close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

როგორი სახლები იქნება მარსზე? [VIDEO]

ლონდონში მარსის სახლის მოდელის ჩვენება გაიმართა. დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს, როგორი იქნება წითელ პლანეტაზე ადამიანების საცხოვრებელი, თუკი ის ოდესმე იქ ცხოვრებას გადაწყვეტს.

მარსის იმიტირებულ ლანდშაფტზე აგებული სახლი გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიაშია განთავსებული. სახლში არის საძინებელი ოთახი, კომპიუტერის მაგიდა და და ადგილი მცენარეებისთვის.

სახლი ობსერვატორიის ასტრონომებთან და „როგორ ვიცხოვრებთ მარსზე“ ავტორ სტივენ პეტრანეკთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. პეტრანეკი National Geographic-ის დრამის „მარსის“ კონსულტანტიც გახლავთ.

„ეს არის ტიპური მარსის სახლი, თუ თქვენ გსურთ მას ასე უწოდოთ, მაგრამ რეალურად, ეს არის გადარჩენის ცენტრი,“- განაცხადა პეტრანეკმა.

 

„ის წარმოქმნის ჟანგბადს ადამიანებისთვის, ასევე წყალს მარსის ატმოსფეროდან, რომელიც ღამით 100 პროცენტით უფრო ნოტიოა და იქიდან მარტივი გამშრობი მექანიზმის საშუალებით წყლის ამოღება ხდება. თქვენ ასევე გექნებათ   3D პრინტერი, რომელიც დაამზადებს თითქმის ყველაფერს, რაც გჭირდებათ,“ – განაცხადა პეტრანეკმა.

მარსის სახლის გამოფენა 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

NASA – კოსმოსური ხომალდის უსაწვავო ძრავი უკვე რეალობაა

ნასადან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლება ითქვას, რომ  უსაწვავო ძრავი, რომლის შესახებაც ამბობდნენ,  რომ მისი შექმნა „შეუძლებელია“, რეალობაა.

EM Drive ძრავას ერთ დღეს ექნება იმის პოტენციალი, რომ ჩვეულებრივი საწვავიანი რაკეტისა და ბირთვული რეაქტორის გარეშე ადამიანთა ეკიპაჟი დედამიწიდან მარსზე 10 კვირაში გადაიყვანოს.

გავრცელებული დოკუმენტაცია ნასას მიერ ჩატარებულ ტესტების სერიას აღწერს.

ტრადიციული სარაკეტო ძრავები, როგორც ცნობილია, ქიმიურ საწვავს იყენებენ. კოსმოსის უჰაერო ვაკუუმში. აქ ნიუტონის მოძრაობის მესამე კანონი მუშაობს : მასის კოსმოსის ვაკუუმში შეჭრა  გაწევის ძალას წარმოშობს.

EM Drive ძრავა არის ერთგვარი რადიო სიხშირის რეზონანსული ღრუს ძრავა და არის ამ მოდელის ჰიპოთეტურ ძრავებს შორის ერთ-ერთი. ეს მოდელები მოქმედებენ მაგნეტრონზე დაყრდნობით, რომელიც უშვებს მიკროტალღებს დახურულ წაკვეთილ კონუსში და შემდეგ უბიძგებს კონუსის ვიწრო ნაწილს, რაც მას წინ გადაადგილებს. მაგნეტრონი არის ელექტრონების მილი, რომელიც აძლიერებს ან წარმოქმნის მიკროტალღებს და მაგნიტური ველის საშუალებით აკონტროლებს ელექტრონების დინებას.

ნასას დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ძრავები 40, 60 და 80-ვატიან კონტროლირებად ბიძგებს ახორციელებენ და ვაკუუმში მიღწეული ბიძგები ჰაერში მიღწეულის მსგავია. განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგი კი იყო გამომუშავებული 1.2 მილინიუტონის გაწევა ერთი ვატი ძალის გამოყენებით. საჭირო არ იქნება რამდენიმე ტონა საწვავის წაღება, კოსმოსური მოგზაურობა გახდება ბევრად უფრო იაფი და მსუბუქი. მეცნიერები აცხადებნენ, რომ კოსმოსურ ხომალდს, რომელიც უსაწვავო ძრავითაა აღჭურვილი, შეუძლია მარსამდე მანძილი 10 კვირაში დაფაროს.

