close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიო

ჩინეთმა მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად „წინასწარი“ სამზადისი დაიწყო  

ჩინეთმა მთვარეზე ადამიანის გასაგზავნად „წინასწარი“ სამზადისი დაიწყო. 

ჩინეთი 2003 წელს მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ყოფილ საბჭოთა კავშირისა და შეერთებულ შტატების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანი გაუშვა.

ჩინეთმა 2013 წლის ბოლოს ,,Chang’e-3-ითა” და ,,Jade Rabbit როვერით” მთვარის „რბილი დასხდომა“ განახორციელა.

ქვეყანა ასევე გეგმავს, 2018 წელს მთვარის ბნელი მხარე გამოიკვლიოს.

ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილის თქმით, მთვარეზე ადამიანის გაგზავნას დიდი დრო არ დასჭირდება.

შარშან ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩინეთი 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტებს გააგზავნის.

ჩინეთის კოსმოსური პროგრამის განვითარება პრეზიდენტმა სი ძინ-პინიმ ქვეყნის პრიორიტეტად გამოაცხადა.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-ის ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს.

 

წყარო: http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიკვლევები

,,ნასას” ექსპერიმენტის დროს ცა გაფერადდება

,,ნასა” კვირა საღამოს ექსპერიმენტს ჩაატარებს, რომლის დროსაც აშშ–სა შუა ატლანტიკური სანაპიროს ზემოთ ცაზე მწვანე და წითელი ღრუბლები გამოჩნდება.

ამ ექსპერიმენტით ,,ნასა” შეეცდება უფრო მეტი შეიტყოს დედამიწის ატმოსფეროს ზემოთ მდებარე დამუხტული ნაწილაკების შესახებ.

პატარა რაკეტა 10 ბიდონი ბარიუმითა და სხვა ქიმიური ნივთიერებებით ვირჯინიაში მდებარე ვირჯოფსის კუნძულიდან კვირა საღამოს გაეშვება.

გაშვებიდან დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ბიდონებიდან ლურჯი-მწვანე და წითელი ორთქლი გამოვა, რომელიც ხელოვნურ ღრუბლები შეგროვდება და ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე გამოჩნდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუმინისცირებული ფერები მზის სხივების საშუალებით ბარიუმთან, სტრონციუმთან და სპილენძის ოქსიდთან ურთიერთქმედებაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფრენა დაახლოებით რვა წუთს გაგრძელდება, ფერადი ღრუბლები 20 წუთის განმავლობაში იქნება ხილვადი.

ნასას მეცნიერები ღრუბლებს გააკონტროლებენ და შეეცდებიან, დედამიწის იონოსფერო უკეთ შეისწავლონ. მათი მიზანია გაარკვიონ, როგორ მოქმედებს იონოსფერო ატმოსფეროს სხვა შრეებთან.

კვირის ექსპერიმენტი ჩაიშლება, თუ დაკვირვების ერთ–ერთ ზონაში მაინც ცა მოწმენდილი არ იქნება.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების გაზომვის შესაძლებლობას იძლევა   

ასტრონომებმა ალბერტ აინშტაინის საუკუნოვანი ფარდობითობის თეორია ვარსკვლავების ზომის დასადგენად გამოიყენეს.

მეცნიერებმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში განაცხადეს, რომ მათ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოყენეს, რათა შორეულ ფონზე მდებარე ვარსკვლავიდან მომავალ სინათლეში წუთიერი ცვლილება დაეფიქსირებინათ, როცა მას შედარებით ახლოს მდგომი ვარსკვლავი -Stein 2051B გადაკვეთდა.

მკვლევარებმა აინშტაინის დასკვნები გამოიყენეს იმის გასაზომად, თუ როგორ ამრუდებდა Stein 2051B-ის სიმძიმის ძალა ფონის ვარსკვლავის სინათლეს, ფენომენი, რომელსაც ფიზიკოსი 100 წელზე მეტი ხნის წინ პროგნოზირებდა და რომელიც პირდაპირი საშუალებაა მისი მასის დასადგენად.

კვლევის პრეზენტაცია ოსტინში, American Astronomical Society-ზე გაიმართა და სამეცნიერო ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

გაზომვებმა აჩვენა, რომ Stein 2051B-ის მასა დედამიზის მზის სისტემაში მდებარე მზის მასის დაახლოებით ორი მესამედია.

