close

ბიზნესი

ბიზნესიეს საინტერესოა

რამდენიმე ნიშანი, რაც მიგითითებთ, რომ ქორწინებისთვის მზად არ ხართ

ქორწინება ზოგადად ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, როდესაც თქვენს ცხოვრებას უკავშირებთ მეორე ნახევარს და ფიქრობთ, რომ მასთან ერთად მთელ დარჩენილ წლებს გაატარებთ.

ქორწინება სიყვარულის გარეშე თავიდანვე განწირულია, მრავლადაა მსგავსი ოჯახები, რომლებიც დიდხანს ვერ უძლებენ ცხოვრებისეულ სირთულეებს და ინგრევიან.

ოჯახის შექმნამდე ადამიანებმა უნდა გაიარონ სამზადისი, მათ უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეთ მომავალში კარგაი ანაზღაურების მქონე სამუშაო, რომელიც გარანტი იქნება მათი სამომავლო დალხენილი ცხოვრებისა, აუცილებელია წყვილს ერთმანეთი უყვარდეს.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა რამდენიმე ნიშანი, თუ რატომ არ ხართ ქორწინებისთვის მზად:

  1. თქვენ გაქვთ საიდუმლოებები;
  2. გაქვთ არაკომფორტული დამოკიდებულება რაიმეს მიმართ ანუ დამოკიდებული ხართ რამეზე;
  3. დროს ატარებთ მეორე ნახევართან არასწორი მიზნების, მიზეზების გამო.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

რატომ უნდა ვეცადოთ ხშირად განმარტოვებას?

ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, თითოეულ პიროვნებას საკუთარი აზრი აქვს ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ინდივიდები ვერ ახერხებენ თავიანთი დამოკიდებულებების სწორად გამოხატვასა და ჩვენებას.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა სტატია, სადაც წაიკითხავთ, თუ რისთვისაა საჭირო მარტოობა, რაში გვეხმარება იგი, როგორც ცნობილია, ერთ–ერთი წიგნის, „უხელმძღვანელე საკუთარ თავს“ წაკითხვის შემდეგ, რესპონდენტმა გაუზიარა თავისი აზრი მკითხველს, რომ თუ ადამიანი ისეთ გარემოცვაშია, რომ საკუთარ აზრს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ასაჯაროებს, შესაძლებელია ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოს.

ადამიანი როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან, ფიქრობს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის უმნიშვნელოვანესია და ეძებს გადაჭრის ხერხებს. სიმშვიდე, მხოლოდ ერთი პიროვნება და მისი აზროვნება ხშირად საწინდარია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობას უზღუდავს

ბრიტანეთის უმსხვილესმა საბანკო ჯგუფმა – ,,Lloyds Banking Group Plc-მა” (LLOY.L) განაცხადა, რომ მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებელს შეზღუდული ექნება ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა.

,,Lloyds Bank-ი”, შოტლანდიის ბანკი, ,,Halifax and MBNA-ი” ვაცხადებთ, რომ არ მივიღებთ საკრედიტო ბარათით ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც კრიპტოვალუტის ყიდვასთანაა დაკავშირებული,”- განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

ბრიტანეთის უმსხვილესი გირავნობის კრედიტორი  მისი საკრედიტო ბარათის მომხმარებლებს ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას შეუზღუდავს, რათა თავიდან ააცილოს მოსალოდნელი ფინანსური ზარალი.

ორშაბათიდან კომპანია მომხმარებლებს დაუბლოკავს საკრედიტო ბარათით ბიტკოინის ყიდვის მცდელობას. თუმცა, ისინი ამ საბანკო ოპერაციის შესრულება სადებეტო ბარათით შეძლებენ.

კომპანია შიშობს, რომ საკრედიტო ბარათის მფლობელები ბიტკოინებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მაშინ შეიძენენ, როცა ფასი აიწევს, თუმცა ამის ნაცვლად ფინანსურ ზარალს ნახავენ, როცა ამ კრიპტოვალუტის ფასი დავარდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა – ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის გამოყენებას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, რომ ის კრიმინალებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

ციფრული ვალუტის ფასი პარასკევს საგრძნობლად დაეცა, ბიტკოინის ასეთი გაუფასურება 2013 წლის შემდეგ პირველად გამოვლინდა.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

საბავშვო წიგნები, რომლებმაც წარმატებულ ადამიანებზე გავლენა მოახდინეს

წიგნი ადამიანის ცხოვრების თანმხვედრი ნაწილია, რომელიც გვეხმარება სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს წარმოდგენა და სიღრმისეულად შევიცნოთ, ამა თუ იმ პერსონაჟის სახე, მისაღებია იგი ჩვენთვის თუ  – არა. წიგნი გვეხმარება სწორად ვიაზროვნოთ, ტვინის უჯრედებს ანვითარებს და უკეთესად აზროვნებასა და მეტყველებას უწყობს ხელს.