როგორც ცნობილია, ნასა ძრავას დატესტვას მარსის მისიებისთვის ახორციელებს.

.

წყარო : Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა ახალი რაკეტა გამოუშვა

ჩინეთმა ახალი, გაუმჯობესებული რაკეტა Long March-5 გამოუშვა, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რაკეტის გამოშვებას წინ უძღოდა ჩინეთის მიერ გასულ თვეს ხანგრძლივი, პილოტირებული კოსმოსური მისიის დაწყება, რომლის ფარგლებში კოსმოსურ ლაბორატორიაზე ორი ასტრონავტი ერთი თვით გააგზავნეს. აღნიშნული მისია ქვეყნის იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2022 წლისთვის მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის გახსნას გულისხმობს.

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ინფორმაციით,  რაკეტის დასატესტი გაშვება ხუთშაბათს განახორციელეს.

„ეს რაკეტა გახლავთ სიმბოლო იმისა, თუ როგორ იქცა  კოსმოსში მთავარი მოთამაშე ჩინეთი კოსმოსში მთავარ ძალა ჩინეთად,“ – აღნიშნულია მმართველი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური სამხედრო კომისიის მიერ გავრცელებულ წერილში.

Xinhua-ს ინფორმაციით,  Long March-5-ის მის წინამორბდებთან შედარებით 2,5 -ჯერ მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. „მძიმე ტვირთი გადამტანი რაკეტის დახმარებით ჩინეთი შეძლებს მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის აგებასა და მთვარისა და მარსის გამოკვლევას,“- აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის მიზანი კრიზისის დროს სხვა ქვეყნების მიერ კოსმოსის აქტივების გამოყენების აღკვეთაა.

მიუხედავად  სწრაფად განვითარებადი კოსმოსური პროგრამისა, ჩინეთი ჯერ კიდევ შორსაა ტექნიკურად აშშ-სა და რუსეთის კოსმოსურ შესაძლებლობებს გაუთანაბრდეს.

2013 წელს ჩინეთის Jade Rabbit მთვარეზე დიდი ეროვნული ოვაციების ფონზე დაჯდა, თუმცა მალე ბევრი ტექნიკური სირთულე შეექმნა.

აშშ კომპანიები SpaceX და Blue Origin კომერციული კოსმოსური ფრენების დაწყებას გეგმავენ და ამ მიზნით მრავალჯერადი რაკეტების დახვეწაზე მუშაობენ. ცნობილია SpaceX-ის ამბიციური მიზანიც, რომელიც 2024 წელს მარსზე ადამიანის გაგზავნას აპირებს.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ამერიკელი, რუსი და იაპონელი ასტრონავტები კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ

ამერიკელმა, რუსმა და იაპონელმა კოსმონავტებმა შაბათს რუსული კაფსულა „სოიუზით“  საერთაშორისო კოსმოსური სადგური დატოვეს და დედამიწაზე დაეშვნენ.

სადგურის მეთაურმა ანატოლი ივანიშინიმ, NASA-ს ასტრონავტმა ქეით რუბინსმა და იაპონელმა ტაკუია ონიშიმ კოსმოსური სადგური ოთხ-თვიანი მისიის შემდეგ შაბათს საღამოს დატოვეს და დაახლოებით სამ საათ ნახევარში პარაშუტებით ყაზახეთში დაეშვნენ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ერთობლივი მისიის ფარგლებში განხორციელდა დნმ-ის სინთეზატორის პირველი გამოყენება კოსმოსში და პარკინგის ადგილების ინსტალაცია მომავალი კომერეციული კოსმოსური ტაქსებისთვის.

„აქ დრო ძალიან სპეციფიკურია … არ მქონდა დრო, იმის გასაგებად, თუ რა ხდებოდა დედამიწაზე. კოსმოსურ სადგურში ცხოვრება მეგობრულ, ძალიან კარგ გარემოში გიწევს,“ – განაცხადა ივანიშინმა.

