close

ბიზნესი

ბიზნესიკომუნიკაციამსოფლიოტექნოლოგიები

,,Apple-ი” Shazam-ის შეძენას ადასტურებს

ამერიკულმა კორპორაცია ,,Apple-მა” დაადასტურა, რომ პლატფორმა Shazam-ი შეიძეინა.

სააგენტო ,,როიტერსის” ინფორმაციით, გარიგების ღირებულება დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარია.

Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიკაციაა. თავდაპირველად ის იყო სერვისი, რომელიც სიმღერებს ბგერების მიხედვით ასახელებდა. ახლა ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია PC-ს, Mac-ის, iOS-ის, Android-ის და Windows Phone-ისთვის.

Shazam-ს მომხარებლის სერიოზული ბაზა აქვს. აპლიკაცია 1 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. Shazam-ს 120 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც აპლიკაციას დღეში დაახლოებით 20 მილიონჯერ იყენებენ.

,,Apple Store-ის შექმნის დღიდან Shazam-ი iOS-ის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. მას მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს. Apple Music-ი და Shazam-ი მომხმარებელს დიდ მუსიკალურ გამოცდილებას აძლევს. ჩვენ საინტერესო გეგმები გვაქვს სთორში,” – განუცხადა Apple-ის პრესსპიკერმა გამოცემა ,,The Independent”-ს.

ეს ,,Apple-ის” მიერ წელს განხორციელებული მეხუთე შენაძენია, არსებობის მანძილზე კი – კომპანიას სულ 68 შესყიდვა აქვს გაკეთებული.

წყარო: www.reuters.com ;  www.independent.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგარზდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

როგორ მოვახდინოთ თავდაპირველი კარგი შთაბეჭდილება

ადამიანის გაცნობისას, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მნიშვნელოვანია იგი თქვენთვის, აუცილებელია, კარგი შთაბეჭდილება დაუტოვოთ პირველსავე დღეს, რადგან მომავალში თუ მოგვიწევთ მასთან შეხვედრა, აღმოჩნდება, რომ მას არც თუ ისე კარგად ვახსოვართ და შესაძლოა არ ისურვოს თქვენთან კონტაქტს დამყარება, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებთ.

თუ თქვენ პირველად მიდიხართ სამსახურში, აუცილებლად წინასწარ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ უფროსზე, ასევე ხდება ნებისმიერ გასაუბრებაზე.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” შემოგვთავაზა ჩამონათვალი, თუ რა უნდა ვქნათ, რომ უკეთესად მოვახდინოთ პირველი შთაბეჭდილება:

  1. მოისმინეთ 10–ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ილაპარაკეთ;
  2. გადადეთ ყველაფერი, არ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ტელეფონს და სხვა ნივთებს;
  3. აჩვენეთ, რომ სხვა ადამიანები უფრო მნიშვნელოვნები არიან;
  4. კარგად შეარჩიეთ სიტყვები.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლებასამართალისაქართველო

,,ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს!“ – ესმა გუმბერიძე

ესმა გუმბერიძეს საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს – ახალგაზრდა აქტივისტი, რომელიც არა მარტო საკუთარი, არამედ სხვების უფლებებისთვისაც აქტიურად იბრძვის და მისი მომავალი გეგმები სცდება მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვას. უსინათლო გოგონამ განათლების მიღება, არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, საკუთარი ძალისხმევითა და მონდომებით მაინც შეძლო და თავის თანატოლებს ურჩევს, არასდროს შეწყვიტონ თვითრეალიზაციაზე ზრუნვა.

-ესმა, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად ხართ ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროცესში –  ახლა რა ეტაპზეა შენი საქმიანობა?

