კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე პროექტ Starlink-ის ფარგლებში გაშვებული 60 თანამგზავრიდან 3 დაკარგა. ინფორმაციას Business Insider-ი კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამგზავრებმა დედამიწასთან კავშირი დაკარგეს და ფუნქციონირება შეწყვიტეს. დაზუსტებული ინფორმაციით დანარჩენ 57 თანამგზავრს დედამიწასთან კავშირი აქვს და ინფორმაციას ცვლიან.
SpaceX-ი ორბიტიდან კიდევ 2 თანამგზავრის დაბრუნებას აპირებს და მათ უტილიზაციას გეგმავს.
ცნობისათვის Starlink-ი არის თანამგზავრული ქსელი, რომელმაც დედამიწის მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.