close

დედამიწა

დედამიწა

უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვულკანის ამოფრქვევა

წყნარ ოკეანეში ამოიფრქვა წყალქვეშა ვულკანი, რომლის სიმაღლე რამდენიმე კილომეტრს
აღწევდა. ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა ცუნამი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 65
კილომეტრით დაშორებულ ტონგაში. ტალღებმა დედაქალაქის დატბორვა გამოიწვია და საჭირო
გახდა სამეფო სასახლიდან მეფის ევაკუაცია.
ვულკანის ამოფრქვევა გრძელდებოდა 8 წუთის განმავლობაში და ტონგას გარდა ავსტრალიასა და
ახალ ზელანდიაშიც იგრძნობოდა. შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ გააფრთხილეს წყნარი
ოკეანის სანაპიროებზე მცხოვრები ადამიანები მოერიდონ ოკეანეების ნაპირებს, რათა თავი
აარიდონ ცუნამის ტალღებს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმმა წელს 522 ახალი ბიოლოგიური სახეობა დაარეგისტრირა. მათ შორის 6 დინოზავრია🦕

ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის მეცნიერება წელს 522 ახალი ბიოლოგიური სახეობა აღწერეს, მათ შორის როგორც გადაშენებული, ასევე პლანეტაზე დღეს მობინადრე არსებები არიან. ინფორმაცია ამის შესახებ მუზეუმის ვებგვერდზე ვრცელდება.

ახალ სახეობებს შორის 6 დინოზავრია, მათ შორის მტაცებლები Ceratosuchops inferodios და Riparovenator milnerae, რომელთა ნეშტებიც ინგლისში, კუნძულ უაითზეაღმოაჩინეს.

291 ახალი სახეობა ნიჩაბფეხიანებსმიეკუთვნება. ეს პატარა არსებები, რომელთა ზომაც 10 მილიმეტრს არ აღემატება გარეგნულად კრევეტებს ჰგვანან და წყალში ბინადრობენ. ასევე ახალ სახეობებს შორის 90 ხოჭო, 52 კრაზანა, 13 კოღოს მატლი, 7 კიბორჩხალა და 6 ბუზია.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ანტარქტიკის შელფური მყინვარი ჩამოშლის პირასაა — ეს ზღვის დონეს მინიმუმ 30 სანტიმეტრით ასწევს

მეცნიერებმა გააჟღერეს, რომ შესაძლოა, მომდევნო ათწლეულში ანტარქტიკის შელფური მყინვარი
დაიშალოს, რაც ზღვის დონის დაახლოებით 30 სანტიმეტრით აწევას გამოიწვევს.
ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ერინ პეტიტის, ვარაუდით, 2031 წლისთვის
ჩამოიშლება თვეიტსის მყინვარი, რომელსაც წყალში ჩაძირვისგან აღმოსავლეთ შელფური მყინვარი
აკავებს და ისიც ნაწილებად იშლება. პეტიტის ახალი კვლევის მიხედვით, შელფური მყინვარი
შესაძლოა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩამოიშალოს, რადგან შელფის წვერზე არსებულ
ყინულზე ახლახან ჯვარედინი ბზარები გაჩნდა, რომლებიც შელფის ცენტრისაკენ წელიწადში 2
კილომეტრით ფართოვდება.
თვეიტსი მსოფლიოში ყველაზე ფართო მყინვარია, იგი ზღვის დონეს ყოველწლიურად 4 პროცენტით
სწევს, თუმცა, შელფის ჩამოშლის შემთხვევაში, შესაძლოა, მაჩვენებელი 25 პროცენტამდეც კი
გაიზარდოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამედიცინამსოფლიო

Reuters – ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა

ევროპა კვლავ პანდემიის ეპიცენტრი გახდა, რამაც ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა აიძულა, „ლოქდაუნის“ ხელახლა დაწესების საკითხი განიხილოს. შვიდდღიანი ინფიცირების მაჩვენებელით, ევროპაზე მსოფლიოში დაფიქსირებული დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის.

