close

ბიზნესი

ბიზნესიტექნოლოგიები

ჭორები ახალი iPhone-ის გარშემო

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ,,Apple–ის” კომპანიის ინოვაციებითა და მათზე გავრცელებული სხვადასხვა ჭორით, აუცილებლად შეიტყობდით ახალი iPhone–ის გამოშვების შესახებ, რომელიც, სავარაუდოდ, წელს დამზადდება.

ეს შეიძლება იყოს ტრადიციული “S მოდელი”, რომელიც ყველა გამოშვებას მოჰყვა, ვარაუდობენ, რომ ახალ ტელეფონს იქნება ყველაზე ძვირი მოდელი, ახალი დიზაინითა და სპეციალური თვისებებით.

იაპონურმა საინფორმაციო საიტმა – ,,Nikkei–მ”- ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალ პროდუქტს –  „ულტრა პრემიუმ” მოდელს, ექნება OLED ჩვენება.

მაგრამ ასეთი ჭორები უამრავი გვსმენია, ბევრი სურათი გავრცელდა სავარაუდო ახალი iPhone–ის გარეგნობის მაჩვენებელი, თუმცა რეალურად მსგავსიც კი არ გამოუშვიათ, მაგრამ იაპონური კომპანია ირწმუნება, რომ ახლა არანაირ ჭორთან არ გვაქვს საქმე და დიდი ვარაუდით LCD მონიტორიანი პროდუქტი იქნება ყველა იმ ფუნქციის მატარებელი, რომელსაც წინასწარ გაიგებთ.

გახსოვდეთ, რომ კიდევ ბევრ ჭორს მოისმენთ ამ საკითხზე, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ არავინ იცის წინასწარ რა და როგორ მოხდება, ეს მხოლოდ ვარაუდია, სექტემბერში დაგეგმილია ღონისძიება, სადაც წარადგენენ ახალ პროდუქტს და საბოლოოდ გავიგებთ როგორი იქნება იგი.

 

წყარო: business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისოციოლოგია

სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების რეიტინგი

ჟურნალი ,,Fortune-ი” სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების ყველწლიურ სიას აქვეყნებს. სიაში ტრადიციულად მსოფლიოს 100 კომპანია შედის.

რეიტინგის შედგენისთვის გამოცემა „დასაქმებულების ნდობის ინდექსს“ იყენებს. ინდექსის შესადგენად დასაქმებულები საკუთარ დამსაქმებლებზე სპეციალურ კითხვარს ავსებენ.

გასული წლის საუკეთესო კომპანიების პირველი ათეული შემდეგია:

  1. Google
  2. acuity
  3. The boston consulting Group
  4. Wegmans Food Markets
  5. Quicken Loans
  6. Baird
  7. Kimley-Horn
  8. SAS
  9. Camden Property Trust
  10. Edward Jones

Google რეიტინგში პირველ ადგილს უკვე მეათე წელია იკავებს. ბოლო რეიტინგში ჯამში 6 ახალი კომპანია მოხვდა, მათ შორის Hilton Hotels და Slalom Consulting.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

რომში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება

8 მარტს რომში გაიმართება საქართველოსა და იტალიის ბიზნესფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას საინვესტიციო და ბიზნეს სფეროებში. როგორც გაზეთი ,,The Financial-ი”იუწყება, ქართულ დელეგაციას ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

ფორუმზე თავს მოიყრიან ორივე ქვეყნის დიდი, საშუალო და მცირე კომპანიების წარმომადგენლები, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავებას. კომპანიების წარმომადგენლებს ფორუმზე საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს და მოუსმენენ ორივე ქვეყნის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ამ თანამშომლობის მიზეზი საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის არსებული ხელსაყრელი პირობებია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია შეივსოს ბიზნესსაზოგადოებებს შორის არსებული ინფორმაციული ვაკუუმი. „ეს იქნება კარგი შესაძლებლობა რომ ხაზი გაესვას ქვეყნის უმთავრეს მიმართულებას, მიმდინარე რეფორმებსა და ამ სფეროში უკვე არსებულ თვალსაჩინო მიღწევებს” – ნათქვამია გამოცემაში.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება თემატური დისკუსიები ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და უძრავი ქონების შესახებ. იტალიის მხრიდან ფორუმზე წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ბიზნესკომპანია, მათ შორის “Confindustria“, საექსპორტო კომპანია, რომელსაც აქამდეც უთანამშრომლია საქართველოს თანამშრომლობის ფონდთან. სავარაუდოდ, ფორუმს დაესწრებიან სხვა ჩვენთვის უკვე ნაცნობი კომპანიებიც, როგორიცაა მაგალითად “Salini Impregilo“-ინფრასტრუქტურის სფეროდან, “Ferrero“-აგროინდუსტრიიდან და მრავალი სხვა.

