close

ბიზნესი

ბიზნესიკვლევებიმსოფლიო

5 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში

დღესდღეისობით, მსოფლიოში 2.473 მილიარდელია, რომლებსაც ძირითადად ერთი და იგივე საქმიანობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მათი უმრავლესობა ევროპაშია დასახლებული (806), შემდეგ მოდის აზია, სადაც (645), მოგეხსენებათ, ტექნოლოგიებს დიდი წარმატება მოაქვთ ბიზნესმენებისთვის, და ბოლოს, ჩრდილოეთი ამერიკა (628), გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამერიკა ლიდერია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მილიარდელი ცხოვრობს იქ, მთავარი ის არის, რომ Microsoft–ის დამფუძნებელი – ბილ გეითსი ცხოვრობს. სწორედ აქ, ბილ გეითსის ქონება 77.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, იგი ლიდერობს მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების საუკეთესო ხუთეულს:

  1. Bill Gates
  2. Amancio Ortega
  3. Wang Jianlin
  4. Carlos Slim Helu
  5. Alico Dangote

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ყველაზე მზარდი ქალაქები სტარტაპების მხრივ

 სან ფრანცისკო და ნიუ-იორკი – ორი მოწინავე ქალაქია სტარტაპების წარმატებულობის მხრივ. იმისათვის, რომ ახალდაწყებული ბიზნესი წარმატებული და მომგებიანი აღმოჩნდეს, საჭიროა, მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი, რომ პირნათლად შესრულდეს ბიზნესგეგმა, მაგრამ გარდა ამისა – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს სხვადასხვა შტატში, ან ქალაქში.

ბიზნესი მოსახლეობის აქტიურობაზეა გათვლილი, რა სურვილები და მოთხოვნილებები აქვთ მომხმარებლებს. ,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოიკვლია სტარტაპების მხრივ რომელი შტატები იყვნენ მოწინავე ადგილზე:

  1. ვაშინგტონი
  2. ოსტინი
  3. კოლუმბუსი
  4. ნაშვილი
  5. ატლანტა
  6. სან ხოსე
  7. სან ფრანცისკო
  8. ბოსტონი

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველოსოფლის მეურნეობა

სტარტაპერი ხურვალეთიდან, რომელიც საზოგადოებას მწყრის კვერცხსა და ხორცს სთავაზობს

 22 წლის ზაურ კუდუხოვი სტარტაპერია, მან გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოებას შესთავაზებდა საკმაოდ იშვიათ და ხარისხიან პროდუქტს. საუბარია მწყრის ხორცსა და კვერცხზე.

ზაური გორის რაიონ სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. წარმოშობით ქსუისიდან არის, 2008 წლის ომის დროს იძულებით დატოვა მშობლიური სოფელი. დაამთავრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტი, ამჟამად კი აგრძელებს სწავლას იმავე უნივერსიტეტის იმავე ფაკულტეტზე მაგისტრის ხარისხით.

„რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე, რომ დამეწყო ბიზნესი, კერძოდ, წარმოების სფეროში, რომელიც მომგებიანი და სამომავლოდ პერსპექტიული იქნებოდა. ჩემი ძალებით დავიწყე ქართული ბაზრის გამოკვლევა, თუ რა პროდუქტის ნაკლებობა ან დეფიციტი შეინიშნებოდა. სულ მალე დავადგინე, რომ მწყრის პროდუქციის დეფიციტი იყო, კერძოდ, მწყრის ხორცისა და კვერცხის. იმ მომენტიდან დავისახე მიზნად, მწყრის პროდუქცია მეწარმოებინა და ამავდროულად დავიწყე ფულის შეგროვება. გავხსენი ანაბარი და ყოველ ჩარიცხულ თანხაზე ვიცოდი, რომ მიზანს ვუახლოვდებოდი. როდესაც საჭირო თანხა შევაგროვე, დავიწყე დაბანდებული თანხის ინვესტირება: ავაშენე მინი ფერმა და შევუდექი პროდუქციის წარმოებას. ამასობაში USAID-ის პროექტ Yes-Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით შევიძინე ყველა საჭირო ინვენტარი, რომელიც აუცილებელად მჭირდება წარმოების პროცესში და საქმეს გამიადვილებს“, – აღნიშნავს ზაურ კუდუხოვი.

როგორც ყველა სტარტაპი საჭიროებს უდიდეს შრომასა და ძალისხმევას, ამ შემთხვევაში არც ჩემია გამონაკლისი. წარმოების პროცესში ვცდილობ დავნერგო თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დამეხმარება როგორც მოგების მაქსიმაზაციაში, ასევე შემიმსუბუქებს ფიზიკურ შრომას.

ქართულ ბაზარს არ ჰყავს მწყრის ხორცისა და კვერცხის სტაბილური მომწოდებელი. სწორედ ეს გარემოება გახდა სტარტაპერისთვის ხელშემწყობი ფაქტორი, იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესის დამკვიდრება არ უწევს მძიმე კონკურენციის პირობებში. მისი თქმით, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ, მაგრამ რეალური სურათის გათვალისწინებით, მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.

