close

ბიზნესი

ბიზნესიგანათლება

30 საიტი, რომელიც თვითგანათლებაში დაგეხმარებათ

წარმოგიდგენთ 30 საიტს, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

1. BBC  Future – სტატიებისა და ვიდეოების აგრეგატორი თანამედროვე სამყაროში.

2.99U -YouTube-ის არხი პროდუქტიულობაზე, ორგანიზებულობასა და ლიდერობაზე.

3.YouTube EDU – YouTube-ის საგანმანათლებლო ნაწილი.

4. WikiWand – ვიკიპედიის ბევრად უფრო ფუნქციონალური ინტერფეისი.

5. The long read (The Guardian) – გამომცემლობა The Guardian -ის ნაწილი, რომელიც ეძღვნება სააზროვნო სტატიებს.

6. TED -ვიდეოები წარმატებული და ნიჭიერი ადამიანებისა, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ.

7. iTunes U – iTunes -ს ნაწილი, რომელიც ეძღვნება წამყვანი უნივერსიტეტის ლექციებს.

8. https://www.reddit.com/r/InsightfulQuestions/ – Reddit– ის ნაწილი ინტელექტუალური დისკუსიებით.

9. Cerego – სასწავლო პროგრამის შედგენა თქვენი სისუსტეებისა და სიძლიერის მიხედვით.

10. University of the People – უფასო ონლაინუნივერსიტეტი.

11. Open Sesame – ადგილი, სადაც ვაჭრობენ კურსებით.

12. CreativeLive -უფასო კურსები შემოქმედების შესახებ მსოფლიო ექსპერტების მიერ.

13. Coursera – საიტი, რომელიც შეიცავს ასობით კურსს ცნობილი უნივერსიტეტებიდან.

14. University of Reddit  -Reddit -ს ნაწილი, სადაც წევრები აზიარებენ საკუთარ ცოდნას.

15 Quora -საიტი, სადაც იპოვით პასუხს უამრავ შეკითხვასა და საკითზე.

16. Digital Photography School – ფოტოგრაფიის სასწავლო კურსები.

17. Umano – სტატიების აუდიოჩანაწერების უდიდესი კოლექცია.

18. Peer 2 Peer University – გახსნილი სასწავლო პროექტი.

19. MIT Open CourseWare – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის უფასო კურსები.

20. https://gibbon/ – სასწავლო პლეილისტების შემადგენი სერვისი.

21. http://www.investopedia.com/ – შემეცნებითი საიტი ინვესტიციების შესახებ მაგალითებზე.

22. Udacity – ტექნიკური კურსების უფასო ონლაინკურსები.

23. Mozilla Developer Network – ვებდიზაინის შესასწავლი მასალები.

24. Future Learn – ცნობილი უნივერსიტეტების უფასო ონლაინკურსები.

25. Google ScholarBrain Pump – ძებნა სამეცნიერო ლიტერატურაში.

26. Brain Pump – ადგილი, სადაც ყოველდღე სწავლობ რაღაც ახალს.

27. Mental Floss – ტესტი, რომელიც დაადგენს თქვენს ცოდნას სხვადასხვა სფეროში.

28. Learnist – სპეციალურად არჩეული მასალით სწავლა.

29. DataCamp – ონლაინ წავლება მეცნიერების შესახებ.

30. edX – სხვადასხვა უნივერსიტეტის ონლაინკურსები.

წყარო: www.inko.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

რატომ აკრიტიკებენ ახალ ,,iPhone X-ს”?

 მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი, რომ მსოფლიოს ერთ–ერთმა ყველაზე წარმატებულმა და სახელგანთქმულმა კომპანიამ – ,,ეფლმა” ახალი პროდუქტი გამოუშვა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინა მოდელებისგან, ახალი პროდუქტი მეტად ინოვაციურია, მოსახერხებელი და კარგი დიზაინისაა.

 როგორც მოგეხსენებათ, მას არ აქვს iPhone–ისთვის დამახასიათებელი ღილაკი, რომელიც წინა მოდელებში აქტიურ დატვირთვას ატარებდა, ახლა მისი შექმნა მხოლოდ სენსორულად შეიძლება. ამ ცვლილების გამო ბევრ ადამიანს გაუჩნდა კრიტიკის გამოთქმის სურვილი, თითქოს მათთვის წინა მოდელები უფრო მოსახერხებელი და ადვილად გამოსაყენებელი იყო.