ივანიშინი, რუბინსი და ონიში ამერიკელმა შეინ კიმბროუმ, და რუსმა ანდრეი ბორისენკომ და სერგეი რიჟიკოვმა ჩაანაცვლეს, რომლებიც სადგურს 21 ოქტომბერს მიაღწიეს და იქ მომავალ ერთ თვეს დარჩებიან, მანამ, სანამ კიდევ ერთი სამ-ასტრონავტიანი ეკიპაჟი გაფრინდება სადგურზე.

 

წყარო: Reuters

თამარ ტაბატაძე

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერები: ვარსკვლავებიდან მომავალი უცნაური მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის

მეცნიერთა განცხადებით, კოსმოსიდან უჩვეულო შეტყობინების ხმა გაიგეს, რაც მათი აზრით, უცხოპლანეტელებისგან მოდის.

ვარსკვლავების პატარა კომპლექტის უცნაური მოდულაციის კვლევა მიანიშნებს, რომ ეს ხმა შესაძლოა კოსმოსური ინტელექტიდან მოდიოდეს, რომელსაც სურს მათი არსებობის შესახებ შეგვატყობინოს.

აღნიშნული კვლევა 2,5 მილიონი ვარსკვლავიდან 234-ის მოდულაციის დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა. როგორც აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავების მცირე ჯგუფი უცნაურად იქცეოდა, რომლის ახსნა მეცნიერებმა ვერ მოახერხეს და გაჩნდა აზრი, რომ მესიჯები უცხოპლანეტელებისგან მოდის.

კვლევა სახელწოდებით : “მზის ტიპის ვარსკვლავების მცირე ჯგუფში სპეციფიური პერიოდული სპექტრალური მოდულაციების აღმოჩენა” ჟურნალ Astronomical Society of the Pacific-ში გამოქვეყნდა. თუმცა მეცნიერები თანხმდებიან, რომ აღნიშნული ჰიპოტეზის დასამტკიცებლად თუ უარსაყოფად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

სტეფან ჰოკინგისა და მარკ ცუკერბერგის მიერ დაარსებული Breakthrough Listen, რომელიც უცხო პლანეტელების აღმოჩენას ისახავს მიზნად, აცხადებს რომ მესიჯი იმედის მომცემია, თუმცა მანამ, სანამ მისი უცხოპლანეტელებთან დაკავშირება „ერთმნიშვნელოვნად მოხდება“, შემდგომი კვლევისა და მუშაობის ჩატარებაა საჭირო.

აშშ-ის არასამთავრობო კვლევით – სამეცნიერო ინსტიტუტი (SETI) უცხოპლანეტელების სიგნალის დასაფიქსირებლად დიდ რადიოტელესკოპს იყენებს. SETI უკვე ათწლეულებია რაიმე ნიშნის აღმოჩენას ცდილობს, რომელიც დედამიწის მაცხოვრებლებს დაუმტკიცებს, რომ სამყაროში მარტოები არ ვართ.

ორგანიზაციის უფროსი ასტრონომის, სეთ შოსტაკის თქმით, ძიება დაფინანსების ნაკლებობის გამო ფერხდება. შოსტაკი ფიქრობს, რომ აღმოჩენას მას შემდეგ გააკეთებს, როცა სრულყოფილი კვლევისთვის საკმარის რესურსს მოიპოვებს, ამ ეტაპზე კი გალაქტიკაში სხვა სიცოცხლის ძებნა შეჩერებულია.

წყარო:.independent.co.uk
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ობამა : ვმუშაობთ ჰაბიტატებზე, რომლებიც ადამიანებს მარსზე გამგზავრებაში დაეხმარებიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ჰაბიტატების შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც ადამიანებს მარსზე გრძელვადიან ცხოვრებაში დაეხმარებიან.

“ვმუშაობთ ჩვენს კომერციულ პარტნიორებთან ახალი ჰაბიტატების აგების მიზნით, რომლებიც გრძელვადიანი მისიების განსახორციელებლად ასტრონავტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. მისიები გვასწავლის, როგორ შეძლებს ადამიანი დედამიწიდან შორს, მარსზე ცხოვრებას,“ – განაცხადა ობამამ.

