close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ

ამერიკელი, იაპონელი და რუსი ასტრონავტების ტრიო სამშაბათს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდა.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები NASA- ს სატელევიზიო ეთერში გავიდა.

კოსმოსური ხომალდით „სოიუზი“, რომელზეც იაპონიის Aerospace Exploration Agency- ის ფრენის ინჟინერი ნორიშიგე კანაი, NASA- ს ინჟინერი სკოტ თინგლი და რუსეთის Roscosmos-ის წამრომადგენელი ანტონ შკაფლეროვი იმყოფებოდნენ, დედამიწის ზემოთ დაახლოებით 400 კილომეტრში გრინვიჩის დროით 8:39 საათზე შევიდა დოკში.

ასტრონავტებმა დანიშნულ ადგილს ორდღიანი მგზავრობის შემდეგ მიაღწიეს. კოსმოსური ხომალდი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან გაეშვა.

შკაფლოროვი, კანაი და თინგლი იმ სამ ასტრონავტს შეუერთდნენ, რომლებიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბრიდან იმყოფებიან.

საერთაშორისო კოსმოსური სადგური (სკს) წარმოადგენს დასახლებად ხელოვნურ თანამგზავრს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს. სიგრძე 73 მეტრს შეადგენს, სიგანე – 108.5 მეტრს, სიმაღლე – 20 მეტრს, წონა კი დაახლოებით 450 000 კგ-ს. საშუალო სიჩქარეა 27 744 კმ/სთ, დედამიწის გარშემო ორბიტის პერიოდი კი – 92 წუთი და 37 წამი. საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი ნაწილი – მოდული „ზარია” გაუშვეს 1998 წლის 20 ნოემბერს. ის წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას, ორიენტაციის მაკონტროლებელს, საკომუნიკაციო სისტემასა და ელექტროენერგიის წყაროს, თუმცა არ ჰქონდა ხანგრძლივ პერიოდში სიცოცხლისთვის მხარდამჭერი პირობები. 2 კვირაში გაუშვეს მოდელი „Unity”. სკს 2 წლის განმავლობაში დაუკომპლექტებელი რჩებოდა. 2000 წლის 12 ივლისს ორბიტზე გავიდა მოდული „ზვეზდა”. დამონტაჟდა მზის პანელები და საკომუნიკაციო ანტენები. დაემატა საძილე ოთახები, ტუალეტი, ჟანგბადის გენერატორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ხმისა და სატელევიზიო კომუნიკაციის სისტემები. ამან შესაძლებელი გახადა მუდმივი დასახლება.

სადგურს პირველი ეკიპაჟი 2000 წლის პირველ ნოემბერს ეწვია.

სადგურში მოქმედებს, როგორც მიკროგრავიტაციისა და კოსმოსური გარემოს კვლევის ლაბორატორია და ტარდება ექსპერიმენტები ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, მეტეოროლოგიისა და სხვა სფეროებში. გამოიცდება ისეთი სისტემები და აღჭურვილობები, რომლებიც საჭიროა მთვარესა და მარსზე გამგზავრებისთვის.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

Google-ის დახმარებით NASA-მ ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

კომპიუტერულმა ანალიზმა შორეული ვარსკვლავების ირგვლივ ორი ახალი პლანეტის  – Kepler 80g-ის და Kepler 90i -ის არსებობა აჩვენა.

ამის შესახებ Google-მა და NASA -მ განაცხადეს. ინფორმაციის თანახმად, პირველი ვარსკვლავი სისტემის ნაწილია, რომელშიც იმდენი პლანეტაა, რამდენიც დედამიწის მზის სისტემაში.

Google-მა და ტეხასის უნივერსიტეტმა ე.წ.  მონაცემებს მანქანური სწავლების (machine learning) საშუალებით, NASA-ს მონაცემები გაანალიზეს.  მანქანური სწავლება არის მიდგომა ხელოვნურ ინტელექტთან, რომელშიც კომპიუტერი „სწავლობს“. NASA აცხადებს, რომ ამ მეთოდის სიზუსტე 96 პროცენტია.

