close

დედამიწა

დედამიწა

მეცნიერთა განცხადებით, სამყარო უფრო და უფრო ცხელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სახელობისა და ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მომუშავე ასტროფიზიკოსები იაპონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად აცხადებენ, რომ სამყარო დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ცხელდება. მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

მეცნიერებმა კოსმოსზე დასაკვირვებლად ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) ტელესკოპის Planck და აშშ-ის ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებული სპექტროსკოპის Sloan Digital Sky Survey მიერ შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს. მისი მეშვეობით მკვლევრებმა იმ რეგიონში არსებული აირის ტემპერატურა გამოთვალეს, რომელიც ჩვენგან დიდი მანძილითაა დაშორებული. დედამიწისგან შორს მდებარე ობიექტებიდან წამოსულ სინათლეს ჩვენს პლანეტამდე მოსაღწევად ძალიან დიდი დრო სჭირდება, შესაბამისად, მისი შესწავლა სპეციალისტებს სამყაროს მილიარდობით წლის წინანდელი სურათის აღდგენაში დაეხმარა.

ასტრონომებმა მიღებული შედეგები კოსმოსში ამჟამად არსებულ ტემპერატურას შეადარეს. აღმოჩნდა, რომ სამყარო ახლა 10-ჯერ უფრო ცხელია, ვიდრე 10 მილიარდი წლის წინ იყო. მისი საშუალო ტემპერატურა 2 მილიონ კელვინს შეადგენს. მკვლევართა განმარტებით, ამის მიზეზი ახალი ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების წარმოქმნაა, რა დროსაც გრავიტაცია ბნელ მატერიასა და აირებს ერთმანეთისკენ ძლიერად იზიდავს, რაც ამ უკანასკნელის გაცხელებას განაპირობებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები აფრიკის შესახებ

აფრიკა-მსოფლიოს მეორე კონტინენტი მოსახლეობისა და ფართობის თვალსაზრისით, ყველაზე დაბალი მოსახლეობის საშუალო ასაკის მიხედვით, ალმასისა და ტყის რესურსის მხრივ საკმაოდ მდიდარი და პალეონტოლოგების უმეტესი ნაწილის აზრით უძველესი დასახლებული ტერიტორია.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი აფრიკის შესახებ, რაც შეიძლება არ იცოდეთ:

  • ტრაიბალიზმი-აფრიკის ძველი ავადმყოფობა, ბრძოლა ტომებს შორის მწკნარი წყლის რესურსების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სუვერენიტეტისთვის, რომელსაც ათასობით ადმიანის სიცოცხლე შეეწირა;
  • ტუნისში ზოგიერთი სახლი თევზის ძვლისგან არის დამზადებული. მოსახლეობა ამას რწმენის გამო აკეთებს, რის მიხედვითაც თევზებს აქვთ ზებუნებრივი ძალა და მათ ბოროტი სულებისგან დაიცავს
  • აფრიკაში ბანანისგან ლუდი მზადდება, ფართო წარმოება აღმოსავლეთ აფრიკაში ხდება და სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელს ატარებს;
  • სენეგალში მდებარეობს ვარდისფერი ტბა, სახელად ,,Lac Rose”. ტბის ვარდისფერ ფერს ბაქტერია იწვევს, მაგრამ ტბა ბანაობისთვის უსაფრთხოა;
  • ყველასათვის ძალიან საყვარელი წიგნის, ბეჭდების მბრძანებლის, ავტორი ჯ.რ.რ ტოლკინი წარმოშობით არის სამხრეთ აფრიკიდან, ბლუმფონტეინიდან, თავისუფალი შტატიდან;
  • ნიგერიის კინოინდუსტრია, Nollywood, ტექნიკურად უფრო დიდია, ვიდრე Hollywood;
  • აფრიკაში უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ფრანგულად და პორტუგალიურად, ვიდრე საფრანგეთსა და პორტუგალიაში;

