close

ბიზნესი

ბიზნესიმედიცინა

რაში ეხმარება ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ტვინს?

 ვარჯიში ზრდის სისხლის მიწოდებას ტვინის სპეციფიკურ მონაკვეთებში, ააქტიურებს შემეცნებით უჯრედებს და ქმნის ტვინის მიერ გამომუშავებულ ნეიროტროფულ ფაქტორს ანუ BDNF–ს, რომელიც მოქმედებს, როგორც ნეირონების ცერებრალური “Miracle-Gro” და თუკი ამ ბუნებრივ სასუქს ბლომად მიიღებთ, სამაგიდე ქოთნის მცენარეს აღარ დაემსგავსებით.

ვარჯიში დადებითად მოქმედებს ტვინის აღმასრულებელ ფუნქციებზე. სწორედ ტვინის ეს ფუნქციები გვეხმარება, როგორც კოსმოსური თანამგზავრის აწყობაში, ასევე, შესრულებული სამუშაოს განხილვისას უფროსის არგუმენტების საწინააღმდეგო კონტრარგუენტების მოფიქრებაში.

როგორც გზების არსებობა აიოლებს საქონლისა და სერვისების მოწოდებას, ასევე უადვილებს ვარჯიში სისხლს ტვინის გადაღლილ ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანას. გარდა ამისა, ვარჯიში შთანთქავს ტოქსინებს. მისი წყალობით ორგანიზმის ბუნებრივი სანიტარული სამსახური ასუფთავებს მეტ ქსოვილს.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა  ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიისტორიამსოფლიოპოლიტიკა

ბიზნესელიტისა და სახელმწიფოს ცნობილი დაპირისპირებები

 

ამერიკელები, ერთი მხრივ, არ იყვნენ დიდი კორპორაციბის წინააღმდეგნი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი პოლიტიკურ დონეზე ყოველთვის უნდობლობით იყვნენ განწყობილნი ეკონომიკური ძალაუფლების ერთ ხელში კონცენტრირების მიმართ.

კერძოდ, ,,Standard Oil-ისა” და სხვა მსხვილი კორპორაციების მხრიდან მცირე ზომის კომპანიების შთანთქმების და ბაზრის მონოპოლიზირების მცდელობების შედეგად გაჩნდა შერმან–კლეიტონის ანტიმონოპოლიური კანონი. გაერთიანებების ტალღა სახელმწიფომ შეაჩერა. ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსის“ დაწყებას წარმოების სტრუქტურაში ის ცვლილებები მოჰყვა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში, რეიგანის ოთხმოციანებამდე იყო გაბატონებული, როდესაც მასიური შთანთქმების ახალი ტალღა წამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა – საფრანგეთი, იტალია და ტაივანი, სადაც სუსტი იყო საშუალო ზომის ორგანიზაციები, სახელმწიფოს ჩარევა მსხვილი კორპორაციების ხელშეწყობისკენ იყო მიმართული, აშშ–ში კი, პირიქით – ჩარევის ძირითადი მიზანი ასეთი გაერთიანებების შეკავება იყო. ამერიკული კომპანიების სტიქიური ტენდენცია იყო არა დაშლა და დანაწევრება, არამედ ზომების გაზრდა იმ დონემდე, რომლის დროსაც ბაზრის მონოპოლიზაცია ან მასშტაბის ეფექტი სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენდა.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრად ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

თანამედროვე ტერმინები, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე თანამედროვე ტერმინს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით ბიზნესსა და ტექნოლოგიებში.
კალიბრირება – ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი არავერბალური სიგნალის ამოცნობა და შეფასება.
მიერთება – ურთიერთობის პროცესში პარტნიორის არავერბალური სიგნალების გამეორება მისი ნდომისა და კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.
სარკისებრი არეკვლა – პარტნიორების ქცევის ასახვა ან მის ქცევაზე უკუკავშირის მიცემა.
რეპრეზენტაციული სისტემა – ადამიანის 5 გრძნობის ორგანო, რომელთა საშუალებითაც ხდება ინფორმაციის მიღება, შენახვა და ქცევის განხორციელებისას შესაბამისი მოგონების აქტივირება.
რეპრეზენტაცია – იდეა, აზრი, სენსორული ან შეფასებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის ლიკვიდურობის ხაფანგი?

