close

ბიზნესი

ბიზნესიეკონომიკა

თიბისი ბანკი სესხებს სამი თვით გადაავადებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაში წერია, რომელიც დღეს გავრცელდა.

„საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით ახალ ინიციატივაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბანკი, ახალი ინიციატივით გამოდის. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირების მიზნით საქართველოს ბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

დღეიდან, სამი თვის განმავლობაში ის მომხმარებლები, რომლებსაც სესხის მომსახურების გადახდა უწევდათ, შეძლებენ მაისის ჩათვლით გადაავადონ ყოველთვიური გადასახადი.

ბანკი მომავალი კვირიდან დაიწყეს შესაბამისი პროცედურების გატარებას და ეტაპობრივად მოხდება მომხმარებლის ინფორმირება, რისთვისაც არ არის საჭირო ბანკში ვიზიტი.

თუკი მომხარებელს სურს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს სესხის მომსახურება, ბანკის მხრიდან მასთან განხორციელებული კომუნიკაციის შემდეგ ის უნდა დაუკავშირდეს ბანკირს, ან დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 2 444 444

წყარო : www.marketer.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ევროპაში ყველაზე დიდი მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა ქუთაისში

2019 წლის მაისსში ოფიციალურად გახსნა ევროპაში ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც მზის პანელებს აწარმოებს ქალაქ ქუთაისში. მისი წლიური მოცულობაა 500 მეგავატი. ამჟამად, კომპანიის საერთო ჯამური წარმადობა აღემატება 1 გიგავატს წლიურად.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა გერმანული კომპანიისათვის ხელსაყრელი სტრატეგიული ლოკაციაა. სწორედ ამ ქარხნიდან ის გეგმავს მიაწოდოს უმაღლესი ხარისხის მზის პანელები 70 და მეტ ქვეყანას. ამჟამად, დასაქმებული ჰყავს 150 ადგილობრივი მაღალკვალიფიციური პროფესიონალი. სამომავლოდ კი მეტი სამუშაო ადგილის დამატებას ჰპირდება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით “ეი სოლარს” უკვე არა ერთი ინსტალაცია აქვს შესრულებული, ასევე, მიმდინარეობს ერთ-ერთი საკმაოდ დიდი მოცულობის – 50 მეგავატის პროექტის განხორციელებაც ადგილობრივ კერძო სექტორთან თანამშრომლობით. “ეი სოლარის” მიზანია, მუდმივად, გააფართოვოს თავისი საქმიანობის სპექტრი.

“ეი სოლარის” გლობალური გაყიდვებისა და მარკეტინგის ქსელი საბოლოო მომხმარებლებს ხელმისაწვდომ განახლებად ენერგიას აწვდის და კომპანიის ბრენდის ძირითად მახასიათებლებს წარმოაჩენს: სტაბილურობას, გამძლეობასა და სანდოობას. წამყვან ადგილობრივ კომპანიებთან პარტნიორობით “ეი სოლარი” მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებაზეც.

“ეი სოლარი” მუშაობს წარმოების მოცულობის გაზრდაზე; საერთაშორისო გაყიდვების ოფისი, რომელიც თბილისში ფუნქციონირებს, სრულ უზრუნველყოფას სთავაზობს ჩვენს მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

“ეი სოლარი” ატარებს ინტენსიურ ტრენინგებს როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე – ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების წარმოებით.საინსტალაციო კომპანიებს მიეწოდებათ სრული ტექნიკური ინსტრუქცია და დახმარება – საჭიროებისამებრ. “ეი სოლარის” მიერ საქართველოში განხორციელებული თითოეული ინსტალაცია შესრულებულია ადგილობრივი პერსონალის მიერ. “ – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და CEO ალექსანდრე მაიერი.

წლის ბოლომდე 300 ადგილობრივის დასაქმებაა კომპანიაში დაგეგმილი. ასევე, მათი დატრეინინგება და კვალიფიკაციის ამაღლება ევროპელი პროფესიონალების მიერ. აქვე, მოლაპარაკებები მიმდინარებს პროფესიული სწავლების პროგრამის შექმნაზეც მზის ენერგიის გამოყენებისა და მზის პანელების საწარმოო ხაზის ირგვლივ. კომპანია აქამდე მხოლოდ ექსპორტზე იყო ორიენტირებული. უკვე იგეგმება საქართველოს ბაზრის აქტიურად ათვისებაც და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. “ეი სოლარის” მიზანია ადგილობრივად წაახალისოს ალტერნატიული ენერგია და ამისათვის გამოიყენოს ხელთ არსებული რესურსი. რაც შეეხება ინვესტიციას, ის არის პირდაპირი ინვესტიცია კერძო სექტორიდან.

წყარო : forbes.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაუშვეს

კორონავირუსის გამო, საფრანგეთში დისტანციურად მუშაობა დაშვებული იქნება. როგორც საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ვირუსის გავრცელება ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება. შესაბმისად, დამსაქმებლებს შეუძლიათ, თანამშრომლები დისტანციურად ამუშაონ.

„პირის მიერ დაკავებული თანამდებობა თუ იძლევა საშუალებას, რომ მან დისტანციურად იმუშაოს, მაშინ უპირატესობა ამ გადაწყვეტილებას მიენიჭება. როგორც წესი, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა დამსაქმებლისა და დასაქმებულის თანხმობით არის დაშვებული, თუმცა შრომის კოდექსი ეპიდემილიოგიური რისკის გათვალისწინებით დაშვებულია გამონაკლისი და დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე გადასვლა თანხმობის გარეშეც არის შესაძლებელი“, – ნათქვამია საფრანგეთს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის შრომის მინისტრმა მიურელ პენიკომ კი განაცხადა, რომ კარანტინში მყოფი ბავშვების მშობლებს ანაზღაურებად ბიულეტენს გაუხსნიან. მიურელ პენიკოს თქმით, კორონავირუსი ფორსმაჟორულ სიტუაციად ითვლება, რაც შეიძლება გახდეს სახელმწიფო კონტრაქტების დარღვევის მიზეზი, თუმცა ამ შემთხვევაში, დამრღვევს ჯარიმა არ დაეკისრება.

