close

ბიზნესი

ბიზნესიტექნოლოგიები

როგორ იმოქმედა ანტირეკლამამ ,,SAMSUNG-ზე”

მოგეხსენებათ, როდესაც დიდ კომპანიებთან გვაქვს საქმე, ყველა დეტალი მნიშვნელობას იძენს, პატარა შეცდომაც შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

გასულ წელს ,,Samsung-ი” კარგად მუშაობდა და დღითი-დღე იმატებდა კომპანიის შემოსავალი, მაგრამ ისე მოხდა, რომ სმარტფონის შემქმნელს ყველაზე დიდ კრიზისთან ბრძოლა მოუწია ,,Galaxy note 7– ის” გამო, რადგან ამ მოდელის გამოშვების შემდეგ მომხმარებელთა დიდ ნაწილს აუფეთქდა სმარტფონი – დაიწყო ჩივილები, ამ შემთხვევამ ,,სამსუნგის” რეპუტაციასა და ბიზნესს დიდი ზიანი მიაყენა, გაყიდვები 15 %-ით დაეცა.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

,,McDonald’s–მა” ვეგეტარიანული ბურგერების მზადება დაიწყო

მსოფლიოს ერთ–ერთმა ყველაზე წარმატებულმა, ცნობილმა კომპანია ,,McDonald’s–მა” გადაწყვიტა პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, რათა გაეგოთ, თუ რა რეაქცია მოყვებოდა მომხმარებლისგან ვეგეტარიანულ ბურგერებს.

როგორც ,,Business insider–ი” ამბობს, მხოლოდ ,,McDonald’s–ში” იქნება ეს აქცია, 4 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე.

თუმცა, ლიმიტირებულმა ტესტმა გაამართლა, მომხმარებლების დიდი სიმპათია დაიმსახურა ვეგეტარიანულმა ბურგერმა და სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოყვა მთელ მსოფლიოში.

 

წყარო: Business insider

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტრანსპორტი

რომი, ბარსელონა, პრაღა, პარიზი – ,,WizzAir-მა” ახალი იაფი ფრენები დაამატა

სიახლე ავიაკომპანია WizzAir სგან –  4 ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში, ესენია: პრაღა, რომი, ბარსელონა, პარიზი. ასევე ქუთაისის ბაზას ემატება ახალი თვითმფრინავი Airbus A320. ავიაკომპანიის ინფრომაციით, იზრდება ფრენის სიხშირეები ქუთაისის აეროპორტიდან.

ფრენები იწყება 2018 წლის მაისიდან და შემდეგი ფასები იქნება წარმოდგენილი: ქუთაისი-ბარსელონას (ელ პრატის აეროპორტი) მიმართულებით პირველი რეისი 18 მაისს განხორციელდება და ბილეთის ფასი 79 ლარი იქნება; ქუთაისი-რომის (ფლუმიჩინოს აეროპორტი)  მიმართულებით პირველი ფრენა 17 მაისს იქნება და ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

ასევე, 17 მაისს განხორციელდება ქუთაისი-პარიზისა (ბოვეს აეროპორტი) და ქუთაისი პრაღის პირველი პირდაპირი რეისი. რაც შეეხება ბილეთის ღირებულებას, ორივე მიმართულებით 17 მაისის ბილეთის შეძენა 111 ლარად არის შესაძლებელი. 

Wizz Air Hungary Ltd უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, სათაო ოფისი მდებარეობს ბუდაპეშტში Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია დაბალი ფასის მისაღწევად ძირითადად იყენებს სხვადასხვა ქალაქების პატარა აეროპოპორტებს, იგი დაფრინავს ევროპაში ისრაელში არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და სხვა. ავიაკომპანიას გააჩნია ყველაზე დიდი ფლოტი უნგრულ ბაზარზე, თუმცა ის არ არის ნაციონალური ავიახაზები, ამჟამად ოპერირებს მსოფლიოს 35 ქვეყანაში. ავიაკომპანია შესულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250 Index-ი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკასაქართველო

„Silkadvice-ი” – სტარტაპი, რომელიც ქართულ ბიზნესსექტორს პროდუქტის ჩინეთში რეალიზებაში ეხმარება

 „Silkadvice-ი“  არის ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აქტიურ როლს ასრულებს ქართულ და ჩინურ ბიზნესსექტორებსს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღვივებაში. კომპანიამ ძალიან მოკლე ხანში შეძლო საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, რომელთა შესახებაც  მისი ხელმძღვანელი – მარიამ ასათიანი გაგვესაუბრა.

