close

ასტრონომია - კოსმოსი

ასტრონომია - კოსმოსი

ნასას „მარს როვერ 2020“ წითელ პლანეტას გამოიკვლევს

ნასას „მარს როვერ 2020“ წითელ პლანეტას გამოიკვლევს
ნასა „მარს როვერის“ მშენებლობას იწყებს.
სააგენტოს ინფორმაციით, „მარს როვერ 2020“ მარსის მთის ქანებს გამოიკვლევს, რათა დაადგინოს, იყო თუ არა წარსულში პლანეტის გარემო პირობები მიკრობული სიცოცხლისთის ხელსაყრელი.
ნასა „მარს როვერის“ დასრულებას 2020 წლისთვის გეგმავს, ხოლო წითელ პლანეტაზე მის გაგზავნას – 2021 წლის თებერვალში.
“მარს როვერ 2020 პოტენციური მულტი მისიური კაპმანიის პირველი ნაბიჯია, რომლის მიზანი მარსის მთის ქანებისა და მიწის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანაა,“- განაცხადა ნასას სამეცნიერო დირექტორატის მოქმედმა ადმინისტრატორმა ჯოფრეი იოდერმა.
რისკებისა და ხარჯების შემცირების მიზნით როვერ 2020 ვიზუალურად მისი წინამორბედის ჩურიოსიტყ მსგავსი იქნება, თუმცა წითელ პლანეტაზე მისიის განსახორციელებლად სამეცნიერო ინსტრუმენტებით უპრეცედენტოდ იქნება აღჭურვილი. მაგალითად, ადამიანის მარსზე მისიისთვის მზადების ფარგლებში როვერი პლანეტის რესურსების, მათ შორის ჟანგბადის, ხელმისაწვდომობას გამოიკვლევს.
მარსი 2020 დედამიწაზე წითელი პლანეტის მთის ქანებისა და ნიადაგის ნიმუშებს ჩამოიტანს, რომლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად პლანეტის წარსულს გამოიკვლევენ, ასევე დაადგენენ, რა რისკები ახლავს მარსზე ადამიანის მომავალ მისიებს.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა გიგანტური, სრულიად განსხვავებული პლანეტა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე აღმოენილი პლანეტებისგან სრულიად განსხვავებულია.
პლანეტას, რომლის სისტემაშიც სამი ვარსკვლავია, სავარაუდოდ სამმაგი მზის სინათლე აქვს. იმდენად, რამდენადაც პლანეტას ძალიან გრძელი ორბიტა აქვს, თითოეული სეზონი რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გრძელდება.
პლანეტა სახელად – 131399AB, ჩვენი მზის სისტემის უდიდეს პლანეტა იუპიტერზე ხუთჯერ დიდია და დედამიწიდან დაახლოებით 340 სინათლის წელიწადის დაშორებით მდებარეობს.
მეცნიერებმა ჯერ-ჯერობით დაზუსტებით არ იციან, როგორ გაჩნდა 131399AB, რომელიც მშობლიურ ვარსკვლავს იმაზე ორჯერ შორს უვლის, ვიდრე პლუტონი – მზეს, რომელსაც ერთი წრის გასაკეთებლად 550 წელი სჭირდება. აქამდე აღმოჩენილი არცერთი პლანეტა არ უვლის მშობლიურ ვარსკვლავს ამდენად დიდ მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ პლანეტა შედარებით ახალგაზრდაა, დაახლოებით 16 მილიონი წლის (დედამიწა 4.5 მილიარდი წლისაა), როგორც ჩანს, ამ პერიოდში მას უწყვეტი ცხოვრება ჰქონდა.
მეცნიერები დამატებით გამოკვლევების ჩატარებას გეგმავენ, რათა დადგინდეს, არის თუ არა პლანეტის ორბიტა ნამდვილად სტაბილური.
პლანეტა ჩრდილოეთ ჩილეში მდებარე „ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპით“ აღმოაჩინეს.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 56 57 58
Page 58 of 58