ახლახან დავინიშნე ომბუსმენის შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალ საკონსულტაციო საბჭოს წევრად. ეს საბჭო იკრიბება 2 თვეში ერთხელ და გასცემს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა საკითხები უნდა გადაიხედოს და შემოწმდეს – ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანია ინტერესთა კონფლიქტის შესწავლა. არსებობს შშმ პირთა საბჭოები, პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან, მერიასთამ, თუმცა, საინტრესოა, რომ ეს საბჭოები როგორც  პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობენ, ასევე, ხშირად არიან იმავე სერვისის მიმწოდებლები და თავადვე ეწევიან შიდამონიტორინგს.

აუცილებელია, განვსაზღვროთ შშმ პირთა ორგანიზაცია რას ნიშნავს, იმიტომ რომ ხშირად ისეთი ორგანიზაციები იბრალებენ ამ სტატუსს, სადაც შშმ პირები ძალიან ნაკლებად არიან ჩართულები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

შენი დაკვირვებით, ახლა რა მდგომარეობაა შშმ პირთა უფლებების კუთხით?

-ზოგადად, თანდათანობით, შშმ პირთა შესახებ ცნობადობა იზრდება – ადამიანებმა დაიწყეს იმის გააზრება და დანახვა, რომ ისინი არსებობენ და საკმაოდ ბევრიც არიან. მედიასაშუალებებშიც აქტიურად მიდის საინფორმაციო კამპანია. მეორე საკითხია – რა მხრივ არის საზოგადოება ინფორმირებული და რა მესიჯები იგზავნება.

თვითონ თემშიც გვაქვს პრობლემები – ზოგი ისე ცდილობს შშმ პირთა საკითხების მიწოდებას, რომ ისინი ძალიან კარგები, თბილები არიან და სხვებზე უკეთესები. ზოგი მათ აიგივებს სოციალურად დაუცველებთან. რა თქმა უნდა, უმეტესად, მართლაც არიან სოციალურად დაუცველები, მაგრამ შშმ პირობა სულაც არ ნიშნავს ავტომატურად ამ სტატუსს.

-რაც შეეხება განათლების საკითხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია – როგორი მოცემულობა გვაქვს?

როცა განათლებაზე ვსაუბრობთ, თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ შეზღუდვის ტიპი, გეოგრაფიული საცხოვრებელი, ოჯახის მდგომარეობა. არცერთი სმენადაქვეითებული პირი არ სწავლობს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საკმაოდ ცოტა არიან უსანათლო და ეტლით მოსარგებლე პირებიც.  ძირითადად, განათლებას მსუბუქი შეზღუდულობის მქონე ხალხი იღებს. ასეთივე მდგომარეობაა სკოლებშიც.

მე  202-ე სპეცსკოლა დავამთავრე – იქ ხშრად მიჰყავთ ხოლმე დიდი ასაკის – 14-15 წლის ბავშები,  რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ განათლება – ესეც პრობლემაა.

ვიღაცები სწავლობენ პროფესიულ სასწავლებლებში, მაგრამ, სწავლის დასრულების შემდეგ, არ შეუძლიათ დასაქმება, იმიტომ რომ, მაგალითად, საჯარო სამსახურები ხშირად ითხოვენ უმაღლეს განათლებას იქ, სადაც ეს სულაც არაა საჭირო და აუცილებელი.

წარმოვიდგინოთ – ღონისძიებების ორგანიზატორის პოზიცია შეიძლება იყოს ვაკანტური  – არსებობს პროფესიული პროგრამა, რომელიც ამას ასწავლის, მაგრამ მუნიციპალიტეტი რატომღაც ითხოვს უმაღლეს განათლებას, რაც არაა სწორი. თუ პროფესიული განათლების წახალისებას ცდილობ – ხელიც უნდა შეუწყო, რომ ადამიანებმა შეძლონ ნამდვილად რეალიზება. ესეც შშმ პირთა  არაპირდაპირი დისკრიმინაციაა და, ზოგადადაც, ვაკანსიების 40%  მაინც მოითხოვს უმაღლეს განათლებას. ერთია, რომ განათლება მიიღო და მეორე – რაში შეიძლება ეს გამოგადგეს.

-უშუალოდ შენ რაც შეგეხება – რა პროცესი და ეტაპები გაიარე აქამდე?

დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი. სკოლის შემდეგ – ,,ფლექსის“ პროგრამით ამერიკაში 1 წელი ვიცხოვრე. უნივერსიტეტის პერიოდში ,,ერასმუსის“ პროგრამით 1 სემესტრი გერმანიასა და  1 რუმინეთში ვისწავლე.

 ვარ შმმ ქალთა საინიციატივო ჯგუფ –  ,,პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“  თანადამფუძნებელი და კოორდინატორი. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ორგანზიაციის დაფუძნებაზეც.

-არსებობს განსხვავება შშმ ქალთა და კაცთა უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით?

კი, მაგალითად, სკოლადამთავრებულთა რაოდენობები რომ შევადაროთ სქესის მიხედვით – ზოგადად, უფრო მეტი გოგონა ამთავრებს სკოლას, ვიდრე ბიჭი, მაგრამ შშმ პირთა შემთხვევაში პირიქით ხდება.  

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

-უპირველეს ყოვლისა, ოჯახების სტიგმა – ისინი ერიდებიან შშმ გოგონების გამოჩენას ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ – შშმ გოგონების შეზღუდული შესაძლებლობების წარმოჩენას. მიიჩნევენ, რომ ასეთ გოგონას ცოლად არავინ არ მოიყვანს და პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთ რეგიონში ერთი მცირედმხედველი, 16 წლის გოგონა გავიცანი. სკოლა მისთვის არაფერს უზრუნველყოფდა. როცა ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირის სტატუსი მიეღო – რითაც სწავლის დაფინანსების, სოციალური შემწეობის პაკეტს მიიღებდა  და ა.შ., ასე მითხრა – მამაჩემმა ასე თქვა – შშმ სტატუსი ჩემს შვილს არასდრს არ ექნებაო.

გოგონა მართლაც ცუდად ხედავს და ოჯახი ცდილობს ამის დამალვას. როდესაც, ბიჭის შემთხვევაში,  უფრო ნაკლებად ერიდებათ მისი გამოყვანა გარეთ, სტატუსის მინიჭებდა ა.შ.

-შენ რა ტიპის სირთულეები შეგხვედრია?

-ზოგადად, კონკურსები თითქმის არასდროს არ იყო ხოლმე სკოლის დროს ადაპტირებული, სახელმწიფო კონკურსების შემთხვევაში, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვქონდა. უნდა ითქვას, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უპრობლემოდ ჩავაბარე – გაორმაგებული დროითა და ადაპტირებული გარემოთი. რაც შეეხება უნივერსიტეტს –  ჩაბარებისას უამრავ პრობლემას შევეჩეხე – არ არსებობდა უსინათლოთა სწავლების გამოცდილება, გამოდიოდა, რომ მე, გამოუცდელს, უნდა მომეთხოვა ყველაფერი. მოვითხოვე, რომ მასალის წამკითხველები მყოლოდნენ, რომ კომპიუტერებით უნდა ჩამებარებინა გამოცდები და დამატებითი დრო მოეცათ ჩემთვის, რომ მოხალისე გ გამოეყოთ, რომელსაც უნდა ესწავლებინა აუდიტორიიდან აუდიტორიაში როგორ გადავაადგილებულიყავი. ეს ყველა მოთხოვნა უნივერსიტეტმა დამიკმაყოფილა.

-ახალ რა გეგმები გავქს?

-სამსახურის კუთხით აღმოვჩნდი სამწუხარო რეალობის პირისპირ. მიუხედავად ჩემი განათლებისა და გამოცდილებისა  – ღია შრომით ბაზარზე დასაქმება გამიჭირდა ანუ ისეთ სამსახურში, რომელიც არ არის შექმნილი სპეციალურად შშმ პირისთვის. 4 მცდელობა მქონდა, მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავსაქმდი მოკლე ვადით, თუმცა, რეალიზებუალდ ვერ ვიგრძენი თავი. დანარჩენი სამ შემთხვევაში მივიღე უარი. აქედან 2-ში პირდაპირ მითხრეს უარი შეზღუდული შესაძლებლობს გამო. ერთ-ერთი შემთხვევა გავასაჩივრე კიდეც სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა. რომც დაკმაყოფილებულიყო,  კერძო ორგანიზაციის შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციები არ არის სავალდებულო ხასიათის.

