close

დედამიწა

გეოგრაფიადედამიწაკვლევებიმსოფლიო

ახლად აღმოჩენილი იურული ზღვის მონსტრი ოკეანისსუპერ მტაცებლებთანაა დაკავშირებული

 დედამიწაზე უამრავი სახეობა არსებობს, რომლებიც, სანამ აღმოაჩენდნენ, ათეულობით წლების განმავლობაში კაცობრიობის ცხვირწინ არსებობდნენ. ასეა ახლად აღმოჩენილი “ზღვის მონსტრის”, Arminisaurus schuberti-ის, შემთხვევაშიც, რომელიც იურულ ოკეანეში 190 მილიონი წლის დაცურავდა.

Arminisaurus-ის განმარხებული ძვლები თავდაპირველად აღმოაჩინეს ბილეფელდის მახლობლად გერმანიაში 1980-იანი წლების დასაწყისში. თუმცა ძვლები დაზიანებული იყო და მხოლოდ მისი 40 პროცენტის აღდგენა შეძლეს.

ძვლების გადარჩენა მოყვარული პალეონტოლოგის – ზიგიფრიდ შუბერტის დამსახურებით მოხერხდა, რომელმაც ნამარხი გაასუფთავა და 2015 წელს Naturkunde-ის მუზეუმში, ბილეფელდში გაგზავნა.

პლეზიოზავრს სახელი, Arminisaurus schuberti, შუბერტისა და გერმანელი არმინიუსის  პატივსაცემად დაერქვა.

მეცნიერი – სვენ საჩი აცხადებს, რომ პლეზიოზავრი დინოზავრების ერის ყველაზე წარმატებულ ზღვის მტაცებელ ცხოველებს განეკუთვნება.

არმინიუსი დაახლოებით 3-4 მეტრი სიგრძის იყო და სავარაუდოდ,  პატარა მტაცებელებზე ნადირობდა. თუმცა, თითქმის მთელი ბეჭის ძვლისთვის დამახასიათებელია თვისებები, რაც Cretaceous-ის პერიოდის(გეოლოგიური პერიოდი, რომელიც იურული პერიოდის შემდგომი ხანაა) მტაცებლებისთვისაა დამახასიათებელი.

ეს აღმოჩენა პოლეონტოლოგებს პლეზიოზავრების ევოლუციური გამოსხივების უკეთ გაგებაში დაეხმარება.

მეცნიერები აცხადებენ, რომ Arminisaurus-ი მნიშვნელოვანია, რადგან ის თარიღდება ადრეული იურული პერიოდით. ამ დროის მხოლოდ ორი პლეზიოზავრის ნამარხია ჯერ-ჯერობით აღმოჩენილი. ეს კი  Arminisaurus-ს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

კვლევა ჟურნალ Alcheringa-ში გამოქვეყნდა.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიეთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმსოფლიო

ახლად აღმოჩენილი იურული ზღვის მონსტრი ოკეანის სუპერმტაცებლებთანაა დაკავშირებული

გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოასაქართველო

აფხაზეთის დაცული ტერიტორიები – საქართველოს გამორჩეული სიმდიდრე

 აფხაზეთის დაცულ ტერიტორიაზე 6 ნაკრძალია. ამ ერთმანეთისგან რელიეფითა და ეკოსისტემებით განსხვავებულ ნაკრძალებში 2000-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. მათგან ბევრი ისეთია, ადრე ფართოდ რომ იყო გავრცელებული, დღეს კი აქა-იქაა შემორჩენილი.

რელიქტური მცენარეებიდან, უპირველესად, აღსანიშნავია ბიჭვინთის ფიჭვი. ეს მცენარე, სხვა ჰაბიტატებისგან განსხვავებით, ბიჭვინთაში ქვიშიან დიუმებზე ხარობს ზღვის შროშანთან ერთად. მდიდარია აფხაზეთის ფაუნაც. საქაეთველოს ,,წითელ ნუსხაში’’ შესული არაერთი ცხოველი ბინადრობს აფხაზეთის ნაკრძალებში.

