close

ბიოლოგია

ბიოლოგია

მეცნიერებმა ემბრიონის “ლაბორატორიული ასლი“ სპერმისა და კვერცხუჯრედის გარეშე შექმნეს

ის­რა­ე­ლელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი შექ­მნეს, რო­მე­ლიც ემ­ბრი­ო­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ერთი ძი­რი­თა­დი სხვა­ო­ბა – თუკი ბუ­ნებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნის შექ­მნა­ში სპერ­მა­ტო­ზო­ი­დი და კვერ­ცხუ­ჯრე­დი მო­ნა­წი­ლე­ობს, მისი “ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ას­ლის“ შექ­მნა­ში არც ერ­თია სა­ჭი­რო და არც – მე­ო­რე.

ის­რა­ე­ლის ვე­იც­მა­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ემ­ბრი­ო­ნის ახ­ლე­ბუ­რი მო­დე­ლი ზუს­ტად ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ანა­ლო­გი.

ზრდის პრო­ცეს­ში მას­ში და­ფიქ­სირ­და ჰორ­მო­ნე­ბიც, რომ­ლებ­საც ექი­მე­ბი ორ­სუ­ლო­ბის და­სად­გე­ნად იყე­ნე­ბენ – ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის ანა­ლიზ­მა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა.

ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის კვლე­ვის გზა სავ­სეა იუ­რი­დი­უ­ლი, ეთი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დაბ­რკო­ლე­ბე­ბით. სწო­რედ ამი­ტომ, მეც­ნი­ე­რე­ბა­ში შე­იქ­მნა სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნუ­რი ემ­ბრი­ო­ნის სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას იმი­ტი­რებს.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ჟურ­ნალ­ში Nature გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბიც ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მათ ემ­ბრი­ო­ნის პირ­ვე­ლი “სრუ­ლი“ მო­დე­ლი შექ­მნეს, რო­მელ­საც ყვე­ლა ის ძი­რი­თა­დი სტრუქ­ტუ­რე­ბი აქვს, რაც მისი გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზეა სა­ჭი­რო.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, სპერ­მი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დის ნაც­ვლად, სა­წყი­სი მა­სა­ლა იყო ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ქი­მი­კა­ტე­ბის სე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­მუ­შავ­და. ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე წარ­მოქ­მნი­ლი ოთხი ტი­პის უჯრე­დია:

ეპიბ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა ემ­ბრი­ო­ნი;
ტრო­ფობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც ხდე­ბა პლა­ცენ­ტა;
ჰი­პობ­ლას­ტუ­რი უჯრე­დე­ბი, რაც იქ­ცე­ვა ყვი­თელ პარ­კად;
ექ­სტრა­ემ­ბრი­ო­ნუ­ლი მე­ზო­დერ­მის უჯრე­დე­ბი.
მეც­ნი­ე­რებ­მა აუ­რი­ეს 120 ასე­თი უჯრე­დი სა­ჭი­რო პრო­პორ­ცი­ით და დაკ­ვირ­ვე­ბა და­ი­წყეს.

ნა­რე­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 1%-მა ადა­მი­ა­ნის ემ­ბრი­ო­ნის სტრუქ­ტუ­რის მსგავ­სად და­ი­წყო შექ­მნა, თუმ­ცა არა მთლად იდენ­ტუ­რად. მათ და­ი­წყეს ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა მა­ნამ, ვიდ­რე გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­დან 14 დღის შემ­დეგ ემ­ბრი­ო­ნის მსგავ­სი არ გახ­და. ცნო­ბი­სათ­ვის, ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 14 დღე არის ლე­გა­ლუ­რი ზღვა­რი, რომ­ლის შემ­დე­გაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ემ­ბრი­ო­ნი აღარ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ კვლე­ვებ­ში.

ამ პირ­ველ­მა მცდე­ლო­ბამ კი უკვე აჩ­ვე­ნა, რომ ემ­ბრი­ო­ნის სხვა ნა­წი­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, არ წარ­მო­იქ­მნე­ბა თუ ისი­ნი არ არი­ან გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი პლა­ცენ­ტუ­რი უჯრე­დე­ბით.

მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს გზა ხელს შე­უ­წყობს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, რად­გან სწო­რედ ამის შე­დე­გად ექი­მებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­ი­გონ, რა­ტომ ვი­თარ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი ემ­ბრი­ო­ნი, ზოგი კი – არა.