ამ დრომდე, მეცნიერები სტეინ 2051 B-ს მასისა და შემადგენლობის განსაზღვრას ვერ ახერხებდნენ. თითქმის საუკუნეზე მეტია მიიჩნეოდა, რომ ამ ვარსკვლავს — რომელიც მზესთან მეექვსე ყველაზე ახლომდებარე თეთრი ჯუჯაა — ჰქონდა უჩვეულო შემადგენლობა, დაბალი მასა და რკინის ბირთვი.

მაგრამ ახალი აღმოჩენის შედეგად დადგინდა, რომ იდუმალებით მოცული სტეინ 2051 B სინამდვილეში სხვა თეთრ ჯუჯებს ჰგავს, აქვს შედარებით მაღალი მასა და ნახშირბად-ჟანგბადის ბირთვი.

თეთრი ჯუჯა ეს არის ვარსკვლავური ნარჩენი, რომელიც უმეტესად ელექტრონგადაგვარებული მატერიისგან შედგება. მისი მკრთალი ნათება მოდის თერმული ენერგიის მარაგის გამოსხივებიდან. სავარაუდოდ, გალაქტიკის ვარსკვლავთა 97% ან თეთრი ჯუჯაა, ან ამ ტიპის ობიექტად გადაქცევის პროცესშია. თეთრი ჯუჯა წარმოადგენს ვარსკვლავის ევოლუციური გზის დასასრულს, რაც კოსმოსის წარსულისა და მომავლის კარგ სურათს გვთავაზობს.

„ვარსკვლავის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის მისი მასა, თუ ჩვენ ვიცით მასა, ჩვენ ვიცით, რა რადიუსი იქნება, რამდენად ნათელი იქნება, რამდენი ხანი იცხოვრებს, რა მოხდება მას შემდეგ რაც დაიღუპება, ყველაფერი დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე”, განაცხადა აშშ-ის კოსმოსურ ტელესკოპთა ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა კაილა ჩანდრა საჰუმ.

მეცნიერებმა არაპირდაპირი მეთოდით, რომელიც მოითხოვს რომ ვარსკვლავს ორბიტაზე მოძრავი პარტნიორი ჰყავდეს,  სამი სხვა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის მასაც განსაზღვრეს.

ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ძირითადი ტესტი სინათლის გამრუდება იყო. აინშტაინის მიერ შემოთავაზებული სინათლის გამრუდების შემოწმება პირველად 1919 წელს სცადეს, მზის სრული დაბნელებისას, როდესაც სიბნელეში შესაძლებელი გახდა მზის უკან მდებარე ჰიადების ვარსკვლავთგროვის შუქის დაფიქსირება.

დაბნელებისას, მზის გრავიტაციული ველის გადაკვეთის შემდეგ გაზომილი ვარსკვლავის შუქი თანხვედრაში მოვიდა აინშტაინის პროგნოზთან და შესაბამისად, ზოგადი ფარდობითობის პირველ მტკიცებულებად იქცა.

საჰუ და კოლეგები პირველები არიან, რომლებიც მზის მიღმა მყოფი ვარსკვლავის ფენომენს დააკვირდნენ.

 

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა, რომელიც ადამიანს მთვარეზე დააბრუნებს, ოთხ თვეში ამოქმედდება

ელონ მასკის განცხადებით, რაკეტა Falcon Heavy პირველ ტურისტებს კოსმოსში რამდენიმე თვეში წაიყვანს.

მასკის მიერ ,,ტვიტერის” საკუთარ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, kოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის მასიური რაკეტა Falcon Heavy უახლოეს მომავალში ადამიანებს მთვარეზე წაიყვანს.

Falcon Heavy, რომელიც კეიპ კანავერალის კოსმოდრომზე ორ-სამ თვეში იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 54 მეტრული ტონა ტვირთისა და ეკიპაჟის გადატანეს შეძლებს და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი რაკეტა იქნება.

სავარაუდოდ, Falcon Heavy გახდება პირველი რაკეტა, რომელიც 2018 წელს მთვარეზე ტურისტებს გადაიყვანს. მოგზაურობის ხანგრძლივობა დაახლოებით 6-7 დღე იქნება.

Falcon Heavy  ასევე მონაწილეობას მიიღებს SpaceX-ის მიერ დაგეგმილ მისიებში, რომელიც მარსზე პირველი პილოტირებული ფრენების განხორციელებას ითვალისწინებს.

