close

ბიზნესი

ბიზნესიფიზიკაფილოსოფიაფრაზები

ალბერტ აინშტაინი ცხოვრების ფილოსოფიის შესახებ

,,სამყაროში ყველაფერი ენერგიაა. ენერგია უდევს საფუძვლად ყოველივეს. თუკი აეწყობით იმ რეალობის ენერგეტიკულ სიხშირეზე, რომელიც თქვენთვის გსურთ, სწორედ იმას მიიღებთ, რაც ჩაიფიქრეთ.
ეს ფილოსოფია არაა, ფიზიკაა.”

ალბერტ აინშტაინი

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

რას გულისხმობს ემოციების საბანკო ანგარიში?

 ყველას კარგად ესმის საბანკო ანგარიშების დანიშნულება. საბანკო ანგარიშზე დადებული პერიოდული შეტანების მეშვეობით ჩვენ ვქმნით და ვაფართოებთ ჩვენს სახელზე შენახული ფულადი სახსრების რეზერვს. ემოციების ბანკში გახსნილი ანგარიში კი, ნდობის და უსაფრთხოების განცდის იმ რეზერვის აღმნიშვნელია, რომელიც იქმნება ყოველი ახალი ურთიერთობის დაწყეებისთანავე და შემდგომში ან იზრდება ან მცირდება – იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება ეს ურთიერთობები.

შესაძლოა ურთიერთობაში რაღაც შეცდომა დაუშვათ, მაგრამ ემოციური რეზერვი ამას აიტანს, შესაძლოა, ვერ მოახერხოთ აზრის გასაგებად ფორმულირება, მაგრამ ის თქვენ მაინც გაგიგებთ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ნდობის რეზერვი დიდია, ადამიანებს შორის ურთიერთობა მარტივი და ეფექტიანი ხდება.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

5 საუკეთესო კომპანია 1953 წლიდან დღემდე

 ამ კომპანიებმა, რომლებმაც, თავიანთი ისტორის მანძილზე, წარმატებული მუშაობის 4 პრინციპით იხელმძღვანელეს, ჯილდოდ ხანგრძლივი კეთილდღეობა მიიღეს. საერთო ბაზართან შედარებით, მათ 62–ჯერ უფრო მეტი მოგება მოუტანეს აქციონერებს. 1953 წელს ინვესტირებული 1$ დღეს 4,077$ ეღირებოდა. ამ შეფარდების მიხედვით, ჩვენ მიერ შესწავლილმა კომპანიებმა 9 ფაქტორით აჯობეს საერთო ბაზარს. მათში დაბანდებული თითოეული დოლარი დღეს 713$ მოგებას მოიტანდა.

