close

დედამიწა

დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოაკატეგორიის გარეშეკვლევებიმსოფლიო

2050 წლისთვის, შესაძლოა, დედამიწიდან შოკოლადი გაქრეს

2050 წლისთვის, არსებობს საფრთხე, რომ დედამიწაზე კაკაოს პლანტაციები ვეღარ გაიხარებს. მიზეზი ჰაერის გამოშრობა და გლობალური დათბობაა. შედეგად, ჩვენი პლანეტიდან შოკოლადი გაქრება.

პრობლემა ის არის, რომ კაკაო ტროპიკული ტყეში, ვიწრო ზოლებად მოდის, ანუ იმ ადგილებში, სადაც მაღალი ხეები და სხვადასხვა სახის ტროპიკული მცენარეები ხარობს. იქ ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და წვიმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთნაირია. გლობალური დათბობისა და დედამიწაზე ჰაერის გამოშრობის პირობებში კი, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა შეიცვლება. სწორედ ამიტომ ჩნდება ჩვენი პლანეტიდან შოკოლადის გადაშენების საშიშროება.

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოამსოფლიო

ბერმუდის სამკუთხედი – საიდუმლოებით მოცული ადგილი ატლანტის ოკეანეში

ბერმუდის სამკუთხედი, ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო ხომალდები საიდუმლოდ უჩინარდებიან. ტერიტორია შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა, დაწყებული უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან, დამთავრებული უცხოპლანეტელების გავლენამდე. თუმცა, ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარება არ ვლინდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ბევრი ახალი ინფორმაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.
1974 წელს, ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარები იყო აღწერილი, თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

წყარო: Sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

რა არის ბუნებრივი გადარჩევა და ვინ/რა გადარჩება?

ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რითაც დედამიწა ვითარდება, ბუნებრივი გადარჩევის პროცესია, რომლის დროსაც ამა თუ იმ სახეობის ზოგიერთი წარმომადგენელი უკეთ ეგუება გარემოპირობებს, ვიდრე სხვები. ადაპტაციის მაღალი უნარი საშუალებას აძლევს მას გადარჩეს და სხვებთან შედარებით უფრო წარმატებულად გამრავლდეს. ბუნებრივი გადარჩევის პროცესის აღმომჩენლად ჩარლზ დარვინი მიიჩნევა, თუმცა დარვინის კლასიკური წიგნის –  „სახეობათა წარმოშობის“ – გამოცემამდე გაცილებით ადრე, ბიოლოგების გარკვეული ჯგუფი უკვე აკვირდებოდა გარკვეულ სახეობათა შორის არსებულ სტრუქტურულ მსგავსებებს. მაგალითად, მათ უკვე იცოდნენ, რომ  ადამიანებს, შიმპანზეებსა და ორანგუტანებს, როგორც ფეხის, ასევე ხელის კიდურებზე ხუთი თითი აქვთ. ამგვარი აღმოჩენები და მტკიცებულებები ცხადს ხდიდა, რომ ორგანული სიცოცხლე არ არის სტატიკური.

1831 წელს ჩარლზ დარვინი 5-წლიან ექსპედიციაში გაემგზავრა გემით, სახელად – „ბიგლი“.  ამ მოგზაურობის ფარგლებში დარვინმა დაწვრილებით შეისწავლა სამხრეთი ამერიკის სანაპირო და საბოლოოდ ჩამოაყალიბა მოძღვრება ევოლუციის შესახებ, რომელშიც თავმოყრილი იყო ექსპედიციის პროცესში მიღებული შთაბეჭდილებები და დაკვირვებები.  დარვინმა აღმოაჩინა, რომ რაც უფრო მაღალი ადაპტაციის უნარი გააჩნია ორგანიზმს, მით უფრო იმატებს მისი გადარჩენის შანსი და, პირიქით.

