close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – 2021 წელი ჩვეულებრივზე ხანმოკლე იქნება, ვინაიდან დედამიწის მოძრაობა აჩქარებულია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლო დროს დედამიწა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მოძრაობს და ამან, შეიძლება “უარყოფითი ნახტომი წამის” საჭიროება გამოიწვიოს.

დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის მისი მდნარი ბირთვის მოძრაობა, ოკეანეები და ატმოსფერო.

ასტროფიზიკოსისა და მეცნიერების კომუნიკატორის გრეჰემ ჯონსისა და პლატფორმა Time and Date-ის წარმომადგენლის, კონსტანტინე ბიკოსის პროგნოზით, 2021 წლის საშუალო დღე სავარაუდოდ 0,05 მმ-ით (მილიწამი) ნაკლები იქნება 86,400 წამზე, რაც ჩვეულებრივ 24-საათიან პერიოდს შეადგენს.

„2021 წელი, სავარაუდოდ, ყველაზე მოკლე იქნება ბოლო ათწლეულების განმავლობაში. საშუალო დღის ხანგრძლივობა 86 400 წამზე ნაკლები ბოლოს 1937 წელს იყო,“- აცხადებენ ჯონსი და ბიკოსი.

1972 წელს მიღწეული იქნა შეთანხმება უნივერსალური კოორდინირებული დროის (UTC) დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად გამოიყენება, როგორც მსოფლიო დროის ოფიციალური საზომი. UTC დრო იგივე საერთაშორისო ატომური დროა, მაგრამ როდესაც გრინვიჩის დროსთან განსხვავება 1 წამს არწევს, UTC სკალას ემატება 1 წამი, რომელსაც ეწოდება „ნახტომი წამი“ (leap second) . 1972 წლიდან 27 ნახტომი წამის დამატება გახდა საჭირო, თუმცა დედამიწის მოძრაობა აჩქარდა და 2016 წლიდან „ნახტომი წამის“ დამატება აღარ მომხდარა.

„თუ დედამიწის ბრუნვა კიდევ აჩქარდება, სრულიად შესაძლებელია, რომ საჭირო გახდეს უარყოფითი ნახტომი წამი, მაგრამ ამის გადაჭრით თქმა ჯერ ძალიან ადრეა“, — ამბობს ფიზიკის ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი პიტერ ვიბერლი.

ეს იმას ნიშნავს, რომ წამის დამატების ნაცვლად, შეიძლება საჭირო გახდეს მისი გამოკლება.

„ნახტომი წამს“ ყოველდღიურ ცხოვრებაში პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გარკვეულ სფეროებში, როგორიცაა ასტრონომია, ნავიგაცია, კოსმოსური ფრენა და კომპიუტერული ქსელები, ის, შეიძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ზონდ InSight-ის მისია მარსზე 2022 წლამდე გაგრძელდება

NASA-მ ზონდ InSight-ის და სადგურ Juno-ს მისიები გააფართოვა და გაახანგრძლივა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

InSight-ი, რომელიც მარსს სწავლობს 2022 წლამდე იმუშავებს. თავდაპირველად NASA-ში გეგმავდნენ რომ ზონდის მისია, რომელიც წითელ პლანეტაზე 2018 წელს დაეშვა, 2020 წელს დასრულდებოდა. InSight-ის ახალ ამოცანებს შორის მარსის სეისმოლოგიური მონაცემების კრებულის შექმნა იქნება.

Juno-კი, რომელსაც იუპიტერის ორბიტიდან 2021 წელს უნდა გაეყვანათ 2025 წლამდე იმუშავებს და არა მხოლოდ მზის სისტემის ყველაზე დიდ პლანეტას, არამედ მის სისტემას – რგოლებს და თანამგზავრებს შეისწავლის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთის კოსმოსური მისია დედამიწაზე მთვარის ნიადაგის ნიმუშებით დაბრუნდა

ჩინური უპილოტო კოსმოსური მისია Chang’e-5 დედამიწაზე მთვარის გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაფსულა, რომელშიც პლანეტის თანამგზავრზე მოგროვილი გრუნტი ინახება მონღოლეთში, ადგილობრივი დროით 01:30 საათზე დაეშვა.სპეციალისტებმა კაფსულას მალევე მიაგნეს.

