close

ბიზნესი

ბიზნესი

10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანია

 

გამოცემა ,,Forbes-ი” მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგს აქვეყნებს. უკვე მეექვსე წელია პირველ ადგილს კომპანია ,,Apple-ი” იკავებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ Apple- იყოს საუკეთესო. ეს შედეგებზეც აისახება. უკვე მეექვსე წელია ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სახელს ვატარებთ. მომხმარებელი გვენდობა და ჩვენ ეს სტიმულს გვაძლევს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.” – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაძვირადღირებული ბრენდების 10-ეული კი ასე გამოიყურება:

  1. Apple – ბრენდის ღირებულება: 154,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +6%.
  2. Google – ბრენდის ღირებულება 82,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +26%.
  3. Microsoft – ბრენდის ღირებულება: 75,2 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 9 %.
  4. Coca-cola – ბრენდის ღირებულება: 58,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +4%.
  5. Facebook – ბრენდის ღირებულება: 52,6 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +44%.
  6. Toyota – ბრენდის ღირებულება: 42,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: + 11%.
  7. IMP – ბრენდის ღირებულება: 41,4 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -17%.
  8. Disney – ბრენდის ღირებულება: 39,5 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: +14%.
  9. McDonald’s – ბრენდის ღირებულება: 39,1 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -1%.
  10. GE – ბრენდის ღირებულება: 36,7 მლრდ დოლარი. წლიური ზრდა: -2%.

მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების 10-ეულიდან ნახევარს ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენს.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

2017 წლის ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე პროფესიები

 

2017 წლის ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე პროფესიები ტექნოლოგიებსა და ჯანდაცვის სფეროს მოიცავს. ამის შესახებ ,,CareerBuider-ის” აღმასრულებელმა დირექტორმა – მეტ ფერგიუსონმა – განაცხადა. ამასთან, დასაქმების მსურველებისთვის პოპულარულია ფინანსები, გაყიდვები და მარკეტინგის სფერო.

ყველაზე დიდი მოთხოვნის მქონე სამუშაო ადგილებს შორის ,,ბიზნეს ინსაიდერი” კომპიუტერულ და ინფორმაციული სისტემების მენეჯერს ასახელებს, რომლის საათობრივი ანაზღაურება 61.37 დოლარია.  მეორე ადგილს მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია იკავებს, რომელთა საათობრივი ანაზღაურება 61.12 დოლარია.  მესამე ადგილას ფარმაცევტი გავიდა – საათობრივად 58.15 დოლარის ანაზღაურებით.

,,ბიზეს ინსაიდერის” მიერ წარმოდგენილ რეიტინგში, ყველაზე დიდ მოთხოვნის მქონე სამუშაო პოზიციებს შორის არის: ფინანსური მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი, აუდიტორი, ვებდეველოპერი და სხვა.

 

წყარო:  Businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ვინ გახდა წლის ბიზნესმენი?

 

ამერიკული ჟურნალების გამოკითხვებით წლის ბიზნესმენი დასახელდა. რეიტინგის პირველი ადგილი ,,Facebook-ის “დამფუძნებელმა – მარკ ცუკერბერგმა – დაიკავა. მეორე ადგილზე  ,,Amazon-ის” დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, მოხვდა. მესამე ადგილზე კი კომპანია ,,Ulta Beauty-ის” ხელმძღვანელი  –მერი დილონსია.

 ,,წლევანდელი წლის ლიდერის შერჩევის პროცესმა მიგვიყვანა ადამიანამდე, რომელიც მხოლოდ 32 წლისაა, მაგრამ უკვე ისეთი ძლიერი კორპორაციის მფლობელია, რომელიც 22 მილიარდი აშშ დოლარიანი მოგებითა და 1.8 მილიარდი მომხმარებლით 375 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ეს არის სოციალური ქსელის -,,Facebook-ის” დამფუძნებელი – მარკ ცუკერბერგი,” – აღნიშნულია ანგარიშში.

,,Fortune-ი”, რომელიც ხელმძღვანელობდა გამოკითხვებს, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემაა. იგი უდიდესი კომპანიების, წარმატებული და წარუმატებელი ბიზნესმენების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.