სამომავლოდ, ვაპირებ მაგისტრატურის უცხოეთში გაგრძელებას.

-შენ გარშემო რამდენად არიან შენნაირად აქტიური შშმ პირები?

-არიან, თუმცა ძალიან ცოტა – თითზე ჩამოსათვლელი. დაახლოებით, 160  000 შშმ პირი გვყავს ოფიციალურად, თუმცა, რაოდენობა ბევრად დიდია. წესით, დაახლოებით 370 000-380 000 მაინც. ამ რაოდენობიდან ძალიან ცოტაა რეალიზებული. ბევრი ახალგაზრდა ცდილობს სტაბილური სამუშაო იშოვოს და ნაკლებად აინტერესებთ უფლებების საკითხი.

 -რა ცვლილებებს ისურვებდი სამომავლოდ?

-უპირველეს ყოვლისა, ის, რომ სტიგმა – შშმ პირებმა მხოლოდ შშმ პირთა უფლებებზე უნდა იმუშავონ და სხვა ინტერესები არ ჰქონდეთ – მინდა შეიცვალოს – ეს არის ჩემი პირადი სატკივარი. თუ შშმ პირი იღებს განათლებას, მისთვის ღია დასაქმების ბაზარი დახურულია, სხვა აქტიოვებებიც არაა ადაპტირებული და მეგობრული, უმეტესწილად. ერთადერთი გამოსავალი, რაც აქვს შშმ პირს, არის ის, რომ ისევ თავისი მიმართულებით იმუშავოს. ჯერჯერობით ასეთია საჭიროება, თუმცა, დიდი იმედი, მაქვს, ოდესმე აღმოიფხვრება.

მე იმავენაირად მაინტერესებს ქალთა უფლებების საკითხიც – ვწერ ბლოგებს, სხვადასხვა თემაზე ვესწრები ტრენინგებს, ასევე, მოხალისებრივად მიმყავს გადაცემა ონლაინრადიო ,,ჩემს ხმაში“.

-რას ურჩევდი საზოგადოებას, განსაკუთრებით, შენს თანატოლებს?

-ყველა შშმ პირს ვურჩევ, გამოვიდეს კომფორტის ზონიდან – წარმატება და თვითრეალიზება ამის გარეშე არ არსებობს! – რაღაცის შეცვლა ყოველთვის დისკომფორტსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ესაა აუცილებელი! ჩვენთვისვეა უარესი, თუ არ გამოვალთ – ჩვენ თუ არ გამოვალთ, არავინ არ შემოგვიმტვრევს სახლის კარს. როგორც იტყვიან, ,,შეუცვლელი კადრი არ არსებობს“. აუცილებელია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ ინიციატივები. ეს მუდმივი პროცესია – მე ამას ნებისმიერ სხვა ადამიანსაც ვურჩევ, წარმატება და თვითრეალიზაცია განგრძობის მქონე პროცესია. ერთხელ თუ რაღაც გააკეთე, მისი შედეგი მალევე ქრება, თუ რაღაც ახალი არ მიუმატე.

ყველაფერი უფრო რთულად მოდის ჩემს შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველგან მხვდება დაბრკოლება. საქმე საქმეზე როცა მიდგება და გადაწყვეტილებებია მისაღები, ძალიან უჭირთ ადამიანებს ჩვენი აზრის გათვალისწინება, იმის გაანალიზება, რომ ჩვენც შეგვიძლია გვქონდეს რაიმე აზრი.