„დაბალი კონკურენციის პირობებშიც ვცდილობ გამორჩეული ვიყო სხვა მწარმოებლებისგან და მომხმარებელს შევთავაზო განვითარებული და სრულყოფილი პროდუქტი, მხედველობაში მაქვს პროდუქტი, რომელიც იწარმოება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნა სტარტაპერმა.

კომპანია სამომავლოდ გეგმავს, რომ წარმოებულმა პროდუქტმა სათანადო ადგილი დაიკავოს ქართულ ბაზარზე და გახდეს სტაბილური მომწოდებელი მწყრის ხორცითა და კვერცხით.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 საუკეთესო არტისტი ალბომების გაყიდვების მიხედვით

ინგლისის საუკეთესო როკჯგუფი იკავებს პირველ ადგილს ყველა დროის გამოკითხვაში, გაყიდვების მიხედვით, როგორც ჩანს, ეს ხელშეუხებელია, ჩამონათვალი სავსეა სურპრიზებით.

ბევრს გაუკვირდება როდესაც აღმოაჩენს, რომ ჯაზის საქსოფონისტის Kenny G–ს ალბომებს უფრო მეტი გაყიდვა აქვს, ვიდრე ემინემსა და Garth Brook–მა უფრო მეტი ალბომი გაყიდა ვიდრე ელვის პრესლიმ და მაიკლ ჯექსონმა.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გამოაქვეყნა ჩამონათვალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მომღერლების, ჯგუფების ალბომების გაყიდვების ტოპხუთეული:

  1. The Beatles-178 მილიონი ალბომი
  2. Gath Brooks-148 მილიონი ალბომი
  3. Elvis Presley-136 მილიონი ალბომი
  4. Led Zeppelin-111 მილიონი ალბომი
  5. Eagles-101 მილიონი ალბომი~

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატურიზმი

5 რამ, რაც ყველამ უნდა ვატაროთ მოგზაურობისას

ყველა ადამიანი თავისებურად ემზადება მოგზაურობისთვის, დიდი გამოცდილებაა საჭირო იმისთვის, რომ კარგად შეძლო ჩანთის ჩალაგება. ყოველდღიური ცხოვრებით გაგიჭირდებათ შეისწავლოთ და გაითავისოთ, თუ რა ნივთებია უფრო გამოსადეგი, როცა სხვადასხვა სახის მოგზაურობისთვის ემზადები.

 ყველაზე კარგი რჩევები შეგიძლიათ თქვენი მეგობრებისგან მიიღოთ, რომლებსაც ხშირად უწევთ მოგზაურობა, რჩევები აუცილებელია თქვენი წარმატებული მოგზაურობისთვის.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გააკეთა კვლევა, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლების არჩევანზე, თუ რა უფრო გამოადგებათ სამგზავროდ:

1. კისრის ბალიში

2. სამგზავრო უთო

3. ყურსასმენები

4. წყალგამძლე ტელეფონის ჩასადები

5. პორტალური დამტენი

 

წყარო: BUSINESS INSIDER

 მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა”

გთავაზობთ, ამონარიდს  დეილ  კარნეგის წიგნიდან –   „როგორ დავძლიოთ მღელვარება და დავიწყოთ ცხოვრება”:

1. თქვენი გონება დატვირთეთ აზრებით სიმშვიდეზე, სიმამაცეზე, ჯანმრთელობასა და იმედზე, – „ჩვენი ცხოვრება ხომ ისაა, რასაც ვფიქრობთ მასზე“;

2. ნურასოდეს ნუ შეეცდებით თქვენს მტრებთან ანგარიშის გასწორებას, რამეთუ ამით საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ, ვიდრე მათ;  – ერთი წუთითაც ნუ იფიქრებთ იმ ადამიანებზე, რომლებიც არ გიყვართ;

3. იმის მაგივრად, რომ უმადურობის გამო განიცადოთ, მისთვის მზად იყავით, გახსოვდეთ, რომ იესომ ერთ დღეში ათი კეთროვანი განკურნა და მხოლოდ ერთმა გადაუხადა მადლობა,  რატომ ელოდებით უფრო მეტ მადლიერებას, ვიდრე იესომ მიიღო? – გახსოვდეთ, რომ ბედნიერების მოპოვების ერთადერთი ხერხია არა მადლიერების მოლოდინი, არამედ მადლის ქმნა,  მისგან მიღებული სიხარულის გემოგახსოვდეთ, რომ მადლიერება ხასიათის ისეთი ნიშანია, რომელიც აღზრდის შედეგია, ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილები მადლიერები იყვნენ, ასწავლეთ მათ ეს;

4. აღრიცხეთ თქვენი წარმატებები და არა თქვენი უსიამოვნებები;

5. ნუ მიბაძავთ სხვებს. იპოვეთ საკუთარი თავი და დარჩით თავისთავადად, „შური ხომ უცოდინრობაა, მიბაძვა კი თვითმკვლელობა“;

6. როცა ბედი ლიმონს გარგუნებთ, შეეცადეთ, მისგან ლიმონათი გააკეთოთ.

