close

ბიზნესი

ბიზნესი

 საიდუმლო ბიზნესის წარმატებისთვის

ბიზნესი ადამიანთა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მის გარეშე ვერავინ იარსებებდა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესმა ყველა სფერო მოიცვა და საქმიანობათა უმრავლესობა პირდაპირ თუ ირიბად – მას უკავშირდება.

ბიზნესის მთავარი იდეოლოგია არის, რომ ადამიანმა უნდა შეძლოს ნებისმიერი ნივთის ნებისმიერ ფასად გაყიდვა, თუ ეს პირობა სრულდება, ნებისმიერ შემთხვევაში, ბიზნესი წარმატებულია.

Entrepreneur.com–მა შემოგვთავაზა  მოსაზრებები, რომლებიც წარმატების საწინდარია:

  1. შექმენით რაიმე მართლაც საჭირო ანუ საზოგადოებას მიაწოდეთ რაიმე ისეთი ინოვაცია, რომლის საჭიროებაშიც თავად დარწმუნდებიან.
  2. გააუმჯობესეთ სხვა ადამიანების ცხოვრება, გაუადვილეთ მათ ყოველდღიურობა.
  3. ფოკუსირდით პოზიტიურობაზე ანუ ეცადეთ იყოთ ყოველთვის პოზიტიურები.
  4. იხელმძღვანელეთ კანონებით, მათ გარეშე წინსვლა გაგიჭირდებათ.

წყარო:  Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამედიცინა

რატომ არ შეიძლება ბევრი ვარჯიში?!

ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების წესს გულისხმობს და ადამიანს ეხმარება იყოს საუკეთესო ფორმაში, ასევე – ფსიქოლოგებისა და ექპერტების ცნობით, ადამიანის ხასიათის ფორმირებას უწყობს ხელს.

აუცილებელია გაითვალისწინოთ ინსტრუქტორის რჩევები, რათა შედეგიანი იყოს თქვენი ვარჯიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სავალალო შედეგი მიიღოთ. ბოლო დროს ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, როდესაც ადამიანები, რომლებმაც არ იციან როგორ გადაანაწილონ ძალისხმევა ყოველდღიურად იმეორებენ ერთი და იმავე ძალისხმევის ვარჯიშებს, რაც მათ წინსვლაში არანაირად არ უწყობს ხელს.

ყოველდღიური ვარჯიში აუცილებელია, მაგრამ სწორად უნდა გადავანაწილოთ დრო და სავარჯიშოები, ასევე -მკაფიოდ უნდა დავისახოთ მიზანი, რომლისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასაქართველოტექნოლოგიები

,,ვიბრძვი, რომ დღესვე გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ხვალ ვიქნებოდი” – ქართველი სტუდენტი, რომელიც ,,facebook-ში” იმუშავებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტი, რომელიც კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია, ,,Facebook-ის” თანამშრომელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ლუკა ,,ფეისბუკმა” 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე დეველოპერად მიიწვია. ,,დოქტრინა” გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

– ‬უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევით თქვენ შესახებ.

-დავამთავრე ქალაქ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა. პროგრამირება მეხუთე კლასში დავიწყე. სკოლის დამთავრების შემდეგ გავხდი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პირველი კოჰორტის სტუდენტი თბილისში. მეათე კლასიდან დავიწყე და შევქმენი 8 სტარტაპი, რომელთაგანაც 2 დღესაც აქტიურად მუშაობს. ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში ვიმუშავე 10 სხვადასხვა წამყვან კომპანიასა და სახელმწიფო სტრუქტურაში. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე დეველოპმენტის სხვადასხვა სფეროში. ამჟამად ვიმყოფები ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში.

– ‬თქვენი პროფესიის შესახებ გვესაუბრეთ, უპირატესობებზე, პერსპექტივებზე, ნაკლოვანებებზე.

