close

ბიზნესი

ბიზნესიეს საინტერესოაფრაზები

“ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულია, როგორც მათი შოვნა“ – ბილ გეიტსის რჩევები

“მაიკროსოფტის” დამაარსებლისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედის, ბილ გეიტსის ქონება 79 მლრდ დოლარია.

32 წლის ასაკში, 1987 წელს, ბილ გეითსი მილიარდერი გახდა.

მან უნივერსიტეტში სწავლისას პროფესორებს განუცხადა, რომ მილიონერი 30 წლამდე გახდებოდა. 32 წლის ასაკში ის უკვე მილიარდერი იყო.

გეიტსი 1955 წელს დაიბადა სიეტლში, კორპორაციული ადვოკატისა და ერთ-ერთი დიდი ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრის ოჯახში. სიეტლის პრესტიჟულ სკოლაში სწავლობდა და იქვე აითვისა კომპიუტერული პროგრამირების უნარ-ჩვევები. ცამეტი წლისამ დაწერა თავისი პირველი პროგრამა – თამაში “ბეისიკის” პროგრამირების ენაზე. შემდეგ იყო ჰარვარდის უნივერსიტეტი (რომელიც ორ წელიწადში მიატოვა), რასაც მოჰყვა კომპანიონებთან ერთად შექმნილი უძლიერესი კორპორაცია, რომელმაც ბილ გეიტსი მილიარდერად და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად აქცია მსოფლიოში.

  • ნებისმიერ დროს წადით და საკუთარი საქმე წამოიწყეთ – ჰარვარდში დაბრუნება კი არასდროსარის გვიან.
  • წარმატება ცუდი მასწავლებელიაის აიძულებს ჭკვიან ადამიანებსიფიქრონრომ არასდროსწააგებენ.
  • მეშინია მარცხის. ყოველდღე, როცა ოფისში მივდივარ, საკუთარ თავს ვეკითხები: “ჯერ კიდევ კარგად ვმუშაობთ? ხომ არ გაგვასწრო ვინმემ? ნამდვილად კარგად მიიღეს ესა თუ ის პროდუქტი? რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ?”
  • მსოფლიოსთვის სულერთია შენი განცდები და პატივმოყვარეობამსოფლიო შენგან ელოდებარაიმე მიღწევასსანამ პატივს მიაგებს შენი ღირსების გრძნობას.
  • მე მაქვს თეთრი დაფა და ფერადი ფლომასტერების ნაკრებირომლებიც შესანიშნავად მეხმარებიანკოლეგებთან თათბირის დროს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს.
  • ბიზნესს ვუდგები როგორც გამოწვევასპრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას.
  • არ მომწონსროცა ახალგაზრდები ამბობენარ გვინდა კოლეჯში სიარულიორადგან თურმე მე არდამიმთავრებია უმაღლესი სასწავლებელიჯერ ერთიმე საკმაოდ კარგი განათლება მივიღეთუმცახარისხის მიღებას არ დაველოდემეორე – მსოფლიო სულ უფრო რთულიწლიდან წლამდე მეტადსპეციალიზებული და კონკურენტული ხდებაუმაღლესი განათლება დღეს ისევე მნიშვნელოვანიაროგორც წინათ – სასკოლო.
  • ორჯერ არ მიიღოთ ერთი და იგივე გადაწყვეტილებაჯობსმეტი დრო და ძალა დახარჯოთპირველივე ჯერზემტკიცე გადაწყვეტილების მისაღებად.
  • ბიზნესი კარგი თამაშიაბევრი მეტოქეობა და ცოტა წესიანგარიში ფულით ითვლება.
  • ვფიქრობბიზნესის მართვა იოლიამოგებადანაკარგიგაყიდვებს აკლებთ დანახარჯებს და იღებთდიდ დადებით რიცხვსსუფთა მათემატიკაა.
  • კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისებაანებისმიერ ცუდ ინფორმაციას მკერდით შეეგებოსთავად ეძებოს მათთან შეხვედრაიმის ნაცვლადთავი ქვიშაში ჩარგოს.
  • დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში მთავარი ბუნებრივი რესურსებია ადამიანის გონებაგამოცდილება და ლიდერობა.
  • ფულის ჭკვიანურად დახარჯვა ისევე რთულიაროგორც მათი შოვნა.
  • ყოველთვის გადაჭარბებულად ვაფასებთ ცვლილებებსრომლებიც უახლოეს ორ წელიწადშიმოხდება და სათანადოდ ვერ ვაფასებთ შემდეგი ათი წლის ცვლილებებსეს იმას ნიშნავსრომმოდუნება არაფრით არ შეიძლება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

Salesforce თანამშრომლებს სამუშაო განრიგის თავისუფალ არჩევანს სთავაზობს!