7. დაივიწყეთ თქვენი საკუთარი უსიამოვნებები, ცდილობთ რა, სხვებს მიანიჭოთ მცირეოდენი ბედნიერება  – „სხვისთვის სიკეთის კეთებით, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ეხმარები“.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,ხრიკები”, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას გაგიადვილებთ

  ,,დოქტრინა” გასწავლით სხვადასხვა კომბინაციურ ხერხს, რომლითაც კომპიუტერთან მუშაობა კიდევ უფრო გაგიადვილდებათ. ამ დროს ნაკლები დრო დაგეხარჯებათ, საქმეს კი – უფრო სწრაფად და მარტივად გააკეთებთ.

Win + D — ჩამოიხუროს ყველა ფანჯარა, ხელმეორედ დაჭერა აღადგენს ფანჯრების განლაგებას.

Win + E — გზამკვლევის (Explorer) გამოძახება.

Win + F — პროგრამებში ძიების ფანჯრის გამოძახება.

Win + R — ფანჯარა Run-ის გამოძახება.

Win + M — ჩამოიხუროს ყველა აქტიური ფანჯარა, გარდა თვისებების (Properties) ფანჯრისა.

Win + L — მომხმარებლების ასარჩევში გადასვლა

Win > U > U
 — კომპიუტერის გამორთვა.

Win > U > R
 — კომპიუტერის გადარესტარტება.

Win > U > S — კომპიუტერის დაძინება.

Win > L > L — მომხმარებლის ზონიდან გამოსვლა.

Win + Break — სისტემის თვისებების გამოძახება (System Properties).

Win + Shift + M — ფანჯრების ჩამოხურვის გაუქმება/გადაფიქრება.

Win + Tab — გზამკვლევში (Explorer) ფანჯრებში გადართვა.

Win + F1 — შველის/დახმარების გამოძახება.

Alt + F4 — ფანჯრის ან პროგრამის გამორთვა, თუ არაფერი არაა გახსნილი აგდებს იგივეს რაც Win > U (თიშავს თითქმის ყველაფერს ახალი თამაშების გარდა).

Alt + Tab — ფანჯრებს შორის გადამრთველის ამოგდება (გადასაწევად უნდა გეჭიროთ Alt–ზე და აჭიროთ Tab–ს).

Alt + Enter — იხსნება თვისებების (propertis) ფანჯარა მონიშნული ობიექტისათვის (ობიექტი შეიძლება იყოს, დისკი ფაილი, საქაღალდე).

Alt + Space — ხსნის აქტიური ფანჯრის სისტემურ მენიუს, ჯამში ეს კომბინაცია ტოლფასია მაუსით აქტიური ფანჯრის ხაზზე მარჯვენა კლავიშით დაწკაპუნებისა.

Alt + [და მენიუში ხაზგასმული ასო] — იძახებს მენიუს შესაბამის პუნქტს.

Backspace — ერთი დონით ზემოთ ასვლა Windows Explorer-ში, ხოლო Internet Explorer-ში კი ერთი გვერდით უკან დაბრუნება (თუ რა თქმ აუნდა ეს უკანა გვერდი უკვე გაიარეთ და დაბრუნება გსურთ).

Ctrl — დააჭირეთ ამ ღილაკს მაშინ როდესაც ფაილი გადაგაქვთ ერთიადგილიდან მეორეზე, იმისათვის, რომ საწყისი ფაილის კოპირება მოხდეს და არა გადაადგილება.

Ctrl + A — ყველაფრის მონიშნვა

Ctrl + B — მონიშნულის გასქელება

Ctrl + Z — 
ცვლილების გაუქმება (Undo), ბოლო მოქმედების გადაფიქრება, გადადება, ზოგიერთ პროგრამაში შეიძლება მხოლოდ ერთი მოქმედების დაბრუნება, ზოგიერთი კი უსასრულო რაოდენობის დაბრუნება შეიძლება.

Ctrl + Y — გაუქმებული ცვლილების დაბრუნება (Redo).

Ctrl + C — დაკოპირება მეხსიერებაში დამახსოვრება.

Ctrl + X — 
ამოჭრა მეხსიერებაში დამახსოვრება (იგივეა რაც გადაკოპირება ოღონდ საწყისის განადგურებით).

Ctrl + V — დაკოპირებულის ჩასმა.

Ctrl + I — მონიშნულის წაქცევა.

Ctrl + U — მონიშნულის გახაზვა.

Ctrl + O — გახსნა.

Ctrl + S — დამახსოვრება.

Ctrl + N — ახალი დოკუმენტი.

Ctrl + W — თუ გააჩნია რამოდენიმე ფანჯარა პროგრამას ხურავს ერთერთს მაგრამ პროგრამა არ ითიშება.

