close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

დედამიწას რამდენიმე ტონიანი კოსმოსური ნაგავი შეეჯახება – დაცემის ადგილი უცნობია

კოსმოსური ნარჩენის დიდი ნაწილი, რომელიც რამდენიმე ტონას იწონის, დედამიწის მიმართულებით უკონტროლო ტრაექტორიით მოემართება და პლანეტას შემდეგ რამდენიმე კვირაში შეეჯახება. როდესაც ეს ნარჩენი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება, ჰაერთან ძლიერი ხახუნის შედეგად ნაწილი დაიწვება, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ სრულად დაწვას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. საქმე ისაა, რომ გადარჩენილი ნაწილის ტრაექტორიის განსაზღვრა, თუ სად დაეცემა ის, შეუძლებელია.

ობიექტის მოცემული ორბიტის მიხედვით, სავარაუდო შეჯახების ადგილი არის ის განედები, რომლებიც „ნიუ-იორკის, მადრიდისა და პეკინის ოდნავ ჩრდილოეთითაა და ჩილესა და ახალი ზელანდიის ძალიან სამხრეთით“.

კოსმოსური ნაგავი Long March 5B რაკეტის ნაწილია, რომელიც ჩინეთმა დაგეგმილი კოსმოსური სადგურის მშენებლობის ფარგლებში ცოტა ხნის წინ წარმატებით გაუშვა. თითქმის ერთი წლის წინაც მსგავსი ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩინური რაკეტა ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა, თუმცა, ეს მაშინ გავიგეთ, როცა მან ნარჩენების კვალი აფრიკული სახელმწიფოს, კოტ-დ’ივუარის თავზე დატოვა.

იმ დროისათვის, ექსპერტები თვლიდნენ, რომ ეს ადამიანის შექმნილი ყველაზე დიდი კოსმოსური ნაგავი იყო. ახლა კი შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა ბედი ელის დედამიწისკენ მომავალ ნარჩენებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ახალი კვლევის მიხედვით, მარსის ზედაპირის ქვეშ სიცოცხლისთვის საჭირო პირობებია

მაშინ, როცა NASA-ს მარსმავალი “პერსევერანსი” წითელი პლანეტის ზედაპირზე უძველესი სიცოცხლის ძიების პროცესშია, ახალი კვლევის თანახმად, მარსის ზედაპირქვეშეთი ამჟამინდელი სიცოცხლის არსებობისთვის შესაძლოა საკმაოდ კარგი ადგილი იყო.

ჟურნალ Astrobiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მარსზე არსებული მეტეორიტების ქიმიური შედგენილობაა შესწავლილი. ეს მეტეორები ოდესღაც მარსის ზედაპირიდან გამოიტყორცნა და, საბოლოოდ, დედამიწაზე მოხვდა. ანალიზის თანახმად, ამ ქვებს წყალთან საკმარისი კონტაქტი რომ ჰქონოდათ, წარმოიქმნებოდა საჭირო ქიმიური ენერგია ისეთი მიკრობული სიცოცხლისა, როგორიც დედამიწის ბნელ სიღრმეებში არსებობს. ამ კვლევიდან გამომდინარე, მარსის ზედაპირქვეშეთი შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილი დღესაც იყოს.

ბოლო ათწლეულებში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის სიღრმეებში უზარმაზარი ბიომი არსებობს, რომელიც ზედა სამყაროსგან სრულად იზოლირებულია. მზის შუქის არარსებობის მიუხედავად, აქ მცხოვრები არსებების გადარჩენის ერთადერთი წყარო ქვების წყალთან კონტაქტისას გაჩენილი ქიმიური რეაქციებია.