-მიყვარს პროგრამირება, ყოველ ჯერზე ისეთი პროგრამის შექმნა, რომელსაც დამოუკიდებლად აზროვნება და ადამიანისთვის დახმარების გაწევა შეუძლია, თავისთავად სასიამოვნოა. მივიჩნევ, რომ დღევანდელი ცხოვრება ამ სფეროს გარეშე წარმოუდგენელია, ნებისმიერ საქმიანობაში პროგრამირების დახმარებით გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევა შეიძლება. ვფიქრობ, სწორედ ეს სფერო არის დღეს ყველაზე სწრაფად განვითარებადი და, შესაბამისად, ყველაზე პერსპექტიულიც. ნაკლოვანება, რომელიც მახსენდება, ამავდროულად ეშხსაც სძენს ამ სფეროს. იმისთვის, რომ იყო ძლიერი პროგრამისტი, მუდმივად უნდა განვითარდე და ფეხი აუწყო თვითონ ამ სფეროს განვითარებას. გაჩერების შემთხვევაში ის ცოდნა, რომელიც გქონდა, ფასს კარგავს, მაგრამ ჩემთვის მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესი დიდი სიამოვნების მომტანია.

-‬როგორც ვიცით, საზღვარგარეთ სწავლობთ, ალბათ, შეამჩნევდით განათლების სისტემაში სხვაობას. აღნიშნულზე რომ გვესაუბროთ. როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობა აქვს საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას?

-ვარ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოში ვსწავლობ, უბრალოდ მესამე კურსზე ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ვაგრძელებ ცოდნის მიღებას. მგონია, რომ უცხოეთში მიღებული განათლების მთავარი უპირატესობაა ის მრავალწლოვანი გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთის სასწავლო სისტემებს, მაგალითად, ამერიკელებს აქვთ. გარდა ამისა, ვფიქრობ, საერთო შედეგზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც ადამიანი ამა თუ იმ რამეს სწავლობს.

– მოგვიყევით თავისუფალ დროს რით ხართ დაკავებული.

-ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. ვარ ფოტოგრაფი, მოგზაური, ნატურალისტი და ექსტრემალური თავგადასავლების დიდი მოყვარული. მაგრამ თავისუფალ დროს ყველაზე საყვარელი საქმიანობა მაინც ფიქრია. ძირითადად, მომავალზე ვფიქრობ და ვცდილობ, მოვლენების სხვადასხვა განვითარებისთვის ჩემი მიზნებისკენ მიმავალი გზა დავგეგმო.

-‭‬როგორც ვიცით, ,,facebook-მა” მიგიწვიათ სამუშაოდ, საიდან გაიგეს თქვენ შესახებ?

-კალიფორნიაში ჩამოსვლისას ,,Facebook-ის” რეკრუიტერები შემეხმიანენ, მითხრეს, რომ დაინტერესებულები იყვნენ ჩემით და მიმიწვიეს ტექნიკურ ინტერვიუზე. დიდი ალბათობით, სწორედ ორი ტექნიკური ინტერვიუს შედეგმა გამოყო ჩემი აპლიკაცია სხვა აპლიკანტებთან შედარებით, რადგან ყველა მოცემული ტექნიკური დავალება მოცემულ დროზე მნიშვნელოვნად მალე დავამთავრე. ბოლო ინტერვიუდან 1 კვირაში კონტრაქტიც გამომიგზავნეს და მიხარია, რომ 2018 წლის ზაფხულში ,,Facebook-ის” მთავარ ოფისში ვიმუშავებ.

-‬სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად გვესაუბრეთ, როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება მომავალში ლუკა ლომთაძე? რა არის მაქსიმუმი, რისთვისაც იბრძვით?

-არასდროს მიფიქრია ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. რაიმე რომც წარმოვიდგინო, დარწმუნებული ვარ, ოდნავ მეტი შრომით უფრო მეტს მივაღწევ.იბრძვი, რომ დღესვე გავხდე იმაზე ძლიერი, ვიდრე ხვალ ვიქნებოდი. ვიცი, რომ ერთადერთი რამ, რაშიც შეზღუდული ვარ, არის დრო და არ მინდა, არცერთი წუთი დავკარგო. ეს ბრძოლა სიამოვნებას მანიჭებს. მომავალს რაც შეეხება, არაფერს გამოვრიცხავ, ვიცი, რომ იქ ვიქნები, სადაც საჭირო იქნება, ოჯახში მყოფი სუპერმამიდან დაწყებული ქვეყნის პარლამენტში პოლიტიკოსობით დამთავრებული.