 

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რუსი და ფრანგი ასტრონავტები 6-თვიანი მისიის შემდეგ კოსმოსური სადგურიდან დაბრუნდნენ

რუსი კოსმონავტი და ფრანგი ასტრონავტი პარასკევს რუსულ სოიუზ კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ. მათ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ექვსი თვე გაატარეს.

რაც შეეხება მისიის კიდევ ერთ მონაწილეს – ამერიკელ ასტრონავტ პეგი უიტსონს, ის ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაზე სექტემბრამდე დარჩა.

რუსმა კოსმონავტმა – ოლეგ ნოვიცკიმ და ფრანგმა თომას პესკეტმა კოსმოსური სადგური დილით, 6:47 საათზე დატოვეს და დაახლოებით 4 საათში პარაშუტით ყაზახეთის ქალაქ ჟეზყაზღანში დაეშვნენ.

რაც შეეხება სადგურზე დარჩენილ უიტსონს, ის შეერთებული შტატების ეროვნული აერონავტიკის და კოსმოსის ადმინისტრაციის ორ ასტრონავტთან – იურჩიკინსა და ჯეკ ფიშერთან ერთად სადგურზე მანამ დარჩება, სანამ იქ კოსმონავტთა ახალი გუნდი ჩავა.

უიტსონი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მესამედ მსახურობს, იმ დროისთვის, როცა ის სექტემბერში დედამიწაზე დაბრუნდება, ორბიტაზე 660 დღეზე მეტი ექნება გატარებული.

მსოფლიოს ყველაზე გამოცდილ კოსმოსურ მფრინავად რუსი კოსმონავტი გენადი პადკალა მიიჩნევა, რომელსაც ორბიტაზე 878 დღე აქვს გატარებული.

 

წყარო:Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

,,ნასას” ასტრონავტთა კორპუსს 12 წევრი შეემატა

,,ნასამ” ოთხშაბათს 12 ასტრონავტი დაასახელა, რომლებიც 2-წლიანი ტრენინგის გავლის შემდეგ ,,აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს” მიერ დაგეგმილ კოსმოსურ მოგზაურობებში მიიღებენ მონაწილეობას.

28-42 წლის ასაკის ხუთი ქალი და შვიდი მამაკაცი კოსმონავტი 18,300  აპლიკანტისგან აარჩიეს.

სტაჟიორებს შორის არიან: მეცნიერი, რომელიც მარსის რობოტ როვერ Curiosity-ზე მუშაობს, SpaceX-ის ინჟინერი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი და სამხედრო ქირურგი.

,,ნასა” მთვარესა და მარსზე მოგზაურობის განსახორციელებლად რაკეტასა და Orionკაფსულაზე მუშაობს. ის ასევე ელონ მასკის ,,SpaceX-სა” და ,,Boeing Co-თან” თანამშრომლობს, რათა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გასამგზავრებლად და იქიდან დასაბრუნებლად კომერციული კოსმოსური ტაქსები შექმნას.

,,ნასას” მიერ არჩეული 12 ასტრონავტი დავალების მიღებამდე 2-წლიან ტრენინგს გაივლის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიმსოფლიოპოლიტიკა

რუსეთი კოსმოსური ომისთვის ემზადება?

რუსეთი შესაძლოა კოსმოსური ომისთვის ემზადებოდეს. ქვეყანამ იმ თანამგზავრების რეაქტივაცია განახორციელა, რომელსაც დამკვირვებლები უმოქმედოდ მიიჩნევდნენ.

ობიექტებმა თავდაპირველად ყურადღება უჩვეულო მანევრებისთვის მიიპყრეს, რამაც აღძრა ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი იარაღები იყვნენ.

ახლა კოსმოსური ხომალდი კვლავ ამოქმედდა, რამაც ექსპერტების შეშფოთება გამოიწვია, გააჩინა რა ეჭვი იმის შესახებ, რომ კრემლი კოსმოსურ შესაძლებლობებს აძლიერებს.

კოსმოსი -2491, -2499 და -2504 კოსმოსში მალულად საკომუნიკაციო თანამგზავრების რუტინული გაშვების საფარქვეშ გაუშვეს.

მარტში, კოსმოსი -2504 მოულოდნელად განაახლა თავისი მანევრები. აპრილში ხომალდი ჩინეთის ამინდის თანამგზავრს 1,183 მეტრით მიუახლოვდა, რაც ასტრონომიული თვალსაზრისით ძალიან ახლოა. უცნაური მოძრაობების განხორციელება დაფიქსირდა კოსმოსი-2499-ის მხრიდანაც.

„ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია ის ფაქტი, რომ თანამგზავრი ორი წლის განმავლობაში უმოქმედო იყო, შემდეგ კი მანევრირება დაიწყო,” – განაცხადა მასაჩუსეტის მეცნიერთა კავშირის კოსმოსუს ექსპერტმა – ლაურა გრეგომ.

კოსმოსი -2491, -2499 და -2504 2013-2015 წლებში გაუშვეს. მათ დასავლეთის შეიარაღებული ძალების ყურადღება მიიპყრო მას შემდეგ, რაც მათ სწრაფი მანევრირება დაიწყეს. ექსპერტებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ისინი საბრძოლოდ ან ჯაშუშობისთვის ააგეს.

ამ სპეკულაციის გამო რუსეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა ოლეგ ოსტაპენკომ 2014 წლის 15 დეკემბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხომალდები „მკვლელი თანამგზავრები“ არ იყვნენ.

ამ სამ უჩვეულოდ სწრაფ თანამგზავრს სხვა თანამგზავრებთან მიახლოების შესაძლებლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ პოტენციური უნარი, უთვალთვალონ, გაიტაცონ, ან გაანადგურონ სხვა თანამგზავრები, ანუ მათ აქვთ უნარი, რომ ანტი-სატელიტური იარაღი გახდნენ.

რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც თანამგზავრების განადგურების ტექნოლოგიებს ცდის.

შეერთებულმა შტატებმა, შვედეთმა, იაპონიამ და ჩინეთმა  უკვე გამოსცადეს ანალოგიური შესაძლებლობების მქონე  მოწყობილობები. ამ ცდების კი ისინი თანამგზავრის სარემონტო სამუშაოების სახელით ახორციელებენ.

 

 

წყარო: www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიფიზიკა

მეცნიერები ბუნების მეხუთე ძალის აღმოჩენის მიზნით გალაქტიკის ცენტრს იკვლევენ

კაცობრიობა მიიჩნევს, რომ სამყარო ოთხი ფუნდამენტური ძალის საშუალებით იმართება და ესენია: სიმძიმის, ელექტრომაგნიტური და ძლიერი და სუსტი ბირთვული ძალები.

მაგრამ ეჭვობენ იმასაც, რომ ბუნების მეხუთე ძალაც არსებობს და თუ ეს ასეა, ჩვენ არა მხოლოდ აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ბოლომდე ამოხსნას შევძლებთ, არამედ ხელახლა გავიაზრებთ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ არსებობს სამყარო.

ფიზიკოსებმა ამ იდუმალი ძალის არსებობის დატესტვა გადაწყვიტეს.

ბუნების ოთხი ძალა  ფიზიკის სტანდარტულ მოდელს აერთიანებს, იმას, რასაც ჩვენ სამყაროში ნაწილაკების ქცევისა და მატერიის ასახსნელად ვიყენებთ.

შედარებით მცირე მასშტაბისაა  ორი ბირთვული ძალაა – ძლიერი ბირთვული ძალა ატომის ბირთვს კრავს, ხოლო სუსტი ბირთვული ძალა საშუალებას აძლევს ზოგიერთ ატომს, რადიოაქტიური გამოსხივება განიცადოს.

სიმძიმის და ელექტრომაგნიტური ძალები უფრო მასშტაბურია. ელექტრომაგნიტური ძალა მოლეკულების მთლიანობას განაპირობებს, ხოლო სიმძიმის ძალა მთელ გალაქტიკასა და პლანეტებს დაშლისგან იცავს.

სიმძიმის ძალა უკანასკნელია ოთხ ფუნდამეტურ ძალას შორის, რომლის წარმოქმნა და კონტროლო ჯერჯერობით ადამიანს არ შეუძლია. კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს სამყაროში იმაზე მეტი გრავიტაციის ძალა წარმოიშობა, ვიდრე ხილულ მატერიას შეუძლია წარმოქმნას. ამ ხარვეზის ახსნა მხოლოდ ბნელი მატერიით არაა შესაძლებელი, ვინაიდან თანამედროვე საუკეთესო ტექნოლოგიის საშუალებითაც კი ჯერ-ჯერობით  მის კვალს  ვერ მიაკვლიეს.

იმის გამო, რომ ვერ ვახერხებთ ბნელი მატერიის არსის ახსნას, ზოგიერთ ფიზიკოსს სურს სიმძიმის ძალა ფუნდამენტურ ძალად აღიაროს.

