close

ბიზნესი

ბიზნესი

რამდენიმე რამ, რაშიც უფო ჭკვიანი და მოხერხებული ხართ, ვიდრე გგონიათ

 ყველასთვის ცნობილია, რომ ადამიანის შესაძლებლობები ყველანაირ საზღვრებს სცდება, შეგვიძლია უამრავი ახალი ტექნიკის, ენისა და სხვა რაღაცის უფრო ღრმად შესწავლა და გათვითცნობიერება, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ადამიანებს აზროვნება შეუძლიათ, რაც ყველაზე დიდი ძალაა, აზროვნება გვიბიძგებს ყველანაირი საქმის გაკეთებისკენ, სანამ რამეს გავაკეთებთ, ან გავაფუჭებთ, ჩვენ ვფიქრობთ ამ თემაზე, დანარჩენი კი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, სასარგებლო იქნება ის ჩვენთვის, თუ არა.

  1. თქვენ ხართ მიუკერძოებელი;
  2. თქვენ შეგიძლიათ ღამით ისევე მუშაობა, როგორც დღისით;
  3. თქვენ გაქვთ მაღალი ადაპტაციის უნარი;
  4. ხვდებით, რამდენი რამის შესახებ არ გაქვთ ინფორმაცია;
  5. თქვენი გონება მუშაობს ძალიან გახსნილად.

წყარო: Businessinsieder.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესი

რამდენიმე ცნობილი კომპანია, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებმა დააფუძნეს

ყველამ იცის, რომ ,,Facebook–ი “ცნობილი ბიზნესმენის, მარკ ცუკემბერგის მიერ არის დაფუძნებული და შექმნილი, მაგრამ ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ბევრი არანაკლებ ცნობილი კომპანია არსებობს, რომლებიც კოლეჯის სტუდენტებმა დააფუძნეს. ,,ბიზნეს ინსიდერმა” მკითხველს შესთავაზა რამდენიმე ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომლებიც არც თუ ისე დიდი ძალისხმევის შედეგად შეიქმნა, განვითარდა და დიდ წარმატებას მიაღწია:

1.Insomnia Cookies

პენსილვანიის უნივერსიტეტის სტუდენტმა – სეთ ბერკოვიცმა 2003 წელს დააფუძნა ორცხობილების დამამზადებელი საცხობი, რომელიც მრავალ ქვეყანაშია აღიარებული და კარგადაც იყიდება, იგი ცნობილი გახდა ადგილზე მიტანის სერვისით, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე ხშირი იყო.

2.FedEx-ი

1962 წელს ფრედ სმითმა, ბიზნესის სტუდენტმა, გადაწყვიტა, ლოჯისტიკის კომპანია ჩამოეყალიბებინა, რომელიც მომავალში გახდა ერთ–ერთი მმართველი კომპანია  ამ კონკრეტულ დარგში.

3.Dropbox-ი

დრიუ ჰიუსტონმა ჩამოაყალიბა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა დიდი ინფორმაციის შენახვისა და გადაადგილებას, უფრო მარტივად და ხარისხიანად. კომპანიას 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და შეფასებულია 10 მილიარდ დოლარად.

 

წყარო: Businessinsider,com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა? – ,,კოდაკის” მაგალითზე

ცვლილებების ბუნება მუდმივად ცვალებადია. ადრე ცვლილება ცალკეულ პროდუქტებს და სერვისის ტექნოლოგიებს ეხებოდა, რაც მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული ღირებულების შეთავაზებას გულისხმობდა (მაგალითისთვის, LCD ტელევიზორი CRT-ის ნაცვლად, ონლაინბანკინგი, ადგილზე მომსახურების ნაცვლად). დღეს კი ეს ყველაფერი ეკოსისტემების დონეზე ხდება.

