close

დედამიწა

დედამიწა

ტეხასში ტემპერატურის დაცემას ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტეხასის შტატში დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ტემპერატურა, ამას თან დაერთო მილიონობით ადამიანის, ტეხასის მოსახლეობის 46%-ის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტეხასის მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში ტვირთავენ ფოტოებს, თუ რამდენად მძიმე არის მდგომარეობა და რამდენად მოუმზადებლები არიან.

ტეხასში ამინდის გამო დაღუპული 11 წლის ბიჭის ოჯახმა საჩივარი შეიტანა ენერგოკომპანიების წინააღმდეგ, დაუდევრობასთან და უმოქმედობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მსგავს კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ტემპერატურა დაეცა -12C-მდე, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე მილიონობით ადამიანი დარჩა.

სარჩელში ნათქვამია, რომ საშინელი ამინდის პროგნოზის მიუხედავად, რაც მინიმუმ ერთი კვირით ადრე იყო ცნობილი ენერგოკომპანიებისთვის, იცოდნენ, რომ სისტემა არ იყო გამართული და არ მოიმოქმედეს არაფერი კრიზისის თავიდან ასაცილებლად. სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ოჯახი ორი დღის განმავლობაში იყო ელექტროენერგიის გარეშე, როცა ტემპერატურა კრიტიკულად დაბალი იყო.

ხუთშვილიანმა ოჯახმა თქვა, რომ იმ ღამით ყველანი ერთ ოთახში დარჩნენ, რომ გამთბარიყვნენ, 11 წლის ბიჭი კი დილით გარდაცვლილი დახვდათ. შემოწირულობებით შეგროვდა 86 000 აშშ დოლარზე მეტი, იმისათვის, რომ 11 წლის ბიჭის ცხედარი ჰონდურასში დააბრუნონ, რათა დაკრძალონ.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიზნეს პერსონადედამიწამსოფლიო

ბილ გეითსი ორი საფრთხის შესახებ საუბრობს, რომლის წინაშე კაცობრიობა პანდემიის შემდეგ დადგება

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ პანდემიის შემდეგ კაცობრიობა კლიმატის ცვლილებისა და ბიოტერორიზმის საფრთხის წინაშე დადგება. ამის შესახებ ბილ გეითსმა YouTube-ის არხ Veritasium-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფილანტროპის თქმით, კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი საფრთხეა, რომლისთვისაც მსოფლიო მზად არ არის.

„ერთ-ერთი ასეთი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა, რის გამოც, მსოფლიოში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველწლიურად გაიზრდება“, – აღნიშნა ბილ გეითსმა.

Microsoft-ის დამფუძნებელმა ასევე ისაუბრა მეორე საფრთხეზე, რომლის წინაშე კაცობრიობა დადგება, კერძოდ, ბიოტერორიზმზე.

„ვისაც ზიანის მიყენება სურს, შეუძლია ვირუსი შექმნას. ეს კი ნიშნავს, რომ ამ მოვლენის წინაშე აღმოჩენის ალბათობა გაცილებით დიდია, ვიდრე ბუნებრივი ეპიდემიის წინაშე“, – განაცხადა ბილ გეითსმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

მეცნიერებმა ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს🐳

მექსიკის ყურეში ვეშაპების ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ძუძუმწოვრებს რაისის ვეშაპები უწოდეს და ისინი უკვე გადაშენების პირას არიან. დღეისთვის მსოფლიოში ამ სახეობის მხოლოდ ასამდე წარმომადგენელი ცხოვრობს. მეცნიერები ახალი სახეობის არსებობის შესაძლებლობის შესახებ 2019 წელს დაფიქრდნენ, როცა ფლორიდის სანაპიროზე 11,5-მეტრიანი ვეშაპის ნეშტი გამოირიყა.

მათი ვარაუდი გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ცხოვრებს სიცოცხლის ხანგრძლივობა 60 წლამდეა, თუმცა ამის დასაზუსტებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოამსოფლიო

ტყის პირველი ჭკვიანი ქალაქი მექსიკაში იქმნება

მილანში დაფუძნებულმა არქიტექტურულმა ფირმამ, Stefano Boeri Architetti, მექსიკის ქალაქ კანკუნში ინოვაციური დიზაინის მქონე, ბუნებით გაჟღენთილი ჭკვიანი ქალაქის მოდელი შექმნა. შენობა სავაჭრო ცენტრების ალტერნატიულ გეგმას წარმოადგენს.

