close

ბიზნესი

ბიზნესიმსოფლიო

5 საუკეთესო სტარტაპი, რომელიც 2018 წელს წარმატებას მიაღწევს

 

2017 წელი ნამდვილად დატვირთულია სტარტაპებით, ყოველდღიურად ათასობით სტარტაპი იღებს სათავესი, ისინი ძირითადად ტექნიკის სფეროს ეხება, მათი უმრავლესობა კი წარმატებულია.

გასულ წლებში ძალიან ბევრი ადამიანი სტარტაპების დახმარებით გახდა მილიონერი და ისეთ წარმატებას მიაღწია, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდა. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოკითხა ექსპერტები, რომლებმაც წარადგინეს რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც მათი აზრით დიდ წარმატებას მიაღწევენ 2018 წელს.

  1. ხელოვნური ინტელექტის კამერა ავტომობილებში
  2. 3D პრინტერები
  3. მსოფლიო დონის ფიტნესგაკვეთილები თქვენს ტელეფონებში
  4. რობოტები, რომლებიც პიცას დაამზადებენ
  5. გაუმჯობესებული რუქები თვითმავალი მანქანებისთვის

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

3 ყველაზე ცუდი რჩევა კარიერული წინსვლისთვის

თუ არ გაქვთ გამოცდილება, ანუ ხართ დამწყები, აუცილებლად გესაჭიროებათ რჩევები, რომ მიაღწიოთ წარმატებას ნებისმიერ დარგში. კარიერული წინსვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ,,ბიზნეს ინსაიდერი” გთავაზობთ 3 ყველაზე ცუდ რჩევას, რომლებიც არ უნდა გაითვალისწინოთ თუ წინსვლა გსურთ:

  1. ფოკუსირება, ძალიან დიდი სისულელე იქნება, თუ ერთსა და იმავე იდეაზე იმუშავებთ, მაგალითად, სამსახურებში ძირითადად ასრულებენ უფროსის მითითებებს და აკრძალული აქვთ ზედმეტი სამუშაოს შესრულება, ეს განაპირობებს თქვენს ერთ ადგილზე გაჩერებას;
  2. რისკი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამართლებულიც კი აღმოჩნდეს, მაგრამ უნდა დარწმუნდეთ გიღირთ თუ არა გარისკვა, რადგან შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს;
  3. მრავალფეროვნება – ძალიან ბევრი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები ცდილობენ მოედონ ყველა საქმეს რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ უმჯობესია, იყოთ ძლიერი ერთ კონკრეტულ მიმდინარეობაში.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ გავამყაროთ პარტნიორობა?

პარტნიორის გარეშე ძალიან ბევრი რამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, იმისათვის, რომ შევარჩიოთ ჩვენთვის გამოსადეგი პარტნიორი, საჭიროა, იმ უნარ-ჩვევების ცოდნა და გააზრება, რაც რეალურად ესაჭიროება თქვენს კომპანიას, ან უბრალოდ პიროვნებას. ამ შემთხვევაში, ბიზნესპარტნიორზეა საუბარი, რაც მართლაც რთულად შესარჩევია.

პარტნიორთან ყოველთვის უნდა განიხილოთ კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არასწორი ნაბიჯი იქნება.

Enterpreneur.com–მა შემოგვთავაზა რამდენიმე რჩევა პარტნიორობის გაუმჯობესებითვის, მაგალითად: კარგი იქნება, თუ გექნებათ ყოველწლიური გეგმა, რაიმე დასახული მიზნის მისაღწევად, ასევე – პარტნიორთან ერთად აუცილებელია დაისახოთ მიზანი, რომლის შესრულებისთვისაც ერთად იბრძოლებთ, იყავით გახსნილები და არაფერი დაუმალოთ.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიებიტრანსპორტი

,,ტესლა“ ყოველ საათში $0,5 მილიონს კარგავს

,,ტესლასთვის“  კიდევ ერთი წარუმატებლობა გამოჩნდა, რაც შეიძლება კომპანიისთვის დამღუპველიც კი აღმოჩნდეს, ,,ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, კომპანია ყოველ საათში 0.5 მილიონ დოლარს კარგავს. ექსპერტები ამბობენ, რომ ელონ მასკს სასწრფოდ სჭირდება 2 მილიარდი დოლარი.

ექსპერტების გამოთვლებით, 2018 წლის 6 აგვისტოს ,,ტესლას“ მთლიანი ავანსი გაქრება და კომპანია გაკოტრდება თუ ასე გაგრძელდა. ,,ტესლას“ გაკოტრების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება პროდუქციის მცირე რაოდენობის გამოშვება–გაყიდვის ბრალიც კი აღმოჩნდეს.

