close

დედამიწა

დედამიწა

მეცნიერები: 56 მილიონი წლის წინ დედამიწას გიგანტური კომეტა შეეჯახა

ნიუ ჯერსიში ნაპოვნი მინის ნამსხვრევი მიანიშნებს, რომ დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ დედამიწას კომეტა, ან სხვა ობიექტი უნდა შეჯახებოდა.
მეცნიერთა ვარაუდით, ეს მოხდა 10 მილიონი წლის შემდეგ იმ ფაქტიდან, როცა ასტეროიდმა დინოზავრები გაანადგურა. ისინი აცხადებენ, რომ ამ შეჯახებას შესაძლოა დედამიწაზე განსაკუთრებით თბილი პერიოდი გამოეწვია, როდესაც მნიშვნელოვანი ძუძუმწოვრების ჯგუფი, მათ შორის პრიმატები გაჩნდნენ, რომლებმაც დასაბამი მისცეს ადამიანს.
ჟურნალ Science-ში  გამოქვეყნებული დასკვნების თანახმად, მუქი მინის პატარა სფერული ნამსხვრევი,microtektites,  წარმოადგენს იმის ძლიერ მტკიცებულებას, რომ დედამიწას კომეტა ან ასტეროიდი შეეჯახა. მეცნიერთა მტკიცებით ისინი მაშინ წარმოიქმნენ, როდესაც კოსმოსური ქვა დაეჯახა დედამიწის ზედაპირს და ააორთქლა ის ადგილები, სადაც დაეცა, ჰაერში ამოჰყარა გამდნარი ქვის ნამსხვრევები, რაც, საბოლოოდ, მინად იქცა.
microtektites გეოლოგიური ფენიდან ამოიღეს, რაც სამხრეთ ნიუ ჯერსის სამ რაიონში დაახლოებით 56 მილიონი წლის წინ ეოცენის ეპოქის დაწყებას მიანიშნებს.
ეს ემთხვევა დათბობის მოვლენის დაწყებას, რომელიც პალეოცენ-ეოცენური თერმული მაქსმუმის სახელითაა ცნობილი და რომელიც ატმოსფერული ნახშირორჟანგის დაგროვებასთან ასოცირდება. ეს პერიოდი 100,000 წელზე მეტხანს გრძელდებოდა და გლობალურმა ტემპერატურამ 9-14 გრადუს ფარენგეიტამდე (5-8 გრადუსი) მოიმატა.
ამ პერიოდამდე დაახლოებით 10 მილიონი წლით ადრე 10კმ სიგანის ასტეროიდმა უამრავი საზღვაო და სახმელეთო ქმნილება, მათ შორის დინოზავრები, გაანადგურა და ძუძუმწოვრებმა უპირატესობა მოიპოვეს.
56 მილიონი წლის წინ ასეთი მასობრივი განადგურება არ მომხდარა, თუმცა ოკეანის ბევრი ერთუჯრედიანი არსება გაქრა. გლობალური დათბობის პერიოდში ჩნდება პრიმატები და ძუძუმწოვრების ორი ჯგუფი, მათ შორის ერთ-ერთი მოიცავს ირმებს, ანტილოპებს, ცხვრებს, თხებს და სხვ. და მეორე – ცხენებსა და მარტორქებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ობიექტი, რომელიც 56 მილიონი წლის წინ შეეჯახა დედამიწას, კომეტა იყო. „თუმცა დანამდვილებით არ შეგვიძლია ვთქვათ, კონკრეტულად სად მოხდა შეჯახება და რა ზომის იყო კომეტა,“ – აცხადებს გეოქიმიკოსი მორგან შალერი.

წყარო: reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ბუენოს აირესის სკანდალური ზოოპარკი იხურება

ბუენის-აირესში მდებარე ზოოპარკი იხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მას შემდეგ მიიღო, რაც ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველებისა და შენობების მდგომარეობის გამო რამდენჯერმე სკანდალში გაეხვა.
ის გახდება ეკო პარკი, რომელიც გარემოს შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.
ქალაქის მერის განცხადებით, ცხოველებს ღირსების შემლახავ პირობებში უწევდათ ცხოვრება.
ზოოპარკი 1875 წლიდან არსებობს, იგი კერძო კომპანიის მმართველობის ქვეშ იმყოფება, რომელმაც მენეჯმეტის უფლება კონკურსის წესით მოიპოვას.
ზოოპარკმა საზოგადოების ყურადღება ცხოველების არაადეკვატურ პირობებში ყოფნის გამო მიიპყრო. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყვნენ ცხელი ზაფხულის პერიოდში პოლარული დათვები. ზოოპარკის უკანსაკნელი პოლარუილი დათვი სამნახევარი წლის წინ დაიღუპა.
50 ცხოველს შორის, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და, შესაბამისად, ზოოპარკში რჩებიან, ორანგუტანი სანდრაა. სანდრა ორი წლის წინ საერთაშორისო მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა მასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეც კი მოიგეს. სასამართლომ მას „არა-ადამიანი, რომელიც უფლებებს იმსახურებს“ სტატუსი მიანიჭა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ჰარამბეს სკანდალი გრძლედება: ზოოპარკის ადმინისტრაციამ…