ინტერნეტიზაცია ამ პროცესის კარგი მაგალითია. ყველა სფერო, იმისდა მიუხედავად, რამდენად ტრადიციულია ის – სოფლის მეურნეობა, ავიაცია, ენერგია, თუ საავტომობილო ინდუსტრია – სხვადასხვა სენსორის, ინტერნეტკავშირის და პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით მთლიანად იცვლება. ამ გარემოში წარმატება უფრო მეტად უკეთესი ციფრული პროდუქტების შექმნაზე, ეკო სისტემების დონის სტრატეგიების მშენებლობაზე იქნება დამოკიდებული, რაც თითქმის ყველაფერს აერთიანებს ახალი ღირებულების განაცხადისთვის.

ეკოსისტემის დონის ცვლილების გაგება და გავრცელება მომავალ დეკადაში ხელმძღვანელების მთავარის გამოწვევა იქნება. ტრადიციული ცვლილების მიღმა ფოკუსის გაფართოების აუცილებლობის ილუსტრირებას კოდაკის მაგალითზე უკეთ ვერც ერთი სხვა შემთხვევა ვერ ახდენს.

არასწორად გაგებული ამბავი

2012 წლის გაკოტრების შემდეგ ,,კოდაკი” ინოვაციურ არაკომპეტენციაში თითით საჩვენებელი მაგალითი გახდა: 1975 წელს პირველი ციფრული კამერის გამოგონების შემდეგ სტანდარტული ისტორია განვითარდა – ახლომხედველმა მენეჯერებმა წარმატების ზენიტში მყოფი კომპანია ინერციით კლდიდან გადაჩეხეს. ,,კოდაკი” ჯიუტად ებღაუჭებოდა მაღალი რენტაბელობის, ფოტოგრაფიის ხარისხის ბიზნესის ილუზიას, სონის და HP-ის პრგოგრესის მიმართულებას ყურადღებასაც არ აქცევდა და შედეგად წარუმატებელი ციფრული ტრანსფორმაციის მცდელობის დროს ჩამოინგრა კიდეც.

ამ კუთხით თუ შევხედავთ, ,,კოდაკის” ისტორია ტექნოლოგიური ცვლილების მიუღებლობის დამამშვიდებელი კარიკატურაა. „როგორ ვერ მიხვდნენ, რომ ასე მოხდებოდა?“ – ვიკითხავთ ჩვენ. „ეს ჩემს კომპანიას არასოდეს დაემართება“, დარწმუნებული ვართ ადაპტირების ჩვენს ღრმა სურვილში.

მაგრამ ეს ისტორია არ არის სწორი. მიუხედავად იმისა, რომ ,,კოდაკმა” დაწყება დაიგვიანა, წარმოუდგენელი, წარმატებული ციფრული ტრანსფორმირება მაინც მოახერხა. წარუმატებელი ციფრული ნაბიჯის შემდეგ 2000 წელს გენერალური დირექტორის, ჯორჯ ფიშერის გადადგომამ დან კარპს და ანტონიო პერეზს კომპანიის რეინკარნაციისთვის ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა. ,,კოდაკმა” დახურული ქარხნების და ათასობით გათავისუფლებული თანამშრომლის ტკივილი მშვიდად გადაიტანა. ახალ ტექნოლოგიაში, ახალ ქარხანაში და ახალ პერსონალში დიდი ინვესტიცია ჩადო. 2005 წლისთვის აშშ-ში ციფრული ფოტოკამერების გაყიდვით პირველ ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიოში მესამეზე.

იმ ფაქტის გაცნობიერების შემდეგ, რომ ციფრულ სამყაროში ფოტოქაღალდისა და საბეჭდი მელნის უზარმაზარი თავისუფალ ნიშას შეიქმნა, ,,კოდაკმა” მოღვაწეობა ციფრული ბეჭვდვის სფეროში დაიწყო. ფოტოს გადაღებასთან დაკავშირებულმა 1000-მა პატენტმა სალიცენზიო შემოსავლების სახით მილიარდობით დოლარი მოუტანა (მხოლოდ მისი „218“ პატენტისთვის სამსუნგმა 550 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადა, LG-იმ კი 414 მილიონი აშშ დოლარი). მიღებული შემოსავალი კოდაკმა ციფრული ფოტო პროდუქციის ტექნოლოგიებში პოზიციის გასამყარებლად გამოიყენა – პრინტერები, ქაღალდები და მელანი. მოახერხა და ულტრა-მომგებიან, ციფრული ფოტო მარკეტის დომინანტი მოთამაშე გახდა – ფუჯიც კი გააგდო ბაზრიდან. 2010 წლისთვის კოდაკი ჭავლური პრინტერების ბაზარზე HP-თან, ლექსმარკთან და ქენონთან ერთად მეოთხე ადგილს იკავებს.