,,ტესლას“ კონკურენტებს ეს პრობლემა არ აქვთ, მაგალითად ,,ტოიოტასა“ და ,,ფოლკსვაგენს“, რადგან მათი პროდუქცია მსოფლიოს მასშტაბით კარგად გაყიდვადია და დიდი რაოდენობითაც აწარმოებენ.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

,,ამაზონის” დამფუძნებლის ქონება $100 მილიარდი გახდა

 ,,შავი პარასკევის” შემდეგ, ,,Amazon-ის” აქციების ფასი 2,5%-ით (2.4$ მილიარდით) გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა მის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონებაზე და 100.3  მილიარდი დოლარი შეადგინა. 

საინტერესოა, რომ 2016 წელთან შედარებით, ,,Amazon-ის” აქციების ფასი 18.4 პროცენტითაა გაზრდილი. 100-მილიარდიანი ნიშნული ბოლოს 1999 წელს ჰქონდა  ,,Microsoft-ის” დამფუძნებელს – ბილ გეიტსს.

ჯეფ ბეზოსის ქონება წელს 32.6$ მილიარდითაა გაზრდილი და ის ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა მსოფლიოში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციასაქართველო

ხის სათამაშოებიდან საყოფაცხოვრებო ავეჯამდე – 19 წლის სტარტაპერი – გოგა ოთინაშვილი „საგოს“ შესახებ

„საგო“ გასული წლის დეკემბერში, 19 წლის გოგა ოთინაშვილის მიერ დაარსებული სტარტაპია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილ ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს გვთავაზობდა, დღეს კი – ახალგაზრდა მეწარმის დაუღალავი შრომისა და ენთუზიაზმის შედეგად,  კიდევ უფრო განვითარდა. სტარტაპმა მომხმარებელს არჩევანის გაცილებით უფრო ფართე სპექტრი შესთავაზა და სათამაშოებთან ერთად, ასევე ხისგან დამზადებული საბავშვო თუ სხვა საყოფაცხოვრებო ავეჯის წარმოებასაც აქტიურად და საკმაოდ წარმატებით შეუდგა. გოგა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პირველკურსელია და, ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაოდ აქტიურად ფიგურირებს სხვადასხვა მედიასივრცეში,

კომპანია ამჟამად ამზადებს ბავშვის თანამედროვე საწოლებს, თაროებსა თუ საკიდებს და უკვე ჰყავს რამდენიმე კმაყოფილი კლიენტი. აღსანიშნავია რომ ნაწარმი 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით მზადდება, რათა ბავშვებს არ შეექმნათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები. ხოლო რაც შეეხება ფასებს, შეიძლება ითქვას, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ავეჯი  საქართველოსთვის ბაზრისთვის ყველაზე მისაღები ფასებით გამოირჩევა, რადგან, როგორც გოგა აღნიშნავს, ეს არ არის მხოლოდ საქმე ბიზნესისთვის, არამედ ეს არის საქმის სიყვარული და მეწარმის პრინციპებშიც არ ჯდება პროდუქტზე ფასების ხელოვნური მატება.

ის რასაც თავად გოგა „ჩხირკედელაობას“ უწოდებს, რეალურად საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა, მაგრამ კრეატიულ ახალგაზრდას არ ეშინია საკუთარი იდეების განხორციელებისთვის ბრძოლის, ასევე, აქტიურად არის ჩართული ,,ტექნოპარკის” მიერ ორგანიზებულ პროექტებშიც და ახალგაზრდებსაც მოუწოდებს, რომ დრო მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი იდეების გენერირებისთვის „თუნდაც ერთი წლის წინ, ჩემთვისაც  წარმოუდგენელი იყო, რომ ამხელა საქმეს შევეჭიდებოდი, მაგრამ კომპანიას, ამ ეტაპზე, უკვე აქვს საკუთარი ბრუნვა და იმ ერთმა ცდამაც დადებითი შედეგი გამოიღო, ამიტომ, მივიჩნევ, რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გაიღოს, იმისთვის, რომ ცხოვრებაში საყვარელი საქმე აკეთოს და არ შეეშინდეს შესაძლო დაბრკოლებების“. 