საბავშვო წიგნებმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყველას წაკითხული, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლიც კი ითამაშონ. ყველა ადამიანს აქვს საყვარელი წიგნი ბავშვობიდან, წარმატებული ადამიანები ძალიან აფასებენ და დიდ ყურადღებას აქცევენ წიგნებს.

,,ბიზნეს ინსაიდერი” გთავაზობთ რამდენიმე საუკეთესო წიგნს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს წარმატებული ადამიანების ცხოვრებაზე:

  1. „ჰარი პოტერი“
  2. „პატარა პრინცი“
  3. „ბართლომეო კუბინსის 500 ქუდი“
  4. „ფანტასტიკური მისტერ მელია“
  5. „მანდ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ – მარგარეტი“.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ბიტკოინი გაუფასურებას განაგრძობს

ციფრული ვალუტა, რომელმაც დეკემბერში პიკს მიაღწია (20 000 დოლარამდე ავიდა), გაუფასურებას კვლავ განაგრძობს – არსებული მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 9 000 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო მისი კაპიტალიზაცია 405 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ეთერიუმმა ღირებულების 18%, რიპლმა კი – 27% დაკარგა. მსგავსი სიტუაციაა თითქმის ყველა ვალუტის მიმართ.

სავარაუდო მიზეზი რამდენიმეა: მაგალითად, Microsoft-მა საგადახდო მხარდაჭერა შეაჩერა, Facebook-მა – რეკლამირება, ხოლო სამხრეთ კორეამ – კრიტოვალუტის ანონიმური ფლობა.

 

 

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ახალი „აიფონის“ ფასი იკლებს

მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ „ეპლის“ კომპანიამ ახალი, ისტორიაში ყველაზე ინოვაციური მოდელი გამოუშვა, რომელიც წინა პროდუქციისგან როგორც გარეგნულად, ასევე – პროგრამულადაც განსხვავდება და ცალსახად უკეთესია.

გამოშვებისთანავე პროდუქციის ფასი იმდენად მაღალი იყო, რომ ბევრისთვის მისი შეძენა წარმოუდგენელიც კი აღმოჩნდა, ,,ბიზნეს ინსაიდერის” ცნობით „ეპლის“ ერთ–ერთმა წამომადგენელმა თქვა, რომ ახალი მოდელის ფასი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო, გამოშვებისთანავე 1000 ამერიკული დოლარი ღირდა.

ექსპერტების აზრით, ახალი პროდუქტის გაყიდვების შემცირება გარკვეულწილად მისმა ცოტა არ იყოს არარეალურმა ფასმაც კი გამოიწვია, რადგან იგი მხოლოდ ფინანსურად მაღალი ფენისთვის იყო განკუთვნილი.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

მნიშვნელოვანი რჩევები ფულზე მსოფლიოში ცნობილი მილიარდერებისგან

ფულმა დღევანდელ სამყაროში ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა, თითქოს ადამიანი მის გარეშე უკვე აღარ ფასობს, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცხოვრების მიზანს ფულის შოვნა წარმოადგენს, რაც შიძლება ბევრისთვის არ იყოს მისაღები, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ – ფული უდავოდ საჭიროა.

თქვენი ფულის მართვა, ისევე როგორც ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებაშიც – ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია მისი ფასის ცოდნა, ყოველი ადამიანისთვის ძირითადი საფიქრალი არის, თუ როგორ უნდა გავზარდოთ ჩვენი კაპიტალი და გავუფრთხილდეთ მას.