Ctrl + R — 
გვერდის განახლება.

Ctrl + T — ახალი Tab (არ მუშაობს ბრაუზერებზე რომლებსაც Tab–ები არ აქვთ, მაგ. Internet Explorer 6).

Ctrl + N — ახალ ფანჯარაში იგივეს გახსნა (მხოლოდ Internet Explorer).

Ctrl + F — გვერდზე ან დოკუმენტში რამე სიტყვისა თუ წინადადების ძებნა.

Ctrl + Alt + Delete — ეგრეთ წოდებული ცხელი კომბინაცია.

Ctrl + Esc —
 მენიუ Start-ის გამოძახება/დახურვა.

Ctrl + Shift — დააჭირეთ ამ კომბინაციას როდესაც გადაგაქვთ ფაილი ერთი ადგილიდან მეორეზე და საბოლოო ადგილზე მიიღებთ ფაილის მოკლე კლავიშს (Shortcut).

Ctrl + Shift + S — ახალ ფაილად შენახვა.

Shift + Delete — ობიექტის/ფაილის წაშლა სანაგვე ყუთში მოხვედრის გარეშე.

Shift + F10 — იგივეა რაც ობიექტზე მაუსის მარჯვენა კლიკი.

F1 — შველის/დახმარების გამოძახება.

F2 — მონიშნული ობიექტის სახელის შეცვლა.

F3 — ძიება.

F4 — Explorer-ში სისტემური მისამართების ფანჯრის გახსნა/ჩამოშლა.

F5 —
 განახლება.

F6 — გზამკვლევის (Explorer) მენიუებში გადართვა.

F10 —
 აქტიურს ხდის მენიუს პუნქტს.

სრულად ნახვა
ბიზნესი

10 მათემატიკურ-ლოგიკური ამოცანა, რომლებსაც დიდ კომპანიებში გასაუბრებისას ეკითხებიან

,,დოქტრინა” გთავაზობთ 10 მათმატიკურ-ლოგიკური ამოცანას, რომლებსაც დიდ კომპანიებში გასაუბრებისას ეკითხებიან:

კითხვა Google-სგან გაქვს 8 ზუსტად ერთნაირი ვიზუალის ბურთი. როგორ გავიგოთ, რომელია მძიმე ამ ბურთებიდან, თუკი გვაქვს მხოლოდ 2 აწონვის უფლება?

კითხვა Adobe-სგან გაქვთ 50 მოტოციკლეტი გავსებული ბაკით, რომელიც გყოფნით 100 კილომეტრზე. როგორ გამოვიყენოთ ეს 50 მოტოციკლეტი, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ (თუკი თავიდან ისინი ერთ წერტილში იმყოფებიან)?

კითხვა Apple-სგან შელდონ კუპერი თამაშ „განძის ძიებაში“ ბოლო ეტაპამდე მივიდა. მის წინაა 2 კარი, ერთ კარს მიჰყავს საგანძურისკენ, მეორეს – სასიკვდილო ლაბირინთისკენ. ორივე კართან დგას მცველი, და ორივე მათგანმა იცის, თუ რომელ კარს მიჰყავს საგანძურამდე. ერთი მცველი არასდროს იტყუება, მეორე კი – ყოველთვის. შელდონმა არ იცის, რომელი მათგანი იტყუება და რომელი არა. სანამ კარს აირჩევდეს, შეუძლია მხოლოდ ერთი კითხვის დასმა და ისიც მხოლოდ ერთი მცველისთვის. რა კითხვა უნდა დაუსვას შელდონმა მცველს, რომ მიაგნოს განძს?

კითხვა Qualcomm-სგან ეს ამოცანა მოყვა პრეტენდენტმა, რომელიც გადიოდა გასაუბრებას სისტემის უმაღლესი ინჟინერის თანამდებობაზე. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ჰქონდა თავისი ინდივიდუალური ამოხსნა, რის გამოც დიდი ხანი ეკამათებოდა ადამიანს, რომლსაც მიჰყავდა გასაუბრება. წარმოვიდგინოთ, რომ მიმდინარეობს მონაცემების 10 პაკეტური გადაცემა უსადენო ქსელების მეშვეობით. არხი არაა ხარისხიანი, ამიტომ არსებობს ალბათობა 1/10, რომ მონაცემთა პაკეტი არ იქნება გადაცემული. ტრანსმიტერმა ყოველთვის იცის, წარმატებულად მოხდა თუ არა მონაცემების გადაგზავნა. თუკი გადაცემა იქნება წარუმატებელი, მაშინ ტრანსმიტერი იქამდე გააგრძელებს მონაცემების პაკეტის გადაცემას, სანამ საწადელს არ მიაღწევს. როგორია არხის განმავლობა?

