close

ბიზნესი

ბიზნესიმანქანათმშენებლობა

“Toyota” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ავტოკომპანიად

იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა.

კომპანიის თქმით, მარტში უფრო მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა მაღალმა გადასახადებმა და ვალუტის მერყეობამ შედეგი მოიტანა. ყველაფერთან ერთად ,,ტოიოტას” გაყიდვებს დიდი პრობლემები აქვს აშშ-შიც, რომელიც კომპანიის ყველაზე დიდ პარტნიორად მიიჩნევა.

,,ბიბისის” ინფორმაციით, ,,ტოიოტასმოგებამ,  საერთო ჯამში, 16.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით ნაკლებია წინა პერიოდის მაჩვენებლზე.

ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ ,,ტოიოტას” მოგება  მომავალ წელს უფრო შემცირდეს, რაც იაპონური ვალუტის გამყარებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, ,,ტოიოტა” აღარ მიიჩნევა ყველაზე მაღალმოთხოვნად კომპანიად. ეს სტატუსი მან გერმანულ ,,ფოლკსვაგენს” დაუთმო.

2016 წელს ,,ტოიოტამ” 10.25 მილიონი მანქანა გაყიდა.

 

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

,,Apple-ის“ კაპიტალი დღითიდღე იზრდება

 

ეფლ ინკორპორეიტედიგახდა პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიარდ დოლარიან ნიშნულს ასცდა. სულ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 700 მილიარდ დოლარიანი ბარიერი გადალახა.

„Iphone-ის“ მწარმოებლის აქციების ფასი მიმდინარე წელს 33 პროცენტით არის გაზრდილი. დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კი, კომპანიის აქციების ზრდამ თითქმის 50 პროცენტს მიაღწია. ამ კომპანიაზე „სტანდარდ ენდ პურზის“ ინდექს S&P 500-ის 21.7 ტრილიონი დოლარიდან, დაახლოებით 4 პროცენტი მოდის.

,,Apple-ზე”  2012 წლის სექტემბერში ამავე ინდექსის 4.9 პროცენტი მოდიოდა, თუმცა მას შემდეგ, თავად ინდექსში შემავალი კომპანიების ჯამური კაპიტალზაცია 7 პროცენტით არის მომატებული და მასში ,,ეფლის“ წილი სწორედ ამის ფონზე შემცირდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ,,Apple-ის” აქციების ზრდა ამავე ტემპით გაგრძელდა, მაშინ მისი კაპიტალიზაცია ამ წლის ბოლოს ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

„Apple-ის“ აქციების ფასის უახლოესი სამიზნე 160 დოლარია. სამი თვის წინ ფასის სამიზნე 140 დოლარი იყო. ამჟამად თითო აქცია 153.99 დოლარად ფასობს.

კომპანიის სრული კაპიტალიზაცია 802.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც აშშ-ის 50 შტატიდან, 45-ის ეკონომიკაზე მეტია. ამაზე მეტი ბიუჯეტი მხოლოდ ილინოისს, ფლორიდას, ნიუ იორკს, ტექსასს და კალიფორნიას აქვთ.

მილიარდერი უორენ ბაფეტი ამბობს, რომ „Apple-ის“ აქციების შეძენისკენ, ის მარტივი მიზეზი უბიძგებს, რომ ბევრი ძლიერი კონკურენტის ყოლის მიუხედავად, „Iphone-ის“ მწარმოებელს ბაზარზე ძალიან მყარი პოზიცია უკავია. ცნობისათვის, ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „ბერკშირ ჰეტუეი“, „Apple-ის“ 20 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ინტერნეტრეკლამზე დახარჯული თანხა პირველად ასწრებს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს

კომპანია IAB- ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვით ევროპაში ინტერნეტრეკლამზე დახარჯული თანხა პირველად ასწრებს სატელევიზიო რეკლამაზე დანახარჯებს.