რიწის ნაკრძალი ზღვის დონიდან 300-2900 მეტრის სიმაღლეზე რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. ეს ზღაპრული ბუნება მნიშვნელოვნად განსხვავდება აფხაზეთის ზღვისპირა მხარის ლანდშაფტებისგან. რიწის ნაკრძალში 1400-ზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს. ამ ტერიტორიის 91%-ზე მეტი ტყითაა დაფარული. რიწის ნაკრძალში მობინადრე ძუძუმწოვრებიდან ყველაზე პატარა მტაცებელია დედოფალა, ყველაზე დიდი კი – მურა დათვი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიდედამიწა

18 სექტემბერს მთვარის იშვიათი დაბნელება იქნება

18 სექტემბერს მთვარე  სამი პლანეტისა და ჩვენი ცის ყველაზე ნათელი ვარსკვლავის წინ გაივლის, ეს კი განსაკუთრებულ დაბნელებას გამოიწვევს.

დაბნელება – ეს გახლავთ მოვლენა, როდესაც ერთი ციური სხეული მეორეს ბლოკავს. რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ძალიან იშვიათი სანახაობაა.

მთვარე გაივლის ვენერას, პირველი სიდიდის ვარსკვლავს- Regulus-ს, შემდეგ მარსსა და ბოლოს – მერკურს. ვინაიდან მთვარე ჩვენი პლანეტის გარშემო მოძრაობს, ის ცაში სხვა ობიექტების წინ რეგულარულად მოძრაობს, თუმცა მსგავსი ერთ ხაზზე განთავსება, რაც ამაღამაა მოსალოდნელი, ძალიან იშვიათია. სამი პლანეტის მთვარის დაბნელება (მერკური, ვენერა და ნეპტუნი) ბოლოს 2008 წლის 5 მარტს იყო და 2036 წლამდე აღარ იქნება,

რაც შეეხება Regulus-ს, ეს გახლავთ ოთხიდან ერთ-ერთი პირველი სიდიდის ვარსკვლავი, რომელსაც მთვარე აბნელებს, დანარჩენი სამი ვარსკვლავია: Aldebaran-ი, Spica და Antares-ი.

სამწუხაროდ, იმ შემთხვევეაში, თუ სწორ ლოკაციაზე არ იმყოფებით და ბინოკლით ან ტელესკოპით არ ხართ აღჭურვილი, შესაძლოა, 18 სექტემბრის მოვლენა ვერც დააფიქსიროთ.

 ვენერას დაბნელება სათანადოდ გამოჩნდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინდონეზიაში, თუნდაც ის დილით მოხდეს დღისით.

თუ არ იმყოფებით იქ, სადაც მოვლენის ხილვას შეძლებთ, არ ინერვიულოთ, ყოველთვის არის სხვა დრო! არსებობს საიტი International Occultation Timing Association, სადაც შეგიძლიათ თქვენი ლოკაციიდან  ხილული მთვარის დაბნელების პროგნოზი იხილოთ.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიადედამიწასაქართველო

პირველი ევროპელები – ზეზვა, მზია და მათი შვილი

ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, დმანისშია აღმოჩენილი. ეს ევროპაში აღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.

2000 წელს ,,საიენსის” გამოცემის მიერ შედგენილი 10 საუკეთესო მეცნიერული მიღწევის სიაში დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენები სამეულში მოხვდა.

1991 წელს აქ უძველესი ჰუმანოიდის ყბა აღმოაჩინეს, რამაც სენსაცია გამოიწვია. 2000 წელს კი, უკვე თავის ქალებიც იპოვეს, რამაც დმანისს პირველი ევროპელის სამშობლოს სტატუსი მოუპოვა.

ჯამში, აქ დღემდე 5 თავის ქალაა აღმოჩენილი.