-მარიამ, საინტერესოა, როდის გაჩნდა და ვის ეკუთვნის სტარტაპის იდეა? 

-კომპანია „Silkadvice-ი“ (სილქედვაისი) წარმოადგენს საქართველო-ჩინეთის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომლის შექმნის იდეაც დაახლოებით ერთი წლის გაჩნდა და ჩვენი მთავარი მიზანი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაა. „სილქედვაისმა“ ოფიციალურად ოპერირება 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყო და ჩვენ უკვე ჩინეთის ორ ქალაქში – სიჩუანსა და შანხაიში ვაფუძნებთ წარმომადგენლობით ოფისებს, მონაწილეობა მივიღეთ ქ. სიამენში გამართულ მსოფლიოში უდიდეს საინვესტიციო გამოფენაზე.

-რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ჩინეთის ბაზარი ? რა პერსპექტივას ხედავთ ამ კუთხით საქართველოსთვის?

-ჩინეთი არის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, სადაც ვცხოვრობდი გარკვეული პერიოდი და ჩინელ სამთავრობო-ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს.

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები დღითი-დღე ვითარდება. ჩვენ ვართ რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც რეკორდულ დროში მოაწერა ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ახალი აბრეშუმის გზის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ პროექტში – რომლის ინიციატორიც ჩინეთის პრეზიდენტია და უძველესი აბრეშუმის გზის აღორძინებას ემსახურება. ასევე, მივიღებთ მონაწილეობას წელს თბილისში გამართულ ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმში, რომლის სახელწოდება სწორედ „ერთი სარტყელი, ერთი გზაა“.

-კონკრეტულად რას სთავაზობთ ქართულ ბიზნესსექტორს?

-ჩინეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა სტაბილურობით. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ საქართველოს სრულად აითვისოს თითქმის ორ მილიარდიანი ბაზარი, დავეხმაროთ ქართველ მეწარმეებს ნატურალური პროდუქტის ექსპორტირებაში, სანდო მომწოდებლების და პარტნიორების მოძიებაში, როგორც ჩინეთში, ასევე საქართველოში. ვპარტნიორობთ ძლიერ ჩინურ იურიდიულ კომპანიასთან და შეგვიძლია შესაბამისი იურიდიული რჩევების მიცემა.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქართველ ბიზნესმენებს, ვისაც ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე ფეხის მოკიდება სურთ და მივცეთ მათ სწორი მიმართულებები. ასევე ვაკვალიანებთ ჩვენი ქვეყნით დაინტერესებულ ჩინურ კომპანიებსაც და სხვადასხვა მასშტაბის საინვესტიციო პროექტებზე ვმუშაობთ ლოჯისტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და სხვა მიმართულებით.

-ამ ეტაპზე როგორ შეაფასებდი კომპანიის მიერ განვლილ გზას?

-ამ ეტაპზე, მივიჩნევთ, რომ სტარტაპისთვის უკვე საკმაოდ კარგი ტემპი გვაქვს, გავაფორმეთ მემორანდუმი უძრავი ქონების და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესახებ, მე ასევე ამირჩიეს შანსის პროვინციის კულტურული გაცვლითი საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად. მომავალ კვირაში მონაწილეობას მივიღებთ შანის პროვინციაში გამართულ ფორუმზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს და სადაც სიტყვით გამოვალ. ოქტომბერში ველით პოტენციურ ინვესტორებს, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ სასტუმროს აშენება.

-უახლოეს მომავალში რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?

-ჩვენ უფრო და უფრო ვაქტიურდებით და მალე მზად იქნება ყველა ის პლატფორმა, რაც საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.

 

„დოქტრინა“ წარმატებებს უსურვებს სტარტაპს, დამატებითი ინფორმაციისთვის კი,  შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის Facebookგვერდს.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

კითხვები, რომელიც კარგმა ლიდერმა თანამშრომლებს უნდა დაუსვას

ტერმინი ,,კარგი ლიდერი” თავის თავში ბევრ რამეს აერთიანებს. კარგი ლიდერის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ის, თუ როგორ შეუძლია მას თანამშრომლების მოტივირება და სამსახურში ბედნიერი გარემოს შექმნა, რაც კომპანიის წარმატების წინაპირობაა.

ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ თანამშრომლებს, რომ უფრო მკაფიოდ დაინახონ თავიანთი შინაგანი მიზნები, ამის გაკეთება კი მარტივი დიალოგების საშუალებითაა შესაძლებელი.

გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც ლიდერმა თანამშრომლებს უნდა დაუსვას:

  1. რისი კეთება გამოგდის სამსახურში ყველაზე კარგად, რა მიმართულებით ხარ უფრო ძლიერი? – ასევე ჰკითხეთ სამუშაოს რომელი აქტივობა მოითხოვს ნაკლებ ძალისხმევას, რატომ ფიქრობს, რომ რაღაც კონკრეტული მიმართულებით არის საუკეთესო – მსგავსი კითხვების დასმის იდეა ისაა, რომ დასაქმებულმა მოახდინოს იდენტიფიცირება თავისი ძალის, უპირატესობის და დაინახოს შესაძლებლობები.
  2. რა განიჭებს სიამოვნებას? – ასევე ჰკითხეთ, ჩვეულებრივი სამუშაო კვირის დროს, რის გაკეთებას გეგმავს, რა აქვს კალენდარში ისეთი, რაც ენერგიისა და ძალების მოკრებაში დაეხმარება. ჰკითხეთ, სამსახურის გამო შეზღუდვა რომ არ ჰქონდეს, როგორ დახარჯავდა დროს. მსგავს კითხვებზე პასუხი დაეხმარება ადამიანს, დაინახვოს, რა მოსწონს სამსახურში, ზოგადად, რისგან იღებს ცხოვრებაში სიამოვნებას და რა არის პრიორიტეტი.
  3. გაწეული სამუშაოდან რომელი მოგწონს ყველაზე მეტად? – ჰკითხეთ შესრულებული სამუშაოდან, რომლით ამაყობს ყველაზე მეტად, რა არის მისი ცხოვრების პრიორიტეტი და რამდენად ეთავსება სამსახური და ცხოვრებისეული პრიორიტეტები ერთმანეთს. ამ კითხვებზე პასუხი ააშკარავებს, კონკრეტული სამუშაო რამდენად ღირებულია მისთვის.
  4. რა უქმნის წინსვლის იმპულსს? – ჰკითხეთ ასევე რა ისწავლა ისეთი, რაც სამომავლოდ გამოადგება სამსახურში წინსვლისთვის და როგორ წარმოუდგენია მომავალი. მსგავსი კითხვების მიზანია, რომ დაანახოთ თანამშრომლებს მომავალი მიზნები და თავად დაინახონ განვითარების პერსპექტივა.
  5. როგორ ურთიერთობა გაქვთ ადამიანებთან? – დაინტერესდით რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობისას და რამდენად შეუძლია კავშირების დამყარება.

ეს კითხვები ხელს უწყობენ ადამიანებს, რომ დაიფქრდნენ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანური კავშირები და იზრუნონ ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავებისთვის.

 

წყარო : hbr.org

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

იდეის არსი ფინანსურ სამყაროში

 მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა მთლიანად უარყო საყოველთოდ მიღებული ეკონომიკური თეორიის ორი პუნქტი – რომ ადამიანები, ჩვეულებრივ, რაციონალურ გადაწყვეტილებებს იღებენ და რომ ბაზრის „უხილავი ხელი“ ნებისმიერი დისბალანსის მარეგულირებელი საიმედო მექანიზმის როლს თამაშობს. დროა, უარი ვთქვათ ამგვარ მოსაზრებაზე და ახლებურად მივუდგეთ საკითხს.

ქცევითი ეკონომიკა ეფუძნება ვარაუდს, რომ ადამიანები, ძირითადად, არარაციონალური და კოგნიტური აკვიატებებით მოტივირებული არსებები არიან. ეს ჯერ კიდევ განვითარების სტადიაში მყოფი დისციპლინა სრულიად განსხვავებული კუთხით გვიჩვენებს, რა ფაქტორები ამოძრავებს ადამიანებსა და ორგანიზაციებს.