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრია”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიებიტურიზმი

რა არის ,,უბერი”? – მოგზაურებისთვის საჭირო ინფორმაცია

,,უბერი” არის კომპანია, რომელიც არ თუ ისე დიდი ხნის წინ შეიქმნა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, ეს არის მომსახურება, რომელიც ერგება ყველა ქვეყანას, ძირითადად, გათვლილია ტურისტებზე, რადგან უცხო ქვეყანაში ჩასვლისას რთულია თავიდანვე გაერკვე იქაური სამარშრუტო ტაქსის მომსახურეობაში, ,,უბერი” კი არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს გადაადგილებას – როგორც მოკლე ასევე დიდ დისტანციაზეც.

მომხმარებლებმა იციან, რომ ,,უბერიდან” გამოძახებული სამარშრუტო ტაქსი აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილზე და გადასახდელ თანხასაც არ მოითხოვს ბევრს, ამიტომ, ყველასთვის მისაღებია, ვისაც სამარშრუტო ტაქსით გადაადგილება მოსწონს.

 

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

3 რამ, რისი სხვაგვარად გაკეთებაც თქვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს შეცვლის

მეცნიერული დასკვნები გვაჩვენებს, რომ ყველა ინდივიდის ხასიათი საკუთარ პიროვნებაზე, მის განვითარებაზეა დამოკიდებული, ადამიანი, რომლის თვითღირებულება დაბალია და მიიჩნევს, რომ რუტინული ცხოვრება წარმატების მიღწევაში დაეხმარება, ბუნებრივია, ვერ შეასრულებს ,,ბიზნეს ინსაიდერის” მიერ წარმოდგენილ სამ ქმედებით ცვლილებას.

დღევანდელ რეალობაში ადამიანები მრავალი მახასიათებლით შეიძლება განვასხვავოთ, მაგალითად, ზოგ პიროვნებას მოსწონს ახალი გამოწვევები და მათ გარეშე ცხოვრება უაზროდ მიაჩნია, ზოგს კი აშინებს ის, რომ ვერ შეძლებს ადაპტაციას ახალ გარემოსთან და ამიტომ რუტინულ ცხოვრებას მიჰყვება.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა 3 ქმედების ცვლილება, რომელიც ჩვენს ხასიათსა და ცხოვრების სტილს შეცვლის:

  1. განავითარეთ თქვენი სოციალური ინტელექტი;
  2. შექმენით რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი, რაც ხალხის ყურადღებას მიიპყრობს;
  3.  სამუშაო დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად შეისვენეთ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

მოემზადეთ აფეთქებისთვის! – ვოლსტრიტელები დამატებით ავანსებს ხარჯავენ

ბევრი ბაზრის დამკვირვებელი ექსპერტი ელოდა კრიპტობაზრის უცაბედ წარმატებასა და წარუმატებლობას 2017-ში.

რამდენიმე კვირის წინ 1 ბიტკოინის ფასმა $20,000 დოლარს მიაღწია და 2017 წლის ბოლოს $11,000-მდე ჩამოვიდა, ეს ყველაფერი განაპირობა მომხმარებლის რეაქციამ უსიამოვნო ეკონომიკურ სიტუაციაზე.

მეთლემ დემირორსმა – Digital Currency–ის ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას სჯერა – მომდევნო სეზონი ვოლსტრიტის წარმატებისა იქნება.

ტრადიციული დასაწყისი წლისა, როდესაც ვოლსტრიტზე მოვაჭრეებმა მოახდინეს გავლენა მათ დამატებით გადასახადებზე, ბევრი მოვაჭრე ცდილობს გაზარდოს თავისი შემოსავალი.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს კრიპტომარკეტს ვოლსტრიტის დამატებითი შემოსავლები საკმაოდ დიდ დახმარებას გაუწევს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინ

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

როგორ უნდა შეძლონ ძალიან დაკავებულმა ადამიანებმა პრდუქტიულობის შენარჩუნება

მოცემული ორი პუნქტი: ძალიან დაკავებული ადამიანი და პროდუქტიულობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია ისეა ჩამოყალიბებული, რომ თუ გადაიღლება – სამუშაოს ისე ვეღარ ასრულებს, როგორც დასვენებული გონებით, ამიტომ საჭიროა სათანადო ზომების  მიღება, რათა ადამიანებმა სწორად გადაანაწილონ თავიანთი სამუშაო დრო და დღის ყველა მონაკვეთში იყვნენ თანაბრად პროდუქტიულები, ეს კი თავისთავად სტაბილურობას გულისხმობს.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” მკითხველს შესთავაზა რამდენიმე ხრიკი, რომლებიც მოგეხმარებათ დაარეგულიროთ თქვენი სამუშაო დღის განრიგი და ენერგია, პირველი საშუალება არის, რომ დააყენოთ ტაიმერი, რომელიც შეგატყობინებთ, რომ შესვენების დროა. ასევე  – აუცილებელია ძილი, უძილობა პირველი მტერია პროდუქტიულობის.  არ გადადოთ საქმე, თორემ ბოლოს ყველაფერს ერთად ვერ მოახერხებთ და, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოც არ იქნება სათანადოდ პროდუქტიული.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

პროფესიები, რომლებიც საშუალებსას გაძლევთ, რომ იმოგზაუროთ

ყვველა ადამიანისთვის არ არის მისაღები ისეთი სამუშაო, რომელიც მოგზაურობას მოითხოვს, რადგან განსხვავებულ საცხოვრებელ პირობებს ყველა ინდივიდი ადვილად ვერ ეჩვევა, ასევე რთულია მუდმივად საზღვარგარეთ ყოფნა.

მაგრამ არსებობს პროფესიები, რომლებიც მოითხოვენ მუდმივად მოგზაურობაში ყოფნას, მაგალითად – მომსახურე პერსონალი, რომელიც გემზე მუშაობს, მათ გამომუშავებული აქვთ ფსიქიკა და ჯანმრთელობა, რომ აიტანონ დიდი ხნით ოკეანეებსა და ზღვებში ყოფნა, ყველა ადამიანს არ შესწევს ამის ძალა, ასევე თვითმფრინავის მომსახურე პერსონალი, რომლებიც, ასე ვთქვათ, ინსტრუქციას აწვდიან ადამიანებს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებაეს საინტერესოა

5 საუკეთესო წიგნი, რომლებსაც ელონ მასკი გირჩევთ

წიგნი არის ადამიანის შთაგონების წყარო, ზოგისთვის განტვირთვის, დასვენების, ან გართობის საუკეთესო საშუალება, ასევე წიგნი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ბევრი რამ იმის შესახებ, რაც აქამდე არ ვიცოდით და გავიღრმავოთ ცოდნა იმ საკითხებისა, რაზეც გარკვეული აზრი გვქონდა ჩამოყალიბებული.

ელონ მასკი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია მთელ მსოფლიოში, იგი ამბობს, რომ წიგნის გარეშე ადამიანების ცოდნა არ იქნებოდა მყარი, რაც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა 5  წიგნის სახელწოდება, რომლებიც ელონ მასკის აზრით აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა ადამიანმა:

  1. J.E. Gordon – „სტრუქტურები ანუ რატომ არ ეცემიან საგნები ძირს“
  2. Nick Bostrom – „სუპერინტელექტი“
  3. Peter Thiel and Blake Masters – „ჩანაწერები სტარტაპებზე, როგორ ავაწყოთ მომავალი“
  4. Max Tegmark – „ცხოვრება 3.0: იყო ადამიანი ხელოვნური ინტელექტის ხანაში“
  5. James Barrat  –  „ჩვენი საბოლოო გამოგონება“.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

როგორ დავიწყოთ ბიზნესი უნივერსიტეტში? – ილიაუნის სტუდენტები უნიკალურ ქართულ ხის საათებს დაამზადებენ

მარიამ შერეშაშვილი და ალექსანდრე ლაშაური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის მე-3 კურსის სტუდენტები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, უნივერსიტეტის სასწავლო კურსის ფარგლებში თეორიულად წარმოქმნილი ინოვაციური იდეები პრაქტიკულად განეხორციელებინათ და შეექმნათ უნიკალური დიზაინისა თუ ფუნქციების მქონე, ქართული წარმოების ხის საათები, იდეის განხორციელების პრაქტიკულ მიზნებზე ახალგაზრდა ინოვატორები თავად გვესაუბრებიან.

-უპირველეს ყოვლისა, მოგივყევით როდის გადაწყვიტეთ, რომ შეგემუშავებინათ საათების უნიკალური, ქართული დიზაინი?

