close

ბიზნესი

ბიზნესი

როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?

Enterpreneur.com– მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ კომპანიების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მენეჯერების 82% არ არის კომპეტენტური თავიანთ საქმიანობაში.

დღევანდელ რეალობაში ხშირია ასეთი მაგალითები, როდესაც კომპანიაში მენეჯერს არ აქვს ის თვისებები, რომლებიც უნდა ახასიათებდეს მას.

კომპანიის მენეჯერის თანამდებობა ერთ–ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაა, მეტწილად მათზეა დამოკიდებული კომპანიის კეთილდღეობისა თუ წინსვლის ამბავი.

Enterpreneur.com–მა გამოაქვეყნა ის შვიდი თვისება, რომელიც, მათი აზრით, უნდა ახასიათებდეს კარგ მენეჯერს, მათი გათვალისწინებით გაგიადვილდებათ კომპანიაში მენეჯერის არჩევა.

  1. მენეჯერს უნდა შეეძლოს ხალხთან კომუნიკაცია უპრობლემოდ;
  2. უნდა ჰქონდეს კარგი სამწვრთნელო უნარები;
  3. კარგი სააღმზრდელო უნარები;
  4. უნდა შეეძლოს მუშაობა ინტერნეტში;
  5. უნდა ჰქონდეს კარგი თანაგრძნობის უნარი;
  6. გუნდურად მუშაობა უნდა შეეძლოს;
  7. იყოს ჰუმანური.

 

წყარო: Enterpreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დაბრაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

კრეატიულობა ბიზნესში, როგორც წარმატების გარანტი

 კრეატიულობა, როგორც წესი, ხელოვნებასა და ორიგინალური იდეების გენერირებასთან ასოცირდება. გავიხსენოთ პაბლო პიკასო, რომელიც თავისებურად ახდენდა ფერწერის კანონების ინტერპრეტირებას, ან ფოლკნერი, რომელმაც თავდაყირა დააყენა ლიტერატურული ნაწარმოების აგების პრინციპები.

მაგრამ როცა საქმე ბიზნესს ეხება, მხოლოდ ორიგინალურობა საკმარისი არაა. ამ შემთხვევაში შემოქმედებითი იდეა მართებულიც ანუ სასარგებლოცა და შესრულებადიც – უნდა იყოს. მისმა რეალიზაციამ ამა თუ იმ სახით ზემოქმედება უნდა მოახდინოს ბიზნესსზე: ვთქვათ, გააუმჯობესოს კომპანიის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, ან ახლებურად წარმართოს ესა თუ ის პროცესი.

კრეატიულობის ორიგინალურობის კონტექსტში აღქმას ხშირად იქამდე მივყავართ, რომ ხელმძღვანელები იბნევიან და ვერ იაზრებენ, რა როლი და ადგილი უკავია კომერციულ ორგანიზაციაში შემოქმედებით ინიციატივას.

კრეატიულობა ყველა საქმეში ძალიან გამოსადეგი რამაა, ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება წამატების მიღწევაში, მაგალითად, კრეატიული ვიდეორგოლის ნახვისას ადამიანები დადებითად განეწყობიან ხოლმე იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც მათ წარმოვუდგენთ.

,,Harvard Business Review-ის”  ერთ–ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების 80% ფიქრობს, რომ კრეატიულობა ადამიანის ერთ–ერთი ყველაზე მომგებიანი თვისებაა და გვეხმარება ჩვენი ინტერპრეტაციის, წარმოდგენის უფრო ნათლად გამოხატვაში.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 კითხვა ახალი პროდუქციის შესაქმნელად

 

ცხადია, რომ ახალი პროდუქტის შემოტანა ბაზარზე ძალიან რთულია და ბევ რისკთანაც ასოცირდება. ბევრ ადამიანს სხვადასხვა სახის კითხვა უჩნდება ამ საკითხთან  მიმართებით, მაგრამ ყველაზე პასუხს ვერ პოულობენ.

,,Harward Business Review– ის” ჟურნალმა შესთავაზა მკითხველს ის 10 ჩინებული კითხვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ კომპანიებსა და ადამიანებს ახალი პროდუქტის შექმნასა და გავრცელებაში.

  1. რა კატეგორიის კლიენტურამ უპოვა თქვენს პროდუქტს ყველზე უფრო უჩვეულო გამოყენება?

ამ კითხვაზე პასუხით შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს თქვენს პროდუქტს სხვადასხვა დანიშნულებით.

  1. რომელ კლიენტებს ესაჭიროებათ ძალიან ხშირად, ან ძალიან იშვიათად ჩვენი პროდუქტი თუ მომსახურება?