 

ეკონომიკური აქტიურობა არის ფულადი ნაკადების ცირკულაცია. ერთი სუბიექტის ხარჯები მეორე სუბიექტის შემოსავლის ნაწილია, ხოლო მეორე სუბიექტის ხარჯები – პირველი სუბიექტის შემოსავლისა. ანუ ყველა ინდივიდი ერთმანეთზეა დამოკიდებული. რეცესია საპასუხო რეაქციაა იმ გარემოებებზე, როდესაც მომხმარებლები – გარკვეული ფსიქოლოგიური მიზეზების გამო – გადაწყვეტენ, საკუთარი ხარჯები შეამცირონ და დანაზოგები გაზარდონ. შედეგად მოჯადოებულ წრეს ვღებულობთ: თუ ადამიანები არ არიან მომავალში დარწმუნებულები, ისინი ნაკლებს ხარჯავენ და მეტს ზოგავენ, რათა გარანტირებული ჰქონდეთ მომავალში კეთილდღეობა და არ იფიქრონ ზედმეტ ხარჯსა თუ დანაზოგზე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქვეითებს ეკონომიკურ აქტიურობას და მოსახლეობას უბიძგებს, ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მეტი დაზოგოს.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფილოსოფია

ალბერტ აინშტაინის ცხოვრებისეული გაკვეთილები

 ალბერტ აინშტაინრომელმაც სკუთარ პუბლიკაციებში გაგვიზიარა ძალიან ბევრი ცხოვრებისეული დაკვირვება და რჩევა. ,,დოქტრინა” გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

,,ჩვენ ყველანი გენიოსები ვართ. მაგრამ თუ თქვენ თევზს შეაფასებთ მისი ხეზე ცოცვის შესაძლებლობებით, ის მთელი ცხოვრება საკუთარ თავს სულელად ჩათვლის.”

,,მე ყველას თანაბრად ვესაუბრები, მიუხედავად იმისა, ვინ არის ის – დამლაგებელი თუ უნივერსიტეტის პრეზიდენტი.”

,,ადამიანი — ეს ერთი მთლიანის ნაწილია, რასაც ჩვენ სამყაროს ვუწოდებთ, დროსა და სივრცეში შეზღუდული ნაწილი. ის საკუთარ თავს, აზრებს და ემოციებს შეიგრძნობს როგორც გარესამყაროსგან რაღაც განცალკევებული, რაც სინამდვილეში მისი ცნობიერების ოპტიკური ტყუილია. ეს ილუზია გახდა დილეგი (საპყრობილე), რომელიც ჩვენი სურვილების და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ძალიან ვიწრო წრისადმი დამოკიდებულებაში მდგომარეობს. ჩვენი ამოცანაა — ამ ციხეს თავი დავაღწიოთ, საკუთარი მონაწილეობის სფერო გავაფართოვოთ მსოფლიოს მასშტაბით, მთელი მისი მომხიბვლელობის ფარგლებში.”

,,დამთხვევა — ეს ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის დახმარებით ღმერთი ინარჩუნებს ანონიმურობას.”

,,წარმოსახვა ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა ეფუძნება მხოლოდ იმას, რაც ჩვენ ახლა ვიცით და გვესმის, მაშინ, როცა წარმოსახვა მოიცავს მთელ სამყაროს და ყველაფერს, რასაც ჩვენ ოდესმე გავიგებთ და შევიგნებთ». «ინტელექტის ნამდვილი ზეიმი არის წარმოსახვა და არა ცოდნა». «ლოგიკა დაგეხმარებათ მიხვიდეთ A-დან Z-მდე; წარმოსახვა მოგატარებთ მთელ სამყაროს.”