მასალა მოამზადა:  ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიკვლევებიმედიცინამსოფლიო

„ლაქტალისმა“ ჩვილ ბავშვთა რძის ნაზავი ბაზრიდან გაიწვია – მიზეზი ბაქტერია სალმონელაა

მსოფლიოს უმსხვილესმა ბავშვთა რძის ფორმულის მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია „ლაქტალისმა“ თავისი პროდუქტის გლობალური მასშტაბით გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის მიზეზი კომპანიის პროდუქციის სალმონელასთან დაკავშირება გახდა.

საფრანგეთში ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე ქვეყანაში 26 ბავშვი დაავადდა.

გაწვევა შეეხება პროდუქციასა და ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ბრიტანეთში, ჩინეთში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და სუდანში.

იგი მოიცავს ჩვილთა რძის ფხვნილის ასობით პროდუქტს ბაზარზე.

როგორც კომპანიის პრესსპიკერმა – მაიკლა ნალეთმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, ლაქტალისი დაახლოებით 7,000 ტონა პროდუქციას გამოიწვევს. თუმცა, კომპანია ვერ აკონკრეტებს, რა რაოდენობის პროდუქტი რჩება ბაზარზე, ან უკვე შეძენილია მომხმარებლის მიერ.

„ლაქტალისი“ მიიჩნევს, რომ სალმონელას გავრცელების კვალი სავარაუდოდ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქარხანაში მდებარე რძის გასაშრობ კოშკურამდე მიდის.

იქ წარმოებული ყველა პროდუქტი კომპანიამ თებერვლის შუა რიცხვებიდან გაიწვია, კომპანია აცხადებს, რომ პრევენციული ღონისძიებები გატარდა და ყველა ქარხანაში დეზინფექცია ჩატარდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დეკემბრის დასაწისიდან დღემდე 6 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ბავშვი სალმონელათი დაინფიცირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ლაქტალისის“ მიერ გატარებული ღონისძიებები „არასაკმარისი“ იყო და კომპანიამ პროდუქციის გაწვევის მასშტაბი გაზარდა.

სალმონელას ბაქტერია აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას.  ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.

როგორც წესი, სალმონელათი დაავადებულებს არ აღენიშნებათ სიმპტომები. სხვა შემთხვევებში, წარმოდგენილია ფაღარათი, სიცხე ან მუცლის სპაზმები ინფიცირებიდან 8-72 საათის შემდეგ.

ჩვილ ბავშვთა შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათმა შესაძლოა დაავადებულის გაუწყლოება გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ შარშან „ლაქტალისი“ ქართული რძის პროდუქტების კომპანია „სანტეს“ ერთ-ერთი აქციონერი გახდა.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისოციოლოგია

2017 წლის საუკეთესო პროფესიები

პროფესიის სწორად არჩევა ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ დროს თქვენ ირჩევთ საქმეს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა აკეთოთ, გაიღრმავოთ და გაიუმჯობესოთ ცოდნა კონკრეტულ ასპექტებში.

კარგი სამსახური არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ანაზღაურებას, რადგან ღირებულებები, რომლებიც ბოლო დროს გამოჩნდა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფული. მაგალითად, სასიამოვნო გარემო, თანამშრომლები, საქმის სიყვარული, პრესტიჟი – ეს ყველა მახასიათებელი აუცილებელია კარგი სამსახურისთვის.

 Enterpreneur.com–მა გამოაქვეყნა 5 საუკეთესო პროფესია 2017 წლისთვის:

  1. სტატისტიკოსი
  2. სამედიცინო სერვისმენეჯერი
  3. უნივერსიტეტის პროფესორი
  4. მათემატიკოსი
  5. პროგრამისტი

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

,,Apple-ის” ყველაზე ძლიერი კომპიუტერი 5000$ ეღირება

კომპანია ,,ეპლი” ყოველთვის ეძებს ინოვაციებს და ცდილობს მომხმარებელს წარუდგინოს ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი, რაც, ძირითადად, განაპირობებს მის წარმატებას.