პროდუქტის შექმნიდან რამოდენიმე თვეში უკვე კომპანიას ეყოლება თავისი კლიენტურა, რომლებსაც დიდი ყურადღებით უნდა მოეპყროთ.

  1. არის მოსაზრება, რომ ყველა კლიენტს არ მოსწონს პროდუქტი სხვადასხვა მიზეზების გამო, თათბირზე ამ კითხვის დასმა მომგებიანი იქნება: როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენი  პროდუქტი, რომ ყველა კლიენტს მიესადაგოს?
  2. რა კატეგორიის კლიენტებისთვისაა თქვენი პროდუქტი ხელსაყრელი?
  3. მომხმარებელთა რა მოთხოვნები იცვლება განსაკუთრებით სწრაფად? და როგორი იქნება ისინი ხუთი წლის შემდეგ?

იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეკითხვები დაებადათ, ყველაზე კარგი გამოსავალი მათთვის თანამშრომლებთან ერთად თათბირზე ამ კითხვების განხილვაა.

 

წყარო:  Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

ჟესტები და მათი ახსნა

გვერდზე დახრილი თავი – გამოთქმულის მიმართ ინტერესის გამოხატვა. თუ თქვენი საუბრისას მსმენელი თავს გვერდზე ხრის, ნიკაპით ხელს ეყრდნობა და მთლიანი სხეულით ოდნავ წინ გადმოიწევს, ესე იგი, თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია მისთვის საინტერესოა. ანალოგიურად, თუ გსურთ, ადამიანი დადებითად განაწყოთ თქვენ მიმართ, ინტერესის გამომხატველი ჟესტი გამოიყენეთ.

დაბლა დახრილი თავი – უარყოფითი დამოკიდებულების, არმოწონების გამომხატველია. თუ თქვენი აუდიტორია დაბლა დაშვებული თავებით ზის, სასწრაფოდ უნდა მოიფიქროთ რაიმე, რომ დამსწრეთა დაინტერესების ხარისხი გაზარდოთ.

ხელების თავის უკან ამოდება – ეს ჟესტი ახასიათებს თავდაჯერებულ, უპირატესობის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს, ან ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის ამ ქვეყანაზე. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ბევრი საშინლად ღიზიანდება ამ პოზის დანახვისას. თუ, ამავდროულად, ადამიანი ფეხს ფეხზე დებს მაშინ ის, ყველაფერთან ერთად, კამათისა და დისკუსიის მოყვარულია, ასეთ ადამიანს, მასთან ურთიერთობის გათანაბრების მიზნით, შეეცადეთ, პოზა შეაცვლევინოთ. მაგალითად, თუ რაიმე პრობლემაზე საუბრობთ, გახსნილი ხელისგულების გამოყენებით სთხოვეთ, კომენტარი გააკეთოს და მისი ნათქვამის მიმართ ინტერესი გამოხატეთ. შეგიძლიათ, ასევე, მისი პოზის ზუსტი გამეორება სცადოთ ( როგორც წესი პოზის სარკისებრი ასახვა ადამიანთან დათანხმებას ნიშნავს ).

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

როგორ მივაღწიოთ ეფექტურ ინტერვიუს?

,,დოქტრინა” გთავაზობთ ეფექტური ინტერვიუს სახელმძღვანელო პრინციპებს:

 

          სიტყვასიტყვით არ წაიკითხოთ შეკითხვები!

  • ინტერვიუს მიზანია, რაც შეიძლება მეტი ქმედითი ქცევის ნიმუშის შეგროვება თითოეული მოთხოვნის კრიტერიუმისათვის. არ არის საჭირო შეკითხვების სიტყვასიტყვით წაკითხვა, უმჯობესია, აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა. ამით საუბრისათვის ბუნებრივი გარემოც შეიქმნება.

          ჩაინიშნეთ კანდიდატის პასუხები!

  •     ინტერვიუს საუკეთესო სტრუქტურა ვერაფერში დაგეხმარებათ, თუ ინტერვიუს შემდეგ გადაწყვეტილების მიღებამდე დაკარგავთ მოპოვებულ ინფორმაციას. არ ენდოთ თქვენს მეხსიერებას. ინტერვიუს მიზანია არა საუკეთესო შეკითხვების დასმა, არამედ საჭირო ინფორმაციის მიღება და წერილობითი გადმოცემაა. არსებობს მოსაზრება, რომ ჩაწერის დროს საუბრის ფსიქოლოგიური გარემო ზიანდება, რადგანაც წერის დროს წყდება მხედველობითი კონტაქტი კანდიდატთან. ჩაწერის ნეგატიური მხარეების თავიდან აცილება შესაძლებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით.