როგორც იტალიის ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ გამოცემასტან საუბარში აღნიშნა იტალია ყველაზე მეტად დაინტერესებულია აგროინდუსტრიის სექტორით, რომელშიც რა თქმა უნდა არის  მიწის დაკანონებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ “Ferrero“ კარგი მაგალითია წარმატებული ბიზნესისა, რომელიც  ადგილობრივი განვითარების სათავეშია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ინფრასტრუქტურა, ჩვენი სამშენებლო კომპანიები მსოფლიოს საუკეთესო კომპანიებს შორისაა. საქართველოში არსებობს 38 მთავარი სამშენებლო კომპანია, 90 ქვეყანას შორის გაფორმებული 627 კონტრაქტითურთ, რომლის საერთო ღირებულებაც 87 მილიარდს აღწევს, რაც სამომავლო პერსპექტივებზე მიუთითებს.

აღსანიშნავია რომ პრემიერ-მინისტრთან ერთად შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, რაც ამ შეხვედრას პოლიტიკურ დატვირთვასაც ჰმატებს. იტალია საქართველოს რიგით მესამე პარტნიორი ქვეყანაა ევროკავშირში, მსგავსი ღონისძიებებით კი შესაძლებელია საერთაშორისო კონტაქტების უფრო მეტად გაფართოება და სხვადასხვა სექტორებთან თანამშრომლობის მიღწევა.

 

წყარო: The Financial
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ ვიდეომარკეტინგის ახალ ერაზე

მარკეტინგის სტრატეგიისთვის აუცილებელია ვიდეოს გამოყენება. აუდიტორიასთან ურთიერთობაში სწორედ ის ეხმარება ორატორს. ესაა დამხმარე საშუალება, რომელიც  უფრო ნათელს ხდის პრეზენტატორის რეკლამას.  ვიდეომარკეტინგი მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაშ, ვნახოთ ის ხუთი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ამ კამპანიაზე.

                                    

1.კრეატიულობა

მომხმარებლები დღესდღეობით გადატვირთულნი არიან. როგორც პრეზენტატორმა და რეკლამის შემქმნელმა უნდა იცოდე და გააანალიზო, რომ შენ მიერ გადმოცემული ინფორმაცია მხოლოდ ერთია იმ ათასიდან რომელიც აღწევს საშუალო ფენის ადამიანის ცნობიერებაში. სწორედ ამიტომაა, რომ კრეატიულობა არის მთავარი გასაღები იმისთვის, რომ იყოს შენი რეკლამა განსხვავებული, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მოსასმენი/საყურებელი.  ტრადიციულად, რეკლამის შექმნა გაჯერებულია იმ უინტერესო ინფორმაციით, რომელიც მაყურებელს აბეზრებს თავს და აიძულებს, რომ მის ყურებას თავი აარიდოს. ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა, რომ ბაზარზე რეკლამის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი არამოხმარებადი ხდება. როგორც მარკეტოლოგმა უნდა ეძიო ახალ გზებს და შესთავაზო მომხმარებელს სხვა ალტერნატივა. ეს ქმედება გახდის შენ მიერ მიწოდებულ მესიჯს მეტად პოპულარულს. ზემოხსენებული ახალი გზა არის ვიდეორეკლამები, სადაც შენ უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებ აზრს, სათქმელს უფრო საინტერესოდ გადმოსცემ და მნიშვნელოვან პასაჟებს ხაზს მკვეთრად გაუსვამ. კრეატიული პრეზენტაცია ნამდვილად გამოგარჩევს „მარკეტინგული ბრბოდან“.

 

2.მარტივად მოხმარება

ნამდვილად დიდი გამოწვევაა ის, რომ მაყურებელი დაარწმუნო იმაში, თუ რატომ უნდა უყურონ შენს რეკლამას, განსაკუთრებით ინტერნეტის საშუალებით, სადაც ინფორმაციის მოპოვება მეტად მარტივია. ინტერნეტში ხომ ვიდეოს პოვნა და ჩართვა ჩართვა უფრო გრძელვადიანია ვიდრე  მისი წაკითხვა? საბედნიეროდ ტექნოლოგიების პროგრესი ისაა, რომ ახლა ვიდეოს ყურება მაღალი ხარისხითაა შესაძლებელი – HD ფორმატში მობილური ტელეფონიდანაც კი. მაგრამ, უნდა გვახსოვდე ის, რომ შენ მიერ გაკეთებული ვიდეო არ უნდა იყოს ძალიან გაწელილი და მოუქნელი, რათა არ გაუჩინო მაყურებელს იმისი სურვილი, რომ გამორთოს აღნიშნული რეკლამა. ეს ფაქტი ეფექტურობას დაუკარგავს აწ უკვე შეფუთულ პროდუქტს.

