვილია, მფრინავის ლიცენზია მიიღოს, რათა ინოვაციების მართვისა და ფიზიკის შესასწავლად, ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ჩაირიცხოს.

მედიასაშუალებები წერს, რომ კოსმოსში მოგზაურობისთვის დამენის მამამ დიდი თანხა გაიღო, თუმცა ზუსტი ოდენობა არ სახელდება.

შვეიცარიის ბანკ UBS-ს პროგნოზით კი, კოსმოსური ტურიზმის ბაზარი 10 წელიწადში 3 მლრდ დოლარი ეღირება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსთან ერთად, კოსმოსში თინეიჯერიც გაფრინდება

18 წლის ოლივერ დაემენი გახდება ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება. ის 20 ივლისს, კოსმოსურ ხომალდზე, ჯეფ ბეზოსს შეუერთდება. დაემენი Somerset Capital Partners-ის გენერალური დირექტორის შვილია, – ამის შესახებ BBC წერს.

დაემენი შეცვლის ადამიანს, რომელმაც კოსმოსში გასამგზავრებლად, ადამიანების შესარჩევად გამოცხადებულ აუქციონზე, $28 მილიონის გადახდაზე თანხმობის შემდეგ გაიმარჯვა.

მედიის ინფორმაციით, პიროვნული თვისებების გამო, „აუქციონის გამარჯვებული, კოსმოსში, მოსალოდნელი კონფლიქტების გამო ვერ გაფრინდება“, თუმცა, არაა ცნობილი, რა იგულისხმება „მოსალოდნელ კონფლიქტებში“.

კოსმოსში გასამგზავრებლად, ოლივერის მამა ემზადებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, გადაწყვიტა, ამის შანსი მიეცა შვილისთვის, რომელიც ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტია.

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. 2000 წელს მან შექმნა კომპანია Blue Origin-ი და მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ნატვრას აისრულებს კოსმოსში გაფრენით. მასთან ერთად, ხომალდზე იქნება მისი ძმა, მარკიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ადამიანი, რომელმაც ბილეთში $28 მილიონი გადაიხადა, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ ფრენას ვეღარ შეუერთდება!

– ჯეფ, კოსმოსში შენს ფრენას ვეღარ შევუერთდები, დაკავებული ვარ…

ადამიანს, რომელმაც 28 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯეფ ბეზოსთან კოსმოსურ მოგზაურობაში წასასვლელად, ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან დაკავებულია.

დაახლოებით ერთი თვის წინ Blue Origin-მა კოსმოსურ ხომალდში ადგილის აუქციონი გამოაცხადა, რაც $28 მილიონიანი შენაძენით დასრულდა. თუმცა გამარჯვებულის ვინაობა უცნობი იყო და პირი ამ დროისთვისაც ანონიმური რჩება.

როგორც ირკვევა, სარაკეტო კომპანია ამჟამად 18 წლის ოლივერ დეიმენს უმასპინძლებს, რომელიც კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა იქნება. ის New Shepard მისიის ფარგლებში 82 წლის უოლი ფანკს, კოსმოსში ყველაზე ხნიერ ადამიანს შეუერთდება.

ამ დროისათვის უცნობია, რატომ აირჩიეს დეიმენი, ან რა ოდენობის თანხა გაიღო მან ბილეთისთვის… თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ოლივერის ცხოვრების მთავარი ოცნების ასრულებაა.

გარდა ამისა, Blue Origin-მა განაცხადა, რომ მომავლის კლუბი – მისი არაკომერციული ორგანიზაცია, $1 მილიონს გადასცემს 19 სხვადასხვა ორგანიზაციას. თითოეული მათგანი, მომავლის სამყაროს მხარდაჭერისა და კოსმოსის ათვისების მიზნით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა.

“ჩვენ მადლობას ვუხდით აუქციონის გამარჯვებულებს გულწრფელი მხარდაჭერისთვის. ოლივერს New Shepard-ში მივესალმებით – იგი ახალი თაობის ადამიანების წარმომადგენელია, რომლებიც კოსმოსში გზის გაკვლევაში დაგვეხმარებიან” – აცხადებენ Blue Origin-ში.

20 ივლისს კოსმოსში მოკლე ფრენის დროს ოთხი ადამიანი აფრინდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რიჩარდ ბრანსონი კოსმოსში გაფრინდა

კომპანია Virgin Galactic-მა კვირას პირველი ტურისტული, სუბორბიტალური ფრენა შეასრულა რაკეტოპლანით, რომელშიც მისი დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი იმყოფებოდა.

ფრენის დაწყება ევროპის დროით 16:00 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო იგი საათნახევრის დაგვიანებით შესრულდა.

ხომალდმა Unity 22 შტატ ნიუ მექსიკოში მდებარე კოსმოსურ სადგურ „ამერიკიდან“ თვითმფრინავმზიდ VMS Ev-ის საშუალებით შეასრულა სტარტი. მოგვიანებით კი იგი გამოეყო თვითმფრინავმზიდს.

ამის შემდეგ ხომალდმა მიაღწია დაახლოებით 88 კილომეტრის სიმაღლეს, რაც აშშ-ი აღემატება კოსმოსის საზღვარს (80 კილომეტრი) და რამდენიმე წუთში დაშვება დაიწყო. მთლიანად ფრების ხანგრძლივობა ხომალდის აფრენიდან დაშვებამდე, დაახლოებით ერთ საათს შეადგენდა.

თავად რიჩარდ ბენსონის გარდა რაკეტოპლანში იმყოფებოდნენ სირიშა ბანდლა, კილინ ბენეტი და ბეტ მოზესი.

ბრენსონის გეგმის თანახმად, Virgin Galacticის კოსმოპლანის კომერციული ექსპლოატაციის დაწყებამდე, კიდევ ორი საცდელი ფრენა ჩატარდება. თუ ისინი წარმატებული გამოდგება, მაშინ 2022 წელი კოსმოსური ტურიზმის განვითარების ეპოქად იქცევა. მაგრამ ბილეთების ფასი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის.

კოსმოსში გაფრენის დღეს, 11 ივლისს, რიჩარდ ბრენსონი მისმა მეგობარმა და კონკურენტმა, ილონ მასკმა, ინახულა.

SpaceX -მა, რომლის მფლობელია მეწარმე ილონ მასკი, თავისი პირველი ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2020 წლის მაისში გაუშვა, რითაც დაასრულა რუსეთზე NASA-ს დამოკიდებულება – ასტრონავტების ტრანსპორტირების საქმეში. საჰაერო-კოსმოსური გიგანტი Boeing -ი იმედოვნებს, რომ 2022 წლის დასაწყისში გაუშვებს ასტრონავტებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 21 22 23 24 25 59
Page 23 of 59