close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკატეგორიის გარეშე

კოსმოსიდან სუპერსწრაფი ინტერნეტის მოსაწოდებლად ექვსი თანამგზავრი გაუშვეს

რაკეტაSoyuz-ი, რომელმაც კოსმოსში Airbus SE- ისადამისი პარტნიორიOneWeb- ისმიერაგებული ექვსითანამგზავრიგადაიტანა, ოთხშაბათს ფრანგული გვინეადან გაეშვა.

ეს გახლავთ იმ პროექტის პირველი ნაბიჯი, რომლის მიზანია მაღალი სიჩქარის ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადოს მილიონობით ადამიანისთვის. აღნიშნული თანამგზავრები Airbus SE-ისადა OneWeb-ისერთობლიივ საწარმო OneWebSatellites-ში საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში დაამზადეს.

რაკეტის წარმატებული გაშვება შესაძლოა იქცეს ახალი ერის დასაწყისად თანამგზავრების მომსახურების ინდუსტრიაში.

ისეთი კომპანიები, როგორიცაა ელონ მასკის SpaceX-ი, LeoSatEnterprises-ი და Telesat-ი ასობით და ათასობით პატარა თანამგზავრის საშუალებით დედამიწისთვის მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდებას კოსმოსიდან გეგმავენ. ეს თანამგზავრები დედამიწასთან უფრო ახლოს იმოძრავებენ, ვიდრე ტრადიციული საკომუნიკაციო თანამგზავრები. ამ რადიკალურმა ცვლილებამ შესაძლოა ლაზერულ ტექნოლოგიასა და კომპიუტერულ სქემებში დიდი გარღვევა მოახდინოს.

თანამგზავრების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობს რაკეტით გადატანის სერვისზე მოთხოვნის ზრდას. სარაკეტო კომპანიებმა დაიწყეს მომცრო ბუსტერების შექმნა, რათა შედარებით მცირე ზომის თანამგზავრები კოსმოსში შედარებით ნაკლები ხარჯით განათავსონ.

„ჩვენი ვარაუდით, დაახლოებით 5 წელიწადში 10, 000 თანამგზავრის გაშვება გახდება საჭირო, ამისთვის კი დღეს საკმარისი რესურსი არ გვაქვს,“ განაცხადა ავიაციურ-კოსმოსური საკონსულტაციო კომპანიის TealGroup-ის ანალიტიკოსმა მარკო ქასერესმა.

OneWeb-მა ინვესტორებისგან, მათ შორის Airbus-გან, Coca-Cola-გან, QualcommInc-გან, SoftBank-სა და VirginGroup-გან პროექტისთვის 2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. ის 2021 წლისთვის 650 თანამგზავრის საშუალებით გლობალურ დაფარვას გეგმავს. კომპანია დედამიწის ორბიტაზესექტემბრიდან ყოველთვიურად 30 თანამგზავრს განათავსებს.

ჯერ კიდევ 2015 წელს კომპანია Space X -მა განაცხადა, რომ დედამიწაზე სუპერ სწრაფი ინტერნეტისთვის 2019 წლისთვის ორბიტებზე სატელიტებს გაუშვებდნენ.  ამჟამად დედამიწის გარშემო სულ 1 500-მდე სატელიტი მოძრაობს.

 

Reuters

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

NASA მისიას გეგმავს, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას

ასტრონავტები ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი მონაწილეობას მიიღებენ მისიაში, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება პირველი კოსმოსური მისია, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწილეობას. მაკლეინი და კოხი ღია კოსმოსში გავლენ იმისათვის, რომ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მზის ბატარეები შეცვალონ. ამავე დროს, დედამიწიდან მისიის ხელმძღვანელობას მერი ლოურენი განახორციელებს, მართვის პულტთან კი კიდევ ერთი ქალი- ჯეკი კეიგი იქნება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური
საერთაშორისო კოსმოსური სადგური

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 2018 წლის დეკემბრიდან იმყოფება. კრისტინა კოხი მას 14 მარტს შეუერთდება. ასტრონავტების ღია კოსმოსში გასვლა 29 მარტს იგეგმება. 39 წლის მაკლეინს სამი დიპლომი აქვს. აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას დაეუფლა, შემდეგ მაგისტრატურა ინგლისში, ბათის უნივერსიტეტში დაამთავრა. ასევე ბრიტანეთში, ბრისტოლის უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის დიპლომი სპეციალობით “საერთაშორისო უსაფრთხოება”.15 თვის განმავლობაში მაკლეინი ერაყში ვერტმფრენის პილოტი იყო.

ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში
ენ მაკლეინი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში

40 წლის კრისტინა კოხი ფიზიკოსია. 2004-დან 2007 წლამდე კოხი NASA-ში ანტარქტიდის შესწავლის პროგრამაში მონაწილეობდა და ერთი ზამთარი მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გაატარა. მის მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები რამდენიმე კოსმოსური მისიაში გამოიყენეს.

კრისტინა კოხი
კრისტინა კოხი

პირველი ქალი, რომელიც კოსმოსში 1963 წელს მოხვდა, საბჭოთა კოსმონავტი ვალენტინა ტერეშკოვაა. პირველი ამერიკელი ქალი კოსმოსში სალი რაიდი იყო. მისი მისია 1983 წელს შესრულდა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რუსეთი კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლუქსემბურგთან ერთად გეგმავს

რუსეთი გარე კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას ლუქსემბურგთან ერთად გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

სხვა პლანეტებისა და ასტეროიდებიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის დარგია, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა და კომპანია იდეის რეალობად ქცევას ცდილობს.

ლუქსემბურგის საჰერცოგო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კოსმოსში, მათ შორის ასტეროიდებიდან, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები მიიღეს.

„იანვარში ჩვენ ლუქსემბურგს შევთავაზეთ კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების საკითხში თანამშროლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება. ახლა პასუხის მოლოდინში ვართ,“ განაცხადა გოლიკოვამ.

სხვა პლანეტებსა და ასტეროიდებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა. ძირითადი შემაფერხებელი ტექნიკური გამოწვევებია, თუ როგორ უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის დედამიწაზე დაბრუნება.

ისეთი ლითონები, როგორიცაა რკინა, კობალტი და ნიკელის ისეთი ლითონები, უხვად მოიპოვება ასტეროიდებში

კოსმოსური კანონი, რომელიც 1967 წელს, ცივი ომის პერიოდში მიიღეს, მკაცრად კრძალავს კოსმოსში, მთვარეზე ან სხვა ციურ სხეულზე მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას.

ხელშეკრულება  ნებისმიერ მთავრობას უკრძალავს ისეთიციური რესურსის  გამოყენებას, როგორიცაა მთვარე ან პლანეტა, იმის საფუძველზე, რომ ისინი “კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობაა”.

ლუქსემბურგი აცხადებს, რომ სურს სხვა სახელმწიფოებთან ერთად მრავალმხრივ ხელშეკრულებაზე იმუშაოს. თუმცა, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ თუკი რამდენიმე ქვეყნა კოსმოსში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით საკუთარ კანონმდებლობას შეიმუშავებს, ჩნდება საშიშროება, რომ ეს საქმიანობა ახალი დასავლური მიწების მიტაცებას დაემსგავსება.

წყარო : www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოსაქართველოფიზიკა

3 მილიონ ნახევარი ევრო- ქართველი მეცნიერი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი მეცნიერის მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება.
ქართველი ფიზიკოსი გია დვალი გერმანიაში ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატია. ჰუმბოლტის პირველი პრემია დვალს სხვა 7 მეცნიერთან ერთად მიუნჰენში საზეიმოდ გადაეცა.

3 მილიონ ნახევარ ევროს გია დვალი სამეცნიერო კვლევებისთვის და იმ ექსპერიმენტის გასაგრძელებლადაც გამოიყენებს, რომლითაც მან პარალელური სამყაროს არსებობა უნდა დაადასტუროს. ჰადრონული ამაჩქარებლის გაშვება შემოდგომით იგეგმება, მანამდე გია დვალი და მეცნიერთა ჯგუფი ახალი მიმართულებების დაგეგმვაზე იმუშავებენ.