ახალი iPhone–ის ეკრანი წინაზე დიდია, გაუმჯობესებულია კამერის მეგაპიქსელი და სენსორული ტექნიკაც. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ფასიც საკმაოდ სოლიდური გახლავთ.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოამსოფლიო

რას გულისხმობს ,,შავი პარასკევი”?

 შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეს აღინიშნება აშშ–ში. ამერიკაში შავი პარასკევი საშობაო ვაჭრობის დასაწყისად მიიჩნევა, ამ დღეს თითქმის ყველა მაღაზია აწყობს მასშტაბურ ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ აქციაზე.

ეს დღე მსოფლიოშია განთქმული, რადგან ძვირადღირებული პროდუქტები შეიძლება ძალიან იაფად იყიდოს ნებისმიერმა ადამიანმა. აღნიშნული ტრადიცია 1966 წლიდან დამტკიცდა ფილადელფიაში.

შავი პარასკევი ტრადიციულად 23–29 ნოემბრამდე რომელიმე დღეს ემთხვევა, ონლაინმაღაზიებიდანაც შეუძლიათ ადამიანებს შეიძინონ ფასდაკლებული პროდუქცია ნებისმიერი ქვეყნიდან.

 

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ წვრილმან პრობლემებს აგვარებენ

 

 21–ე საუკუნეში ადამიანები ყოველთვის იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ გაიადვილონ და გაუადვილონ ცხოვრება ადამიანებს, დღესდღეისობით, ადამიანები გამოსადეგ ნივთებს, თითქოსდა, არაფრისგან ქმნიან.

მაგალითად, ადამიანი, რომელიც აზროვნებს და სურს შექმნას რაიმე პროდუქტი, იყენებს ყველაფერს, რაც მარტივად მოსაპოვებელია, შეიძლება ჩვენ რასაც ნაგავში ვყრით, მათთვის გამოსადეგი და პროდუქტის შემქმნელი ნივთი იყოს.

ისეთი უნიკალური პროდუქტები და აქსესუარები, რომლებსაც უბრალო ადამიანები ქმნიან, საკმაოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში, ალბათ ყველას უნახავს ვიდეოები, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები ყველა მოქმედება პროდუქტის შესაქმნელად, ეს ბიძგია, რომ ყველა ადამიანმა უნდა სცადოს რაიმე სიახლის შემოტანა საზოგადოებაში.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

5 ყველაზე მდიდარი წყვილი, რომლებსაც 260 მილიარდზე მეტი ფული აქვთ

 გქონდეს წარმატებული კარიერა ან ქორწინება, სირთულეებთანაა დაკავშირებული, ყველა ადამიანს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კარიერული წინსვლისთვის ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ ყველა ასე თუ ისე ცდილობს, რომ აიწყოს საკუთარი ცხოვრება.

ბევრი ადამიანი არსებობს დღესდღეობით, ვისაც შესანიშნავი კარიერა აქვს, წინსვლის პერსპექტივაც,  მაგრამ ბედნიერებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აკლია – ოჯახი, მხოლოდ კარიერული განვითარება ადამიანს ვერ მიანიჭებს სასურველ ბედნიერებას, უმეტესად,  მას ყოველთვის ექნება რაღაც დანაკლისი.

,,ბიზნეს ინსაიდერმა”  გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული წყვილების სია, რომელთაც კაპიტალის გარდა ბედნიერებაც აკავშირებთ.