 

წყარო: Enterpreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა  ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

3 გზა, რომელიც დამსაქმებელს თქვენამდე მოიყვანს

 

თანამედროვე სამყაროში დასაქმების პრობლემა აქტუალობას არ კარგავს. სამსახურის მაძიებლები უამრავ ვაკანსიაზე აკეთებენ განაცხადს, მაგრამ მათ ნაწილს პასუხიც კი არ უბრუნდება. როგორ მოვიქცეთ, რომ სამსახურის საპოვნელად თავად მივიზიდოთ დამსაქმებელი და მათგან საუკეთესო შეთავაზება მივიღოთ?

ადამიანური რესურსების კონსულტანტი, ჯეი კანჩოლა, ამბობს, თუ თქვენ გაქვთ რომელიმე სფეროში ,,ექსპერტის” რეპუტაცია, ეს ზრდის შანსს, რომ დამქირავებელი თავად გიპოვით. გამორჩეული კანდიდატი არის ის, ვინც წერს ბლოგს, ესწრება და მონაწილეობს საჯარო გამოსვლებში და ქმნის ,,პროფესიონალურ აურზაურს” სოციალურ მედიაში. ამ ტიპის ადამიანებზე თვალი უჭირავთ დამქირავებლებს.

  1.  შექმენით თქვენი ნეთვორქი. ძლიერი ნეთვორქის შექმნა გაძლევთ შანსს, შეხვდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც შემდგომში გახდება თქვენი რეკომენდატორი, პროექტის მხარდამჭერი და კარგი მოკავშირე. თქვენ არასდროს იცით თუ ვინ მიაწვდის თქვენს სახელს დამსაქმებელს.
  2. გქონდეთ განახლებული პროფილი LinkedIn-ზე. ,,მოიპოვეთ ახალი კავშირები და იქონიეთ მყარი რეკომენდაციები ყოფილი დამსაქმებლებისგან ან ყოფილი კლიენტებისგან. იფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფებში გაერთიანებაზე. არა მარტო თქვენი კარიერისთვის შესაფერისი ჯგუფები შეარჩიეთ, არამედ ისეთები, სადაც დამსაქმებლებს შეეძლებათ დაინახონ თქვენი კონტრიბუცია,”.– აცხადებს სლეზაკი.
  3. შექმენით პირადი ვებგვერდი. დამქირავებლების 56%-ზე ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას ახდენს კანდიდატის პირადი ვებგვერდი, ვიდრე პერსონალური ბრენდინგის ნებისმიერი სხვა ინსტრუმენტი. გარდა თქვენი ნამუშევრების განთავსებისა, კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებთ თქვენს მოკლე ბიოგრაფიას, საკონტაქტო ინფორმაციას, რეზიუმესა და რეკომენდაციებს კოლეგებისგან ან ყოფილი კლიენტებისგან.

 

წყარო: http://hbr.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

,,Yahoo-ს” აღმასრულებელი დირექტორის ბიზნესრჩევები

,,Google-ის” ყოფილი მენეჯერი, მარისა მეიერი, ექვსი თვის ორსული იყო, როცა ,,Yahoo-ს” ჩაუდგა სათავეში.

ამ წლების განმავლობაში ,,Yahoo-ს” აღმასრულებელი დირექტორი ტექნოლოგიური კომპანიის განვითარებაზე თავდაუზოგავად ზრუნავს.

გამოცემა „ფორბსი“ მარისა მეიერის ბიზნესწესებს გთავაზობთ:

  1. ხშირად ადამიანები სწორად არ აფასებენ რთულ შრომას. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე.
  1. ,,Yahoo-ში” მუშაობის დაწყებისთანავე ჯერ ადამიანებით დავკავდი. მინდოდა, თითოეულ მათგანს ეგრძნო, რომ საუკეთესო კომპანიაში მუშაობენ.
  2. როცა აღმასრულებელი დირექტორი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. ყველამ უნდა იცოდეს, რას ვფიქრობ, რა მოტივი მამოძრავებს – ეს ორგანიზაციას მეტ სტაბილურობას მოუტანს.
  3. ჩემს აზრებს თითქმის ყოველთვის გამოვთქვამ, მაგრამ არა – ყოველთვის, რადგან მინდა სხვებსაც მოვუსმინო.
  4. კოლეგებში ყველაზე მეტად სწორი გადაწყვეტილებების მიღების, სწორი არჩევანის გაკეთების უნარს ვაფასებ.
  5. ბედნიერება და წარმატება ერთმანეთის გვერდით არიან. ჩემთვის ბედნიერება – ეს წარმატებაა.
  6. ფემინისტი არ ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, თანასწორობის მომხრე ვარ. მსოფლიოში არც ისე ბევრ ქალს უკავია ბიზნესში ხელმძღვანელი პოზიციები. იმისათვის, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს, საჭიროა, სისტემური და კულტურული ცვლილებები.
  7. ბავშვთან ერთად ჩემთვის ცხოვრება უფრო გამარტივდა. ყველაფერი უფრო იოლად დასაძლევი მეჩვენება. თუმცა, სხვები პირიქით მეუბნებოდნენ.
  8. ყოველთვის ვიბრძვი სტერეოტიპების წინააღმდეგ.
  9. ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