კოდაკმა მომგებიანი უკონტაქტო ბეჭვდის კომპანიიდან მომგებიან ციფრულ ბეჭვდის კომპანიად ჩამოყალიბებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურა. თუმცა, მაინც დამარცხდა. რა მოხდა?

კოდაკს თავის ტექნოლოგიურ ცვლილებაზე კონცეტრირების გამო მხედველობიდან გამორჩა, რომ იმ კომპონენტების მუდმივი გაუმჯობესება, რომლებმაც ციფრული ბეჭვდვის სამყაროში ადგილი დაუმკვიდრა, მასვე უთხრიდა ძირს.

ციფრული ბეჭვდვის ევოლუციის დროს ,,კოდაკის” წარმატება ნაწილობრივ ფასის და შესრულების სამი კომპონენტის დამსახურება იყო, რაც ციფრული ფოტოგრაფიის ეკოსისტემის კრიტიკული ელემენეტებია: დამტენ წყაროსთან დაკავშირებული მოწყობილობები (CCD), რომლებიც ციფრული ფოტოკამერების რეზოლუციას განსაზღვრავდა; ფლეშმეხსიერება, რაც კონკრეტულ ფლეშბარათზე შენახული ფოტოების რაოდენობას განსაზღვრავდა; და LCDეკრანები – ფოტოს გადათვალიერების ხარისხისთვის და შემდგომში კამერებზე და პრინტერებზე სხვა ფუნქციებისთვის. თავდაპირველად, უკეთესი ფასი და შესრულება ციფრულ

ფოტოგრაფიასაც ამარტივებდა და ბეჭვდვასაც, რის გამოც ციფრული კამერების და საშინაო მოხმარების ფოტო პრინტერების დიდ გაყიდვებს მიაღწიეს.

მაგრამ CCD-ების გაუმჯობესების და გაიფების შემდეგ, ისინი მობილური მოწყობილობების ნაწილი გახდა, რამაც ცალკეული ციფრული კამერების ბაზრის ნგრევა გამოიწვია. იგივე მოხდა ფლეშმეხსიერების მოცულობის ზრდის და LCDეკრანების ხარისხის გაუმჯობესების შემდეგაც – მომხმარებლების ლომის წილი ფოტოებს საკუთარ მობილურებში, ტაბლეტებში და კომპიუტერებში ათვალიერებდა და იშვიათადღა ბეჭდავდა.

ცვლილების და ციფრულ კომპანიად ტრანსფორმაციის მტკივნეული პროცესის გააზრების შემდეგ ,,კოდაკის” დანიშნულების წერტილი ფოტოების ქაღალდზე ბეჭდვის ახალი გზა გახდა. მისი სტრატეგიის ბრმა ლაქა და თავდაპირველი კრახის მიზეზი იმ ფაქტის უგულებელყოფა იყო, რომ მისივე ეკოსისტემის კომპონენტების პროგრესი საბოლოო მიზნის მნიშვნელობას გააბათილებდა. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ კოდაკმა ამ გაუმჯობესების წყალობით ციფრული ფოტოგრაფიის გაყიდვასა და განვითარებაში უპირატესობა მოიპოვა, მისი ხელმძღვანელები ამ კომპონენტებს შემოსავლის დამაგენერირებელ სიახლეებად უფრო აღიქვამდნენ, ვიდრე მეტი ცვლილებების წინამორბედებად.

მოვლენები შესაძლოა სხვაგვარად განვითარებულიყო

,,კოდაკის” ხელმძღვანელებს უფრო ფართო ეკოსისტემის დინამიკა რომ მიეღოთ მხედველობაში, სხვა არჩევანს გააკეთებდნენ.

