close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოა

გამოჩნდებიან თუ არა უცხოპლანეტელები დედამიწაზე?

მსოფლიოს ერთ–ერთი პატივსაცემი, აღიარებული თეორიტიკოსისმიჩიო კაკუს ვარაუდით, ადამიანებს ამ საუკუნის ბოლოს კონტაქტი ექნებათ უცხოპლანეტელებთან, მათ ცივილიზაციასთან.

კაკუს ვარაუდით, 2100 წელს ისინი გამოჩნდებიან და რადიოს სახით დაამყარებენ ადამიანებთან კონტაქტს.

სამყარო ყოველდღიურად ვითარდება, ბევრია საუბარი იმაზე, რომ პარალელური სამყაროც შეიძლება არსებობდეს, რომ გალაქტიკაში ჩვენ მარტონი არ ვართ.

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

მთვარეზე აღმოჩენილ წყალს უმაღლესი ხარისხი აქვს

მეცნიერებმა მთვარის ზედაპირქვეშ დამალული დიდი ოდენობით წყალი აღმოაჩინეს, რომელსაც უმაღლესი ხარისხი აქვს – ამ დასკვნამდე  კოლორადოს კოსმოსის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევრები მივიდნენ.   წყალი მთელი მთვარის მასშტაბით არის გავრცელებული  და პოტენციურად შესაძლებელია  მისი გამოყენება სასმელად და რაკეტების საწვავად, თუკი მას წყალბადად და ჟანგბადად დავშლით.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ,  მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ წყალი მთვარეზე ძირითადად პოლუსების ირგვლივ იყო. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა შეიცვალა, კიდევ საკამათოა მთვარეზე არსებული წყლის მდებარეობისა და ქცევის საკითხი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერები: ,,დედამიწაზე მარსის მსგავსი გარემო არსებობს და იქ სიცოცხლეა“

პირველად მეცნიერების ისტორიაში, მკვლევარებმა მსოფლიოს ყველაზე მშრალი უდაბნო გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მის ნიადაგში შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა და, რაც მთავარია, იგივე შეიძლება ითქვას მარსის ნიადაგზეც.

მკვლევართა გუნდმა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლანეტარული მეცნიერის დირკ შულც-მაქუჩის ხელმძღვანელობით, სამხრეთ ამერიკაში მდებარე ატაკამას უდაბნო შეისწავლეს, სადაც  ათწლეულობის განმავლობაში ერთხელ წვიმს.

მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ, ამ ჰიპერარდიულ გარემოში, რომელიც ძალიან ჰგავს მარსის ზედაპირს,  მიკრობები მუდმივად ცხოვრობენ, თუ მარტივად იხოცებიან.

კვლებაში, რომელიც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, შულც-მაკუჩი და მისი გუნდი აცხადებს, რომ ისეთ ჰიპერარიდულ გარემოშიც კი, როგორიც ატაკამაშია, მიკროორგანიზმების სიცოცხლისთვის საჭირო პირობები არსებობს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალიზებულ ბაქტერიებს ნიადაგში ცხოვრება შეუძლიათ, ისინი ათწლეულების მანძილზე ,,თვლემენ” და წვიმის დროს აქტიურდებიან და რეპროდუქცირდებიან.

,,ჩვენი კვლევა ამტკიცებს, რომ თუკი სიცოცხლის არსებობა დედამიწის ყველაზე მშრალ გარემო პირობებშიც შესაძლებელია, დიდი შანსია იმისა, რომ იგივე ხდებოდეს წითელ პლანეტაზეც.“

როდესაც შულც-მაკუჩი და მისი გუნდი 2015 წელს პირველად ჩავიდნენ ატაკამას უდაბნოში, წვიმდა. მეცნიერებმა კოკისპირული წვიმის შემდეგ ატაკამას ნიადაგში ბიოლოგიური აქტიურობა გამოავლინეს.