ალექსანდრე: უშუალოდ იდეა ორი წლის წინ დაგვებადა, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის საფუძვლების საგნის ფარგლებში, ვინაიდან მაშინ ქართულ ბაზარზე არ არსებობდა ამდენად კონკურენტული ხის საათების ანალოგი. ბიზნესის დაწყება მხოლოდ იდეის შემუშავებით არ მთავრდება, მნიშვნელოვანია თუ რამდენად შეგიძლია მისი მართვა რისკიან პირობებში, შესაბამისად, ჩვენი იდეა მოვარგეთ მრავალ სფეროს და მარკეტინგის საფუძვლების კურსის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ პროდუქტი უნდა იყოს მომხმარებლის საჭროებებიდან გამომდინარე შექმნილი, ამიტომ საათს დავუმატეთ რამდენიმე განმასხვავებელი ფუნქციაც. სწორედ ეს არის ის ნიშა, რაც ჩვენს საათებს მატებს მეტ ინდივიდუალიზმს.

მარიამი: როგორც ალექსანდრემ აღნიშნა, ბიზნესის საფუძვლები გახლდათ ის კურსი, სადაც ლექტორი ორიენტირებული იყო ინოვაციური იდეის შექმნაზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ, კვლავ ილიაუნის ორგანიზატორობით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოშიც გავიარეთ მცირე ექსკურსი საწარმოო დანადგარების მუშაობის შესახებ  და გავარეთ კონსულტაცია ფაბლაბშიც, რათა მიგვეღო კონსულტაცია იმ პროცესისა და დეტალების შესახებ, რომელიც პროდუქტის სასიცოცხლო ციკლს აქვს გასავლელი.

-ულამაზესი ხის დიზაინის გარდა, რა კონკრეტული მახასიათებლები ექნება თქვენს საათს?

ალექსანდრე:  ჩვენს საათებში ჩაშენებული იქნება ტრანზაქციის, პულსის საზომი და მეხსიერების ბარათის ფუნქცია. იქედან გამომდინარე, რომ ხშირად დისკომფორტს გვიქმნის საკრედიტო თუ სადებეტო ბარათების მოძიება ჩანთაში, საათი გაგიმარტივებთ ამ პროცესს და შეგეძლებათ ერთგვარად  „მაჯით ატაროთ საფულე“. პულსის საზომის შემთხვევაში, საათის მომხმარებელია სპორტით დაინტერესებული ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს გულისცემის დისბალანსი. მეხსიერების ბარათის ფუნქცია კი მომხმარებლის იმ პრობლემიდანა გამომდინარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ მეხსიერების ბარათის დაკარგვა ან სხვა მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევები.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სტილს, ჩვენ გამოვიყენებთ გრავირების დანადგარის ფუნქციას, რომელიც მომხმარებლის სურვილისამებრ საათს შესძენს ინიციალების იმ კომბინაციას, რაც მის ემოციურ მდგომარეობას უკავშირდება. ხის საათების რამდენიმე უცხოური ანალოგი არსებობს, თუმცა მიმდინარე ფუნქციებით დატვირთული საათის ანალოგი ბაზრის კვლევისას არ შეგვხვედრია. გამონაკლისია პულსის საზომის შემთხვევაში ეიფლის და სხვა ბრენდის საათები.

რა სამომავლო გეგმები გაქთ სტარტაპის იდეასთან დაკავშირებით, როგორ აპირებთ საჭირო ფინანსების მოძიებას?

მარიამი: ჯერჯერობით, არცერთი ბიზნესპროექტში არ მიგვიღია მონაწილეობა, ახლა კი, მივიჩნევთ, რომ იმ ფაზაში ვიმყოფებით, სადაც ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში მეტად ხელსაყრელია. ვვარაუდობთ, რომ ,,სტარტაპ საქართველო” ამ მიზნისთვის შესაბამისი ვარიანტია, ველით იმასაც, რომ ბანკები გამოიჩენენ შესაბამის ინტერესს, ვინაიდან ტრანზაქციის შესრულებასთან ახლო მდგომი სერვისი, ვფიქრობთ, მათთვის მეტად საინტერესოა იქნება. პროექტზე უწყვეტად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს გვექნება ხელშემწყობი პირობები, რომ საკუთარი იდეა ქართულ ბაზარს მოვარგოთ და რაც შეიძლება ხელმისაწვდომ ფასად.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 33 34 35 36 37 59
Page 35 of 59