,,მარტოობა მტკივნეულია, როცა ადამიანი ახალგაზრდაა, მაგრამ შესანიშნავია, როცა ის უფრო მოწიფული ხდება.”

,,მე მარტოობაში ვცხოვრობ; ის მომწამვლელია ახალგაზრდებისთვის, მაგრამ შესანიშნავ გემოს იძენს წლებთან ერთად.”

,,ერთფეროვნება და მარტოობა, მშვიდი ცხოვრება ახდენს შემოქმედებითი გონების სტიმულირებას.”

,,დიდი გონების მქონე ადამიანები ყოველთვის ეჯახებიან საშუალო გონების მქონე ადამიანების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას. ამ უკანასკნელთ არ შეუძლიათ გაუგონ იმ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ბრმად დაემორჩილოს გავრცელებულ ცრურწმენებს და ამის ნაცვლად თამამად იყენებს თავის ინტელექტს.”

,,თუ თქვენ გინდათ, რომ თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ, წაუკითხეთ მათ ზღაპრები. თუ გინდათ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანები იყვენენ, მაშინ კიდევ უფრო ბევრი ზღაპარი წაუკითხეთ.”

,,ფანტაზიის ნიჭი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ცოდნის შეთვისების შესაძლებლობა.”

,,ყველაზე მშვენიერი რამ, რასაც განვიცდით, შეუძლებელია რომ ავხსნათ. მიუწვდომელი რამ ხდება გრძელვადიანი ხელოვნებისა და მეცნიერების წყარო. მას, ვისთვისაც ეს გრძნობა უცნობია, ვისაც არ შეუძია პაუზის გაკეთება და აღფრთოვანების განცდა ამოუცნობის წინაშე, საკუთარ თავს გრძნობს მკვდრად: მისი თვალები დახუჭულია.”

,,მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე უსინათლოა.”

,,მეცნიერები ეკლესიის მიერ შეფასდნენ როგორც უდიდესი ერეტიკოსები, მაგრამ სინამდვილეში ისინი რელიგიური ადამიანები არიან სამყაროს მოწესრიგებულობაში მათი რწმენის გამო.”

,,მისწრაფება იქონიეთ არა წარმატების მიღწევისკენ, არამედ იმისკენ, რომ იყოთ სასარგებლო.”

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესიპოლიტიკაფსიქოლოგია

საზოგადოების აბსურდში დარწმუნების მეთოდი – ოვერტონი

არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც, თუ სახელმწიფო მოინდომებს, ადამიანებისთვის ნებისმიერი იდეის მისაღებად ქცევაა შესაძლებელი.

ჯოზეფ ოვერტონმა (1960-2003) აღწერა ტექნოლოგია, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი იდეის ლეგალიზაცია, მისი თქმით, ყოველ მათგანს საზოგადოებაში თავისი შესაძლებლობების ფანჯარა აქვს. არსებობს ნებისმიერი იდეის აბსოლუტურად მიუღებლიდან მოქმედ ნორმაში გადაყვანის 6 ეტაპი: 1) წარმოუდგენელი. 2) რადიკალური. 3) მისაღები. 4) გონივრული. 5) სტანდარტული. 6) მოქმედი ნორმა.
მაგალითისთვის, ავიღოთ კანიბალიზმი – ოვერტონის ფანჯარის მიზანი თავიდან იქნება კანიბალიზმის აბსოლუტურად მიუღებლიდან რადიკალურ პროცესიაში გადაყვანა.