  1. Nokia
  2. Simens
  3. HSBC
  4. Lafarge
  5. Allianz

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფრაზები

რიჩარდ ბრენსონის 10 საყვარელი ფრაზა სიკეთის შესახებ

 ,,ჩვენ, ყველამ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ მეტად მეგობრულები, ხელგაშლილები და თავაზიანები; ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ მასობრივი საფუძვლის შექმნას პოზიტიური ცვლილებებისთვის; Virgin Group-ის სამუშაო პოლიტიკა მხოლოდ სიკეთეზეა აგებული. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ შევქნათ ღია, თანაბარი შესაძლებლობების მქონე და სამართლიანი სამუშაო გარემო, რომელშიც ყველას პატივისცემით ეპყრობიან და მეორე შანსი ყველას ეძლევა” – ეს რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონის სიტყვებია, რომელიც Virgin Group-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ვინც რიჩარდ ჩარლზ ნიკოლას ბრენსონს არ იცნობთ, გეტყვით, რომ იგი ცნობილი ინგლისელი ბიზნესმაგნატი, ინვესტორი და ქველმოქმედია. 1950 წლის 18 ივლისს ლონდონში დაიბადა და საკმაოდ ნაადრევ ასაკში გამოთქვა სურვილი გამხდარიყო ძალიან წარმატებული ადამიანი. ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში რიჩარდ ბრენსონს ჰქონდა პირველი ბიზნესი, გამოსცემდა ჟურნალს, სახელწოდებით – ,,სტუდენტი”.
1970-ში რიჩარდმა ელექტრონული ბიზნესის წარმოება დაიწყო. 1972 წელს კი მან გახსნა ხმის ჩამწერ სტუდიათა ქსელი: Virgin Records, მოგვიანებით, ცნობილი, როგორც Virgin Megastores. 1980-იან წლებში ბრენსონის მიერ დაარსებული ბრენდის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა, სწორედ ამ წლებში დაარსა მან ავიაკომპანიაც, Virgin Atlantic, რამაც მკვეთრად გააფართოვა მისი მუსიკალური ლეიბლი Virgin Records-ი.
რიჩარდ ბრენსონის საქმიანობა მუსიკისა და ტრანსპორტის გაყიდვების სფეროში (როგორც სახმელეთო, საჰაერო, ასევე საზღვაო), მისი სიყვარული თავგადასავლების მიმართ და მისი საქველმოქმედო საქმიანობა გახდა იმის მიზეზი, რომ ბრენსონი ბრიტანული კულტურის, ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილი ფიგურის სტატუსის მატარებელია.
რიჩარდ ბრენსონი, BBC-ის გამოკითხვებში, ყოველთვის საპატიო ადგილს იკავებს 100 საუკეთესო და გამოჩენილ ბრიტანელს შორის. Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრენსონის შემოსავლის წლიური ბრუნვა 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი სამეწარმეო საქმიანობის გამო, 2000 წელს, რიჩარდ ბრენსონს ბუკინგემის სასახლეში, მეფის გვრგვინის წინაშე, სპეციალური ტიტული მიენიჭა პირადი დამსახურებისთვის.
ვებგვერდზე, virgin.com-ი, რიჩარდ ბრენსონი, თავისივე რუბრიკის საშუალებით პერიოდულად გვთავაზობს სხვადასხვა შინაარსის სტატიას, რომლებიც, ძირითადად ბრენსონის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული და გამოირჩევა საქმიანი, ცხოვრებისეული რჩევებით. სიტყვები, რომლებიც დასაწყისში წაიკითხეთ, რიჩარდ ბრენსონის რუბრიკაში, 10 აპრილს გამოქვეყნებული სტატიის თემატიკას – სიკეთეს ეხება. ცნობილი მაგნატი ფავორიტ 10 ცნობილ სიკეთის შთამაგონებელ ფრაზას სთავაზობს მკითხველს:
10. ,,სიკეთის არცერთი მცდელობა, რაოდენ მცირეც არ უნდა იყოს იგი, ფუჭი არ არის” – ეზოპე
9. ,,სიკეთე ყოველთვის მოდაშია და ყოველთვის მისასალმებელია” – ამელია ბარი
8. ,,იქ, სადაც ადამიანია, ყოველთვის არსებობს სიკეთის ქმნადობის შესაძლებლობა” – ლუციუს ანეუს სენეკა
7. ,,სიკეთე ის ენაა, რომელიც ესმით ყრუებს და რომელსაც ხედავენ ბრმები” – მარკ ტვენი
6. ,,სადაც არ უნდა იყო, იყავი მცირე სიკეთის ავტორი; ეს სიკეთის ის პატარა ნამცეცებია, ერთად აღებული სამყაროს რომ აერთიანებს” – დესმონდ ტუტუ
5. ,,თუ გსურს იყო მეამბოხე, იყავი კეთილი” – პანჩო რამოს სტირლი
4. ,,კეთილი სიტყვა შეიძლება მოკლეა და მარტივად გამოითქმის, თუმცა მისგან გამოწვეული ექო, დაუსრულებელია” – დედა ტერეზა
3. ,,ყოველთვის იყავი საჭიროზე ოდნავ კეთილი” – ჯეიმს ბარი
2. ,,სიკეთის ერთჯერადი აქტი ყველა მიმართულებით ისვრის ფესვებს. ფესვებით კი ახალი ხეები იზრდება” – ამელია ერჰარტი
1. ,,სიყვარული გაცილებით ბუნებრივი მოვლენაა ადამიანისთვის, ვიდრე მისი საპირისპირო” – ნელსონ მანდელა.

