„Google–ის“ მფლობელი კომპანია ,,Alphabet-ი” გახდა და ამავე დროს ყველაზე მომგებიანი კომპანიის სახელიც მოიპოვა.
გასულ წლებში კომპანიის მოგებამ მისივე ფასის საგრძნობლად გაზრდა განაპირობა და 578 მილიარდი დოლარი შეადგინა, გადაუსწრო მანამდე ყველაზე მომგებიან კომპანიას „Apple–ს“, რომლის ღირებულებაც 565 მილიარდს შეადგენს.
მოცემულმა ინფორმაციამ დიდი წინსვლა განაპირობა ,,Alphabet–ისა” და 7 პროცენტით გაიზარდა მათი აქციების ღირებულება.
მაგრამ ,,Apple-მა” თავისი პოზიცია მაინც შეიმაგრა და ისევ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად რჩება, მათმა ახალმა პროდუქტმა iPhone7–მა და iPhone7+ მა 15 პროცენტით მოუმატა ღირებულება კომპანიას და დიდი ნაბიჯი გადადგა ადგილის გამყარებისკენ.
წყარო: Inc.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”