მონაცემები Kepler-ის ტელესკოპიდანაა მოწოდებული, რომელიც NASA-მ 2009 წელს პლანეტების აღმოჩენის მისიის ფარგლებში შექმნა და რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს დასრულდება, ვინაიდან კოსმოსური ხომალდზე საწვავის მარაგი იწურება.

პროგრამის ხელოვნური ,,ნერვული ქსელი” 670 ვარსკვლავის შესახებ მონაცემებს მოიცავს, რამაც პლანეტების Kepler 80g-ის და Kepler 90i -ის აღმოაჩენა განაპირობა. Kepler 90i-ი გახლავთ კლდოვანი მასა, რომელიც დედამიწაზე 30 პროცენტით დიდია. ის გახლავთ მერვე პლანეტა, რომელიც შორეული ვარსკვლავის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერებმა დედამიწის მზის სისტემის მიღმა რვაპლანეტიანი ქსელი აღმოაჩინეს.

„თავისუფალ დროს, ხშირად ,,ვგუგლავდი” შემდეგ ფრაზას — „ეგზოპლანეტათა პოვნა მონაცემთა დიდ წყებაში“, რის შედეგადაც შევიტყვე კეპლერის მისიისა და მის მიერ შეგროვილი უზარმაზარი ოდენობის მონაცემების შესახებ. მანქანური სწავლება ნამდვილად ნათელი სხივია სიტუაციაში, რომელშიც იმდენი მონაცემია შეგროვილი, რომ ადამიანებს მათი დამუშავება თავად არ შეუძლიათ“, — აცხადებს შალუ.

Google-ის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის ინფორმაციით, ისინი Kepler-ის სხვა, 150,000 ვარსკვლავზე შეგროვილ მონაცემებს მანქანური სწავლების საშუალებით გააანალიზებენ.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელი, რუსი და იტალიელი ასტრონავტები კოსმოსიდან დაბრუნდნენ 

ამერიკელი, რუსი და იტალიელი ასტრონავტები ხუთშაბთს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ.

აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციის ასტრონავტმა – რენდი ბრესნიკიმ, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს კოსმონავტმა – სერგეი რიაზანსკიმ და იტალიელმა პაოლო ნესპოლიმ კოსმოსში ხუთთვიანი მისია განახორციელეს.

კაფსულა ყაზახეთის ცენტრალურ ყარაგანას რაიონში მდებარე ქარიან და თოვლით დაფარულ სტეპში, ადგილობრივი დროით, 2:37 საათზე დაეშვა.

სამეულის გამომგზავრების შემდეგ დედამიწიდან დაახლოებით 400 კილომეტრში მდებარე საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე ასტრონავტების რიცხვი სამამდე შემცირდა.

17 დეკემბერს ნასას ასტრონავტი სკოტ ტიგლე, რუსი კოსმონავტი ანტონ შკფლეროვი და იაპონელი ნორიშეგე კანაი ბაიკონურის კოსმოდრომიდან კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრებიან.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოა

რა ინფორმაციას ინახავს უდიდესი შავი ხვრელი ადრეული სამყაროს შესახებ?

უძველესი და ყველაზე შორეული შავი ხვრელი – რომელიც მზეზე 800 მლნ-ჯერ მასიურია – სამყაროს ბუნების შესახებ მეცნიერებს გარკვეულ სიურპრიზებს აწვდის.

ოთხშაბათს ასტრონომებმა განაცხადეს, რომ შავი ხვრელი, რომელიც მაღალი ნათების მქონე ციური ობიექტის – კვაზარის ცენტრშია განთავსებული, დედამიწიდან დაახლოებით 13.1 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული. მკვლევართა მიერ აღმოჩენილი კვაზარის სინათლე, სავარაუდოდ, დიდი აფეთქებიდან 690 მილიონი წლის შემდეგ წარმოიქმნა, როდესაც კოსმოსის ასაკი ამჟამინდელის მხოლოდ 5 პროცენტი იყო.