 

წყარო: www.virgin.com

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიეკონომიკამსოფლიოპოლიტიკა

კვიპროსი რუს და უკრაინელ ოლიგარქებზე ევროკავშირის პასპორტს ყიდის

რამდენიმე დღის წინ The Guardian-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია კვიპროსის მიერ „ოქროს ვიზის“ მინიჭების რთულ მექანიზმზე, რომელიც ევროკავშირში ცხოვრებისა და მოღვაწეობის უფლებას ანიჭებს რუს ოლიგარქებს.

კვიპროსის ხელისუფლებამ, 2013 წლიდან მოყოლებული, 4 მილიარდ ევროზე მეტი მოგება მიიღო გეგმით, რომლის მიხედვითაც, მდიდარ ადამიანებს ქვეყანაში ინვესტირების სანაცვლოდ ენიჭებათ ევროკავშირში ცხოვრებისა და საქმიაობის უფლება. იმ ასობით ადამიანს შორის კი, ვინც აღნიშნული გეგმა გამოიყენა, უმეტესობა წარმოშობით რუსი ან უკრაინელი ოლიგარქია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენით. მაგალითად: რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, უკრაინაში მოქმედი ყველაზე დიდი კომერციული ბანკის დამფუძნებლები და სხვა მილიარდერები. ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გასულ წელს, კვიპროსის ხელისუფლებამ 400-მდე მსგავსი პასპორტი გასცა.

აღნიშნული შემთხვევა კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს უსაფრთხოების საკითხებს: რამდენად იყო დაცული ყველა წესი და დირექტივა დოკუმენტის მინიჭების პროცესში? ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ თავად კვიპროსის ეკონომიკური სექტორი იზრდება ინვესტიციების ხარჯზე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს და ძირს უთხრის თავად მოქალაქეობის კონცეფციას. ევროკავშირის პარლამენტში პორტუგალიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ე.წ ოქროს ვიზის გაცემის ფაქტი არის ამორალური და მიუღებელი. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სახელმწიფომ მიანიჭოს მოქალაქეობა ან ცხოვრების უფლება მას, ვისაც შეუძლია წვლილი შეიტანოს ამ ქყვენის განვითარებაში, იქნება ეს ხელოვნება, მეცნიერება ან თუნდაც ინვესტიციები, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს აპლიკაციის განხილვისა და არა ვაჭრობის საფუძველზე“.

კვიპროსმა აღნიშნული პროგრამა 2013 წელს დაიწყო. იგი პასპორტის მიღების მსურველს ავალდებულებს ჩადოს 2 მილიონი ევროს ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ან 2,5 მილიონი ევრო კომპანიების აქტივებში. არ არის ენის ცოდნის, ან კონკრეტულ სახელმწიფოში ცხოვრების პრაქტიკის მოთხოვნა. მხოლოდ საჭიროა, რომ პიროვნება მოხვდეს კვიპროსში, 7 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. 

ამ სტრუქტურის ბუნდოვანება ვლინდება კონკრეტულ შემთხვევებშიც. მაგალითად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილი, რომელის დაჭერასაც აშშ ცდილობდა 2008 წლის შემდეგ, ამავე სქემის მიხედვით გახდა კვიპროსის მოქალაქე 2010 წელს. 

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის, Global Witness-ის განცხადებით,  „კვიპროსის ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ ინვესტიციების სურვილი არ ნიშნავს მთავარი ღირებულებებისა და ვალდებულებების დაკნინებას. ამ სქემით, შესაძლოა, დახმარების ხელს ვუწვდით კრიმინალებს “.

 თავად კვიპროსის ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ისინი იცავენ ყველა შესაძლოა დირექტივას და ამოწმებენ პოტენციურ ბენეფიციარებს, მათ შორის, ფულის გათეთრების პრაქტიკის გამორიცხვის მხრივაც. ამავე დროს, მოქალაქეობის მინიჭება ინვესტიციების სანაცვლოდ სხვა ქვეყნებშიც ხდება. ამიტომაც, არ არსებობს განგაშის საფუძველი.

