close

ბიზნესი

ბიზნესიტექნოლოგიები

ადამიანი, რომელსაც აპლიკაციების ჯადოქარი შეარქვეს

 ყველაზე დიდი მოთხოვნის აქციების მქონე კომპანია ამერიკაში ,,TWILIO-ა”. არადა, ალბათ ეს სახელი არც კი გაგიგონიათ. ის cloud-ის მეშვეობით ნებისმიერ ადგილას საკომუნიკაციო ქსელს ქმნის.

2011 წლის ოქტომბერში „Uber-ი“ ჯერ კიდევ პატარა კომპანია იყო, რომელიც სან-ფრანცისკოს მიღმა გაფართოებას იწყებდა. კომპანიამ მომხმარებლებს ი-მეილი გაუგზავნა, რომლითაც პრობლემის შესახებ ატყობინებდა: „Uber-ის”  SMSპროვაიდერი, Air2Web-ი, გეგმურად გამოირთვებოდა ანუ, „Uber-ის” ზოგიერთი სერვისი, მაგალითად, შეტყობინებები და SMSმოთხოვნები, დროებით ვერ იმუშავებდა. ,,თუ მოგვწერთ და სწრაფ პასუხს ვერ მიიღებთ, არ იფიქროთ, რომ არ გვინდა პასუხის გაცემა. უბრალოდ, არ შეგვიძლია!” – ეწერა „Uber-ის” ირონიულ წერილში – ,,Air2Web-ისადმი” გაღიზიანება აშკარად იყო შენიღბული.

ი-მეილმა თავი ჯეფ ლოუსონის, ქალაქის საპირისპირო მხარეს მდებარე სტარტაპის, „Twilio-ს” აღმასრულებელი დირექტორის ინბოქსშიც ამოჰყო. „Twilio“ cloud-ზე დაფუძნებულ ტექსტურ და ხმოვან კომუნიკაციაზე მუშაობს. დაბალი, ჩასკვნილი, მელოტი, მართკუთხა სათვალეებისა და მრგვალი სახის პატრონი ლოუსონი ჯორჯ კოსტანზას დუბლიორად გამოდგებოდა, ოღონდ ერთი კი ისაა, რომ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ლოუსონი არც მოუხერხებელია და არც ნევროზული. ის თავმდაბალი და სასიამოვნო ხასიათის კაცია და სტარტაპების დამფუძნებელთათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობისა და მანერულობის დეფიციტს ინჟინრული ჟინითა და ანტრეპრენიორული დისციპლინით ანაზღაურებს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,არასოდეს მიაყენო შეურაცხყოფა სხვას” – ,,Google-ის” დამფუძნებლის 20 რჩევა

მსოფლიოშია ცნობილი ებრაელების წარმატების შესახებ. იცოდით, რომ ,,Google-ის” დამფუძნებელი – ლარი პეიჯი, Oracle-ს დამფუძნებელი – ლარი ელისონი და კიდევ უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ბიზნესმენი ებრაელია?

გაეცანით ებრაელი ბიზნესმენების 20 რჩევას წარმატებასთან მიმართებით:

1.ცხოვრებაში მთავარია წონასწორობის შენარჩუნება;

2.ისწავლე თანამშრომლებისთვის საქმის სწორად დელეგირება;

3.გადააბიჯე სიამაყეს და ითხოვე რაც გჭირდება;

4.ნუ დაკარგავ დროს ფუჭად;

5.ილაპარაკე მხოლოდ მაშინ, როცა რამე გაქვს სათქმელი;

6.დაგეგმე საკუთარი ცხოვრება;

7.ყოველთვის დროულად გადაუხადე ხელფასი თქვენზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს;

8.შენი სიტყვა რკინის უნდა იყოს, დაჰპირდი – გააკეთე;

9.შენი პარტნიორების ქონება ისეთივე ძვირფასი უნდა იყოს შენთვის, როგორც საკუთარი;

10.იყავი კარგი ადამიანების გარემოცვაში, თავი აარიდე ცუდ სამეზობლოსაც კი;

11.იმუშავე ვიდრე სანთელი ანთია, გააგრძელე წინსვლა, რაც არ უნდა დაგიჯდეს;

12.არასოდეს მიაყენო შეურაცხყოფა სხვას;

13.ყოველი ადამიანი, რაღაცის გამო იმსახურებს მადლიერების სიტყვებს;