ამგვარად, მის მიერ შექმნილი ბუნებრივი გადარჩევის თეორია ეფუძნება მოსაზრებას, რომ ორგანიზმი, რომელიც კარგად ეგუება იმ ბუნებრივ გარემოს, როემლშიც უწევს არსებობა, უფრო მეტ შთამომავლობას ტოვებს, ვიდრე ნაკლებად ადაპატური ორგანიზმი. ამასთანავე, ის ორგანიზმები, რომლებიც ახერხებენ გადარჩენას, დროთა განმავლობაში რიცხობრივადაც იმატებენ. ამგვარად, ევოლუციონისტური თვალსაზრისით, ინდივიდის წარმატებულობას მის მიერ დატოვილი შთამომავლობის რაოდენობა განაპირობებს.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ტენდენცია, რომლის გაგრძელების შემთხვევაშიც, არქტიკაზე ზაფხულობით შეიძლება ყინული აღარ იყოს

 დღეს მსოფლიო შეშფოთებულია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილებით. გლობალური დათბობა გულისხმობს დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენისა და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფ ზრდას. ეს პროცესი წინაინდუსტრიული პერიოდიდან (დაახლოებით 1750 წლიდან) დაიწყო, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან კი უფრო გაძლიერდა.
რეგიონის კლიმატი ხასიათდება ხანგრძლივი (როგორცწესი, 30-წლიანი) პერიოდისათვის გასაშუალოებული მეტეოროლოგიური პარამეტრებით (ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა და სხვ). კლიმატი, ფაქტობრივად, გასაშუალოებული ამინდია. კლიმატის ცვლილება განმარტებულია როგორც მთლიანად დედამიწის ან კონკრეტული რეგიონის საშუალო ამინდის ხანგრძლივi ცვლილება.
  გლობალური დათბობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ადამიანის საქმიანობის შედეგად ე.წ. სათბურის გაზებისემისიების (გაფრქვევის) და შესაბამისად ,,სათბურის გაზების” კონცენტრაციების ზრდა ატმოსფეროში.  ,,სათბურის გაზები” ეწოდება ატმოსფეროში არსებულ გაზებს, რომლებიც აბრკოლებენ დედამიწის ზედაპირიდან კოსმოსურ სივრცეში სითბური ენერგიის (სითბოს) გასხივებას, თვით მოვლენას კი ,,სათბურის ეფექტი “ეწოდება. ,,სათბურის გაზების ფენა” მოქმედებს სათბურის მინის ანალოგიურად, რომელიც დაუბრკოლებრივ ატარებს მზის სხივებს, მაგრამ აკავებს სითბოს. აქედან მომდინარეობს ტერმინები ,,სათბურის ეფექტი” და ,,სათბურის გაზები”. რეალურად, „სათბურის გაზები” ინტენსიური აღრევის შედეგად თანაბრად არიან განაწილებული ატმოსფეროში.
მეცნიერულად მცდარი ტერმინი ,,სათბურის გაზების ფენა” შემოტანილია რათა გასაგები გახდეს ანალოგიად ტერმინები ,,სათბურის გაზები” და ,,სათბურის ეფექტი” . მთავარი ,,სათბურის გაზებია” ნახშირორჟანგი, მეთანი და აზოტის ქვეჟანგი. მიუხედავად იმისა, რომ მეთანი, განსაკუთრებით კი, აზოტის ქვეჟანგი ბევრად უფრო ძლიერი ,,სათბურის ეფექტის” მქონე გაზებია, ვიდრე ნახშირორჟანგი, მთავარ სათბურის გაზად სწორედ ეს უკანასკნელი მიიჩნევა, ატმოსფეროში მისი უდიდესი წილის გამო.