„როდესაც შორეულ მანძილზე ვიყურებით, უკან წარსულსაც ვაკვირდებით იმ დროის გამო, რასაც სინათლე სამყაროს გავლას ანდომებს, ეს ნიშნავს, რომ  ობიექტი 13, 1 მილიარდი წლისაა, ხოლო თუკი შევადარებთ, მივიღებთ, რომ დედამიწა დაახლოებით 4.5 მილიარდი წლისაა,“ – განაცხადა კარნეგის მეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერმა ედუარდო ბანადოსმა, რომელიც ჟურნალ ,,Nature-ში” გამოქვეყნებულ კვლევას ხელმძღვანელობდა.

ახლად აღმოჩენილი კვაზარი –  J1342 + 0928, არსებობდა ადრეული სამყაროს ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდში, როდესაც ის „ბნელი ასაკიდან“ გამოდიოდა.

„ეს ობიექტი გვაძლევს იმ დროის პარამეტრებს, რომელშიც სამყარო პირველად განათდა ვარსკვლავის სინათლით”, – განაცხადა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკოსმა, პროფესორმა რობერტ სიმკოემ.

მკვლევარები გააოცა სამყაროს ისტორიის ასეთ ადრეულ ეტაპზე ასეთი დიდი შავი ხვრელის არსებობამ. საკვირველია, ასეთი ობიექტების წარმოშობა და ზრდა ასეთი გამოწვევების პერიოდში.

კვაზარები, რომელიც შავ ხვრელში მაღალი სიჩქარით მოძრავი აირებით საზრდოობენ და გარკვეული გალაქტიკების ცენტრებში მდებარეობენ, ზოგჯერ ამ გალაქტიკების ყველა ვარსკვლავს ჩრდილავენ.  შავ ხვრელებში გრავიტაცია ისე ძლიერია, რომ სინათლეც კი ვერ ახერხებს „გაქცევას“. ეს შავი ხვრელი გალაქტიკის ცენტრის მშთანთქმელი მასალაა.

ობიექტი  ჩილესა და ჰავაიში მდებარე ტელესკოპებისა და ნასას WISE-ის საშუალებით შეისწავლეს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოტექნოლოგიები

ევროპა GPS-ის კონკურენტ სისტემას ქმნის

ევროპამ გალილეოს კიდევ ხუთი თანამგზავრი გაუშვა, რითაც მათი რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ეს არის საკუთარი ნავიგაციის შექმნისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი, რითაც ევროპა აშშ-ის გლობალურ პოზიციონირების სიტემაზე (GPS) დამოკიდებული აღარ იქნება.

ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) თანახმად, თანამგზავრები საფრანგეთის მდებარე კოსმოდრომიდან  რაკეტა Ariane 5-დან გაუშვეს და ისინი დედამიწის მაღლა დაახლოებით 24,000 კმ-ზე ორბიტაზე იმოძრავებენ.

გალილეოს სისტემაში საბოლოოდ 30 თანამგზავრი უნდა იყოს, რომელიც დაახლოებით 700 კგ-ს იწონის, აღჭურვილია ანტენითა და სენსორებისგან და იკვებება ორი 5-კვადრატულმეტრიანი მზის ფრთებით.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა 17 წლის წინ გალილეოს პროგრამა დაიწყო, მას  რამდენიმე ნაკლი აქვს, მათ შორის შეფერხებები, დაფინანსების პრობლემებს, ორი თანამგზავრის არასწორ ორბიტაზე განლაგება და კითხვები, რეალურად ჭირდება თუ არა ევროპას GPS-ს კონკურენტი.