Chang’e-5-მა მთვარისკენ სტარტი 1-ელ დეკემბერს აიღო. ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა, რომელიც მთვარის გრუნტს დედამიწაზე ჩამოიტანს. აქამდე თანამგზავრის ნიადაგის ნიმუშების მოპოვება მხოლოდ აშშ-სა და სსრკ-ს მისიებმა შეძლეს. ბოლოს მსგავსი მისია 1976 წელს შესრულდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

2023 წლისთვის იაპონია ხის სატელიტებს ორბიტაზე გაგზავნის

ალბათ, ჩვენი დროის მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევების ხასიათიდან გამომდინარე, უკვე აღარაფერი გაგვაოცებს. ინოვაციურმა და ტექნიკურმა წინსვლამ, თითქოს, ყველაფერი შესაძლებელი გახადა და გააქრო სიტყვა “შეუძლებელია”.

კიოტოს უნივერსიტეტისა და იაპონიის სატყეო კომპანიის თანამშრომლობით, სავარაუდოდ, სულ მალე ახალ ინოვაციურ ნაწარმს ვიხილავთ. მათი მიზანია, 2023 წლისთვის ორბიტაზე ხის სატელიტები გაუშვან.

კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორისა და იაპონელი ასტრონავტის, ტაკაო დოის განცხადებით, ხის სატელიტის უპირატესობა ისაა, რომ მისი ორბიტიდან ამოვარდნის, ხელახლა შესვლისას და დაწვისას, ლითონის თანამგზავრზე ნაკლებ მავნე ნივთიერებას გამოყოფს.

”ჩვენ ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ დედამიწის ატმოსფეროში ხელახლა შესული ყველა სატელიტი იწვება და ქმნის ალუმინის პატარა ნაწილაკებს, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იფურჩქნება ატმოსფეროს ზედა ნაწილში… საბოლოოდ ეს დიდ გავლენას იქონიებს დედამიწის გარემოზე” – ამბობს ტაკაო დოი.

ვიდრე იდეას განახორციელებენ, საჭიროა გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება, რათა შეამოწმონ, ხის რომელი ჯიში უძლებს ექსტრემალურ პირობებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის მომავალი ეკონომიკა კრიპტოვალუტაზე იქნება დაფუძნებული

SpaceX–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მარსზე მომავალი ეკონომიკა, შესაძლოა, კრიპტოვალუტაზე დაფუძნდეს.

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ მასკი პირველი ადამიანების გაგზავნას მარსზე 2024 წლისთვის გეგმავს, სადაც ამ დროისთვის უკვე იარსებებს დამოუკიდებელი ქალაქი.

SpaceX-ის Starlink ინტერნეტპროექტის მომსახურების პირობების თანახმად, წითელ პლანეტაზე ნებისმიერი სამომავლო დასახლება “მარსს აღიარებს როგორც თავისუფალ პლანეტას და დედამიწაზე არსებულ არც ერთ მთავრობას არ ექნება ავტორიტეტი ან სუვერენიტეტი მარსის საქმიანობაზე”. ილონ მასკის თქმით, სწორედ ეს არის მარსის დემოკრატიის საფუძველი.

რენდი სეგალმა, Hogan Lovells-ის იურიდიული ფირმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წითელ პლანეტაზე ყველას თანაბრად გვაქვს უფლებები და პასუხისმგებლობა მონიჭებული. ეს არის სივრცე, რომლის გაზიარებაც ყველას შეუძლია.