  ზოგადად კი, დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო. არქაულ ცხოველთა ძვლები  აქ პირველად პალეონტოლოგმა აბესალომ ვეკუამ ამოიცნო. 
1991 წელს დმანისი სენსაციური აღმოჩენის ადგილად იქცა, როცა აქ უძველესი ჰომინიდის ქვედა ყბა აღმოჩნდა.
მოგვიანებით, 2000 წელს, ცხრა წლის შემდეგ, როცა პირველ ყბას თავის ქალებიც მოჰყვა, დმანისი საბოლოოდ პირველი ევროპელის სამშობლოდ დამკვიდრდა სამეცნიერო წრეებში. დღეს აქ უკვე ხუთი თავის ქალაა აღმოჩენილი.

შემდეგ კი, ევროპელი მეცნიერების ინიციატივით, პირველი ევროპელების იმიჯი შეიქმნა – კარგად ნაცნობი ზეზვა და მზია.  შეიქმნა ზეზვასა და მზიას ისტორია და სხვადასხვა საინფორმაციო არხით გავრცელდა.

მოგვიანებით, დმანისის ახალი საველე მუზეუმი შეიქმნა. მის დახვეწილ და თანამედროვე დიზაინზე მსოფლიო მუზეუმებზე ორიენტირებულმა ცნობილმა ფრანგულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Studio milou-მ იმუშავა. მუზეუმი პირდაპირ არქეოლოგიური გათხრების უბანზეა განთავსებული. უცხოელ ტურისტებთან ერთად თქვენც შეგიძლიათ მოინახულოთ პირველი ევროპელის ადგილსამყოფელი და, შესაძლოა, ღია ცის ქვეშ ახალი აღმოჩენის უშუალო მონაწილეც გახდეთ.
ზეზვასა და მზიას 2001 წელს დმანისში აღმოჩენილი გოგონას ჩონჩხის უძველესი ნაშთები – დმანისელი ,,ტინეიჯერიც” შეუერთდა მოგვიანებით. ისიც, დაახლოებით, 1,8 მილიონი წლის წინანდელია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწასაქართველო

მტირალას ეროვნული პარკი – უნიკალური ადგილი საქართველოში

  მტირალას ეროვნული პარკი საქართველოში ყველაზე უხვნალექიან ადგილას მდებარეობს. პარკში ხელუხლებლადაა შემონახული უნიკალური მერქნიანი მცენარეების ტყე. აქაურობის თითქმის 100% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული.

მხოლოდ აქ იზრდება მშვენიერი ეპიგეა, რომელიც შეტანილია საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“.  ასევე სხვაგან არსად გვხვდება შქერიანი. საკმაოდ მდიდარია მტირალას ეროვნული პარკის ფაუნა, როგორც ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, ისე ამფიბიებით, რომელთა შორის აღსანიშნავია კავკასიური სალამანდრა და მცირეაზიული ტრიტონი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

პოლარული ციალი – როგორ ჩნდება საოცრება დედამიწაზე

  ჩინელმა ასტრონომებმა ჯერ კიდევ 5000 წლის წინ აღწერეს პოლარული ციალი. მოგვიანებით, ბერძენი და ლათინურენოვანი ავტორები წერდნენ ,,ღამის ცაზე გაჩენილი ცეცხლის ალების’’ შესახებ. ,,დიდ ჩრდილოეთში’’ მოელვარე სინათლის შესახებ ლეგენდები იქმნებოდა. ზოგიერთი ესკიმოსისთვის იგი წინაპართა სულებს განასახიერებდა. სხვებისთვის ჩრდილოეთ პოლუსზე განთავსებული ,,დედამიწის შემქმნელი დიდი ცეცხლის’’ ნაკვალევი იყო.

