close

ბიზნესი

ბიზნესიეს საინტერესოა

ფულის დაზოგვის კიდევ ერთი პუნქტი

ტექნოლოგია დღითიდღე წინ მიიწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი უნდა გამოვიყენოთ არა მარტო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არამედ ბიზნესსა და სხვადასხვა საქმეებშიც.
დღევანდელ რეალობაში საზოგადოების უმრავლესობა ფულს უაზროდ ფლანგავს, ყიდულობენ სხვადასხვა პროდუქტებს, იმის გათვალისწინების გარეშე სჭირდებათ, თუ არა ისინი, უმჯობესი იქნება, რომ დაფიქრდეთ და საჭიროებისამებრ დახარჯოთ თანხა.
წარმოიდგინეთ, რომ აპლიკაცია, რომელიც თუნდაც თქვენს სმარტფონში ჩაიწერება და აკონტროლებს თქვენს შემოსავალსა და გასავალს, ასევე გირჩევთ, თუ რაში უნდა დააბანდპთ ფული, რომ უფრო მეტი მოიპოვოთ, საკმაოდ კარგი საშუალებაა კაპიტალის გაზრდისათვის.

წყარო : Entrepreneur.com

მასალა მოამზადა :  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

ადამიანისა და ბუნების კონტაქტი

უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარე სამყაროს განვითარებასა და ცვლილებას.
ყველა ადამიანს ინდივიდუალური დამოკიდებულება აქვს ამინდთან, ზოგს მზე სიამოვნებს, ზოგს წვიმა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიასთანაა დაკავშირებული, ადამიანი როგორ გრძნობს თავს პირადში, ჩამოყალიბებულია თუ არა იგი თავის გადაწყვეტილებებში, ეს ყველაფერი განაპირობებს ჩვენს რეაქციებს, ხასიათსა და სხვადასხვა დამოკიდებულებას.
საკმაოდ საინტერესოა, რომ მხოლოდ გარემო კი არ მოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანიც მოქმედებს გარემოზე – სასიკეთოდ ან საზიანოდ, და ამ ზემოქმედების შედეგი უკანვე უბრუნდება.


წყარო : Techcrunch.com

მასალა მოამზადა :  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

სამომხმარებლო ბაზარი და მომსახურეობა

პირველი არის იდეის “სთართაფი”, ძლიერი და სანდო ბიზნესი კი წარმოუდგენელია მარკეტინგული გათვლების გარეშე. სწორედ მარკეტინგული კვლევა არის ის რაც დაგვანახებს იდეის მნიშვნელობას, გვაძლევს სურათს თუ რა სახის პროდუქტები და მომსახურება მოგვიტანს ნამდვილად მოგებას.
ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტების და მომსახურების კვლევისა და კონკრეტული გამოკითხვების ჩატარების შედეგად მარკეტინგული კვლევა საშუალებას აძლევს კომპანიებს დაინახონ აკმაყოფილებს თუ არა , მათი შეთავაზება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებს, ასევე აძლევს საშუალებას დაგეგმონ მომავალი ქმედებები, შეცვალონ და გააუმჯობესონ, ასევე დაამატონ მომსახურების და პროდუქტის სახეები, ერთი სიტყვით გაზარდონ ბრუნვა და მოგება მომხმარებელთა თავში ჩახედვით.

წყარო : Techcrunch.com

მასალა მოამზადა :  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

საქართველოს ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა – როგორ დაეხმარება მთავრობა მოქალაქეებს

როგორია ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმა – რას შესთავაზებს ბიზნესსა და სამსახურების გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საკოორდინაციო საბჭოს ჩართულობით შემუშავდა სტრატეგია, რომლიც პანდემიის ფონზე შექმნილ კრიზისულ სიტუაციას განმუხტავს. პროექტი დღეს 14:00 საათზე  გიორგი გახარიამ წარადგინა.

ანტიკრიზისული გეგმა,  შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ღონისძიებები მიზნობრივ, სოციალურ და ასევე ბიზნესის დახმარების მიმართულებებს მოიცავს.

გახარიამ ისაუბრა იმ სწრაფ ქმედებებზე, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა.