  1. ტომ ბრედი და ჟიზელ ბუნდჰენი
  2. ივანკა ტრამპი და ჯარედ კუშნერი
  3. ბიონსე და ჯეიზი
  4. ევან სპიგელი და მირანდა ქერი
  5. ბილ და მელინდა გეითსები

 

 

წყარო:  Businessimnsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფიაფრაზები

6 შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებდა და უშვებს – ციცერონი

ციცერონი – 6 შეცდომა, რომელსაც ადამიანი საუკუნეთა განმავლობაში უშვებდა და უშვებს:

1. იმის რწმენა , რომ შესაძლებელია სხვისი განადგურებით რაიმე სარგებელი მივიღოთ;
2. დარდი იმ საგნებსა და მოვლენებზე, რომელთაც ვერც შეცვლით და ვერც გამოვასწორებთ;
3. დაჟინებით მტკიცება, რომ რაიმე შეუძლებელია, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიღწევა;
4. უმნიშვნელო, წვრილმან მოთხოვნილებებზე დამოკიდებულება;
5. გონებრივი განვითარებისა და სრულყოფის უგულებელყოფა;
6. იმის ცდა, რომ სხვებიც ვაიძულოთ იწამონ ის, რისიც ჩვენ გვწამს და იცხოვრონ ისე, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკამსოფლიო

რამდენიმე ქალაქი, სადაც 50 000 დოლარი შემოსავალია საჭირო კომფორტულად ცხოვრებისთვის

 

ამერიკელები გაოგნებულები არიან ზოგიერთ შტატში ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთებისა და პროდუქტების სიძვირით. ეს ყველაფერი ტექნოლოგიურმა განვითარებამ გამოიწვია, აქციების ფასი გაიზარდა და, შესაბამისად, ყველაფრის ფასმაც მოიმატა. ყველა ადამიანი ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებფასიანი პროდუქტი, ნივთი შეიძინოს, რა თქმა უნდა, საუბარია, ისეთი ხალხის ფენაზე, რომლებსაც საშუალო შემოსავალი აქვთ. იქაური ფასები ადგილობრივებისთვის არ უნდა იყოს განსაცვიფრებელი, რადგან, შესაბამისად, ანაზღაურებაც სოლიდური ექნება იქ მომუშავე პერსონალს.

,,ბიზნეს ინსაიდერი“ გთავაზობთ ჩამონათვალს, სადაც მაღალი ფასები და ცხოვრების აქტიური სტილი ჩქეფს:

  1. პიტსბურგი, პენსილვანია;
  2. ჰონოლული, ჰავაი;
  3. სიეტლი, ვაშინგტონი;
  4. სან ფრანცისკო, კალიფორნია
  5. ჰიუსტონი, ტექსასი.

 

 

წყარო: Business insider

მასალა მომზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

მანერები, რომლებსაც ხალხი აღარ იყენებს

თუ გსურთ, იყოთ ცივილიზებული, განვითარებული  პიროვნება, აუცილებელია, კარგი მანერების ქონა, რაც ზრდილობიან, თავაზიან ქცევებს გულისხმობს.

 მკვლევარები ამბობენ, რომ ხალხმა დაკარგა ის ძირძველი დამახასიათებელი მანერები, რომლებიც საუკუნეების წინ ჰქონდათ, შეიძლება მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მართლაც ზოგიერთი ქცევა არ იყო მთლად ჰუმანური და სასიამოვნო. მაგალითად, კონფლიქტების დუელით მოგვარება, ასევე ადრე შეიძლებოდა, რომ სუფრის გადასაფარებელზე ხელი გაეწმინდა სტუმარს, მაგრამ ახლა ეს მანერა ნამდვილად მანდილოსნის გაღიზიანებას გამოიწვევს, ასევე თუ დააკვირდებით ძველად, სურათებში სულ სერიოზული სახეები ჰქონდათ ადამიანებს, თითქოს აკრძალული იყო ღიმილიანი სურათი. დაბოლოს, საუზმის სასთუმალში მირთმევა, ახლა ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, მაგრამ წლების წინ ეს მანერად იყო ქცეული.

 

წყარო:  BUSINESS INSIDER

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკაპოლიტიკასაქართველოსოფლის მეურნეობა

შესაძლოა, მალე აფხაზეთიდან თხილის ექსპორტი შეწყდეს -,,The Economist-ი“ საქართველოზე წერს

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  ფერმერებისთვის დღემდე ნებადართულია თხილის რეალიზება საქართველოსთან თანამშრომლობით, მაგრამ 2018 წლიდან, ევროკავშირის მოთხოვნით, საჭირო გახდება პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი, რაც პრობლემას შეუქმნის მათ, ვინაიდან საეჭვოა რომ დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს სერტიფიკატით ვაჭრობის საშუალება მისცეთ.  პრობლემის შესახებ ცნობილი ბრიტანული გამოცემა ,,The Economist-ი“ წერს.