14.ქურდი, რომელიც დროს იპარავს, არაფრითაა უკეთესი იმ ქურდზე, რომელიც ძვირფასეულობას იპარავს. თუ მართავ საკუთარ დროს – მართავ ფულსაც;

15.არ არის საჭირო ყველაფრის თქმა, რასაც ფიქრობ;

16.წაახალისე საკუთარი თავი კარგად შესრულებული საქმის გამო;

17.უფროსმა უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი ხელქვეითი;

18.ზოგჯერ უნდა მისცე მეტი, ვიდრე საკმარისია, თუ მართლა გსურს მისცე საკმარისი;

19.გაეცი ფული რთულ დროს, ეს ძვირფასი ინვესტიციაა ადამიანის მომავალში, რომელიც შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდება;

20.მდიდარი არის ის, ვინც ბედნიერია იმით, რაც აქვს.

 

წყარო: sepiango.org

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიტექნოლოგიები

ვინ არის ჩინელი სტივ ჯობსი?

 

 ამერიკაში არ მოიძებნება ბევრი ისეთი მეწარმე, რომელსაც გამბედაობა ეყოფა, თავი სტივ ჯობსსა და ,,Apple-ის” შეადაროს. ასეთი შეშლილის ნახვა მხოლოდ ჩინეთშია შესაძლებელი. სწორედ აქ იპოვით ლი ჯუნს, ჩინეთის ყველაზე ცნობილი სმარტფონების კომპანიის -,,Xiaomi-ის” დამფუძნებელს, ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილ მილიარდერს. თუ ლის დავუჯერებთ, სწორედ ის არის შემდეგი სტივ ჯობსი.

პეკინში დაფუძნებული ,,Xiaomi-ი” ყიდის Androidსმარტფონებს, სახელწოდებით ,,MI-One-ს”. ეს არის მაღალი სიმძლავრის ტელეფონი, რომელიც Qualcomm-ის ორმაგ პროცესორზე მუშაობს. ამასთან, მისი ფასი ბევრად დაბალია იმავე პარამეტრების მქონე სხვა ჩინურ ტელეფონებთან შედარებით. სიმძლავრისა და მისაღები ფასის ამგვარმა კომბინაციამ ჩინელი მომხმარებლის დიდი ყურადღება დაიმსახურა: ტელეფონი გასული წლის შემოდგომიდან იყიდება და პირველი 34 საათის განმავლობაში ,,Xiaomi-მ” 300 000 წინასწარი შეკვეთა მიიღო. გაყიდვაში ჩაშვებიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში კომპანიამ უკვე 3 მილიონზე მეტი ,,MI-One-ი” გაყიდა და ეს მაჩვენებელი იზრდება. ტელეფონი ძალიან პოპულარულია. გამაოგნებლად პოპულარული.  ,,Apple-ვით” პოპულარული.

43 წლის ინვესტორი და სერიული მეწარმე, ლი, ,,Xiaomi-ის” სახეა. ჯობსის მსგავსად, მასაც ძალიან ერთგული გულშემატკივრები ჰყავს – ძირითადად გაჯეტებზე შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცები. კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა გულშემატკივრების წლიურ თავყრილობას და რეგულარულად ატარებს მომხარებლების შეკრებებს, რომლებსაც რელიგიური რიტუალის ელფერი დაჰკრავს- აქ მიმდევრები მღერიან, ერთმანეთს შეძახილებით ამხნევებენ და თამაშებს აწყობენ. ჩინეთში ლის 4 მილიონზე მეტი მიკრობლოგის მიმდევარი ჰყავს და ამიტომ, იგი დიდ დროს უთმობს MiTalk-ს, ,,Xiaomi-ის” საკომუნიკაციო საიტს, რათა მომხმარებლის გამოხმაურებებს გაეცნოს.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,Burger King–ის” ახალი ეშმაკური ვიდეო

,,Burger King-მა” თავისი ახალი Whopper–ისთვის ძალიან ეშმაკური ვიდეორგოლი შექმნა. ბურგერი საკმაოდ დიდია, მისი შემადგენლობების ჩამოთვლას ალბათ სულ მცირე 1-წუთიანი სარეკლამო რგოლი მაინც დასჭირდებოდა. ბრენდმა გადაწყვიტა ქრონომეტრაჟი შეემცირებინა, ამასთან ,,Google–ისთვისაც” კარგი სამსახური გაეწია და ისეთი გამოსავალი ნახა – 15-წამიან რგოლში ,,Burger King–ის” წარმომადგენელი,, Google Home–ს” ხმამაღლა მიმართავს და მას სთხოვს მომხმარებლისთვის პროდუქტის შემადგენლობის აღწერას. ეს სარეკლამო კამპანია უმთავრესად იმ აუდიტორიისთვისაა, რომლებსაც სახლში ,,Google–ის” ჭკვიანი ტექნიკა აქვს. ხოლო, მათთვის, ვინც ამ  ,,ფუფუნებას” ჯერჯერობით მოკლებულია, კიდევ ერთი რგოლია.