2016 წელს ევროპის ქვეყნებში  36,4 მილიარდი ევრო დაიხარჯა ონლაინრეკლამაზე, რაც 13%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე. აღნიშნული მონაცემით,  ევროპაში რეკორდი დამყარა და ინტერნეტრეკლამამ პირველად გადაუსწრო სატელევიზიო რეკლამას, რომლის ბიუჯეტმაც 33,3 მილიარდი ევრო შეადგინა.

IAB-ის ანგარიშის მიხედვით, 60,5%-ით გაიზარდა დანახარჯები მობილურ რეკლამაზე, რომელმაც 3,5 მილიარდი ევრო შეადგინა. ასევე რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა ონლაინვიდეორეკლამის მხრივ.  2015 წელთან შედარებით, 2016 წელს მასზე დანახარჯები 35,8%-ით გაიზარდა.

ინტერნეტ რეკლამაზე ყველაზე მეტი თანხა დიდ ბრიტანეთში დაიხარჯა, სადაც ბიუჯეტმა 11,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

8 უფასო ხელსაწყო უკეთესი კამპანიისთვის

 

„SEO“ ოპტიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც უდიდესი როლი აქვს ვებგვერდისა და კონკურენტების ანალიზს. იმისათვის, რომ ზუსტად შევაფასოთ და დავინახვოთ მიმდინარე შედეგი, გვჭირდება ხელსაწყოები, რომელებიც  დაგვეხმარება იმის ანალიზში თუ რამდენად ეფექტურად ვმუშაობთ „SEO“ ოპტიმიზაციაზე.

გთავაზობთ 8 უფასო ხელსაწყოს, რომელიც  წარმატებული „SEO“ კამპანიის განუყოფელი ნაწილია.

  1. „Google Analytics-ი“ „Google-ის“ უფასო ხელსაწყოა, რომელიც დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ. რა არხებიდან შემოდიან ვებგვერდზე მომხმარებლები, რას ნახულობენ, რამდენ დროს ატარებენ საიტზე.
  2. „Google Webmaster Tools-ი“ ტექნიკურ ინფორმაციას გვაწვდის ვებგვერდის მიმდინარე პოზიციის შესახებ. როგორ აინდექსირებს ვებგვერდს ,,Google-ი“ და რეკომენდაციებს მიმდინარე პრობლემების გამოსასწორებლად.
  3. „Open Site Explorer“ – „MOZ-ის“ ამ ხელსაწყოს უფრო სპეციფიკური ფუნქცია აქვს ,,ანალიტიქსთან“ შედარებით. აანალიზებს ბმულებს ვებგვერდზე. საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კონკურენტების ტაქტიკა და ჩამოვაყალიბოთ ეფექტური სტრატეგია.
  4. „Google keyword Planner-ით“ ზუსტად გავიგებთ თუ რამდენი ადამიანი ეძებს Google-ში კონკრეტულ სიტყვებს. მივიღებთ იდეებს კონკრეტულ სიტყვებსა და ფრაზებთან მიმართებაში.
  5. „MOZ’s Keyword Explorer – ი“ კონკრეტული რეკომენდაციებს შემოგვთავაზებს თუ რომელი ქივორდები გამოვიყენოთ.
  6. „SEMRush -ს“ აქვს როგორც ფასიანი, ასევე უფასო ვერსიაც. პროგრამა გვეხმარება ჩვენი და კონკურენტების პოზიციების განსაზღვრაში.
  7. „QuickSprout“ – „SEO“ აუდიტისთვის საუკეთესო ხელსაწყოა.
  8. „SERPs Rank Checker-ის“ საშუალებით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქივორდები, ფრაზები. შევადაროთ კონკურენტებს.

 

წყარო:  Entrepreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

როგორ გავანაწილოთ ჩვენი დრო და დავახარისხოთ შესასრულებელი საქმეები?