მაღალი ფასების მიუხედავად, მომხმარებლები უკან არ იხევენ და ყიდულობენ მათ პროდუქციას. რამდენიმე დღის წინ ,,ეპლმა” გამოაცხადა, რომ ისინი 2017 წლის ბოლომდე ახალ პროდუქტს ჩაუშვებენ გაყიდვაში iMac Pro იქნება ,,ეპლის” ისტორიაში ყველაზე ძლიერი მონაცემების მქონე კომპიუტერი, რა თქმა უნდა, საწყისი ფასიც შესაბამისად დიდი ექნება (4999$). მას ექნება 128-გეგაბაიტიანი რამი, 4TB მახსოვრობა და 18-core Intel Xeon პროცესორი.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რამდენიმე ქცევა, რაც თქვენს პროდუქტიულობას ამცირებს

ბრაიან ტრეისიმ გამოაქვეყნა ვიდეო Enterpreneur.com–ზე, სადაც იგი საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე, თუ როგორ უაზროდ ხარჯავენ ადამიანები დროს სამუშაო საათებში, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს რეალურად არ სჭირდებათ იმდენი დრო სამუშაოს შესასრულებლად, რამდენსაც ისინი ატარებენ სამსახურში.

ძირითადად, თანამშრომლები ჩართულნი არიან სოციალურ ქსელებში და უაზროდ ეძებენ არცთუ ისე სასარგებლო ახალ ამბებს, შემდეგ, კი ეს ყველაფერი კომპანიის სარგებლის შემცირებას იწვევს, რადგან სამუშაო, რაც უნდა გაკეთდეს 1 თვეში, იწელება და კეთდება დროზე უფრო გვიან.

არადა, თითქოს, თანამშრომლები თავდაუზოგავად მუშაობენ და ოფისში საკმაოდ დიდი დროის მანძილზე სხედან.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაკვლევებისაქართველო

საქართველო, ბიტკოინის მოპოვებით, მსოფლიოს მასშტაბით პირველ ადგილზეა

ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებლებით საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია ,,IqOption-ი“ დაინტერესდა და მსოფლიოში ამ სფეროში ყველაზე აქტიური სამი ქვეყანა დაასახელა, რომელთა შორისაც საქართველო პირველ ადგილზეა. ,,ბიტკოინის გამომუშავება დღეს იმდენად კომპლექსური საკითხი გახდა, რომ ტექნოლოგიის სიძლიერესთან ერთად ითვალისწინებს ისეთ ფაქტორსაც კი, როგორიცაა ელექტროენერგია და, შესაბამისად, ბიტკოინის მოპოვება გაზომვადი გახდა. ამიტომ,  გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბიტკოინის მოპოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იმ ქვეყნებში, რომლებშიც მაღალტექნოლოგიური განვითარებასთან ერთად, ენერგორესურსების უფრო შეღავათიან ფასში მიღებაცაა შესაძლებელი”  – აღნიშნულია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე.

ბიტკოინი მსოფლიო მასშტაბის კრიპტოვალუტა და ელექტრონული გადახდის საშუალებაა, რომელიც დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის პირველი მაგალითია. ბიტკოინის შექმნა უკავშირდება ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს – სატოში ნაკამოტოს, რომელმაც 2008 წელს განაცხადა გამოგონების შესახებ და უკვე 2009 წელს კომპიუტერულ ქსელში ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც ჩაუშვა. დღესდღეობით, ბიტკოინს მრავალი ქვეყანა იყენებს, თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით, დასახელდა ყველაზე აქტიური სამეული ქვეყნებისა, რომელთა შორის საქართველოს პირველი ადგილი უკავია.

ზოგადად, ბიტკოინის სისტემა აგებულია P2P პრინციპზე, რაც გულისხმობს იმას, რომ ორ კომპიუტერულ სისტემას შეუძლია ერთმანეთს შორის ინფორმაცია გაცვალოს ყოველგვარი მესამე მხარის მონაწილეობის გარეშე, მთავარი სერვერის გვერდის ავლით. ტრანზაქციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. ასევე, ბიტკოინი შეიძლება გადაიცვალოს სხვადასხვა ვალუტაზე, პროდუქტსა თუ მომსახურებაზე და შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში საკმაოდ აქტუალურიც ხდება.