მან ასევე თქვა, რომ სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ქვეყანაში არსებული სიტუაციის გამო, მიიღებენ 1200 ლარს, თვეში 200 ლარს 6 თვის განმავლობაში.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები კი მიიღებენ 300 ლარიან ერთჯერად დახმარებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ნდობის თამაში – ექსპერიმენტი, რომელიც შურისძიების მოტივაციას ხსნის

შვეიცარელმა მეცნიერებმა, ერნესტ ფერის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს „ნდობის თამაშის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის წყალობითაც ბევრი ახალი რამ შევიტყვეთ შურისძიების მოტივაციის შესახებ, თამაშის პირობები დაახლოებით ასეთია: თქვენ და თქვენს ანონიმ პარტნიორს გეძლევათ ათ–ათი დოლარი. პირველი სვლა თქვენია. უნდა გადაწყვიტოთ, დაიტოვოთ ფული თუ პარტნიორს გაუგზავნოთ. თუკი თანხას დაიტოვებთ, თითოეულ თქვენგანს ათი დოლარი დარჩება და თამაშიც დამთავრდება, ხოლო თუ გაუგზავნით, ექსპერიმენტატორები ფულს გააოთხმაგებენ და თქვენს მეწყვილეს 40 დოლარს მისცემენ. ამგვარად, მის ბანკში 50 დოლარი შეგროვდება.

იბადება ბუნებრივი კითხვა: რატომ უნდა მისცეთ ფული პირველმა? პასუხი მარტივია: იმედი გაქვთ, რომ პარტნიორიც ნამუსიანად მოიქცევა თავის სვლაზე. მას კი ორი არჩევანი აქვს– ან მთელი თანხა უნდა დაიტოვოს, ან გაგიყოთ და 25 დოლარი გამოგიგზავნოთ.

თუკი თქვენი მეწყვილე რაციონალურად და პირადი ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, იგი ფულს არ გაგინაწილებთ. თუ ეს იცით და ასევე რაციონალურად მოაზროვნე ხართ, არც თქვენ გაუგზავნით კუთვნილ 10 დოლარს. კარგი ამბავი ისაა, რომ ადამიანები მეტად მიმნდობები არიან და უფრო ხშირად პასუხობენ სიკეთით სიკეთეს, ვიდრე ამას სტანდარტული ეკონომიკური თეორია გვასწავლის. ექსპერიმენტის მსვლელობისას მრავალმა ადამიანმა გასცა თავისი 10 დოლარი და, უმეტეს შემთხვევაში კუთვნილი 25 დოლარიც მიიღო.

მაგრამ შვეიცარული თამაში აქ არ მთავრდება. თუ თქვენი პარტნიორი მთელს თანხას ჩაიჯიბავს, შეგიძლიათ თამაშის მომდევნო ფაზაში, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, დასაჯოთ იგი. თქვენ მიერ გადახდილი თითოეული დოლარი თქვენს ხარბ მეწყვილეს 2 დოლარს წაართმევს. ამგვარად, თუკი 25 დოლარს არ დაინანებთ, თქვენი პარტნიორი მთლს თანხას დაკარგავს. შეიძლება იფიქროთ, რომ კაცი, რომელმაც ერთი წუთის წინ 10 დოლარი დაკარგა უაზრო ანგარიშსწორებისთვის კიდე უფრო მეტ ფულს წყალში არ გადაყრის, მაგრამ ფაქტია, რომ განაწყენებულ მოთამაშეთა უმრავლესობას არაკეთილსინდისიერი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია.

თუმცა, ცდის ყველაზე საინტერესო აღმოჩენა ეს არ ყოფილა. გადაწყვეტილების მიღების მომენტში ტესტის ორგანიზატორები ექსპერიმენტის მონაწილეთა გონებას ჰოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფის საშუალებით უკეთებდნენ სკანირებას. მათი მნიშვნელოვანი აღგზნება დააფიქსირეს სტრიატუმში–ტვინის იმ მონაკვეთში, რომლის გააქტიურებაც, ჩვეულებრივ, ჯილდოს მიღების სიამოვნებას უკავშირდება. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმადური პარტნიორის დასჯის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, სიამოვნებას ანიჭებთ ადამიანებს. მეტიც, რაც უფრო მეტი იყო უპატიოსნო მეწყვილის სასჯელი, მით უფრო მეტი იყო სტრიატუმის აქტივობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღაურის მიგების წყურვილს – რაგინდ ძვირადღირებული და ირაციონალურიც იყოს იგი – ბიოლოგიური საფუძვლები აქვს.