მათ გამოიყენეს სტერილური კოვზი და სხვა დელიკატური ხელსასწყოები, რათა ნიადაგის სხვადასხვა სიღრმიდან სინჯები აეღოთ და შემდეგ ჩაატარეს გენომური ანალიზი, რათა დაედგინათ მიკრობების სახეობები, რომლებიც ნიადაგში ხელახლა წარმოიშვნენ. მეცნიერებმა მიკრობული სიცოცხლის რამდენიმე ადგილობრივი სახეობა აღმოაჩინეს, რომლებიც მკაცრ პირობებში ცხოვრებას შეგუებული იყვნენ.

მეცნიერები უდაბნოში 2016 და 2017 წლებშიც ჩავიდნენ და ნახეს, რომ ის მიკროორგანიზმები, რომლებიც წვიმის დროს ცოცხალები იყვნენ, მშრალ გარემო პირობებში თანდათან იცვლებოდნენ და “მთვლემარე” მდგომარეობაში გადადიოდნენ.

,,დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მიკრობები მარსის მსგავს გარემო პირობებშიც ასეულობით და ათასეულობით წლის განმავლობაში ,,თვლემენ’, ხოლო წვიმის დროს სიცოცხლეს უბრუნდებიან,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წყარო: https://www.sciencedaily.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სამი ასტრონავტი კოსმოსური სადგურიდან უსაფრხოდ დაბრუნდა

კაფსულა, რომელსაც ორი ამერიკელი ასტრონავტი და ერთი რუსი კოსმონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადმოჰყავდა, ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა.

ხუთ-ნახევართვიანი მისიის დასრულების შემდეგ, ასტრონავტების უსაფრთხო დაბრუნების კადრები ,,ნასას’ ტელევიზიამ გადმოცა.

კოსმოსურმა ხომალდმა ,,სოიუზმა” ამერიკელი ჯო აკაბა და მარკ ვანდე ჰეი, ასევე – რუსი ალექსანდრე მისურკინი ქალაქ ჟეზკაზგანში უსაფრთხოდ ჩამოიყვანა.

 კოსმოსში აწყობილი საერთაშორისო ორბიტული სადგური, რომელსაც მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ. სადგური დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრაობს და მისი დანახვა დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით შეიძლება: მისი სიმაღლე მერყეობს 319,6 კმ-დან 346,9 კმ-მდე დედამიწის ზედაპირიდან. მისი მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 27.744 კმ/სთ და 15,7 ორბიტას ასრულებს დღეში.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

ახალი თანამგზავრის მეშვეობით მარსის ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლიან

ახალი თანამგზავრი – Trace Gas Orbiter-ი, რომელიც ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ შექმნა, მარსის ქიმიურ შემადგენლობას შეისწავლის.

პლანეტის გეოლოგიური შესწავლა აპრილიდან არის დაგეგმილი.  ზონდირების მეთოდით,  Trace Gas Orbiter -ი პლანეტიდან ისეთ სინჯებს აიღებს, რომლითაც მისი ქიმიური შემადგენლობის უკეთ გაგება იქნება შესაძლებელი.

 

წყარო:  Daily Mail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

მეცნიერებმა ისრაელში ,,მარსზე” იმოგზაურეს

მეცნიერთა ექვსკაციანმა გუნდმა ისრაელში, ნეგევის უდაბნოში, მარსის საცხოვრებელი პირობების სიმულაცია მოაწყო და ოთხდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარა. ამის შესახებ ისრაელის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრო იუწყება.

მონაწილეები იკვლევდნენ მარსის მომავალი მისიის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის, თანამგზავრულ კომუნიკაციებს, იზოლაციის ფსიქოლოგიურ გავლენას, რადიაციულ გაზომვებსა და ნიადაგში სიცოცხლის ნიშნის ძებნას.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის პროფესორი – გაი რონი აცხადებს, რომ პროექტი არა მხოლოდ მარსზე მომავალი მისიის ახალი მიდგომების მოძიებას ისახავს მიზნად, არამედ საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდასაც.