ე. წ. ჭკვიანი ტყის ქალაქი “კანკუნი” მოიცავს 130 000 ადამიანისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სივრცეს, 400 სხვადასხვა სახეობის 7 500 000 მცენარეს, რომლებიც ბოტანიკოსმა და ლანდშაფტის არქიტექტორმა, ლაური გატიმ შეარჩია. “ახალი საზოგადოებრივი პარკებისა და კერძო ბაღების, მწვანე სახურავებისა და ფასადების წყალობით, ბუნება ამ დაკავებული ტერიტორიების სანაცვლოდ, კვლავ დაიბრუნებს ბალანსს – მწვანე ადგილებისა და შენობების რაოდენობის გადანაწილების თვალსაზრისით” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია Transsolar-ის დახმარებით, ქალაქი გარშემორტყმული იქნება მზის პანელებით, რაც მოსახლეობისთვის განახლებადი ენერგიის საკმარის რაოდენობას უზრუნველყოფს. ქალაქის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები კი გარს არტყია ურბანულ ნაწილს. მათი მორწყვა წყლის არხით მოხდება, რომელიც საზღვაო მილით მარაგდება და დემინერალიზაციის კოშკის დახმარებით იწმინდება.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, აქ ტრადიციული მანქანების პარკინგი განთავსებული იქნება ქალაქის პერიფერიებზე ამის პარალელურად კი, სისტემა შიდა ელექტრო და ნახევრად ავტონომიური მანქანების არსებობას უზრუნველყოფს.

როგორც მდგრადი ურბანიზმის საცდელი ცენტრიSmart Forest City – Cancun მოწინავე კვლევის ცენტრსაც მოიცავს, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეწარმავალი აღმოაჩინეს

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მათ დედამიწაზე ყველაზე პატარა ქვეწარმავალი – ქამელეონის ქვესახეობა აღმოაჩინეს, რომელიც მარცვლის ზომისაა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორი პატარა ხვლიკი მადაგასკარში აღმოაჩინეს. მამრი ხვლიკის ზომა 1,35 სმ-ია და ის ადამიანებისთვის ცნობილი 11,500 ქვეწარმავლის სახეობიდან, ყველაზე პატარაა. მისი სიგრძე კუდიდან თავის ბოლომდე 2,2 სმ-ია. რაც შეეხება მდედრ ხვლიკს, ის უფრო დიდი ზომისაა და დაახლოებით 2,9 სანტიმეტრია.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პატარა ხვლიკი ტკიპებზე ნადირობს და ღამე მტაცებლებისგან ბალახის პირებზე იმალება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწამსოფლიო

პანდემიის კონტროლი შესაძლებელია, მესამე კვირაა, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს – ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის კონტროლი შესაძლებელია. ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, რომ უკვე მესამე კვირაა, რაც მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს.

„მესამე კვირაა, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს. ჯერ კიდევ ბევრი ქვეყანაა, სადაც შემთხვევები იზრდება, მაგრამ გლობალურად, ეს სასიხარულო ამბავია. ეს ამბობს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია, თუნდაც ახალი ვარიანტების გაჩენის შემთხვევაში“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით ახალი შემთხვევების კლება პანდემიის გამო მსოფლიოში მიღებული ზომების ეფექტიანობას აჩვენებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

დედამიწაზე 23 წლის განმავლობაში, რეკორდული, 28 ტრილიონი ტონა ყინული გადნა

ახალი კვლევა, რომელიც ლიდსისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში მომუშავე მეცნიერებმა აწარმოეს, გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე არსებული ყინული, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რეკორდული სისწრაფით დნება.

მკლევარებმა პირველად ჩაატარეს კვლევა ყინულის “დანაკარგების” აღმოსაჩენად, რომლისთვისაც სატელიტებიდან შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს. 28 ტრილიონი ტონა ყინული, რომელიც საკმარისია დიდი ბრიტანეთის სრულიად დასაფარად, 1994-2017 წლების შუალედში დადნა.

გუნდმა დაადგინა, რომ ყინულის დნობის წლიური მაჩვენებელი 23 წლის განმავლობაში 65 პროცენტით გაიზარდა – 0.8-დან 1.3 ტრილიონ ტონამდე. “მყინვარების უკან დახევას მთელ მსოფლიოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ მასშტაბებში” – აცხადებენ ნაშრომის ავტორები.