მეცნიერებს შეუძლიათ დაიწყონ  კანიბალიზმზე საუბარი,  ეგზოტიკური პოლინეზიელი ტომების ცხოვრებაზე თხრობა, იტყვიან რომ კანიბალიზმი იქ გავრცელებული იყო, გამოდის, ისტორიულად შეგვიძლია კანიბალიზმზე ვიმსჯელოთ. ამასთან ერთად, შეიძლება გაჩნდეს კანიბალთა საზოგადოება, რომელიც თავიდან მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში იარსებებს, ხოლო იქ გამოთქმულ აზრებს ყველა ტელემედიაში გააშუქებენ. ოვერტონის პირველმა ფანჯარამ შეასრულა დანიშნულება, ტაბუდადებული თემა ამოძრავდა, გახდა დისკუსიური.

მეორე ფანჯარა უფრო აქტიურად განიხილავს კანიბალიზმს, ,,მეცნიერები” საუბარს აგრძელებენ, ვინც უარს იტყვის თემის გავრცობაზე, თუნდაც მეცნიერული თვალსაზრისით, გავხადოთ დასაცინი და ვაღიაროთ ,,ჩამორჩენილად”.

ამასთან, აუცილებელია კანიბალიზმს შეეცვალოს სახელი და დაერქვას სხვა უფრო ელეგანტური სახელი, რომ ვინმე ,,ფაშისტებმა” იარლიყის მიკვრა ვერ შეძლონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! კანიბალიზმი აღარ არსებობს და მას ჰქვია მაგალითად ანთროპოფაგია. ახალი სახელის მოგონება აუცილებელია რომ საზოგადოება მზერა სხვაგან მივმართოთ რეალური პრობლემიდან.

სახელის ცვლილებასთან ერთად ისტორიულ, მითოლოგიურ გამართლებას ვპოულობთ ანთროპოგაფიისთვის, მაგალითად, – გახსოვთ, ისტორია მარტოხელა დედაზე, რომელმაც შვილები საკუთარი სისხლით გაზარდა? ასმევდა რომ არ მომკვდარიყვნენ! გმირი დედა!”

,,აი, ბერძნული ღმერთები თავის შვილებს ჭამდნენ!”
მას შემდეგ, რაც ისტორიული ლეგიტიმაცია ,,მოიძებნა”, ოვერტონი მესამე ეტაპზე გადადის, უფრო წინწასული ,,მეცნიერები” გვიმტკიცებენ, რომ ,,ხალხის ჭამა ჩვენს გენეტიკაშია და ეს ნორმალურია!”, ,,ზოგჯერ ადამიანის შეჭმა აუცილებლობითაა განპირობებული”, “არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უნდათ, რომ ისინი შეჭმულნი იყვნენ!”

ამ თამაშში შეიქმნება კასტა, რომელიც რადიკალურად დაუჭერს მხარს ან რადიკალურად შეეწინააღმდეგება კანიბალიზმს, კანიბალიზმი სიძულვილის ენაა უკვე, მას ხომ ანთროპოფაგია ჰქვია! ყველა ვინც კანიბალიზმს ახსენებს,  ჩამორჩენილია და ჩაგრავს, დისკრიმინაციაში აგდებს ანთროპოფაგებს, უმცირესობას დაცვა სჭირდება.

ამ ეტაპზე ჟურნალისტები და ,,მეცნიერები” ამტკიცებენ, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები ერთმანეთს ჭამდნენ და ეს ნორმალურია.

შემდეგი ეტაპი, ანთროპოფაგიის პოპულარიზაცია. ტელევიზიაში აქტიურად აჩვენებენ და აპიარებენ ამ თემას, წერენ მუსიკას, აჩვენებენ კინოში, ხალხს ეუბნებიან, ანათლებენ, რომ გვერდზე მიმოიხედონ!  ,,რა არ იცოდით, რომ ეს უცნობილესი კომპოზიტორი ანთროპოფაგი იყო?” “ის მომღერალი მთელი ცხოვრება ანთროპოფაგი იყო, მას დევნიდნენ! ფსიქიატრიულში დააწვინეს, საწყალი!!! წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიონია ეგრე დაჩაგრული? თავისი განსხვავებულობის გამო შეურაცხადად შერაცხეს და ძალით გარიყეს!