მისია D-Mars პირველია, რომელიც ისრაელში ქვეყნის კოსმოსურ სააგენტოსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ის ერთ-ერთია იმ მარსის სიმულაციის პროექტებს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხორციელდება.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავი შექმნა

,,ნასამ“ ახალი ტიპის ულტრახმოვანი თვითმფრინავ შექმნა, რომელიც კონკორდზე ნაკლებად ხმაურიანია, თუმცა მასზე გაცილებით ეკონომიურია.  

Quiet Supersonic Technology-ი (QueSST) ნასას ექსპერიმენტული თვითმფრინავია, რომელსაც საათში 1,100 მილი სიჩქარით მოძრაობა შეუძლია. ის ორჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე თანამედროვე კომერციული თვითმფრინავები და თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორიც კონკორდი.

უმნიშვნელოვანესია, რომ კონკორდზე ბევრად უფრო მშვიდი იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შეეძლო გადაეტანათ მიწის ზონაში და არა მხოლოდ ოკეანეში.

კონკორდი აფრენისას ძალიან ხმაურიანია. QueSST-ი კი ისეა აწყობილი, რომ აფრენისას შოკ ტალღებს წარმოქმნის, რომლისგან გამოწვეული რყევაც შესაბამისად უფრო რბილია.

ნასა განმარტავს, რომ QueSST თვითმფრინავს ,,გამორჩეული ფორმა აქვს”, მათ შორის – გრძელი ცხვირი და ,,მაღლა აწეული ფრთები”, რაც მის ნაკლებ ხმაურიანობას უწყობს ხელს.

სააგენტო აცხადებს, რომ ეს იქნება უფრო საწვავის გამოყენების თვალსაზრისით უფრო ეკონომიური, ვიდრე კონკორდი.

აშშ-ის ბიუჯეტში გათვალისწინებული ,,ნასას“ ნაკლებხმაურიანი და სწრაფი X-თვითმფრინავის პროექტი აშშ-ის პრეზიდენტმა – დონალდ ტრამპმა დაამტკიცა.  დოკუმენტის თანახმად, X-თვითმფრინავმა, რომელიც ბაზარზე არსებულ თვითმფრინავებთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი და გაცილებით სწრაფი იქნება, პირველი გაფრენა 2021 წელს უნდა განახორციელოს.“

წყარო http://www.independent.co.uk

მასალა მოამზადა თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციაეს საინტერესოამანქანათმშენებლობამსოფლიოტექნოლოგიები

რა საიდუმლო ტვირთი წაიღო  ,,Falcon Heavy-მ” კოსმოსში

SpaceX-ის რაკეტის ისტორიულ გაშვებაზე რამდენიმე დღის წინ ყველა საუბრობდა, თუმცა, ძალიან ცოტამ თუ იცის ის ამბავი, რომ ,,Falcon Heavy-მ” საიდუმლო მარგი ტვირთიც გადაიტანა.

ეს გახლდათ  Arch -ი, უამრავი მონაცემის შენახვის შესაძლებლობის მქონე უმცირესი ზომის მოწყობილობა. მონეტის ზომის დისკი კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანიის, Arch Mission Foundation-ის მეცნიერებმა ,,კაცობრიობის ცოდნის დროსა და სივრცეში შესანახად და გასავრცელებლად შექმნეს,” რაც, მათი განმარტებით, დიდ სარგებლობას მოუტანს მომავალ თაობებს.

ტექნოლოგიას, რომელიც საუზემპტონის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა – პიტერ კაზანსკიმ განავითარა, 360 ტერაბაიტი მონაცემის შენახვა შეუძლია. ჯერჯერობით შექმნილია Arch1 და Arch2.

Arch-ი კვარცის სილიციუმის მინაზე ლაზერის ნანოსტრუქტურით ჩათვირთულია ინფორმაცია. დისკი ,,5D მონაცემთა შენახვის”,,წყალობით თეორიულად 14 მილიარდ წელს უძლებს.