ახშირორჟანგი ძირითადად გამოიყოფა წიაღისეული საწვავის (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივიგაზი) წვის შედეგად. მრავალი ათასწლეულების მანძილზე დედამიწაზე დამყარდა წონასწორობა მზიდან შემოსულ და დედამიწის მიერ გაცემულ ენერგიებს შორის, რამაც განაპირობა შესატყვისი კლიმატის ჩამოყალიბება.
  როგორც ზემოთ აღინიშნა, ადამიანის საქმიანობის გააქტიურებამ გამოიწვია ატმოსფეროში ,,სათბურის გაზების” ემისიებისა და კონცენტრაციების ზრდა. რაც უფრო მაღალია ,,სათბურის გაზების” კონცენტრაცია ატმოსფეროში, მით მეტი სითბო რჩება დედამიწაზე. “სათბურის გაზების” კონცენტრაციების ზრდის პასუხად, კლიმატური სისტემა უნდა გადაეწყოს, რომ შენარჩუნდეს ბალანსი დედამიწაზე მზიდან შემოსულ და დედმიწის მიერ გაცემულ ენერგიებს შორის. ამგვარად აწყობა მოითხოვს დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს ქვედა შრეების ,,გლობალურ დათბობას”.
  დათბობა კლიმატისათვის ჭარბი ენერგიის თავის აცილების ყველაზე მარტივი გზაა. დაიწყო კლიმატის ცვლილების პროცესი – დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის ზრდა, რაც სულ უფრო და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს. გლობალურ კლიმატის ცვლილებას თან სდევს დრამატული ხასიათის უამრავი გამოვლინება. ასე, მაგალითად, ინტენსიურად დნება არქტიკისა და გრენლანდიის ყინულოვანი საფარი. არქტიკის საშუალო ტემპერატურები სწრაფად იზრდება. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, საუკუნის ბოლოსათვის არქტიკა ზაფხულობით შეიძლება ყინულით აღარ იყოს დაფარული.
  არქტიკისა და გრენლანდიის ყინულის დნობის შედეგად ოკეანეში ჩაედინება ცივი წყალი, რომელიც ასუსტებს ,,გოლფსტრიმს” – თბილ დინებას და ეკვატორიდან სითბო გადააქვს ჩრდილო განედებისაკენ.
 ,,გოლფსტრიმის” გაქრობას მოჰყვება კლიმატის რადიკალური ცვლილება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია საშუალო წლიური ტემპერატურის შემცირება 10 გრადუსით, ბრიტანეთის სანაპიროსთან ტემპერატურა სავარაუდოდ დაიკლებს 5 გრადუსით. დიდი ბრიტანეთის კლიმატი გაცილებით ცივი შეიძლება გახდეს ვიდრე ის იყო XVII-XVIII საუკუნეებში,  ე.წ. მცირე გამყინვარების პერიოდში.
  ყინულის საფარის დნობამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, გამოიწვია ზღვის დონის აწევა, რაც დაბლობ ზღვისპირა ადგილებს სანაპიროს ეროზიით, დატბორვითა და მტკნარი წყლის დაბინძურებით ემუქრება. დიდი საფრთხის წინ ასე აღმოჩნდებიან მცირე კუძულოვანი სახელმწიფოები, რომელთა მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს ზღვის დონიდან 2 მ-ზე ნაკლები სიმაღლის მჭიდროდ დასახლებულ კუნძულებზე. არსად ისე სერიოზულად არ მიუდგნენ ზღვის დონის აწევას, როგორც ინდოეთის ოკეანეში მდებარე მცირეკუნძულოვანი სახელმწიფოს ,,მალდივის კუნძულების” დედაქალაქ – მალეში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, წინა პერიოდებთან შედარებით უფრო ინტენსიურიდ ხანგრძლივი გვალვები აღინიშნება დედამიწის ვრცელ ფართობებზე. ბოლო ათი წელია ავსტრალიაში არნახული გვალვებია. აქ 2003-2007 წლებიდან სამი წელი რეკორდულად ცხელი იყო, ბოლო ათწლეული კი განსაკუთრებულად მშრალი.
  ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში გამუდმებულმა გვალვებმა გააძლიერა გაუდაბნოების პროცესი. ამ რეგიონის ქვეყნებში შეიქმნა ეკოლოგიური კატასტროფის-საკვების მასობრივი უკმარისობის საფრთხე.
  2005 წელს ამაზონის აუზი უსასტიკემა გვალვამ მოიცვა. მდინარეები დაშრა, ათასობით კვადრატულ კმ-ზე თვეობით იწვოდა მიწა. ტროპიკულმა ტყემ (ნოტიოჯუნგლებმა) ასეთ გვალვას მხოლოდ რამდენიმე წელი შეიძლება გაუძლოს. შემდეგში არ არის გამორიცხული დაიწყოს ტყის გარდაქმნა სავანად ან უდაბნოდ, რაც კატასტროფულად იმოქმედებს მსოფლიო კლიმატზე.
  2005 წელს ჩინეთის ხორბლის მომყვან პროვინციებში ზამთრის ნალექები ნორმაზე  -80%-ზე ნაკლები მოვიდა, რამაც გამოიწვია ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვა.  მყინვარების ზომები გლობალური დათბობით გამოწვეული გაძლიერებული დნობის შედეგად პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მცირდება. ჰიმალაის მყინვარები შესაძლოა გაქრეს 2035 წლისათვის. ამ მყინვარებით იკვებება აზიის უდიდესი მდინარეები – განგი, ინდუსი, ბრაჰმაპუტრა, იანძე, მეკონგი, სალვინი და ყვითელი მდინარე, რომელთა აუზებში დაახლოებით 2,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
  ჩრდილო ამერიკის დასავლეთი სანაპირო, რომელიც იკვებება ,,სიერანევადისა” და ,,კლდოვანი მთების” მყინვარებით ანალოგიურ ზემოქმედებას განიცდის. ინტენსიურად მცირდება მყინვარების ზომები ალასკაზე. ტროპიკული ციკლონების აქტივობის ინტენსიური ზრდა დაიწყო დაახლოებით 1970 წლიდან. 2001 წლიდან დღემდე ატლანტის ოკეანეში წარმოიქმნა უმაღლესი კატეგორიის 8 ქარიშხალი. მანამდე ყველაზე ქარიშხლიანი ათწლეული უმაღლესი კატეგორიის 6 ქარიშხლით იყო 1960-1969 წლები. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა 2005 წელი, როცა უმაღლესი კატეგორიის 4 ქარიშხალი დაატყდა აშშ-ის  სანაპიროს. ამათგან ქარიშხალი ,,კატრინა” ქარიშხლების ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი იყო – ,,კატრინამ” მრავალი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის ეკონომიკაში კი 150 მლრდ დოლარის ზარალიმიაყენა.
   ბოლო წლებში გახშირდა და გაძლიერდა სითბურიტალღები. სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს, რომელსაც თან სდევს მაღალი სინოტივე. 2003 წლის ივნის-აგვისტოში ევროპაში განვითარებული სითბური ტალღები რეკორდულად ცხელი იყო, განსაკუთრებით საფრანგეთში. ამ წელს ,,სითბური ტალღების” შედეგად 37 ათასზე მეტი ევროპელი გარდაიცვალა, აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 14 ათასი საფრანგეთში, ძირითადად მარტოხელა მოხუცები. ,,სითბურმა ტალღებმა” სამხრეთ ევროპაში მარცვლეულის უკმარისობაგამოიწვია. ევროკავშირში ხორბლის მოსავალი მოსალოდნელზე 10 მილ. ტონით ნაკლები მოიწიეს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
დედამიწა