შე­საძ­ლოა, ეს გზა გა­მოდ­გეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის შე­სა­მოწ­მებ­ლა­დაც, რათა დად­გინ­დეს, რო­მე­ლი მათ­გა­ნია უსაფრ­თხო ორ­სუ­ლო­ბის დროს.

პრო­ფე­სორ­მა რობინ ლო­ველ ბე­ჯის თქმით, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას ბრი­ტა­ნე­თის ფრენ­სის კრი­კის ინ­სტი­ტუ­ტში, გა­ნა­ცხა­და, რომ ემ­ბრი­ო­ნის ეს მო­დე­ლე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, იმი­სათ­ვის, რომ ეს მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს, სა­ჭი­როა, უჯრე­დე­ბის 1%-ზე მეტ­მა მო­დელ­ში აწყო­ბა და­ი­წყოს.

მი­უ­ხე­და­ვად მე­დი­ცი­ნა­ში ამ რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კვლე­ვი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ამ ემ­ბრი­ო­ნის მო­დე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ნორ­მა­ლუ­რი ორ­სუ­ლო­ბის მიღ­წე­ვა არა­ე­თი­კუ­რი, უკა­ნო­ნო და უბ­რა­ლოდ ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა – “ეს 120 უჯრე­დი უბ­რა­ლოდ ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა იმ დო­ნემ­დე, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ლორ­წო­ვან გარსში მათი წარ­მა­ტე­ბით იმპლან­ტა­ცია მოხ­დეს“, – აცხა­დე­ბენ ისი­ნი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიატექნოლოგიები

გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ოპალ სენდი, რომელიც უკვე წლინახევრისაა, იშვიათი გენეტიკური დარღვევის გამო სრულიად სმენადაქვეითებული დაიბადა. ამის მიუხედავად, მას ახლა სხვების საუბარი სპეციალური დამხმარე მოწყობილობის გარეშე ესმის.

ეს ინოვაციური გენური თერაპიის დამსახურებაა, რომელიც ორგანიზმის უჯრედებში არსებული მუტაციების გამოსასწორებლად ხელოვნურად შეცვლილ, უსაფრთხო, ვირუსს იყენებს. პატარა გოგონას შემთხვევაში, მიზანში სწორედ სმენის დაქვეითებაზე პასუხისმგებელი მუტირებული გენი ამოიღეს და ის იმავე გენის ფუნქციური ასლით ჩაანაცვლეს.

მსგავსი თერაპიები ბავშვებზე აქამდეც გამოუცდიათ, მაგრამ ასეთი მცირე ასაკისაში — არა. ოპალ სენდი ჯერ მხოლოდ 3 კვირის იყო, როცა მას სმენითი ნეიროპათიის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დროს ყურს ბგერები მიეწოდება, მაგრამ ეს ინფორმაცია ტვინამდე ვერ მიდის. ამას იწვევს მუტაცია OTOF-ის სახელით ცნობილ გენში, რომელიც ცილა ოტოფერლინის გამოყოფას უზრუნველყოს. ეს უკანასკნელი შიდა ყურისა და ნეირონების კავშირს უწყობს ხელს.

ფოტო: Cambridge University Hospitals NHS Trust

ბავშვი გენური თერაპიის გლობალურ კლინიკურ ცდაში 11 თვის ასაკში ჩაერთო და ამ მხრივ ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი იყო. მას მარჯვენა ყურში სპეციალური ინიექცია გაუკეთდა, რომლის მეშვეობითაც ორგანოს უჯრედებში ვირუსმა OTOF-ის ასლი შეიტანა. ამის შემდეგ ვირუსს თავად ორგანიზმი დევნის.

ექიმებმა მის მარცხენა ყურში ე.წ. კოხლეარული იმპლანტიც ჩაუდგეს, რომელიც ტვინის სიგნალების გააქტიურებით გარკვეული ბგერების გაგონებას ხდის შესაძლებელს. თერაპია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სულ რაღაც 4 კვირაში ოპალს უკვე მაშინაც ესმოდა, როცა ეს მოწყობილობა გამორთული იყო. ახლა გოგონა მას საერთოდ აღარ იყენებს, მშობლების საუბარს იგებს და თავადაც მარტივ სიტყვებს გამოთქვამს.