XVII ს-ში ასტრონომმა გალილეიმ მას ,,ჩრდილოეთის ციალი” უწოდა, მაგრამ მისი საიდუმლო ვერავინ ამოიცნო. მხოლოდ ის არის დადგენილი, რომ მზის აქტიურობის დროს შეინიშნება. XX ს.-ის დასაწყისში ნორვეგიელმა მეცნიერმა მოახერხა იმავე ფენომენის ლაბორატორიაში მიღება: მან დამაგნიტებული ბურთი (მაგნიტური ისრის მსგავსი) დაბომბა ელექტრონებით (ატომის შემადგენელი ელემენტები) და მაშინვე გაჩნდა ციალის მსგავსი ნათება.

ყოველთვის, როდესაც მზე მეტად აქტიურია, მის ზედაპირზე ძლიერი ამოფრქვევებია და მათი ნაწილაკები კოსმოსში ვრცელდება. დედამიწაზე მათ მაგნიტური ველი იზიდავს და ისინი პოლუსებისკენ მიიწევენ. აქ, 100-300 კმ სიმაღლეზე, ატმოსფეროს მაღალ ფენებში ეღობებათ ჟანგბადი და აზოტი. ამ შეჯახებისას წარმოიქმნება სინათლე: თითოეულ აირს განსხვავებული ფერის სინათლე აქვს: ჟანგბადს – მომწვანო-ყვითელი, აზოტს – წითელი. მილიარდობით ნაწილაკის აირთან შეჯახება წარმოქმნის ციალს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ანალიტიკაგეოგრაფიადედამიწაეკოლოგიაეს საინტერესოა

სად და როგორ წარმოიშვა „ირმა“ და მსგავსი დამანგრეველი ქარიშხლები?

რამდენიმე კვირაში იმ დღიდან, როცა ქარიშხალმა „ჰარვეიმ“ ტეხასში ნგრევა გამოიწვია, „ირმამ“ ფლორიდაში მეწყერი წარმოშვა და ეს მაშინ, როცა ატლანტიკურ ქარიშხლის სეზონამდე თითქმის 12 კვირაა დარჩენილი. ჩნდება კითხვა – საიდან ჩნდება ეს ქარიშხლები?

კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქარიშხლების უმეტესობა, რომელიც აშშ-სა და კანადას თავს დასტყდომია, იწყება, როგორც დასავლეთის აფრიკის, კერძოდა კი აფრიკის კაპე ვერდეის კუნძულების სანაპირო ზოლის, ატმოსფეროში არსებული ამინდის განსხვავებული ნიმუში.

,,Geophysical Research Letters-ში” გამოქვეყნებულმა 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ აფრიკის სანაპიროს ამ ტროპიკული დარღვევების თვალყურის დევნებით მკვლევარები შეძლებდნენ იმის პროგნოზირებას, თუ რომელი მათგანი გადაიქცეოდა სერიოზულ ქარიშხლად რამდენიმე კვირის შემდეგ.

„იმ ქარიშხლების 85 პროცენტი, რომელიც აშშ-სა და კანადას აზარალებს, დასავლეთ აფრიკის ატმოსფეროში არსებული დარღვევებისგან წარმოიშვა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაც უფრო დიდ ტერიტორიაზეა ეს დარღვევა გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ერთ-ორ კვირაში ის ქარიშხლად გადაიქცეს,“ – განაცხადა ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარმა კოლინ პრაისმა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ქარიშხლები პირდაპირ უკავშირდება დედამიწის ერთ-ერთ მშრალ ადგილას – საჰარას უდაბნოს.

საჰარის ცხელი და მშრალი ჰაერისა და გვინეის ზღვის ყურიდან მომავალი გრილი, უფრო ტენიანი ჰაერის ურთიერთქმედება წარმოშობს ე.წ. აფრიკის აღმოსავლეთ ნაკადს, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს.

ამ ნაკადის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას ატმოსფერული დარღვევები ან ტროპიკული ტალღები. იმის გამო, რომ ეს ტალღები აფრიკის კაპე ვერდეის  სანაპიროზე იცლებიან, 2015 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადგილში არსებული ღრუბლის რაოდენობით შესაძლოა იმის დადგენა, შეიძლება თუ არა, რომ ეს ტროპიკული ტალღები ერთ-ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცნენ.