რატომ გაიზარდა სამყაროს გაფართოვების სიჩქარე?

სამყარო იმაზე გაცილებით სწრაფად ფართოვდება, ვიდრე მეცნიერები ელოდნენ, ამ განსაცვიფრებელმა თეორიამ შესაძლოა ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ნაწილი ეჭვქვეშ დააყენოს.
NASA და European Space Agency ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აღნიშნულია, რომ აღმოჩენა იმის შესახებ, რომ სამყარო მოსალოდნელზე 5-9 პროცენტით უფრო სწრაფად ფართოვდება, ამწვავებს ჰიპოთეზას იმაზე, თუ რა ავსებს კოსმოსის 95 პროცენტს, სადაც არც რადიაციაა და არც სინათლე.
„შესაძლოა სამყარო გვატყუებს,“ – აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ასტრონომი ალექს ფილიპენკო.
სამყაროს გაფართოების სიჩქარე არ ემთხვევა იმ გამოთვლებს, რასაც მეცნიერები „დიდ აფეთქებაზე“ დაყრდნობით ახდენენ და რომლის მიხედვითაც სამყარო 13.8 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
ამ სხვაობის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი ისიცაა, რომ სამყარო შეიცავს უცნობ, ნეიტრონების მსგავს სუბატომურ ნაწილაკებს, რომლებიც თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობენ(300 000 კმ/წმ).
კიდევ ერთი მოსაზრების მიხედვით, სამყაროს გაფართოვების სიჩქარის ცვლილების მიზეზი ე.წ. “ბნელი ენერგიაა“, რომელიც 1998 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთი მხრივ, ეს ენერგია ეწინააღმდეგება მიზიდულობის ძალას, მეორე მხრივ, დღემდე არსებული თეორიებით შეუძლებელია მისი ახსნა. იდუმალებით მოცულ ამ ენერგიას სათანადოდ უწოდეს ბნელი ენერგია და შესაძლოა, ჩვენი სამყაროს თითქმის 75 პროცენტს სწორედ იგი შეადგენდეს.
ბნელი ენერგია ბოლო დროს აღმოჩენილი იდუმალებით მოცული ერთადერთი ფენომენი არ არის. გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს ასტრონომებმა არაერთი გალაქტიკა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ეს გალაქტიკები, ისევე როგორც ჩვენი გალაქტიკა, ძალიან სწრაფად მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს არ შორდებიან. აშკარაა, რომ მათ რაღაც სხვა მატერია უნდა აძლევდეს საჭირო მიზიდულობის ძალას.
რა მატერია უნდა იყოს ეს? მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ეს, ამიტომ მას პირობითად ბნელი მატერია უწოდეს. ის არ შთანთქავს, არ ასხივებს და არ ირეკლავს რადიოაქტიურ გამოსხივებებს. რა რაოდენობის ბნელი მატერიაა სამყაროში? გამოთვლების თანახმად, სამყაროს მასის დაახლოებით 22 პროცენტს ბნელი მატერია შეადგენს.

“ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გასაღები იმის გასაგებად, თუ რისგან შედგება სამყაროს დღემდე ამოუცნობი 95 პროცენტი – რასაც ვუწოდებთ ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას და ბნელ რადიაციას,“ – აცხადებს მერილენდის Space Telescope Science Institute in Baltimore-ს  ფიზიკოსი ადამ რეისი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ სამყაროს გაფართოვება აჩქარებული იყო და ამ აღმოჩენისთვის 2011 წელს ნობელის პრემიაც დაიმსახურა.
სამყაროს გაფართოვების დაჩქარება ეჭვქვეშ აყენებს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის ჭეშმარიტებასაც.
რეისმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნული აღმოჩენა გაუმჯობესებული კოსმოსური ბარომეტრის აგების შედეგად გააკეთეს, რომელიც მანძილის გამოსათვლელად გამოიყენება. მათ განსაკუთრებული ტიპის ვარსკვლავის, ე.წ.Cepheid-ის, გასაზომად ჰაბლის ტელესკოპი გამოიყენეს. ამ ვარსკვლავების პულსირების სიჩქარე დაკავშირებულია მათ სინათლეზე, რომელიც თავის მხრივ შესაძლოა მათი მანძილის გამოსათვლელად იქნეს გამოყენებული.
აღნიშნული კვლევის შედეგები უახლოეს მომავალში ჟურნალ The Astrophysical Journal-ში  გამოქვეყნდება.

წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაისტორია

ცნობილია სად მდებარეობს დედამიწის უძველესი კრატერი

ავსტრალიელი მეცნიერების მტკიცებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე გიგანტური კრატერი იარაბუბა  მეტეორიტის დაცემისგან 2,2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, რაც მას დედამიწის უძველეს კრატერად აქცევს. კერტინის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის შედეგები ვებგვერდ Phys.org-ზე გამოქვეყნდა.

კრატერის ზუსტი წლოვანება 2,229 მილიარდი წელია და ის ნებისმიერ სხვა კრატერზე სულ მცირე 200 მილიონი წლით ძველია. მეცნიერებმა კრატერის წლოვანება დედამიწისა და მეტეორიტის შეჯახების ადგილზე ნაპოვნი მინერალების: ცირკონისადა მონაციტის ანალიზის საშუალებით დაადგინეს.

სრულად ნახვა
გამოგონება - ინოვაციადედამიწაეკოლოგიატექნოლოგიები

მეცნიერებმა პლასტმასის მჭამელი რობოტი თევზი შექმნეს, რომელიც წყალს ნარჩენებისგან გაწმენდს

მეცნიერებმა „რობო-თევზის“ კონცეპტი, რომელმაც სარის უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსში გაიმარჯვა, რეალობად აქციეს. ამის შესახებ სარის საგრაფოს უნივერსიტეტი თავის გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში წერს.

„წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით პლასტმასით, უდიდესი პრობლემაა. ამით არა მხოლოდ ოკეანე, არამედ მდინარეები, ნაკადულები, ტბები და ტბორები იტანჯებიან. ეს გამოგონება კი ყველა პრობლემას მოაგვარებს“, – განაცხადა სარის საგრაფოს უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტმა და ამავე უნივერსიტეტის რობოტექნიკის კონკურსის გამარჯვებულმა ელეანორ მაკინტოშმა.

„ჩემი დიზაინი მრავალფუნქციურობაზე იყო მომართული. რა არის იმაზე უკეთესი წყალში პრობლემების მოსაგვარებლად, ვიდრე ის არსება, რომელიც ისედაც წყლის ბინადარია.
რობო-თევზს აქვს ლაყუჩები, რომელსაც ცურვისას წყლის გასაფილტრად იყენებს. ნაკეთობა ორაგულის ზომისაა. თევზები გარემოსთან ადაპტირებულები არიან და მათი ლაყუჩები ბუნებაში საოცარი მექანიზმია, რომ წყალი ჟანგბადისგან გაფილტროს, ამიტომ ჩემი დიზაინი სწორედ ამ პრინციპით შევქმენი. რობო-თევზის ლაყუჩები მიკრო პლასტმასის გაფილტვრის პრინციპს მოვარგე“, – განაცხადა მაკინტოშმა.

რობოტი წყალქვეშ თავისი კუდისა და ფარფლების დახმარებით მოძრაობს და მუდმივად პირი ღია აქვს, რომ მოახერხოს წყლისა და მიკრო-პლასტმასის დაჭერა. როდესაც ღრმული ივსება, რობოტი პირს ხურავს და ლაყუჩებიდან უკვე გაფილტრულ წყალს უშვებს, ხოლო პლასტმასის ნარჩენებს იტოვებს.

50 სანტიმეტრის სიგრძის რობო-თევზს უკვე შეუძლია დააფიქსიროს პატარა ზომის, 2 მილიმეტრიანი ზომის პლასტმასაც. ამჟამად არსებული პროტოტიპი დისტანციურ მართვის პულტთანაა დაკავშირებული.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

გაერო: დედამიწის ოზონის შრის აღდგენის გეგმა წარმატებით მუშაობს

დედამიწის ოზონის შრის სრულ აღდგენას 4 ათწლეული დასჭირდება. ასეთ დასკვნამდე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მივიდა, რომელთა ანგარიშსაც BBC აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აღნიშნულია, რომ მიმოქცევიდან ოზონის შრის დამაზიანებელი ქიმიკატების თითქმის 99%-ის ეტაპობრივმა გაყვანამ ოზონის შრის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. შედეგად, ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი სხივებს ზემოქმედება შემცირდა.

მოქმედი პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებელს ანტარქტიკის თავზე 2066 წლისთვის, არქტიკის თავზე 2045 წლამდე, მსოფლიოს დანარჩენ რეგიონებში კი 2040 წლამდე დაუბრუნდება.

„ის რომ ოზონის შრე აღდგენის გზაზეა ნამდვილად ფანტასტიკური ამბავია“ – განაცხადა გაეროს გარემოს პროგრამის აღმასრულებელმა მდივანმა მეგ სეკიმ.

ოზონის შრე დედამიწის ატმოსფეროს ნაწილია, რომელიც ბუნებრივ ეკრანს წარმოადგენს და პლანეტას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან იცავს. პირველი ხვრელი შრეში მეცნიერებმა 1985 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 1000 კილომეტრს აღემატებოდა. ხვრელის წარმოქმნის ძირითად მიზეზად სპეციალისტებმა ფრეონის შემცველი ნივთიერებების მასობრივი გამოყენება მიიჩნიეს. ამიტომ 1987 წელს 46 სახელმწიფომ „მონრეალის პროტოკოლს“ მოაწერა ხელი, რომელიც მავნე ქიმიკატების გამოყენების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.

