close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

რატომ შეუცვალეს სახელი მარსზე გასაგზავნ როვერს

კოსმოსურ ხომალდს, რომლის მარსზე გაგზავნა 2020 წელს იგეგმება და რომელიც დღემდე ExoMars-ი ერქვა, როზალინ ფრანკლინის სახელი ეწოდა, – ამის შესახებ ასტრონომმა ტიმ პიკმა Airbus-ის ქარხანაში განაცხადა.
ექვს-საბურავიანი მანქანა სპეციალური ინსტრუმენტებითა და ბურღითაა აღჭურვილი, რითაც მან წითელ პლანეტაზე წარსული ან ახლანდელი სიცოცხლის ნიშანი აღმოაჩინოს.
როზალინ ფრანკლინმა დიდი როლი ითამაშა დეოქსირიბონუკლეინის მჟავის (DNM-ის) სტრუქტურის აღმოჩენაში.
მისი რენტგენის გამოსახულებებმა ჯეიმს უასტონსა და ფრანცის კრიკს დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურის „ორმაგი სპირალის“ ფორმის გაშიფვრის საშუალება მისცა.
ფრანკლინი საკვერცხის კიბოსგან 1958 წელს, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა და თავისი აღმოჩენის გამო აღიარება სიცოცხლეში არ მიუღია, განსხვავებით მისი მამაკაცი კოლეგებისგან.
რაც შეეხება გადაწყვეტილებას მარს როვერისთვის როზალინ ფრანკლინის სახელის მინიჭების თაობაზე, ამ მიზნით გამოკითხვა ჩატარდა, 35,844 ხმიდან კი უმრავლესობამ არჩევანი ფრანკლინზე გააკეთა.
წყარო :BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიოლოგიაგამოგონება - ინოვაციამსოფლიო

NASA ადამიანის გულის კოსმოსში დაბეჭდვას გეგმავს

კოსმოსური ტექნოლოგიური კომპანია Techshot-ი NASA-სთან ერთად ბიოლოგიური 3D პრინტერის შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობის მეშვეობით საერთაშორიო კოსმოსურ სდაგურზე ადამიანის გულის დაბეჭდვაა დაგეგმილი. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერებს აინტერესებთ, რამდენად გამართულად შეძლებს 3D პრინტერი უწონადობაში გულის ქსოვილების ბეჭდვაზე მუშაობას.

ექსპერიმენტის წარმატების შეთხვევაში ათასობით ადამიანი, რომელიც ორგანოთა დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო იღუპება, გადარჩება.

ადამიანის ორგანოების 3D პრინტერით ლაბორატორიაში დაბეჭდვის მცდელობა მეცნიერებს აქამდეც ჰქონიათ, თუმცა დაბეჭდვის შემდეგ ორგანო საკუთარ წონას ვერ უძლებს და იშლება.

2017 წელს გულის დონორების არასაკმარისი რაოდენობის გამო მსოფლიოში დაახლოებით 7,600 ადამიანი დაიღუპა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კვლევა : სატურნის რგოლები პლანეტის გაცილებით ახალგაზრდა დანამატებია

სატურნის რგოლები  ჩვენი მზის სისტემის ერთერთ ბრწყინვალე ღირშესანიშნაობებად ითვლებიან.„ნასას“ კოსმოსური ხომალდის „კასინის“ მიერ მოპოვებულ მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ისინი პლანეტის შედარებით ახალგაზრდა დანამატები იყვნენ.

მკვლევარებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომკასინის მიერ შეგროვებული პლანეტისგრავიტაციული გაზომვების საფუძველზეგამოთვლილ რგოლების ასაკი მიანიშნებს, რომ ისინი 100 -10 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდნენ, რაცსატურნის ახლანდელი ასაკის დაახლოებით . აღსანიშნავია, რომ 100 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ჯერ კიდევ დინოზავრების ხანა იყო.

ზოგიერთი ასტრონავტი მიიჩნევს, რომ რგოლები სატურნის ფორმირებიდან მალევე, დაახლოებით 4, 5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა, ზოგის აზრით, რგოლები გაცილებით ახალგაზრდაა.