  • აფრიკის ქვეყნები, რომლებიც კოლონიზებული არ იყვნენ ევროპელების მიერ, იყო ეთიოპია და ლიბერია;
  • აფრიკის ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანას, ნიგერიას, BBC-იმ მეტსახელად “ტყუპების ქვეყანა” უწოდა, რადგან მას მსოფლიოში ტყუპების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. ციფრები აჩვენებს, რომ ტყუპების შობადობა დასავლეთ აფრიკაში აქ ოთხჯერ მეტია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და ეს ყველაფერი ნიგერიის ქალაქ Igbo-Ora-ში ხდება, სადაც ბოლო მონაცემების მიხედვით საშუალოდ ყოველ ათას დაბადებულში 50 ტყუპია;
  • სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე არსებული ცივი დინებების გამო იქმნება აფრიკული პირგვინების იდეალური საარსებო გარემო;
  • აფრიკა ყველაზე ცენტრალური კონტინენტია. მას კვეთს, როგორც გვინვიჩის მერიდიანი, ასევე ეკვატორი;
  • მიუხედავად მისი სახელწოდებისა, ეკვატორული გვინეის ტერიტორიაზე არ გადის ეკვატორი, თუმცა მისი კუნძული ანობონი მდებარეობს ეკვატორიდან სამხრეთით 155 კილომეტრში, ხოლო მისი დანარჩენი ტერიტორია მდებარეობს ეკვატორიდან ჩრდილოეთით;
  • ,,ბურები” სამხრეთ აფრიკაში ჰოლანდიიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები არიან. ძველჰოლანდიურ ენაზე სიტყვა ,,ბურ” გლეხს აღნიშნავდა. ბურების ენას აფრიკაანსი ჰქვია;
  • ეს არის წარწერა დურბანის სანაპიროზე ინგლისურად, აფრიკაანსა და ზულუსთა ენაზე. წარწერის მიხედვით სანაპიროს განაწესის 37-ე მუხლის მიხედვით, ეს სანაპირო რეზერვირებულია მხოლოდ თერთკანიანი მოსახლეობისთვის
  • ქალაქი კიმბერლი მას შემდეგ აშენდა, რაც ამ ადგილებში ალმასის მოპოვება დაიწყეს. ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ,,დიდი ხვრელი”, რაც ადამიანების მიერ ხელით ამოთხრილი უდიდესი მაღაროა;
  • სერენგეტი- ეკოსისტემა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს უმსხვილეს და ყველაზე ხანგრძლივ ნადირთა მიწისზედა მიგრაციას მსოფლიოში და ერთ-ერთია ათ ბუნებრივ საოცრებათაგან მსოფლიოში;

წყარო: Jones around the world

            national geography

            ABTA

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

საინტერესო ფაქტები აზიის შესახებ

აზია ყველაზე დიდი კონტინენტია, როგორც ფართობის ასევე მოსახლეობის რაოდენობისა და სიმჭიდროვის მიხედვით, ის არის სამშობლო უძველესი ცივილიზაციებისა და რელიგიების, როგორებიცაა:  ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ზოროასტრიზმი და ა.შ.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რაც ბევრისთვის უცნობია:

  • ჩრდილოეთ კორეას აქვს ყველაზე დაბალი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მსოფლიოში მობილური ტელეფონის ფლობის მიხედვით;
  • სწორედ აზიაში, კერძოდ დუბაიში, შევხვდებით მსოფლიოს უმაღლეს შენობას, სახელად ,,Burj Khalifa”;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია იაპონიაში. იაპონელი ხალხის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82,5-ია, ისინი ყველაზე დიდხანს ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში;
  • იცოდით, რომ კვლევების თანახმად აზიის მოსალხეობის 50%-ს არ გააჩვნია ღვიძლში სპეციალური ფერმენტი ალკოჰოლის მეტაბოლიზმისთვის. მეცნიერები ასევე თვლიან, რომ ეს არის მიზეზი, რის გამოც ბევრი აზიელი ალკოჰოლის მიღების შემდეგ გრძნობს სახის გაწითლებას;
  • ტაილანდი ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც არ მომხდარა ევროპელთა კოლონიზაცია. და ისინი ძალიან ამაყობენ ამ ფაქტით;
  • სიტყვა ,,აზია” ნიშნავს მზის ამოსვლას, რაც ფინიკიელებმა უწოდეს კოტინენტს;
  • სინამდვილეში, აზიის მხოლოდ ერთი ქვეყანა, ინდონეზია, მდებარეობს მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში;
  • New South China Mall არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს;
  • ჩრდილოეთ კორეა კრძალავს შობის აღნიშვნას და ყველას აიძულებს აღნიშნონ კიმ ჩონგ ილის დედის დაბადების დღე, რომელიც 24 დეკემბერს დაიბადა;
  • ნეპალი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გეიებს ქორწინების ნება დართო;
  • მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მატარებელი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეა 486.1 კმ / სთ, არის ჩინეთში CRH380A;
  • ბუტანი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 2010 წლის თამბაქოს აქტის მიხედვით, მოწევა და თამბაქოს გაყიდვა აკრძალა. კანონი კრძალავს თამბაქოს მოყვანას, წარმოებას, მიწოდებას და დისტრიბუციას ქვეყანაში;
  • აღსანიშნავია, რომ ბუტანის მთავრობა პერიოდულად ითვლის “მთლიანი ნაციონალური ბედნიერების” დონეს. ამ მხრივაც ბუტანი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში;

წყარო: SWEDISH NOMAD

               INDIA TODAY

               Fun Facts

მასალა მოამზადანინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა

ინდოეთში მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ზე მეტს აღწევს. ამის შესახებ BBC იტყობინება. თავდაპირველად 23 ადამიანის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ტრაგიკული შემთხვევა ბიჰარის შტატში მოხდა. დაღუპულთა უმრავლესობა ადგილობრივ ფერმებში მუშაობდა.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა ბიჰარში გასული წლის ივლისშიც. მაშინ მეხის ჩამოვარდნას 39 ადამიანი ემსხვერპლა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

კუ, რომელმაც თავისი სახეობა გადაშენებას გადაარჩინა, ველურ ბუნებაში დაბრუნდა 🐢

100 წლის გალაპაგოსის გიგანტური კუ დიეგო, რომელმაც თავისი სახეობა გადაშენების, ველურ ბუნებაში დაბრუნდა. ამის შესახებ BBC ეკვადორის გარემოს დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფომრაციით, დიეგო და კიდევ 14 მამრი კუ კუნძულ ესპანიოლაზე დააბრუნეს, სადაც ისინი თავისუფლად იცხოვრებენ.

დიეგო ერთ-ერთი იყო იმ 14 მამრ კუს შორის, რომლებიც სპეციალისტებმა 1960-იან წლებში გალაპაგოსის კუნძულზე გამრავლების პროგრამისთვის შეარჩიეს. 50 წლის წინ კუნძულ ​ესპანიოლაზე მხოლოდ 2 მამრი და 12 მდედრი გიგანტური კუ ბინადრობდა. პოპულაციის აღსადგენად დიეგო გალაპაგოსის კუნძუზლებზე აშშ-დან, სან დიეგოს ზოოპარკიდან ჩაიყვანეს.

პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა, მის ფარგლებში 2 000-ზე მეტი გიგანტური კუ დაიბადა. დიდი წვლილი ამაში დიეგოს მიუძღვის. არსებული მონაცემებით, 100 წლის კუ 800 პატარას მამა გახდა. პროგრამა დასრულდა და მარტში დიეგოს მშობლიურ ​ესპანიოლაზე გაუშვებენ. იქ 1 800 კუ იცხოვრებს, აქედან 40% დიეგოს შთამომავლები არიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