რატომ ვერ ვასწრებთ ვერაფერს?
უკვე მერამდენედ დავგეგმეთ უამრავი რამ, მოტივაციაც გვქონდა, მონდომებით დავიწყეთ და შემდეგ? დრო არაფრისთვის გვეყო, უამრავი საქმის გამო ვეღარ შევძელით მოგვეხერხებინა ის, რაც ამდენად მნიშვნელოვანია. შემდეგ ისევ იმედგაცრუება – რატომ არ გამომდის, რატომ ვერ ვასწრებ ვერაფერს? როგორ მოხდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის ვერ გამოვნახე დროო? ახლა კი ყველაფრის კეთება ერთდროულად მიწევს – ყველაფერს ერთად ვცდილობ და არაფერი გამომდის კარგად.
დღევანდელი ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებულია, რომ დავაკვირდეთ, ყველას სადღაც ეჩქარება, აგვიანდება, ჩვენც თითქოს ეს ქაოსი გვშთანთქავს და გაქცევა, თავის დაღწევა გვინდება. როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი?
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა დროის მენეჯმენტში ბალანსის დაცვას ეხება, როდესაც ვერ ვახერხებთ შესასრულებელი სამუშაო და დასვენება სათანადოდ გადავანაწილოთ. ხშირად იმდენს ვშრომობთ ერთბაშად, რომ შემდეგ არაფრის თავი გვაქვს, ხოლო ზოგჯერ გასაკეთებელი საქმე ბოლო წუთამდე გადაგვაქვს, მანამდე ვისვენებთ, შემდეგ კი ერთბაშად ჩქარ-ჩქარა ვაკეთებთ ყველაფერს _ შესაბამისი ხარისხით.
იმისათვის, რომ შევძლოთ დროის სწორი გადანაწილება, საჭიროა ჩამოვწეროთ ჩვენი გეგმები, შემდეგ კი ის გარკვეულ ჯგუფებში მოვაქციოთ. უნდა დავყოთ გეგმები, მნიშვნელოვნად და უმნიშვნელოდ, სასწრაფოდ და არასასწრაფოდ. ამისთვის უნდა ჩამოვწეროთ ისინი შემდეგნაირად: დიდ თაბახის ფურცელს ვყოფთ ოთხ ნაწილად, ოთხ კვადრატად. ფურცლის მარცხენა ზედა მეოთხედს უნდა დავაწეროთ თავზე ,,სასწრაფო და მნიშვნელოვანი”. აქ ყველაზე სასწრაფო და ამასთანავე მნიშვნელოვან გეგმებს ჩამოვწერთ, ამიტომ ეს არის ის კვადრატი, რომელსაც ყველაზე დიდი ყურადღებას დაუთმობთ შემდეგ. მის ქვემოთ ანუ მარცხენა ქვედა კვადრატს უნდა დავაწეროთ ,,სასწრაფო და უმნიშვნელო”, ეს კვადრატი მისი შესაბამისი გეგმებით უნდა დავტვირთოთ. მარჯვენა ზედა კვადრატში ვწერთ ,,არასასწრაფო და მნიშვნელოვან” გეგმებს, ხოლო ქვედა მარჯვენა კვადრატში გროვდება “ არასასწრაფო და უმნიშვნელო” გეგმები. ამ კვადრატებში დროთა განმავლობაში ცვლილება შეგვაქვს, აქედან გამომდინარე ზოგიერთი რამ არასასწრაფოდან სასწრაფოში გადაინაცვლებს, მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანში და სხვა. კვადრატის შინაარსიდან გამომდინარე ნაკლები ყურადღება და ენერგია დაეხარჯება მარჯვენა დაბლა არსებულ მეოთხედს, ხოლო მარცხენა მაღალი კუთხე ყველაზე დიდ ენერგიას მოითხოვს თქვენგან. 
თუ ჩვენ ასეთ ცხრილში გადავანაწილებთ გეგმებს და მას დროდადრო გადავხედავთ, არ გამოგვრჩებათ ყურადღების მიღმა მნიშვნელოვანი გეგმები და არც პრობლემები შეგვექმნება მათი არშესრულების გამო. სასურველია მარცხენა ზედა კვადრატში შევიყვანოთ აქტივობებთან ერთად დასვენებაც, რათა ბევრი საქმის შემდეგ აღვიდგინოთ ენერგია ჩვენთვის სასურველი გზებით. დროის მენეჯმენტის კარგი მაგალითია, რომ დიასახლისი, რომელმაც მნიშვნელოვანი საჩქარო სახლის საქმეები შეასრულა, დასასვენებლად მოეწყოს და დატკბეს მისი საყვარელი ნუგბარით, წიგნის კითხვით, ტელეგადაცემის ყურებით ან სხვა. გისურვებთ წონასწორობას დროის, საქმისა და დასვენების სარფიან გადანაწილებაში!

