close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

3,5 მილიონი წლის წინ „ირმის ნახტომში“ ძლიერი აფეთქება მოხდა

3,5 მილიონი წლის წინ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ BBC ავსტრალიელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ის იმდენად ძლიერი იყო, რომ 200 000 სინათლის წელიწადის რადიუსში იგრძნობოდა. ამ მოვლენის შესასწავლად მეცნიერებმა ტელესკოპ „ჰაბლის“ მიერ შეგროვილი მონაცემები გამოიყენეს.

სპეციალისტების აზრით, აფეთქება ამტკიცებს, რომ გალაქტიკის ცენტრი გაცილებით უფრო დინამიკური ადგილია, ვიდრე მეცნიერებს ადრე ეგონათ. მათი თქმით, ეს აღმოჩენა „ირმის ნახტომის“ ევოლუციის რეინტერპრეტაციას გამოიწვიოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

470 მილიონი წლის გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია

470 მილიონი წლის  გიგანტური ასტეროიდის შეჯახებამ დედამიწაზე გამყინვარება გამოიწვია, – ამის შესახებ ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერები ახლახანს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ.

93-მილის სიგანის ასტეროიდი მარსსა და იუპიტერს შორის დაიშალა და მისი მტვერი დედამიწისკენ გაიფანტა, მზის შუქს გადაეფარა და ჩვენს პლანეტაზე გლობალური სიცივე გამოიწვია.

მტვერი დედამიწას 2 მილიონი წლის განმავლობაში ეცემოდა, რაც საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ დედამიწაზე არსებული სხვადასხვა სახეობა ახალ კლიმატთან ადაპტირებულიყო.

Science Advances-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კვლევამდე გამყინვარების ხანის გამომწვევი მიზეზი უცნობი იყო.

ასტეროიდებისა და კომეტებისგან მომავალი კოსმოსური მტვერი ნორმალური მოვლენაა. დედამიწაზე მის მიღმა არსებული კოსმოსიდან ყოველწლიურად 40,000 ტონა მასალა ხვდება, თუმცა აღნიშნული ასტეროიდის დაშლის შედეგად ამ მტვრის რაოდენობა ბევრად გაიზარდა და 2 მილიონი წლის განმავლობაში დედამიწის კლიმატის ცვლილებებზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

მეცნიერებმა დედამიწის დანალექების შესახებ არსებულ ჩანაწერებში ჩვენი პლანეტის მიღმა არსებული მატერია, მეტეორიტები და მიკრომეტეორიტები შეისწავლეს. მათ დედამიწის მიღმა არსებული მატერიის ამოღება კლდეზე მჟავის ზემოქმედებით განახორციელეს და ისეთი ელემენტებს დაუწყეს ძებნა, რომლებიც დედამიწის კლდეებზე იშვიათია.

მაგალითად ჰელიუმის ატომს, ჩვეულებრივ 2 პროტონი, 2 ნეიტრონი და 2 ელექტრონი აქვს, კოსმოსიდან გამოსროლილ ჰელიუმის ატომებს კი ნეიტრონი არ აქვთ. ამ ჰელიუმის იზოტოპებსა  და ასტეროიდებში იშვიათი მეტალის არსებობა ადასტურებს, რომ მტვერი კოსმოსიდან მოდის.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული კლომატის ცვლილება ძალიან განსხვავებულია კლიმატის იმ  ცვლილებისგან, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

 

წყარო : www.independent.co.uk

მასალა მოამზადა :თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმა გადაიღო

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი გადაიღო. აღნიშნული გალაქტიკა (2MASX J07001137-6602251) და შესაბამისად, შავი ხვრელი დედამიწიდან 375 მილიონი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. euronews-ის თქმით, მოვლენა კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრმა – TESS, 2019 წლის 21 იანვარს გადაიღო. კადრებში ასახულია მზის მსგავს ვარსკვლავზე შავი ხვრელის გრავიტაციული ველის გავლენა, საბოლოოდ კი, ვარსკვლავის შთანთქმა. მოვლენა, რომლის ასახვა და დაკვირვებაც მეცნიერებმა შეძლეს ძალიან იშვიათია 100 000 წელში ერთხელ ხდება. შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქვის მოვლენას ASASSN-19bt უწოდეს. მას TESS თავიდან ბოლომდე აკვირდებოდა, მოვლენისკენ იყო მიმართული თანამგზავრის ოთხივე კამერა.

