close

ბიზნესი

ბიზნესი

ბიზნესი და ტოპ მენეჯმენტი

ბინზესისა და კონკურენციის მუდმივი დინამიკური განვითარების პირობებში , მსოფლიო და ქართული ბაზრის მოწინავე კომპანიები სულ მეტს ფიქრობენ არსებული აქტივების უკეთ გამოყენების გზებზე. მსხვილი ორგანიზაციები დიდ ყურადღებას უთმობენ სტრატეგიულად მომგებიანი აქტივების შექმნას , მათ გონივრულ გამოყენებას , შენარჩუნებასა და განვითარებას.
ნებისმიერი მოწინავე კომპანიის ტოპ მენეჯერის დღის წესრიგში საკვანძო ადგილი უჭირავს ისეთ თემებს როგორებიცაა გულადი სახსრების უძრავი ქონების , ადამიანური რესურსების , იმიჯის მართვა.
მენეჯმენტის მეცნიერებაში შედარებით ახალია შეხედულება , რომ კომპანიის ლოიალური კლიენტები ისეთივე მნიშვნელოვის შემოსავლიანი აქტივია , როგორც ზემოთ ჩამოთვლილი კლასიკური რესურსები . თავისთავად , კლიენტების ბაზის სტრატეგიულად მოსავლიან აქტივად აღიარება საკმაოდ ადვილია – მის „ აქტივობაში“ ,“სტრატეგიულობაში“ ან“შემოსავლიანობაში „ ეჭვის შეტანა საკმაოდ რთულია.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

მატერიალური შესაძლებლობები და ფულის ჭკვიანურად ხარჯვა

ფული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეა, მოფრთხილება და ჭკვიანურად გადანაწილებაა საჭირო, თუ ადამიანი ფულს უაზროდ ფლანგავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ იყენებს, იმისათვის, რომ ფინანსურად გამართული იყოს ადამიანი და ყველანაირი ფუფუნება მოიწყოს, საჭიროა იმ რამოდენიმე პუნქტის ზედმიწევნით გათვალისწინება, რომლებსაც ახლა ქვემოთ წაიკითხავთ :
1. დაიწყეთ ფულის დაგროვება
2. აკონტროლეთ ხარჯები
3. გაზარდეთ თქვენი ფულის მოცულობა
4. იყავით ინფორმირებული (ფულის დაბანდებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ რისთვის იქნება თქვენი ფული გამოყენებული)
5. მომავლისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა
6. განავითარეთ ფულის შოვნის ხერხები
7. ქველმოქმედება

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ ვმართოთ პროექტი

პროექტი (Project) არის ერთჯერადი, მიზანმიმართული ღონისძიებების ერთობლიობა, გაწერილი მკაფიოდ განსაზღვრულ დროში (დასაწყისი, დასასრული),რომლებიც მოითხოვენ სხვადასხვა კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებისა და რესურსების ჩართულობას საბოლოო მიზნის მიღწევისთვის.
პროექტის მართვა (Project management) არის პროექტისთვის საჭირო რესურსების (შრომითი,მატერიალური, ტექნიკური) დაგეგმვის, განაწილების და კონტროლის პროცესი, პროექტის ყველა შეზღუდვის (ტექნიკური, ფინანსური და დროითი) გათვალისწინებით. მისი მართისთვის აუცილებელია სამი მთავარი პრინციპის კარგად შესრულება:
1. დაგეგმვა ‐ მიზნის დასახვა, პროექტის განსაზღვრა, გუნდის შექმნა
2. განაწილება ‐ ადამიანების , ფულისა და სხვა რესურსების დაკავშირება სპეციფიურ საქმიანობებთან, და საქმიანობების ერთმანეთთან დაკავშირება
3. კონტროლი ‐ მონიტორინგს უწევს რესურსებს, ფასებს, ხარისხს, ბიუჯეტს; აკონტროლებს გეგმებს და უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას დროით და ღირებულებით მოთხოვნებთან.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

სტარტაპი თუ არსებული ბიზნესი

ბიზნესი ზოგადად ძალიან ბევრ საქმიანობას აერთიანებს და დღესდღეისობით ყველაზე აქტუალური საქმიანობაა, რადგან შესაძლოა ჩვენი გათვლებისა და კარგი დაგეგმარების საფუძველზე ძალიან დიდ მოგებაზე გავიდეთ. ბევრი ახსნა არსებობს ბიზნესის, მაგრამ ორი ძირითადი ერთმანეთისგან განსხვავებული ასპექტი შეიძლება გამოვყოთ:

  • როდესაც ახალი ხართ ბაზარზე და იბრძვით დამკვიდრებისთვის, ანუ სტარტაპ ბიზნესი გაქვთ, საწყის ეტაპზე აუცილებელია მარკეტინგული გათვლები და სარეკლამო მხარდაჭერა, რათა მომხმარებლის ყურადღება მიიქციოთ და თქვენი პროდუქციის რეალიზაცია გაგიადვილდეთ.
  • უკვე მყარად გაქვთ ბაზარზე ადგილი დამკვიდრებული, ანუ შემდგარი ბიზნესი გაქთ, უბრალოდ მუდმივად გჭირდებათ ინოვაციური იდეები, რათა მომხმარებელს დაანახოთ თქვენი განვითარება და უზრუნველყოთ მოგების ზრდის უწყვეტობა.

 

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჰინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

რითი განსხვავდება ევროპა ამერიკისგან

რატომ არიან ამერიკელები ასე ფხიანები და ინოვაციების მიმართ და, შედეგად, ასე უწესოდ მდიდრები?
პასუხი განსაცვიფრებლად მარტივია. ამერიკის წარმატება საუკეთესო ტალანტების შესრუტვის უნარშია. ყველაზე ნათელი ტვინები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, რუსეთიდან, ბრაზილიიდან და სხვა ქვეყნებიდან აქ შემოედინება. რატომ? იმიტომ, რომ აშშ ქვეყანა კი არა, იდეაა. ნებისმიერს შეუძლია გახდეს ამერიკელი – იქნება ეს რუსი ჰოკეისტი თუ სტრიპტიზის ვარსკვლავი პოლონეიდან. გაივლის ორი–ოთხი წელი და თქვენ მთლიანად შეუერთდებით საერთო ნაკადს. ნებისმიერ სხვა ადგილას ამას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება და გაცილებით მეტ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული. გერმანელი, ესპანელი, შვედი ან ფრანგი რომ გახდეთ, ორი ან სამი თაობაა საჭირო. ჰოდა, თუ თქვენ არ შეგიძლიათ მოიზიდოთ საუკეთესო ადამიანები მაშინ როგორღა მოახერხებთ მსოგლიოში ყველაზე ინოვაციური ადგილის შექმნას?

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ ავხსნათ ჩვენი ქცევები

დაბლა დახრილი თავი – უარყოფითი დამოკიდებულების, არმოწონების გამომხატველია. თუ თქვენი აუდიტორია დაბლა დაშვებული თავებით ზის, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ რაიმე, რომ დამსწრეთა დაინტერესების ხარისხი გაზარდოთ.
ხელების თავის უკან ამოდება – ეს ჟესტი ახასიათებს თავდაჯერებულ, უპირატესობის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრი საშინლად ღიზიანდება ამ პოზის დანახვისას. თუ, ამავდროულად, ადამიანი ფეხს ფეხზე დებს მაშინ ის, ყველაფერთან ერთად, კამათისა და დისკუსიის მოყვარულია, ასეთ ადამიანს, მასთან ურთიერთობის გათანაბრების მიზნით, შეეცადეთ, პოზა შეაცვლევინოთ. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემაზე საუბრობთ, გახსნილი ხელისგულების გამოყენებით სთხოვეთ, კომენტარი გააკეთოს და მისი ნათქვამის მიმართ ინტერესი გამოხატეთ. შეგიძლიათ, ასევე, მისი პოზის ზუსტი გამეორება სცადოთ ( როგორც წესი პოზის სარკისებრი ასახვა ადამიანთან დათანხმებას ნიშნავს ) .
გვერდზე დახრილი თავი – გამოთქმულის მიმართ ინტერესის გამოხატვა. თუ თქვენი საუბრისას მსმენელი თავს გვერდზე ხრის, ნიკაპით ხეკს ეყრდნობა და მთლიანი სხეულით ოდნავ წინ გადმოიწევს, ესე იგი, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისთვის საინტერესოა. ანალოგიურად, თუ გსურთ, ადამიანი დადებითად განაწყოთ თქვენ მიმართ, ინტერესის გამომხატველი ჟესტი გამოიყენეთ.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