 

მასალა მოამზადა:  თიკო ორჯონიკიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაბიზნესი

,,ფრესკომ“ ახალ რეკლამაში ფასების „კარფურთან” შედარებით კანონი დაარღვია

„ფრესკომ“ საკუთარ რეკლამაში სხვადასხვა პროდუქციის ფასები „კარფურისას“ შეადარა. გარდა სამიზნე აუდიტორიის არაერთგვაროვანი დამოკიდებულებისა, ვიდეორგოლმა იურისტებშიც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საბოლოოდ, ვიდეორგოლი „ფრესკოს“ ,,ფეისბუკის” ოფიციალური გვერდიდან აიღეს.

საქართველოს კანონი რეკლამის შესახებ, შედარებით რეკლამას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებს კონკურენტზე ან ისეთ საქონელზე ან/და მომსახურებაზე, რომლებიც შეთავაზებულია კონკურენტის მიერ – კრძალავს.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

ინფორმაცია შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ყველა რესტორნის დახურვის შესახებ მცდარია

18 ივნისს, გამოცემა „ბანკები და ფინანსების” ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს  შვეიცარიაში მაკდონალდსის ქსელის ყველა რესტორანი დაიხურა მას შემდეგ, რაც „ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება, საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები”. პუბლიკაციაში საუბარია ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში უკანასკნელ პერიოდში ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე. გამოცემა შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის დახურვის პირველწყაროდ უთითებს ,,The Georgian Time-ს”, თუმცა ბმულზე გადასვლისას სტატია სათაურით – ,,შვეიცარიაში ,,მაკდონალდსის” ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს” – აღარ იხსნება.

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რასაც შემდეგი გარემოებები ცხადყოფს:

  • ,,მაკდონალდსის” ქსელი შვეიცარიაში დღემდე ფუნქციონირებს, რასაც აღნიშნული ქსელის ვებგვერდიც მოწმობს.
  • შვეიცარია ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამბის მიხედვით, ქვეყანაში მას შემდეგ აიკრძალა სწრაფი კვების ობიექტები, რაც ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში 120-ზე მეტი განცხადება მიიღო. არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ევროკავშირის იურისდიქცია არ ვრცელდება.
  • სტატიაში მითითებული ევროკომისარი სოფლის მეურნეობის საკითხებში – დაჩიან ჩოლოში – აღნიშნულ პოსტს 2014 წლიდან აღარ იკავებს. ამჟამად სოფლის მეურნეობის საკითხებს ევროკომისარი – ფილ ჰოგანი – კურირებს.  დაჩიან ჩოლოში კი აღნიშნულ თანამდებობას. 2010-2014 წლებში იკავებდა.

 

მასალა მოამზადა:  ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

უმსხვილესი ბანკები ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავენ

 

მსოფლიოს  4 უმსხვილესი ბანკი  „UBS, Deutsche Bank, Santander, და“ BNY Mellon–ი“ ახალი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს. ახალი ვალუტის პირველი კომერციული გამოყენება 2018 წლიდანაა დაგეგმილი.

ახალი ციფრული ვალუტა – ბლოკჩეინის (blockchain – ქსელში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზა) ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული. ბლოკჩეინ ტექნოლოგია არის ალგორითმების კომპლექსური ერთიანობა, რომელიც კრიპტოვალუტებს ვაჭრობის საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები აღნიშნულთან დაკავშირებით ერთ დროს სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები და ბლოკჩეინ ტექნოლოგიაში თაღლითობის საფრთხეს ხედავდნენ, დღეს ისინი ინტერესდებიან, თუ როგორ შეუძლია ახალ ტექნოლოგიას არსებული სიტუაციის შეცვლა.