ზემოხსენებული კვლევა, დიდი ბრიტანეთის გარდა, აშშ-სა და ესპანეთშიც ტარდება. პირველ ეტაპზე ინიექციის მცირე დოზას მხოლოდ ერთ ყურში უშვებენ. მომდევნო ეტაპზე დოზის გაზრდა და, ბოლოს, ორივე ყურში შეშვება იგეგმება. პაციენტებს 5 წელი დააკვირდებიან.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლებელია ყველა ჯგუფის სისხლში

ადამიანებს აქვთ სისხლის 4 ჯგუფი, რომელთა შორის არის მხოლოდ ერთი უნივერსალური, ანუ შესაფერისია აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის – ეს არის ჯგუფი I (O). მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო ჯგუფია, დონორის სისხლი ხშირად მაინც დეფიციტია. ამიტომ, მეცნიერები რამდენიმე ათეული წელია მუშაობენ ხელოვნური უნივერსალური სისხლის შექმნაზე, რომელიც ყველა პაციენტს გამოადგება. თუმცა, დადებითი შედეგი მხოლოდ ახლაა მიღწეული. ახალ კვლევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს გზა, რათა სისხლი უნივერსალური გახადონ ნაწლავის ბაქტერიების გამოყენებით.

რატომ არის რთული უნივერსალური დონორის სისხლის შექმნა?
არასწორი სისხლის ჯგუფის გადასხმამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნური რეაქცია. მიზეზი ის არის, რომ იმუნური სისტემა ცნობს უცხო შაქრის მოლეკულებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ “ანტიგენებს”, სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და იწყებენ მათზე შეტევას.  მხოლოდ I სისხლის ჯგუფი არ შეიცავს ანტიგენებს, ამიტომ უნივერსალურია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ანტიგენების მოცილებით შესაძლებელია სისხლის უნივერსალური, ანუ I ჯგუფის მიღება. მეცნიერები ამაზე მუშაობდნენ ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა ფერმენტების გამოყენებით. მაგალითად, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში გამოიყენებოდა ფერმენტები მოუხალავი ყავის მარცვლებიდან II და III ჯგუფის ანტიგენების მოსაშორებლად.

მას შემდეგ, ექსპერიმენტები ტარდება სხვადასხვა, უფრო ეფექტური ფერმენტების გამოყენებით, რომლებიც აშორებდნენ ანტიგენებს ორივე, II და III ჯგუფის სისხლში. ორივე ჯგუფის სისხლში სისხლის წითელი უჯრედების გაწმენდის შემდეგ, მოლეკულურ დონეზე ისინი ზუსტად ჰგავდნენ I ჯგუფის სისხლის წითელ უჯრედებს. ანუ უნივერსალური სისხლის შექმნა შეუძლებელი იყო.როგორც ნაშრომის ავტორები ამბობენ, „ჯადოსნურ ფერმენტზე ან ფერმენტებზე ნადირობა უკვე მიმდინარეობს და ისინი ძალიან მალე გამოჩნდებიან. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებს შეეძლებათ გადაჭრას ადამიანის სისხლის დეფიციტის, ან თუნდაც შეუთავსებლობის პრობლემა. მართალია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ტექნოლოგია ეფექტურია, არამედ იაფიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრაქტიკაში დიდი მოთხოვნა არ იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგია

მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენები, რომლებსაც შეუძლიათ პოსტტრავმული სტრესის გამოწვევა

მკვლევრებმა შეისწავლეს მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური ინფორმაცია და აღმოაჩინეს 43 გენი, რომლებსაც შეუძლიათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) განვითარების პროვოცირება.

PTSD-ის დროს ადამიანი განიცდის აკვიატებულ აზრებს, განწყობის ცვალებადობას და სხვა სიმპტომებს. ეს ხდება იმ ადამიანების მხოლოდ 6%-ში, რომლებსაც განუცდიათ ტრავმული მოვლენები და დიდი ხნის განმავლობაში ექსპერტებმა არ იცოდნენ, როგორ და რატომ ჩნდება ეს აშლილობა.

ახლა კი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ჰარვარდის სპეციალისტთა ჯგუფმა გააანალიზა 1,2 მილიონზე მეტი ადამიანის გენომი და აღმოაჩინა გენომში 95 უბანი ან ადგილი, რომლებიც დაკავშირებულია PTSD-ის განვითარების რისკთან.

„ეს აღმოჩენა ადასტურებს, რომ მემკვიდრეობა არის PTSD-ის მთავარი მახასიათებელი და მხარს უჭერს გენეტიკური კომპონენტის არსებობას, რომელიც გავლენას ახდენს მის სიმძიმეზე“, – თქვა კვლევის თანაავტორმა კაროლინ ნივერგელტმა.