ქვეყნები, მათ შორის ნიდერლანდები, გერმანია, ავსტრია და ჩეხეთი, ატარებენ ან გეგმავენ ზომებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ სამკვირიანი ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. შეზღუდვების ფარგლებში ბარები, რესტორნები და სუპერმარკეტები ყოველდღე 20:00 საათზე დაიხურება, ის მაღაზიები კი, რომლებიც პირველადი საჭიროების პროდუქტებით არ ვაჭრობენ – 18:00 საათზე. სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, იმუშაონ დისტანციურად, თუკი ამის შესაძლებლობა აქვთ.

გერმანიაში დღეიდან კოვიდ-19 -ზე ტესტის ჩატარება კვლავ უფასო ხდება. ამასთან, ქვეყნის პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიიღოს ზომები საჯარო ადგილებში პირბადეების სავალდებულო გამოყენებისა და დისტანციის წესის დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც მომდევნო წლის მარტამდე გაგრძელდება.

ავსტრიის ხელისუფლება არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის „ლოქდაუნის“ დაწესებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, გადაადგილება შეეზღუდებათ.

ლიეტუვამ ოქტომბრის შუა რიცხვებში ოთხკვირიანი „ლოქდაუნი“ დააწესა. ამასთან, გუშინ, ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც, იმ დეპუტატებს, რომლებიც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, კენჭისყრასა და დისკუსიებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთმა, სლოვაკეთმა და რუსეთმაც. ვირუსოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასამარცხებლად „ვერცხლის ტყვია“ მხოლოდ ვაქცინაცია არაა და აუცილებელია სხვა ზომების მიღებაც, როგორიცაა მაგალითად დისტანციის დაცვა და პირბადეების გამოყენება.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

კვლევის მიხედვით, დედამიწაზე პირველი კონტინენტები 700 მილიონი წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე გვეგონა

ქანების ახალი ანალიზის მიხედვით, დედამიწაზე პირველი კონტინენტი 700 მილიონი წლით ადრე
გაჩნდა, ვიდრე ეს მეცნიერებს ეგონათ. მკვლევრებმა აღმოსავლეთ ინდოეთში შეისწავლეს კლდის
ქანები, ახალმა აღმოჩენამ კი შეიძლება ახსნას ატმოსფეროში ჟანგბადის ზრდა და მყინვარების
წარმოქმნა დედამიწის ისტორიის უძველეს პერიოდში.
კვლევის თანახმად, პირველი სტაბილური კონტინენტი 3.3-დან 3.2 მილიარდი წლის წინ გაჩნდა.
კვლევის ავტორი, დოქტორი მონაშის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ კონტინენტები, სავარაუდოდ,
ჩამოყალიბდა ტექტონიკური ფილების არსებობამდე, რაც დღეს კონტინენტების მთავარი
მამოძრავებელია.
მკვლევართა ჯგუფმა Singhbhum-დან(კოლკატას ახლოს მდებარე ტერიტორია) ცირკონის სახელით
ცნობილი მინერალის პატარა მარცვალი ამოიღო, რომელზე დაკვირვებითაც გუნდმა შეძლო
კლდეების ასაკის დადგენა. მასალა მსგავსი იყო სამხრეთ აფრიკაში და დასავლეთ ავსტრალიაში
შესწავლილი მასალის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

ილონ მასკის ქონების 2% მსოფლიოში შიმშილის პრობლემას მოაგვარებდა – გაერო

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის დევიდ ბიზლის განცხადებით, თუ უმდიდრესი ადამიანები საკუთარი ქონების უმცირეს ნაწილს გაიღებენ, მსოფლიოში შიმშილის პრობლემა მოგვარდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, დაახლოებით 6 მილიარდი აშშ დოლარი 42 მილიონ ადამიანს შიმშილით სიკვდილისგან იხსნიდა და ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს 289 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ქონება აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასკის ქონების დაახლოებით 2%-ს იქნება საკმარისი 42 მლნ ადამიანის გადასარჩენად. ამასთან, ოქტომბრის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების ქონებამ ჯამურად 5.04 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიამ ყველაზე ღარიბების მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ბოლო მონაცემებით, მაგალითად ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ანუ 22.8 მილიონი ადამიანი შიმშილობს.

გარდა ავღანეთისა, 5,2 მილიონ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება სასურსათო დახმარება ეთიოპიაში, სადაც პოლიტიკური არეულობის ფონზე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 მილიონზე მეტი დევნილი გახდა.

