,,Apple-ი” წელს 3 ახალი სმარტფონის, მათ შორის – ყველაზე დიდი iPhone-ს გამოშვებას გეგმავს. მართალია, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, მაგრამ მსხვილი მედიასაშუალებები სანდრო წყაროებზე დაყრდნობით საუბრობენ.
ამავე წყაროების ინფორმაციით, ახალ სმარტფონებს შორის iPhone X-ის განახლებული ვერსიაც იქნება.
ახალ სმარტფონს, სავარაუდოდ, Face ID-ი ექნება. რაც საინტერესოა – იგეგმება 2-სიმიანი მობილური ტელეფონის გამოშვება.
სავარაუდოდ, ახალი სმარტფონების პრეზენტაცია ტრადიციულად შემოდგომაზე შედგება.
წყარო: Bloomberg
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”