ერთ-ერთი ასეთი რეაქცია რადიოლიზია. ეს მაშინ ხდება, როდესაც ქვებში არსებული რადიოაქტიური ელემენტები ნაპრალებში ჩაჭერილ წყალთან შედის რეაქციაში. ეს რეაქცია წყლის მოლეკულებს შემადგენელ ნაწილებად, წყალბადად და ჟანგბადად შლის. გამოთავისუფლებული წყალბადი დარჩენილ მიწისქვეშა წყალში იშლება, ხოლო მინერალები (მაგალითად, პირიტი – გოგირდისა და რკინის ნაერთი) თავისუფალ ჟანგბადს იწოვს და შედეგად სულფატების მინერალები წარმოიქმნება. მიკრობები გახსნილ წყალბადს საწვავ ენერგიად მოიხმარენ, ხოლო სულფატებში შენახულ ჟანგბადს – ამ საწვავის „დასაწვავად“.

მკვლევრები სწორედ რადიოლიზისთვის საჭირო ინგრედიენტებს ეძებდნენ: რადიოაქტიურ ელემენტებს –  თორიუმს, ურანიუმს და კალიუმს. ასევე სულფიდების მინერალებს, რომლებიც სულფატებად გარდაიქმნება. კვლევამ დაადგინა, რომ მარსული მეტეორიტების რამდენიმე განსხვავებულ ტიპში ყველა საჭირო ინგრედიენტი საკმარისია იმისათვის, რომ დედამიწის მსგავსი ჰაბიტატების არსებობა შესაძლებელი იყოს. მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენები სამომავლო მარსის პროგრამებს ამჟამინდელი სიცოცხლის ძიებაში დაეხმარება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ოთხი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდნენ

ოთხი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon- ის საშუალებით დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

NASA-ს ინფორმაციით, სააგენტოს ასტრონავტები : მაიკლ ჰოპკინსი, ვიქტორ გლოვერი და შენონ უოკერი და იაპონელი ასტრონავტი იაპონელი სოიჩი ნოგუჩი პარაშუტებით მექსიკის ყურეში დაეშვნენ.

მათი დაბრუნებით დასრულდა Crew Dragon-ის კოსმოსური ხომალდის მიერ ეკიპაჟის როტაციის პირველი მისია სადგურზე, რომელიც NASA- ს და ილონ მასკის კომპანია SpaceX- ის თანამშრომლობით შეიქმნა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე ფლორიდაში მდებარე „კენედის კოსმოსური ცენტრიდან“ გასული წლის 15 ნოემბერს SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით Falcon 9-ით გაემგზავრნენ.

მისია NASA-სა და ელონ მასკის კომპანია SpaceX–ს შორის პარტნიორობის ნაწილი იყო.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსეთი საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებასა და ორბიტაზე განთავსებას გეგმავს

რუსეთი მზადაა, საკუთარი კოსმოსური ხომალდის აშენება დაიწყოს, რათა ის 2030 წლამდე ორბიტაზე განათავსოს,- ამის შესახებ კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა განაცხადა.

განხორციელების შემთხვევაში პროექტი რუსეთის კოსმოსურ პროგრამაში ახალი თავის გადაშლა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კი აშშ-სთან ოცზე მეტ წლიანი  თანამშრომლობის დასასრული იქნება.

„თუკი, ჩვენი გეგმის თანახმად, ორბიტაზე მის განთავსებას 2030 წლამდე მოვახერხებთ, ეს კოლოსარული მიღწევაა იქნება,“- განაცხადა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი როგოზინმა.

როგოზინის განმარტებით, რუსულ სადგურზე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით, ეკიპაჟის მუდმივად განთავსება არ მოხდება, რადგან ორბიტაზე მოძრაობის გამო მასზე გამოსხივების უფრო მაღალი დონე იქნება, თუმცა, სადგურს კოსმონავტები ეწვევიან და მასზე,  ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტებს გამოიყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი პროექტის დასაწყებად 6 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკელ და 16 სხვა ქვეყნის ასტრონავტებთან 1998 წლიდან მუშაობენ. რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრმა იური ბორისოვმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მოსკოვი თავის პარტნიორებს შეატყობინებს, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტს 2025 წლიდან დატოვებს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

