close

ბიზნესი

ბიზნესი

CSR–ი – კომპანიების იმიჯის გარანტი

სოციალური პასუხისმგებლობა კორპორაციული თვითრეგულაციის ფორმაა, რომელიც ბიზნესში გამოიყენება.
ტერმინი ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა” 1960-იანების ბოლოსა და 70-ანების დასაწყისში დამკვიდრდა. ის ძირითადად სამ კომპონენტს
1. კომპანიას
2. მომხარებელსა
3. დაინტერესებულ პირებს–,,სტეიკჰოლდერებს” აერთიანებს.
სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ქმედებას, რომელიც დაარეგულირებს პრობლემებსა და გამოწვევებს საკუთარი ფუნქციის გარეთ. აქ არ იგულისხმება საზოგადოებისთვის პროდუქტის შეთავზება ან გადასადახდების გადახდა, რადგანაც კომპანია ამ ყველაფერს ისედაც აკეთებს, CSR–ის დროს პიროვნება ასრულებს სამუშაოს, რაც მას კანონით შეიძლება სულაც არ ევალებოდეს, მაგრამ კომპანიისთვის იყოს საჭირო.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

ასკილის წვენი ქართულ ბაზარზე გამოჩნდება

ასკილი – მოყავისფრო, მოწითალო ელფერის მქონე სითხე, არომატული სუნით და გემოთი. ასკილის წვენი ხასიათდება მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური აქტივობით, რომელიც გამოწვეულია ძირითადად ასკორბინის მჟავას შემცველობით.
ცნობილი გახდა, რომ ქართულ ბაზარზე შემოვა ჯანსაღი, ნატურალური ასკილის წვენი, რომლის დამზადების ისტორიაც საკმაოდ საინტერესოა, ეს ბიზნესი ოჯახური პირობებიდან წამოვიდა, ერთ–ერთ ოჯახში ყოველწლიურად მზადდებოდა ასკილის ნატურალური წვენი, ერთ დღესაც, მათ გადაწყვიტეს, რომ უბრალო საქმიანობა ბიზნესად გადაექციათ და, სავარაუდოდ, საკმაოდ მომგებიანი და წარმატებული აღმოჩნდება იგი, რადგან ასკილის წვენი სასარგებლოა სისხლძარღვთა მოქმედებისთვის, ასევე ამაგრებს იმუნიტეტს და არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაცია

კომპანიების მოგების გაზრდისთვის სპეციალური სათვალე შექმნეს

ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის მთავარი აზრი არის მომხმარებელი, ყველაფერი მათზეა გათვლილი, რაოდენობა, ხარისხი, ფერი,ზომა…

ძალიან რთულია, რომ ყველა მომხმარებლის აზრი სათითაოდ გაიგო, თითქმის შეუძლებელიც კი, ამიტომ – კომპანიები სხვადასხვა მეთოდს იყენებენ იმის დასადგენად, თუ რომელი პროდუქტია უფრო მომგებიანი.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების განლაგებას დახლებზე, რადგან მომხმარებელმა შეიძლება თქვენი ყველაზე ძვირად ღირებული რამ საერთოდაც ვერ შეამჩნიოს, ამისთვის გამოიგონეს სათვალეები, რომელიც გვაჩვენებს, თუ რომელ პროდუქტს დააკვირდა თითოეული მომხმარებელი, სად გაჩერდა დიდხანს, რაზე გააკეთა არჩევანი, საბოლოოდ კი – სადაც  უფრო დიდი მონაცემს დააგროვებთ იქ განალაგებთ უკეთეს პროდუქტებს, შედეგად – გაზრდით შემოსავალს.

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

რას გულისხმობს სამომხმარებლო ბაზარი და მარკეტინგი?

ძლიერი და სანდო ბიზნესი კი წარმოუდგენელია მარკეტინგული გათვლების გარეშე. სწორედ მარკეტინგული კვლევა არის ის, რაც დაგვანახვებს იდეის მნიშვნელობას, გვაძლევს სურათს თუ რა სახის პროდუქტები და მომსახურება მოგვიტანს ნამდვილად მოგებას.