ჯერ კიდევ უცნობია დაიწყება თუ არა ოფიციალური გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით.

 

მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

წყარო: The Guardian

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოატექნოლოგიები

როგორია 69,995-აშშ დოლარიანი iPhone-ი?

როდესაც რამდენიმე დღის წინ iPhone-ის პირველი თაობის ბაზარზე გამოჩენის 10 წლისთავის აღსანიშნავად კომპანია ,,Apple-მა” საიუბილეო iPhone X-ი წარადგინა, საზოგადოება მისმა ფასმა (1,000 აშშ დოლარი) შოკში ჩააგდო.

თუმცა ახალ „ლაქშერი“ მობილურ ტელეფონთან შედარებით, ეს ფასი ძალიან დაბალია.

 დიზაინერებმა შექმნეს Lux iPhone X Ingot-ი, რომელშიც 250 გრამი მყარი ოქროა – მისი ფასი კი –  69,995 აშშ დოლარია.

ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა ფირმამ – Brikk, Apple-ის მიერ გასულ კვირას გაკეთებული სიურპრიზის შემდეგ საკუთარ ვებგვერდზე მთელი რიგი ახალი ლაქშერი პროდუქტი წარმოადგინა.

რაც შეეხება ოქროს Lux iPhone X Ingot-ის ხაზს, ის რამდენიმე სახის ტელეფონს მოიცავს. ერთს 108 მახასიათებელი აქვს და 108 გრამ 22-კარატიან ოქროს შეიცავს. ხოლო მეორე – 250 მახასიათებელს და 250 გრამ 22-კარატიან ოქროს.

 

წყარო: http://www.dailymail.co.uk

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

რომელია ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე ტელეფონი?

 წელს 300 მილიონზე მეტი ტელეფონი გაიყიდა მსოფლიოს მასშტაბით.

ერთ–ერთი  კომპანიის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე Apple-ის წარმოება –  iPhone 7-ი და iPhone 7 Plus–ია, რომელთა გაყიდვების რაოდენობა 30 მილიონს აღწევს. წამყვანი ბრენდები, როგორც მოგეხსენებათ, Samsung–ი და iPhone–ია, ასე რომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე სმარტფონებს შორის პირველ და მეორე ადგილს ეს ორი კომპანია იკავებს.

  როგორც ცნობილი გახდა წლის მეორე ნახევარში ,,სამსუნგმა” გადაუსწრო iPhone–ს და წილად ერგო წლის ყველაზე, როგორც ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში. როგორც კომპანიის კვლევაში წერია აპრილი-ივნისის მონაკვეთში კომპანიამ S8  19 მილიონი ერთეულის გაყიდვა მოახერხა წლის მოკლე პერიოდში.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

5 საუკეთესო წიგნი, რომელიც ბიზნესში დაგჭირდებათ

იმისათვის, რომ დამწყებმა ბიზნესმენმა წარმატებას მიაღწიოს და გამართოს თავისი კომპანია, აუცილებელია შესაბამისი განათლება და აზროვნების უნარი, წიგნები კი მათ მიღებასა და განვრცობაში გვეხმარება. ბევრი მილიონერის გამოკითხვებიდან და მათი ინტერვიუებიდან „eventualmillionaire.com“–მა გამოაქვეყნა 5 საუკეთესო წიგნის სია, რომლებიც, რა თქმა უნდა, მილიონერების აზრით ამოარჩიეს.

  1. “Rework”
  2. ” The dip”
  3. “Outliers”
  4. “Good to great”
  5. “War of art”

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რეპუტაცია და მასთან დაკავშირებული რისკფაქტორები

 ხელმძღვანელ პირებს კარგად ესმით მათი კომპანიების რეპუტაციის მნიშვნელობა. მყარი რეპუტაციის მქონე ფირმები ხალხს უკეთ იზიდავს. ისინი უფრო ფასეული ნაწარმის მიმწოდებლად მიიჩნევიან და თავსაც ნებას აძლევენ, მომხმარებელს პროდუქციაში მეტი გადაახდევინონ.