პენტაგონმა „პირამიდის ფორმის“ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კადრების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონში აცხადებენ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც აშშ-ის საზღვაო ძალებმა გადაიღო, ავთენტურია.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში მსგავს იდუმალ სანახაობებს, ზოგადად მოიხსენიებენ, როგორიც უცხოპლანეტელებს (ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს), თავდაცვის წრეებში უფრო თანამედროვე ტერმინია „დაუდგენელი საჰაერო ფენომენი“ (UAP) – და ეს არის ის, რასაც სადაზვერვო სამსახურები სერიოზულად აღიქვამენ.

რაც შეეხება ახლად დაფიქსირებულ ამოუცნობ ობიექტებს, ერთ-ერთი მათგანი პირამიდის ფორმისაა, მასთან ერთად კი კიდევ სამი ობიექტი მოძრაობს.

ობიექტები USS Russell-ის გემის ეკიპაჟმა 2019 წლის ზაფხულში სან-დიეგოს სანაპიროდან გადაიღო. ისინი ხომალდის მაღლა დაახლოებით 210 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდნენ.

ობიექტების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ამერიკელმა კინორეჟისორმა, ჯერემი კორბელმა და რეპორტიორმა ჯორჯ კნაპმა მოიპოვეს.

„შემიძლია დავადასტურო, რომ მითითებული ფოტოები და ვიდეო კადრები გადაღებულია საზღვაო ძალების პერსონალის მიერ,“- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა სიუზან გოფმა.

მისი თქმით, დაუდგენელი საჰაერო ფენომენის სამუშაო ჯგუფმა, რომლის მიზანი მსგავსი შემთხვევების გამოკვლევა და ნებისმიერი პოტენციური საფრთხის დროულად გამოვლენაა, ისინი მიმდინარე გამოკვლევებში შეიტანა.

 

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნასაში ასტრონავტების ტრენინგისთვის პირველი ქალი გაგზავნა

არაბთა გაერთიანებული საამიროები აშშ-ში, „ნასას კანდიდატ ასტრონავტთა კლასში“ ტრენინგის გასავლელად პირველ ქალს აგზავნის.

27 წლის ნორა ალ-მატროოში მანქანათმშენებლობის კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად აბუ დაბის ნავთობის სამშენებლო კომპანიაში მუშაობს.

დუბაის მუჰამედ ბინ რაშიდის სახელობის კოსმოსური ცენტრის  (MBRSC) ინფორმაციით, ნორა ალ-მატროოში ერთ-ერთი იყო 4 300 აპლიკანტს შორის, რომელთა  სამეცნიერო შესაძლებლობები, განათლება და პრაქტიკული გამოცდილება, ასევე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მდგომარეობა შეაფასეს.

ნორა ალ-მატროოშთან ერთად აშშ-ში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კიდევ ერთი პირი მოჰამედ ალ-მოლა გაემგზავრება.

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ეროვნული კოსმოსური პროგრამა 2017 წელს აამოქმედა. ქვეყანა კოსმოსურ პროგრამას საკუთარი სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებისა და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებისთვის იყენებს.

მიმდინარე წლის თებერვალში არაბთა გაერთიანებული საამიროების ზონდმა პლანეტა მარსის ორბიტას მიაღწია. ქვეყანა 2024 წლისთვის მთვარემავალის გაშვებას გეგმავს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ასტრონავტები მეორეული რაკეტითა და კაფსულით გაუშვა

SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ეკიპაჟი მეორეული, უკვე გამოყენებული რაკეტითა და კაფსულით გაგზავნა. Crew-2-ის მისიაში ევროპელი ასტრონავტიც მონაწილეობდა. რაკეტა ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა.

Endeavour კვლავ ცაში აიჭრა – სამი სხვადასხვა ქვეყნის ოთხი ასტრონავტი Crew-2-ის მისიით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გზას დაადგნენ – ხმამაღალი შეძახილებისა და აპლოდისმენტების ფონზე გამოაცხადა წამყვანმა.