სატურნის მზის სისტემის სიდიდით მეორე პლანეტაა იუპიტერის შემდეგ. გაზის ოთხივე პლანეტას: იუპიტერს, სატურნს, ურანსა და ნეპტუნს გარშემო რგოლები აკრავს, თუმცა სატურნის რგოლები ყველაზე დიდი და შთამბეჭდავია. მათი დიამეტრი დაახლოებით 282,000 კილომეტრია. მრავალრიცხოვანი წვრილი რგოლების 99 პროცენტი ყინულია და 1 პროცენტი კი ინტერპლანეტარული ნამსხვრევებისგან წარმოქმნილი სილიკატური ნაწილაკები.

„ნასას“ კოსმოსური ხომალდის „ვოიაჟისაგან“ მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მათი მასა 45 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 1980-იანი წლების მონაცემებზე დაყრდნობით მიიჩნევდნენ.  მეცნიერები აცხადებენ, რომ ნაკლები მასა ნაკლებ ასაკზე მეტყველებს, ასე რომ არ იყოს,  ამ პერიოდის განმავლობაში მოკაშკაშე რგოლები ნამსხვრევებისზეგავლენით ჩამუქდებოდა.  

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რგოლები მაშინ წარმოიქმნენ, როცა ყინულოვანი კომეტა ან მთვარესატურნს ძალიან მიუახლოვდა და გრავიტაციული ძალების ზემოქმედების შედეგად დაიმსხვრა, ან როდესაც პლანეტის მთვარეები ორბიტაზე ერთმანეთს შეეჯახნენ. ასტრონავტებს დღემდე სატურნის 62 მთვარე აქვთ აღმოჩენილი.

„ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, სატურნის რგოლების წარმოშობისა და ასაკის შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაციის მოძიება მანამ, სანამ რგოლებიდან აღებულ ნიმუშებს ლაბორატორიულად არ გამოვიკვლევთ და მათი წარმოშობის თარიღს ლაბორატორიული დაშლის შედეგად არ დავადგენთ,“ განაცხადა კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ფილ ნიკოლსონმა.

შეიძლება არ იყოს უფრო ზუსტი პასუხი სატურნის რგოლების წარმოშობისა და ასაკის შესახებ, სანამ არ შეიძლება ჩვენი ლაბორატორიების ბეჭვდილის ნიმუშები შეისწავლოს და გამოკვლევა და შესაძლოა რადიოაქტიური წარმონაქმნის საშუალებით თარიღდება “, – ამბობს კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომია პროფესორი და ნიკოლსონი.

„კასინის“ საშუალებით „ნასამ“ სატურნის შიდა სტრუქტურის, გამოსახულებაც მოიპოვა, მათ შორის პლანეტის ბირთვის, რომელიც დადამიწის მასაზე 15-18-ჯერ მეტია.

Reuters

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევებიმსოფლიო

მთვარეზე ბამბის ყვავილმა გაიხარა

ჩინეთის ნაციონალურმა კოსმოსურმა ცენტრმა განაცხადა, რომ მთვარეზე ჩინურმა მისიამ Chang’e-4 თესლი დანერგა, რომლისგანაც ბამბის ყვავილმა გაიხარა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთვარეზე რაიმე ბიოლოგიური ნივთიერება გაიზარდა.

2019 წლის 3 იანვარს მთვარეზე ჩინური სადგური Chang’e-4 დაეშვა. ისტორიაში პირველად, ის მთვარის მეორე, შეუსწავლელ მხარეს დაჯდა.

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოსაქართველო

თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე – საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო – “NASA” კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.  

„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის აქვს,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.

ქართული ღვინის მარსზე მოყვანასა და IX Millennium-ის შესახებ , ამერიკული გამოცემა “The Washington Post“ – ი წერს.

Washington Post-ის სტატიაში ნათქვამია, რომ  მეცნიერებმა უნდა დაადგინონ, ყურძნის რომელი ჯიში გაუძლებს რადიაციას, მტვრის ქარისხლებსა და მარსზე არსებული გარემოს სხვა გამოწვევებს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, მეცნიერების აზრით, წითელი პლანეტის კლიმატს თეთრი ფერის ყურძენი უკეთ გაუძლებს. ამიტომ, მარსზე მოსაშენებლად ერთ-ერთ ვერსიად რქაწითელი განიხილება, რომლის კანიც, მარსის მტვრის ქარიშხლებს ადვილად გაუძლებს.

„თუკი ერთ დღეს მარსზე ცხოვრებას ვაპირებთ, საქართველომ ამაში წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა მოგვიტანეს ღვინო დედამიწაზე, ახლა კი ჩვენ შეგვიძლია იგივე მარსისთვის გავაკეთოთ,“ ამბობს კოსმოსური კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

შორეული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები დაფიქსირდა – BBC

ასტრონომებმა შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირეს. სიგნალები კანადაში განთავსებულმა ტელესკოპმა შეკრიბა.
13 პირველ სწრაფ რადიო იმპულსთან ერთად, რომლებიც FRB-ის სახელით არიან ცნობილი და 1,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილიდან მოდის, ძალიან უცნაური განმეორებითი სიგნალიც დაფიქსირდა.
რადიო ტალღების იმპულსების ზუსტი ბუნება და წარმოშობა უცნობია.
ასეთი მოვლენა აქამდე მხოლოდ ერთხელ, CHIME-ს ობსერვატორიაში განთავსებული ტელესკოპის საშუალებით დააფიქსირეს.
CHIME-ს ობსერვატორია, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარეობს, შედგება ოთხი 100 მეტრის სიგრძის, ნახევრად ცილინდრული ანტენებისგან, რომელიც ყოველდღიურად მთელს ჩრდილოეთ ცას აკვირდება. შარშან ტელესკოპმა 13 პირველი სწრაფი რადიო იმპულსი აღმოაჩინა, მათ შორის – რეტრანსლატორი.
“ვვარაუდობთ, რომ იქ უფრო მეტი უნდა იყოს და რაც უფრო მეტი რეტრანსლატორი და მეტი წყარო გვექნება მათი კვლევისათვის, მით უკეთ შევძლებთ ამ კოსმოსური გამოცანის ამოხსნას, თუ რა იწვევს და საიდან მოდიან ისინი,“ განაცხადა ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ინგრიდ სთეარსმა.
„წელს ჩვენ მეორე რეტრანსლატორი აღმოვაჩინეთ, რომლის მახასიათებლები ძალიან ჰგავს პირველად აღმოჩენილს,“ განაცხადა კანადის McGill University-ის მეცნიერმა შრიჰარაშ ტენდულკარმა.
FRB-ები მოკლე, მანათობელი რადიო ტალღებია. აქამდე მეცნიერებს 60 სწრაფი რადიო იმპულსი აქვთ აღმოჩენილი, ორი მათგანი განმეორებადი. ვარაუდობენ, რომ ცაში ყოველდღიურად ათასამდე ასეთი FRB-ებია. მათი წარმოშობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, მათი გამომწვევია ნეიტრონის ვარსკვლავი ძალიან ძლიერი მაგნიტური ველით რომელიც ძალიან სწრაფად ტრიალებს. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ FRB-ები ორი ნეიტრონი ვარსკვლავის შეერთების წარმოიქმნება, ზოგი კი ამ მოვლენას უცხოპლანეტელთა საფრენ აპარატთან აკავშირებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

 შორეული გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიო სიგნალები დაფიქსირდა – BBC 

ასტრონომებმა 1.5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული გალაქტიკიდან მომავალი რადიოსიგნალები დააფიქსირეს, სიგნალი კანადის ერთ-ერთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში არსებულ CHIME-ს ობსერვატორიაში დაფიქსირდა.

ამ დრომდე დაახლოებით 60 სწრაფი რადიო ამოფრქვევაა დაფიქსირებული, თუმცა ერთის გარდა, არც ერთი მათგანი არ გამეორებულა.

“ახლა სწრაფი რადიო ამოფრქვევების მეორე განმეორებადი წყაროც დავაფიქსირეთ. ეს ნიშნავს, რომ სამყაროში ასეთი წყაროები სხვაგანაც უნდა არსებობდეს. მეტი წყაროების შესწავლით კი შეიძლება ამ უცნაური მოვლენის საიდუმლოს ამოხსნა შევძლოთ”, – აცხადებს ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ინგრიდ სტეარსი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი მთვარის “ბნელი მხარის” ფოტოს აქვეყნებს

Chang’e-4-მა, რომელიც ჩინეთმა მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესასწავლად კოსმოსში გაგზავნა, დედამიწაზე მთვარის ამ ნაწილის ყველაზე ახლო ფოტო გამოაგზავნა, რაც კი აქამდე გადაუღიათ, – ამის შესაებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია ავრცელებს.