აღსანიშნავია, რომ მოვლენის მიმდინარეობისას, გალაქტიკაში ტემპერატურა 50%-ით დაეცა (დაახლოებით, 40 000-დან 20 000 ცელსიუსი გახდა). ჩვეულებრივ, შავი ხვრელები ყველაზე დიდი გალაქტიკების ცენტრებშია. მსგავს მოვლენაზე დაკვირვების შედეგად, მეცნიერები უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას შეძლებენ იმის შესახებ, თუ როგორ „მოქმედებს“ შავი ხვრელი. მოვლენის გადაღების პროცესის შესახებ, დეტალურად, NASA-ს მიერ გავრცელებული ვიდეოდან შეგიძლიათ გაიგოთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ორიონის ნაწილებს 3Dპრინტერებით  დაამზადებენ

აშშის კოსმოსური სააგენტოს – ,,ნასასკოსმოსური ხომალდი ორიონის 100-ზე მეტ ნაწილს 3Dპრინტერებით  დაამზადებენ. ამისათვის მეცნიერები იმ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, ადამიანის მარსზე გასაგზავნად მთავარი ერთერთი მთავარი ელემენტი გახდება.

აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა ,,Lockheed Martin-მა“, 3Dბეჭდვის სპეციალისტმა Stratasys-მა და საინჟინრო ფირმა ,,PADT-მა” შექმნეს ნაწილები ახალი მასალების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ ღრმა კოსმოსური მისიების ექსტრემალურ ტემპერატურასა და ქიმიურ დასხივებას გაუმკლავდნენ.

3Dბეჭდვა ანუ დანამატის წარმოება, მრავალი წლის მანძილზე პროტოტიპების დამზადების მიზნით გამოიყენება, თუმცა ის სულ უფრო მეტად გამოიყენება მასშტაბური წარმოებისთვის.

ტექნოლოგია ხელს შეუწყობს პლასტმასის მსუბუქი წონის ნაწილებს უფრო სწრაფად და იაფად დამზადებას, ვიდრე ტრადიციული მეთოდებით ხდება, რომლებიც საჭიროებენ მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას აღჭურვილობაში.

Stratasys-ის პარტნიორი Lockheed Martin-ი აცხადებს, რომ 3Dბეჭდვა ორიონის პროექტს უფრო ეკონომიურს გახდის.

ორიონი ნასას პროგრამის ნაწილია. ნასას განცხადებით, ახალი კოსმოსური ხომალდი ასტრონავტებს კოსმოსში 2021 წლის შემდეგ წაიყვანს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

25 სექტემბერს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება

25 სექტემბერს დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი მოუახლოვდება. ამის შესახებ NASA-ს დედამიწის სიახლოვეს მყოფი ობიექტების კვლევის ცენტრი იუწყება.

ციური სხეულის ზომა, რომელსაც 523934(1998 FF14) ეწოდა, საორიენტაციოდ, 190-დან 430 მეტრამდეა, რაც ხეოფსის ორი-სამი პირამიდის სიდიდისაა. მისი სიმაღლე 139 მეტრს შეადგენს.

ასტეროიდი დედამიწას 4.2 მილიონი კილომეტრამდე დისტანციით მოუახლოვდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მთვარეზე, სულ რაღაც, 99 დოლარად მოხვდებით

მთვარის ორბიტაზე გასამგზავრებლად 35-დან 150 მილიონ დოლარამდე დაგჭირდებათ, თუმცა ახლა, სტარტაპი LifeShip გპირდებათ, რომ მთვარეზე, სულ რაღაც, 99 დოლარად მოგახვედრებთ. ყოველ შემთხვევაში, თქვენს ნაწილს – დნმ-ს. IEEE Spectrum-თან ინტერვიუში, სტარტაპის დამფუძნებელმა – ბენ ჰალდემანმა LifeShip-ის გეგმებზე ისაუბრა. ადამიანების დნმ-ის მთვარეზე გაგზავნით იქმნება ერთგვარი გარანტია კაცობრიობის გადარჩენისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ დედამიწა სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტა აღარ იქნება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

წელს, ოზონის შრე, 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება

ევროკავშირის დედამიწის სადამკვირვებლო პროგრამა Copernicus-ის მონაცემების თანახმად, წელს ოზონის შრეზე მდებარე ხვრელი ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მცირე ზომის იქნება.

ეს ყველაზე დამაიმედებელი მონაცემია მას შემდეგ, რაც 1985 წელს ბრიტანელმა მეცნიერებმა საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელეს. მათ განაცხადეს, რომ ანტარქტიდას თავზე ოზონის შრეზე ხვრელი იყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანის მოქმედება სტრატოსფეროს საფარს აზინებს, რომელიც კაცობრიობას ულტრაიისფერი რადიაციისგან იცავს.

ხვრელის ზომამ ერთი პერიოდი 25 მილიონ კვადრატულ კილომეტრსაც კი მიაღწია, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ის წელს 10 მილიონ კვადრატულ კილომატრამდეა შემცირებული.

ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზე ფორმირებას ყოველი წლის აგვისტოში იწყებს, პიკს ოქტომბერში აღწევს და დეკემბერში იხურება.