კითხვა Яндекс-ისგან ამ ამოცანის ამოხსნას ითხოვდნენ, რათა მოხვედრილიყავით „მონაცემთა ანალიზის სკოლაში“ 2014 წლის თბერვალში. თამაში შედგება ერთნაირი და დამოუკიდებელი პარტიებისგან, ყოველ მათგანში მოგება ხდება X ალბათობით. როდესაც მოთამაშე იგებს ის იღებს 1 დოლარს, როცა აგებს – იხდის 1 დოლარს. როგორც კი მისი კაპიტალი გახდება N დოლარი, ის ითვლება მოგებულად და გადის კაზინოდან იპოვეთ იმის ალბათობა, რომ მოთამაშე ადრე თუ გვიან წააგებს მთელ ფულს, მისი სასტარტო კაპიტალ K-ს გათვალისწინებით.

კითხვა Microsoft-ისგან თქვენ გაქვთ ულევი რაოდენობით წყალი და 5 და 3-ლიტრიანი სათლი, როგორ გადაზომავთ 4 ლიტრას? თქვენ გაქვთ 2 ცალი თოკი. თითოეული ისეთი სიგრძისაა, რომ ერთ ბოლოში ცეცხლის მოკიდების შემთხვევაში, ის დაიწვება ზუსტად 60 წუთში. გვაქვს ასანთის მხოლოდ ერთი ყუთი, როგორ უნდა გადავზომოთ 45 წუთი ორივე თოკის გამოყენებით? (თოკის გაწყვეტა არ შეიძლება)

კითხვა ბონუსი: ზოგი ამბობს, რომ ეს კითხვა თვით ალბეტ აინშტეინმა მოიგონა, ზოგი კი ლიუის კეროლს მიაწერს. ქუჩაზე არის 5 სახლი. ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში. ესპანელს ჰყავს ძაღლი. მწვანე სახლში სვამენ ყავას. უკრაინელი სვამს ჩაის. მწვანე სახლი დგას თეთრისგან მარჯვნივ. ვინც ეწევა Old Gold-ს იმას ჰყავს ლოკოკინები. ყვითელ სახლში ეწევიან Kool-ს. ცენტრალურ სახლში სვამენ რძეს. ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში. იმის მეზობელს, ვინც ეწევა Chesterfield-ს, ჰყავს მელია. იმ სახლის მეზობლად, სადაც ჰყავთ ცხენები, ეწევიან Kool-ს. ის, ვინც ეწევა Lucky Strike-ს, სვამს ფორთოხლის წვენს. იაპონელი ეწევა Parliament-ს. ნორვეგიელი ცხოვრობს ლურჯი სახლის გვერდით. ყოველი სახლი შეღებილია განსხვავებული ფერით. ყოველ სახლში ცხოვრობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ყოველ მათგანს ჰყავს საკუთარი ცხოველი და საყვარელი სიგარეტის ან სასმელის მარკა. ვინ სვამს წყალს? ვის ჰყავს ზებრა?

პასუხები: აიღეთ 6 ბურთი და გაყავით 3-3-ად და დადეთ სასწორზე. რომელ ნახევარშიც მძიმე ბურთია გადაწონის მეორე ნახევარს. აიღეთ ნებისმიერი 2 ბურთი იმ ნახევრიდან რომელშიც მძიმე ბურთია და აწონეთ. თუკი მძიმე ბურთი მათ შორისაა, მაშინ ყველაფერი ნათელია. თუ ეს 2 ბურთი ერთი წონისაა მაშინ დარჩენილი ერთი მძიმეა. თუკი ამ თვიდან ამორჩეულ 6 ბურთში ყველა ერთი წონისაა მაშინ მძიმე მათგანი დარჩენილ 2 ბურთშია.

ყველაზე მარტივი პასუხი: ერთდროულად დავქოქოთ ყველა და გავიაროთ 100 კმ. მაგრამ არსებობს სხვა ამოხსნაც. ჯერ გადავაადგილოთ ყველა მოტოციკლი 50 კილომეტრით. შემ

დეგ დარჩენილი ბენზინი გადავასხათ ერთი ნახევრიდან მეორეში. შედეგად გვაქვს 25 მოტოციკლი სავსე ბაკით. გაიარეთ კიდევ 50 კილომეტრი და გაიმეორეთ პროცედურა. ასე შესაძლებელია 350 კილომეტრის გავლა( იმ დარჩენილ ბენზინს თუ არ ჩავთვლით რაც დარჩება ზედმეტი 25-ის 2-ზე გაყოფისას).

მცველებიდან ნებისმიერს შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა: მეორე მცველის აზრით, რომელი კარია სწორი? თუ კითხავს იმას, ვინც სულ სიმართლეს ამბობს, მაშინ მიიღებს ინფორმაციას იმ კარის შესახებ, რომელსაც მიჰყავს ლაბირინთისკენ, რადგან ის მცველი ყოველთვის იტყუება. თუკი ამ კითხვას დაუსვამს იმ მცველს, რომელიც სულ იტყუება, მაშინ გაიგებს, რომელ კარს მიჰყავს ლაბირინთისკენ, რადგან იმ მოიტყუება, იმის შესახებ, თუ რომელ კარს მიუთითებს ის მცველი რომელიც სულ სიმართლეს ამბობს.