           ჩაინიშნეთ საკვანძო ინფორმაცია!

  •    საქმე ეხება სრულყოფილ ჩანიშვნას – რა სიტუაციაში მოხდება მოვლენა? კონკრეტულად რა ქცევა განახორციელა კანდიდატმა? რა შედეგს მიაღწია? ასე რომ, ყურადღების კონცენტრირება საკვანძო ინფორმაიაზე უნდა მოხდეს!

           არ დაწეროთ რომანი, საკვანძო სიტყვებიც საკმარისია!

  • ყველაფრის ზედმიწევნით ჩაწერა არ არის საჭირო, ჩანიშვნა უნდა მოხდეს ისე, რომ შემდეგ ჩანაწერებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააგხსენოთ.

რა თქმა უნდა, ინტერვიუს ჩატარება თვითმიზანი არ არის. ის დაგეხმარებათ დასაბუთებული და სანდო გადაწყვეტილების მიღებაში კანდიდატის სამსახურში აყვანასთან მიმართებით.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
ბიზნესიფსიქოლოგია

5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ჭკვიან ადამიანებზე უნდა ვიცოდეთ  

 

ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ ის განსაკუთრებული თავისებურებები, რაც ჭკვიანი ხალხის უმრავლესობას ახასიათებს და რაც მათ მართვას აძნელებს:

 

1.მათ საკუთარი თავის ფასი იციან – ჭკვიანი ხალხის შრომითი უნარები შუასაუკუნეობრივ გილდიათა ცოდნასავით მხოლოდ რჩეულთათვის არის განდობილი და არაფრით ჰგავს ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქისთვის დამახასიათებელ სტანდარტიზებულ, სქემატურ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ვერ გადასცემთ ცოდნას ამ ხალხის გარეშე.

 

2. ისინი საღად აზროვნებენ – ჭკვიანი ადამიანები ეძებენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც კარგად დააფინანსებენ მათ ინტერესებს. თუ ორგანიზაციის ფონდები ამოიწურა, ისინი არჩევანს აკეთებენ: ან ხვალ, უხვრესურსიან ადგილს პოულობენ, ან არსებულ ბაზას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად იყენებენ.

 

3.ისინი მოითხოვენ ყველგან შეღწევის თავისუფლებას – თუ მათ ადმინისტრაციასთან მისასვლელ მოკლე გზას მოუჭრით, შეიძლება მიიჩნიონ, რომ ორგანიზაცია მათ საქმეს არასერიოზულად ეკიდება.

 

4.მათ ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი – ჩვენს მობილურ სამყაროში ჭკვიან ხალხს ვერ შეინარჩუნებთ, თუ არ დაასაქმებთ მათ ინტელექტუალურად და არ ჩააბამთ ორგანიზაციის საქმიანობაში.

 

5.მათ მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან – ჭკვიანი ხალხი, ჩვეულებრივ, საერთო საინფორმაციო ქსელშია ჩართული. ხშირად ისინი ძალზედ მნიშვნელოვან ცოდნას უზიარებენ ერთმანეთს, რაც, ერთი მხრივ, ორგანიზაციისთვის უფრო ღირებულს ხდის ამ ხალხს, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის ინფორმაციის გაჟონვის რისკფაქტორს.

 

წყარო: Harvard Business Review

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

10 ყველაზე ,,მოთხოვნადი” რამ, რასაც ,,ამაზონიდან” იწერენ

,,Amazon-ი” არის ყველასთვის მოსახერხებელი ონლაინმაღაზია, რომელიც ასრულებს მომხმარებლის მოთხოვნებს, რაც შეიძლება მოკლე დროში. ადამიანებს ეძლევათ საშუალება, ინტერნეტით შეუკვეთონ სასურველი პროდუქტი და მხოლოდ 2 დღეში ის უკვე მათ სახლში იქნება.

,,Business insider-ის”  თანამშრომლებს ერთ–ერთმა ,,ამაზონის”  მომხმარებელმა სთხოვა, რომ შეეგროვებინათ ინფორმაცია, ვის რა აქვს ამ საიტიდან ნაყიდი, გამოკითხვამ საკმაოდ საინტერესო შედეგები აჩვენა.

10 ყველაზე მოთხოვნადი რამ, რაც ,,ამაზონიდან” გამოიწერეს:

  1. მარცვლეულის შეკვრა (რძეში ხსნადი ტკბილი სუხარები);
  2. ტანსაცმლის საკიდი;
  3. Lego –ს სათამაშოები;
  4. გრილი (grill);
  5. ფოლადის პიცა;
  6. სხვადასხვა გამოსახულების კათხები;
  7. ტკბილეულის შეკვრა.;
  8. 3D თამაშები;
  9. ელექტრო კბილის ჯაგრისი;
  10. პროტეინები.