რა არის PTSD?

ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ PTSD არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ტრავმული მოვლენის შემდეგ. PTSD არ შეიძლება დაგემართოს მაშინ როდესაც, მაგალითად, სამსახურიდან გაგათავისუფლეს, რადგან ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელიც იწვევს PTSD-ს, ყოველთვის ასოცირდება უკიდურესად საშიშ ან კატასტროფულ ვითარებასთან“, – განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

აღმოაჩინეს ბაყაყის ახალი სახეობა, რომელიც იხვის ხმას გამოსცემს

ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ინდოეთში მუსიკალური ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

კვლევა National Geographic Explorer-ის მიერ ფინანსდებოდა. ინდოელი ბიოლოგებისა და ვულვერჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევრების მიზანი ამფიბიების ახალი სახეობების აღმოჩენა და შესწავლა იყო.

ახალ სახეობას, მდინარე ნოა-დიჰინგთან აღმოჩენის შემდეგ, ნოა-დიჰინგის მუსიკალური ბაყაყი (Nidirana noadihing) უწოდეს.

„ახლად აღმოჩენილი სახეობა ექვსი სანტიმეტრის სიგრძისაა, ის ღია კრემისფერია და ბაყაყისთვის უნიკალურ ხმებს გამოსცემს. მისი ხმა პირველად ჭაობიდან, მდინარე ნოა-დიჰინგთან ახლოს მოგვესმა. ეს ველური იხვის ხმა გვეგონა, მაგრამ მისი შემოქმედი ბაყაყი აღმოჩნდა”, – თქვა ექიმმა დიპაკ ვეერაპანმა, ჰერპეტოლოგმა და ვულვერჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარმა.

ახლად აღმოჩენილმა ბაყაყებმა მკვლევრებში ინტერესი მხოლოდ ხმის გამო არ აღძრეს. მათი თქმით, ამ ბაყაყებს შეწყვილების გამორჩეული მეთოდი აქვთ და შთამომავლობასაც სხვა ბაყაყებისგან განსხვავებულად ზრდიან. ცალკე ინტერესს იწვევს უშუალოდ ეს რეგიონი.

„ერთი წლის განმავლობაში აქ ამფიბიების სამი ახალი სახეობა აღმოვაჩინეთ. ეს ამ რეგიონის მიმართ ინტერესს ზრდის და ხაზს უსვამს მეტი კვლევის საჭიროებაზე”, – თქვა ვეერაპანმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგია

მეცნიერები გადაშენებული ტასმანიური ვეფხვის აღორძინებას აპირებენ

მეცნიერები თითქმის 100 წლის წინ გადაშენებული ტილაცინის, იგივე ტასმანიური ვეფხვის პოპულაციას აღდგენას გეგმავენ. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, პროექტს მელბურნის უნივერსიტეტი კომპანი Colossal-თან ერთად ახორციელებს, მისი ბიუჯეტი კი 15 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე მეცნიერებმა მუზეუმში შენახული ახალგაზრდა ტილაცინის გენომის სეკვენირება მოახდინეს. მას ცხოველის ყველაზე ახლო ნათესავის გენომსშეადარებენჩანთისებრთა სახეობის მღრღნელს, რომელსაც მსუქანკუდადუნარტი ჰქვია. შემდეგ დუნარტის ღეროვანი უჯრედების გენომს გენური ინჟინერიის გამოყენებით დააკორექტირებენ ისე, რომ ის ტასმანიური ვეფხვის ანალოგიური გახდეს. უჯრედის დაპროგრამების შემდეგ კი დუნარტები ტასმანიური ვეფხვების სუროგატები გახდებიან. პროექტის საბოლოო მიზანი ტასმანიური ვეფხვის ავსტრალიის ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.

ტასმანიური ვეფხვები მტაცებელი ცხოველები იყვნენ და მათი უკანასკნელი წარმომადგენლები ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე ბინადრობდნენ. 1800-იან წლებში ევროპელმა კოლონიზატორებმა ეს ცხოველი საქონლის დახოცვაშიდაადანაშაულეს, მათზე ნადირობა დაიწყეს და გადაშენებამდე მიიყვანეს.