ბოლო ეტაპი ოვერტონის ფანჯრის დგება მაშინ, როდესაც თემა საკმაოდ გაპიარდა, გაპოპულარულდა და ახლა დროა, ის პოლიტიკაში გადავიდეს, იწყება საკანონმდებლო ბაზის მომზადება, იდევნება ყველა, ვინც ანთროპოფაგების წინააღმდეგ გამოთქვამს აზრს, მათ ათავისუფლებენ სამსახურიდან, აჯარიმებენ და ა.შ.

ბოლო ეტაპზე, საზოგადოება უკვე გატეხილია, ის უკვე შეგუებულია დამარცხებას და რაც მთავარია, უკვე არაცნობიერის დონეზე იჯერებს სისტემის მიერ თავს მოხვეულ აზრებს. მიღებულია კანონები, დარღვეულია ნორმალური ადამიანური ყოფა, შემდეგ ეს თემა აუცილებლად მივა სკოლასა და საბავშვო ბაღებში, ესე იგი, შემდეგი თაობა გაიზრდება კიდევ უფრო უშანსოდ, რომ გადაურჩეს ,,ახალ წესრიგს”.

 

წყარო: FB – იდეა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რას აკეთებენ მენეჯერები?

მენეჯმენტის სპეციალისტები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ცდილობდნენისინი დღემდე მუშაობენ, მენეჯერის საქმიანობის განსხვავებულ და საინტერესო მედელებს ქმნიან. თითოეულ მოდელშიაღმოვაჩენთხოლმე მენეჯერის პროფესიაში ჩვენთვის ახალ, ამ მომენტამდე გაუცნობიერებელ ასპექტს. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით არცერთი მოდელი საშუალებას არ გვაძლევს, მენეჯერის პროფესია სრულყოფილად აღვწეროთ, პრობლემის სირთულეზე მეტყველებს.

მენეჯერის პროფესიის აღწერისას უნდა ვიცოდეთ ის, თუ რა არის საერთო დარგებში მართვის განსხვავებულ დონეებზე მყოფ მენეჯერთა და სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე მენეჯერთა საქმიანობაში.

თითქოს პარადოქსულიც კია, მაგრამ უფრო ადვილია განსხვავებების აღწერა სხვადასხვა მენეჯერის საქმიანობაში, ვიდრე საერთო „ბირთვის“ სრულყოფილი გამოყოფა. მაინც, რატომაა ეს პრობლემა საინტერესო? ამ კითხვაზე მრავალგვარი პასუხი შეიძლება გავცეთ. მაგალითად, შეუძლებელია, მოამზადო პროფესიონალი მენეჯერი მხოლოდ ცალკეული  „საგნების“, თუნდაც ღრმა ცოდნის, საფუძველზე. ბიზნესსკოლებში მენეჯერის მომზადების პროგრამის ფუნქციური დანიშნულება მენეჯერის პროფესიის ათვისებაა. ამ თვალსაზრისით, საგნების ცოდნა აუცილებელია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი პირობაა.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

Nestle-ს დაარსებისა და განვითარების შთამბეჭდავი ისტორია

 კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა. მის საუკუნენახევრიანი ისტორია, შვეიცარიის ერთ პატარა ფრანგულენოვან დასახლებაში, ბავშვთა კვების პროდუქციით დაიწყო, დღეს კი „ნესტლეს“ 2000-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქციის ბრენდი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