სრულად ნახვა
დედამიწა

ავსტრიაში „მოცეკვავე“ ობობები აღმოაჩინეს !

სიდნეელმა მეცნიერმა შვიდი ახალი სახეობის ობობა აღმოაჩინა. ახლად აღმოჩენილი  მამრი ობობები საწინააღმდეგო სქესის მისაზიდად შთამბეჭდავ ცეკვას ასრულებენ.

იურგენ ოტომ, კოლეგა დევიდ ნოულის დახმარებით, ეს მინიატურული არსებები შემთხვევით იმ დროს აღმოჩინეს, როცა დასავლეთ ავსტრიაში სულ სხვა ობობეს ეძებდნენ.

მეცნიერთა განცხადებით, 3 -სანტიმეტრიანი ნაირფერი არახნიდები გასაოცარ რამეს აკეთებენ : ქალბატონ ობობებს ცეკვით ეარშიყებიან.

ზოგიერთ შემთხვევაში რომანტიკოსი ობობას არშიყს „ჰეფი ენდი“ ნამდვილად არ აქვს. თუკი ქალი ობობა მამაკაცის ცეკვით არ მოიხიბლა, ის ცეკვის დასრულებამდე ჭამს მას.

დღემდე ობობის 48 სახეობაა აღმოჩენილი, უმეტესობა სამხრეთ ავსტრიაში ცხოვრობს და მათი სიგრძე სამიდან ხუთ მილიმეტრამდეა. მოზარდი ობობები მხოლოდ ნახევარი სანტიმეტრი სიგრძის არიან.
წყარო: Reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწის კრისტალიზებული რკინის შიდა ბირთვი სავარაუდოდ გამრუდებულია — კვლევა

როდესაც ჩვენი პლანეტის სხეულში სეისმური ტალღები ვრცელდება, ისინი 3 პროცენტით უფრო სწრაფად მოძრაობს ვერტიკალურად, პოლუსიდან პოლუსისკენ, ვიდრე ჰორიზონტალურად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.

ახალი მოდელების მიხედვით, ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის მყარი ბირთვი ერთ მხარეს უფრო სწრაფად იზრდება, ინდონეზიის ბანდას ზღვის ქვეშ, მეორე მხარეს, ბრაზილიის ქვეშ კი უფრო ნელა.

იყო დრო, როდესაც ჩვენს პლანეტას მყარი ბირთვი არ ჰქონდა. ყველაზე ღრმა წიაღში დედამიწა სავარაუდოდ მილიარდობით წლის განმავლობაში შეიცავდა გამდნარი მასალების მასას, შემდეგ კი ცენტრში არსებულმა თხევადმა რკინამ გაციება და გამყარება დაიწყო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ დედამიწის შუაგული შეიძლება წარმოადგენდეს კრისტალიზებული რკინის ერთ გიგანტურ, მზარდ კლასტერს და როდესაც ეს კრისტალები გარკვეულწილად ეწყობიან, ამის გამო, სეისმურ ტალღებს გარკვეული მიმართულებით უფრო სწრაფად გადაადგილების საშუალება ეძლევა.

ამ კონკრეტული მწყობრის გასარკვევად მკვლევრებმა მოდელები შექმნეს და მოულოდნელ ახსნამდეც მივიდნენ: დედამიწის შიდა ბირთვი გვერდულად, ცალმხრივად იზრდება.

„უმარტივესმა მოდელმა უჩვეულო შედეგზე მიგვითითა — შიდა ბირთვი ასიმეტრიულია. დასავლეთი მხარე აღმოსავლეთ მხარისგან ცენტიდანვე განსხვავდება და არა მხოლოდ შიდა ბირთვის ზედაპირთან, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ. ამის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ ერთი მხარე მეორეზე სწრაფად იზრდება“, — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის გლობალური სეისმოლოგი დენიელ ფროსტი.

დედამიწის ბირთვამდე გაბურღვა და იქ მიმდინარე პროცესების ასე შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, ეს ზონა მეცნიერებს შორის ცხარე დებატების საგნად რჩება. სეისმური ტალღების გავრცელება და კომპიუტერული სიმულაციები ერთადერთი გზაა ჩვენი პლანეტის ასეთად წარმოქმნის შესაძლო ახსნათა შესამოწმებლად.