როგორ ხდება ეს? ტროპიკული ტალღები ურთიერთქმედებენ ატლანტის ოკეანის თბილ ეკვატორულ წყალთან, ხოლო იმის გამო, რომ ისინი დასავლეთისკენ მიემართებიან ოკეანიდან თბილი და ტენიანი ჰაერის სვეტების წარმოშობას იწვევენ.

ეს წარმოშობს სამი ინგრედიენტიდან ორს იმისათვის, რომ ტროპიკული შტორმები ძლიერ ქარიშხლებად გადაიქცნენ : ტენიანი ჰაერი; დედამიწის როტაცია; და თბილი ოკეანის ტემპერატურა. როდესაც ქარების სიჩქარე 119 კმ / სთ-ს აღწევს, ქარიშხალი კლასიფიცირდება როგორც I კატეგორიის ქარიშხალი.

სანამ ქარიშხლად გადაიქცეოდა და აშშ-სა და კარიბისკენ გაემართებოდა, აგვისტოს დასასრულს „ირმა“ კაპე ვერდეის კუნძულების ატმოსფეროში არსებულ დარღვევად დააფიქსირეს.

სტატისტიკის თანახმად, ყოველ წელს აფრიკაში წარმოქმნილი 60 დარღვევიდან მხოლოდ 10 პროცენტი გადაიქცევა ქარიშხლად – მაგრამ ისეთ ქარიშხლად, რომელსაც შეუძლია ატლანტის გადაკვეთა, რაც მას იმდენად აძლიერებს, რომ აშშ-სა და კანადასაც კი აყენებს დარტყმას.

მსოფლიოს მეცნიერები ცდილობენ შეიმუშავონ მექანიზმი, რისი საშუალებითად იმის პროგნოზირებას შეძლებენ, თუ რომელი დარღვევა შეიძლება ერთ ან ორ კვირაში ქარიშხლად გადაიქცეს. ეს კი თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქარიშხლისგან გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის აცილება ან შემცირება გახდეს შესაძლებელი.

რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შტატ ფლორიდის სამხრეთ სანაპიროს ქარიშხალი ,,ირმა” თავს დაატყდა. მაიამის სანაპიროები დატბორილია, ქუჩებში ქარიშხალმა უზარმაზარი ხეები მოგლიჯა. 1 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი, ფლორიდის სამხრეთ ნაწილში ევაკუირებულია. სანამ ქარიშხალი ფლორიდის სანაპირობმდე მივიდოდა, ის კარიბის კუნძულებზე მძვინვარებდა და შედეგად 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წყარო: http://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოამედიცინა

მდედრი კოღო – კაცობრიობის ნახევრის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

იცით თუ არა, რომ:

მამრი კოღოები ადამიანებს არ კბენენ, ისინი ყვავილის ნექტრით იკვებებიან;

ადამიანის არსებობის ისტორიაში, მდედრი კოღოს კბენის შედეგად, ჯამში, დაახლოებით, 48 მილიარდი ადამიანი დაიღუპა;

საშუალოდ, ყოველ 12 წამში თითო ადამიანი სწორედ კოღოს კბენის მიზეზით იღუპება;

კოღოები პოტენციური მომაკვდინებელი დაავადებების გაამტანები არიან, მაგალითად, მალარიის, ზიკას ვირუსის, ენცეფალიტის,  ყვითელი ციების და ა.შ.

კოღომ ადამიანების ამორჩევა იცის, ამის მიზეზი კი – გენებია,  ყველაზე მიმზიდველი – პირველი  ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები არიან. აგრეთვე, კოღოებს განსაკუთრებით იზიდავთ ფეხმძიმე ქალები;

საინტერესოა, რომ კოღოებს აგრეთვე ძალიან უყვართ ლუდის მოყვარული ადამიანების კბენა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

1 28 29 30 31 32 35
Page 30 of 35