ჰუმბოლტის პრემია პირველად გაიცა და ის, რომ მსოფლიო დონის 8 მეცნიერს შორის ქართველი ფიზიკოსიც მოხვდა, გია დვალისთვის ძალიან პრესტიჟულთან ერთად, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. პარალელურად, გია დვალი მიუნჰენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორად დაინიშნა. ქართველი ფიზიკოსი მსოფლიოში სახელგანთქმულ CERN -თან ერთად, ამ ინსიტიტუტსაც უხელმძღვანელებს და თან ნიუ-იორკის უნივერსიტეტშიც გააგძელებს საქმიანობას.ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

მარსის ახალ ფოტოებზე უძველესი მდინარეების კვალი ჩანს

ევროპის კოსმოსურმა სააგენტოს თანამგზავრ Mars Express-ით გადაღებულ წითელი პლანეტის ფოტოებზე მდინარეების ქსელის კვალი ჩანს.

კითხვა, რომელიც მეცნიერებს აქვთ არის ის, თუ საიდან გაჩნდა ეს მდინარეები : მიწისქვეშა წყლისგან, ატმოსფერული ნალექისგან, დამდნარი მყინვარისგან თუ სხვა რამისგან.

დღეს მარსის ზედაპირზე თხევადი წყალი არ გვხვდება, თუმცა დიდი რაოდენობის წყლის კვალი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთ დროს მარსზე გაცილებით ნოტიო და თბილი კლიმატი იყო.

ყოველი აღმოჩენა ახალ კითხვებს ბადებს იმის შესახებ, თუ როგორი იყო პლანეტის ატმოსფერო წარსულში,მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, იყო თუ არა მარსი ოდესმე სიცოცხლისთვის შესაფერისი.

მომავალ წელს ევროპული კოსმოსური სააგენტო რუსეთის კოსმოსურ სააგენტო Roscomos-თან ერთად მისია ExoMars-ის დაწყებას გეგმავს.მისიის მიზანია პასუხი გაეცეს კითხვას : არსებობდა თუ არა ოდესმე მარსზე სიცოცხლე.

მარსის ახალ ფოტოებს, რომლებზეც წყლის კვალი ჩანს, გამოცემა Independent-ი აქვეყნებს.

https://www.independent.co.uk/

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

იაპონური კოსმოსური ზონდი ასტეროიდზე წარმატებით დაეშვა

იაპონური ზონდი Hayabusa 2 დედამიწისგან დაახლოებით 186 კილომეტრში მდებარე ასტეროიდ Ryuguზე დაეშვა, – ამის შესახებ იაპონიის კოსმოსური სააგენტო (JAXA) იუწყება. მათი ინფორმაციით, მისიის მიზანი სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მოძიებაა.

ზონდი ასტეროიდზე დაშვებას თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში შეეცადა, თუმცა მაშინდელი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იაპონური კოსმოსური ხომალდის ასტეროიდზე დაჯდომის მეორე შემთხვევაა. Hayabusa დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდზე, Itokawa-ზე პიირველად 2005 წელს დაეშვა და დედამიწაზე ასტეროიდის მტვერიც ჩამოიტანა, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც მოსალოდნელი იყო.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასტეროიდები მზის სისტემის გარიჟრაჟზე შეიქმნენ და ისინი აცხადებენ, რომ შესაძლოა Ryugu-ი იმ ორგანულ ნივთიერებას შეიცავდეს, რამაც დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნას შეუწყო ხელი.

JAXA-ს ინფორმაციით, Hayabusa 2-ის დედამიწაზე დაბრუნება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

Reuters

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასას“კოსმოსური ზონდი ასტეროიდს დაეჯახება და ტრაექტორიას შეუცვლის

“ნასამ“ ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად Double Asteroid Redirect Test-ის პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანია სპეციალური, წუთში 4 მილი სიჩქარით მოძრავი ზონდის საშუალებით ტრაექტორია შეუცვალოს ასტეროიდებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი დედამიწას მოუახლოვდება და პლანეტას საფრთხეს შეუქმნის.

პლანეტის დაცვის პირველ ტესტს ამერიკის კოსმოსური სააგენტო Didymos-ზე ჩაატარებს, რომლის ორბიტაზე ე.წ. Didymoon-ი მოძრაობს. დედამიწას საფრთხეს არცერთი მათგანი უქმნის, ვინაიდან ჩვენი პლანეტიდან დაახლოებით 7 მილიონი მილის დაშორებით მდებარეობენ. სწორედ ამის გამო შეირჩნენ ისინი სატესტო ობიექტებად. რაც შეეხება ზომას, Didymoon-ი დაახლოებით გიზას დიდი პირამიდის ზომისაა.

