ქვეყნებმა, რომლებიც კოსმოსურმოგზაურობასთან დაკავშირებულსაქმიანობას ახორციელებენ, უნდაშეამცირონ კოსმოსური ობიექტებისდედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისგანგამოწვეული რისკები პლანეტაზეადამიანებისა და საკუთრების მიმართ და ამოპერაციებთან დაკავშირებითგამჭვირვალობა მაქსიმალურად გაზარდონ, – ამის შესახებ NASA- ს წარმომადგენლის, ბილნელსონის განცხადებაშია აღნიშნული.
მისი თქმით, „ჩინეთი კოსმოსურნარჩენებთან დაკავშირებულიპასუხისმგებლობის სტანდარტებს ვერაკმაყოფილებს.“
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი დაკოსმოსურ მოგზაურობასთან დაკავშირებულიყველა ქვეყანა და კომერციული სუბიექტიკოსმოსში პასუხისმგებლობით დაგამჭვირვალედ მოქმედბდნენ, რათაუზრუნველყონ კოსმოსური საქმიანობისუსაფრთხოება, სტაბილურობა დაგრძელვადიანი მდგრადობა”, – განაცხადანელსონმა.
ცნობილია, რომ კონტროლიდან გამოსულიჩინეთის უდიდესი რაკეტის Long March-5B–ისნამსხვრევების უმეტესობა დედამიწისატმოსფეროში შესვლის დროს დაიწვა, ნაწილი კი ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, რითაც დასრულდა მსჯელობა დავნებათაღელვა იმასთან დაკავშირებით, თუსად შეიძლებოდა რაკეტის ნამსხვრევებიჩამოცვენილიყო. არსებობდა შიში, რომ მისინაწილები შეიძლებოდა, დასახლებულადგილზე მოხვედრილიყო. თუმცა კოსმოსურიექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამის შანსიძალიან მცირე იყო, ვინაიდან დედამიწისზედაპირის უმეტესი ნაწილი წყლითაადაფარული, ხმელეთის უზარმაზარი ნაწილიკი დაუსახლებელია.
„ჩინეთის კოსმოსური ინჟინერიის ოფისმა“Long March 5B რაკეტა საკუთარ კოსმოსურსადგურზე მიმდინარე წლის 29 აპრილსგაუშვა. პირველად კი 5B ტიპის რაკეტისგაშვება 2020 წლის მაისში განხორციელდა. მაშინ Long March 5B ნამსხვრევები კოტ–დ‘ივუარში ჩამოცვივდა, რამაც რამდენიმეშენობა დააზიანა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა