close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ტელესკოპის საშუალებით მზის უპრეცედენტოდ დეტალური ფოტოები გადაიღეს

ახალი ძლიერი ტელესკოპის საშუალებით, რომელიც  მაუიში, ჰავაიზე ვულკან ჰალეაკალას თავზე მდებარეობს, მზის უპრეცედენტოდ დეტალური გამოსახულება გადაიღეს.

აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დენიელ კეი ინოუეს მზის ტელესკოპი, რომლის საშუალებითაც გამოსახულებები მიიღეს, მზის დონიდან 3,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ძირითადი სარკის დიამეტრი ოთხი მეტრია.

საზოგადოებრივი კვლევის ინსტიტუტის „მზის ეროვნული ობსერვატორიის“ განცხადებით, ტელესკოპი მეცნიერებს მზისა და მის დედამიწაზე ზემოქმედების შესწავლაში დიდ დახმარებას გაუწევს.

გამოსახულებაში ჩანს , რომ მზე, რომელიც დედამიწისგან 93 მილიონი მილით არის დაშორებული, ტურბულენტური, „მდუღარე“ გაზითაა დაფარული.

უჯრედების მსგავს სტრუქტურებში ჩანს ცხელი პლაზმა, რომელიც მაღლა იწევს, შემდეგ კი ცივდება და უჯრედების გამყოფ ბნელ ხაზებში იძირება. გამოსახულებაზე მაგნიტური ველების მარკერებიც ჩანს.

მეცნიერების განმარტებით, მზეზე მიმდინარე მაგნიტურ ამოფრქვევებს თანამგზავრების განადგურება, GPS-ის მწყობრიდან გამოყვანა, საჰაერო მიმოსვლის შეფერხება და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება შეუძლია. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მზის მოქმედების, ანუ „კოსმოსური ამინდის“ შესწავლა მათ დედამიწაზე მოსალოდნელი პრობლემების წინასწარ პროგნოზირებაში დაეხმარება.

„ტელესკოპი დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ რა ახდენს ზეგავლენას კოსმოსურ ამინდზე, ამინდის სპეციალისტებს კი მზის ქარიშხლების პროგნოზირებაში დაეხმარება,“ – აცხადებს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ფრანს კორდოვა.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასას“ რობოტმა დაადგინა, რომ მარსზე მიწისძვრები ხშირად ხდება

„ნასას“ რობოტმა „ინსაითმა“ დაადგინა, რომ მარსი სეისმურად აქტიური პლანეტაა და მასზე მიწისძვრები ხშირად ხდება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც „ინსაითი“ 2018 წლის ნოემბერში წითელი პლანეტის გამოსაკვლევად მის ზედაპირზე დაეშვა,  კოსმოსურმა ხომალდმა მარსის ზედაპირზე 450 მიწისძვრა დააფიქსირა, რომელთა უმეტესობა სუსტი იყო.

მარსის სეისმური აქტივობის დაფიქსირება ხომალდის სეისმომეტრის საშუალებით განხორციელდა.

მკვლევარებმა მარსზე დაფიქსირებული მიწისძვრების სიმძლავრე გაზომეს და ყველაზე ძლიერი 4 მაგნიტუდის სიმძლავრის აღმოჩნდა.

„ინსაითის“ საშუალებით ასევე დადგინდა ისიც, რომ მარსის გეოლოგიური დინამიკა დედამიწისგან განსხავებულია. ჩვენი პლანეტის ქერქი დაყოფილია ფირფიტებად, მარსს კი მსგავსი ფირფიტების ტექტონიკური გეოლოგია არ გააჩნია.

კიდევ ერთი სიახლე, რაც „ნასას“ რობოტმა „წითელი პლანეტის“ შესახებ გაარკვია ისაა, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც რობოტი მდებარეობს, მარსს, დედამიწისგან განსხვავებით, არა გლობალური, არამედ ლოკალური მაგნიტური ველი აქვს.

„ნასას“ რობოტი მარსზე რჩება და პლანეტის ატმოსფეროს კვლევას განაგრძობს.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის ყველაზე დეტალური პანორამა ისტორიაში

NASA-მ მარსის ყველაზე დეტალური პანორამა გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Space ავრცელებს.

პანორამა 1200-ზე მეტი ფოტოსგან შედგება, მისი გაფართოება კი 1,8 მილიარდი პიქსელია. მარსმავალ Curiosity-ის მიერ გადაღებულ პანორამაზე შარპის მთის ფერდობი ჩანს.

პანორამის შესაქმნელად Curiosity-ის მიერ 2019 წლის 24 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გადაღებული ფოტოებია გამოყენებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

შორეული გალაქტიკიდან მომავალ რადიოსიგნალებში მეცნიერებმა კანონზომიერება შენიშნეს

კორნელის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კანადაში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა შორეული გალაქტიკიდან დედამიწისკენ მომავალ სწრაფ რადიოსიგნალებში, ისტორიაში პირველად, კანონზომიერება გამოავლინა. მათი განცხადებით, სიგნალები 16.35-დღიანი შუალედით მეორდება.

სწრაფი რადიოსიგნალი, რომელსაც სახელად FRB 180916.J0158+65 უწოდეს, სპირალური გალაქტიკიდან მოდის. ის ჩვენი პლანეტიდან 500 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.

2018 წლის 16 სექტემბრიდან 2019 წლის 30 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, კანადური რადიოტელესკოპის CHIME საშუალებით, მეცნიერებმა სწრაფი რადიოსიგნალების 28 ციკლი აღრიცხეს. სიგნალი 4 დღის განმავლობაში, დაახლოებით საათში ერთხელ ფიქსირდებოდა. 12-დღიანი პაუზის შემდეგ კი, ციკლი თავიდან იწყებოდა.

“იმის ცოდნა, რომ ჩვენ მიერ მიღებული სწრაფი რადიოსიგნალები 16,35-დღიანი პერიოდულობით მეორდება, შესაძლოა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მათი წარმოშობის წყაროს დასადგენად” – აღნიშნავენ მეცნიერები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწას, მთვარის გარდა, დროებითი თანამგზავრიც ჰყავს

2020 წლის 15 თებერვალს, არიზონას უნივერსიტეტის ასტრონომებმა ტედი პრუინემ და კაცპერ ვეირცოსმა, NASA-ს მიერ დაფინანსებული Catalina Sky Survey-ის ფარგლებში, პატარა ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწის გარშემო ბრუნავდა. მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ექვსი ობსერვატორიის ასტრონომებმა იგივე დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ ეს დედამიწის კიდევ ერთი თანამგზავრია, ოღონდ, გაცილებით პატარა, ვიდრე მთვარე და ამასთან, ის ჩვენს ორბიტაზე დროებითაა მოხვედრილი.

დედამიწის დროებით თანამგზავრ ასტეროიდს 2020 CD3 უწოდეს. ცნობილია, რომ უკვე სამი წელია, რაც ის ჩვენს ორბიტაზე მოძრაობს და მისი ზომა 1,9-3,5 მეტრია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსისაქართველო

აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია. ამასთან, ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს- მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და  კაფე. ასევე მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონელი მილიარდერი მთვარეზე მოგზაურობისთვის თანამგზავრ გოგონას ეძებს

იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, რომელიც 2023 წელს SpaceX-ის მეშვეობით მთვარეზე მოგაზურობასა და დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს, თანამგზავრ მეგობარ გოგოს ეძებს.

44 წლის ბიზნესმენი აპლიკანტებს რამდენიმე მოთხოვნას უყენებს : ისინი 20 წელზე მეტი ასაკის უნდა იყვნენ, კოსმოსში მოგზაურობა უნდა აინტერესებდეთ, მოგზაურობისთვის მზადების პროცესში უნდა ჩაერთონ და მსოფლიოში მშვიდობა უნდა სურდეთ.

აპლიკაციების მიღება 17 იანვარს წყდება. გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა კი მარტის დასასრულს მოხდება.

„მსურს, მიყვარდეს ერთი ქალი. მინდა, ვიპოვო ცხოვრების პარტნიორი და ამ სიყვარულისა და სამყაროში მშვიდობის შესახებ  კოსმოსიდან ვიყვირო“,- წერს მაეზავა აპლიკანტებისთვის შექმნილ ვებგვერდზე.

დოკუმენტური ფილმი სახელად „სავსე მთვარის შეყვარებულები“ სტრიმი AbemaTV-ზე გავა და ძირითადად, ახალგაზრდა მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები – მეზობელი გალაქტიკიდან იდუმალი რადიო სიგნალი მოდის

მეცნიერები ახცადებენ, მეზობელი გალაქტიკიდან იდუმალი რადიო სიგნალი მოდის. მათივე მტკიცებით, გალაქტიკა, საიდანაც ეს სიგნალი მოდის, გასაოცრად ჰგავს ჩვენს პლანეტას.

დასკვნებმა, შესაძლოა,  სწრაფი რადიო აფეთქებების საიდუმლო ამოხსნას – რომელიც ენერგიის აუხსნელი, ინტენსიური აფეთქებებია, რომელიც სამყაროში იგზავნება და ვრცელდება და შესაძლოა იყოს ყველაფერის, მათ შორის, უცხოპლანეტელების ცხოვრების უცნობი ბუნებრივი ფენომენის, შედეგი.

ასტრონომები სწრაფი რადიო აფეთქებების წყაროს დადგენას ათ წელზე მეტია ცდილობენ. ამ ხნის განმავლობაში მათ ასობით სიგნალი აღმოაჩინეს.

ძიებისა და კვლევის პროცესი ძალიან რთულია, ვინაიდან სწრაფი რადიო აფეთქებები მხოლოდ მილისეკუნდების განმავლობაში გრძელდება და შესაძლებელია, ის ციდან ნებისმიერი ადგილიდან მოდიოდეს.

ბოლო დროის აღმოჩენილი ხუთი შემთხვევიდან,  ასტრონომებმა აფეთქებების წყაროს დადგენა შეძლეს. ყველაზე გასაოცარი რამ, რაც ბოლო აღმოჩენასთან დაკავშირებით შესაძლოა ითქვას, არის ის, რომ გალაქტიკა, საიდანაც სიგნალი მოდის, ძალიან ჰგავს ჩვენს გალაქტიკას.

„სწრაფი რადიო აფეთქებების მასპინძელი გალაქტიკის იდენტიფიცირება, მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, თუ რა ტიპის გარემოში არსებობენ სწრაფი რადიო აფეთქებები და ამრიგად, რისგან უნდა წარმოიქმნებოდნენ ისინი ,“ – განაცხადა ფიზიკისა და ასტრონომიის ასისტენტ პროფესორმა სარა ბურკე-სპოლაორმა.

ახალი აღმოჩენა კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს კითხვას, თუ საიდან მოდის სწრაფი რადიო აფეთქებები.  პირველი აფეთქებები პატარა გალაქტიკისაგან მოდიოდა, რომელიც მეტალებისა და ახლად წარმოშობილი ვარსკვლავებისგან შედგება, რამაც მეცნიერებს აფიქრებინა, რომ შესაძლოა ისინი იქ აღმოჩენილი ვარსკვლავების შედეგი იყოს – მაგრამ ეს არ ეხება ახლად ნაპოვნ გალაქტიკას.

ეს ნიშნავს, რომ ასტრონომებმა უნდა განიხილონ რადიო სიგნალების წარმოშობის სხვა ვერსიები, ეს კი მდგომარეობას ართულებს, ვინაიდან მათი წარმოშობის უამრავი ოიტენციური წყარო არსებობს.

ახლად აღმოჩენილი წყარო – FRB ​180916 დედამიწისგან მხოლოდ ნახევარი მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, ანუ ის ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოსაა აქამდე აღმოჩენილ სწრაფ რადიო აფეთქბებთან შედარებით. ამან კი, მეცნიერების აზრით, შესაძლოა ხელი შეუწყოს იმის დადგენას, თუ საიდან მოდის ის.

წყარო :independent.co.uk

მალასა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ტელესკოპმა TESS-მა სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პირველი პლანეტა აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა (Transiting Exoplanet Survey Satellite) სასიცოცხლო ზონაში დედამიწის ზომის პირველი პლანეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ NASA იუწყება.

TOI 700 d წითელი ჯუჯა პლანეტის TOI 700-ის ირგვლივ 37-დღიანი პერიოდით მოძრაობს. ამასთან, მისგან პლანეტა ენერგიის 86%-ს ღებულობს, რომელსაც მზე დედამიწას გადასცემს.

