close

დედამიწა

გეოგრაფიადედამიწა

მასიური ხვრელი მექსიკის ცენტრში

დაახლოებით 60 მეტრი დიამეტრის მქონე ხვრელი გაჩნდა მექსიკის ცენტრში, ერთ-ერთი ფერმერის მინდორში. აღნიშნული ხვრელი საფრთხეს უქმნის ახლოს მდებარე სახლებს.

ორშაბათს პრესკომფერენციაზე შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ  ხვრელის სიღრმე 20 მეტრია და ახლოს მდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია. ამ დროისათვის არავინ დაშავებულა და გუბერნატორი მოუწოდებს მოსახლეობას მაქსიმალურად მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიას.

ხვრელის დიამეტრი, როდესაც ის პირველად გამოჩნდა, იყო მხოლოდ 5 მეტრი, შემდეგ საკმაოდ სწრაფი ტემპით გაიზარდა, სულ რამდენიმე საათში. მკვლევართა მოსაზრებით, ხვრელის გაჩენა შესაძლოა ორი ფაქტორის კომბინაციას გამოეწვია: მთლიანი ტერიტორიის დიდი რაოდენობით მორწყა და ასევე  მიწისქვეშა წყლები, რომლებიც იწვევს ნიადაგის დარბილებას.

მსგავში შემთხვევა მოხდა 2021 წლის იანვარში, რომელმაც იტალიაში რამდენიმე მანქანა დააზიანა. ხოლო 2020 წლის იანვარში, მინიმუმ ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და 16 ადამიანი დაშავდა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მსგავსი ხვრელი გაჩნდა, რამაც ავტობუსიც თან ჩაითრია, რომელშიც მგზავრები ისხდნენ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

3 000 წლის შემდეგ ავსტრალიაში “ტასმანიური ეშმაკები” გაჩნდნენ

გადაშენების პირას მყოფი “ტასმანიური ეშმაკები” ავსტრალიის კონტინენტზე 3 ათასი წლის შემდეგ პირველად გაჩნდნენ – ველურ ბუნებას 7 ძუძუმწოვარი მოევლინა.

ჩანთოსანთა სახელწოდება შემთხვევითი სულაც არ არის – მართალია, ისინი ადრეულ პერიოდში ავსტრალიის მთელ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, მაგრამ ბოლოს მხოლოდ კუნძულ ტასმანიაზე შემორჩნენ. მათი გადაშენების სავარაუდო და სარწმუნო მიზეზად ველური ძაღლი დინგოს მასობრივი გავრცელება სახელდება.

სამწუხაროდ, კუნძულ ტასმანიაზე ძუძუმწოვრებს 1941 წლამდე, ანუ ნადირობის ოფიციალურ აკრძალვამდე, უმოწყალოდ ხოცავდნენ. 1990-იან წლებში კი ჩანთოსან ცხოველებს ახალ საფრთხედ სიმსივნური დაავადება მოევლინათ, რის შედეგადაც ამ სახეობის დაახლოებით 90% განადგურდა – საბოლოოდ კი, სავარაუდოდ, ველურ ბუნებაში 25 000-ზე ნაკლები ტასმანიური ეშმაკი დარჩა.

“ამ საქმეზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს… ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ თუ ტასმანიური ეშმაკები არ გამრავლდებიან, ყველაფერი დასრულებული იქნება” – Aussie Ark-ის საკონსერვაციო ჯგუფის პრეზიდენტი, ტიმ ფოლკნერი. აღსანიშნავია, რომ სწორედ აღნიშნული კომპანია ზრუნავს ამ ძუძუმწოვრების გადარჩენასა და გამრავლებაზე.

ეშმაკები პატარა ძაღლის ზომისაა და ალბათ, ყველასათვის ცნობილი ანიმაციური ფილმი “ლუნი ტუნსის შოუს” შემდეგ გახდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქი დასახელდა

ავსტრალიის დედაქალაქი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქად დასახელდა. დაბინძურების დაბალი მაჩვენებლების შედეგად კანბერა რეიტინგის ლიდერია. ამის შესახებ დასკვნა ბრიტანულმა ორგანიზაცია Uswitch-მა მოამზადა.

ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება, რომ კანბერას მოსახლეობა ელექტროენერგიის 48%-ს ქარის სადგურებისგან იღებს. ამავდროულად განვითარებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ამიტომ ნაკლები კერძო ავტომობილი მოძრაობს.

ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ქალაქების ტოპ სამეულშია მადრიდი (ესპანეთი), ბრისბენი ( ავსტრალია).

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ანტარქტიდას მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გამოეყო

ანტარქტიდას მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი გამოეყო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, აისბერგი, სახელწოდებით A-76 ვედელის ზღვაშია. მისი სიგრძე 170, სიგანე კი 25 კილომეტრია. ფართობით (4 250 კვადრატული კილომეტრი) A-76 კუნძულ მალიორკაზე (3 640 კვადრატული კილომეტრი) ოდნავ დიდია.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ ასეთი აისებრგის დნობა ზღვის დონეს არ გაზრდის, რადგან ის მოტივტივე ყინულის შელფს გამოეყო, ისევე როგორც ჭიქაში ყინულის კუბის დნობა სასმელის დონეს არ ზრდის.

სწორად ამით განსხვავდება ასეთი აისბერგები იმ ობიექტებისგან, რომლებიც ნაპირზე მყოფ მყინვარებს ეყოფა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი დადნა და ფრაგმენტებად დაიშალა

A68 – აისბერგი, რომლის ფართობიც 2017 წელს 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და რომელიც ანტარქტიდას 4 წლის წინ გამოეყო, ზომაში მნიშვნელოვნად შემცირდა და დაიშალა – წერს BBC.

სატელიტის გამოსახულება აჩვენებს, რომ ერთ დროს ყველაზე დიდი აისბერგი, პრაქტიკულად, გაქრა და უამრავ მცირე ფრაგმენტად დაიყო.

2017 წელს, როცა ყინულის ეს ნაწილი ვეებერთელა მასას გამოეყო, ის თითქმის არ მოძრაობდა. ერთი წლის შემდეგ კი, მოძრაობა ჩრდილოეთით, ძლიერი დინებისა და ქარის გავლენით დაიწყო.

A68 ყველაზე დიდი აისბერგის სტატუსს 3 წელი ინარჩუნებდა.

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაკვლევებიმსოფლიო

როგორ შეიცვალა დედამიწა 1984 წლიდან დღემდე. Google Earth-ის ე.წ. „თაიმ ლეპსი“

Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეო, ე.წ. „თაიმ ლეპსი“ რათა ეჩვენებინა, თუ როგორ შეიცვალა პლანეტა 1984 წლის შემდეგ.

თითქმის სამწუთიანი ვიდეო ადამიანის დედამიწაზე ზემოქმედებას – მწვანე საფარის განადგურებას, ყინულის დნობასა და ტბების დაშრობას ასახავს.

სრულად ნახვა
ბიოლოგიაგეოგრაფიადედამიწა

კალიფორნიის სანაპიროზე უცნაური ფორმის თევზი გამოირიყა

გასულ კვირას, კალიფორნიის სანაპიროზე, Crystal Cove State Park-ში წყალმა გამორიყა მეტად უჩვეულო ფორმის თევზი, სახელად Footballfish. თევზს შავი ფერის, იმდენად ბასრი კბილები აქვს, რომ მინის ნამსხვრევებს მოგვაგონებს.
მეცნიერების თქმით, Footballfish წყნარი ოკეანის ბნელ სიღრმეში მცხოვრები თევზია, 2 000-დან 3 300 მეტრის სიღრმეზე, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს. ასე რომ, მისი სანაპიროზე ნახვა იშვიათი და უცნაური მოვლენაა. თევზს შეუძლია საკუთარი ზომის მტაცებლის გადაყლაპვაც კი.
მათი აზრით, ქმნილების ზომისა და მის თავზე არსებული წამონაზარდის მიხედვით ის მდედრია, რადგან მსგავსი წამონაზარდი მხოლოდ მდედრებს აქვთ და იყენებენ მას სატყუარად ნადავლის მოსაპოვებლად. მას აქვს ფოსფორისებრი დაბოლოება, რომელიც ანათებს და მისი საშუალებით იზიდავს მსხვერპლს. მამრის ერთადერთი დანიშნულება კი არის რეპროდუქციაში მონაწილეობის მიღება. მამრობითი და მდედრობითი თევზების ზომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, ზოგჯერ მდედრის ზომა ათჯერაც კი აღემატება მამრობითი სქესის წარმომადგენელს.
თევზზე უკვე დაიწყო კვლევების ჩატარება, ნიმუში გადაეცა კალიფორნიის თევზისა და ველური ბუნების დეპარტამენტს, რაც შემდგომ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდი

პორტუგალიაში დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდებული საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომლის გახსნაც 3 მაისს იგეგმება. ხიდის სიგრძე 516 მეტრია, სიმაღლე 175 მეტი და ის ქალაქ აროუკაში მდებარეობს, კერძოდ აროუკას გეოპარკში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და ნამდვილად ტურისტებისთვის პოპულარულ ტერიტორიას მოიცავს. სწორედ ამიტომ ხიდს “516 აროუკა” ჰქვია. ხიდის გავლას კი დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.

ხიდის მშენებლობა 2018 წლიდან მიმდინარეობდა, მის აშენებას დაახლოებით 2,3 მილიონი ევრო დასჭირდა. 516 აროუკას დიზაინი შთაგონებული იყო ინკების ხიდებით, რომლებიც ანდების მთებში მდებარეობდა. ხიდი აკავშირებს მდინარე პაივას სანაპიროებს, ეს მდინარე პოპულარულია ჯომარდობისთვის.

516 აროუკამ მართლაც დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო რეკორდების წიგნში, ის უფრო დიდია, ვიდრე შვეიცარიის 494 მეტრიანი (1,621 ფუტი) ჩარლზ კუონენის დაკიდებული ხიდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი საცალფეხო დაკიდებული ხიდი იყო აქამდე.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ხიდი მეტ ტურისტს მოიზიდავს რეგიონში, მათთვის სტიმულის მომცემი იქნება და ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, განსაკუთრებით COVID19-ით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემდეგ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწამსოფლიო

22 ტონიანი ჩინური რაკეტის ნამსხვრევები დედამიწაზე ჩამოცვივდა

ოფიციალური პეკინის ცნობით, 22-ტონიანი ჩინური რაკეტა ატმოსფეროში შემოვიდა და მისი ნამსხვრევები ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა, – ამის შესახებ BBC წერს.

რაკეტის ფრაგმენტების ჩამოვარდნის ადგილის კოორდინეტორებია: აღმოსავლეთი – 72.47°, ჩრდილოეთი – 2.65°. ეს ადგილი მალდივის კუნძულების დასავლეთითაა.

რაკეტის ნარჩენები ოკეანეში თბილისის დროით 06:24 საათზე ჩაცვივდა. აშშ-ის კოსმოსური სარდლობის ცნობით, „ჯერ უცნობია, რა გავლენა იქონია ნარჩენებმა წყალსა და მიწაზე“.

4 მაისს ცნობილი გახდა, რომ დედამიწას უზარმაზარი რაკეტა უახლოვდება, რომელმაც კონტროლი დაკარგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

სელაპების მასობრივი სიკვდილი კასპიის ზღვაში

მოსკოვისა და დაღესტნის მეცნიერებმა კასპიის ზღვის სანაპიროზე იპოვნეს 150-ზე მეტი მკვდარი სელაპი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. ინფორმაციას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო “TASS”.
მომხდარის ზუსტ მიზეზებზე საუბარი ამ დროისთვის შეუძლებელია, თუმცა, მეცნიერების ვარაუდით, ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს საშიში ნარჩენებით ზღვის წყლის დაბინძურებას ან გემების საქმიანობას თევზჭერის მიზნით.
ამ დროისათვის ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას და არ გამორიცხავენ, რომ მათი რიცხვი გაიზარდოს ორასამდე. დაღესტნის ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების სახელმწიფო უნივერსიტეტის დირექტორის, ალიმურად გაჯიევის განცხადებით, სხვა ბევრი სახეობის ზღვის ცხოველი სათევზაო ბადეებში იყო გახლართული. ის აღნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში მონიტორინგის დაწყება და გარემოს შესწავლა უნდა დაიწყოს.
დაახლოებით ერთი საუკუნის წინ სელაპების რაოდენობა კასპიის ზღვაში იყო მილიონზე მეტი, ახლა კი, სხვადასხვა გამოთვლებით მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 50-70 ათასს წარმოადგენს. ეს კი ნამდვილად არის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ერთჯერადი ქმედებებით არ გამოსწორდება, ამბობს გაჯიევი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 35
Page 16 of 35