ტექნოლოგიის შემქმნელები Arch-ს მზის ბიბლიოთეკას უწოდებენ. ,,მზის ბიბლიოთეკა” მზის გარშემო ორბიტაზე მილიარდობით წლის განმავლობაში იმოძრავებს.

მომავალში Arch დისკების გაგზავნას მთვარესა და მარსზეც აპირებენ.

 

 

წყარო: www.sciencealert.com

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოამსოფლიოტექნოლოგიები

,,SpaceX-მა” კოსმოსში რაკეტა ,,Tesla-ს” ავტომობილთან ერთად გაუშვა

მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა ისტორიული მომენტი –  ელონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ –  ,,SpaceX-მა” მძიმე კოსმოსური ხომალდი ,,Falcon Heavy” გაუშვა, რომელმაც მასში არსებული ,,Tesla-ს” ავტომობილი მზის ირგვლივ ჰელიოცენტრულ ორბიტამდე უნდა მიიტანოს. 

რაკეტა ფლორიდიდან, კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს.  კაპსულის სტერეოსისტემაში,  გეგმის მიხედვით, დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity უნდა ისმოდეს.

ბოლო მონაცემებით, Falcon Heavy-ს მესამე ამაჩქარებელი პლატფორმაზე ვერ დაჯდა, Tesla კი მარსის ორბიტას ჩაუფრენს. ამის შესახებ მესკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სავარაუდოდ,  დაშვების დროს, ცენტრალური (მთავარი) ამჩქარებლის სამი ძრავიდან მხოლოდ ერთი ამუშავდა, დანარჩენებს კი საწვავი არ მიეწოდა.

 

წყარო: BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რატომ გაიზარდა სამყაროს გაფართოვების სიჩქარე?

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, ამ განსაცვიფრებელმა თეორიამ შესაძლოა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი ეჭვქვეშ დააყენოს.
NASA და European Space Agency ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სამყარო მოსალოდნელზე 5-9 პროცენტით უფრო სწრაფად ფართოვდება, ამწვავებს ჰიპოთეზას იმაზე, თუ რა ავსებს კოსმოსის 95 პროცენტს, სადაც არც რადიაციაა და არც სინათლე.
„შესაძლოა სამყარო გვატყუებს,“ – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასტრონომი ალექს ფილიპენკო.
სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ ემთხვევა იმ გამოთვლებს, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებაზე“ დაყრდნობით ახდენენ და რომლის მიხედვითაც სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ სამყარო შეიცავს უცნობ, ნეიტრონების მსგავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ(300 000 კმ/წმ).
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, სამყაროს გაფართოვების სიჩქარის ცვლილების მიზეზი ე.წ. “ბნელი ენერგიაა“, რომელიც 1998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.
ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

“ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რისგან შედგება სამყაროს დღემდე ამოუცნობი 95 პროცენტი – რასაც ვუწოდებთ ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას და ბნელ რადიაციას,“ – აცხადებს მერილენდის Space Telescope Science Institute in Baltimore-ს  ფიზიკოსი ადამ რეისი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყაროს გაფართოვება აჩქარებული იყო და ამ აღმოჩენისთვის 2011 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
სამყაროს გაფართოვების დაჩქარება ეჭვქვეშ აყენებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ჭეშმარიტებასაც.
რეისმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული აღმოჩენა გაუმჯობესებული კოსმოსური ბარომეტრის აგების შედეგად გააკეთეს, რომელიც მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება. მათ განსაკუთრებული ტიპის ვარსკვლავის, ე.წ.Cepheid-ის, გასაზომად ჰაბლის ტელესკოპი გამოიყენეს. ამ ვარსკვლავების პულსირების სიჩქარე დაკავშირებულია მათ სინათლეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მათი მანძილის გამოსათვლელად იქნეს გამოყენებული.
აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ The Astrophysical Journal-ში  გამოქვეყნდება.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 43 44 45 46 47 58
Page 45 of 58