„ვიდეო უნდა იყოს მაქსიმუმ 2-3-წუთიანი,“-ასეთ რჩევას აძლევს დამწყებ მარკეტოლოგებს ალექს ჩარფენი, ორგანიზაცია „ჩარფენის“ დამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ეხმარება ვიზუალურ მეწარმეებს აამაღლონ თავიანთი ბიზნესის დონე რეკლამითა და პრეზენტაციებით. „თუკი შენ შეძლებ, რომ გადმოცემული ინფორმაცია იყოს მოკლე და კონკრეტული და ეძღვნებოდეს მკაფიო არსს, აუდიტორიათან კონტაქტში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევ“-ამბობს ჩარფენი. პრეზენტატორმა უნდა შეძლოს, რომ უფრო ადვილად გასაგები და მოსახმარებელი გახადოს რეკლამა.

 

3.ავთენტურობა

კიდევ ერთი ალტერნატივა იმისთვის, რომ გახადო რეკლამა უფრო განსხვავებული არის ის, რომ იყო 100%-ით დარწმუნებული მის ავთენტურობასა და ჭეშმარიტებაში. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი რეკლამაა გაჯერებული ტყუილით, რომელიც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს. შენი პლუსი იქნება ის, რომ განუდგე მარკეტინგულ ხრიკებს და დაადგე სინამდვილის გზას. ეს ქმედება ხელს შეგიწყობს იმაში, რომ მომხმარებლის ნდობა მოიპოვო და უფრო მარტივად მიუსადაგო რეკლამის პროდუქტი მათ გემოვნებას. „მიყვარს, როცა გადაღების დროს რამეა სათქმელი. არ ვგულშემატკივრობ იმ ფაქტს, როცა პროდუქტს საუკეთესოდ წარმოაჩენენ ხოლმე,“-ამბობს ჩარფენი, „შენი აუდიტორია რეაგირებს მსოფლიოს ფაქტების გამჭვირვალობაზე და მათ ნამდვილ რეაქციებზე. მაშ, როცა რამეა სათქმელი, თქვი პირდაპირ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე“.

შექმენი ისეთი, რამ, რაც გამოიწვევს ხალხის ყურადღებას და მოანდომებს მათ უყურონ შენს ვიდეოს. ეს უფრო მარტივს გახდის, რომ მესიჯი ადვილად გადასცე მათ.

 

4.კონვერტაციის მაღალი კურსი

თუკი მომხმარებელი, რომელიც უყურებს შენს ვიდეოებს და მოსწონს ისინი, მათ მოუნდებათ, რომ გამოიწერონ შენი არხი და გააცნონ იგი მეგობრებს, ნაცნობებსა თუ ნათესავებს. ეს გაზრდის იმის გარანტიას, რომ რეკლამირებული პროდუქტი უკეთ გაიყიდება. ანიმაციური მარკეტინგული ვიდეოები დიდი ეფექტურობით სარგებლობს და გავლენას ახდენს მომხმარებელზე.  ეს ასე ხდება, რადგან უფრო მარტივია რეკლამის აზრის გაგება. ხშირად ხომ ისე ხდება, რომ საზოგადოება იბნევა და ვერ ხვდება, თუ რა სურს პრეზენტატორს და რა ინფორმაციას გვაწვდის ის.  ანიმაციური რეკლამა უზრუნველყოფს იმას, რომ აღიჭურვო მექანიზმებით, რომელიც გჭირდება, რათა დაარწმუნო მომხმარებელი შენ მიერ შეთავაზებული პროდუქტის აუცილებლობაში.

 

5.გაზიარების ოპტიმალურობა

ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გაზარდო აუდიტორია, არის სოციალური მედიაარხები. ვიდეო და უნიკალური შინაარსი ძალიან ეფექტურია, მაგრამ ის არ გაამართლებს , თუკი მისი გაზიარების საშუალება არ ექნებათ მომხმარებლებს.  სწორედ ამიტომაა, რომ ე.წ იუზერებს ხელი უნდა შეუწყო იმაში, რომ აჩვენონ შენი ვიდეო სხვებსაც. დარწმუნდი იმაში, რომ  ის ყოველი ტელეფონის, პლანშეტის თუ კომპიუტერის ეკრანის ზომებზე იქნება გათვლილი, რათა ოპტიმალურად გაზიარდეს ის. საბოლოოდ და სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დაარწმუნო საზოგადოება ვიდეოს გაზიარების “ სასიცოცხლო აუცილებლობაში“.