გამოცემაში ნათქვამია, რომ საქართველოში “BitFury” არის  არის უმსხვილესი მოთამაშე ბიტკოინის მოპოვების ბიზნესსეგმენტში, რომელიც ანვითარებს და ზრდის გაყიდვების ეფექტურობას ბიტკოინის მომხმარებლებისა და ბიზნესკომპანიებისთვის. “Bitfury” ერთ-ერთი წამყვანი ბლოკჩეინტექნოლოგიური კომპანია და უმსხვილესი კერძო ინფრასტრუქტურული პროვაიდერია ამ ეკოსისტემაში. 2016 წლის მონაცემებით, მის მიერ ბიტკოინის მოპოვების მაჩვენებელი 15%-ს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემებით საქართველოს შემდეგ, პირველ სამეულს ჩინეთი და ამერიკა ასრულებს, თუმცა ბიტკოინის მოპოვება აქტუალური ტრენდი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბითც, მაგალითად, 2015 წლის თებერვლისთვის ბიტკოინი უკვე 100 000-ზე მეტი სავაჭრო დაწესებულებას გადახდის საშუალებას წარმოადგენდა, ხოლო კემბრიჯის უნივერსიტეტის 2017 წლის კვლევის მიხედვით, არსებობს 2.9-დან 5.8 მილიონამდე მომხმარებელი, რომელიც კრიპტოვალუტის საფულეს იყენებს და მათი უმეტესობა ბიტკოინის მომხმარებელია.

წყარო: iqoption.com

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შევქმნათ საუკეთესო მარკეტინგული ვიდეო

იმისათვის, რომ ახლად შექმნილმა კომპანიამ მოიზიდოს მყიდველების დიდი რაოდენობა, აუცილებლად დასჭირდება ისეთი ვიდეო, ან რეკლამა, რომელიც ხალხს მოანდომებს წარმოებული პროდუქტის შესყიდვას.

ექსპერტები ამბობენ, რომ რეკლამები ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენენ საზოგადოებაზე, მათ, თითქოსდა, აიძულებენ ამა თუ იმ პროდუქტის შეძენას ისე, რომ ვერც კი ხვდებიან.

კარგი ვიდეოს გასაკეთებლად თქვენ დაგჭირდებათ კარგი გადამღები აპარატურა, ადგილი, რომელიც მიიზიდავს მომხმარებლის ყურადღებას, ვიდეო უნდა იყოს პატარა, მაგრამ დიდი ინფორმაციის მატარებელი, ასევე, თქვენთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ არ უნდა იყოთ მოსაწყენები და სწორად აირჩიოთ ადგილი, სადაც მას განათავსებთ.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოაკვლევები

როდესაც თქვენი ტვინი გადაღლილია, მარჯვენა ყურით უკეთ გესმით

ადამიანების უმრავლესობა ამ ფაქტს ყურადღებას საერთოდაც არ აქცევს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ საინტერესოა, რომ ახალი გამოკვლევების თანახმად მეცნიერები აღიარებენ –  გადაღლილობის დროს, როდესაც თქვენ გარშემო ბევრი მნიშვნელოვანი რამ ხდება და ბევრ საკითხზე გიწევთ ფიქრი, თქვენ მარჯვენა ყურს უფრო ენდობით.
მოცემულ მოვლენას დიქოტიკური ეწოდება, პირველად 1967 წელს იქნა აღწერილი, მაგრამ იმ დროს სხვა დატვირთვა მიანიჭეს.
1974 წელს კი აღმოაჩინეს, რომ სმენის გაუარესების გაზრდა ყოველთვის მარჯვენა ყურიდან იწყებოდა.

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 34 35 36 37 38 59
Page 36 of 59