NASA-ს ასტრონავტი ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში ჩავიდა

NASA-ს ყოფილი ასტრონავტი – კეტრინ სალივანი დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში – მარიანას ღრმულში დაეშვა. კეტრინი პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტია, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა და ე.წ. Spacewalk შეასრულა და ამიერიდან, უკვე პირველი ქალი, რომელმაც მარიანას ღრმული მოინახულა. 68 წლის სალივანმა კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – ის პირველი ადამიანია, რომელიც კოსმოსში, შემდეგ კი პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილში იმყოფებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

აშშ-ში ორსახიანი კნუტი დაიბადა

აშშ-ში, ორეგონის შტატში კატას ორსახიანი კნუტი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კნუტის დედის პატრონებმა მას ბისკიტს ენდ გრეი დაარქვეს. ისინი პატარას უვლიან და მის გასხვისებას არ აპირებენ. მათივე თქვით, კნუტს ორივე პირით შეუძლია ჭამა.

ჩვეულებრივ, ორსახიანი კატების სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლეა, თუმცა ყველაზე ასაკოვანმა ასეთმა კატამ 15 წელი იცოცხლა. ბისკიტის ოჯახი ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი აქვთ, რომ პატარა მათთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცოცხლებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ატლანტის ოკეანეში შტორმი „არტური“ წარმოიქმნა

ატლანტის ოკეანეში შტორმი „არტური“ წარმოიქმნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, წელს ეს პირველი შტორმია, რომელსაც სახელი მიენიჭა. სინოპტიკოსების ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში ქარის მაქსიმალური სიჩქარე საათში 64.3 კილომეტრს აღწევს, თავად შოტრმი კი საათში 14.4 კილომეტრის მანძილს ფარავს. სპეციალისტების პროგნოზით, ორშაბათს შტორმი ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროსთან გადაინაცვლებს. ამ ეტაპზე შტორმის გაძლიერება ნაკლებად სავარაუდოა.

ატლანტის ოკეანეს შტორმების სეზონი 2 კვირაში იწყება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეკოლოგია

ფლამინგოების გადაფრენა ნატრონის მლაშე ტბაზე

ტანზანიაში მდებარე მლაშე ტბა, ნატრონი, მსოფლიოში არსებული ფლამინგოების ერთი მესამედის, ანუ სამ მილიონამდე ფლამინგოს სახლია.

ნატრონი იფარება მარილით, რომელიც პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს (რაც განპირობებულია მიკროორგანიზმებით, რომლებიც ტბაში ბინადრობს). ამგვარი პირობების გამო, ადამიანებისთვის ეს ტბა სრულიად არაგამოყენებადია, თუმცა, ფლამინგოებისთვის – პირიქით. ფლამინგოს კანის სტრუქტურა და ფეხებზე არსებული სქელი კანი აძლევს მას საშუალებას, ტბაში შევიდეს და თუნდაც დალიოს კიდეც მისი წყალი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

ნიდერლანდებში პირველად გიგანტური პანდა დაიბადა

ნიდერლანდებში პირველად გიგანტური პანდა დაიბადა. ამის შესახებ France 24 წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ოუვეჰანდსის ზოოპარკში მოხდა, სადაც პანდა ვი ვენმა იმშობიარა. პატარას მშობლები ჩინეთს ეკუთვნიან, თუმცა პეკინმა ისინი ნიდერლანდებს ცხოველების გამრავლების პროგრამის ფარგლებში 2017 წელს ათხოვა.

დედაც და პატარას თავს კარგად გრძნობენ, თუმცა პატარა პანდის სქესი ამ ეტაპზე უცნობია. სახელს მას სწორედ ამ დეტალის დაზუსტების შემდეგ მოუფიქრებენ.

ველურ ბუნებაში გიგანტური პანდები მხოლოდ ჩინეთში ბინადრობენ, სადაც მათი არსებობის არეალი მცირდება. სწორედ ამან გამოიწვია გამრაველბის პროგრამის აუცილებლობა. პროგრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2016 წლიდან პანდები გადაშენების საფრთხის მყოფ ცხოველებად აღარ ითვლებიან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 17 18 19 20 21 35
Page 19 of 35