ბაზარზე უკვე არსებული პროდუქტების, მომსახურების კვლევისა და კონკრეტული გამოკითხვების ჩატარების შედეგად, მარკეტინგული კვლევა საშუალებას აძლევს კომპანიებს დაინახვონ აკმაყოფილებს თუ არა  მათი შეთავაზება მომხმარებელთა მოთხოვნებსა და მოლოდინებს, ასევე – აძლევს საშუალებას დაგეგმონ მომავალი ქმედებები, შეცვალონ და გააუმჯობესონ, დაამატონ მომსახურების და პროდუქტის სახეები, ერთი სიტყვით – გაზარდონ ბრუნვა და მოგება მომხმარებელთა თავში ჩახედვით.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“ შვეიცარიაში დააჯილდოვეს

პირველი ქართული ვისკი შვეიცარიაში დააჯილდოვეს – ,,ჯიმშერი” შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდოს – ,,Leader of the Year-ის“ მფლობელი გახდა. 

ბიზნესდაჯილდოება შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიისა და ნაციონალური ბიზნესრეიტინგების კავშირის (NBR-UNION) ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო ,,Leader of the Year-ი” გადაეცემათ, საქართველოში წამყვან პოზიციებზე მყოფი კომპანიებს. ეს კომპანიები შეირჩევიან სპეციალური კვლევის მიხედვით,  რომელსაც შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის დაკვეთით ქართული კვლევითი ჯგუფი G.P.G ატარებს.

ბრიტანეთში, 2017 წელს, საერთაშორისო კონკურსზე პირველმა ქართულმა ვისკიმ ,,Jimsher-მა” ოქროს მედალი დაიმსახურა. კონკურსზე The Travel Retail Masters 2017 -ზე ,,Jimsher-ი” დასახელებულ იქნა მსოფლიო 10 საუკეთესო ალკოჰოლურ სასმელს შორის (The top 10 best value for money travel retail spirits).

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველო

მერიკო კობერიძე – ტაქსისტი გოგონა ორი დიპლომითა და მცირე ბიზნესით

26 წლის მერიკო კობერიძე, როგორც საკუთარ თავს აღწერს – სვანეთში დაბადებული და თბილისში გაზრდილი რაჭველი გოგოა, რომელსაც უყვარს ცხოვრებისეული ექსპერიმენტები და, გარდა იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობს, საქველმოქმედო საქმიანობითა და ტაქსისტობითაც არის დაკავებული, საკუთარ მოტივაციასა და ცხოვრების სტილზე მერიკო თავად გვესაუბრება.
-მერიკო, ქართულ რეალობაში საკმაოდ უცხო შემთხვევაა გოგო ტაქსისტი და ისიც, ორი დიპლომით, გვიამბე საკუთარი პროფესიის შესახებ.
-2009 წელს ჩავაბარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების და მეცნიერების ფაკულტეეტზე, სადაც დავამთავრე ფსიქოლოგიის ფაულტეტი. ჩემდა საბედნიეროდ, ილიას უნივერსიტეტმა პოლონეთის საელჩოსთან ერთად, გამოაცხადა კონკურსი და პოლონური ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ, მოვხვდი ჩარიცხულთა სიაში, რის შემდეგაც სწავლა პოლონეთში, ქალაქ კატოვიცაში გავაგრძელე, იქ დაგროვილი და ილიას უნივერსიტეტში აღებული კრედიტების ჯამით აღმოვჩნდი მაღალრეიტინგული სტუდენტი სიაშიც და სტაჟირება განვაგრძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად კი, ვმუშაობ ჯანდაცვის სამინისტროში, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტში.
-პარალელურად, მეორეული ტანსაცმლის მცირე ბიზნესიც გაქვს, როგორ მიხვედი ამ იდეამდე?
-თავდაპირველად იმ საკუთარი სამოსის გაყიდვით დავიწყე, რომელიც კარგ მდგომარეობაში იყო და ხალხს მოეწონა ხარისხიანი სამოსის ძალიან დაბალ ფასად შეძენა, მას შემდეგ უკვე, მეორეულ მაღაზიებში ვყიდულობ, ვაწესრიგებ და ისე ვყიდი სოციალური ქსელის მეშვეობით, თუმცა დაბალ ფასებს ამჯერადაც ვინარჩუნებ. მინდოდა, ამ ყველაფერს ქვემოქმედების სახეც ჰქონოდა და საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, შემოსული თანხის 10%-ს აუტისტური სპექტრის წარმომადგენელთა ფონდში ვრიცხავ.
-რამ გადაგაწყვეტინა ამ ყველაფერთან ერთად, ტაქსისტის საქმიანობის შეთავსებაც და როგორ შეხვდნენ შენს ამ ინიციატივას გარშემომყოფები?
-ჩემს სამსახურში სამუშაო საათები, როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, 9 საათზე იწყება და 18:00 საათზე სრულდება, ჩემი მცირე ბიზნესისათვის დროს შაბათ – კვირას ვანაწილებ და შესაბამისად, მინდოდა სამუშაო დღეებში თავისუფალ საღამოს შევსება, მქონდა მართვის მოწმობა და ავტომობილი. ვიფიქრე და ასე შეიქმნა Merik’s Weekend Taxi.
გამიმართლა, რომ ოჯახის წევრებში, მეგობრებში და მგზავრებშიც მიმართლებს, მხარს მიჭერენ და ვგრძნობ მათ გვერდში დგომას, რადგან მათ აბსოლუტურად ადეკვატურად მიიღეს ჩემი გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლიერი ვარ. ხშირად ვიღებ კომპლიმენტებსაც, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენია.
-რამდენად რთულია ახალგაზრდა გოგოსთვის ამდენი საქმის ერთმანეთთან შეთავსება და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-ვიტყოდი, რომ ჩემთვის რთულია უსაქმოდ ყოფნა, ბევრი საქმე კი, პირიქით, ბევრ ენერგიას მაძლევს, იძულებულს ვხდი საკუთარ თავს უფრო მობილიზებული ვიყო. ყოველ დილით ვწერ თუ რა მაქვს კონკრეტულ დღეს გასაკეთებელი და ეს საქმეს ამარტივებს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ისინი ძირითადად ჩემს მცირე ბიზნესს „MERIK’S WEEKED TAXI-ისა“ და ჩემს განათლებას უკავშირდება, თუმცა, მივიჩნევ, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი არ ღირს, სანამ რეალური საფუძველი არ ჩაეყრება მათ.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოსაქართველო

მსოფლიოში წარმატებული ქართული კომპანია “CROSTY”

ბრენდის ისტორია დაიწყო საქართველოში, სადაც ფეხსაცმლის მასობრივი წარმოება აქამდე არ არსებობდა. ახალგაზრდა ძმებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კედები.
საჭირო იყო, რომ დაეკმაყოფილებინათ წარმატებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეძებენ ახალ თავგადასავლებს, მიისწრაფვიან განვითარებისკენ, იბრძვიან სრულყოფისა და თავისუფლებისთვის. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ კარგი ხარისხის უბრალო კედები, რომლებიც 15–40 წლამდე ადამიანებისთვის იქნებოდა გათვლილი.
შემდეგ იფიქრეს, რომ პროდუქტი უცხოურ ბაზარზე უფრო დიდ წარმატებას მოუტანდათ და საქართველოში დაწყებს მაგივრად მათ პროდუქტი ექსპორტზე გაიტანეს, სადაც საკმაოდ ძვირი ფასი დაადეს, რამაც გაამართლა და კომპანიას გარკვეული წარმატება მოუტანა. ისინი გეგმავენ, რომ ახლო მომავალში ქართულ ბაზარზეც შემოიტანონ პროდუქტი.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

წარმატებული ქართული კოპანიის – „CROSTY–ის” შესახებ

ბრენდის ისტორია დაიწყო საქართველოში, სადაც ფეხსაცმლის მასობრივი წარმოება აქამდე არ არსებობდა. ახალგაზრდა ძმებმა გადაწყვიტეს შეექმნათ კედები.
საჭირო იყო, რომ დაეკმაყოფილებინათ წარმატებული ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ეძებენ ახალ თავგადასავლებს, მიისწრაფვიან განვითარებისკენ, იბრძვიან სრულყოფისა და თავისუფლებისთვის. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ კარგი ხარისხის უბრალო კედები, რომლებიც 15–40 წლამდე ადმაიანებისთვის იქნებოდა გათვლილი.
შემდეგ იფიქრეს, რომ პროდუქტი უცხოურ ბაზარზე უფრო დიდ წარმატებას მოუტანდათ და საქართველოში დაწყებს მაგივრად მათ პროდუქტი ექსპორტზე გაიტანეს, სადაც საკმაოდ ძვირი ფასი დაადეს, რამაც გაამართლა და კომპანიას გარკვეული წარმატება მოუტანა. ისინი გეგმავენ, რომ ახლო მომავალში ქართულ ბაზარზეც შემოიტანონ პროდუქტი.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

პირველკურსელი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს

ლევან აბულაძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტის გუნდთან ერთად ხელოვნური ინტელექტის პროექტზე აქტიურად მუშაობს. პროექტის დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ის თავად გვიამბობს.