10 საუკეთესო ბიზნესსკოლა მსოფლიოს მასშტაბით

 

კვლევითმა ცენტრმა  – ,,Quacquarelli Symonds-მა” – ბიზნესადმინისტრირების სასწავლებლად მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტის რეიტინგი გამოაქვეყნამსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეული ბიზნესადმინისტრირების კატეგორიაში  ასე გამოიყურება:

 

  1. ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ (Harvard University) – 97 ქულა;
  2. ლონდონის ბიზნესსკოლა (London Business School) – 95 ქულა;
  3. მსოფლიო ბიზნესსკოლა (INSEAD) – 94.3 სკოლა;
  4. სტენფორდის უნივერსიტეტი, აშშ (Stanford University) – 92,6;
  5. პენსილვანიის უნივერსიტეტი, აშშ (University of Pennsylvania) – 92,1 ქულა;
  6. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აშშ (MIT) – 92 ქულა;
  7. კემბრიჯის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი (University of Cambridge) – 91,7 ქულა;
  8. ოქსფორდის უნივერსიტეტი (University of Oxford) – 91,5 ქულა;
  9. ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (London School of Economics and Political Science) – 90,7 ქულა;
  10. ლუიჯი ბოკონის უნივერსიტეტი, მილანი (Università Commerciale Luigi Bocconi) – 88,6 ქულა.

 

 

წყარო: www.Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ინფლაციის გამომწვევი მიზეზები

 

ინფლაციას ბევრი გამომწვევი მიზეზი აქვს. იმ დროს, როდესაც ეკონომიკა მყარია და ადამიანებს აქვთ ბევრი ფული, მათ უჩნდებათ სურვილი, რომ იყიდონ იმაზე მეტი პროდუქტი, ვიდრე ქარხნები ამზადებენ, რაც ხდება ფასების ზრდის მიზეზი.

ინფლაცია ასევე შეიძლება მოხდეს, როდესაც თანამშრომლები მოითხოვენ მეტ ანაზღაურებას, რაც გამოიწვევს მყიდველისთვის პროდუქტის ფასების გაძვირებას. მწარმოებელი კი ამ ყველაფერზე ზრუნავს და ამჯობინებს საბოლოო პროდუქტის უფრო მაღალ ფასად გაყიდვას.

ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ ცენტრალური ბანკები არ ზრუნავენ ქვეყნის ეკონომიკაზე და ისინი არ აქცევენ სათანადო ყურადღებას ქვეყნის კაპიტალის ზრდასა და კლებას. მომხმარებლის მოთხოვნის ზრდა გამოიწვევს ფასების მატებასაც.

შეუძლებელია, ერთმა ქვეყანამ, სრულიად დამოუკიდებლად აწარმოოს ინფლაცია, რადგან, ზოგჯერ ქვეყანას არ შეუძლია პროდუქტის ფასის კონტროლი, ეს, იმიტომ რომ სხვადასხვა პროდუქტს საერთაშორისო ღირებულება აქვს და მისი ფასის შეცვლა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ქვეყანაზე.

ინფლაცია შორი წარსულიდან იღებს სათავეს, ეს იყო ომის ან კონფლიქტის შემდგომი კრიზისი, რაც აზიანებდა ქვეყნის ეკონომიკას.

 

წყარო: Inc.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიზნესტერმინოლოგის ლექსიკონი (ნაწილი II)

,,დოქტრინა” კიდევ ერთხელ გთავაზობთ ბიზნესტერმინებს, რომლებიც თანამედროვე ბიზნესსამყაროში ძალიან გამოგადგებათ. ხშირად ვისმენთ მსგავს ტერმინებს, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა არ ინტერესდება და არ უღრმავდება მათ მნიშვნელობას, რაც შემდგომში გამოიწვევს ბევრი ტერმინის არასწორად გამოყენებას.

