close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსივიდეო

Virgin Galactic-მა ახალი კოსმოსური ხომალდი წარადგინა🚀

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ Virgin Galactic, რომელიც კოსმოსში ტურისტული ფრენების განხორციელებას გეგმავს, მესამე თაობის ახალი კოსმოსური ხომალდი VSS (Virgin SpaceShip) Imagine წარადგინა.

Imagine-ს კომპანიის მეორე თაობის ხომალდებისგან სარკისებრი კორპუსი განასხვავებს, რომელიც, მწარმოებლის თქმით, ფრენისას ფერს გარემოს მიხედვით შეიცვლის. ამასთან, სარკემ ხომალდი გადახურებისგან უნდა დაიცვას. გამოცემა Engadget-მა Imagine-ი „ვარსკვლავური ომებიდან“ პლანეტა ნაბუს სამეფო ხომალდს შეადარა.

Virgin Galactic-სში ხომალდის ტექნიკური დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ „მოდულური კონსტრუქცია“ მის მომსახურებას ამარტივებს. Imagine-ის ტესტირება მიწაზე უკვე დაწყებულია, ზაფხულში კი მწარმოებელი ხომალდს ჰაერში გამოცდის.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსივიდეო

NASA: პლანეტა უსაფრთხოა და ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდი დედამიწას მომდევნო 100 წელი მაინც არ შეეჯახება

აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ დაადასტურა, რომ „პლანეტა უსაფრთხოა“ და ასტეროიდი Apophis-ი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას, – ამის შესახებ BBC წერს.

კოსმოსური სააგენტო განმარტავს, რომ აპოფისი დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია 2004 წლიდან, მისი აღმოჩენის შემდეგ.

ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო დროდ ჯერ 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი განიხილებოდა.

„ჩვენი გამოთვლებით, 2068 წელს შეჯახება აღარაა მოსალოდნელი და ამის რისკი, სულ მცირე, შემდეგი 100 წელი აღარ არსებობს“ – აცხადებენ NASA-ში.

ვიდეო: როგორ ჩაუვლის ასტეროიდი დედამიწას 2029 წელს:

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სპეციალისტები დედამიწის ორბიტის კოსმოსური ნაგვისგან გასუფთავების ახალ სისტემას გამოცდიან

იაპონურმა კომპანია Astroscale-მა დედამიწის ორბიტის კოსმოსური ნაგვისგან გასაწმენდად ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელსაც მალე გამოცდის. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, დღეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა რაკეტა, რომელზეც კომპანიის მოწყობილობაა მოთავსებული. 175-კილოგრამიან აპარატზე 17-კილოგრამიანი თანამგზავრია მიმაგრებული, რომლის ზედაპირზეც მაგნიტის ფილაა განთავსებული. კოსმოსში მოხვედრის შემდეგ, თანამგზავრი აპარატს გამოეყოფა, ის კი მაგნიტის მეშვეობით თანამგზავრის დედამიწის ორბიტიდან მოხსნას შეეცდება და პლანეტის მიმართულებით მისცემს ბიძგს. ამ პროცესის შედეგად თანამგზავრი დედამიწის ატმოსფეროში დაიწვება.

ტესტირება შემოდგომაზე დასრულდება და თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, მომავალში ყველა თანამგზავრი მაგნიტის ფილით იქნება აღჭურვილი და მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, მათი უტილიზაცია მარტივი იქნება.

ბოლო მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ნაგვის წონა 9 ათას ტონას აჭარბებს. ეს „ნაგვის ღრუბელი“ ძველი თანამგზავრებისა და რაკეტების ნაწილებისგან შედგება. ნაგავი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და დედამიწაზე სხვადასხვა ტექნოლოგიის ფუნქციონირებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებს დედამიწიდან მთვარეზე 6.7 მილიონი სახეობის გენეტიკური მასალის გაგზავნა სურთ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე არიზონა უნივერსიტეტის მეცნიერებს, დედამიწაზე არსებული სიცოცხლის გადასარჩენად, მთვარეზე მიწისქვეშა ბუნკერის მოწყობა სურთ. მათი თქმით, ეს იქნება ე.წ „სიცოცხლის საცავი“, რომელშიც დედამიწაზე არსებული ცხოველების, ფრინველების, წყლის ბინადრებისა და მცენარეების გენეტიკური მასალა შეინახება იმ შემთხვევისთვის, თუ ჩვენს პლანეტაზე ხელოვნური ან ბუნებრივი კატასტროფა მოხდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელ მეცნიერებს დედამიწაზე მცხოვრები მილიონობით ორგანიზმის გენეტიკური მასალის მთვარეზე შენახვა სურთ

მეცნიერებს სურთ მთვარეზე დედამიწაზე მობინადრე ორგანიზმების 6.7 მილიონი სახეობის სპერმა და კვერცხუჯრედები მთვარეზე გაგზავნონ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები დედამიწის თანამგზავრზე გენეტიკური ბანკის, ერთგვარი კიდობანის შექმნას გეგმავენ. მათი თქმით, გენეტიკური მასალა მთვარის ზედაპირის ქვეშ უნდა აშენდეს. მასალა გაყინულ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს, მიზანი კი კატასტროფების შემთხვევაში დედამიწის გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება იქნება.