უკანასკნელი ტასმანიური ვეფხვი სახელად ბენჯამინი ტასმანიის ზოოპარკში, 1936 წელს მოკვდა. ცოტა ხნით ადრე კი ავსტრალიის მთავრობამ ტილაცინებს, მათი გადარჩენის მიზნით, „დაცული ცხოველების“ სტატუსი მიანიჭა.

ამასთან, ეს გადაშენებული ცხოველის აღორძინების პირველი პროექტი არ არის. 2021 წელს ცნობილი გახდა, რომ Colossal-ის სპეციალისტები მამონტების გაცოცხლებაზე მუშაობენ.

სრულად ნახვა
ბიოლოგია

მეცნიერებმა ატომებს შორის ვიბრაცია დააფიქსირეს — “ატომების სუნთქვა”

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ატომების ორ ფენას შორის მექანიკური ვიბრაცია დააფიქსირეს (ატომების სუნთქვა). ეს იმ შუქის გამოყოფის შემდეგ, რომელიც ატომებზე ლაზერის სტიმულაციით ხდება.

ამის შესახებ პარასკევს გამოქვეყნებული პრესრელიზიდან გავიგეთ.

მიგნებამ შეიძლება კვანტური გამოთვლების ახალი მეთოდის შემუშავებამდე მიგვიყვანოს. ფაქტობრივად, მკვლევრებმა უკვე შექმნეს მოწყობილობა, რომელიც შეიძლება გახდეს ახალი ტიპის სამშენებლო ბლოკი კვანტური ტექნოლოგიებისთვის.

“ეს არის ახალი, ატომური მასშტაბის პლატფორმა, რომელიც იყენებს იმას, რასაც სამეცნიერო საზოგადოება უწოდებს “ოპტომექანიკას”. ამ შემთხვევაში, მსუბუქი და მექანიკური მოძრაობები მნიშვნელოვნად არის შერწყმული. ამით ვუზრუნველყოფთ ახალი ტიპის კვანტურ ეფექტს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფოტონების გასაკონტროლებლად”, — თქვა კვლევის ავტორმა, მო ლიმ.

ახალი კვლევა ეყრდნობა წინა ნაშრომს, რომელმაც შეისწავლა კვანტური დონის კვაზინაწილაკი — “ექსციტონი”. ინფორმაცია შეიძლება იყოს დაშიფრული ექსციტონში და შემდეგ გამოთავისუფლდეს ფოტონის სახით. კვანტური თვისებები შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ინფორმაციის კვანტური ბიტი, ან “კუბიტი”.

შემდეგ, მკვლევრებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეეძლოთ თუ არა ფონონის კვანტური ტექნოლოგიისთვის გამოყენება. მათ ეს შეძლეს.

მეცნიერების თქმით, კვლევა მნიშვნელოვანია და მას შეუძლია კვანტური ტექნოლოგიების განვითარებაში დაგვეხმაროს.

კვლევა Nature Nanotechnology-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

სისხლის II, III და IV ჯგუფების I ჯგუფად გარდაქმნა სულ მალე შესაძლებელი იქნება

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბაქტერიული ფერმენტი, რომლის საშუალებითაც ისინი სისხლის ნებისმიერი ჯგუფის I ჯგუფად გადაკეთებას შეძლებენ. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქიმიის ამერიკული საზოგადოების 256-ე შეხვედრაზე მეცნიერებმა წარმოადგინეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც ისინი სისხლის ჯგუფის ცვლილების პროცესს ხსნიან.

მეცნიერებმა ადამიანის კუჭ-ნაწლავში აღმოაჩინეს ბაქტერია, რომელსაც სისხლის II, III და IV ჯგუფის უჯრედებიდან სპეციალური ანტიგენების “წაშლა” შეუძლიათ, რაც ნებისმიერ სისხლს I ჯგუფად აქცევს.

ადამიანებში სისხლის ოთხი ჯგუფი გხვდება. თითოეულ მათგანს სპეციალური ანტიგენური შემადგენლობა აქვს. სისხლის მეორე და მესამე ჯგუფი ორი სხვადასხვა ანტიგენით განისაზღვრება, ხოლო სისხლის მეოთხე ჯგუფის უჯრედებს კი მეორე და მესამე ჯგუფისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი გააჩნია. ადამიანის სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი ანტიგენები შაქრის შემცველი ცილებია, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებზე “სხედან”.

მეორე და მესამე ჯგუფის სისხლის ერთმანეთში გადასხმა არ შეიძლება, რადგან სისხლის მიმღები ორგანიზმი ანტისხეულების წარმოქმნას დაიწყებს, რომელიც გადმოსხმული სისხლის წითელ უჯრედებზე მისთვის უცხო ანტიგენს ამოიცნობს და მას შეებრძოლება.