 

წყარო: businessinsider.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესიგანათლება

“Udemy” – საჭირო ონლაინკურსები მისაღებ ფასად

 

2017 წელი სულ ახლახან დაიწყო, უკეთეს დროს ვერც მოძებნის ადამიანი გეგმების დასახვისთვის. მაშინაც კი, თუ ვთქვათ, უკვე განიცადეთ  კრახი, წარუმატებლობა – უამრავი დროა, ახალი საქმის დასაწყებად.

ყველაფრის გათვალისწინებით, “Udemy”  17,000 ზე მეტ ონლაინკლასს სთავაზობს მომხმარებელს, სადაც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საქმის დაუფლება და ეს ყველაფერი 10 $ ჯდება.

წარმოგიდგენთ ონლაინკურსების ჩამონათვალს:

  1. მოგეხმარებათ, რომ ვებსაიტი გააკეთოთ დამოუკიდებლად;
  2. შეგასწავლით ექსელის პროგრამას;
  3. გაივლით მასტერკლასს ფოტოების გადაღების სფეროში;
  4. შეისწავლით სოციალური მედიამარკეტის თავისებურებებს;
  5. შეძლებთ გააკეთოთ ვებსაიტის დიზაინი  და ფოტოშოპი.

 

წყარო:  http://businessinsider.com/

 მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ფრენჩაიზინგი – კომპანიის წარმატების გარანტი

 თუ გაქვს ბიზნესი და ის წარმატებულია, აუცილებელია, იფიქრო ისეთ საკითხზე, როგორიც ფრენჩაიზინგია. თუ მზად ხარ სიახლეებისთვის და გაქვს კარგი სამოქმედო გეგმა,  შეგიძლია, არც კი ინერვიულო, რადგან ფრენჩაიზინგი აუცილებლად დიდ წარმატებას მოუტანს შენს კომპანიას, უკვე წარმატებული ბიზნესის დუბლიკატისგან დამატებითი შემოსავალი ნამდვილად მომგებიანი იქნება.

ბევრი საკითხი არის, რაზეც უნდა იმსჯელო და ყველაფერი აწონ-დაწონო, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი შენი კეთილდღეობისთვის გაკეთდება. გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ფრენჩაიზინგი ბოლო წლების განმავლობაში ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვათაშორის არანაკლები მოგება მოაქვთ დუბლიკატებს კომპანიისთვის.

ესეც 5 ცნობილი კომპანია, რომელმაც  ფრენჩაიზინგი განახორციელა:

  1. Mcdonald’s
  2. Subway
  3. Wendy’s
  4. Starbucks
  5. .Dunkin’ Donuts

განმარტებისათვის, ფრენჩაიზინგი არის პროცესი,  როდესაც რომელიმე დიდი კომპანიისგან  მისი პროდუქტის წარმოების უფლებას შედარებით სუსტი კომპანია იღებს.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიზნესი

ონლაინმიმოხილვები – 5 რამ, რაც მომხმარებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაგეხმარებათ:

 საიტის  ნეგატიური მიმოხილვები  არ ნიშნავს იმას, რომ მას ცუდად აფასებენ, პირიქით, შეიძლება მსგავსი მიმოხილვა უფრო შედეგიანიც კი აღმოჩნდეს შენთვის.

კარგია, როდესაც მომხმარებლები რეაგირებენ ონლაინსაიტებზე, რადგან შენთვის და შენი თანამშრომლებისთვის უფრო ადვილია, გააანალიზო კონკრეტული პრობლემა და იპოვო მისი გადაჭრის, რაც შეიძლება მარტივი და ეფექტური, გზა.

კომპანიისთვის ძალიან მომგებიანია, როდესაც ყველა მომხმარებელი შედის ონლაინსაიტზე და იქ შესაბამის გამოკითხვებს სცემს პასუხს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამ გამოკითხვების მიხედვით ხვდებიან თუ რა არის გამოსასწორებელი.

5 რამ, რაც მომხმარებლების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაგეხმარებათ:

  1. გამოიყენეთ ონლაინრეპუტაცია და პროგრამული უზრუნველყოფა;
  2. გააცანით მომხმარებლებს, თუ როგორ და სად გააკეთონ მიმოხილვა;
  3. აუცილებელია ყველა მომხმარებელთან კონტაქტი;
  4. სთხოვეთ მათ პატიოსნად გაიარონ გამოკითხვები;
  5. სთხოვოთ მათ გულწრფელი კომენტარების დაწერა.

 

წყარო:  business insider

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 53 54 55 56 57 59
Page 55 of 59