ღრუბლოვანი კომპიუტერული კომპანია Salesforce სილიკონის ველის სხვა ტექნიკურ გიგანტებს უერთდება (Facebook და Microsoft), რომლებსაც თანამშრომლების მუშაობის განგრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ. კომპანია აცხადებს – “9-დან 5-მდე სამუშაო დღე მოკვდა”. როგორც ჩანს, Salesforce თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავად შეადგინონ ყოველდღიური განრიგი.

“ახალი წლის დასაწყისთან ერთად, უნდა განვაგრძოთ წინსვლა, სისწრაფე, კრეატიულობა და სუფთა გონებით აზროვნება – ეს გულისხმობს იმას, თუ როგორ დავხვეწთ ჩვენს კულტურას. შთამბეჭდავი სამუშაო სივრცე აღარ შემოიფარგლება ჩვენი ოფისების სამუშაო მაგიდით. 9-დან 5-მდე სამუშაო დღე მოკვდა, თანამშრომლების გამოცდილება უფრო მეტია, ვიდრე პინგ-პონგის მაგიდები და ხემსი” – წერს ბრენტ ჰაიდერი, Salesforce-ის ხალხის მთავარი ხელმძღვანელი.

კომპანია თანამშრომლებს სამუშაო გრაფიკის სამ კატეგორიას სთავაზობს – მოქნილი, სრულად დისტანციური და ფიზიკური, ოფისის სივრცეში მუშაობა. კომპანია ვარაუდობს, რომ ადამიანთა უმეტესობა მოქნილ განრიგს აირჩევს, რაც კვირაში ერთიდან სამ დღემდე ოფისში მუშაობას გულისხმობს. ასევე, ის განკუთვნილია გუნდური მუშაობის, შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის. “ჩვენი თანამშრომლები ამ სტრატეგიის არქიტექტორები არიან და მოქნილობა მნიშვნელოვანი იქნება წინსვლისთვის” – ამბობს ბრენტ ჰაიდერი.

აღარ აქვს აზრი იმის მოლოდინს, რომ თანამშრომლები რვასაათიან ცვლაში იმუშავებენ და წარმატებით შეასრულებენ სამუშაოს.

რა თქმა უნდა, კომპანიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა პოზიციაც მათი ოთხიდან ხუთ დღემდე ოფისში ყოფნას მოითხოვს, თუმცა ჰაიდერის თქმით ეს Salesforce-ის თანამშრომლების ძალიან მცირე ნაწილს ეხება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ბიტკოინმა ბაზრის კაპიტალიზაციით, Facebook-სა და Tesla-ს გადააჭარბა

ბიტკოინის კაპატილაზია $900 მილიარდს მიუახლოვდა და Facebook-სა და “ტესლას” გადაუსწრო. შედეგად კი, მსოფლიოში ყველაზე ღირებულ აქტივად იქცა. კრიპტოვალუტის ფასმა დღეს, სამშაბათ დილას, ყველა დროის ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია და მისი არსებობის ისტორიაში პირველად გადააჭარბა $47 000-ს.

გარდა ბიტკოინისა, ღირებულების თვალსაზრისით, სხვა კრიპტოვალუტებმაც განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება,  მათ შორისაა Dogecoin, Ethereum და Litecoin. ყველა კრიპტოვალუტის კომბინირებული საბაზრო კაპიტალი ახლა 1.4 ტრილიონი დოლარია.

აღსანიშნია, რომ ბიტკოინის ფასი სწორედ “ტესლას” განცხადების შემდეგ გაიზარდა, რომლის თანახმადაც კომპანიამ $1.5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და მის ავტომობილების შეძენა ბიტკოინის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი. როგორც ჩანს, სულ რაღაც ერთ ღამეში 44 000 დოლარამდე გაიზარდა, რაც ბაზრის არასტაბილურობას უსვამს ხაზს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

Apple-ის პირველი ლოგო

დღეს საკმაოდ ბევრი კომპანიის ლოგოს დასახელება შეგვიძლია, რომელიც თითქმის ყველასთვის ცნობილია, მათ შორის არის Apple-ის ლოგოც. თუმცა ხსენებული კომპანიის ლოგო თავდაპირველად ისეთი სახის არ ყოფილა, როგორიც დღეს ყველამ ვიცით.