 

წყარო: Harvard business review
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაენერგეტიკაენერგეტიკამსოფლიო

ნავთობის ფასი 0 დოლარს ჩამოსცდა და ნეგატიური გახდა – მონაცემები ყოველ წუთს იცვლება

ნავთობის ფასი ორშაბათის მონაცემებით, 0-ს ჩამოცდა და პირველად ისტორიაში ნეგატიური გახდა. რას ნიშნავს ეს? როგორც BBC წერს, ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობის მწარმოებლები უხდიან მყიდველებს თანხას, რათა გაყიდონ ნავთობი და არ გადაიტვირთოს თავიანთი საცავები, რისი საფრთხეც მაისშია მოსალოდნელი.

„აშშ-ში საშინელი ვითარებაა. ჩაკეტილი ბაზრის გამო, ნათელია რომ ჩვენ რეალურ ზეწოლას განვიცდით მარაგების კუთხით, მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი კლების გამო. ვფიქრობ, ფასები კვლავ ასეთი ზეწოლის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ANZ-ის სტრატეგმა ენიე ჰაინსმა CNBC–ისთან საუბარში.

კორონავირუსის პანდემიის გამო, “შავ ოქროზე” მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა სერიოზულად დაცემულია. ეკონომიკა გაჩერებულია. ბიზნესები დაკეტილია. ქვეყნების უმრავლესობაში კარანტინია. ამ ყველაფერმა კი, ნავთობის გაყიდვების შემცირება გამოიწვია. გადაივსო მარაგები და ფასიც დაეცა. დღის ცალკეულ მონაკვეთში WTI ტიპის ბარელი ნავთობი მინუს $38–მდეც კი დაეცა. (ბოლო მონაცემებით, –32 დოლარია).

„მსოფლიო გაჩერებულია, ფაქტობრივად, მყიდველი არ ჰყავს ნავთობს, გადავსებულია ყველა საცავი, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, აბსოლუტურად – ყველგან. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა არ არსებობს და ჭარბი მიწოდებაა ბაზარზე, ფასი დავარდა“, – აღნიშნა bm.ge-ისთან საუბარში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც მარტის დასაწყისში ნავთობის მსხვილი მწარმოებელი სახელმწიფოები და მათი პარტნიორები ყოველდღიურად მოპოვებული ნავთობის მოცულობის შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ. მოგვიანებით, OPEC-ის წევრებმა შეთანხმება შეძლეს, თუმცა ნავთობის ფასზე კორონავირუსის პანდემია აისახა და ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად დაეცა.

ცნობისთვის, CNBC–ის მონაცემებით, საუდის არაბეთიდან ნავთობის აშშ–ში ტრანსპორტირება გაოთხმაგდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო. შედარებისთვის, ტრანსპორტირების მოცულობა თებერვალში დღიურად საშუალოდ 366,000 ბარელი იყო, მარტში – 829,540 ბარელი, ხოლო 1.46 მილიონი ბარელი აპრილის პირველ ორ კვირაში.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

Bloomberg: კორონავირუსის პანდემიამ შესაძლოა ყავის დეფიციტი გამოიწვიოს

სამხრეთ ამერიკაში კორონავირუსის ეპიდემიამ შესაძლოა ყავის დეფიციტი გამოიწვიოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო საათების შემცირების, ბანკების დახურვის, მუშების გადაადგილების სირთულისა და ინფიცირების შიშის გამო, ყავის მარცვლების შესაგროვებლად საკმარისი ადამიანი ვერ მოიძებნება. განსაკუთრებით ეს კოლუმბიაში, ბრაზილიასა და პერუში გახდება შესამჩნევი, სადაც არაბიკის მარცვლების 2/3-ს აწარმოებენ.