ვისწავლოთ სახლიდან გაუსვლელად

დისტანციური განათლების სისტემა სწავლების ახალი, თანამედროვე ფორმაა, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევს, ცოდნა სასწავლო დაწესებულებაში მისვლის გარეშე მიიღონ. დისტანციური განათლების მეშვეობით შესაძლებელია როგორც კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტების გადამზადების კურსების, ისე ცნობილი უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამების დაუფლება.
მოგეხსენებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე თითქმის ყველა უნივერსიტეტი თუ სკოლა გადასულია დისტანციური სწავლების მეთოდზე, მართალია ბევრი არ იყო მზად ამ გამოწვევისთვის, მაგრამ ასე თუ ისე ყველა ართმევს თავს ამ გამოუვალ მდგომარეობას, შესაბამისად:
განათლების ახალი დარგის განვითარება დაკავშირებულია ისეთი თანამედროვე სისტემების წინსვლასთან, როგორიცაა: ვიდეოკონფერენცკავშირი, კომპიუტერული ტექნოლოგიები, ინტერნეტი, ტელევიზორი, კავშირგაბმულობა და ა.შ. ფამონათვალიდან დისტანციურ განათლებაში ყველაზე აქტიურად ვიდეოკონფერენცკავშირის სისტემები გამოიყენება. აღნიშნული სისტემის უპირატესობა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით ის არის, რომ მისი დახმარებით უფრო მეტი და მრავალფეროვანი დამატებითი მომსახურებების შეთვაზებაა შესაძლებელი, მათ შორის: პროფესიული „ტრენინგების“ ჩატარება, საქმიანი თამაშის ორგანიზება, დისტანციური ტესტირება, გამოცდების ჩაბარება, ცოდნის ოპერატიული კონტროლი და სხვა.

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჰინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

Money Shower-ის ბანკომატები ქაღალდის ფულს დეზინფექციას უტარებენ

თურქულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა მოდული, რომელიც, ულტრაიისფერ სხივებზე დაფუძნებული ტექნოლოგიის საშუალებით ბანკომატებში ქაღალდის კუპიურების დეზინფექცირებას ახდენს.
Money Shower-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ფურქან ერუქანის განმარტებით, აღნიშნული მოდული ქაღალდის კუპიურებიდან ბაქტერიებსა და ვირუსებს აშორებს და ყველა ბანკომატს 15 წუთში ხდის ჰიგიენურსა და ეკოლოგიურად სუფთას.
„აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით ადამიანებს ყველა მიკროორგანიზმისგან, მათ შორის კორონავირუსისგან, ვიცავთ,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ბანკნოტებზე, რომელიც ევროპაშია მიმოქცევაში, 500 ტიპის 26 000 ბაქტერია ბინადრობს.
„ეპიდემიის დროს ქვეყნები აგროვებენ ქაღალდის კუპიურებს, წვავენ მათ და ახლებს ბეჭდავენ. ასევე იქცევა ჩინეთიც, რომელიც, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ბაზრიდან ქაღალდის ფულს იღებს და წვავს. თუმცა, ეს დეზინფექცირების საკმაოდ არაადეკვატური მეთოდია,“- აცხადებენ კომპანიაში.
მათი პროგნოზით, ახალი მოდული ქვეყნის წამყვანი ბანკების ბანკომატებში 2023 წლიდან დაინერგება.

წყარო : Anadolu Agency

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო ქსელების, ბენინგასამართი სადგურების, საფოსტო ქსელებისა და საბანკო განყოფილებებისა. ამის შესახებ მან ეროვნული ისაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველო

საქართველოში პირბადეების წარმოება დღეს დაიწყო, რომლებიც გარკვეულ პირებს უფასოდ დაურიგდებათ

საქართველოში პირბადეების წარმოება უკვე დაიწყო. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის” ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება.  დილიდან [19 მარტი] უკვე შეგვიძლია, მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- ამბობს გია ლომინაძე

კომპანიამ, ეკონომიკის სამინისტროს, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ამ თემაზე, პირველი შეხვედრა, ეკონომიკის სამინისტროსა და სამკერვალო კომპანიებს შორის, 16 მარტს გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში დამზადებულ პირბადეებს კონკრეტულ ადამიანებს უფასოდ დაურიგებს.

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია, რომელიც ნახევარ მილიონს შეადგენს, საწყის ეტაპზე უსასყიდლოდ იმ ადამიანებს გადასცემს, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ყოველდღიურ რეჟიმში სხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს, მათ შორის სამედიცინო პერსონალს, მებაჟეებს, მოლარეებს და ა.შ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 59
Page 12 of 59