 

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიკომუნიკაცია

„Google-ი“ ონლაინსესხებისა და სხვა პროდუქტების რეკლამას კრძალავს

 

,,Google-მა” საკუთარ საძიებო სისტემაში ონლაინსესხების რეკლამის აკრძალვის შესახებ განაცხადა. შეზღუდვა ძალაში 13 ივლისიდან შევა და საძიებო სისტემაში აღარ განთავსდება ნებისმიერი სახის დღიური სესხის რეკლამა, რომლის დაბრუნების ვადა 60 დღეზე ნაკლებია.

ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბლოკება ყველა ის რეკლამა, სადაც სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 36 %-ზე მაღალია. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება ავტოგანვადებებს, სტუდენტურ ან სხვა მსგავს კრედიტებს. ,,აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი მომხმარებლებისთვის ზიანის მომტანი ფინანსური პროდუქტისგან თავის არიდებას ემსახურება”  –  ნათქვამია „Google-ის”განცხადებაში.

ინტერნეტგიგანტი ონლაინსესხების გარდა, სხვა პროდუქტების რეკლამირებასაც ზღუდავს. სიაშია სამხედრო თამაშებისთვის საჭირო ატრიბუტები, პიროტექნიკა, სიგარეტი, ნარკოტიკები, სათამაშო ბიზნესი, ჰაკერული სერვისები. „Google-ი” ასევე კრძალავს ყველა სახის პროდუქტის რეკლამას, რომელიც მოგებას ცხოველების საშუალებით იღებს. მათ შორის არის  ვეფხვის ტყავი, სპილოს ძვალი და სხვა. ,,რეკლამების ნაწილი ზიანის მომტან პროდუქტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ სისტემიდან არასასურველი რეკლამების ამოღების სპეციფიკური მიდგომა გვაქვს შემუშავებული. შედეგად, მხოლოდ 2016 წელს 780 მილიონი რეკლამა იქნა დაბლოკილი,,” – ვკითხულობთ „Google-ის” განცხადებაში.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

პროფესია, რომლის ანაზღაურება 102 000 დოლარია

მობილური მოწყობილობების ბაზარი აქტიურად იზრდება, ვითარდება მობილური აპლიკაციები. ექსპერტთა შეფასებით, უახლოეს წლებში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და მომგებიანი გახდება ეს სფერო ინვესტორებისთვის. აპლიკაციების სექტორი გასცდა ვიწრო ინდუსტრიას და აქტიურია არა მხოლოდ თამაშების და გართობის, არამედ საბანკო, ავიაკომპანიების,  მომსახურების სფეროში.

„AppAnnie-ს” მონაცემებით, მიმდინარე წელს აპლიკაციების მსოფლიო ბაზარი 24%-ით გაიზრდება და წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 51 მილიარდ დოლარს მიაღწევს. აპლიკაციების ბაზარზე მოთხოვნა მოიმატებს  არა მხოლოდ მსხვილ ქვეყნებში, არამედ განვითარებად ბაზრებზეც.

მობილური აპლიკაციები მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობისთვის. ბოლო პერიოდში მომხმარებლები აპლიკაციების მეშვეობით უფრო მეტ შენაძენს აკეთებენ, ვიდრე ვებბრაუზერით.