მომხმარებლის ვერსიის მიხედვით პასუხი უნდა იყოს 9 პაკეტი წამში. მაგრამ ადამიანი, რომელიც ატარებდა ინტერვიუს, მას არ დაეთანხმა. ზუსტი პასუხი არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ რეტრანსმისიის გამო განმავლობითი უნარი უნდა შემცირდეს 1/10-ზე მეტად

პასუხი საუბედუროდ არ გვაქვს…

გაავსეთ წყლით ხუთ ლიტრიანი სათლი და გადაასხით 3 ლიტრიანში. ახლა გაქვთ 2 ლიტრი დიდში და 3 ლიტრი პატარაში. დააცარიელეთ პატარა სათლი და ჩაასხით მასში დარჩენილი 2 ლიტრი დიდიდან. ისევ გაავსეთ დიდი სათლი და გადაასხით პატარაში. იქ უკვე იყო 2 ლიტრი, ამიტომ რომ გაივსოს უნდა კიდევ ერთი ლიტრი, დიდში კი დარჩება 4 ლიტრი

ერთ-ერთ თოკს ცეცხლი ეკიდება ორივე ბოლოდან, ამასთან ერთად ცეცხლი ეკ

იაპონელს ჰყავს ზებრა, ნორვეგიელი სვამს წყალს.იდება ასევე მეორე თოკსაც, მაგრამ მხოლოდ ერთი ბოლოდან. როდესაც პირველი თოკი ბოლომდე ჩაიწვება, გასული იქნება 30 წუთი, მეორე თოკისგანაც იქნება დარჩენილი 30 წუთიანი მონაკვეთი. თუკი მეროე თოკსაც მოვუკიდებთ ცეცლს მეორე ბოლოში, მივიღებთ 15 წუთს.

 

წყარო: www.einteres.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 საუკეთესო კერძი ამერიკაში

 მხოლოდ ერთეული მზარეულები არსებობენ, რომლებსაც, მართლაც რომ, პროფესიონალურ დონეზე შეუძლიათ ნებისმიერი კერძის მომზადება, თანაც ისე, რომ ყველას მოეწონოს.

ცნობილ რესტორანში საუკეთესო კერძის გასინჯვა, შეიძლება თქვენი ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დიდი გამოცდილება აღმოჩნდეს. არჩევნის გაკეთებაში ხელს ყოველდღე სხვადასხვა რესტორანში, ან სხვადასხვა მზარეულის დამზადებული კერძები გიშლით ხელს.

,,ბიზნეს ინსაიდერმა” გადაწყვიტა, რომ ექსპერტებისთვის შეეთავაზებინა გამოწვევა, რომელიც გულისხმობდა 5 საუკეთესო კერძის გამორჩევას:

  1. Aliena
  2. Le Bernardin
  3. Quince
  4. Per se
  5. Saison

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში?

    კაცობრიობა ჩაფლულია წუხილის მორევში. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი იტანჯება წარსულის ტრამვით, ყოველდღიური წვრილმანებით, ეკონომიკური მდგომარეობითა და სხვა მრავალი პრობლემით. ამ ყველაფერს ემატება მომავალზე წუხილი და უიმედობის განცდა, ეს კი აწმყოს გვართმევს და თანდათან ჩვენი შინაგანი ძალებიც სუსტდება. ამის გამო, ინდივიდი სრულ ქაოსში იმყოფება და  ბურუსიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ცხოვრება ტანჯვად ეჩვენება და მისი მარცხის მთავარი მიზეზიც ესაა.

თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება არახელსაყრელი იყოს, მაგრამ ასეთად არ დარჩება, თუ გადაწყვეტთ, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ ცვლილებები. იმის გაცნობიერება, რომ შეგწევთ ძალა თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისა, წარმატების პირველი ნაბიჯია. ადამიანი თვითონ არის თავისი ბედნიერებისა და უბედურების მჭედელი. უსამართლობაა ყველაფერი გარესამყაროს დავაბრალოთ, რადგან წარუმატებლობა ჩვენ შიგნით მწიფდება. მოვლენების საწყისი – აზრია, რომლის ხილული გამოვლინება ისაა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი აზრები თუ მოტივაციას გვიქმნის დასახულ მიზანს მივაღწევთ, ხოლო თუ პასიურობისაკენ გვიბიძგებს – ვერასოდეს გავიმარჯვებთ. ამ ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია, მთავარია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის ფიქრების შედეგი მისი დღევანდელი ცხოვრებაა.