ევროკავშირი მიზნად ისახავს გალილეო გამოიყენოს სატელიტური სანავიგაციო მომსახურების გლობალურ ბაზარზე, რომლის ღირებულება 2022 წლისთვის 250 მილიარდი ევრო იქნება. ევროკავშირის 16 ტრილიონიანი ეკონომიკის 6-7 პროცენტი დამოკიდებულია გლობალური სანავიგაციო სატელიტური სიგნალის არსებობაზე.

ევროკავშირს აქვს შეერთებულ შტატებთან შეთანხმება, რომელიც GPS-ისა და გალილეის კომბინირებული გამოყენების საშუალებას იძლევა, რითაც უფრო ზუსტი პოზიციონირებაა შესაძლებელი, ვიდრე მხოლოდ ერთი სისტემით. გლობალური პოზიციონირების სიტემა (GPS) არის თანამგზავრული სანავიგაციო სისტემა, რომელიც მოიცავს 24 თანამგზავრისაგან შექმნილ ქსელს.

ჩიპმეიკერებმა, მათ შორის, STMicroelectronic-მა, Qualcomm-მ და Broadcom-მ განაცხადეს, რომ გალილეოს ჩიპები სმარტფონებისა და საავტომობილო სექტორისთვის მზადაა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც კი 2018 წლის ივლისში გალილეოს კიდევ ოთხ თანამგზავრს გამოუშვებენ, ახალი სმარტფონების სიზუსტე, რომლებიც მონაცემებს ამერიკული და ევროპული თანამგზავრებიდან მიიღებენ, 30 სანტიმენტი იქნება, ნაცვლად ამჟამინდელი 5 მეტრისა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარი გლობალური პოზიციონირების სიტემა აქვთ რუსეთს და ჩინეთსაც (Glonass და Beidou).

მსგავსი სისტემის შექმნას ცდილობს ინდოეთიც. თუმცა, ამ მხრივ, ქვეყანამ აგვისტოში რეგრესი განიცადა, როცა მისი მერვე სანავიგაციო თანამგზავრი გაშვებიდან მოკლე ხანში აფეთქდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ახალციხელი ახალგაზრდების იდეა, მარსზე ჟანგბადის წარმოქმნის შესახებ, კოსმოსური ჰაკათონის გამარჯვებულია

1-3 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიის“ ორგანიზებით  გაიმართა პროექტის „კოსმოსური ჰაკათონის“ ფინალი. კონკურსში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო რაც შეეხება ჰაკათონის მთავარ თემას, ეს გახლდათ  მარსის კოლონიზაცია და მონაწილე გუნდებს სწორედ ამ საკითხის შესახებ უნდა შეემუშავებიინათ იდეები. ფინალში გასული 14 საუკეთესო გუნდიდან, გამარჯვება ორ ახალციხელ ახალგაზრდის  – დავით ხუციშვილსა და სალომე თათოშვილის გუნდს სახელად – „ყველგან ყოველთვის“ ხვდა წილად, მეგობრებმა თავად გვიამბეს საკუთარი წარმატების შესახებ.

დავით ხუციშვილი და სალომე თათიშვილი 18 წლის ახალგაზრდები არიან,  დავითი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის  ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის სტუდენტია, ხოლო სალომე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლება სამედიცინო განათლებას, შესაბამისად, აღნიშნავენ, რომ მათთვის სამეცნიერო მიღწევები მეტად მნიშვნელოვანი და კარგი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ ჰაკათონში, რომელში მონაწილე 30 გუნდიდან გამარჯვება სწორედ მათ პროექტს – „ციანოცირკულაციას“  ხვდა წილად, პროექტმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ყოფილი ასტრონავტი ქალის – ჰაიდი ფაიფერისგანაც.