ყავის მოსავლის აკრეფა მაისში უნდა დაიწყოს, მაგრამ ბევრი მუშა პლანტაციებს ინფიცირების მაღალი შანსის და დაბალი ხელფასების გამო ტოვებს. სპეციალისტები მანამდეც პროგნოზირებდნენ, რომ წელს ყავის წარმოების მოცულობა მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და შარშანდელი მარაგის გამოყენება გახდება საჭირო. მაგრამ ეს მარაგიც თითქმის ამოიწურა, შესაბამისად, ექსპერტები ყავის გაძვირებას ვარაუდობენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

„აგარის შაქარი“ კვლავ ამუშავდება

დღეს ჩვენ, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე ვიბრძვით – პირველი არის ჯანდაცვა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე – ეკონომიკა; არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ერთ ფრონტზე სრულ გამარჯვებას, თუ ამ ორიდან რომელიმეზე დავმარცხდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სულ უფროდაუფრო მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის ნაწილზე.

„ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღეთ დავალებად საკრედიტო-საგარანტიო სქემების ამუშავებაზე პოსტკრიზისულ ეტაპზე, კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, რაზეც ჩვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. აქ შესაძლებელია ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ბიზნესმა იცოდეს, რომ ეს იქნება საკრედიტო-საგარანტიო სქემები, რომლითაც პოსტკრიზისულ ეტაპზე ჩვენ შევძლებთ, კომპანიებს დავეხმაროთ, რომ სწრაფად განვითარდნენ. ჩვენი გათვლებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუბარია დაახლოებით 2 მილიარდის კრედიტების საგარანტიო სქემებით დახმარებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ პოსტკრიზირულ პერიოდში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც ადრე დავიწყეთ ბევრთან შედარებით ეპიდემიასთან ბრძოლა, დღეს უნდა დავიწყოთ პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შექმნა და უნდა გვქონდეს აშკარა სხვაობა, რას ვაკეთებთ კრიზისის პერიოდში და რას ვაკეთებთ პოსტკრიზისულ პერიოდში“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კრიზისის შემდეგ გლობალური კონკურენცია დაიწყება ქვეყნებს შორის, როგორ სწრაფად შეძლებენ ეკონომიკური პრობლემების დაძლევას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პროგრამების ჭრილში ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე კეთდება.

„ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ. შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ევალება, შეიმუშაოს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სქემები, არა მხოლოდ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სადაც სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. მათ შორის იმპორტის, არათუ შეზღუდვის, არამედ სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ხელშეწყობის, რომ ჩვენ ჩვენი შიდა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ადგილობრივი წარმოების საშუალებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ამას დღესვე უნდა ჩავუყაროთ საფუძველი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა

2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა.

კონკრეტულად კი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG), აქციების ღირებულების ზრდამ 3.46% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 80.1 პენსი ღირს.

BGEO-ს აქციების ღირებულება 6.59%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 9.06 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

“საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების ზრდამ კი 1.94% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.20 გირვანქა სტერლინგი გახდა.

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი +1.86%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 7.12 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 0.47%-ით გაიზარდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 0.76%-ით არის შემცირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ვებ საიტები და მათი გამოყენება

მულტიმედია „YouTube“ „SlideShare“, „Flickr“ შეეფერება ისეთ კომპანიას, რომელსაც აქვს წარმატებული მედია ფოტო, ან ვიდეო მასალის სახით და სურს მისი ვირტუალური გზით გავრცელება.
მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის მომხმარებელი „YouTube-ს“ ანიჭებს უპირატესობას, ხალხის აქტივობა ამ არხზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი საშუალებაა კომპანიებისთვის ჩამოყალიბების პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს წარმატების მიღწევაში.
საინტერესოა კომპანიების მიერ ბლოგებისა და მიკრობლოგების გამოყენების ხარისხი. მრავალი ექსპერტის განცხადებით, ის საყურადღებოა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც კონკრეტული სფეროს მოწინავე ადგილის დაკავება სურს.

წყარო : Sciencealert.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 59
Page 11 of 59