close

ბიზნესი

ბიზნესი

მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. ამის შესახებ ამერიკული Forbes-ი წერს.

Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა – „ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო „მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება,“ – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს.

ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში.

Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ „იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს).

Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს „უანგარო მუშაობისათვის”.

ლომთაძემ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ Kaspi-ს თანამშრომლებმა „დღე და ღამე გაასწორეს“ მომხმარებელთა ანგარიშების გასახსნელად და „საჭირბოროტო სოციალური გადასახადების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო თანხა კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ღარიბი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ ღარიბი აზროვნება გვაქვს – ციკოლია

“ღარიბი ქვეყანა იმიტომ ვართ, რომ ღარიბი აზროვნება გვაქვს. ჩვენთან მატერიალური ღირებულებები გაცილებით  მაღლა დგას, ვიდრე სხვა ღირებულები” – ამის შესახებ სამეწარმეო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ რუბრიკაში #BMG DRIVE განაცხადა. ციკოლიას განმარტებითვე, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

“ხალხი დოვლათსაც და სიღარიბესაც აზროვნებით ქმნის. საბოლოო ჯამში, ნიჭიერი ერი ვართ და ვფიქრობ, რომ ამისი წინა პლანზე წამოწევა უნდა მოხდეს. ქვეყანა და საზოგადოება არასწორი მიმართულებით ვითარდება და ამაში ინსტიტუტები სერიოზულ მონაწილეობას იღებენ, ისინი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან. მაგალითად ეს ინსტიტუტებია: მედია, ეკლესია, განათლების სამინისტრო, რადგან ორიენტირებულები მატერიალურ მხარეზე არიან და მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ.” – აღნიშნა სამეწარმეო დიზაინერმა.

ზვიად ციკოლიამ ქართულ მედიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მისი სხვა მიმართულებით განვითარებისთვის ცვლილებებია საჭირო.

“ჩვენი მედია რა დონის გადაცემებს უშვებს ხედავთ. არსად არ არის შემეცნებითი ნაწილი, რადგან ეს რეიტინგული არ არის. თუმცა, ეს საკითხი ერთხელ უნდა გადაწყდეს ამისთვის საუბარი უნდა დავიწყოთ.” – განაცხადა ციკოლიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიენერგეტიკასაქართველო

Outrider Management: საქართველოში 700 მილიონ ბარელამდე ნავთობია

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.

განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Outrider Management-ი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი, კომპანია Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო. Outrider-ის ინფორმაციით, Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პრობლემური აღმოჩნდა და კომპანიას მათ წინაშე $35 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც ის სასამართლო დავაში იყო ჩართული.

„Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Outrider Management-ის მმართველის, სტივენ ჰოუპის თქმით, Outrider-ი პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელსაც ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტირების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოუპი აცხადებს, რომ მათთვის ლიცენზიის მინიჭებით, საქართველოს მისი კუთვნილი ბუნებრივი რესურსების უფრო სრულფასოვნად ათვისება შეეძლება.

„Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ – ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

„საქართველომ წელს ლურჯი მოცვის ექსპორტის ახალი რეკორდი მოხსნა“ – East Fruit

რუსული ანალიტიკური პლატფორმა East Fruit.ge, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების შესახებ ინფორმაციას აანალიზებს, საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის საექსპორტო შესაძლებლობებზე ვრცელ მასალას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ „საქართველოს შესაძლოა, უახლოეს წლებში ლურჯი მოცვის უმსხვილესი 25 ექსპორტიორი ქვეყნის სიაში შევიდეს, თუ ის კენკროვანის წარმოებას დღეს არსებული ტემპებით გააგრძელებს“.

EastFruit-ის ანალიტიკოსების წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის შედეგებით საქართველოს 630 ტონა ლურჯი მოცვის ექსპორტირება შეუძლია, რაც ექსპორტის ახალი რეკორდული მაჩვენებელი იქნება. მათივე მონაცემებით, 2019 წლის რეკორდი 185 ტონას შეადგენდა. „ამიტომ, თუ მონაცემების სწორად იქნება შეფასებული, ლურჯი მოცვის ექსპორტი ერთი სეზონის განმავლობაში 3.4-ჯერ გაიზრდება“, – წერენ EastFruit-ის ანალიტიკოსები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიზნესიეკონომიკა

“თიბისი ფეი” 1 ლარიან საკომისიო გადასახადს აუქმებს

მთელი საქართველოს მასშტაბით, “თიბისი ფეი” სწრაფი გადახდის აპარატებიდან თიბისის ნებისმიერ ანგარიშზე (ფიზიკური პირები) თანხის შეტანის საკომისიო გადასახადს სრულად აუქმებს.