2016 წლის ივნისში 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ,,ნესტლემ” ვევეიში გახსნა მუზეუმი, სახელად Nest (ბუდე). მუზეუმი აღმოჩენების ცენტრს წარმოადგენს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, აქ ვიზიტორებს შეუძლიათ: გაეცნონ კომპანიის ისტორიას; დაათვალიერონ „ნესტლეს“ სხვადასხვა ბრენდის პირველი პროდუქტ-ექსპონატები; შეიტყონ მეტი ორგანიზმის, მისი ფუნქციონირებისა და მასზე საკვების ზემოქმედების შესახებ კრეატიული ატრაქციონების და სახალისო აქტივობების მეშვეობით. შენობა 3000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჰენრი ნესტლემ 1866 წელს პირველად შეიმუშავა ჩვილ ბავშვთა კვების რეცეპტი. მუზეუმი ინახავს ბრენდის 150-წლიან ისტორიას და აგრძელებს მის საუკუნოვან მისიას – ერთმანეთთან აკავშირებს ბავშვებსა და უფროსებს.

ბრენდის ისტორია მდიდარია საინტერესო ფაქტებითა და შემთხვევებით. იცით თუ არა, რომ:

„ნესტლე“ 1866 წელს იღებს დასაბამს, როგორც ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის წარმოება. წარმატებულმა მეწარმე ჰენრი ნესტლემ ყველაფერი მომავალზე ზრუნვით დაიწყო – ბავშვთა კვების წარმოებით.

ამ დროს, ევროპაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებს, რომლებიც დედის რძით არ იკვებებიან, სიცოცხლის გაგრძელების უმცირესი შანსი აქვთ. 1867 წელს შვეიცარიის ქალაქ ვევეიში მცხოვრები ჰენრი ნესტლე ბავშვთა კვების ახალ ფორმულას შეიმუშავებს – ‘farine lactée’ (რძის ფხვნილი). ჩვილ ბავშვთათვის განკუთვნილი ფაფა ძროხის რძის, ხორბლის ფქვილისა და შაქრის შემადგენლობით მზადდებოდა და ბავშვებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ღირებულებებით ამარაგებდა. ამ წარმოებით დაიწყო „ნესტლეს“ ბრენდად ჩამოყალიბება. გამოიკვეთა მისი მისია – ზრუნვა ოჯახსა და მომავალზე.

მეწარმის გვარი Nestlé ერთ-ერთ გერმანულ დიალექტზე ბუდეს ნიშნავს. მის საოჯახო გერბზეც ეს სიმბოლო იყო გამოსახული – ბუდეზე მჯდომარე ჩიტი. ჰენრი ნესტლემ ლოგოტიპისთვის გამოსახულების ადაპტაცია მოახდინა და მისგან ოჯახი შექმნა – სამი ბარტყი, რომლებსაც დედა საჭმელს აწვდის. გერბის ამგვარმა გარდაქმნამ ერთმანეთს დააკავშირა მეწარმის გვარი და კომპანიის მთავარი საწარმოო ხაზი – ბავშვთა კვების პროდუქცია. 1868 წელს მან ოფიციალურად დაიწყო გამოსახულების საფირმო ნიშნად გამოყენება.

ლოგოს მთავარი გამოსახულება პირველად 1988 წელს შეიცვალა. კომპანიამ ბრენდის სახე სოციალურ ცვლილებებს შეუსაბამა. ევროპულ ოჯახს ამ დროისთვის ორი პატარა წევრი ჰყავს, „ნესტლეს“ ბუდეშიც მხოლოდ ორი ბარტყი რჩება.

ასე ვითარდებოდა ლოგოს გამოსახულება წლების განმავლობაში:

„ნესტლემ“ შექმნა პირველი ხსნადი ყავა 1938 წელს. კომპანია, თავისი არსებობის მანძილზე, ყოველთვის დიდ დროს უთმობდა ბიზნესში სოციალურ პასუხისმგებლობას. დღესდღეობით, საქვეყნოდ ცნობილმა ყავის ბრენდმა „ნესკაფემ“ დასაბამი ბრაზილიაში აიღო ადრეულ 30-იან წლებში. წარმოება ქვეყანაში ინოვაციისა და მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილად იქცა. ამ ფორმულის შემუშავებით, ბრენდმა ათასობით ბრაზილიელი ფერმერის ცხოვრება შეცვალა, აარიდა რა მათ მძიმე შრომა წარმოების ახალი პროცესით.