ტექნოლოგიურმა წინსვლამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ შექმნა – ონლაინ პირდაპირი ეთერი. ამიტომ საყურადღებოა, რომ რეკლამა იყოს იმაზე მეტად განსხვავებული, ვიდრე ბაზარი მოითხოვს, რათა არ გადაჯაბნოს ზემოხსენებულმა პირაპირი ეთერის ბუმმა ის.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიმსოფლიო

რუსეთმა ,,მაკდონალდსის” რესტორნების ქსელის განვითარება გადაწყვიტა

 

ამერიკის სწრაფი კვების კომპანია ,,მაკდონალდსი” ძალიან სწრაფად ვითარდება და ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

ყველაზე დიდმა ქვეყანამ, რუსეთმა, გადაწყვიტა კომპანიის ფილიალების გაფართოება და წინა წლებთან შედარებით 2017 წელს საგრძნობლად მეტი ფილიალის გახსნას აპირებს. ეს კომპანია რუსეთში 26 წლის წინ გამოჩნდა და დღემდე ერთ–ერთი ყველაზე წარმატებულია ამ ქვეყანაში, მათ 100 მილიონზე მეტი დოლარი დააბანდეს ,,მაკდონალდსის” განვითარებაში და ეს იმას ნიშნავს, რომ გარანტირებული იყო მათი წარმატება. დღესდღეისობით 543 ფილიალია განთავსებული რუსეთის ტერიტორიაზე, რაც მართლაც ძალიან ბევრია.

გარდა ამ ყველაფრისა რუსეთმა გადაწყვიტა, რომ დასავლეთიდან შემოსულ პროდუქტზე უარი ეთქვა და თვითონვე დაემზადებინა ის ძირითადი პროდუქტები, რაც რესტორნის საკვებს ესაჭიროება. დღესდღეისობით 80% –ს ამზადებენ ადგილობრივად, მაგრამ მომავალში ისინი გეგმავენ, რომ  გახდნენ სრულიად დამოუკიდებელნი და ყველაფერი ადგილობრივად დაამზადონ, მათ სურთ, რომ გახსნან ფერმები სადაც დამზადდება ქათმისა და საქონლის ხორცი, კარტოფილი ფრი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ,,მაკდონალდსში” იყიდება.

 

წყარო: english-online

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

 9 ფსიქოლოგიური ხრიკი იმისთვის, რომ მივიზიდოთ ადამიანთა ყურადღება

 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასხივებენ ისეთი დონის მაგნიტურ მიმზიდველობას, რომელიც თითოეული პიროვნების ყურადღებას იპყრობს. ამ უკანასკნელთ სურთ, რომ მიემსგავსნონ თავიანთ ეტალონს, შეძლონ მათთან მეგობრობა, მიაღწიონ მათ მიერ აღიარებას, ან -დაიკავონ მათი ადგილი.  არსებობს ცხრა ხრიკი, რომელიც დაეხმარება ზემოაღნიშნულ ადამიანებს იმაში, რომ გახდნენ მათი რჩეულის მსგავსნი.

 

იმიჯი(ინდივიდუალურობა)

პიროვნებას სჭირდება იმიჯი, რომელიც ხაზს გაუსვამს თავის ინდივიდუალურობას და გამოარჩევს სოციუმისგან. მეტიც, საჭიროა, უნიკალური თვისებები, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანს ექნება. სწორედ ეს უკანასკნელნი ეხმარებიან ადამიანს, რომ გახდეს გამორჩეული და თავი უცხოებსაც კი დაამახსოვროს. სულაც არაა საჭირო, რომ იყო ლამაზი, რადგან ინდივიდუალურობა შესახედაობით არ განისაზღვრება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ უნიკალურობა შესაძლოა ყველაზე შეუხედავ ადამიანშიც კი იყოს. ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველი  თვისებები ყოველ მოძრაობაში, ჟესტში, სახის გამომეტყველებაში ჩანს. სწორედ ამიტომაა ის უნიკალური. იმიჯი ერთგვარი სტილია, რომელიც ყველა ადამიანის პიროვნულ თვისებას განსაზღვრავს. მაგალითი ამისა ბევრია:

  •  ჩარლი ჩაპლინი – ულვაში, სმოკინგი, ხელჯოხი;
  •  ტილდა სუინტონი – ასექსუალობა, არანაირი მაკიაჟი;
  •  უინსტონ ჩერჩილი – სიგარა;
  • იოსებ სტალინი – ულვაში, ჩიბუხი, აქცენტი;
  • ადოლფ ჰიტლერი – ორიგინალური ფორმის ულვაში, ინტონაცია;
  • დიტა ფონ ტიზი-წითელი პომადა, 40-იანების ჩაცმის სტილი;
  • მერლინ მონრო-გამოკვეთილი ქალური ფორმები, თმის ფერი;
  • სალვადორ დალი-ულვაში, სახის გამომეტყველება.