აპლიკაციების მზარდი ბაზრიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნა ანდროიდაპლიკაციების დეველოპერებზე. ITინდუსტრიაში ეს პროფესია, როგორც ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ცხადია, ანაზღაურება დეველოპერის კვალიფიკაციისა და გამოცდილებისგან გამომდინარეობს, თუმცა დამწყები ანდროიდ დეველოპერსაც კი პრაქტიკულად დასაქმებისა და მაღალი ანაზღაურების 100%-იანი გარანტია აქვს ბაზარზე. გამოცემა ,,Indeed-ი” ანდროიდდეველოპერების საშუალო ხელფასად 102,000 $-ს ასახელებს.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

10 წლის ბიჭის სააღდგომო ბიზნესი

 

 ,,სანდროსგან” – ასე ჰქვია ბრენდს, რომელიც 10 წლის ქართველმა ბიჭმა შექმნა. პატარა ბიზნესმენმა, სანდრო ქანთარიამსაკუთარი საქმიანობა აღდგომის დღესასწაულს დაუკავშირა და დეკორატიული, მოხატული კვერცხების წარმოება დაიწყო. ოქროსხელება ოსტატი უკვე მეორე წელია სააღდგომო საჩუქრებს საკუთარი ხელით ამზადებს. საჩუქარი ასეთია: ჩიტის ბუდეში მოთავსებული ფერადფერადი კვერცხები.

,,ბიზნესიდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა, როცა მასწავლებელმა სააღდგომოდ კვერცხის მოხატვა დამავალა. ნამუშევრები იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ დედამ მათი რეალიზება შემომთავაზა. მალევე ჩემს ბიზნესზე სტატია დაიწერა, საიდანაც საზოგადოებამ ჩემი საჩუქრების შესახებ შეიტყო და ბაზარზე მოთხოვნაც გაჩნდა”, – ამბობს სანდრო.

როგორც პატარა ბიზნესმენი აღნიშნას, პირველ წელს შეკვეთების საფუძველზე 80 კვერცხი დაამზადა და 230-ამდე ლარი გამოიმუშავა. წელს კი წინასააღდგომო სამზადისი უკვე ერთი კვირაა დაიწყო და შეკვეთა 76 ცალ კვერცხზე მიიღო.

,,ჩემი კლიენტები, ძირითადად, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ,,სანდროსგან” წინა წელს შეიძინეს. რაც შეეხება მასალას, რომლითაც დეკორატიულ კვერცხებს ვამზადებ,მოხატვისთვის აკვარელსა და აკრილს ვიყენებ. თვითონ კვერცხი კი კაუჩუკის მასალისაა. ზოგჯერ კი ნატურალურ კვერცხსაც ვაფორმებ”, – აღნიშნავს სანდრო ქანთარია.

 

წყარო:  fortuna.ge

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს, ღარიბი ბიზნესია” – საუკეთესო ბიზნესციტატები

,,დოქტრინა” გთავაზობთ 10 საუკეთესო ბიზნესციტატას:

  1. ,,მოტივაცია – ეს არის ის, რაც გაწყებინებს, ჩვევა არის ის, რაც გაკეთებინებს.” ჯიმ რაიანი
  2. ,,კაცი, რომელიც საქმეს აკეთებს მხოლოდ ფულის და არა სიყვარულის გამო, ვერც გამდიდრდება და ვერც სიამოვნებას მიიღებს.” ჩარლზ შვაბი
  3. ,,ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი.” ჯონ როკფელერი
  4. ,,თუ ზედმეტად დიდ დროს დახარჯავ საუკეთესო შესაძლებლობის ამორჩევაზე, შესაძლოა კარგიც ვერ აარჩიო.” მაიკლ დელი
  5. ,,მომავლის პროგნოზის საუკეთესო გზა მისი შექმნაა.” პიტერ დრაკერი
  6. ,,თქვენი ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელი, თქვენი ცოდნის საუკეთესო წყაროა.” ბილ გეითსი
  7. ,,ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს, ღარიბი ბიზნესია.” ფორდი
  8. ,,მომავლის პროგნოზის საუკეთესო გზა მისი შექმნაა.” პიტერ დრაკერი
  9. ,,არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე ჰგონია”. ფორდი
  10. ,,ნუ შეგეშინდება, შეწყვიტო კარგი და დაიწყო დიდებული”. ჯონ როკფელერი.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 რამ, რაც თქვენს ემოციურ ინტელექტზე ინფორმაციას გაწვდით

ემოციური ინტელექტი არის უნარი – გაიგო და მართო საკუთარი და სხვისი ემოციები. ის დიდ როლს თამაშობს ცხოვრებისეული მიზნების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ესმით ურთიერთობების ხელოვნება, სოციალური პერსპექტივები უფრო მეტად, ვიდრე დაბალი ემოციური ინტელექტის მქონეთ. შესაბამისად, მათი ცხოვრებისეული ხარისხი მეტად მაღალია. ემოციური ინტელექტი ეხმარება ადამიანებს მეტად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს.