„ციანოცირკულაციის“ გზით მეგობრებმა გადაწყვიტეს მარსზე ჟანგბადის წარმოქმნა, უპირველეს ყოვლისა, საჭირო მექანიზმის შესაქმნელად, მათ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი მინა და მზის პანელები გამოიყენეს, რომელიც აგროვებს ენერგიას ბატარეაში, რომელიც გარდაიქმნება სინათლის ენერგიად, რაც ციანობაქტერიას საშუალებას აძლევს წარმოქმნას ჟანგბადი. „ციანობაქტერიებას სჭირდება ორგანული და არაორგანული ნივთიერებებით მდიდარი ნიადაგი, ამისათვის ჩვენ გამოვიყენებთ მარსის გრუნტოვან ნიადაგსა და დამატებით ფეკალიებს, რადგან ადამიანის ექსკრემენტები შეიცავენ წყალსა და მინერალებს, რაც სრულიად საკმარისია ციანობაქტერიების ცხოველქმედებისთვის“ – აღნიშნავს დავითი.

 გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიოლოგიურად ადამიანის ფეკალიები შეიცავს სხვადასხვა სახის ბაქტერიას, ისინი ციანობაქტერიებისთვის კონკურენტებს წარმოადგენენ, ამიტომ სანამ ექსკრემენტები ჰერმენტულ გარემოში გადმოინაცვლებენ, მეგობრებმა გადაწყვიტეს, წინაღობის სახით მათთვის დაეხვედრებინათ პირდაპირი ულტრაიისფერი სხივები და მარსის დაბალი ტემპერატურა, რის შედეგადაც მოხდება მშრალი მოყინვა,  სწორედ ამ პროცედურის შემდგეგ შეაღწევს გადამუშავებული ფეკალიები აღნიშნულ სისტემაში. „ჟანგბადის მიღების შემდეგ აუცილებელია მისი კონტროლი ჩვენს დახურულ სისტემაში, ამისათვის  შევქმენით საათი, რომლეშიც არის ჩაშენებული მექანიზმი, ის ზომავს სისხლში O2 ის რაოდენობას და მულტიფუნქციურია, მას აგრეთვე აქვს ტემპერატურის, ტენიანობის და პულსის საზომი სენსორები. ყოველივე ზემოთხსნებულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო ჟანგბადის, სინათლის ენერგიისა და ნიადაგის წარმოქმნა, არამედ მათი კომპაქტური საათის მეშვეობით კონტროლიც.“

აღსანიშნავია ისიც, რომ მეგობრებისთვის ეს გამარჯვება პირველი არ არის, მათ პროექტის „შენი ხმა ჩვენი მომავალის“ პირველი ადგილიც დაიმსახურეს და ხუთდღიანი ვიზიტი ჰქონდათ რომში,  ამჯერად კი, „თი ბი სი ბანკის“ ხელშეწყობით, ისინი ნიდერლანდებში გაემგზავრებიან ევროპის კოსმოსური სააგენტოს მუზეუმის, „Space Expo-ს“ სანახავად და შეძლებენ რამდენიმე დაუვიწყარი დღის გატარებას.  სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, გუნდი კიდევ უფრო აქტიურად აპირებს არჩეული გზის გაგრძელებას და ახალგაზრდებში სამეცნიერო სფეროს პოპულარიზებას.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ტრამპი: ,,მალე ამერიკელები მთვარეზე დაბრუნდებიან და მარსზე გაემგზავრებიან”

იმ დროს, როდესაც ჩინეთი ამბიციურ მთვარის პროგრამაზე მუშაობს, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოსმოსის კვლევის ლიდერი გახდება, ვინაიდან მან ამერიკელების მთვარეზე დაბრუნების პროცესი დაიწყო.

,,ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა და ვაპირებთ, რომ ლიდერად დავრჩეთ, ვაპირებთ, რომ ჩვენი ლიდერობა რამდენჯერმე გავზარდოთ”, – განაცხადა ტრამპმა ,,Space Policy Directive 1” -ზე ხელმოწერისას. ეს გახლავთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია მთვარეზე მისიის გაგზავნის საფუძველის ჩაყრა.