 

ოცნება/მიზნები

რათა საზოგადოებას გავუღვივოთ სურვილი იმისა, რომ გვემსგავსნონ ჩვენ, პატივი გვცენ და გააღმერთონ ჩვენი პიროვნული თვისებები, საჭიროა ჩვენში არსებობდეს მიზანი არსებობისა.  ამ უკანასკნელში ბევრი რამ მოიაზრება, კერძოდ, ამბიციები, მიზნები, ოცნებები, რომლებიც ხორციელდება, სურვილი იმისა, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს და ა.შ.  ესაა ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის.  არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი ოცნების გარეშე ემსგავსება წიგნს, რომელშიც  არ დევს დედააზრი. ჩნდება კითხვა: იარსებებს კი სურვილი იმისა, რომ აღნიშნული წიგნი წავიკითხოთ? პასუხი მარტივია.

 

თავდაჯერებულობა

იმისთვისç რომ ვიყოთ თავდაჯერებულნი, საჭიროა, არსებობდეს ჩვენში ქარიზმა. მხოლოდ მამაც ადამიანს შეუძლია პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება, ოცნებების ახდენა და მიზნებს მიღწევა.  მხოლოდ საკუთარი თავის ნდობით, საკუთარი ძალისხმევით, შრომითაა შესაძლო წარმატების მიღწევა.  ასეთ ადამინს შეუძლია დაეხმაროს სხვებსაც, მათი გასაგები ენით აუხსნას ყოველივე და გზა გაუკაფოს წარმატებისკენ.  ყველა, ვინც კი თავდაჯერებული პიროვნების გარშემო ტრიალებს, გრძნობს ამ ხასიათს, რადგან იგი ჩანს, როგორც საუბრის მანერაში, ასევე ქმედებებშიც.  რათა ლაპარაკის დროს უკეთ წარმოვაჩნოთ თავდაჯერებულობა, უკეთესი იქნება რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგი ფრაზები: ვიმედოვნებ, სავარაუდოდ, ალბათ და სხვ.

 

კამათის დავიწყება

გაუჩნდება კი ვინმეს სურვილი, რომ მიბაძოს ისეთ ადამიანს ვინც სულ წუწუნებს ან კამათობს? რა თქმა უნდა, არა! ქარიზმულ ადამიანი მუდამ პოზიტიურად განწყობილი უნდა იყოს. კრიტიკა, წუწუნი, ჩივილი, კამათი მისთვის უცხოა. სწორედ ამ უკანასკნელ ქმედებებს შეუძლია ადამიანის ნეგატიურად დამუხტვა და წარმატებისკენ სწრაფვის შენელება.  მაშინაც კი, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას, უნდა გავიღიმოთ, რადგან იგი გვეხმარება სამყაროს, საკუთარი არსებობის უკეთესობისკენ შეცვლაში.

 

საუბარი ხელებით

ხელების გამოყენება საუბრის ხელს უშლის ორატორს, რომ წარმოაჩინოს თავდაჯერებულობა.  თითოეული ქმედება უნდა იყოს განსაზღვრული იმისთვის, რომ მსმენლის ყურადღება არ გაიფანტოს. სხეულის ნაწილების გამოყენება კი ხელს შეგვიშლის იმაში, რომ საკუთარი აზრი ნათლად ჩამოვაყალიბოთ.  კარგი იქნება, რომ საკუთარი თავები წარმოვიდგინოთ ჰოლივუდის ვარსკვლავების ამპლუაში და მოვიქცეთ ისე, თითქოს წითელ ხალიჩაზე მივდივართ.

 

კარგი მეზღაპრე

ცნობილია, რომ ადამიანთა უმეტესობას სჯერა იმის, რომ იყო ამბის კაგრი მთხრობელი – ნამდვილად ღვთის საჩუქარია.  ეს სულაც არ არის ასე, რადგა ზემოაღნიშნული ქმედება არაა ტალანტი. მეზღაპრეობა უბრალო უნარია, რომლის გამომუშავებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.  საჭიროა თავდაჯერებულობა აქაც ვახსენოთ, რადგან ის საუბრის მანერის აუცილებელი კომპონენტია. საყურადღებოა იუმორის გრძნობაც, რომელიც ამბავს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის.  კარგი იქნება, თუ ისტორიის თხრობისას თვითირონიულობასაც დავურთავთ, რადგან იცინო საკუთარ სუსტ მხარეებზე, კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს მინუსები გამოსწორდეს, არ უნდა დავივიწყოთ ემოცია, სხეულის ენა და პოზიტიურობა. გული არ გაიტეხოთ იმიტომ, რომ ვიღაცას თქვენ მიერ მოთხრობილი ამბავი ან ხუმრობა არ მოსწონს.