ონლაინჟურნალ Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე ცნობილი ადამიანის რჩევა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ფულთან:

  1. ,,დააბანდეთ ფული საკუთარ თავში ანუ ეცადეთ თქვენს განვითარებას მოახმაროთ იგი” –ბილ გეითსი;
  2. ,,დაიწყეთ ადრე და იყავით მტკიცე, ურყევი” – კარლოს სლიმი;
  3. ,,არ ისესხოთ ფული” – ვარენ ბაფეტი;
  4. ,,დაიმახსოვრეთ, რომ ფულს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია”– ჯეკ მა.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

,,ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე”- იოჰან გოეთე

,,ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე”-  იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაფსიქოლოგია

როგორია წარუმატებელი ადამიანის ჩვევები

ცუდი ჩვევები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ  შეიძლება თქვენი ცხოვრებისთვისა და კარიერისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს.

რა თქმა უნდა, არავინაა სრულყოფილი. ძირითადად ცუდი, მავნე ჩვევები ყოველდღიური პრობლემებიდან გამომდინარეობს ხოლმე. თუ თქვენ გაიაზრებთ, რომ მავნე ჩვევებს თქვენთვის სასიკეთო არაფერი არ მოაქვთ, მაშინ თქვენთვითონვე გადაჭრით პრობლემას და არც არაფერზე გექნებათ სანერვიულო.

მაგრამ, ხშირ შემთხვევებში, მანვე ჩვევები მაინც იჩენენ ხოლმე თავს, ,,ბიზნეს ინსაიდერმა” მკითხველს შესთავაზა 5 ყველაზე მავნე ჩვევა, რაც წარუმატებელ ადამიანებს ახასიათებთ:

  1. ყველაფერზე ნელა რეაგირება, სიზარმაცე;
  2. უკმაყოფილება;
  3. მეტისმეტეად ბევრის ხარჯვა;
  4. ყველაფრის გადადება, დაყოვნება;
  5. ტყუილები.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ეფექტური ხელმძღვანელის შვიდი საკვანძო უნარი

ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება, ხვალ ის ზუსტად ისეთი აღარ იქნება, როგორც დღეს. ბიზნესის მართვა მხოლოდ წარსული გამოცდილების საფუძველზე მისი დაღუპვის ტოლფასია. შვიდი საკვანძო უნარი, რომელსაც ყოველი ხელმძღვანელი უნდა დაეუფლოს, გულისხმობს ამოცანათა წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელი ქცევის პრინციპებს.

ეს შვიდი უნარი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს სიტუაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასე ფიქრობს კომპანია „Honeywell International-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი – ლარი ბასიდი (Larry Bossidy).

შვიდი საკვანძო უნარი, რომელსაც ყოველი ხელმძღვანელი უნდა დაეუფლოს, გულისხმობს ამოცანათა წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელი ქცევის პრინციპებს. ეს შვიდი უნარი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს სიტუაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
1. იცნობდე თანამშრომლებს და საკუთარ ბიზნესს.

ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ბიზნესის საკუთარი სფეროს საფუძვლიანი ცოდნა ანუ ამ სფეროში მიმდინარე პროცესების არსის ბოლომდე წვდომა, რაც სცილდება მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშის წაკითხვის უნარს.
თანამედროვე რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი თანამშრომლების სწორად შეფასება და ობიექტური უკუკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენის უნარის, აზრისა და იდეების (მაშინაც კი, როცა ის ნაკლებად საინტერესოდ გეჩვენება) გათვალისწინების უნარის განვითარება. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თანამშრომლებს და მიხვდებით, ვის არ აშინებს დაბრკოლება, ვინ არის მზად განახორციელოს სტრატეგიული გეგმები. ამასთანავე, შეძლებთ უფრო ზუსტად იმის შეფასებას, მზად არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია არახელსაყრელ პირობებში რადიკალური ცვლილებისათვის, აგრეთვე უკეთეს პოზიციაზე გასასსვლელად მაშინ, როცა სიტუაცია მოწესრიგდება.
გარდა ამისა, საჭიროა, რომ თქვენი თანამშრომლებიც კარგად გიცნობდნენ. როცა ბიზნესი რაიმე გამოწვევის წინაშე დგება, აუცილებელია, რომ თანამშრომლები გრძნობდნენ ხელმძღვანელის შეუპოვრობას, სიმტკიცეს. ხელმძღვანელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი მიუკერძოებელი და გაუფილტრავი ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლები მუდმივად „იჭერენ” ხელმძღვანელობისაგან მომავალ სიგნალებს. ნებისმიერი უმნიშვნელო სიგნალიც კი მყისიერად აღიქმება და განიმარტება, თანაც ეს განმარტება ყოველთვის სწორი როდია.
2. რეალიზმი.