„ნასა“ ზონდის – Double Asteroid Redirect Test-ისშექმნას 2020-2021 წლებში გეგმავს, ხოლო Didymoon-ზე დარტყმის განხორციელებას 2022 წლის ოქტომბერში. ასტეროიდების ამ სისტემას DART-ის შემდეგ ევროპული კოსმოსური სააგენტოს ხომალდი HERA ეწვევა, რომელიც შეჯახების შედეგად ასტეროიდზე გაჩენილ კრატერს და სისტემის სხვა მახასიათებლებს შეისწავლის.

“უკეთესადგავიგებთ შესაძლებელია თუ არა ამ ტექნიკის გამოყენება უფრო დიდი ზომის ასტეროიდებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პლანეტა დავიცვათ,“ განმარტა ევროპის კოსმოსური სააგენტოს HERA-ს პროექტის მენეჯერმა მაიკლკუპერსმა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსზე გაფრენისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა კარგი იუმორის გრძნობაა

მეცნიერები აცხადებენ, რომ მარსზე მისიის შესასრულებლად ეძებენ უდარდელი და კარგი იუმორის მქონე ადამიანს. კვლევამ დაადგინა, რომ სამომავლო მისიის წარმატება დამოკიდებულია ეკიპაჟის კლოუნ-წევრზე.

იმის ნაცვლად, რომ კოსმოსურ მისიაში, მოთხოვნების მიხედვით, გაუშვან სერიოზული და მშვიდი ადამიანი, ახალი რეგულაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ბორტზე იყოს ექსცენტრული და ხალისიანი წევრიც, რომელიც ჯგუფს სტრესულ სიტუაციაში აერთიანებს.

ასტრონავტებს, რომლებსაც გეზი მარსისაკენ ექნებათ აღებული გზაში რამდენიმე ადამიანთან ერთად თვეების განმავლობაში მოუწევთ ყოფნა, თანაც შეზღუდულ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ბორტზე არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც დაძაბული სიტუაციების განმუხტვა შეეძლება. ეს საკითხი კრიტიკული მნიშვნელობისაა”, – აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი ჯეფრი ჯონსონი.

გეგმის მიხედვით, NASA-ს ასტრონავტებმა 2023 წელს მთვარეს უნდა შემოუფრინონ, ეს მარსის მისიისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. მარსზე ადამიანების გაგზავნას NASA 2033 წლისთვის გეგმავს.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA სამყაროს შესასწავლად ახალ მისიას იწყებს

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო აშშ-ში (NASA) სამყაროს შესწავლის მიზნით ახალ მისიას SPHEREx  აცხადებს – NASA ინფორმაციას საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას კოსმიური აპარატი, რომლის ბიუჯეტიც 242 მილიონი დოლარი იქნება. საფრენი აპარატის გაშვება 2023 წელს იგეგმება.

აპარატი დააკვირდება ელექტრომაგნიტური სპექტრის ინფრაწითელ უბნებს. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მიიღებენ ინფორმაციას 300 მილიონი გალაქტიკის და 100 მილიონი ვარსკვლავური სისტემის შესახებ.

მოსალოდნელია, რომ  მისია SPHEREx ორ წელიწადს გაგრძელდეს.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ილონ მასკი – მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება

კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორც ილონ მასკი ამბობს, წითელ პლანეტაზე გამგზავრების საშუალება მხოლოდ მილიარდერებს არ ექნებათ.

„დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ“, – წერს ილონ მასკი „ტვიტერის“ გვერდზე.

მასკის თქმით, ვარსკვლავური ხომალდი, რომლის ბორტზეც 100 მგზავრი დაეტევა, მზის სისტემაში სისტემატურად იმოგზაურებს.

„სფეის იქსი“ მარსზე მისიის გაგზავნას 2020 წელს გეგმავს. ამასთან, მასკის ვარსკვლავური ხომალდის პროტოტიპი შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს.

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 59
Page 38 of 59