რაკეტა Falcon 9 წარმატებით აფრინდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მას პირველი საფეხურის ბუსტერი გამოეყო და ტივტივაზე დაჯდა, რომელსაც Of Course I Still Love You ჰქვია. ეს ილონ მასკის კომპანიის მეოთხმოცე წარმატებული დაჯდომა იყო.

რაკეტის მეორე საფეხურზე მიმაგრებული Crew Dragon, რომელშიც ასტრონავტები არიან მოთავსებულები, რამდენიმე წუთის შემდეგ გავიდა ორბიტაზე და ამ წუთას მისი მთავარი მისია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირებაა. კაფსულა ამას დაახლოებით 23,5 საათში შეძლებს.

Crew-ის გუნდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 6 თვეს დაჰყოფს. ამ პერიოდის განმავლობაში, მათ დაახლოებით 100 ექსპერიმენტი უნდა ჩაატარონ. ერთ-ერთ ასეთ კვლევას „ქსოვილის ჩიპები“ ეწოდება, რომლის მიზანია სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან ადამიანის ორგანოების პატარა მოდელების შექმნა და ისეთი საკითხების შესწავლა, როგორებიცაა იმუნური სისტემის დაბერების პროცესი, თირკმლის ფუნქცია და კუნთების დაქვეითება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს ასტრონავტებს მთვარეზე ილონ მასკის SpaceX-ის რაკეტა გაუშვებს

NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათი ასტრონავტების მთვარეზე გასაყვან რაკეტას კომპანია SpaceX ააგებს.

2020 წელს, NASA-მ სამ კერძო კომპანიას შესთავაზა კონტრაქტი. ეს კომპანიები SpaceX, Dynetics და Blue Origin (რომლის დამფუძნებელი Amazon-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსია) იყო. მათი მოვალეობა ინოვაციური დაშვების სისტემის შექმნა იყო, რომელსაც პროგრამა Artemis-ის ფარგლებში NASA გამოიყენებდა და ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე უსაფრთხოდ დააფრენდა.

ამ კვირას, 16 აპრილს, NASA-მ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ SpaceX-ის რაკეტა Starship-მა დანარჩენ ორ კონკურენტს აჯობა, რის შემდეგაც კომპანიამ NASA-სთან 2,9 მილიარდ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა.

გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ინტეგრირებული „ადამიანების დაშვების სისტემა“ (HLS) SpaceX-ს უნდა შეექმნა. გვჯერა, რომ NASA-სთან პარტნიორობით SpaceX-ს მისია Artemis-ის მისიის სრულყოფაში დაგვეხმარება… და მოვემზადებით უფრო დიდი ნახტომისთვის – მარსზე დაჯდომისთვის. – ლისა უოტსონ-მორგანი, HLS-ის პროგრამის მენეჯერი

პროგრამა Artemis-ის ფარგლებში, NASA ისტორიაში პირველად ქალსა და ფერადკანიან ადამიანს გაამგზავრებს მთვარეზე. ეს კი 1972 წლის შემდეგ ადამიანების პირველი ვიზიტი იქნება მთვარეზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას ასტეროიდი აპოფიზი მინიმუმ 100 წელიწადი აღარ შეეჯახება

ბოლო 17 წლის განმავლობაში, ასტეროიდი 99942 აპოფიზი მუდმივად გვახსენებდა ფაქტს, რომ კოსმოსში ქაოტურად არსებული გიგანტური ქვები დედამიწას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეეჯახოს და აქამდე არნახულად დიდი კრიზისიც გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტები კოსმოსში უხვადაა, ახალ კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასტეროიდი აპოფიზი მათ შორის არაა. მომდევნო 100 წელიწადი მაინც.