ბიზნესგარემო მუდმივად იცვლება, ხვალ ის ზუსტად ისეთი აღარ იქნება, როგორც დღეს. არავინ იცის, დიდხანს გაგრძელდება თუ არა დაცემა, როგორ წარიმართება აღდგენის პროცესი. რეალისტი პირობების განუსაზღვრელობას აღიარებს. გაუთვალისწინებელი მოვლენები მუდმივად ცვლის სტატუს-კვოს, ამიტომ ყველაფრის დაჯერება ან ბიზნესის მართვა მხოლოდ წარსული გამოცდილების საფუძველზე ამ ბიზნესის დაღუპვის ტოლფასია.
განუსაზღვრელ პირობებში ცხოვრება შესაბამის მოქმედებას მოითხოვს. სტრატეგიული გეგმა მაინც შესასრულებელია, მაშინაც კი, როცა შექმნილი ვითარების გამო ის შეიცვალა. არ არის საკმარისი მხოლოდ ანგარიშების მიღება და შესწავლა, აუცილებელია ადგილზე ინფორმაციის შეგროვება და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება უშუალოდ გაყიდვის ადგილას.
გარდა ამისა, იყო რეალისტი ნიშნავს, რომ გაქვს მკაფიო წარმოდგენა გარე სამყაროში, შენი ბიზნესის მიღმა, შექმნილ ვითარებაზე, მზად იყო მოარგო შენი ბიზნესი შეცვლილ რეალობას. აუცილებელია იმის შეფასება, თუ რომელი გამოწვევა კრიტიკულია შენი ბიზნესისათვის, აგრეთვე გააცნობიერო, რომელს არ უნდა გაუმკლავდე.
3. მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრა.

დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრის უნარის მუდმივი გამოცდაა. მაგალითად, 2008 წელს ბევრი კომპანიის პირველი რიგის ამოცანა იყო ფულადი სახსრების სწორი განკარგვა. დღეს კი კიდევ საჭიროა რისკების სწორად მართვა პრიორიტეტების განსაზღვრა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს შორის, რაც სერიოზულ კომპეტენტურობას მოითხოვს. არადა ხშირად ხელმძღვანელი არასწორად სვამს მიზნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს რეალისტურად იმის შეფასებას, შეძლებს თუ არა მისი პერსონალი ამ მიზნების მიღწევას. მიზნების სწორად ჩამობალიბება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამის შემდეგ ხომ კომპანიის პერსონალმა დასახული უნდა განახორციელოს. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელია პრიორიტეტებისა და საკონტროლო წერტილების მკაფიოდ განსაზღვრა.
4. სისტემატური კონტროლის დაწესება შესრულებაზე.

გეგმებისა და ამოცანების შესრულების ეს სავალდებულო ეტაპი იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველამ კარგად იცის, ვის რა ევალება და როგორია საკონტროლო წერტილები დასმული მიზნის მიღწევის გზაზე. თუ ამას არ გავაკეთებთ, შემსრულებელი საერთო საქმეში საკუთარ როლს მკაფიოდ ვერ გააცნობიერებს. საკონტროლო წერტილებს შორის ინტერვალი შეძლებისამებრ შესამცირებელია, ეს ამცირებს გეგმისაგან ჩამორჩენის ალბათობას. აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება სწრაფად და დეტალიზებული ფორმით, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს სტრატეგიის რეალიზაცია. იმისათვის, რომ კონტროლი შესრულებაზე ეფექტური იყოს, სიტუაციის ანალიზს უცილობლად ქმედება უნდა მოჰყვეს. რა აზრი აქვს საშიშროების გაცნობიერებას, თუ არ გყოფნის გამბედაობა ხმამაღლა განაცხადო ამის შესახებ?!
5. წარმატებული თანამშრომლების წახალისება.

წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია გეგმის შესრულებისათვის. მაგრამ ხშირია წახალისება ხანმოკლე შედეგისათვის, ზოგჯერ კი წახალისებულია საეჭვო შედეგი. მაგალითად, დიდი ბონუსის მიღების მიზნით ბანკის თანამშრომელმა შეიძლება მეტი სარისკო გარიგება დადოს.
წარმატებულ თანამშრომელთა სათანადოდ წასახალისებლად ჯერ საჭიროა იმის გარკვევა, თუ ვინ უნდა იქნეს მიჩნეული წარმატებულად. წარმატებული თანამშრომელი ისაა, ვინც ჯეროვნად ასრულებს მის წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებს. მიზნების ნაწილი თავისი არსით ხანმოკლეა, რაც წახალისების სისტემით უნდა იქნეს გათვალისწინებული. არსებობს გრძელვადიანი მიზნებიც, როცა გარკვეული დროის განმავლობაში არ ვიცით, მოხერხა თუ არა მათი მიღწევა. ამიტომ ასეთ მიზნებზე მომუშავე თანამშრომელთა წახალისება უნდა მოხდეს შედეგის დადგომის შემდეგ, მაგრამ ამ წახალისების (ანაზღაურების) ნაწილი გაცემულ უნდა იქნეს მანამდე, შუალედური მიზნების მიღწევის კვალობაზე. თუ მიზნები გრძელვადიანი პერსპექტივისათვის არის გათვლილი, კომპანიამ კომპენსაცია უნდა გასცეს ამ მიზნების მიღ¬წევის შემდეგ, ვინაიდან მხოლოდ მიზნის მიღწევის შემდეგ კომპანია შეძლებს თი¬თოეული შემსრულებლის წვლილის სრულად შეფასებას. კომპანიის ხელმძღვანელი მოვალეა დანერგოს წარმატებული თანამშრომლისათვის ადეკვატური წახალისების (ანაზღაურების) სისტემა.
6. თანამშრომელთა უნარების განვითარება.

ძნელბედობის ვითარებაშიც კი მოიძებნა კომპანიის მომავალში ინვესტირების საშუალება. ამის ერთ-ერთი გზა არის თანამშრომელთა დამატებითი სწავლება და ტრენინგი. არახელსაყრელ ვითარებაში, როცა გიჭირთ პერსპექტიულ თანამშრომელთა დაწინაურება, მაინც მოიძებნებაუნდა მოიჯებნოს მათი უნარ-ჩვევების განვითარების, ცოდნის გაღრმავების ხერხი, რაც, სხვათა შორის, მათი შესაძლებლობების შეფასების საშუალებასაც იძლევა. ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალუძთ წინააღმდეგობასთან გამკლავება და ხალისის, ოპტიმიზმის შენარჩუნება: ძნელია ჭუჭუნა ან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის იმედი გქონდეს.
7. თვითშემეცნება.

როგორც ცხოვრება აჩვენებს, კომპანიის უმაღლესი თანამდებობის დაკავების შემდეგ ხელმძღვანელი ან საკუთარ თავზე მუშაობს და ვითარდება, ანდა მხოლოდ საკუთარი როლით ტკბება. მაგრამ მაშინაც კი, როცა გენერალური დირექტორი ვითარდება, როგორც პიროვნება, მას მაინც ემუქრება სინდრომი „უფროსი ყოველთვის მართალია”, რომელიც ახრჩობს ნებისმიერ საქმეში ესოდენ საჭირო კამათსა და დისკუსიას. ამიტომ მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა, რათა დაიოკოთ საკუთარი „ეგო” და შეძლოთ იმის აღიარება, რომ გარკვეულ საკითხებში არც თუ ისე კომპეტენტური ხართ. ეს გჭირდებათ არა მარტო იმიტომ, რომ სპეციალისტთა აზრი აღმოფხვრის ხარვეზს თქვენ ცოდნაში, არამედ იმიტომაც, რომ ამ უნარის მეშვეობით შეძლებთ კონტაქტის დამყარებას იმ თანამშრომლებთან, ვინც მზად არის და არ ეშინია გაცნობოთ განსხვავებული აზრი თუ ცუდი ამბავი.

წინსვლა
ხელმძღვანელი, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას პოულობს და ცვალებადი ვითარების პირობებში ახერხებს თავისი ორგანიზაციის დაწინაურებას, უცილობლად მიიღებს კუთვნილ ჯილდოს. ლიდერს, რომელსაც თავისი კომპანია წარმატებისაკენ მიჰყავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება ახასიათებს. მან იცის ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია და რაც უნდა იცოდეს. ის მუდმივად სწავლობს, აღრმავებს თავის ცოდნას. მას ახასიათებს განსაკუთრებული მოქნილება და ახალი პირობების მიმართ სწრაფი შეგუების უნარი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმძღვა¬ნელლბის პოზიტიური სტილი, რომელიც აღძრავს ენერგიასა და ხალისს იმათში, ვინც მიჰყვება მას და მოძრაობს მასთან ერთად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 31 32 33 34 35 59
Page 33 of 59