“ჩვენ მკაფიო მიზანი გვაქვს : 2030 წლისთვის ადამიანის მარსზე გაგზავნა და დედამიწაზე უსაფრთხო დაბრუნება. რაც შეეხება საბოლოო ამბიციას : ის ადამიანის მარსზე ხანგრძლივად დარჩენას ითვალისწინებს,“ – განაცხადა აშშ პრეზიდენტმა.

ჰაბიტატის მოდულების შექმნის გეგმაზე ინფორმაცია გაავრცელა ნასამაც.  ნასამ დაახლოებით ერთი წლის წინ მარსზე მისიის იმიტაციის სამეცნიერო ექსპერიმენტი წამოიწყო. 6 ამერიკელი, ერთი ფრანგი და ერთი გერმანელი მოხალისე სპეციალურ კომპლექსში გაგზავნეს. ისინი გარესამყაროსგან იზოლირებული იყვენენ. ექსპერიმენტის მიზანი მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციისთვის მომზადება იყო.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთმა კოსმოსში ხანგრძლივი პილოტირებული მისია დაიწყო

ჩინეთმა კოსმოსში ორი ასტრონავტი გააგზავნა. ისინი ერთ თვეს კოსმოსურ ლაბორატორიაზე გაატარებენ. მისია იმ გეგმის ნაწილია, რომელიც 2022 წლიდან მუდმივი, პერსონალით დაკომპლექტებული კოსმოსური სადგურის ქონას ითვალისწინებს. Shenzhou 11-ის  გაშვება გობის უდაბნოდან ორშაბათს, ადგილობრივი დროით 7:30 საათზე განხორციელდა. ასტრონავტები ჯინგ ჰაიპენგი და ჩენ დონგი კოსმოსურ ლაბორატორიაTiangong 2-ზე  დაეშვებიან, რომელიც კოსმოსში გასულ თვეს გააგზავნეს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ეს კოსმოსში ჩინელი ასტრონავტების ყველაზე გრეძელი მისია იქნება. 2013 წელს სამმა ჩინელმა ასტრონავტმა ორბიტაზე 15 დღე გაატარა. ქვეყნის კოსმოსური პროგრამის განვითარება პეკინისთვის პრიორიტეტია. ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი აცხადებს, რომ ქვეყანა კოსმოსურ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს. 2003 წელს ჩინეთი გახდა მესამე ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რომელმაც კოსმოსში ადამიანი გააგზავნა. ჩინეთი ირწმუნება, რომ მისი კოსმოსური პროგრამა მშვიდობიანია, თუმცა აშშ თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩინეთის კოსმოსში გააქტიურება მიზნად ისახავს მოწინააღმდეგეებს კრიზისის დროს ხელი შეუშალოს კოსმოსის აქტივების გამოყენებაში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ბიუჯეტი აშშ-ს ბიუჯეტზე ათჯერ ნაკლებია. ჩინეთის სახელმწიფო მედია საშუალებების ინფორმაციით, ქვეყანა კოსმოსურ პროგრამაზე ყოველწლიურად 2 მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთი 2020 წლისთვის მარსზე ზონდის გაგზავნას გეგმავს. ქვეყნის მთვარის კვლევის პროგრამის ფარგლებში კი 2036 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტს გააგზავნის.

წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

რაკეტა Antares საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა

Orbital ATK-ის კუთვნილი უპილოტო რაკეტა Antares  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.
14 სართულიანი შენობის სიმაღლის რაკეტა, რომელიც რუსეთის წარმოების ორი ძრავითაა აღჭურვილი, ორშაბათს საღამოს ვირჯინიაში მდებარე უოლოფსის კუნძულიდან გაეშვა. კადრები ნასას ტელევიზიით გავრცელდა.
რაკეტას 100-მილიარდი ღირებულების საერთაშორისო სადგურისთვის 2,400 კგ საკვებით, ტექნიკითა და აქსესუარებით დატვირთული კაფსულა Cygnus გადააქვს.
Cygnus სადგურამდე სავარაუდოდ კვირას მიაღწევს. მანამდე კი რამდენიმე დღეს ორბიტაზე დაყოვნდებიან, რათა დრო დაუთმონ რუსულ კაფსულა Soyuz-ს,  რომელსაც ახალი ეკიპაჟის სამი წევრი გადაჰყავს და რომელიც ოთხშაბათს ყაზახეთის Baikonur Cosmodrome-დან  უნდა გაეშვას.
2014 წლის 28 ოქტომბერს რაკეტა-გადამზიდავი Antares ამერიკულგემ Cygnus-თან  ერთად NASA-ს კოსმოდრომიდან ჩაშვების დროს აფეთქდა. რაკეტის გაშვების ამსახველი ვიდეომასალა NASA-ს ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადიოდა. აფეთქება კი სტარტის შემდეგ მალევე, ადგილობრივი დროით 18:23 მოხდა. აფეთქების შედეგად არვინ დაზარალებულა.
კატასტროფის მიზეზი საბჭოთა ეპოქის ძრავები გახდა.

წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსურმა ხომალდმა „როზეტამ“ 12 წლიანი მისია კომეტასთან შეჯახებით დაასრულა

კოსმოსურმა ხომალდმა „როზეტამ“ 12 წლიანი ისტორიული მისია ორი დღის წინ მტვრიან, ყინულოვან კომეტასთან შეჯახებით დაასრულა.
კოსმოსური ხომალდი მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა კომეტებზე, რაც მომდევნო ათეული წლის განმავლობაში მეცნიერების განსჯის საგნად იქცევა.
„მადლობა როზეტა,“ – წერს ევროპის კოსმოსური სააგენტოს დირექტორი ჯან ვორნერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
2014 წლის 6 აგვისტოს „როზეტა“ კომეტის -67P-ჩურიუმოვ-გერასიმენკო- ორბიტაზე გავიდა. ასტრონომები და ასტროფიზიკოსები ამ ფაქტს კოსმოსის შესწავლის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტს და ტრიუმფალურ ეტაპსაც კი უწოდებენ.
კომეტები ასტეროიდებისგან განსხვავებით, რომლებსაც დედამიწასავით ქვისმაგვარი მყარი სხეული აქვთ, ყინულითაა დაფარული. კომეტა 67-P პირველად 1969 წელს შენიშნეს და მას მისი აღმომჩენების, კიეველი კლიმ ჩურიუმოვის და ალმაატელი სვეტლანა გერასიმენკოს სახელი დაარქვეს. ის დედამიწისგან 405 მილიონი კილომეტრის მანძილზე, დაახლოებით მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. 67-P სიგრძეში 3.2 კილომეტრია და მისი სიგანე 4 კილომეტრს აღემატება.
კომეტაზე მცირე ზომის კოსმოსური ზონდი -„ფილი“- დასვეს, რომელიც ფოტოებს ახლო მანძილიდან იღებდა. თუმცა, „როზეტას“ მისია ამით არ შემოიფარგლებოდა. მისი შვილობილი „ფილი“ კომეტასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობდან და მეცნიერებს ეხმარებოდა კომეტის გულისა და მისი სტრუქტურაში.
ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტის ექსპერტი დანიელ ბრაუნი აცხადებს, რომ „როზეტას“ მიერ გამოგზავნილი ფოტოები ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ნილ ამსტრონგის პირველი ნაბიჯები მთვარეზე.
„როზეტასა“ და „ფილის“ მიერ შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს დაეხმარათ იმის უკეთ გაგებაში, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ დედამიწა და სხვა პლანეტები.
მაგალითად, მეცნიერებს ახლა სჯერათ, რომ დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე წყლის მიწოდებაზე პირველ რიგში არა კომეტები არამედ ასტეროიდებები არიან პასუხისმგებელი.
„ჩვენმა მისიამ შეძლო მეცნიერების ზედაპირი მხოლოდ გაეჩხაპნა, მისია დამთავრდა, მაგრამ მეცნიერება მრავალ წელს გაგრძელდება,“ – აცხადებს პროექტის მეცნიერი მეთიუ ტეილორი.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

სტივენ ჰოკინგი ადამიანებს აფრთხილებს უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციისას სიფრთხილე გამოიჩინონ!