ეკოსისტემის პერსპექტივის გამოყენებისთვის პირველი ნაბიჯი იმ ორ სიტუაციას შორის ხაზის გავლებაა, როცა თქვენ მიერ შექმნილი ღირებულების აღსრულება თქვენზეა დამოკიდებული (პროდუქტზე დაფუძნებული გარემო) და როცა სხვა კომპანიების მოქმდებები და ტექნოლოგიები მასზე კრიტიკულ გავლენას ახდენს (ეკოსისტემური გარემო). თუ ეკოსისტემურ გარემოში გიწევთ კონკურენცია, თქვენს ინოვაციურ ძალისხმევას და კო-ინოვატორების პროგრესს თანაბარი ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეს ნიშნავს, რომ სწორად განსაზღვროთ, როდის შეაფერხებს მათი შენელებული განვითარება თქვენს ზრდას და როდის გამოიწვევს ცვლილებებს მათი აჩქარებული განვითარება.

,,კოდაკს” რომ ეკოსისტემური სიახლის პოტენციალი განესაზღვრა, რამდენიმე სხვა გზას დაადგებოდა:

სპეციალიზაცია – ციფრული მიმართულებით მუშაობა იმ მონაკვეთებზე ფოკუსირებით, რომლებიც ცალკეული კომპონენტების გაუმჯობესებიდან სარგებელს ისევ მოუტანდა. კოდაკს ციფრული ფოტოგრაფიის მობილურ ტელეფონებში გადატანის პერსპექტივა რომ გაეცნობიერებინა, შესაძლოა ძალები ფოტოს დამუშავების მიმართულებით ეცადა.

გაფართოება: განსაზღვრეთ, რომელი ფერკმთალი ბიზნესი შეიძლება აღმოჩნდეს ყურადღების ცენტრში. კოდაკი ღრუბლოვანი ფოტო მენეჯმენტის პიონერი იყო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა Ofoto შეიძინა. მაგრამ აქცენტი გამოსახულების ბეჭვდვის აპარატში გადატანაზე კეთდებოდა და არა სოციალური ქსელის ახლად გაჩენილ ტრენდზე.

დივერსიფიკაცია: აღიარეთ თქვენი პოზიციის სისუსტე და ნუ კონცერტირდებით თქვენს ფსონებზე. ფოტო პრინტერების მიმართულებით გაფართოების დიდი სურვილის გამო, კოდაკის ხელმძღვანელებმა კომპანიის ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო მიმართულება – სამედიცინო გამოსახულების ბიზნესი გაყიდეს. ეკოსისტემასთან დაკავშირებული რისკები უკეთესათ რომ შეეფასებინათ, კოდაკის ყველა რესურსის ერთ კალათაში მოქცევამდე კიდევ ბევრჯერ დაფიქრდებოდნენ.

აიღეთ მოსავალი და დაზოგეთ: თუ თქვენს მოქმედებების პოზიტიური შედეგი ჯერ არ ჩანს, თქვენი რესურსები იქამდე შეინახეთ, სანამ ერთს მაინც არ დაინახავთ. უარეს შემთხვევაში უკან დასახევი გზა მაინც მოიტოვეთ. კოდაკმა მთელი რესურსები ციფრულ ბეჭვდვაში ჩადო და საბოლოოდ თავდაცვისა და ხელახალი სტარტისთვის კაპიტალი აღარ ეყო.

კოდაკში ამ ალტერნატიულ გზებს განიხილავდნენ კიდეც, მაგრამ ეკოსისტემის დინამიკის გაუცნობიერებლობის გამო არც ერთ მათგანს საკმარისი ყურადღება არ დათმობია.

ის, რაც თანამედროვე წამყვანმა კომპანიებმა ,,კოდაკისგან” შეიძლება ისწავლონ, არის ის, რომ სარისკოა, როგორც ცვლილებებისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭება, აგრეთვე მათი არასწორი ნაწილის მოცვა. ეკოსისტემური ცვლილებების ეს გზა – პირდაპირი კონკურენციის ნაცვლად ცალკეული მიმართულებით განვითარებით გამოწვეული მარცხი – სულ უფრო და უფრო ხშირი გახდება. წარმოებიდან ფერმებამდე და ფარმაციამდე, ციფრული რევოლუცია მთლიანად შეცვლის კონკურენტულ პოზიციებს და სტრატეგიებს.