დაჩქარებული დნობა, რაც უფრო და უფრო უარეს სახეს იღებს, ძირითადად გამოწვეულია ანტარქტიდისა და გრენლანდიის პოლარული ყინულის ფენების დანაკარგებით. რადგანაც ყინულის საფარის საერთო ზომა საგრძნობლად შემცირდა, ის ვეღარ ახერხებს მზის სხივების სრულად არეკვლას და შედეგად, ატმოსფეროსა და ოკეანეებს მეტი სითბო გადაეცემა. ასევე, ყინულის დაჩქარებული დნობა წყალდიდობის რისკს ზრდის და საფრთხეს უქმნის ბუნებრივ არეალებს, რომლებზეც ველური ბუნებაა დამოკიდებული.

“ზღვის ყინულის დნობა ხელს არ უწყობს უშუალოდ ზღვის დონის აწევას, მაგრამ მას აქვს არაპირდაპირი გავლენა” – ამბობს ნაშრომის ავტორი და დედამიწის მეცნიერი იზობელ ლოურენსი, ასევე ლიდსის შესახებ.

როგორც მკლევართა ჯგუფი აცხადებს, სატელიტების დახმარებით და თვალყურის მუდამ დევნებით, შეგვიძლია, წინასწარ განვსაზღვროთ ყინულის დნობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საშიშროება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწამსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე გიგანტური აისბერგი მალე დაიშლება

გიგანტური აისბერგი A68a, რომლის ფართობიც 5800 კვ. კილომეტრს შეადგენს, მალე დაიშლება. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ამ დროისათვის აისბერგი სამხრეთ ჯორჯიის სანაპიროდან 135 კილომეტრში ფიქსირდება. სატელიტურ ფოტოებზე მკვეთრად ჩანს გიგანტური ბზარი, რომელიც A68a-ს ორ ნაწილად ყოფს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანებში აისბერგი ორად გაიხლიჩება. ბოლო 3 წლის განმავლობაში A68a მსოფლიოში ყველაზე გიგანტურ აისბერგად ითვლებოდა. მისი ფართობი უელსის საერთო ფართობის მეოთხედია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ჩინეთი და ნეპალი აცხადებენ, რომ ევერესტი უფრო მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ

ჩინეთისა და ნეპალის მიერ წარმოდგენილი ახალი ერთობლივი გამოთვლის თანახმად, ევერესტი იმაზე მაღალია, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ.

მწვერვალზე გეოდეზისტების ექსპედიციის გაგზავნის შემდეგ ჩინეთი და ნეპალი შეთანხმდნენ, რომ ევერესტის სიმაღლე 8 848.86 მეტრია.

აღსანიშნავია, რომ კატმანდუსა და პეკინს მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის სიმაღლის შესახებ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. კერძოდ, ნეაპოლი დღემდე 1954 წელს ინდოეთის მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც ევერესტის ოფიციალურ სიმაღლედ 8 848 მეტრი მიიჩნეოდა.

ჩინეთის მიერ 2005 წელს ჩატარებული გაზომვის თანახმად კი ევერესტის სიმაღლე 8 844.43 მეტრი იყო.

ევერესტი, რომელიც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალია, ჰიმალაიში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს. ევერესტს კოლონიური ეპოქის ბრიტანელი გეოდეზისტის, ჯორჯ ევერესტის, სახელი ეწოდა, რომელსაც ეს მთა რეალურად არასოდეს უნახავს.

წყარო : The Guardian

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

გრენლანდიაში დიდი მყინვარები იმაზე სწრაფად დნება ვიდრე, ოდესმე

გამოკვლევები აჩვენებს, რომ გრენლანდიის სამი ყველაზე დიდი მყინვარი იმაზე უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ყველაზე ცუდ შემთხვევაში მეცნიერებს შეიძლებოდა ეფიქრათ.

მყინვარების საერთო მოცულობა იმხელაა, რომ მისი ლღობის შემთხვევაში, ზღვის დონეს, გლობალურად 1.3 მეტრით ასწევს.

გლობალური დათბობა ყველაზე მეტად გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულოვან საფარს აზიანებს, რაც ამ დროისათვის, ზღვის დონის მატების ყველაზე დიდი წყაროა. იგი ამჟამად, 8 მილიმეტრით არის ამაღლებული.

საკითხის პრობლემატურობა მსოფლიოს მიერ სათანადოდ, ჯერ კიდევ არაა აღქმული. მეცნიერების თქმით, თუ მყინვარები ამ ტემპით განაგრძობენ ლღობას, დიდი ყინულის წყალსაცავები სამჯერ ან ოთხჯერ უფრო სწრაფად შეიძლება დადნეს, ვიდრე ამას ძველი გამოკვლევები აჩვენებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 16 17 18 19 20 35
Page 18 of 35