შავი ზღვითა და რუსეთით იზოლირებული საქართველო, ბოლო რამდენიმე ათწლეულია ცდილობს დაამყაროს ახლო კონტაქტი ევროპასთან და ამაში დიდ როლს თამაშობს თხილის ექსპორტი. 2007 წელს, იტალიურმა კომპანია ,,ფერერომ”  იმისთვის, რომ ,,Nutela-ს” წარმოება თხილით უზრუნველეყო, საქართველოში თავისი ფილიალი გახსნა, რის შემდეგაც, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე თხილის ექსპორტიორი ქვეყნების სამეულში მოხვდა იტალიასა და თურქეთთან ერთად.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შედგა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, თუმცა ამ ფაქტს ექსპორტთან დაკავშირებით მდგომარეობა მოლოდინისამებრ არ გაუუმჯობესებია. ქართული თხილის ექსპორტის თითქმის 10 %-ი აფხაზეთზე მოდის, რომელმაც 1992-93 წლებიდან დე ფაქტო დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს არ აქვს ოფიციალური სავაჭრო ურთიერთობა აფხაზეთთან, ხოლო თხილი ერთადერთი პროდუქტია, რომლის ამგვარად რეალიზების  უფლებასაც აფხაზეთის ხელისუფლება აძლევს ადგილობრივ ფერმერებს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა, რომ 2018 წლისთვის ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს და, მათ შორის, უნდა ჰქონდეს ოფიციალური მოწმობა წარმოების ადგილის შესახებ.  „მაშინაც კი, თუკი აფხაზები მიიღებენ ქართულ სერტიფიკატებს, ამ ქმედებას ხელისუფლება ეროვნულ ღალატად მიიჩნევს, ამიტომ, დიდი შანსია, რომ შეწყდეს ,,Nutella-ს” წარმოებისთვის იქაური თხილის მიღება”-ნათქვამია გამოცემაში.

აფხაზეთის ევროპისგან იზოლირება კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის მას რუსეთზე, ,,რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თხილზე მოთხოვნა იქ ნაკლებია, ამიტომაც, პრიორიტეტი უნდა მივანიჭოთ სწორედ ისეთ პროდუქტს, რაზეც იქ დიდი მოთხოვნაა, მაგალითად, ციტრუსებს და ღვინოს” – აღნიშნა ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა – ადგურ არძინბამ. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამ მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ორ მხარეს შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმოებაა ჟენევაში, თუმცა მხარეები ამ კუთხით არ აქტიურობენ და არც ვაჭრობის საკითხი ყოფილა ჯერჯერობით მათ დღის წესრიგში.

 

 

წყარო: The Economist

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  „დოქტრინა“

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

10 საუკეთესო ბიზნესსკოლა უოლ სტრიტზე მუშაობისთვის

თუ თქვენ გრძნობთ, რომ გაქვთ ისეთი ჩვევები და ხასიათი, როგორიც უოლ სტრიტზე მუშაობისთვისაა საჭირო, მაშინ თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან მცირე დროში მილიონერად ქცევა გაგიადვილდებათ, ძირითადი საქმიანობა უოლ სტრიტზე ბროკერობა ანუ აქციების გაყიდვებია, ასევე კოეფიციენტების მართვა და ფსონების გაკეთება, ეს ყველაფერი კი გეხმარებათ გახდეთ ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი.

იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას უოლ სტრიტზე აუცილებლად დაგჭირდებათ პროგრამა, რომელსაც ამერიკის რამდენიმე საუკეთესო ბიზნეს სკოლაში ასწავლიან, ,,ბიზნეს ინსაიდერმა“ შემოგვთავაზა მათი ჩამონათვალი:

  1. University of Pennsylvania

2.University of Michigan

  1. University of Chicago
  2. New York university
  3. Columbia university
  4. Standfor university
  5. Massachusetts institute of tech
  6. University of California at Berkeley
  7. Harvard university
  8. University of California at Los Angeles

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 38 39 40 41 42 59
Page 40 of 59