ის კომპანიები, რომლებიც ,,კოდაკისგან” სათანადო გაკვეთილს მიიღებენ, რომლებიც თავიანთ სტრატეგიას ეკოსისტემის დინამიკის გამადიდებელი შუშებით დააკვირდებიან, გაცილებით ადეკვატურად უპასუხებენ ახალ გამოწვევებს. ის ორგანიზაციები კი, რომლებიც თვალს დახუჭავენ, ,,კოდაკის” ბედს გაიზიარებენ.

 

წყარო: HBR

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

ქართველი გოგონას სტარტაპი „Fully-ფული“ და მეწარმის გზა იდეიდან ბიზნესამდე

„Fully-ფული“ ახალგაზრდა მეწარმის – ანა გელაშვილის წარმატებული სტარტაპია, რომელიც საზოგადოებას მრავალფეროვან ხელნაკეთ საფულეებსა და საბარათე სათავსოებს სთავაზობს, სტარტაპმა უკვე დაიმსახურა მომხმარებლის მოწონება და ანა ახალი იდეებით აპირებს მის განვითარებას, საკუთარი ბიზნესის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ის თავად გვიამბობს.

ანა, უპირველეს ყოვლისა, მოგვიყევი ვინ ხარ და რას საქმიანობ?
-ამჟამად ვსწავლობ ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში, მეოთხე კურსზე. ჩემს საქმიანობას რაც შეეხება, ყოველთვის მინდოდა მქონოდა ჩემი საკუთარი ბიზნესი, რომლის კეთებაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, შესაბამისად, მქონდა სხვადასხვა ტიპის გატაცებებიც, როგორიცაა, მაგალითად, კალიგრაფია, შემდეგ თიხისგან სამკაულების დამზადება, ახლა კი, შეიძლება ითქვას, რომ Fully-ის ხანა დგას ჩემს ცხოვრებაში.
როდის გაგიჩნდა „Fully-ფულის“ შექმნის იდეა?
-„Fully-ფულის“ შექმნის იდეა Fablab Iliauni-ს ტრენინგკურსის გავლის პროცესში გამიჩნდა. სწორედ აქ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა შემეკერა საფულე ტყავისგან და ასეც მოხდა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ ამ სტარტაპის სახელი „Fully-ფული“ უნდა ყოფილიყო და ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ კარგი და მარტივად დასამახსოვრებელი სახელი მაქვს შერჩეული.
ამ ეტაპზე, რა და რა სახის ნაწარმს სთავაზობ მყიდველს და როგორია მათი ფასი?
-დღეს უკვე მრავალფეროვანი დიზაინის საფულეებს და ბარათების სათავსოებს ვთავაზობ მომხმარებლებს, რომელიც ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული და ხელნაკეთია. ასევე, მომხმარებელს შეუძლია მოგვწეროს როგორი მახასიათებლების საფულეს ეძებს და მაქსიმალურად შევეცდებით მისი მოთხოვნების დამაკმაყოფილებელი საფულე შევქმნათ.
ხოლო ფასებს რაც შეეხება, ღირებულება, რა თქმა უნდა, განსხვავდება მოდელების მიხედვით. ამჟამად მინიმალური თანხა 15 ლარია, ხოლო მაქსიმალური – 80 ლარი. ვცდილობ, რაც შეიძლება მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასი მოვარგო პროდუქტს, რადგან მათი აზრი უმნიშვნელოვანესია „Fully-ს“ წარმატებისთვის.