ხართ პოზიტიური – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ფოკუსირებას არ ახდენენ პრობლემებზე. ისინი არ უარყოფენ ნეგატივს, მაგრამ ცდილობენ პრობლემა მოაგვარონ.
ცდილობეთ ცხოვრება გახადოთ მხიარული – თუკი მარტივად ბრაზდებით, გწყინთ, გიფუჭდებათ განწყობილება, თქვენი ემოციური მდგომარეობა სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ თქვენ საერთოდ ვერ მართავთ საკუთარ ცხოვრებას. ეს დაბალი ემოციური ინტელექტის მანიშნებელია.
არ უფრთხით ცვლილებებს – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არ უფრთხიან ცვლილებებს, პირიქით ელოდებიან და სიხარულით ხვდებიან, რადგან იციან, რომ ეს არის განვითარების ერთადერთი საშუალება.
გაინტერესებთ ადამიანები – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები დაინტერესებულები არიან სხვა ადამიანებით, აქვთ თანაგრძნობის უნარი. შესაბამისად ურთიერთობებსაც უკეთესად ამყარებენ გარშემომყოფებთან.
არ ისწრაფვით სრულყოფილებისაკენ – მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებმა იციან, რომ სრულყოფილება არ არსებობს და არც ისწრაფიან მისკენ. ისინი წარმატებას ნაბიჯებად ყოფენ და თითოეული მიღწევით ტკბებიან. არასოდეს ავიწყდებათ, რომ ყველაფერი იმისთვის სჭირდებათ, რომ ბედნიერი იყვნენ, ამიტომ ყველაზე პრიორიტეტული მათთვის ბედნიერებაა.

 

წყარო:  harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ონლაინბიზნესი?

 

მსოფლიოში ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი იწყებს საკუთარ ბიზნესს. ზოგი წარმატებას აღწევს, ზოგი კი განიცდის მარცხს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ონლაინბიზნესი. მომხმარებელთა დიდი ნაწილი პროდუქციის ყიდვამდე იყენებს საძიებო სისტემას, რათა მიიღოს ინფორმაცია სასურველი პროდუქტის შესახებ. ინტერნეტტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა პროდუქტის რეკლამირება სწორედ საძიებო სისტემაში. შედეგად, მომხმარებელი, რომელიც ეძებს ინფორმაციას პროდუქტის შესახებსწორედ იმ მომსახურებას ნახულობს, რასაც თქვენ რეკლამას უკეთებთ.

როგორ დავიწყოთ ბიზნესი ონლაინში და რა უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის დაწყებამდე?

  • მოიძიეთ ინფორმაცია თუ რა პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს ხალხი ინტერნეტის საშუალებით. პროდუქტის აღწერისას გამოიყენეთ ის ძირითადი სიტყვები, რითაც ხალხი ეძებს ინფორმაციას პროდუქტის შესახებ საძიებო სისტემაში. შეამოწმეთ კონკურენტები და ეწვიეთ მათ ვებგვერდებს. მას შემდეგ, რაც გეცოდინებათ ბაზარზე არსებული ვითარება, შეძლებთ, მომხმარებლებს შესთავაზოთ თქვენი პროდუქტიც.
  • დაწერეთ თქვენი პროდუქტის აღწერა, რათა შეძლოთ მისი გაყიდვა. აღწერეთ თუ რა პრობლემას მოაგვარებს თქვენი მომსახურება. რამდენად სასარგებლოა მომხმარებლებისთვის და გააკეთეთ სერვისის შეთავაზება.
  • კომპანიის ვებგვერდი მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებული ბიზნესისთვის. შექმენით თქვენი ვებგვერდი, რომელიც თავისი დიზაინით მიმზიდველი იქნება, ხოლო კონტენტი ზუსტად აღწერს თქვენს საქმიანობას.
  • მომხმარებლისთვის ყველაზე რთული პირველი გადაწყვეტილების მიღებაა პროდუქტის შეძენაზე. უკვე ლოიალურ კლიენტებს კი შეგიძლიათ გაუგზავნოთ ფასდაკლების კუპონები ან შესთავაზოთ სხვა მსგავსი მომსახურება.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 49 50 51 52 53 59
Page 51 of 59