ამიტომ შევეცადეთ წარმოგვედგინა თქვენთვის მორიგი 10  ტერმინი.

  1. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
  2. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
  3. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
  4. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
  5. დარიცხვის მეთოდი – ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, რომლის მიხედვითაც ოპერაციის (ტრანზაქციის) შემოსავლად ან ხარჯად აღიარება ხდება მომსახურების გაწევისას (მიუხედავად იმისა თანხა მიღებულია ან გადახდილია თუ არა). ალტერნატიული მეთოდია საკასო მეთოდი, რომლის მიხედვითაც ოპერაციის (ტრანზაქციის) შემოსავლად ან ხარჯად აღიარება ხდება მაშინ, როცა კომპანია იღებს შემოსავალს ან გასცემს თანხას.
  6. ბალანსის უწყისი – ანგარიშგება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ფლობს კომპანია, როგორია მისი ვალდებულებები და მფლობელთა კაპიტალი კონკრეტული თარიღის მდგომარეობით.
  7. საკუთარი კაპიტალი – კაპიტალი, რომელიც გააჩნია კომპანიას და რომელიც კომპანიის აქტივებსა და ვალდებულებების სხვაობის ტოლია
  8. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული რაიმე ინდექსზე.
  9. ცვლადი საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დამოკიდებულია გარკვეულ ინდექსზე და იცვლება მისი ცვლილების პროპორციულად.
  1. საოპერაციო მოგება (მოგება ძირითადი საქმიანობიდან) – თანხა, რომელიც მიიღება საოპერაციო შემოსავლებიდან საოპერაციო ხარჯების გამოკლებით.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

როგორ ვმართოთ ჩვენი ფინანსები?

არსებობს საინტერესო ფსიქოლოგიური თეორია, რომლის მიხედვითაც, იმ ქვეყნებში, რომელთაც ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გადაუტანია, მოსახლეობა ნაკლებად ახერხებს ფინანსური დანაზოგის გაკეთებას. ეს თეორია იმით იხსნება, რომ ამგვარ ქვეყნებში, მოსახლეობის კოლექტიურ აზროვნებაში ყოველთვის ფიგურირებს ომის ან რაიმე სხვა სირთულის დიდი ალბათობა, რის გამოც, ადამიანები არ აწყობენ გრძელვადიან გეგმებს. საქართველო სწორედ ამგვარი ქვეყნების სიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დანაზოგი.

იმისათვის, რომ შესძლოთ ფულის დაზოგვა, საჭიროა დაზოგვის დადებითი მხარეების გააზრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. თანამედროვე მსოფლიოში, ომებისა და სხვა ნეგატიური მოვლენების ალბათობა სტაბილურად იკლებს, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა იმატებს. აქედან გამომდინარე, მომავლისთვის დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

,,Doctrina.ge” გთავაზობთ 5 ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა წარმატებით დაგეგმოთ და გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები.

  1. შეიძინეთ სასარგებლო უნარები
  2. ჩამოაყალიბეთ ბიუჯეტი
  3. შეიმუშავეთ ვალის გადახდის გეგმა
  4. გახსენით ანაბარი ბანკში
  5. გამოიყენეთ დაგროვილი საპროცენტო განაკვეთის ძალა

 

წყარო: Harvard business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

,,Starbucks-ი” საქართველოში არ შემოდის

 

  რამდენიმე დღის წინ საქართველოს მედიასივრცეში გავრცელდა ახალი ამბავი, რომ მსოფლიოს ყავახანების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი სავაჭრო ბრუნვის მქონე ბრენდი –„Starbucks-ი” – საქართველოში შემოდის.

ყველა ყავის მოყვარულისთვის საკმაოდ სასიამოვნო ამბავი სიცრუე აღმოჩნდა.

ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში „Starbucks-ის” ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე, ჭორი და სპეკულაციაა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს ,,კაფსულოს” კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების ნებართვა მისცა, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც მერიაში აცხადებენ, ოფიციალურ დოკუმენტებში კომპანია ,,Starbucks-ი” არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება როგორც სავაჭრო ობიექტი, ისე ყავის საწარმო.

რამდენიმე დღის წინ ,,დოქტრინამაც” გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარი იყო „Starbucks-ის”საქართველოში შემოსვლაზე, ბოდიშს გიხდით არასწორი ინფორმაციის მოწოდებისთვის.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 50 51 52 53 54 59
Page 52 of 59