 პიროვნებას, რომლის გონებაშიც ყველაფერი ტრაგიკულად აღიქმება, სამყაროც ასეთი წარმოუდგენია. ადამიანის ცხოვრებისეული პირობები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან მის შინაგან მდგომარეობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარეპირობებმა შეიძლება სრულფასოვნად გახსნან მისი ხასიათი. მაგრამ  გარემოებები ძალიან ახლოს არიან დაკავშირებულნი მენტალურ პროცესებთან. აზრებმა, რომლებიც ხასიათის ნაწილად იქცნენ, პიროვნების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩამოაყალიბეს. ადამიანი ცხოვრებისეული წნეხის ქვეშ იქამდე  რჩება, სანამ სჯერა, რომ ყველაფერს შემთხვევითობა ან გარემოებები განაპირობებს. ასეთი განწყობა, ფაქტობრივად, გამორიცხავს მიზნისაკენ სწრაფვას და ინდივიდი აღარ იყენებს ძალებს ცოხვრების გასაუმჯობესებლად. ამასობაში უამრავ ნეგატიურ საკითხებზე იწყებს ფიქრს და წარმოსახვის უნარსაც მოიხმარს, შემდეგ კი, მისი წარმოდგენილი სურათები ცოცხლდება და ერთ დღესაც მის პირისპირ აღმოჩნდება. ზოგი ამას ინტუიიცითა და ბედისწერით ხსნის. გამორიცხავენ იმას, რომ თავად გამოიწვიეს უსიამოვნებები ნეგატიურზე ფიქრით. ცხოვრების ამ წესს მიჩვეულნი  მუდმივ დაძაბულობაში  იმყოფებიან. თავიანთი აკვიატებული იდეებით კი კვლავ უარყოფით მოვლენებს ეჯახებიან.

 სამწუხაროდ, ვერც ასეთი ნათელი მაგალითი ვერ არწმუნებს ადამიანს, რომ ბრალეულობა მხოლოდ მასშია. გარე პირობების ცვლილება დამოკიდებულია გონებრივ ცვლილებებზე. თუ პიროვნება აზროვნების ჭეშმარიტ ძალას დაინახავს, ის მაშინვე დაიწყებს ნეგატიური ფიქრების ტრანსფორმაციას. ამაზე მთელი რწმენითა და ენერგეტიკით მუშაობა ყველაფერს სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების სტილის კორექცია მიმართული უნდა იყოს წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებისაკენ. ეს არ გულისხმობს სიძნელის არარსებობას. ცხოვრების ბილიკებზე ხშირად მივადგებით რთულ ამოცანებს, საჭიროა, სათანადო ძალები გამოვიმუშავოთ, რათა გადავლახოთ ისინი და მოვიპოვოთ ცოდნა გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბედნიერების შეგრძნება შესაძლებელია ყოველ წუთს ერთი უბრალო პრინციპით – იყო მადლიერი ყველაფრით, რაც გვაქვს. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ოჯახი, კარიერა, მატერიალური მდგომარეობა და მრავალი სხვა. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ისეთი რამ, რაც მას სიმშვიდეს მოგვრის. დაფიქრდით საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ აქამდე არ იცოდით თქვენი ტალანტის შესახებ, აღმოაჩინეთ ის და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

ყოველდღიურობის დინამიკის გამო ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევთ. ნეგატიური ინფორმაციის მოზღვავება, აღქმა და მისი გადამუშავება დიდ ენერგიას გვართმევს. ხშირად ამის გამო დრო აღარ გვრჩება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრისათვის, როგორიცაა, ჩვენი შინაგანი სამყარო. მართალია, საკუთარი თავის შეცნობა რთული ფენომენია, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. არცერთ სულიერს არ შესწევს იმის ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინოს სამყაროს კანონებზე. განაახლოს ან შეცვალოს იგი, არამედ ადამიანს შეუძლია მისი აღმოჩენა და გაგება. მან თავისი არსებობა უნდა მიუსადაგოს მარადიულ კანონზომიერებებს. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებს იგი სულიერ სიმშვიდეს. ინდივიდუუმი ამ ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი ჩვევები, რომლებიც ხელს უშლის მის განვითარებას, როგორც მენტალურად ასევე მატერიალურად. ჩვევისა და მიზიდულობის კანონის მუშაობის უგულვებელყოფა კაცობრიობის ტანჯვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვევის ბუნების თავისებურება ასეთია – დროთა განმავლობაში იგი გაუცნობიერებელი ხდება და მისი მოქმედებაც სუბიექტის ძალისხმევის გარეშე მეორდება. მიუხედავად ადამიანის სურვილისა, ჩვევა შესაძლოა მთლიანად დაეუფლოს მას.  მაგალითად, თუ სიზარმაცე დაიპყრობს ხასიათს და უმოქმედობას მიაჩვევს ინდივიდს, სავარაუდოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ბატონობას საკუთარ თავზე. მისი სურვილები ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ჩვევით შეპყრობილი ადამიანი პასიურია… ის ვერ მიუახლოვდება მიზანს, რადგან შინაგანი ძალები დასუსტებულია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ვერ ახერხებს პრიორიტეტების სწორად დალაგებას. რადგან მისი სხეული მუდმივად უმოქმედობას ირჩევს.