კომპანია Apple სტივ ჯობსისა და სტივ ვოზნიაკის მიერ შეიქმნა და ჩამოყალიბდა 1976 წელს. როგორც აღმოჩნდა, Apple-ის ლოგომ  1976 წლიდან დღემდე რამდენიმე ცვლილება განიცა. პირველი ლოგოს დიზაინი ეკუთვნის რონალდ ვეინს, რომელზეც გამოსახული იყო გამოჩენილი ინგლისელი მეცნიერი ისააკ ნიუტონი, რომელიც ხის ქვეშ ზის და რომელსაც ეს-ესაა ვაშლი დაეცემა თავზე.

პირველი ლოგოს ავტორი, რონალდ ვეინი ალბათ ყველაზე წარმატებული ადამიანი იყო, ასევე თანადამფუძნებელი Apple-ის და ამავდროულად, ყველაზე წარუმატებელი ადამიანიც, რადგან მან სულ რაღაც 800 დოლარად გაყიდა Apple-ის აქციების 10%, ეს რომ არ გაეკეთებინა ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იქნებოდა დღეს.

მართალია, თავდაპირველი ლოგო ორიგინალური და საინტერესო იყო, თუმცა არა შესაფერისი მასობრივი გაყიდვებისთვის, შესაბამისად, აუცილებელი გახდა ლოგოს შემდგომი ცვლილება, რომლის დიზაინერიც რობ იანოვი გახდა და  Apple-ის კომპიუტერებზე სულ მალე გამოჩნდა მარტივი, ადვილად ცნობადი ლოგოტიპი, ფერადი ვაშლის გამოსახულება, თითქმის ისეთი, როგორსაც დღეს ვიცნობთ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონაბიზნესიისტორია

“თუ გინდა იყო ლამაზი ქალი, უნდა დალიო ლაღიძის წყალი”

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც 14 წლის მიტროფონე ლაღიძე მშობლებმა სამუშაოდ ქუთაისში გააგზავნეს. მიტროფონემ პეტრე ყოყოჩაშვილისა და პოლონელი ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო მუშაობა შეგირდად. ივანოვსკის აფთიაქის გარდა ლიმონათის წარმოება ჰქონდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მიტროფონე ლაღიძე ჩაუდგა  წარმოებას სათავეში.

ლაღიძემ დაიწყო  გამაგრილებელი სასმელების  მომზადება და  იყენებდა ნატუურალური ხილს და ბალახის ნედლეულებს. 1887 წელს მან შექმნა ნატურალური ხილის და პროდუქტებისგან დამზადებული უნიკალური წყლის რეცეპტი, რომელსაც ,,ლაღიძის წყლები“ ეწოდა.  1900 წელს გაიხსნა ქუთაისში გაიხსნა მცირე ზომის გამაგრილებელი ქარხანა.

წყლების გამორჩეული გემო იქმნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შერჩეული ხილით, მიტრფონე ამ ყველაფერს დიდ ყურადღებას ანიჭებდა და მკაცრად აკონტროლებდა.

ცოდნის გასაღრმავებლად ლაღიძე ევროპაში გაემგზავრა, რის შემდეგაც საფრანგეთიდან საქრთველოში შუშის ბოთლების შემოტანა დაიწყეს, ასევე საჭირო გახდა ეტიკეტის შექმნა. ,,ლაღიძს წყლის“ ეტიკეტს ამშვენებდა ჩიხტიკოპიანი ქალი, რომელიც მიტროფეს დედა გახლდათ და წარწერა ,,მოითხოვეთ ყველგან“.

1906 წელს ილიას და აკაკის შუამდგომლობით თბილისში, გოლოვინის (ახლანდელი შოთა რუსთაველის) პროსპექტზე გაიხსნა მაღაზია ,,ლაღიძის წყლები“, მალე ეს ადგილი ღირებული გახდა ყველა თაობის და ასაკის წარმომადგენლისთვის.