 

არ იყურო აქეთ-იქით

ცუდია, როცა ვინმეს ესაუბრები და მას არ უყურებ. ეცადე აღნიშნულ პიროვნებას ყოველთვის თვალებში უყურო.  ხანდახან ერთ გამოხედვასაც კი შეუძლია გამოასხივოს ათასგვარი ემოცია, წამოთქვას წარმოუთქმელი სიტყვები. გქონდეს თვალთა კონტაქტი მოსაუბრესთან აუცილებელი რამაა, რათა გამოიჩინო ყურადღება და აგრძნობინო მოსაუბრეს, რომ დაინტერესებული ხარ მისი მონათხრობით. აუცილებელია საუბრის დროს თავი ავარიდოთ ტელეფონის გამოყენებას.

 

ისწავლე სხვების მოსმენა

საჭიროა გახსოვდეს, რომ შენ არ ხარ ერთადერთი და არსებობს მილიონობით სხვადასხვა აზრი. ჭკვიანი და წარმატებული ადამიანი ინტერესდება სხვათა შეხედულებებითაც. მოუსმინო სხვას ყურადღებით – ერთგვარი კულტურაა.  იყო კარგი მსმენელი – დაარწმუნებს სხვებს საკუთარი თავის საჭიროებაში. რა თქმა უნდა, ყოველ სიტყვას ვერ დაიმახსოვრებ, მაგრამ მოლაპარაკეს სახელის დამახსოვრებაც კი მნიშვნელოვანია.

 

სარკის ეფექტი

სარკის ეფექტი არის ადვილი ხერხი იმისთვის, რომ დახვეწო სახის გამომეტყველება, საუბრის მანერა, ინტონაცია. ეს საშუალება ამართლებს, რადგან დაფუძნეულია ნარცისიზმზე.  ეს ხერხი ამართლებს მაშინაც, როცა სხვა პიროვნებების მიმიკების დამახსოვრება გვსურს. მაგალითად მაშინ, როცა რომელიმე ცნობილი პიროვნება მოგვწონს და მისი სახის გამომეტყველების შეძენა გვინდა.

 

დაბოლოს, ის რაც შენშია, ინდივიდუალური თვისებები, გხდის მეტად მიმზიდველს, მომხიბვლელს, ძლიერსა და დასამახსოვრებელს.

 

წყარო: brightside.me

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

WOM – ძლიერი ინსტრუმენტი მყიდველთა დასარწმუნებლად და ზემოქმედების მოსახდენად

„ის, რომ თქვენი პროდუქტი მარკეტინგული ინსტრუმენტების საშუალებით იყიდება – ილუზიაა. რეალობა ისაა, რომ მყიდველი ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელ წყაროს ეყრდნობა. კვლევებმა აჩვენა, რომ რეკლამიდან და სხვა მარკეტინგული მასალებიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ ადამიანები მეგობრებისა და ახლობლების წრეში საუბრობენ. მათი გადაწყვეტილება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ურჩევენ ისინი“ – გახმაურებული წიგნის, –  „The secret of word of mouth-ის”, ავტორის, ჯორჯ სილვერმენის, ეს სიტყვები პროდუქტიულია არა მარტო დასავლეთის, არამედ ქართველი მარკეტერებისთვისაც.

ტრადიციული რეკლამა, მიუხედავად მისი პოპულარობისა, სულ უფრო ნაკლებად ახდენს გავლენას მყიდველზე. ადამიანების დიდ ნაწილს რეკლამის არ სჯერა. მარკეტინგული კვლევის კომპანიაm  –  ,,Yankelovich-მა”, აღმოაჩინა, რომ რეკლამას მყიდველთა მხოლოდ 24% ენდობა. არსებობს კორპორაციული პარადოქსი – უფრო ინტენსიურია პროდუქტის რეკლამირება, მიზნობრივი აუდიტორიისათვის მით ნაკლებად სარწმუნო ხდება მის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია.

უკანასკნელ პერიოდში მარკეტერებმა აქტიურად დაიწყეს მარკეტინგული კომუნიკაციის ისეთი საშუალების გამოყენება, როგორიცაა Word of Mouth–ი. მყიდველთა დასარწმუნებლად და მათზე ზემოქმედების მოსახდენად ის გაცილებით ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი რეკლამა. კვლევებმა აჩვენა, რომ დასავლეთში სამომხმარებლო საქონლის ორ მესამედზე მეტი  WOM–ის გავლენით იყიდება.