გოგას სამომავლო გეგმები კვლავ ხის დამუშავებას უკავშირდება, მას დიდი სურვილი აქვს, გახსნას ხის სათამაშოების ადგილობრივი საწარმო, რაც ხელს შეუწყობს ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების რაოდენობის გაზრდას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უმოკლეს ვადაში ვერ მოხდება თუ არ იქნება შესაბამისი დაფინანსება და ხელშეწყობა სხვადასხვა სექტორს მიერ.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

5 საუკეთესო წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

წიგნების კითხვა ძალიან მნიშნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რათა აზროვნება და აზრის გამოტანის უნარი უფრო და უფრო განვითარდეს. ადამიანები ძირითადად წიგნებს გასართობად კითხულობენ, მაგრამ გართობისასაც კი, ისინი დიდი ძალისხმევით ამუშავებენ ტვინს, ალბათ ყველა დაეთანხმება აზრს, რომ კითხვის დროს ადამიანი სხვა სამყაროშია, ყველა ინდივიდუალურად წარმოიდგენს მიმდინარე მოვლენებს და სხვადასხვანაირად აღიქვამს ყველაფერს.

,,დოქტრინა“ გთავაზობთ 5 საუკეთესო წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ცოცხალი ხართ:

  1. „დონ კიხოტი“ – მიგელ დე სერვანტესი
  2. „დაკარგული დროის ძებნაში“ – მარსელ პროუსტი
  3. „ოდისეა“– ჰომეროსი
  4. „ომი და მშვიდობა“– ლევ ტოლსტოი
  5. „ჰამლეტი“– უილიამ შექსპირი

წყარო: Thegratestbooks.org

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

5 საუკეთესო აპლიკაცია მოგზაური ბიზნესმენებისთვის

ბიზნესისთვის მოგზაურობა თანმხვედრი მოვლენაა, როდესაც ურთიერთობა გიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბიზნესმენებთან. მოგზაურობისას ბიზნესმენებს ბევრი საჭიროება შეიძლება შეექმნათ, დღეს კი – შექმნილია ყველანაირი კომფორტი ამ საკითხში, რაც არ უნდა დასჭირდეს ადამიანს, შეიძენს.

მოგზაურობის დროს ბიზნესმენები გაუჩერებლად აკეთებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აპლიკაციების დახმარებაც დასჭირდებათ. ,,ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ 5 საუკეთსო აპლიკაციას, რაც ბიზნესმენებს სჭირდებათ:

  1. Google Drive
  2. ClassPass
  3. WhatsApp
  4. HotelTonight
  5. Google Translate

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

5 საუკეთესო აპლიკაცია მოგზაური ბიზნესმენებისთვის

ბიზნესისთვის მოგზაურობა თანმხვედრი მოვლენაა, როდესაც ურთიერთობა გიწევს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ბიზნესმენებთან. მოგზაურობისას ბიზნესმენებს ბევრი საჭიროება შეიძლება შეექმნათ, დღეს კი – შექმნილია ყველანაირი კომფორტი ამ საკითხში, რაც არ უნდა დასჭირდეს ადამიანს, შეიძენს.

მოგზაურობის დროს ბიზნესმენები გაუჩერებლად აკეთებენ სხვადასხვა სახის სამუშაოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აპლიკაციების დახმარებაც დასჭირდებათ. ,,ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ 5 საუკეთსო აპლიკაციას, რაც ბიზნესმენებს სჭირდებათ:

  1. Google Drive
  2. ClassPass
  3. WhatsApp
  4. HotelTonight
  5. Google Translate

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

ადამიანები, რომლებიც ახლახან გახდნენ მილიარდერები 

დღესდღეობით, სულაც არ არის შეუძლებელი გახდე მილიარდელი ანუ გქონდეს ცხოვრების დიდი ნაწილის უზრუნველყოფის  შესაძლებლობა ფინანსურ საკითხებში.

წარმატების მიღწევისთვის ამ ადამიანებმა არც თუ ისე დიდი ძალისხმევა ჩადეს საქმიანობაში, მათ ჰქონდათ კარგი იდეები და ცოტაოდენი გამართლება. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” მკითხველს შესთავაზა იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებიც სულ ახლახან გახდნენ მილიარდერები:

  1. Rishi Shah

 31 წლის ახალგაზრდა, მისი კაპიტალი 3,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

  1. Frank Wang

37 წლის, იგი არის გამომგონებელი იმ ტექნოლოგიისა, რომლითაც დღეს თითქმის მთელი მსოფლიო სარგებლობს, დრონი, მფრინავი აპარატი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ჰაერიდან გადავიღოთ სხვადასხვა ღონისძიება, ან უბრალოდ ბუნება. მას 3,2 მილიარდი დოლარი აქვს.

      3.Jan Koum

WhatsApp–ის დამფუძნებელი, მისი კომპანია ეხმარება ადამიანებს კომუნიკაციაში და დაცულია სხვადასხვა საშიშროებებისგან. მისი კაპიტალი შეადგენს 9,7 მილიარდ დოლარს.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 36 37 38 39 40 59
Page 38 of 59