ისტორიის თანახმად, 1952 წელს ამერიკის შეერთებებული შატაების 33-ე პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა 1000 ბოთლი კოკა-კოლა გაუგზავნა სტალინს. სტალინმა მოსკოვში დაიბარა მიტროფონე ლაღიძე, რომ შეექმნა საუკეთესო უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი. ტრუმს გაუგზავნეს ლიმონის, მსხლის, შოკოლადის და ქლიავის სასმელები, რომლმაც ამერიკის პრეზიდენტი აღაფრთოვანა. ცოტა ხანში თეთრი სახლიდან წერილი მოვიდა, ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ.იმავე წელს  სტალინის ბრძანებით, ლაღიძე ქვეყნის კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაინიშნა.

1960 წელს,  90 წლის ასაკში გარდაიცვალა მიტროფენე ლაღიძე.  მას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.

მასალა მოამზადა : ლალი კიკვაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიპოლიტიკა

ირანელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯის გამო 4-მა ქვეყანამ თეირანში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადა

12 დეკემბერს, ირანში სიკვდილით დასაჯეს ჟურნალისტი, სახელად რუჰოლა ზამა. მას ბრალად ედებოდა ანტისამთავრობო ვებსაიტის, Amad News- ს მართვა, Telegram-ზე ირანის მთავრობის ოფიციალურ პირთა წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელება, ჯაშუშობა და ირანის მთავრობის გადატრიალების მცდელობა. ის ასევე მიიჩნეოდა 2017 წლის აქციების ორგანიზატორად.

Telegram-მა წაშალა ყველა საშიში შინაარსის პოსტი, რაც ეხებოდა ირანის აქციებს და ეწინააღმდეგებოდა კომპანიის წესებს, თუმცა მოგვიანებით სხვა სახელით ისევ დაიწერა.

რუჰოლა ზამს პოლიტიკური თავშესაფარი მიენიჭა საფრანგეთში, მას შემდეგ, რაც 2017 წლის საპროტესტო აქციების ინტერნეტსივრცეში გაშუქება დაუდასტურდა. თუმცა, მისი დაკავება ერაყში, 2019 წლის ოქტომბერში მოახერხეს და ივნისში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

ირანელი ოპოზიციონერის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრია. ამ ქვეყნებმა ბოიკოტი გამოუცხადეს თეირანში ჩანიშნულ ბიზნეს ფორუმს, რომელიც ორშაბათს, 14 დეკემბერს უნდა გამართულიყო. მოგვიანებით კი ფორუმის ორგანიზატორებმა განაცხადეს მისი გადადების შესახებ.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ჟურნალისტის მკვლელობას. საფრანგეთი კი ამ ფაქტს ბარბაროსულს და მიუღებელს უწოდებს.

წყარო: BBC NEWS

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკასაქართველოტექნოლოგიები

საქართველოში საერთაშორისო IT კომპანიები შემოდიან

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15%-ისა და 20%-ის ნაცვლად 5%-ით დაბეგვრას. ასევე მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა. ინფორმაციას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიები.

EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა.

Exadel-ი მეორე IT კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს. 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია დღეს 1 000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი).

,,საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური.

ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებთან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 3 000 IT სპეციალისტი გადამზადდება. საერთაშორისო მასშტაბის ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოფიციალურ სერთიფიკატს შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას“, – აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეს საინტერესოა

თურქეთიდან ჩინეთისკენ პირველი საექსპორტო მატარებელი დაიძრა, რომელიც საქართველოსაც გაივლის

პირველი სატვირთო საექსპორტო მატარებელი, რომელიც თურქეთიდან საქართველოს გავლით ჩინეთში უნდა ჩავიდეს, უკვე დაიძრა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

მატარებელმა სტამბოლის ევროპული ნაწილიდან აიღო გეზი, ის მარმარაის გვირაბის შემდეგ ქოჯაელის პროვინციას, დედაქალაქ ანკარას, აღმოსავლეთ ყარსის პროვინციას გაივლის და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ახალქალაქის სადგურზე გაჩერდება. შემდეგ კი აზერბაიჯანისკენ გაემართება და ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და ყაზახეთის გავლით ჩინეთის სიანის პროვინციაში ჩავა.