ხელოვნური ინტელექტის მკლევარ ლექს ფრიდმენის ონლაინ დისკუსიას Twitter-ზე, ილონ მასკი გამოეხმაურა და განაცახად, რომ “მარის ეკონომიკა კრიპტოვალუტით იმუშავებს”. თანაც, სავარაუდოა, რომ პლანეტა მარსზე Dogecoin-ს გამოიყენებენ, რადგან ის ჯერ კიდევ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გასულ კვირას, Dogecoin–ის ფასი მესამედზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა მასკმა შეცვალა Twitter–ზე „Dogecoin– ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი“ დაიწერა და დათვითა: “One word: Doge“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები : ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოვაჩინეთ

გალაქტიკას GN-z11 შესაძლოა არა აქვს ბრწყინვალე სახელი,  თუმცა, როგორც ჩანს, ის ყველაზე შორეული და უძველესი გალაქტიკაა, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ მეცნიერებს. ეს იმ ასტრონომების დამსახურებაა, რომლებიც ნობუნარი კაშიკავას (ტოკიოს უნივერსიტეტის ასტრონომიის განყოფილების პროფესორი) ხელმძღავნელობით, შეუდგნენ ახალ მისიას – სამყაროს ყველაზე შორეული გალაქტიკის პოვნას.

იმის დასადგენად, თუ რა მანძილით არის ჩვენგან დაშორებული GN-z11, კაშიკავას გუნდმა შეისწავლა, რამდენად მკვეთრია მისი წითელი ფერის სინათლე, რადგან  რაც უფრო შორსაა ჩვენგან კოსმოსური ობიექტი, მით უფრო მუქი ფერის წითელი აქვს მას. გარდა ამისა, გუნდი აკვირდებოდაკოსმოსური ობიექტებიდან მომავალ ემისიის ხაზებს.

ასტრონომთა გუნდმა შეძლო, გაერკვია, რა მანძილი უნდა გაეარა ჩვენამდე მოსულ სინათლეს. ამის გასაგებად მათ გამოიყენეს  ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიუთითებს კონკრეტული მოლეკულის არსებობაზე.

ასევე, მკლევარებმა გამოიყენეს MOSFIRE, ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა გალაქტიკიდან მომავალი ემისიური ხაზების დეტალური შესწავლა.

იმ შემთხვევაში, თუ სხვა მკვლევარებიც დაეთანხმებიან ამ აღმოჩენას, GN-z11 ოფიციალურად გახდება ყველაზე შორეული გალაქტიკა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დღეს, 21 დეკემბერს კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი დღეა! სატურნი და იუპიტერი “გაერთიანდება”

21 დეკემბერს იუპიტერი და სატურნი აპირებენ, ისე მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ შორიდან გვეგონება, ისინი თითქოს ერთმანეთს ეხებიან. ასე ახლოს მათი განლაგება ბოლოს 800 წლის წინ, 1226 წლის 4 მარტს დაფიქსირდა.

პლანტები ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდებიან, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე.

ასტრონომიულ მოვლენას, რომელშიც ციური სხეულები ერთმანეთს გაუსწორდებიან, შეერთება ეწოდება. თუმცა, ვინაიდან ეს კავშირი მოიცავს ჩვენი მზის სისტემის ორ უდიდეს გიგანტს, იგი ცნობილია როგორც “დიდი შეერთება”. რაღაც დონეზე, ამგვარი შემთხვევა ორ ათწლეულში ერთხელ ხდება ხოლმე.

”მაგრამ სამართლიანად უნდა ითქვას, რომ ეს კავშირი ნამდვილად გამონაკლისია იმით, რომ პლანეტები ძალიან ახლოს იქნებიან ერთმანეთთან”, – განმარტა Rice University-ს ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორმა პატრიკ ჰარტიგანმა.

”სინამდვილეში, ისინი იმდენად ახლოს იქნებიან, რომ შეიძლება მათი განშორება შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იყოს”, – დასძინა მან.

ეს ყველაფერი ზამთრის ბუნიობის დღეს მოხდება და ჩვენ დედამიწიდან მათ ერთ ნათელ წერტილად აღვიქვამთ.

ამასთანავე, რთული იქნება ამ შეერთების დანახვა შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში, თქვა ჰარტიგანმა. ჯერ უცნობია, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში რამდენად დაბლა იქნებიან ისინი ჰორიზონტზე განლაგებულები. ყველაზე უკეთ ეკვატორთან განლაგებული ქვეყნების მოსახლეობა დაინახავს ამ მოვლენას.

