უკვე არაერთხელ გვსმენია ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დაებადა ინტერნეტის საშუალებით წიგნებით ვაჭრობის იდეა ,,Amazon-ის” დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს, რომელიც მანამდე ერთ–ერთი საინვესტიციო ფირმის ანალიტიკურ ჯგუფში მუშაობდა.
ბეზოსი ამ ბიზნესმოდელამდე ლოგიკური გზით მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ადრე რაიმე შეხება წიგნით ვაჭრობის ინდუსტრიასთან არ ჰქონია. ის მიხვდა, რომ პროდუქტის თვისებებიდან და მიწოდების არხების სტრუქტურიდან გამომდინარე, საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც მაღაზიებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი, ამ ბიზნესში დიდი წარმატების მიღწევა შეეძლოთ. ,,Amazon-ი” 1995 წელს დაარსდა. ორგანიზაცია დაარსების დღიდან ადვილად პოულობდა თავის ბიზნესში წარმოქმნილ ცარიელ ნიშებს და მუდამ მზად იყო მათ შესავსებად. კომპანია ცდილობდა, შეუვსებელი არ დაეტოვებინა არცერთი ასეთი სიცარიელე, მიუხედავად იმისა, მოიტანდა თუ არა ეს დიდ სარგებელს. ,,Amazon-ის” ერთ–ერთი ბოლო გაბედული ნაბიჯი იყო „დეველოპერზე ორიენტირებული“ ბიზნესი: მან დაიწყო თავისი ბიზნესსაქმიანობისთვის შექმნილი მექანიზმით ვაჭრობა ანუ ვებგვერდების სხვა შემქმნელთათვის ხელმისაწვდომი გახადა თავისი პირადი მოხმარებისთვის შემუშავებული ინსტრუმენტები. ისევე, როგორც ,,Amazon-ის” სხვა ღონისძიებები, ეს ნაბიჯიც მყარ ლოგიკას ეფუძნებოდა – მაგრამ მაინც მოულოდნელი და გამაოგნებელი იყო, რადგან ბევრი კომპანია ამაზე არ წავიდოდა.
წყარო: Hbr.com
მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”