შესაბამისი კვლევა არიზონის უნივერსიტეტში ჩაატარეს. კვლევის ავტორი ჯეკან ტანგა აღნიშნავს, რომ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით გენეტიკური მასალის შეგროვება ახალი იდეა არ არის, რამდენიმე ასეთი ობიექტი პლანეტაზე უკვე არსებობს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ბანკის დედამიწაზე განთავსება რისკის შემცველი იქნება, რადგან პლანეტაზე მათ სხვადასხვა საფრთხე დაემუქრებათ, პირველ რიგში კლიმატური ცვლილებები. მაშინ როცა გენეტიკური ბანკის მთვარეზე შენახვა უფრო უსაფრთხო იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე სამეცნიერო სადგურის აშენებას გეგმავენ

რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს მთვარის კვლევის საერთაშორისო სადგურის შექმნის შესახებ, – ამის შესახებ რუსეთის კოსმოსურ სააგენტო „როსკოსმოსის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მთვარის კვლევის საერთაშორისო სამეცნიერო სადგური  არის მთვარის ზედაპირზე ან / და ორბიტაზე განთავსებული ექსპერიმენტული და კვლევითი ობიექტების კომპლექსი, რომელიც განკუთვნილია მრავალმხრივი კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, რუსეთი და ჩინეთი ხელს შეუწყობენ  საერთაშორისო თანამშრომლობას აღნიშნულ პროექტზე და მასში ჩართვის მსურველ ნებისმიერ ქვეყანას  თანაბარი წვდომის საშუალებას მისცემენ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „როსკოსმოსის“ ხელმღვანელმა დიმიტრი როგოზინმა და ჩინეთის კოსმოსური ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჟანგ კეჯიანმა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, სად წავიდა მარსზე არსებული წყალი?

მარსი ერთ დროს ტენიანი სამყარო იყო, მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით წყალი არსებობდა, მაგრამ ეს მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა მილიარდობით წლის წინ. რა მოუვიდა წყალს? მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ.

მკვლევარებმა მიმდინარე კვირაში განაცხადეს, რომ „დაკარგული“ წყლის დაახლოებით 30%- 99% შეიძლება ახლა მარსის ქერქში მინერალებში იყოს ჩაჭედილი, რაც ეწინააღმდეგება დიდი ხნის აზრს, რომ წყალი კოსმოსში ზედა ატმოსფეროდან გაუჩინარდა და დაიკარგა.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მარსის წყალი დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ დაიკარგა, რაც ნიშნავს, რომ ის, ბოლო 3 მილიარდი წლის განმავლობაში, მშრალი პლანეტაა,“- განაცხადა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატმა ევა შელერმა, რომელიც NASA– ს მიერ დაფინანსებული კვლევის წამყვანი ავტორია.

მკვლევარების ვარაუდით, წყლის დიდ ნაწილს, სინამდვილეში, პლანეტა არ დაუტოვებია, არამედ სხვადასხვა მინერალებს შეერია, რომლებიც წყალს შეიცავს მინერალური სტრუქტურის – კერძოდ, თიხებისა და სულფატების შემადგენლობაში.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ერთად აღებული ეს წყალი ბევრია, თუმცა არ შეიძლება მარსზე ასტრონავტების მისიებისთვის პრაქტიკულ რესურსს წარმოადგენდეს.

”კლდეში ან მინერალში წყლის რაოდენობა ძალიან მცირეა. ბევრი კლდის გაცხელება მოგიწევთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალი გამოყოთ“, – აღნიშნა შელერმა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თარამ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

iPhone 13 სავარაუდოდ ასტროფოტოგრაფიის საშუალებას მოგვცემს

გავცერელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი iPhone 13, რომელიც ვიზუალურად თითქმის iPhone 12-ის იდენტურია, Apple-ის სმარტფონის ყველაზე დიდ მიღწევას წარმოადგენს. ის მოიცავს განახლებას, რომელიც ასტროფოტოგრაფიის საშუალებას იძლევა.

ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს.

ასტროფოტოგრაფია ფოტოგრაფიის სულ უფრო პოპულარული დარგი ხდება. ადამიანები მთვარის, ვარსკვლავებისა თუ შორეული სპირალური გალაქტიკების გადასაღებად სხვადასხვა მოწყობილობებს იყენებენ. სამწუხაროდ, არც ისე ადვილია ციური სხეულების ზუსტად ისე დაფიქსირება, როგორც თავად გვსურს. თუმცა როგორც ჩანს, iPhone 13 ამ მხრივ უპრეცედენტო იქნება – ის ავტომატურად შეარჩევს კამერის საუკეთესო პარამეტრებს, მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მობილურს უბრალოდ ცისკენ მიაპყრობს.