მათი მომხმარებლები ხშირად უფრო ლოიაურნი არიან და პროდუქტებისა თუ სერვისების უფრო მეტ სახეობას ყიდულობენ. ამ ფირმების ფასისა და შემოსავლების კოეფიციენტი და საბაზრო ღირებულება მაღალია, ხოლო კაპიტალური დანახარჯები – უფრო დაბალი, რადგან ბაზარი მიიჩნევს, რომ ასეთი კომპანიები მდგრად შემოსავალს უზრუნველყოფენ. მეტიც, ეკონომიკაში, სადაც საბაზრო ღირებულების 70%–დან 80%–მდე ძნელად განსასაზღვრ არამატერიალურ აქტივებზე მოდის, ორგანიზაციები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ყოველივე იმის მიმართ, რაც მათ რეპუტაციას აზიანებს.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 ნიშანი იმისა, რომ უფრო მეტად კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი

 ყველას სურს რომ კრეატიული იყოს და შემოქმედებითი უნარით გამოირჩეოდეს, რატომაც არა? ვის არ უნდა, რომ საოცარი იდეა ჰქონდეს, დაწეროს ბესტსელერი, ან დაწეროს სიმღერა, რომელიც ჰიტი გახდება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ადამიანებმა არ იციან რამდენად კრეატიულები არიან და ყოველდღიურ რუტინაში ეკარგებათ შემოქმედებითი უნარი. 

გთავაზობთ მახასიათებლებს, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი უფროსისგან, მეგობრებისგან და ასევე თქვენგანაც უგულებელყოფილია, მაგრამ რეალურად ეს თვისებები ნიშნავს, რომ იმაზე უფრო კრეატიული ხართ, ვიდრე საშუალო ადამიანი.

  1. ხართ სარკასტული – დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ სარკაზმი კარიერული წინსვლის თვალსაზრისით დიდ როლს თამაშობს. ყველას მოსწონს, როცა ადამიანს მახვილგონივრული, მკაცრი, სწრაფი და ჭკვიანური შეფასებების გაკეთება შეგიძლიათ. კვლევის თანახმად, სარკაზმი არის ინტელექტისა და ადამიანის კრეატიულობის ნიშანი და კარიერული წარმატების წინასწარმეტყველი.
  2. გამორჩეული ხართ, სხვები ადვილად გამჩნევენ – კვლევის თანახმად, თუ მარტივად შესამჩნევი ადამიანი ხართ, ეს ასევე თქვენი მდიდარი შემოქმედებითი უნარის მანიშნებელია. მკვლევარები წერენ, რომ სამყაროში შემოქმედებითი მიღწევები დაკავშირებულია სენსორულ პროცესებთან.
  3. ხართ ბუზღუნა – ბუზღუნა ადამიანები სამსახურში არ მოსწონთ და ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ ასეთები არ ჰყავდეთ კომპანიაში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა, ვინაიდან, კვლევის თანახმად, ბუზღუნა ადამიანები შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან.
  4. ემოციურად გაუწონასწორებელი – კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც არ გამოირჩევიან ემოციური სტაბილურობით, აქვთ დიდი შემოქმედებითი უნარები. ასე რომ, თუ აღმოაჩინეთ, რომ რამდენიმე წუთის წინ განრისხებული იყავთ, ახლა კი მშვენიერ ხასიათზე ხართ, იცოდეთ – ეს თქვენს კრეატიულობაზე მეტყველებს.
  5. გამუდმებით კამათობთ – თუ ვერასოდეს ვერ თანხმდებით პოლიტიკურ შეხედულებებზე, კამათობთ ფეხბურთისა თუ სხვა საკითხების გამო, გილოცავთ, თქვენ ძალიან კრეატიული ხართ, თავში უამრავი გიჟური იდეა გიტრიალებთ და რაც მთავარია, მათი განხორციერლებისკენ ხართ მიდრეკილნი.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

წყარო: https://www.inc.com/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 42 43 44 45 46 59
Page 44 of 59