-ლევან, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პროექტი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელზეც მუშაობ?
– 2017 წლის სექტემბრიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა დაიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებაში ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტის შექმნას. მე და მიხეილ ბატიაშვილმა გავაგრძელეთ პროექტზე ერთობლივი მუშაობა და „HP-ის“ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის დახმარებით, შევქმენით ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ვასწავლეთ სხვადასხვა ბიზნესმიმართულება. ინტელექტის მიზანი იყო ლექტორისთვის ასისტირების გაწევა, შედეგად ჩავრთეთ სწავლების პროცესში, სადაც წარმატებით გაართვა თავი საკუთარ მოვალეობებს.
-რა გამოხმაურება მოჰყვა თქვენ მიერ შექმნილ ხელოვნურ ინტელექტს?
-2018 წლის იანვარში ჩვენი ხელოვნური ინტელექტი წარვადგინეთ ლონდონის განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენაზე, სადაც ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. ეს არის ხანგრძლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურ ინტეგრირებას ადამიანის საქმიანობაში. იგი ადამიანთან ინტერაქციით გაამარტივებს განათლებასა და ბიზნესსაქმიანობას.
ამ მომენტისთვის დაინტერესება დიდია და ‘,,განათლების ეროვნული ცენტრისთვის’’ ვქმნი ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც აბიტურიენტებს გაუმარტივებს ინფორმაციის მოპოვებას გამოცდების შესახებ. ასევე, აპრილის თვიდან ვიწყებ მუშაობას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განხრით. შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომლის მიზანიც იქნება ადამიანების გათვიცნობიერება სამედიცინო საკითხებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და დახმარების გაწევა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორად წარმართვაში. -როდის და რატომ დაინტერესდი აღნიშნული სფეროთი?
-ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დიდი ინტერესი მქონდა ტექნოლოგიებისადმი. ყოველდღიურად ვაკვირდებოდი მის განვითარების პროცესს, რის შედეგადაც დავინტერესდი ხელოვნური ინტელექტის სფეროთი და დავიწყე მისი შექმნის შესწავლა.
ხელოვნური ინტელექტი, ეს არის მომავლის ტექნოლოგია. ზოგადად, როდესაც ხელოვნურ ინტელექტზე ვსაუბრობთ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ,,ციფრული უკვდავება’’, რომელიც აზრებსა და ცოდნას აძლევს მუდმივად არსებობის საშუალებას. დღესდღეობით, მას არ შეუძლია კომპლექსური საკითხების გადაჭრა, თუმცა აქვს კონკრეტული პრობლემის მოგვარების უნარი. რეალურად, ხელოვნური ინტელექტი არის ადამიანის მომავლის ტექნოლოგია, რომელსაც დიდი როლი უკავია კაცობრიობის განვითარებაში.
-საინტერესოა, შენი სამომავლო გეგმები.
– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იგეგმება ,,თი ბი სი’’ ბანკთან თანამშრომლობა, შეიქმნება ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც უამრავი საფინანსო თუ ბიზნესტერმინი ეცოდინება და რომელსაც შეეძლება შიდათანამშრომლების გადამზადება. ეს ყველაფერი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება. ზოგადად, მაქვს სურვილი ხელოვნური ინტელექტი დავნერგო ყველა სფეროში და დაგეგმილი მაქვს ამ ყველაფრის გლობალურად გატანა. მიმაჩნია, რომ ჩემი ამ საქმიანობით საკუთარ წვლილს შევიტან კაცობრიობის განვითარებაში.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმანქანათმშენებლობატექნოლოგიებიტრანსპორტი

,,ბენტლიმ“ პირველი ჰიბრიდი გამოუშვა

მსოფლიოს ავტომობილთა ინდუსტრია არ განიცდის ჰიბრიდებისა და ეკოლოგიურად შედარებით სუფთა მანქანათმწარმოებელი კომპანიების სიმცირეს, მაგრამ არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ თითქმის ყველა კომპანიას სურს, თავისი მოდელი გამოუშვას, ბოლო დროს ხშირია წამყვანი კომპანიების მიერ ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება.

კომპანია ,,ბენტლიმაც“ გამოუშვა თავისი ჰიბრიდული მოდელი, რომელიც საკმაოდ მძლავრი მოცულობის ძრავით გამოირჩევა და შესამჩნევია ასევე წვაც, ავტომობილი 3 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე, რაც ძალიან ეკონომიურია და საზოგადოების ინტერესებს დააკმაყოფილებს.

მომხმარებლები არა მხოლოდ გარეგნობას აქცევენ ყურადღებას, არამედ გასათვალისწინებელია მონაცემები და ინოვაციური  მიდგომები, რომლებიც დღევანდელ სამყაროში დამკვიდრების საშუალებას მისცემს ახალ პროდუქტს.

წყაროCNN.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 28 29 30 31 32 59
Page 30 of 59