დღეს „ნესტლეს“ მსოფლიოს გარშემო 335,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-ზე მეტ ბრენდს აწარმოებს 85 ქვეყნის 436 ქარხანაში. კომპანიის ბიზნესისმიმართულებები წარმოების დიდ სპექტრს მოიცავს: ბურღულეული, სასმელები, ცხოველების მოვლა, კანის მოვლა და სხვა.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ შევიმუშავოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება?

 

 ეს არის პრობლემის მოგვარების კრეატიული ნაწილი. ხშირად პირველივე ჯერზე კარგი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია. ჯერ მეორე მხარეს ჰკითხეთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტების შესახებ, თავად თქვენ საკმაო დრო გექნებათ გადაწყვეტის საკუთარი ვარიანტების სათქმელად. ყველანაირად აარიდეთ თავი მეორე მხარის მიერ შემოთავაზებული ვარიანტების ნებისმიერი ფორმით კრიტიკას და შეფასებას. მოუსმინეთ აქტიურად. სერიოზულად მიიღეთ მისი იდეები.

სანამ ცალკეული გადაწყვეტილების შეფასებაზე და განხილვაზე გადახვალთ, ჯერ იდეების საკმაო რაოდენობა უნდა შეაგროვოთ. თუ მუშაობის პროცესი ჩიხში შევა, თავიდან მოახდინეთ პრობლემის ფორმულირება. ეს ხანდახან პროცესის წინსვლას უზრუნველყოფს.

როგორც წესი, ადვილი მისახვედრია, თუ როდის უნდა გადადგათ შემდეგი ნაბიჯი, როდესაც საკმარისი რაოდენობით შეგიგროვდება გადაწყვეტის გონივრული და პრაქტიკული ვარიანტები, ან რომელიმე გადაწყვეტილება გაცილებით უკეთესი აღმოჩნდება სხვებთან შედარებით.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიგამოგონება - ინოვაციაეკონომიკა

როგორი იქნება საკრედიტო ბარათების მომავალი?

 

 ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, მთელი განვითარებული სამყაროს საკრედიტო ბარათების ბაზარი ე.წ უძრაობის ფაზაში იმყოფება. მათი აზრით, ძირითადი და ყველაზე მარტივი მიზეზი, რაც აღნიშნული ბაზრის შემდგომ განვითარებასა და ზრდას საგრძნობლად აფერხებს – საკრედიტო ბარათების ჭარბი რაოდენობაა.

მსოფლიოს მსხვილმა ფინანსურმა ორგანიზაციებმა არ დააყოვნეს და, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ახალი, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება დაიწყეს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ახალი პროდუქტის უმრავლესობა ე.წ კოალიციური პროექტების შედეგად შეიქმნა. ამ პროექტებში მონაწილეობდნენ ფინანსური და სავაჭრო ორგანიზაციები, მობილური ოპერატორები, ტექნოლოგიების მწარმოებლები და სხვები.

დღეს განვითარებულ ქვეყნებში ნაღდი ფულით განხორციელებული გადახდების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. თანამედროვე საზოგადოებაში, ნაღდი ფულის მიმოქცევიდან თანდათანობით „ამოღებასთან“ ერთად, ფინანსური ორგანიზაციები მომხმარებელს გადახდის სულ უფრო მეტ ახალ ტექნოლოგიას სთავაზობენ, მათ შორის, გადახდას რადიოსიხშირის ჩიპისა და ელექტრონული დისპლეის მქონე საკრედიტო ბარათების, მობილური ტელეფონისა თუ მუსიკალური iPod–ის მეშვეობით.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ევროპასა და აშშ–ში ახალი ტიპის საკრედიტო ბარათების მრავალი პრეზენტაცია მოეწყო.

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 45 46 47 48 49 59
Page 47 of 59