ის ჯამში 8 693 კილომეტრს დაფარავს, და გადაკვეთს ორ კონტინენტს, ორ ზღვას და ხუთ ქვეყანას, რათა ტვირთი ჩინეთში ჩაიტანოს. რეისს 12 დღე დასჭირდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესისაქართველო

ვირის რძისგან დამზადებული ქართული კოსმეტიკა „ვირუკელა“ აშშ-ში იყიდება

2019 წელს თემურ ლომიძემ და მისმა ამერიკელმა პარტნიორმა „ვირუკელას“ ბრენდის ქვეშ აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების ვირის რძით დამზადებული კოსმეტიკური პროდუქცია ექსპორტზე გაიტანეს.

თემურ ლომიძე უკვე 4 წელია რაც ვირების ფერმას „სახედარს“ მართავს და მათგან მიღებულ რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 1 ლიტრი ვირის რძის ღირებულება საქართველოში 60 ლარია. თემურ ლომიძემ ფერმის ამოქმედებიდან მალევე ვირის რძისგან კომეტიკური საშუალებების წარმოება დაიწყო და პირველი ექსპორტი აშშ-ში 2019 წლის დასაწყისში განახორციელა.

როგორც ლომიძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საპნის, სახის საცხისა და ტუჩსაცხის ექსპორტირებისთვის ამერიკაში მცხოვრებმა პარტნიორმა კომპანია „ვირუკელა“ დაარეგისტრირა და ქართული ნაწარმის რეალიზაციაც ამ სახელის ქვეშ დაიწყო.

„პირველად აშშ-ში 200 ცალი საპონი გავიტანეთ და ადგილობრივების მხრიდან ინტერესის ზრდის შემდეგ სახის საცხები და ტუჩსაცხებიც დავამატეთ. გასულ წელს ჯამში აშშ-ში 10 000 დოლარის ღირებულების პროდუქტის რეალიზაცია მოხდა, რაც დასწყისისთვის კარგი მაჩვენებელია.

ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია ძალიან მცირედ იყიდება და ძირითადად ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. საქართველოში ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საპონი, რომელშიც ვირის რძის შემცველობა 30%-ია, 20 ლარი, ხოლო აშშ-ში 30 დოლარი ღირს“, – ამბობს თემურ ლომიძე.

მისი თქმით, დღეისთვის ვირის რძისგან კოსმეტიკური ხაზის პროდუქტები ხელით იწარმოება და დღეში 100 ცალი საპნის წარმოება შეუძლიათ, თუმცა მოთხოვნის ზრდის შემთხვევაში წარმადობის გაზრდა 300 ცალამდეც შეიძლება.

თემურ ლომიძე ამბობს, რომ ინტერესი მათი პროდუქტის მიმართ საფრანგეთიდან და შვეიცარიიდანაც იყო, თუმცა პანდემიამ ეს საექსპორტო მიმართულებები და წარმოების გეგმები მნიშვნელოვნად შეაფერხა.

წყარო : bm.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

ვაქცინის მიერ გამოწვეული ოპტიმიზმის შედეგად, აშშ-ში ბირჟები რეკორდულად გაიზარდა

9 ნოემბრის ვაჭრობა აშშ-ში საფონდო ინდექსების მკვეთრი ზრდით გაიხსნა. S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, ვაჭრობის გახსნის შემდგომ 2.95%-ით გაიზარდა. ასეთივე ზრდა აქვს Dow Jones-ის ინდექსს, რომელიც დღეს 1,434 პუნქტით გაიზარდა.

ბირჟებზე ზრდა ფამაცევტული კომპანია Pfizer-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ვაქცინა ტესტირების პროცესის დროს ექვს ქვეყანაში, 43,500 ადამიანზე გამოიცადა. კომპანიების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში ჯანმრთელობაზე ვაქცინის უარყოფითი ზემოქმედების შედეგები არ გამოვლენილა.

Pfizer-ის მიერ გაცხადებული 90%-იანი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად აჭარბებს აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, FDA-ის მიერ დაწესებულ მინიმალურ 50%-იან ეფექტურობის მოთხოვნას, რომელსაც COVID-19-ის ვაქცინა ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.

ბირჟებზე ოპტიმიზმის ზრდას აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევამაც შეუწყო ხელი. მან ცვლილება ევროპისა და აზიის ბაზრებზეც მოახდინა. ევროპული ბაზრის საერთო ინდექსი STOXX 600-ი 4%-ით გაიზარდა და თებერვალში არსებულ ნიშნულებს დაუბრუნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 59
Page 8 of 59