სააგენტოს განცახდებით, Chang’e-4-ის მთვარის ბნელ მხარეზე დაჯდომით “კაცობრიობის მიერ მთვარის შესწავლის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა.”

Chang’e-4-ის მისია ასტრომონიული დაკვირვება, მთვარის ტერიტრიის, რელიეფის და მინერაური შემადგენლობის შესწავლა,  ნეიტრონული გამოსხივებისა და  ნეიტრონული ატომების გაზომვაა.

Chang’e-4-ი კოსმოსური ხომალდისა და როვერისაგან შედგება. ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua იუწყება, რომ პეკინში მდებარე საკონტროლო ცენტრი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მოხდეს კოსმოსური ხომალდისა და როვერის ერთმანეთისგან განცალკავება.

აღსანიშნავია, რომ Chang’e-4-ის მთვარის ბნელ მხარეზე დაჯდომა ჩინეთის იმ გეგმის უმნიშვნეელვანესი ნაწილია, რომლის მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოსმოსურ ძალად იქცეს მსოფიოში და ამ კუთხით ტოლი არ დაუდოს ისეთ დომინანტ სახელმწიფოებს , როგორიცაა რუსეთი და აშშ.

Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სტრონავტები კოსმოსიდან უსაფრთხოდა დაბრუნდნენ – ნასა

სამი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე უსაფრთხოდ დაეშვა. „ნასას“ ინფორმაციით, ამერიკელი ასტრონავტი სერენა ონონ-ქანსელარი, გერმანელი ალექსნდრე გერსთი და რუსი კოსმონავტი სერგეი პროკოფიევი ყაზახეთში რუსული კოსმოსური ხომალდით – Soyuz-ით ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 11:02 საათზე უსაფრთხოდ დაეშვნენ.

„ნასას“ ასტრონავტი ონონ-ქანსელარი კოსმოსში 197 დღეს იმყოფებოდა და კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე ასეულობით სამეცნიერო ექსპერიმენტის განხორციელებას შეუწყო ხელი.

„ნასა“ ასტრონავტების კოსმოსში გადაყვანის თვალსაზრისით რუსეთზეა დამოკიდებული მას შემდეგ, რაც 2011 წელს პროგრამა Space Shuttle-ი დაასრულა. თუმცა კოსმოსური სააგენტო მომავალი წლის აპრილში Boeing-ისა და SpaceX-ის კომერციული რაკეტებით ორი ასტრონავტის სატესტო გაფრენების განხორციელებას აპირებს.

ამჟამად კოსმოსურ სადგტურზე სამი ასტრონავტი რჩება : „ნასას“ ანე მაკკლეინი, კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი დევიდ საინტ ჯექუისი და რუსი კოსმონავტი ოლეგ კონონენკო. მათ თებერვალში კიდევ სამი ასტრონავტი შეუერთდებათ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მარსის უახლესი ფოტო – წყლის ყინულით სავსე გიგანტური კრატერი

მარსზე თხევადი წყლის არსებობის საკითხი სამეცნიერო საზოგადოებაში ძლიერი ინტერესის საგანია. თუმცა ცნობილია, რომ წითელ პლანეტაზე უხვად არის წყლის ყინული. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ხომალდმა Mars Express-მა, რომელიც მარსის ორბიტაზე მოძრაობს, ახალი ფოტოები გამოგზავნა. სურათებში კარგად ჩანს დიდი ოდენობით წყლის ყინული.

80-კილომეტრიანი კრატერი, რომელსაც სახელი საბჭოთა კოსმოსური ტექნოლოგიების გამომგონებლის სერგეი კოროლევის სასახელოდ ეწოდა, მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. კრატერის ფოტოები ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ  გაავრცელა.

კოროლევის კრატერის ღრმა წერტილები სიცივეს „ისრუტავს“.  ყინულის ზემოთ მოძრავი ჰაერი ცივდება და დაბლა ეშვება, რაც კრატერის ყინულოვან ზედაპირზე ცივი ჰაერის ფენას ქმნის ეს კი კრატერის ყინულს დნობისა და აორთქლებისგან იცავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 37 38 39 40 41 59
Page 39 of 59