მაგრამ რა მოხდება, თუკი ვაღიარებთ, რომ არსებობს მეხუთე ძალა, რომელიც სიმძიმის ძალას სხვა ძალებთან აკავშირებს.

„აინშტაინის თეორია სიმძიმის ძალას კარგად ხსნის, თუმცა ბევრი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ თეორიას ხარვეზები აქვს,“ – განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის დირექტორმა ანდრეა გეზმა.

გეზი და მისი გუნდი ბუნების ამ ჰიპოთეტური მეხუთე ძალის აღმოჩენისთვის „ნადირობენ“ და აცხადებენ, რომ სამყაროში უნდა იყოს საუკეთესო ადგილი, სადაც სიმძიმის ძალის გავლენა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც დამატებითი ნიშნების გამოვლენა უფრო ადვილი გახდება.

ჰავაის კეკობსერვატორიის მიერ გადაღებული „მილკი ვეის“ შუაგულის ძალიან მკვეთრი გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე მკვლევარებს შეუძლიათ ჩვენი გალაქტიკის ახლოს მდებარე სუპერმასიური შავი ხვრელის ორბიტაზე მოძრავ ვარსკვლავებს დააკვირდნენ.

ამ მოძრაობაზე დაყრდნობით, მათ შეუძლიათ შეაფასონ სიმძიმის ძალის პირდაპირი ზეგავლენა ვარსკვლავების მოძრაობაზე და იმის დადგენა, არსებობს თუ არა კიდევ რაღაც.

,,ეს მართლაც ამაღელვებელია. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე ვარსკვლავების შესწავლაზე მუშაობა ბადებს ახალ მეთოდს დავაკვირდეთ, თუ როგორ მუშაობს გრავიტაციის ძალა,“ – აცხადებს გეზი.

გუნდი განსაკუთრებით დაინტერესებულია მოვლენით, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს მოხდება, როცა ვარსკვლავი, სახელწოდებით  S0-2, ჩვენი გალაქტიკის შავ ხვრელს ყველაზე მეტად მიუახლოვდება.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზოგადი ფარდობითობის თეორიის პროგნოზირებისგან რაიმე გადახრა, ეს იქნება საუკეთესო დრო მის გამოსავლენად.

,,თუ გრავიტაცია გააქტიურდება სხვა რამეზე, გარდა აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიისა, ვარსკვლავების ორბიტალურ ბილიკებზე მცირე ვარიაციებს დაინახავთ”, – ამბობს გეზი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ფიზიკოსები აქტიურად ნადირობენ ბუნების მეხუთე ძალაზე – გასულ წელს, მეცნიერების ერთ-ერთმა გუნდმა აღმოაჩინა მისი გავლენის ნიშნები ენერგიაზე, რაც აღმოჩნდა, რომ ახალი სუბატომიური ნაწილაკი იყო.

„თუკი მეხუთე ძალის არსებობა დადასტურდა, ეს იქნება რევოლუცია, რომელიც ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე სრულიად შეცვლის. ხოლო თუ ამ მეთოდით მეხუთე ძალის არსებობას ვერ დავადასტურებთ, ის აუცილებლად დაგვეხმარება, უკეთ შევისწავლოთ სიმძიმის ძალა და ბოლოს და ბოლოს პასუხი გავცეთ ფუნდამეტურ კითხვას – როგორ მოქმედებს გრავიტაცია?“ – აცხადებენ მეცნიერები.

 

 

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

„ნასა“ „მზესთან შეხების“ მისიის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს

„ნასა“ ოთხშაბათს ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს უჩვეულო მისიის შესახებ, რომელიც „მზესთან შეხებას“ ითვალისწინებს.

განსხვავებით სხვა გამოკვლევისგან, ე.წ. მზის გამოკვლევის პლუს მისიას მოუწევს ტემპერატურასა და რადიაციათან გამკლავება, მაგრამ ის მონაცემები, რომლებიც ამ პროცესის ფარგლებში შეგროვდება, ასტრონომებს მზის ქარიშხლების პროგნოზირებასა და დედამიწის უახლოეს ვარსკვლავთან დაკავშირებული საიდუმლოების ამოხსნაში დაეხმარება.

1976 წელს, 370-კილოგრამიანი ინსტრუმენტების ბლოკი, ჰელიოს 2, მზის ზედაპირს დაახლოებით 43 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა, რათა მზის ქარები და კოსმოსური სხივები შეესწავლა.