სიჯიუტე – ასევე აფერხებს ადამიანის განწყობას. სუბიექტს შესაძლოა ჰქონდეს რაღაც სურვილი, მაგრამ უმნიშვნელო საბაბის გამო, იგი შეიძლება დათრგუნოს მისმა აზრებმა.  ეს მავნე  ჩვევები ადამიანს მუდმივად აყოვნებს და ხელს უშლის ბედნიერებაში. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ დააზარალებს ადამიანს ისე, როგორც მისი შინაგანი იმპულსები. ვინაიდან ყველა  ემორჩილება საკუთარ კარგსა თუ ცუდ ჩვევებს. გამოსავალი ისაა, რომ ინდივიდმა ეს ჭეშმარიტება დაინახოს და მყისიერად დაიწყოს საკუთარ თავთან მუშაობა. როდესაც რაღაც ფაქტორები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში, იწყება ფრუსტრაცია და ადამიანი უკიდურესად დათრგუნულია. ამას შეიძლება მოჰყვეს აგრესიის განვითარება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს სუბიექტს.

  არსებობს აზრები, რომლებიც ადამიანს ამონებენ. როდესაც ის კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს და წინასწარ არწმუნებს თავს, რომ არ გაუმართლებს და ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება. მიზიდულობის კანონი არ არჩევს ცუდსა და კარგ ფიქრებს. მისი მუშაობის მექანიზმი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მაშინ, როდესაც ინდივიდი ამხნევებს საკუთარ თავს და უწინასწარმეტყველებს წარმატებას, რა თქმა უნდა, ერთ დღესაც დასახულ მიზანს მიაღწევს. ასე, რომ უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და აზრებისაგან.  პირველ ეტაპზე ისინი საკუთარ თავში ყალიბდებიან და შემდეგ ხელს გვიშლიან იმაში, რომ სრულფასოვნად ვიცხოვროთ.

მოსახლეობა ყოველდღიურად იტანჯება დაავადებებით. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში, ინდივიდუუმი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ფიზიკურ მიზეზებს არ აქვთ კავშირი დაავადებებთან. არამედ ყურადღება მინდა გავამახვილო ფიქრების ძალასა და ეფექტურობაზე. ადამიანის, ნეგატიური განწყობა  აისახება მის ჯანმრთელობაზე. ისევე, როგორც, სხვა დანარჩენ სიტუაციებში, ამ დროსაც, დიდი წვლილი ენიჭება ფიქრებსა და წარმოდგენილ სურათებს. პათოფობიით არაერთი ადამიანია შეპყრობილი. მათ მუდმივად აქვთ ავად გახდომის შიში. ამგვარ მდგომარეობაში ისინი თავიანთ ორგანიზმს ამზადებენ პრობლემისათვის და იზიდავენ შეუძლოდ ყოფნას. მათი ასეთი აკვიატება ხშირად რელობად იქცევა და ადამიანი მართლაც ავადდება წინასწარ ნაფიქრი დაავადებით. იგივე შეიძლება ითქვას თანატოტროპიზმზე, რომლის დროსაც ინდივიდს აჩემებული აქვს, რომ რომელიმე კონკრეტული  სნეულებით მოკვდება. ავადმყოფური გონება გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე ავადმყოფი სხეულის ქონა. თუ ადამიანი გონებრივად საღად აზროვნებს დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი ჯანმრთელობის პრობლემა დაძლიოს და განიკურნოს. ფიქრებისა და განწყობის დახმარებით შეუძლებელი არაფერია. იმის მრავალჯერ წარმოდგენა, თუ, როგორ დგება ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი და გადაადგილდება, თავის შედეგს გამოიღებს. ოპტიმისტური განწყობა ყოველთვის შეცვლის ცუდს კარგით. რწმენისა და აზრების მნიშვნელობას ადასტურებს პლაცებოს ეფექტიც. რომლის დროსაც პაციენტი ყოველგვარი სამკურნალო ნივთიერებების გარეშე იკურნება. მთავარი წამალი რწმენაა. სუბიექტს სწამს, რომ  კონკრეტული პრეპარატით გამოჯანმრთელდება. რომელიც მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს მედიკამენტს და შემადგენლობაში არანაირი წამლის შემცველი ნივთიერება არ ურევია.

ადამიანი საკუთარი აზრების ერთობლიობაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ფიქრების უშუალო შედეგია.  თქვენი ფიქრები თქვენსავე ცხოვრებას უკეთესობისაკენ წარმართავს და ასევე გამოიწვევს რეგრესს. გააჩნია, თქვენ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. მომავალი თქვენს ხელშია. შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა და ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენს ყოველდღიურობას, ხასიათსა და ჯანმრთელობას. გაანალიზეთ, რა გიშლით ხელს მშვიდად ყოფნაში. ტანჯვის დამარცხება იწყება მიზეზთა გაცნობიერებით, ამას მოჰყვება სრული დაძლევა. რასაც ბუდამ კარმის მიზეზშედეგრობრივი კავშირის დანგრევა უწოდა.

 

მასალა მოამზადა: მედეა გელდიაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 39 40 41 42 43 59
Page 41 of 59