გარდა ამისა, დაკვირვების 11 თვის განმავლობაში ამ ვარსკვლავზე აფეთქებები არ დაფიქსირებულა, რაც იმის შანს ზრდის, რომ TOI 700 d-ზე შესაძლოა სასიცოცხლო იყოს.

სპეციალისტების თქმით, გარდა TOI 700 d-სა TOI 700-ის სისტემაში კიდევ 2 პლანეტაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

2019 წლის საუკეთესო ფოტოები კოსმოსიდან

„ბიბისი“ 2019 წელს კოსმოსში გადაღებულ საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდნენ : იუპიტერის ღრუბლები, „თოვლის კაცი“, ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი, სელფი მარსზე, მთვარის ბნელი მხარე და გალაქტიკური „მეტოქე“.

  1. იუპიტერის ღრუბლები

ნასა-ს კოსმოსურმა ხომალდმა “ჯუნომ“ იუპიტერის ღრუბლებისგან განსაცვიფრებელ სურათებს გამოაგზავნა მას შემდეგ, რაც ის 2016 წელს გიგანტურ პლანეტაზე ორბიტაზე ჩავიდა. გამოსახულება შედგება ოთხი სურათიდან,  რომელიც კოსმოსურმა ხომალდმა 29 მაისს გადაიღო.

  2. თოვლის კაცი

ნასა-მ კოსმოსური ხომალდი „ნიუ ჰორიზონსი“ კუიპერის სარტყელში გაგზავნა, რომელიც იუპიტერის ორბიტის გასწვრივაა გადაჭიმული. სარტყელზე უამრავი  ყინულის ობიექტია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის დასაბამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.

მეცნიერებმა ერთ-ერთი ობიექტის – MU 69-ის ფოტო გადაიღეს, რომელიც 2014 წელს აღმოაჩინეს (მოგვიანებით მას ულტიმა ტულე უწოდეს, ამჟამად კი აროკოტად მოიხსენებენ). აღმოჩნდა, რომ MU 69-ი არის ბინარული, ყინულის ორი ბურთისგან შემდგარი 39 კილომეტრი სიგრძის ობიექტი. მოწითალო ფერს კი მის ზედაპირზე ორგანული ნაერთი tholin-ის არსებობა განაპირობებს.

3. ვარსკვლავისებრი ფეიერვერკი

ეტა კარინა (Eta Carinae) არის ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც დედამიწიდან 7,500 სინათლის წლით დაშორებით მდებარეობს. ის შედგება სუმ მცირე ორი ვარსკვლავისგან, რომლებიც ჩვენს მზეზე დაახლოებით ხუთ მილიონჯერ მერ ენერგიას გამოყოფენ.

ამ ვარსკვლავისებრი ფეიერვერკის ფოტო წელს გავრცელდა და ოს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის Wide Field-ის კამერამ გადაიღო.

4. სელფი მარსზე

ნასა-ს „კურიოზიტი“ პლანეტა მარსზე კრატერ გეილს 2012 წლიდან სწავლობს. რობოტმა წელს „სელფი“ გადაიღო, როცა შარპის მთის (Mount Sharp) კალთები აღმოაჩინა.

 

5.მთვარის შორი მხარე

მიმდინარე წლის 3 იანვარს ჩინურმა კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e-4-მა მთვარის შორეულ მხარეზე დაჯდომა განახორციელა. რამდენიმე დღეში რობოტ როვერმა და მისმა ლენდერმა მთვარის შორეულ მხარეზე ერთმანეთს ფოტოები გადაუღეს.

 

  1. გალაქტიკური კონკურენტი  

ფოტოზე, რომელიც „ჰაბლის“ ტელესკოპმა გადაიღო, აღბეჭდილია გალაქტიკა სახელად NGC 772, რომელიც დედამიწიდან 130 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. NGC 772-ს ბევრი საერთო აქვს ჩვენს გალაქტიკასთან – „ირმის ნახტომთან.“  მაგალითად, ორივე მათგანს პატარა თანამგზავრი გაალქტიკები ჰყავთ, რომლებიც მშობლიურ გალაქტიკასთან ახლოს ორბიტაზე მოძრაობენ.

თუმცა, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა. მაგალითად, NGC 772 არ აქვს  ცენტრში მბრუნავი ბარის სტრუქტურა, რომელიც ვარსკვლავებისა და გაზისაგან შედგება.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 59
Page 33 of 59