,,დოქტრინა” გთავაზობთ ბიზნესის წარმოების 22 ძირითად წესს ებრაელებისგან:
1. ცხოვრებაში მთავარი წონასწორობაა;
2. ისწავლე სხვების დასაქმება;
3. გადააბიჯე სიამაყეს და მოითხოვე ის, რაც გჭირდება;
4. ყოველთვის მიესალმე ადამიანებს;
5. არ დაკარგო დრო ფუჭად;
6. ილაპარაკე მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე გაქვს სათქმელი;
7. დაგეგმე შენი ცხოვრება;
8. დროულად გადაუხადე ხელფასი თანამშრომლებს;
9. შენი სიტყვა მყარი უნდა იყოს. დაჰპირდი? – შეასრულე!
10. ახლობლების ქონება ისეთივე ფასეული უნდა იყოს, როგორიც შენი საკუთარი.
11. შემოიკრიბე გარშემო კარგი ადამიანები. მოერიდე ცუდ კამპანიებს და ცუდ მეზობლებსაც კი;
12. იმუშავე, სანამ სანთელი ანთია. ყოველთვის იარე წინ, რადაც უნდა დაგიჯდეს, მაინც;
13. არასოდეს შეურაცხყო სხვა;
14. თუკი ვინმეს შენი მოკვლა სურს, მოკალი ის პირველმა;
15. ყოველი ადამიანი იმსახურებს მადლიერებას;
16. ქურდი, რომელიც დროს გპარავს, არაფრით არის იმაზე უკეთესი, ვინც ძვირფასეულობას იპარავს. თუ მართავ საკუთარ დროს – მართავ ფულსაც.
17. არ არის საჭირო, ილაპარაკო ყველაფერი, რასაც ფიქრობ;
18. დააჯილდოვე საკუთარი თავი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის;
19. ხელმძღვანელმა ყოველთვის უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი თანამშრომელი;
20. ხანდახან უნდა გასცე იმაზე მეტი, ვიდრე იმსახურებენ;
21. გაეცი ფული რთულ პერიოდში. ეს ადამიანის მომავალში ჩადებული ფასეული ინვესტიციაა, რომელიც შემდეგ ასმაგად დაგიბრუნდება;
22. მდიდარია ის, ვინც ბედნიერია იმით, რაც აქვს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”