ინგლისის ბანკი, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი და კანადის ბანკი იმ ცენტრალურ ბანკებს შორის არიან, რომლებიც ციფრული ვალუტის დადებით მხარეებს სწავლობენ. ამ სიახლის დანერგვის შემაფერხებელ ფაქტორებად  საბანკო სტაბილურობა და უსაფრთხოება სახელდება. ის ადამიანები, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს მხარს უჭერენ, მიიჩნევენ რომ ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელებისათვის კიდევ რამდენიმე წელია დარჩენილი.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

„Google-ის“ ახალი გამოგონება–„თარჯიმანი ყურსასმენები“

„Google–მა“ ახალი ყურსასმენების შექმნა დააანონსა, რომელსაც მთარგმნელის ფუნქციაც ექნება და  სხვადასხვა ენიდან თარგმნას შეძლებს. ამის შესახებ  „Google Brain-ის“ ერთერთმა დამფუძნებელმა – გრეგ კორადომ განაცხადა.

თარგმანი განხორციელდება ნეირონული ქსელების სისტემის საშუალებით. რობოტის მიერ გახმოვანებული ტექსტი კი ადამიანის ხმისგან განსხვავებული არ იქნება. კორადოს არ დაუკონკრეტებია, რა სახელწოდებას მიიღებს პროექტი, თუმცა დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე პროექტი იდეის დონეზეა და მის დანერგვამდე ბევრი ეტაპის გავლაა საჭირო. ამასთან, აღნიშნა, რომ კომპანიაში გააზრებული აქვთ, როგორ იმუშავებს თარგმნის სისტემა და რა რესურსები იქნება საჭირო მისი ფუნქციონირებისთვის. პროექტის სახელი ჯერ უცნობია, ასევე უცნობია,  როდის მოხდება ინოვაციის წარდგენა.

კორადოს აზრით, 10 წლის შემდეგ, მსოფლიოს ტექნოლოგიური წინსვლა მიაღწევს იმ ნიშნულს, როცა ადამიანებს რეალური თარჯიმნები აღარ დასჭირდებათ, რადგან მსგავს ფუნქციას ხელოვნური ინტელექტი შეითავსებს. სამწუხაროდ, პროფესიით თარჯიმნების მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, თუმცა მისი აზრით, თარჯიმნების გარეშე ამ პროექტის დამუშავება და სრულყოფა შეუძლებელი იქნება.

 

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

რა არის ლიზინგი?

 ტერმინი ,,ლიზინგი“, სათავეს იღებს ინგლისური სიტყვიდან Lease და ქირის საფასურით ქონების აღებას/გაცემას ნიშნავს. ბოლო პერიოდში ლიზინგით მომსახურება საქართველოშიც აქტუალური გახდა, კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა პირობასა და პროცენტს სთავაზობენ. რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა.

ლიზინგი განვადების მსგავსი სერვისია, რომელიც კომპანიებისა და სხვადასხვა ფირმის მიერ ძირითადად, საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენება, თუმცა, ლიზინგით სარგებლობა ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ.

ლიზინგის მეშვეობით, კომპანიას რაღაც ინვენტარის ან საწარმოო დანადგარების შეძენა შეუძლია, რომელსაც შემდეგ ამუშავებს, შემოსავალს მიიღებს და ამის საშუალებით, შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც სალიზინგო კომპანიასთან აქვს გაფორმებული. მაგალითად, თუ პირს ავტოსამრეცხაოს გახსნა სურს და დანადგარების შესაძენად თანხა არ ჰყოფნის, შეუძლია, სალიზინგო კომპანიას მიმართოს, დანადგარების ღირებულების 30%-40% დაფაროს, სამრეცხაო გასხნას, ამუშაოს და ასე შეასრულოს სალიზინგო კომპანიის წინაშე აღებული ვალდებულება.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 48 49 50 51 52 59
Page 50 of 59