იმისთვის, რომ მზის შესახებ კაცობრიობის ცოდნა გააღრმავოს, „ნასა“ აპირებს, მიმდინარე წლის აგვისტოში მზის ზედაპირს 6 მილიონი კილომეტრის რადიუსით მიუახლოვდეს. შესაძლოა ეს მანძილი ძალიან შორად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მზესთან ამ მანძილზე მიახლოება ძალზედ გაბედული ნაბიჯია, რომელიც მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დაწვის გარეშე მაგნიტური სფეროები გამოიკვლიონ და მზის რამდენიმე ნაწილაკი დაიჭირონ.

როგორც ჩანს, კვლევას მოუწევს  1,400 ° -მდე (დაახლოებით 2,550 ° ფარენჰეიტი) ტემპერატურას გაუძლოს.

გამოძიება იძულებული იქნება, ტემპერატურა 1,400 ° -მდე (დაახლოებით 2,550 ° ფარენჰეიტი) იცვლებოდეს, ხოლო კომფორტული ოთახის ტემპერატურის პირობებში.

 

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა  და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა’

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ცივი ლაქა კოსმოსში შესაძლოა მულტივერსის თეორიის პირველი მტკიცებულება იყოს

საუკუნეების მანძილზე ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ ჩვენი სამყარო ერთ-ერთია მრავალ სამყაროს შორის, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად არსებობენ. ამ თეორიას მულტივერსის თეორიას უწოდებენ და მას ბევრი სკეპტოსი ჰყავს, თუმცა ამას კოსმოლოგებისა და ასტრონომებისთვის ხელი არ შეუშლია, მულტივერსის თეორია  ამოუცნობის ასახსნელად გამოეყენებინათ.

ცივი ლაქა

Royal Astronomical Society-მა ახალი კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი კოსმოსში „ცივი ლაქის“  გარშემო არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ცივი ლაქა, წარმოადგენს კოსმოსის ,,გრილ” ლაქას რადიაციაში, რომელიც სამყაროს ფორმირების შემდეგ არსებობს.

ცივი ლაქა NASA- ს ,,WMAP- ის” სატელიტმა პირველად 2004 წელს აღმოაჩინა. ,,ევროპის კოსმოსური სააგენტოს” პლანკის მისიამ მისი არსებობდა დაახლოებით 10 წლის წინ დაადასტურა. RAS-ის კვლევის თანახმად, ცივი ლაქა სხვა გალაქტიკების ნაკლებობის შედეგია. არსებითად, ცივი ლაქა არის სიცარიელე მულტივერსში.

„ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა ყველაზე საინტერესოა ის, რომ ცივი ლაქა ჩვენი და სხვა სამყაროს შეჯახების შედეგად წარმოიშვა. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ცივი ლაქა მულტივერსის თეორიის პირველი მტკიცებულებაა,“ – განაცხადა დურჰამის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტომ შენკსმა. ხოლო თუ ეს ასეა, ეს თანამედროვე ფიზიკის დასასრულს ნიშნავს. ფიზიკა, არსებობს იმის დასადასტურებლად, თუ რატომ მოქმედებს და ყალიბდება სამყარო კონკრეტული ფორმით.  ის ავითერებს თეორემებსა და განტოლებებს ჩვენი სამყაროს ფუნდამენტური ნაწილების ასახსნელად. თუმცა მულტივერსის თეორიია ჩვენს ცოდნას ზღუდავს. სხვა სამყაროებს შესაძლოა სრულიად განსვავებული წესებით არსებობდნენ.  უსასრულო სამყაროები ნიშნავს უსასრულო შესაძლებლობებს უნიკალური წესებისთვის. ამიტომ ფიზიკის ახსნა შეუძლებელი იქნებოდა. ამ ფაქტმა გამოიწვია ის, რომ მთელი რიგი ფიზიკოსები, ასტროფიზიკოსები და კოსმოლოგები მტკიცედ უარყოფენ მულტივერსის თეორიას.

სტენფორდის კოსმოლოგი, ანდრეი ლინდი, ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ მულტივერსი მეცნიერებად არ მიიჩნევა. „ნებისმიერმა, ვისაც მულტივერსის თეორია არ მოსწონს, საპირისპირო ფაქტები და ახსნა უნდა წარმოადგინოს. ეს ბევრს უცდია, თუმცა ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა. აი, რატომაა, რომ მულტივერსის თეორიას ასე სერიოზულად ვუყურებთ,“ – განაცხადა ლინდიმ.

 

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 58
Page 52 of 58