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტრო დაპირდა იმ მოქალაქეებს, რომელთა ბიზნესიც ყველაზე მეტად დაზარალდა, რომ მთავრობა გადასახადებისა და სოციალური ფონდების შენატანების გადახდას გადაავადებს.

1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

ახმეტაში დამზადებული ეთერზეთები ექსპორტზე საფრანგეთსა და გერმანიაში გავა

კომპანია “აგრო არომა” ზაფხულში ეთერზეთების საფრანგეთსა და გერმანიაში ექსპორტზე გატანას გეგმავს.

კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 500 კილოგრამ ეთერზეთს ამზადებს, თუმცა ექსპორტისთვის წელს წარმადობის გაზრდას და 10-15 ტონა პროდუქტის წარმოებას გეგმავენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138-ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს.

ანტრე ლონდონი“ კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქს წარმოადგენს.

„ანტრე ლონდონი“ ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებიც იქნება წარმოდგენილი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციატექნოლოგიები

მოტოციკლი, რომელსაც ფრენა შეუძლია

„Hoverbike“ ახალი სიტყვაა ტექნოლოგიის განვითარებაში, როგორც გაირკვა მისი შემქმნელები აქტიურად მუშაობენ მისი რეალური, ადამიანის ზომის ანალოგის დამზადებაზე. როგორც გაირკვა მფრინავ მოტოციკლეტს არა მხოლოდ გადაადგილების დანიშნულება ექნება, ასევე მის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით შეძლებენ, მაგალითად საძიებო სამუშაოების დროს, ან საქონლის მწყემსვისთვის. ჯერ–ჯერობით მინი მოდელია შექმნილი, რომელიც ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.

მსგავსი ტექნოლოგიების გამოგონება ხელს უწყობს ადამიანებს მარტივ ცხოვრებაში.

მფრინავი მოტოციკლეტის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ნამდვილი მოდელის გაკეთებას და გაყიდვაში ჩაშვებას.

წყარო : Engadget.com 

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ფულთან მოქცევის სპეციფიკა

ფული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამეა. თუ ადამიანი ფულს უაზროდ ფლანგავს, ავტომატურად ნიშნავს, რომ  ის არ არის   ფინანსურად გამართული.  იმისთვის რომ ადამიანმა , ყველანაირი ფუფუნება მოიწყოს, საჭიროა იმ რამოდენიმე პუნქტის ზედმიწევნით გათვალისწინება, რომლებსაც ახლა შემოგთავაზებთ :

  1. დაიწყეთ ფულის დაგროვება
  2. აკონტროლეთ ხარჯები
  3. გაზარდეთ თქვენი ფულის მოცულობა
  4. იყავით ინფორმირებული (ფულის დაბანდებისას აუცილებლად უნდა იცოდეთ რისთვის იქნება თქვენი ფული გამოყენებული)
  5. მომავლისთვის შემოსავლის უზრუნველყოფა
  6.  განავითარეთ ფულის შოვნის ხერხები
  7. ქველმოქმედება

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 ყველაზე გრძელი ფრენა მსოფლიოში

წლების წინ ვერავინ წამოიდგენდა, რომ ადამიანებს   შესაძლებოდა ექნებოდათ გადაადგილებულიყვნენ დედამიწის ნებისმიერი ერთი წერტილიდან მეორეში. ტექნოლოგიების პროგრესის შედეგად, გადაადგილებისთვის  დრო მცირდება.

გასულ წელს ყატარის ავაიახაზებმა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გრძელი ფრენა განახორციელა, ანუ ყატარიდან ახალი ზელანდიის მიმართულებით, ბიზნეს ინსაიდერის ცნობით იგი პირველ ადგილს იკავებს.

ასევე მუდმივად მიმდინარეობს ფრენები სან ფრანცისკოდან სინგაპურამდე, რომლის დროსაც,  საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვა არის საჭირო.

ბიზნეს ინსაიდერმა გამოაქვეყნა 5 ყველაზე გრძელ ფრენათა სია, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:

  1. ახალი ზელანდიიდან ყატარამდე, ყატარის ავიახაზები (9,026 მილი)
  2. ავსტრალიიდან ლონდონამდე( 9,009 მილი)
  3. ახალი ზელანდიიდან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებამდე (8,820 მილი)
  4. ლოს ანჯელესიდან სინგაპურამდე (8,759 მილი)
  5. ჰიუსტონიდან სიდნეიმდე (8,593 მილი)

 

წყარო : Businessinsider.com

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

„კოკა-კოლა“, ექსპორტზე, ქართულ მინერალურ წყალს გაიტანს

Coca-Cola Bottlers Georgia „მთის წყალს“ ექსპორტზე გაიტანს. ახალი ბრენდი, 2020 წლის გაზაფხულიდან,  კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება. თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ბაზარზეც. ამ ეტაპზე, პროდუქტი, რეგისტრაციის პროცედურებს გადის.

ეს არის მტკნარი მინერალური წყალი, რომელიც მუხრანის ველის ჭაბურღილებიდანაა. სწორედ ამიტომ, მისი თავდაპირველი სახელი „მუხრანის წყალი“ იყო. თუმცა, შემდეგ შეიცვალა და ბაზარზე, ახალი დასახელებით – „მთის წყალი“ – გამოჩნდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 59
Page 13 of 59