”მე არ ვიცი საიდან იღებენ საკვებს… ჩვენ აღარც საწვავი გვაქვს და აღარც ნაღდი ფული“, – განაცხადა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიზლიმ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ფლორიდაში სკუნსები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს🦨

აშშ-ში, ფლორიდის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადრები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, რომელიც სპეციალურად ცხოველებისთვის არის შექმნილი. ამის შესახებ AFP წერს. სააგენტო ვიდეოსაც ავრცელებს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ცრიან სკუნსს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ იმ ცხოველების აცრა გადაწყვიტა, რომლებშიც კოვიდინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია. მათ შორის არიან პანტერები, წავები, პრიმატები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიასამართალი

ავსტრალიაში დააკავეს მოზარდები, რომელთაც 14 კენგურუ ცემით მოკლეს

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსში, 14 მოკლული კენგურუ იპოვეს. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, – ამის შესახებ BBC წერს.

მოკლულთა შორის ორი პატარა კენგურუც იყო. ერთი ნაცემი ახალშობილი ცხოველი, მეორე დღეს, ადგილობრივმა იპოვა.

დაკავებულებს ბრალი ცხოველთა სასტიკად ცემისა და დახოცვისთვის წაუყენეს. საქმეს სასამართლო ნოემბერში განიხილავს.

ახალი სამხრეთ უელსის კანონმდებლობით, ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობა 5 წლამდე პატიმრობასა და 22 ათასი ავსტრალიური დოლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ჰონდურასის საკურორტო კუნძული ხანძარმა გაანადგურა

ჰონდურასის საკურორტო კუნძულ გუანაჯაში ხანძარია – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარმა კუნძულზე ათობით სახლი გაანადგურა, ასობით ადამიანი ევაკუირებულია და პროცესი გრძელდება.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შაბათის მონაცემებით, ხანძრის შედეგად, მინიმუმ სამი ადამიანი დაშავდა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ცნობისთვის, კუნძულის ფართობი მხოლოდ 19 კვადრატული კილომეტრია, გუანაჯა ჰონდურასის სამი კუნძულიდან ერთ-ერთია და მისი ძირითადი შემოსავალი ტურიზმიდან მოდის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

დედამიწა და სათბურის ეფექტი

გლობალური დათბობის პრობლემა დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მწვავე და აქტუალური ხდება. საინტერესოა, ვის სახელებს უკავშირდება ეს ცნებები? ანდა როგორი იქნებოდა დედამიწა სათბურის ეფექტის გარეშე?
სათბურის ეფექტს უწოდებენ ატმოსფეროს მიერ დედამიწის ინფრაწითელი გამოსხივების დაჭერას, რის შედეგადად დედამიწის ზედაპირი თბება. სათბურის ეფექტი პირველად 1824 წელს იოზეფ ფურიემ აღმოაჩინა. 1896 წელს კი სვანტე არენიუსმა რაოდენობრივად შეისწავლა და იწინასწარმეტყველა გლობალური დათბობა.
მიუხედავად იმისა, რომ არენიუსი არ იყო პირველი, ვინც აღწერა სათბურის ეფექტი, ის იყო პირველი, რომელმაც ფიზიკურ ქიმიას მიმართა, რათა რაოდენობრივად გადმოეცა გლობალური დათბობის ზომა, ნახშირორჟანგის გაზრდილი ემისიის საფუძველზე. უფრო მარტივად რომ ითქვას, არენიუსი ანგარიშობდა ადამიანის მიერ გამოწვეული მოქმედების გავლენას გლობალურ დათბობაზე.
რაც შეეხება დედამიწას სათბურის ეფექტის გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირი სათბურის ეფექტის გარეშე 33°–ით უფრო ცივი იქნებოდა, დედამიწის საშუალო ტემპერატურა -18° C და შესაძლოა, სიცოცხლეც არ ყოფილიყო.
1880 წლიდან საშუალოდ ტემპერატურა 1°-ით არის მომატებული, ხოლო ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე გაზრდილია დაახლოებით 50%-ით. პარიზის კლიმატის შეთანხმების თანახმად, გლობალური ტემპერატურის მატება არ უნდა ასცდეს 2°-სს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 11 12 13 14 15 35
Page 13 of 35