როგორც დამწყები მეწარმე, რას ეტყოდი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იდეები მაგრამ ვერ პოულობენ გზას რომ პრაქტიკულად განახორციელონ ისინი?
-თუ იდეა გაქვს, აუცილებლად არსებობს მისი განხორციელების გზაც, მთავარია კარგად ეძებო. საბედნიეროდ, დღეს საქართველოში არსებობს ძალიან ბევრი მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამა, რომელი ნებისმიერ ადამიანს აძლევს პრაქტიკულ შესაძლებლობას საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის. მე მივიჩნევ, რომ შრომით, მუდმივი ძიებითა და შეცდომებზე სწავლით აუცილებლად ყველაფერი გამოვა.
-დაბოლოს, გვიამბე სამომავლო გეგმების შესახებ.
– საკმაოდ ბევრი გეგმა მაქვს, უპირველს ყოვლისა, მინდა რომ „Fully-ფულის“ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ვაპირებ რამდენიმე სახის პროდუქციის დამატებას, მაგალითად, ყულაბების, ასევე ჩანთებისა და სხვადასხვა ტიპის ქეისის. ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი წინ არის და მალე სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებ ჩვენს ერთგულ მყიდველს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რამდენიმე აუცილებელი კითხვა ბიზნესის დასაწყებად

ბიზნესის დაწყება საკმაოდ სარისკო და რთული საქმეა, ასე რომ, უმჯობესია, დავიწყოთ იმ სფეროში მოღვაწეობა, სადაც გარკვეული წარმოდგენა გვაქვს იმ პროდუქტზე, რაზც მომავალში გვსურს ავაწყოთ ჩვენი ბიზნესი.
წარსულთან შედარებით, დღესდღეობით, ბევრად მარტივია ბიზნესის დაწყება, მაგრამ, საჭიროა, კარგი, ინოვაციური ბიზნესიდეა, გეგმა, საწყისი კაპიტალი და ორგანიზებულობა.
,,ბიზნეს ინსაიდერი” გვთავაზობს რამდენიმე კითხვას, რომლებიც თქვენი თავს უნდა დაუსვათ, თუ გსურთ წარმატებული ბიზნესის დაწყება.
1. რაში იხდით ფულს, რა პროდუქტი არის თქვენთვის ყველაზე მეტი მოთხოვნის მქონე?
2. რა ჩვევები გაქვთ, რა გაგეგებათ ყველაზე კარგად?
3. რაში ხართ საუკეთესოები, რას გეუბნებიან თქვენი მეგობრები?

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

,,შიში, ნაცვლად იმისა, რომ აგვაცდინოს ფათერაკს, პირიქით, შეგვყრის მას”

,,შიში, ნაცვლად იმისა, რომ აგვაცდინოს ფათერაკს, პირიქით, შეგვყრის მას.”

გრაფი ფილიპ დორმერ სტენჰოპ (ჩესტერფილდი) – ,,წერილები ,,ვაჟიშვილს”.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

მსოფლიოს 5 საუკეთესო ადგილი განტვირთვისთვის

ყველა ადამიანს ესჭიროება მინიმუმ თვეში ერთხელ განტვირთვა, როგორც ორგანიზმის, ასევე გონების, მსოფლიოში კი ასეთი ადგილები მრავლადაა. ადამიანები, რომლებსაც ეკონომიკურად გამართული მდგომარეობა აქვთ, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება გაუფრთხილდნენ საკუთარ ენერგიას და იყვნენ ჯანსაღები.

მრავალი კატეგორიის ადამიანი არსებობს, მაგალითად, ზოგს მოსწონს სამოგზაუროდ წასვლა და უცხო ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ის ამ სფეროში პოულობს განტვირთვის საშუალებას, მაგრამ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებაში დროის გატარებას არაფერი ურჩევნიათ და ა.შ.

ლინდალ მიტჩელმა, ავსტრალიის სამოგზაურო სპა ცენტრების ერთ–ერთმა დამაარსებელმა, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის წარედგინა საუკეთესო ადგილები, სადაც მათ განტვირთვა შეუძლიათ:

  1. “Mii amo Spa“ -ამერიკის შეერთებული შტატები
  2. ,,Terme Vals-ი“– შვეიცარია
  3. “Kamalaya, Koh Samui” –ტაილანდი
  4. ,,ESPA ცხოვრება Corinthia Hotel–ი” –ინგლისი
  5. “Caracalla Spa”–გერმანია

 

წყარო: Traveller.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიოტექნოლოგიები

“Sony“ ძალიან ახლოსაა რეკორდული მაჩვენებლის მიღწევასთან

კომპანია 71–წლიანი არსებობის შემდეგ ძალიან ახლოსაა რეკორდული მაჩვენებლის მიღწევასთან, მათი სარგებელი დაახლოებით 345% –მდე გაიზარდა. კომპიუტერულმა კომპანიამ 2017 წლის ფინანსური მდგომარეობის ჩანაწერი გამოაქვეყნა, რაც გვაჩვენებს წინა წლებთან შედარებით მათი განვითარების დონეს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ საკმაოდ წარმატებული კორპორაციაა, რადგან მათი პროდუქტი ყველა ასაკის ადამიანისთვისაა განკუთვნილი და ნებისმიერისთვისაა ხელმისაწვდომი.

,,Bloomberg-ის” ანალიტიკოსებმა ჩაატარეს კვლევა, რაც გვაჩვენებს, თუ როგორ მიაღწია კომპანიამ 139 მილიარდიან მოგებას. მათი ვიდეოთამაშები მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, მომუშავე პერსონალი ცდილობს დღითი დღე მეტი სარგებელი მოუტანოს კომპანიას და გახდნენ წარმატებულნი.

 

წყარო: Bloomberg.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ტექნოლოგიები, რომლებიც ცხოვრებას გვიადვილებენ

მფრინავი დრონები, მდივანი რობოტები, ჭკვიანი ტექნოლოგიები შეცვლიან ჩვენს ყოველდღიურ რეალობას კარგისკენ?!

საინტერესოა, თუ რომელ ტექნოლოგიებზეა კერძოდ საუბარი, როდესაც ვმსჯელობთ ადამიანების ცხოვრების გაადვილებაზე და ვფიქრობთ, რომ ისინი ჩვენი ცხოვრების სტილს რადიკალურად შეცვლიან. შედარებისთვის, შეგვიძლია, ავიღოთ ჭკვიანი სარეცხი მანქანა, რომელიც გაარჩევს საგნებს, რომელთა გარეცხვაც თქვენ გსურთ, მათ მატერიას, ფერსა და ხარისხს, უდავოდ დაგვეხმარება იგი, თუ გვიკარნახებს ამა თუ იმ ნივთის გარეცხვა დააზიანებს თუ არა სხვებს, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რომელი ტანსაცმელი უნდა გარეცხოთ ერთად და რომელი  – არა.

ასევე შეიძლება ავიღოთ, მაგალითად, რობოტები, რომლებიც სახლში ჩვენ მაგივრად შეასრულებენ მოვალეობებს, დაამზადებენ სხვადასხვა კერძს, დაასუფთავებენ სახლს და ადამიანებს მისცემენ იმის საშუალებას, რომ მათ მეტი დრო ჰქონდეთ სწავლის, მუშაობისა თუ დასვენებისთვის.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

,,მერე გავაკეთებ“ ეფექტი – თანამედროვე ადამიანის სენი

 

 პროკრასტინაცია ანუ „მერე გავაკეთებ“ ეფექტფართოდ არის გავრცელებული, თითქმის ნორმას წარმოადგენს, მაგრამ, რიგ შემთხვევაში, ის შეიძლება ნამდვილ სენად იქცეს – ადამიანი გამუდმებით „ხვალისათვის გადადებს“ ხოლმე აუცილებელ, მნიშვნელოვან საქმეს, თუმცა სერიოზული ხელისშემშლელი მიზეზი არა აქვს. ამასთანავე შფოთავს, რომ არ ასრულებს მას. შესაბამისად, დანიშნული დროისათვის ვერ ასწრებს მის გაკეთებას, ან უხარისხოდ აკეთებს, ხან საერთოდაც უარს ამბობს მის შესრულებაზე.

ამერიკელი ფსიქოლოგის, ბლუნტის კვლევების მიხედვით, სტუდენტთა დროის დაახლოებით მესამედი პროკრასტინაციის ეფექტს მიაქვს; კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტის საყოველთაო გავრცელების პირობებში, პროკრასტინაციის ეფექტით მოცული ადამიანების რიცხვი გამუდმებით იზრდება, შესაბამისად, იზრდება ფუჭად დახარჯული დროის მოცულობაც.