გარდა ზემოთხსენებულისა, iPhone 13-ს ექნება “ყოველთვის ჩართული” ეკრანის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უბრალოდ, ერთი შეხედვით ნახონ შეტყობინებები, ელემენტის ინდიკატორი, დრო და ა. შ. ამისათვის ე. წ.  ეკრანის “გაღვიძება” საჭირო აღარ იქნება.

სავარაუდოდ, სწორედ ასტროფოტოგრაფიის ფუნქციის განვითარებასთან არის დაკავშირებული გაუმჯობესებული კამერის სენსორი და ობიექტივი. რაც შეეხება მის ვიზუალურ მხარეს, როგორც ჩანს, ახალ სმარტფონს უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტი და უკანა მქრქალი მინის პანელი ექნება. ის ასევე მოიცავ Face ID-სა და ეკრანის ქვეშა Touch ID-ს.

საერთო ჯამში, ეს იმაზე დიდი განახლებაა, ვიდრე მომხმარებლები ელოდნენ. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორების დონეზეა ცნობილი, თუმცა Apple სავარაუდოდ, ყოველ ფუნქციას განავითარებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მსოფლიოში პირველი კოსმოსური სასტუმრო გაიხსნება 2027 წელს

“ჩვენ ვცდილობთ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ კოსმოსში მოგზაურობის ეს ოქროს ხანა ძალიან ახლოსაა. ის მალე მოვა.” -ამ სიტყვებს ამობს Gateway Foundation- ის პრეზიდენტი, მაგრამ რატომ?

კოსმოსურ ტურიზმზე რამდენიმე კომპანია მუშაობს, ექვს წელში კი შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სასტუმროში ცხოვრება, სასტუმროში, რომელსაც Voyager Station ეწოდება. 24 მოდულისგან შექმნილი მბრუნავი ბორბალი აღჭურვილი იქნება საკმარისი რაოდენობის ოთახებით, რომ 280 სტუმარს და ეკიპაჟის 112 წევრს კომფორტული გარემო შეუქმნას. შეიძლება ითქვას, ამ დრომდე კოსმოსში კოსმონავტების ცხოვრება მარტივი და კომფორტული არ ყოფილა, მაგრამ Voyager Station აღჭურვილია საშხაპეეებით, საწოლებით, კინოთეატრით, სპა და სპორტული დარბაზებით, რომლებიც ისევე იფუნქციონირებენ, როგორც დედამიწაზე.

მოცემული იდეის უკან მდგომი კომპანია OAC(Orbital Assembly Corporation) აცხადებს, რომ სასტუმროს მშენებლობა 2025 წელს დაიწყება და 2027 წლისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. სასტუმრო თავიდანვე ისე იქნება მოწყობილი, რომ მასზე განთავსდეს კოსმოსური სააგენტო კვლევებისთვის და სივრცე ტურისტებისთვის.

სასტუმრო დედამიწას ყოველ 90 წუთში შემოივლის. სრული კომფორტის პირობებში უცნობია ზუსტად რა თანხა შეიძლება დაჯდეს სასტუმროში დარჩენა და კოსმოსში მოგზაურობა, თუმცა გაჟღერებული ინფორმაციით ეს რიცხვი შესაძლოა 250 000 დოლარი იყოს ერთ კაცზე.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა-ს ხომალდმა მარსიდან ფოტოები გამოაგზავნა

ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ საკუთარი მარსმავალის, „პერსევერანსის”,  „წითელ პლანეტაზე“ განთავსება წარმატებით შეძლო.

კოსმოსური ხომალდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში „წითელ პლანეტაზე“ სიცოცხლის არსებობის მტკიცებულებების ძიებაში გაატარებს და მარსის ქანების ნიმუშებს შეაგროვებს.

„პერსევერანსი“ ეზეროს კრატერის შესწავლას გეგმავს, ვინაიდან მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეზეროზე მილიარდობით წლის წინ გიგანტური ტბა მდებარეობდა და იქ, სადაც წყალი იყო, სიცოცხლის არსებობაც შესაძლებელია.

მარსზე დაჯდომისთანავე ხომალდმა, რომელიც 20-ზე მეტი კამერითაა აღჭურვილი, დედამიწაზე პირველი გამოსახულებები გამოაგზავნა, სადაც მარსმავალის ჩრდილი და ეზეროს კრატერის ზედაპირი ჩანს.

ხომალდი „წითელ პლანეტაზე“ 6 თვის წინ გაგზავნეს და დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მან დაახლოებით  292.5 მილიონი მილი გაიარა.

წყარო :BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 25 26 27 28 29 59
Page 27 of 59