ექსპერიმენტული მიდგომის დანერგვა საშუალებას მისცემს კომპანიებს, დაინახონ ის სიმართლე, რომელიც საფუძვლად უდევს მათ წარმოდგენებს კლიენტების, თანამშრომლებისა და კორპორაციული პოლიტიკის შესახებ.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

 კომპიუტერული თამაში – Wii ,,Nintendo-ს” წარმატების საწინდარი გახდა

,,Nintendo” კომპანიაა, რომელმაც იმპულსი მომხმარებელთა აღფრთოვანებით მიიღო. კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ეს კომპანია აწარმოებდა, ძირითადად ახალგაზრდებზე იყო გათვლილი. იმის გამო, რომ ეს თამაშები ხმაურს იწვევდა, მშობლები ბავშვებს მის ყიდვაზე უარს ხშირად ეუბნებოდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს თამაშები ანტისოციალური იყო და მათსა და შვილებს შორის ზღვარს ზრდიდა. კომპიუტერული თამაში Wii კი, რომელიც ემყარებოდა სხეულით მოძრაობას და ერთად ყოფნას, გათვლილი იყო მთელ ოჯახზე. ამ თამაშით სიამოვნებას იღებდნენ არა მარტო ბავშვები, არამედ მათი მშობლები, ბებიები, ბაბუები. ამ მიგნებით, Nintendo–მ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბაზარი და გასულ წლებში გაყიდვებით ექვსჯერ გაუსწრო უახლოეს კონკურენტებს.

 

წყარო:Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის ძალაუფლება და როგორ ზემოქმედებს ის ადამიანებზე?

ადამიანი ძალაუფლებას ფლობს, როდესაც მას საშუალება აქვს, წაართვას ვინმეს ისეთი რამ, რაც ამ უკანასკნელს სჭირდება. ძალაუფლების გამოყენება არის ქცევის ფორმა, რომლითაც სხვებს აიძულებენ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. ვინმესთვის რაიმეს წართმევის ან არმიცემის საშუალებას ფსიქოლოგები „დასჯას“ უწოდებენ. ადამიანი დასჯად განიცდის სიტუაციას, როდესაც რაიმე მისთვის სასურველს ართმევენ. „თუ არ გააკეთბ იმას, რაც მე მსურს, წაგართმევ იმას, რაც შენ გჭირდება“

ადამიანი ძალაუფლების მეორე წყაროს ფლობს, როდესაც შეუძლია იმას, ვინც მის სურვილებს ემორჩილება, მისცეს ის, რაც მას სჭირდება. „გააკეთებ იმას, რაც მე მსურს, მოგცემ იმას, რაც შენ გჭირდება“. ამ შემთხვევაში, დათანხმება მიღწევაა ჯილდოს მიღების იმედით, ან ჯილდოს დაკარგვის შიშით.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

რა არის ვენჩურული კაპიტალის მობილიზაციის სირთულე?

ევროპელ ვენჩურულ კაპიტალისტებს უჭირთ ახალი სახსრების მობილიზება. ინვესტორები მაღალრისკიან ინვესტიციებს გაურბიან და მიიჩნევენ, რომ შემოსავლების თვალსაზრისით ვენჩურული ინვესტიციები სხვა სახის აქტივებს ჩამორჩება. შედეგად, მათი დამოკიდებულება ამ ტიპის ინვესტიციებისადმი ან ნეიტრალურია, ან – უარყოფითი. განვითარების გვიანდელ სტადიაზე კომპანიის შესყიდვა უფრო მეტ მოგებას იძლევა, ვიდრე ვენჩურული ინვესტიცია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ევროპელ ინვესტორებს მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული რისკები და კომერციულად საინტერესო გარიგებების მოძიების სირთულე აღელვებთ.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიბიზნესიეს საინტერესოა

კლოუნი, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა

  გი ლალიბერტემ, სახელგანთქმული კანადური ცირკის – Cirque du Soleil-ის დამფუძნებელმა, გადაწყვიტა 35 მილიონი დოლარი გადაეხადა და ჩვენი პლანეტა დაეტოვებინა, ეს წლების წინ მოხდა, ოჩოფეხების ვირტუოზი და ცეცხლის მყლაპველი რაკეტის აფრენის წინ ახლობლებსა და მეგობრებს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ცნობილია, რომ ორბიტაზე გასვლის შემდეგ კოსმიურმა ტურისტმა მშვენივრად იმოგზაურა.

ეს არის ფაქტი, რომელიც მოტივაციას აძლევს ადამიანებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის რანგს და შესაძლებლობებს, ყველას შესწევს იმის ძალა, რომ ბევრი ცდისა და ძალისხმევით მიაღწიონ მიზანს, რომელიც მათ აქვთ.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 41 42 43 44 45 59
Page 43 of 59