 ვერტენბროხმა პროკრასტინაციის ეფექტი დროითი ზღვრის დაწესების პირობებში შეისწავლა. მან ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები სამ ჯგუფად დაყო და სამი კვირის განმავლობაში სამი ნაშრომის დაწერა დაავალა. პირველ ჯგუფს სამივე ნაშრომი ბოლო დღეს უნდა ჩაებარებინა, მეორე ჯგუფს თავად შეეძლო ვადების განსაზღვრა, ხოლო მესამე ჯგუფს კვირაში ერთი ნაშრომი უნდა ჩაებარებინა. შედეგად, სამუშაო ყველაზე კარგად – მესამე ჯგუფის, ხოლო ყველაზე ცუდად პირველი ჯგუფის წევრებმა შეასრულეს.

 მიდგომა „მერე გავაკეთებ“ უბიძგებს ადამიანს, ამჟამინდელი, წუთიერი სიამოვნება ამჯობინოს გასაკეთებელ საქმეს, ისევე როგორც „დღევანდელი კვერცხი სჯობს ხვალინდელ ქათამს“. ამ ფენომენის შესასწავლად უოლტერ მიშელმა ჩაატარა ექსპერიმენტი 650 ბავშვზე. ის სამი-ექვსი წლის ბავშვებს სთავაზობდა კანფეტს, ამასთანავე, აცნობდა პირობას – თუ 15 წუთი კანფეტის ჭამისაგან თავს შეიკავებდნენ, დამატებით კიდევ ერთ კანფეტს მიიღებდნენ. ბავშვების 70%-მა თავი ვერ შეიკავა და კანფეტი დროზე ადრე შეჭამა. 15 წლის შემდეგ მიშელმა შეისწავლა ამ ბავშვების ცხოვრება; აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც ექსპერიმენტში ცდუნებას გაუძლო, საშუალოდ სხვებზე მნიშვნელოვნად მეტი ქულა მიიღეს მისაღებ გამოცდებში. შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მათ სხვებზე უკეთეს კარიერულ წარმატებას მიაღწიეს. პროკრასტინაციის ეფექტს ფსიქოლოგთა ნაწილი ინდივიდის შფოთვას უკავშირებს – პროკრასტინაციისაკენ მეტადაა მიდრეკილი ისეთი ადამიანი, ვინც ხშირად არის სტრესულ მდგომარეობაში, ვისაც უფრო მეტად აქვს მომავლის შიში და ნაკლებად არის დარწმუნებული საკუთარ თავში. მეორე მიდგომის თანახმად, ძირითადი მიზეზი დაბალი მოტივაციაა. მეცნიერთა მესამე ჯგუფი ევოლუციონისტურ თეორიას ეყრდნობა და მიიჩნევს, რომ პროკრასტინაცია ქცევის გამართლებული ფორმა იყო ადამიანის განვითარების პროცესში, იმ ადრეულ ეტაპზე, როდესაც ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობდა და გადარჩენის პროცესში „დღევანდელი კვერცხის არჩევანი“ უმეტესად ამართლებდა. ქცევის ეს ფორმა ინერციით მოყვება ადამიანს, არაცნობიერად განსაზღვრავს მის ქცევას და მხოლოდ ახლა, ტექნოლოგიურ ეპოქაში, გამოვლინდა მისი ნაკლოვანება. სტივენ ქოვიმ ჩამოაყალიბა პროკრასტინაციის დაძლევის ე. წ. დროის მართვის ფრანკლინის მეთოდი. ამ მეთოდის თანახმად, დროის სწორად მართვისათვის საჭიროა საქმეების დახარისხება პრიორიტეტების მიხედვით და შემდეგ შესაბამისი სამოქმედო გეგმის შედგენა. საქმის პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება ორი კრიტერიუმის – მნიშვნელოვანისა და სასწრაფოს – კომბინაციის გამოყენებით.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 37 38 39 40 41 59
Page 39 of 59