მეოთხე ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს კი ნებისმიერი სისხლის მიღება შეუძლიათ, ისინი უნივერსალური რეციპიენტები არიან. მათი სისხლის უჯრედებზე მეორე და მესამე ჯგუფის სისხლისთვის დამახასიათებელი ორივე ტიპის ანტიგენი არსებობს, შესაბამისად ეს ანტიგენები ორგანიზმისთვის ნაცნობია და ის მათ განადგურებას არ შეეცდება.

სისხლის პირველი ჯგუფი ხშირად უნივერსალურ დონორად მოიხსენიება, რადგან მას წითელ უჯრედებზე ანტიგენები საერთოდ არ აქვს. პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლის გადასხმა ყველა ადამიანისთვის შეიძლება, რადგან ის რეციპიენტებში უარყოფით რეაქციას არ იწვევს.

მეცნიერები დიდი ხანია ეძებენ გზას, რომლითაც ისინი დანარჩენი სამი სისხლის ჯგუფის პირველ ჯგუფად გარდაქმნას შეძლებდნენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კუჭ-ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს ნაწლავებში არსებულ ცილებზე მიბმული შაქრების დაშლა განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ეს კი ძალიან ჰგავს სისხლის წითელი უჯრედებიდან შაქრის შემცველი ანტიგენების ჩამოცილების პროცესს.

მეტაგენომიკის გამოყენებით მეცნიერებმა ადამიანის ფეკალიებში არსებული მიკრობების კულტურა გამოაცალკევეს, შემდეგ კი მასში სისხლის წითელ უჯრედებზე არსებული ანტიგენების მსგავსი ცილები შეიყვანეს. მათ აღმოაჩინეს ფერმენტი, რომელიც სისხლის მეორე ჯგუფს ანტიგენებს განსაკუთრებულად დიდი ეფექტურობით აცლიდა. აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი იყო ერთი ფერმენტი, რომელიც სისხლის მესამე ჯგუფის ანტიგენებზე წარმატებით მუშაობდა. ახლა კი მათ ეს ორი ფერმენტი გააერთიანეს, რითაც შეძლეს, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლს ანტიგენები სრულად მოაშორონ და ისინი პირველ ჯგუფად გადააკეთონ.

კვლევის ავტორების თქმით, პროცესი თეორიულად სრულად გამართულია, თუმცა ახალი მეთოდის გამოცდა ადამიანებში ჯერჯერობით არ მომხდარა.

ერთი შეხედვით, ექსპერიმენტმა გეგმის მიხედვით უნდა იმუშაოს, თუმცა მკვლევარებმა გამოცდილებით იციან, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს თვისება – ჩაშალოს ყველაზე კარგად დაგეგმილი ექსპერიმენტებიც კი და მეცნიერებს ახალი თავსატეხები გაუჩინოს.

თუ ადამიანებში ჩატარებული ექსპერიმენტები წარმატებული იქნება, ეს მსოფლიოში სისხლის ნაკლებობის პრობლემას მყისიერად გადაჭრის.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი გადაიღეს

იაპონიის სიახლოვეს, იძუ-ოგასავარას ღრმულში მეცნიერებმა ლოკოკინა თევზები რეკორდულ სიღრმეზე გადაიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა დასავლეთ ავსტრალიისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ოკეანეში ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც თევზები 8 336 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. შედეგად, ზღვის ლოკოკინა გახდა თევზი, რომელიც ოკეანეში ყველაზე დიდ სიღრმეზეა გადაღებული.

მეცნიერებმა ახალი რეკორდსმენის დაჭერა ვერ მოახერხეს, თუმცა 8 022 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე თევზის მოპოვება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ზღვის ლოკოკინების სახეობა Pseudoliparis-ის წარმომადგენლები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკორდსმენი თევზი აღმოაჩინეს სიღრმეზე, რომელიც მაქსიმუმია ნებისმიერი თევზის არსებობისთვის და თუ მომავალში ეს რეკორდი შეიცვლება, ეს მაქსიმუმ რამდენიმე მეტრით მოხდება.

აქამდე ეს რეკორდი ამავე ოჯახის წარმომადგენელ თევზს ეკუთვნოდა, რომელიც მარიანის ღრმულში, 8 178 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 14
Page 3 of 14