მეცნიერებმა დაკვირვებები მარტის დასაწყისში ჩაატარეს, როდესაც გიგანტური ასტეროიდი დედამიწის გრავიტაციამ შეაქანა. ამ პროცესმა მკვლევრებს 2068 წელს მოსალოდნელი ასტეროიდისა და დედამიწის შეჯახების რისკების უკეთ შესწავლის საშუალება მისცა. ამერიკისა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტოებმა (NASA და ESA) ეს სახიფათო ქვა რისკ-ჯგუფიდან ოფიციალურად ამოიღეს.

ასტეროიდი აპოფიზის დიამეტრი დაახლოებით 340 მეტრია. როდესაც ასტრონომებმა ის პირველად აღმოაჩინეს, მალევე დაადგინეს, რომ ის დედამიწასთან რამდენჯერმე მოუახლოვდებოდა, კერძოდ, 2029, 2036 და 2068 წლებში. ასტეროიდი 2029 წლის 13 აპრილს დაახლოებით 35 000 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს დედამიწას. იმის გამო, რომ ჩვენი პლანეტის გრავიტაცია დიდ გავლენას ახდენს მის მოძრაობაზე, მკვლევრები შეჯახებას 2068 წლისთვის არ გამორიცხავდნენ.

ასე ჩაუფრენს აპოფიზი დედამიწას 2029 წელს. (წყარო: ESA)

2068 წლის შეჯახება გამოირიცხა და ჩვენი გამოთვლები მომდევნო 100 წელი არანაირი შეჯახების რისკს არ პროგნოზირებს, – ამბობს ნასას დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების ცენტრის მკვლევარი დევიდ ფარნოკია.

აპოფიზის რადიო და ოპტიკური დაკვირვებებმა მეცნიერებს ამ სახიფათო ობიექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა. 6 მარტს გიგანტურმა ქვამ დედამიწას 16,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა (რაც საკმაოდ უსაფრთხო დისტანციაა). ამ დროს მეცნიერებმა მოახერხეს და უკიდურესად მაღალი გარჩევადობის მასალა მოიპოვეს – 38,75 მეტრი თითო პიქსელზე. 2029 წელს კი იმდენად ახლოს ჩაიფრენს, რომ ასტეროიდი შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოჩნდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Forbes: რა გემო აქვს კოსმოსში დაძველებულ ღვინოს🍷🌌

სპეციალისტებმა კოსმოსიდან დაბრუნებული ღვინის შესწავლის წინასწარი შედეგები გაასაჯაროვეს. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი 2000 წლის მოსავლის 12 ბოთლ ფრანგულ ღვინოზეა, რომელიც 2019 წელს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე SpaceX-ის რაკეტით მოხვდა. ბოთლები სადგურზე 438 დღისა და 19 საათის განმავლობაში ინახებოდა, 2021 წლის 14 იანვარს კი ღვინო დედამიწაზე SpaceX Dragon-ის კაფსულით დააბრუნეს, რის შემდეგაც მისი დეგუსტაცია გაიმართა. სპეციალისტებმა სასმელი იგივე წლის მოსავლის ღვინოს შეადარეს, რომელიც დედამიწაზე ინახებოდა.

ახლა მეცნიერები სწავლობენ, რა გავლენა მოახდინა კოსმოსში გატარებულმა დრომ ღვინოზე. მათ უკვე დაადგინეს, რომ ღვინომ ფერი შეიცვალა – უფრო ბაცი გახდა. მათი თქმით, შეიცვალა ღვინის გემოც.

„ორივე არაჩვეულებრივია, მაგრამ დედამიწაზე დარჩენილი ღვინის ბუკეტი ბოლომდე არ არის გახსნილი. კოსმოსში ნამყოფ ღვინოში მეტი ყვავილოვანი ნოტია“, – ამბობს ღვინის კრიტიკოსი ჯეინ ენსონი.

კვლევის მეორე ეტაპზე სასმელში მომხდარ ცვლილებებს ლაბორატორიაში, მოლეკულურ დონეზე შეისწავლიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 59
Page 26 of 59