,,ამჯერად, ჩვენ არა მარტო ჩვენს დროშას ავაფრიალებთ და კვალს დავტოვებთ, არამედ მარსზე, და ალბათ სხვა უამრავ სამყაროშიც, მომავალ მისიებსაც ჩავუყრით საფუძველს,” – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის მტკიცებით, ის უდიდეს ნაბიჯს დგამს იმისათვის, რომ ამერიკამ კოსმოსში ღირსეული ადგილი დაიბრუნოს. ,,კოსმოსს უამრავი თვალსაზრისით დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია, მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისითაც,” – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ივნისში ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა რომ ადამიანის მთვარეზე გასაგზავნად ,,წინასწარ” მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებდა.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოსოფლის მეურნეობა

მეცნიერები არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მარსზე ფინიკის პალმების და მარწყვის ბაღის გაშენებას აპირებენ

წითელმა პლანეტამ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მეცნიერებს ახალი იდეეები გაუჩინა. მიზეზი მისი უდაბნოსთან მიმსგავსებაა. ისინი იქ პალმებისა და მარწყვის გაშენებას გეგმავენ.

,,იდეა არაბეთის გაერთიანებული კოსმოსური სააგენტოს სტრატეგიული სააგენტოს ხელმძღვანელმა – რაშიდ ალ-ზაადი განაცხადა”, – წერს უცხოური მედია. მისი აზრით, მარსის ნიადაგი უდაბნოს ჰგავს, ამიტომ, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, ერთი მხრივ, ფინიკის პალმის, მეორე მხრივ კი – მარწყვის, პომიდორისა და სალათის ფოთოლის გაშენება.

მედიის ცნობით, პროექტის განსახორციელებლად უკვე გამოყო 5,5 მლრდ დოლარი.

მასალა მოამზადა: ციცი კიკვიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიგანათლებასაქართველო

NASA-ს ასტრონავტმა ქართველ მფრინავს ჯილდო გადასცა ,,ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის”

საქართველოში მყოფმა NASA-ს ასტრონავტმა – ჰაიდი ფაიფერმა ავიაციის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს – ნადია ბენკლიანს გადასცა სერტიფიკატი და ჯილდო ,,ქალთა ლიდერობისა და მამაცობისთვის”. 

გარდა ამისა, ასტრონავტი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თავისი გამოცდილებაც გაუზიარა.

ჰაიდი ფაიფერმა 27 დღის განმავლობაში იცხოვრა და იმუშავა კოსმოსში. ის აშშ-ის საზღვაო ფლოტის კაპიტანი და ნასას ასტრონავტია. ის ნასას 1993 წელს შეუერთდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში სამუშაოდ 2006 წელს კოსმოსურ ხომალდ ,,ატლანტისით”, ხოლო 2008 წელს ხომალდ ენდევორით გაფრინდა კოსმოსში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

მეცნიერები: ,,ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმა მოდის”

ასტრონავტები ვარაუდობენ, რომ ნეპტუნსა და ურანზე ალმასების წვიმები მოდის, ამ პლანეტებზე ნარშირბადის არსებული მარაგის გამო.

ამის შესახებ პორტალი “Science Friday” წერს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ გიგანტპლანეტებზე მეთანი ჭექა-ქუხილის ზეგავლენით ნარშირბადად გადაიქცევა, რომლის ვარდნის დროსაც გრაფიტი წარმოიქმნება, ეს კი – შემდეგ ალმასად ყალიბდება.

ასეთი მოვლენის გამო, მეცნიერები სატურნზე კასინის 13-წლიანი მისიის შემდეგ, ახალ მისიას, სავარაუდოდ, ამ პლანეტებზე განათავსებენ.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 46 47 48 49 50 58
Page 48 of 58