“თუკი ტელესკოპი გაქვთ ის სამხრეთ – დასავლეთის ცისკენ მიაბრუნეთ” – გვაძლევს რეკომენდაციას ჰარინგტონი. თუმცა კი, ამ ყველაფრის დასანახად მკაფიო სამხრეთ-დასავლეთის ჰორიზონტი გვჭირდება.

თუკი 21-ში თქვენი ცა ღრუბლიანი იქნება, გული ნუ დაგწყდებათ, ეს მოვლენა 17-დან 25 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა კი 21-ში ყველაზე უფრო ახლოს იქნებიან ისინი ერთმანეთთან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას ხუთი ასტეროიდი უახლოვდება – აშშ-ის კოსმოსური სააგენტო

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების ინფორმაციით, დედამიწისკენ ხუთი ასტეროიდი მოემართება, რომელთაგან ორი იმაზე ახლო მანძილზეა, ვიდრე მთვარეა დედამიწიდან დაშორებული.

მათივე ცნობით, სამი ასტეროიდი ჩვენ პლანეტას დღეს მოუახლოვდება, რომელთა დიამეტრი 10-დან 24 მეტრამდეა. ყველაზე ახლოს დედამიწას ერთი მათგანი 343 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის.

ორი ასტეროიდის დიამეტრი 6.8 და 30 მეტრია, ისინი დედამიწას 18 დეკემბერს მოუახლოვდებიან. ყველაზე მცირე ზომის ასტეროიდი დედამიწას 57 ათასი კილომეტრის დაშორებით ჩაუვლის, ყველაზე დიდი კი 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით.

წყარო :interpressnews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ნასა ასტრონავტებს ირჩევს მთვარის ახალი მისიისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო გეგმავს 2024 წელს მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გაგზავნოს, ერთი კაცის და ერთი ქალის მონაწილეობით, დაშვება მოხდება მთვარის სამხრეთ პოლუსზე. მთვარეზე პირველი დაშვებიდან, 1972 წლიდან, 48 წელი გავიდა. NASA-ს ახალ მისიას მოჰყვება შემდეგი ფრენები კოსმოსური ხომალდით, სახელად ,,Orion”. მისიას წამოიწყებს უზარმაზარი რაკეტა, სახელწოდებით Space Launch System (SLS).

NASA-მ უკვე დაასახელა 18 ასტრონავტის ვინაობა, საიდანაც აირჩევა პროგრამაში მონაწილე შემდეგი კაცი და პირველი ქალი, ვინც მთვარეზე გაფრენა შეძლებს. ასტრონავტების ნაწილი გამოცდილია, ასევე 18 ასტრონავტში ახალწვეულებიც შედიან, რომლებიც ჯერ კოსმოსში არ გაფრენილან და 2024 წლისთვის კარგი შესაძლებლობა მიეცემათ.

მაიკ პენსმა ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადა 9 კაცისა და 9 ქალის სახელი, რომლებიც 2024 წელს მთვარის ზედაპირზე სიარულს შეძლებენ. მათ შორის არის სტეფანი ვილსონი, ის უკვე სამჯერ გაფრინდა კოსმოსში, ასევე ქრისტინა კოხი, რომელმაც რეკორდი დაამყარა ქალებში და ყველაზე დიდი დრო გაატარა კოსმოსში და ვიქტორ გლოვერი, რომელიც ახლახან გაემგზავრა SpaceX Crew Drago-ით.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ილონ მასკი: მარსზე პირველი ადამიანი უახლოეს 6 წელიწადში დადგამს ფეხს

პირველი ადამიანი წითელ პლანეტაზე უახლოესი 6 წლის განმავლობაში დადგამს ფეხს. ამის შესახებ SpaceX-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს 6 წელიწადში მოხდება, თუმცა თუ გარემოებები შეგვიწყობს ხელს, შესაძლოა პროცესები დაჩქარდეს და მარსზე ადამიანის გაყვანა 4 წელიწადში შევძლოთ“, – აღნიშნა მასკმა, რომლის ყველაზე ამბიციური პროექტიც წითელი პლანეტის კოლონიზაციაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 27 28 29 30 31 59
Page 29 of 59