ამერიკის ქალაქ ცინცინატის ზოოპარკის ადმინისტრაციამ პატარა ბიჭის გადასარჩენად ლიკვიდირებული გორილას სპერმის შენახვის გადაწყვეტილება მიიღო იმ იმედით, რომ ჰარამბეს სიკვდილის შემდეგ მისი შთამომავლები გაჩნდებიან.
თუმცა, აშშ ოფიციალური ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ზოოპარკში ცხოველების შეჯვარებას, აცხადებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა დასავლეთის დაბლობის გორილას სპერმამ იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების „გაყინულ ზოოპარკში“ წვლილი შეიტანოს.
„ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ მომავალში გამოყენების ან სამეცნიერო კვლევების მიზნით დაკონსერვებული“, განაცხადა კრისტრინ ლუკასმა, რომელიც ზოოპარკებისა და აკვარიუმების გორილას სახეოებების გადარჩენის გეგმის ხელმძღვანელია.
აშშ ზოოპარკებში ამჟამად ჰარამბეს ჯიშის 350 გორილა ცხოვრობს, რაც სრულიად საკმარისია მათ გასამრავლებლად. რეპროდუქციული ასაკის მდედრ გორილებს ჰორმონალურ კონტრაცეპტივებსაც კი ასმევენ.
შეგახსენებთ, რომ ცინცინატის ზოოპარკის ადმინისტრაციამ 17 წლის ჰარამბეს ლიკვიდირების გადაწყვეტილება 4 წლის ბიჭუნას სიცოცხლის გადასარჩენად მიიღო, რომელიც გორილას გალიაში შემთხვევით ჩავარდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ქალაქის პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დაიკითხა ბიჭუნას ოჯახიც.

წყარო: Reuters 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ჩინეთი ნიადაგის დაბინძურების წინააღმდეგ ძალისხმევას აძლიერებს

ჩინეთმა ნიადაგის დაბინძურების წინააღდეგ საბრძოლველად ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
ჩინეთი მიზნად ისახავს 2020 წლისთვის მაქსიმალურად შეამციროს ნიადაგის დაბინძურება, ასევე დაასტაბილუროს და გააუმჯობესოს ნიადაგის ხარისხი 2030 წლისთვის.
ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.
გასულ წელს, ჩინეთის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნაში ნიადაგის დაბინძურება 16.1 პროცენტით აჭარბებს სახელმწიფო ლიმიტს. თუმცა მძიმე მეტალის ან ქიმიური დაბინძურების წინააღმდეგ მოქმედების განსახორციელებლად დიდი ხარჯია საჭირო, ამის გამო ჩინეთის ხელისუფლებამ კერძო კაპიტალის მოზიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც უფრო ინდუსტრიულად განვითარებულია ქვეყანა, მით მეტია ნარჩენის წარმოქმნის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების რისკი, ძირითად „დამაბინძურებლებს“ შორის აღსანიშნავია აშშ, ჩინეთი, ინდონეზია და ბრაზილია.
დაბინძურებული ჰაერი, ნიადაგი და წყალი კლიმატის ცვლილებას იწვევს, რაც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გამოწვევაა. კლიმატის ცვლილების შედეგად, იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება ადამანიათა დაავადებების რისკი, ეპიდემიები. „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა იზრდება ყოველწლიურად რაც კიდევ უფრო ამძაფრებს და სასწრაფოს ხდის პრობლემის გადაჭრის აუცილებლობას. მე-20 საუკუნეში დაფიქსირებული და ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილების მიზეზად აღიარებულია ადამიანის საწარმოო საქმიანობა და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია, რის შედეგადაც გამოყოფილი სათბური აირები ცვლის ატმოსფეროს შემადგენლობას და ხელს უშლის სითბოს კარგვას. ამ აირებს „სათბური გაზები“ ეწოდება, რომელთა შორისაა ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ქვეჟანგი, ჰიდროფტორნახშირბადები, პერფტორნახშირბადები და გოგირდის ჰექსაფტორიდი.

წყარო: Reuters 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 33 34 35
Page 35 of 35