სიახლე თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ასევე, გარე ლოკაციაზე განთავსებულ თიბისის სწრაფი გადახდის ტერმინალებს შეეხება. ამ დრომდე, მომხმარებელს 1 ლარიანი საკომისიო გადასახადი ფილიალის გარეთ განთავსებული აპარატებით სარგებლობის დროს, თიბისის ანგარიშზე თანხის შეტანისას ერიცხებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

საინტერესო ლექსიკონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროსთვის

რამოდენიმე თანამედროვე ტერმინი, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით ბიზნესსა და ტექნოლოგიებში.

  1. კალიბრირება – ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი არავერბალური სიგნალის ამოცნობა და შეფასება.
  2. მიერთება – ურთიერთობის პროცესში პარტნიორის არავერბალური სიგნალების გამეორება მისი ნდომისა და კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით.
  3. სარკისებრი არეკვლა – პარტნიორების ქცევის ასახვა ან მის ქცევაზე უკუკავშირის მიცემა.
  4. რეპრეზენტაციული სისტემა – ადამიანის 5 გრძნობის ორგანო, რომელთა საშუალებითაც ხდება ინფორმაციის მიღება, შენახვა და ქცევის განხორციელებისას შესაბამისი მოგონების აქტივირება.
  5. რეპრეზენტაცია – იდეა, აზრი, სენსორული ან შეფასებითი ინფორმაციის წარმოდგენა

Harvard business review

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ყველაზე ცნობილი კომპანიები მსოფლიოში

როდესაც საქმე ტექნიკურ სექტორს ეხება ხალხი ხშირად ირჩევს ორი ყველაზე დიდი კომპანიის პროდუქციას, ისინი გამოარჩევენ Apple –  სა და Facebook– ს.

გასაკვირი არც არის, რომ ეს ორი კომპანიაა ისეთი, რომლებიც ახდენენ დიდ გავლენას ტექნიკური სფეროს მოგების ზრდაზე.

Apple არის უდიდესი კომპანია, Facebook-თან ერთად , მათი საშუალო შემოსავალი იმდენად დიდია, რომ ისინი ლიდერობენ წარმატებულ კომპანიათა სიას შემოსავლების მიხედვით.

Apple არის ისეთი კომპანია, რომელიც უზრუნვეყლობს მომხმარებელს გამართული და სხვებისგან განსხვავებული პროდუქციით, რაც საკმაოდ მომხიბლავია, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ ირჩევს მომხმარებლების უმრავლესობა მათ.

Facebook არის თავის სფეროში საუკეთესო, რადგან არც ერთ სხვა სოციალურ ქსელს არ ჰყავს იმდენი მომხმარებელი, როგორც მათ, Facebook– ს ბევრი დადებითი ფუნქციააქ, მომხმარებელი სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებს მას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

ინოვაციური შენობები ამერიკაში

უახლოეს მომავალში მანჰეტენზე კიდევ ერთი ცათამბჯენი აღიმართება, რომელიც თავისი აგებულებით მსოფლიოში უნიკალური იქნება. ბერძენმა არქიტექტორმა იოანის ოიკონომუმ უცნაური, ამობრუნებული U- ფორმის შენობის პროექტი შეიმუშავა, რომლის ორივე ტოტის ჯამური სიმაღლეც 1 200 მეტრზე მეტი იქნება.

პროექტის სახელია „ბიგ ბენდ“ და მასში განლაგდება ლიფტები, რომლებიც ვერტიკალურის გარდა, ჰორიზონტალური მიმართულებითაც იმოძრავებს. ამ ეტაპზე პროექტი ჯერ მხოლოდ იდეის სახით არსებობს და მას ინვესტორი არ ჰყავს. შესაბამისად, ნიუ იორკში მისი მშენებლობის საკითხიც გადაწყვეტილი არ არის.

დღესდღეობით ნიუ იორკში ყველაზე მაღალი შენობაა სავაჭრო ცენტრი „ვან ვორლდ“ (მისი მშენებლობა 2014 წელს დასრულდა), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების ადგილზე აშენდა. ცათამბჯენის სიმაღლე 541 მეტრია. ეს არის შეერთებულ შტატებში უმაღლესი ცათამბჯენი. მეორე ყველაზე მაღალი ცათამბჯენია „პარკ ავენიუ“ (2015 წელი), რომლის უმაღლესი წერტილიც 432 მეტრის სიმაღლეზეა. იმავდროულად, ეს არის მსოფლიოში უმაღლესი საცხოვრებელი შენობა.  „სენტრალ პარკ ტაუერის“ ,  საპროექტო სიმაღლეც 472 მეტრია.