წყარო : www.euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტაზე წყლის არსებობა დადასტურდა

პლანეტა K2-18b, რომელიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს მზის სისტემის გარეთ მდებარე პირველი პლანეტაა, სადაც წყლის არსებობა დადასტურდა. აღმოჩენის შესახებ ჟურნალი Nature Astronomy იტყობინება. მეცნიერებმა ამ ფაქტის დადასტურებამდე დეტალურად შეისწავლეს ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ 2016-2017 წლებში მოწოდებული მასალა და შეიმუშავეს ალგორითმები ატმოსფეროში გამავალი ვარსკვლავის შუქისათვის. შედეგებმა აჩვენა პლანეტაზე წყლის ორთქლის,  ასევე ატმოსფეროში წყალბადის და ჰელიუმის არსებობა. 

ასტრონომებმა  მზის სისტემის გარეთ მდებარე ცალკეულ პლანეტების  ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობა ადრეც დააფიქსირეს. თუმცა ეს პლანეტები ვიზუალურად იუპიტერს, ნეპტუნს ან სატურნს წააგავდნენ. K2-18b-ს შემთხვევაში საუბარია პლანეტაზე, რომელიც სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც პლანეტარული მასის ობიექტს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.  K2-18b დედამიწის ტიპის პლანეტაა, თუმცა 2,25-ჯერ უფრო დიდია და 8-ჯერ უფრო მასიურია ჩვენ პლანეტაზე.

ახალმა აღმოჩენამ K2-18b ასტრონომებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ობიექტად აქცია. მისი შემდგომი კვლევა ისეთი მძლავრი და სრულყოფილი ტელესკოპებით გაგრძელდება, როგორიცაა James Webb Space Telescope და ARIEL.  კვლევებმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რა რაოდენობითაა პლანეტის ატმოსფეროში წყალი, არსებობს  თუ არა აზოტი და მეთანი. ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში K2-18b-ზე სიცოცხლის არსებობის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

“ჰაბლის“ ტელესკოპით მეცნიერებმა სატურნის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს

“ჰაბლის“ ტელესკოპით მეცნიერებმა სატურნის შთამბეჭდავი ფოტო გადაიღეს. ფოტო 2019 წლის 20 ივნისსაა გადაღებული, ანუ როცა პლანეტა დედამიწასთან ყველაზე ახლოს, 1.36 მილიარდი კილომეტრის მანძილზე, იმყოფებოდა.

გამოსახულება პროგრამა გარე პლანეტის ატმოსფერების მემკვიდრეობის (OPAL) პროგრამის ნაწილია, რომლის მიზანი ჩვენი მზის სისტემის გიგანტური გაზის პლანეტების ფოტოების ხანგრძლივი დროის მანძილზე დაგროვებაა, რათა მათ ატმოსფეროებს გარკვეული დროის მანძილზე დააკვირდნენ.

NASA also released an annotated, more informational version of the Hubble image.

პროგრამის წყალობით მეცნიერებმა შეიტყვეს, რომ პლანეტის ჩრდილო პოლარული რეგიონიდან დიდი ექვსკუთხა ქარიშხალი გაუჩინარდა. პატარა ქარიშხლები კი სწრაფად ჩნდებიან და ქრებიან. ცვლილებები შეიმჩნევა ასევე პლანეტის ქარიშხლის ზოლებშიც.

სატურნის ფოტოები ნასამაც გაავრცელა. სააგენტომ ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელიც სატურნის 19-20 ივნისს გადაღებული 33 სხვადასხვა გამოსახულებისგან შედგება. მასზე ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ სატურნის გარშემო მისი მთვარეები.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Nasa: პლუტონი პლანეტაა

პლუტონის, როგორც პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც Nasa-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში) ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენშტეინმა ოკლაჰომაში FIRST Robotics-ის ღონიძიებაზე განაცხადა, რომ პლუტონი პლანეტაა, წერს independent-ი.  

პლუტონი პლანეტად პირველად 1930 წელს გამოაცხადეს. ის ამერიკელმა ასტრონავტმა კლაიდ ტომბომ აღმოაჩინა. მაშინ მიიჩნეოდა, რომ მზის სისტემის მე-9 პლანეტა კოიპერის სარტყელში მდებარეობდა. (მზის სისტემის რეგიონი ნეპტუნის ორბიტის გარეთ, რომელიც მზიდან დაშორებულია დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულით. არის ასტეროიდთა სარტყელის მსგავსი, თუმცა 20-ჯერ უფრო განიერი და 20—200-ჯერ უფრო მასიური. როგორც ასტეროიდთა სარტყელი, ისიც ძირითადად შედგება მცირე სხეულებისგან და მინიმუმ ერთი ჯუჯა პლანეტისგან — პლუტონი).

პლუტონის, როგოც პლანეტის სტატუსი ეჭვქვეშ 1992 წელს დადგა, რადგან ამავე ზომის ობიეტები აღმოაჩინეს კოსმოსის იგივე რეგიონში- კოიპერის სარტყელში. 

აშშ-ში საზოგადოება პლუტონისთვის პლანეტის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვს. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 33 34 35 36 37 59
Page 35 of 59