სხვადასხვა კომპიუტერული მოდელების გამოყენებით, რომლებიც ითვალისწინებს დედამიწის გეოდინამიკას და მაღალი წნევისა და ტემპერატურის ქვეშ არსებული რკინის მინერალების ფიზიკას, მკვლევრებმა სცადეს გაერკვიათ, რატომ არის ჩვენი პლანეტის შიდა ბირთვი ასეთი.

უმარტივესი ახსნა, რომლამდეც ისინი მივიდნენ, არის ის, რომ ჩვენი პლანეტის კრისტალური ბირთვი ყველაზე სწრაფად ეკვატორთან იზრდება, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ მხარეს.

„ზრდის მაჩვენებელი პოლუსებთან 40 პროცენტით დაბალია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ეკვატორთან კი 130 პროცენტით მაღალი“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ეკვატორთან ზრდის მაჩვენებელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებს შორის 100 და 160 პროცენტით ცვალებადია გლობალურ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

ასეთი ასიმეტრიული ზრდა მიუთითებს, რომ დედამიწის შიდა ბირთვის ზოგიერთი ნაწილი უფრო ცხელია, ზოგი კი უფრო ცივი, რაც რკინის კრისტალებს უფრო სწრაფად წარმოქმნის საშუალებას აძლევს. ამის შემდეგ, ამ ჭარბ ზრდას გრავიტაცია თანაბრად ანაწილებს რბილ, მაგრამ მაინც მყარ ბირთვში, უნარჩუნებს ზოგად სფერულ ფორმას და კრისტალებს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებისკენ მიმართავს.

მკვლევართა განმარტებით, საბოლოო ჯამში, დედამიწის შიდა ბირთვის კრისტალთა ბადეს სწორედ გრავიტაცია მიმართავს ჩვენი პლანეტის ბრუნვის ღერძის გასწვრივ.

გამომდინარე აქედან, ასე უნდა ყოფილიყო თავიდანვე. მოდელი მიუთითებს, რომ ამ ტიპის ასიმეტრიული ზრდა მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პლანეტის წიაღმა პირველად დაიწყო გაციება და გამყარება, რადიუსში კი წელიწადში საშუალოდ მილიმეტრით იზრდება.

თუ მოდელი ზუსტია და ეს ზრდის ნამდვილი მაჩვენებელია, ნიშნავს იმას, რომ დედამიწის მყარი შიდა ბირთვი შედარებით ბოლოდროინდელი ფენომენია, რომელიც მხოლოდ 0,5 – 1,5 მილიარდი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ სავარაუდოდ ახალგაზრდა მხარეს.

ცოტა დამაბნეველია, რადგან დედამიწის მაგნიტური ველი სულ მცირე 3 მილიარდი წლისაა და მიჩნეულია, რომ წარმოიქმნა მაშინ, როდესაც შიდა ბირთვში რკინის კრისტალიზაციის შედეგად გამოყოფილმა სიცხემ აადუღა გარე ბირთვში არსებული გამდნარი მასალა.

თუ დედამიწის ბირთვი მართლაც ასე ახალგაზრდაა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი ყოველთვის ერთი და იმავე გზით არ გამომუშავდებოდა.

მაგალითად, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თავდაპირველი მაგნიტური ველი ახლანდელზე გაცილებით სუსტი იყო და წარმოიქმნა მსუბუქ ელემენტთა დაშლის შედეგად, ჩვენი პლანეტის შიდა ბირთვის გარე კიდეზე.

მკვლევართა მტკიცებით, მაგნიტური ველი მხოლოდ მაშინ გაძლიერდა, რაც ამ ელემენტებმა კრისტალიზაცია დაიწყო. ამის შემდეგ, კრისტალურ ბირთვში სეისმური ტალღების გავრცელებამ გამოიწვია ის ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც დღეს გვაქვს.

ჩვენი პლანეტის ბირთვში ციცქნა კრისტალების მოძრაობასაც კი შეუძლია ასეთი დიდი ძალის გამოწვევა.

კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 10 11 12 13 14 36
Page 12 of 36