ინგლისურ ტერმინს – ,,Word of Mouth”-  ქართულ ენაზე ყველაზე მეტად „ხმის გავრცელება“ შეესატყვისება. ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის წევრების, ახლობლების, თანამშრომლებისა და ავტორიტეტული პირების აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს. ისინი ხომ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობინა, მათ არც კომერციული ინტერესი აქვთ და არც რაიმეს გაყიდვას ცდილობენ. ამიტომ მათი მოსაზრება უფრო ობიექტურად და დამაჯერებლად მიგვაჩნია.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რიჩარდ ბრენსონი ,,Virgin Group-ის” წარმატების საიდუმლოს შესახებ

,,Virgin Group-მა” თავისი ერგულების პროგრამა აამუშავა, რომლის მიზანიც სხვადასხვა ბიზნესის ერთი ბრენდის – ,,Virgin Red-ის” ქვეშ გაერთიანებაა. სერ რიჩარდ ბრენსონი გვიხსნის, თუ რატომ დგას ,,ვირჯინ ბრენდის” სიძლიერე თავის ხალხზე და ამბობს, რომ მარკეტერები და მეწერმეები არც თუ ბევრი რამით განსხვავდებიან.

 

როგორ უზრუნველყოფთ ,,ვირჯინის ბიზნესის” სწორხაზოვნებას და რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანი ბრენდის ქონა?

ბრენდ ,,ვირჯინის” განვითარება ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა. ისინი გატაცებით ასრულებენ თავიანთ როლებს და ამავე დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მილიონობით ჩვენმა მომხმარებელმა პირველი კლასის მომსახურება მიიღოს. ჩვენ ოჯახური კომპანიებით გამოვირჩევით და ყველას აქვს საშუალება, ბრენდს შემოქმედებითად მიუდგეს. როგორც ყველა ძლიერი ოჯახის შემთხვევაში, მთავარი ჩვენი თანამშრომლები და ფასეულობებია, რომლებიც ნამდვილად უზრუნველყოფენ ვირჯინის სრულყოფილებას

რატომ იწყებთ ,,Virgin Red-ს”? რატომ გადაწყვიტეთ ,,ვირჯინის” ყველა ბრენდის ერთ მთლიან ბიზნესში გაერთიანება?

ერთ-ერთი რაც ჩვენი ჯგუფის ისტორიაში მეამაყება, ჩვენი მომხმარებლების, განსაკუთრებით კი ერთგული მომხმარებლების წახალისებაა. ეს არის ის, რასაც ადრეც ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ვირჯინის ყველა კომპანიაში.

,,Virgin Red-ის” შექმნა ყოველთვის გვინდოდა, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდით, თუ ჩვენი მომხმარებლებისა და არსებული შეთავაზებებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა პროცესის სწორად განხორციელება. ,,Virgin Red-ი” ვირჯინის მთლიანი ოჯახის ერთად შესაკრებად და მეტ „ვირჯინისეული“ ცხოვრების წასახალისებლად შეიქმნა.

თქვენი აზრით, რა ხდის ადამიანს მეტვირჯინად“?

ზოგისთვის ეს მეტ გართობას ნიშნავს, ზოგისთვის მეტად გარისკვას, ზოგისთვის კი აბოლუტურად უნიკალური, ხარისხიანი გამოცდილების მიღებას. ,,ვირჯინი” მთლიანად არყევს იმ ბაზარს, სადაც შედის – ვფიქრობ, ეს არის ის, რასაც ჩვენი წევრები უბრალოდ შეიყვარებენ.

როგორ ფიქრობთ, შეიძლება მარკეტერი გახდეს კარგი მეწარმე?

კარგი მეწარმე მომხმარებლის პრობლემიდან ამოდის. ამ კუთხიდან მათ გადაწყვეტილების განვითარება შეუძლიათ და თავდაუზოგავი, გატაცებით მუშაობის და მცირე რისკის და იღბალის წყალობით წარმატების კარგი შანსი ეძლევათ. მარკეტერებს მომხმარებლების პრობლემები კარგად ესმით, რაც საუკეთესო დასაწყისია.

რას ურჩევდით იმ მარკეტერებს, რომლებიც კარიერიერულ ზრდას გეგმავენ?

კონცეტრირება მოახდინეთ იმაზე, რაშიც საუკეთესოები ხართ და რაც გაინტერესებთ – თქვენი საქმის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მოუსმინეთ რჩევებს და ყურადღებას ნუ მიაქცევთ სკეპტიკოსებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მენტორსაც – ავიაციის ინდუსტრიაში ,,ლეიკერის” ავიახაზების დამფუძნებლის, სერ ფრედი ლეიკერის, მენტორობის გარეშე შორს ვერ წავიდოდი. ახლა კი, ახალგაზრდა მეწარმეების მენტორობით შემიძლია თავი მოვიწონო.