ბევრი დედამიწელი ელოდება სხვა პლანეტიდან რადიო სიგნალების მოსვლას, თუმცა ერთი ფიზიკოსი მკაცრად გვაფრთხილებს, რომ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

სტივენ ჰოკინგი ონლაინ ფილმში – „სტივენ ჰოკინგის საყვარელი ადგილები“ დედამიწიდან 16 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტა , გლიზე 832c-ზე მოგზაურობს.

„რაც დრო გადის და ასაკში შევდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. ერთ დღეს შესაძლოა გლიზე 832c-ის მსგავსი პლანეტიდან სიგნალი მივიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემამდე დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,“ – აცხადებს ჰოკინგი. „განვითარებულ ცივილიზაციასთან შეხვედრას დაახლოებით ისეთი შედეგი ექნება, როგორიც აბორიგენი ამერიკელის კოლუმბუსის მოულოდნელ ნახვას,“ – განმარტავს მეცნიერი.

25 წუთიანი ფილმი, მაყურებელს სივრცესა და დროში „მოგზაურობის“ და სამყაროს შესწავლის საშუალებას აძლევს.

ღრმა სუპერ მასიური შავი ხვრელის – Sagittarius A-ის სტუმრობის შემდეგ ჰოკინგი პლანეტა გლიზე 832c-ზე მოგზაურობს, რომელიც მისი თქმით, დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს და პოტენციური კოსმოსური ცხოვრებისთვის საუკეთეო ადგილია.

“ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენიმზის სისტემის მიღმა ათასობით პლანეტა აღმოვაჩინეთ. ზოგიერთი ცეცხლისა და ლავის მცხუნვარე ჯოჯოხეთური გამოქვაბულია, ზოგიერთი კი – მკვდარი ვარსკვლავებისგან შექმნილი მყარი ალმასი. მაგრამ ზოგი სახლს გავს. ერთ-ერთი მათგანი დედამიწიდან მხოლოდ 16 სინათლის წლითაა დაშორებული.  გლიზე 832c სუპერ დედამიწაა და ჩვენს პლანეტაზე მინიმუმ ხუთჯერ მასიურია,“ – აცხადებს მეცნიერი ფილმში.

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდი აცხადებს, რომ პლანეტა გლიზე 832-ის დასახლებად ზონაში მდებარეობს, რომელიც წყლის არსებობის საშუალებას იძლევა.

“ინტელექტუალური ცხოვრების პოვნა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა იქნება – ეს გვაიძულებს, შევიცვალოთ, უნდა უარვყოთ იდეა, რომ უნიკალურები ვართ და მეტი თანაგრძნობითა და თავმდაბლობით მოქმედება დავიწყოთ“ – აცხადებს ჰოკინგი.

თუმცა, მეცნიერის განმარტებით, უცნობი ფაქტები, როგორიცაა პლანეტის ძირითადი მასის შემადგენლობა და ატმოსფერო შესაძლოა მას დედამიწისგან საკმაოდ განსხვავებულ და საცხოვრებლად არახელსაყრელ პლანეტად აქცევდეს. “მისიატმოსფეროშესაძლოასქელი იყოს, ზედაპირს სქელინისლი ფარავდესანუარესი, ის შესაძლოა ახლომდებარე მზის გრავიტაციას განიცდიდეს,“ – დასძენს ჰოკინგი.

მეცნიერის განმარტებით, მიუხედავადამისა, შესაძლებელია, რომ გლიზე 832c ერთ დღეს ჩვენს ახალ სახლად იქცეს. „იქ სადაც წყალია, როგოც~რც წესი, სიცოცხლეცაა.“

“დედამიწიდანვერვხედავთ, რა არის გლიზე 832C-ზე, მაგრამთუიქ ინტელექტუალურიცხოვრებაა განვითარებული, შესაძლოა ეს გავიგოთ,“ – აცხადებს ჰოკინგი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ სტივენ ჰოკინგი აცხადებდა, რომ უცხოპლანეტელებს „აუცილებლად გაუჩნდებათ სხვა პლანეტების დაპყრობის სურვილი.“

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 55 56 57 58
Page 57 of 58