Hbr.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

5 რამ, რაც უნდა იცოდეთ სანამ მარკეტი გაიხსნება

  1. ფედერალურმა ბანკმა სესხი გააკეთა უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway- ში, Coca-Cola- ში, Walmart- სა და McDonald’s- ში. Fed– მა იყიდა 428 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციები კომპანიის პირველი სესხის სახით. ამ პროცესში ასევე შეასრულა დავალიანება საყოფაცხოვრებო სახელებში, როგორიცაა
    Coca-Cola, AT&T და Berkshire Hathaway.
  2. აშშ-ს ქარიშხალი ნავთობის გიგანტი Chesapeake Energy- ს გაკოტრებისკენ მიდის, რადგან კოროვირუსული კრიზისი კიდევ ერთ ენერგეტიკულ მსხვერპლად აცხადებს. Chesapeake Energy– მ კვირას გაკოტრების საჩივარი შეიტანა, რაც მას ყველაზე დიდი მსხვერპლი აშშ ენერგეტიკულ გიგანტებს შორის გახლავთ, რადგან კოროვირუსული პანდემია ნავთობის ინდუსტრიაში მაღლა დგას
  3. გლობალური აქციები შერეულია, COVID-19 გარდაცვალება 500,000-ს აღწევს და ბაზრებზე შედის “ნერვული სიმშვიდე”. აზიაში აქციები მცირდება. ევროპაში აქციები გაიზარდა. აშშ – ში ფიუჩერსები შერეულია და მიუთითებს ღიაზე –0.2 – დან 0.4% –მდე.
  4. Wirecard– ის მარაგი მკვდარი კატის ბუჩქებში 185% –ით იზრდება, ჯოჯოხეთიდან გასული კვირის შემდეგ, მაგრამ ის კვლავ შემცირებულია 97% –ით 2020 წელს. დაზარალებული გერმანიის Fintech– ის აქციები ორშაბათს დაახლოებით 3,18 ევროს შეადგენდა, მაგრამ 140 – ზე მეტი იყო, ვიდრე აპრილის თვეში.
  5. ფეისბუქმა ტრამპის გარშემო თავისი სიძულვილის ენა და დეზინფორმაციის პოლიტიკა გააკეთა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ნათქვამია მოხსენებაში. ვაშინგტონ ფოსტის ფეთქებადი ახალი ანგარიშის თანახმად, Facebook– მა შეასუსტა სიძულვილით ლაპარაკი და დეზინფორმაციის პოლიტიკა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის გამო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნესი

დისტანციურად მუშაობის 7 საუკეთესო ლეპტოპი

მოგეხსენებათ მთელი მსოფლიო დისტანციურ მუშაობაზე თუ სწავლაზეა გადასული, რამაც საშუალება მისცა ტექნიკას კიდევ უფრო დიდი როლი დაენახებინა საზოგადოებისთვის, ყველაფრის კეთება გახდა მარტივი და შესაძლებელი სოციალური ქსელების საშუალეით, Inc.com-მა კი გამოაქვეყნა საუკეთესო ლეპტოპების სია, რომლებიც საზოგადოებას ძალიან ბევრი საქმის შესრულებაში მიეხმარა კარანტინის ჟამს,

იპოვნეთ ენერგიისა და ტრანსპორტირების სწორი კომბინაცია თქვენი სამუშაოსთვის სახლიდან გაუსვლელად.

  1. საუკეთესო მთიანობაში: MacBook Air
  2. საუკეთესოა მომხმარებლებისთვის: MacBook Pro
  3. საუკეთესოა Windows მომხმარებლისთვის: Dell XPS 13 დიუმიანი (ახალი)
  4. საუკეთესო 2 – დან 1 – ში: Microsoft Surface Book 3
  5. ორივე სამყაროდან საუკეთესო: 12.9 დიუმიანი iPad Pro ერთად Magic კლავიატურა
  6. საუკეთესოა ბატარეისთვის: Samsung Galaxy Book S
  7. საუკეთესო Chromebook: Google Pixelbook გადასვლა

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 59
Page 9 of 59