ნუ შეუშინდებით რისკს. ადამიანების უმრავლესობას ამ სიტყვის გაგონებისთანავე უარყოფითი ასოციაციები უჩნდება. როცა ვინმე რისკზე მესაუბრება, მხოლოდ „შესაძლებლობა“ მესმის. ბიზნესის დაწყება უდავოდ რისკია, მაგრამ ის იმაზე მეტად წამახალისებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანებს ბიზნესის დაწყების ან ცხოვრებაში საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედების დროს აფერხებს, თავდაჯერებულობაა. საკუთარ თავს უნდა უთხრათ: „არ გაჩერდე, უბრალოდ გააკეთე.”.”

 

წყარო: Marketing Week

მასალა მოამზადა: ციცი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ გარდავქმნათ იდეა წარმატებულ პროდუქტად?

ყოველ ჩვენგანს ჰყავს მეგობარი, რომელიც ამბობს, მაგალითად, „eBay–ს შექმნის იდეა მეც მომივიდა თავში და ამაზე რომ მემუშავა, ახლა მილიარდელი ვიქნებოდი!” -ასეთი ლოგიკა, რბილად რომ ვთქვათ, უაზრობაა. ,,eBay-ს” შექმნის იდეის ავტორობას არაფერი აქვს საერთო  უშუალოდ ,,eBay-ს” შექმნასთან. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რასაც აკეთებთ და არა იმას, რასაც ფიქრობთ, ამბობთ ან გეგმავთ.

გგონიათ, რომ თქვენი იდეა მართლაც ღირებულია? მაშ, შეეცადეთ მის გაყიდვას და ნახეთ, რამდენს გადაგიხდიან. ალბათ იტყვით, ძალიან ცოტასო. ეჭვი არ შეგეპაროთ, თავისი იდეა ყველას აქვს. იდეა იდეად დარჩება მანამ, სანამ მის განხორციელებას არ შეეცდებით.

ერთხელ  სტენლი კუბრიკმა პატივმოყვარე დამწყებ რეჟისორებს ასეთი რჩევა მისცა : „აიღეთ კამერა, ცოტა ფირი და გადაიღეთ ნებისმიერი ფილმი“. კუბრიკმა იცოდა, რომ ახალბედამ ნებისმიერ სფეროში მუშაობა უნდა დაიწყოს რაღაცის შექმნით. ასე რომ, აიღეთ კამერა, დააჭირეთ „ჩაწერის“ ღილაკს თითი და დაიწყეთ გადაღება.

იდეა ყოველთვის ძალიან ბევრია და ამიტომ იაფი ღირს. სინამდვილეში საწყისი იდეა ბიზნესის იმდენად მცირე ნაწილია, რომ სათვალეშიც არაა ჩასაგდები. მთავარი ისაა, რამდენად კარგად ახერხებთ მის რეალიზებას.

 

წყარო: business review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

რამდენიმე რამ, რაც უნდა იცოდეთ რეკლამების შესახებ

 

 სარეკლამო კამპანიები და, ზოგადად, კომერციული ჭრები ძალიან აქტუალურია დღევანდელობაში, რეკლამებით ბევრი კომპანია ახერხებს კომპანიის, პროდუქტის ფართოდ გავრცელებას, ასევე, ხალხიც იძულებულია, რომ უყუროს მათ და უნდათ თუ არა, უწევთ სხვადასხვა ახალი პროდუქტისა თუ კომპანიის შექმნის შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

  1. ,,Apple-ის” კომპანიამ გადაწყვიტა, რომ შეცვალოს სარეკლამო ბლოგი და მეტ ყურადღება გაამახვილოს ინოვაციებზე.
  2. ,,Snapchat-ი” უშვებს 3D სათვალეებს, რომლის ყიდვაც ყველა მნახველს შეუძლია, საკმაოდ ბევრი ხალხი ყიდულობს, რადგან ეს უბრალოდ სათვალე არ არის, მას კამერა მოჰყვება.
  3. Watsup– მა შექმნა Snapchat–ის მსგავსი საიტი, რომელიც საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს ანალოგ კომპანიას.

4.” Pockemon go” მიისწრაფვის იმისკენ, რომ ჰყავდეს რაც                       შეიძლება მეტი პარტნიორი, რაც იმას ნიშნავს, რომ                            პარტნიორები ყველა კომპანიას სჭირდება და აუცილებელია            არსებობისთვის.

 

წყარო: Business Insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
1 52 53 54 55 56 59
Page 54 of 59