close

დედამიწა

დედამიწა

ბრმა, უიშვიათესი ოქროსფერი თხუნელა 86 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირეს

მეცნიერები შიშობდნენ, რომ დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელა (Cryptochloris wintoni) თითქმის საუკუნის წინ გადაშენდა.

თუმცა, მეგობარი ძაღლის დახმარებით, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მეცნიერებმა ეს ცხოველი 1936 წლის შემდეგ პირველად ნახეს.

„ჩემთვის ყველაზე ამაღელვებელი ის არის, რომ ის სულ იქ იყო, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ახლა, ბოლოსდაბოლოს ვიცით“, — ამბობს სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჟან პიერ რუ.

ეს ბრმა არსებები ზედმეტად მოუხელთებელნი არიან, რადგან ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწისქვეშ ატარებენ და თანაც, ქვიშაში ისე დაცურავენ, რომ კვალს თითქმის არ ტოვებენ.

მათი ბეწვი სპეციალური ზეთების გამო ბზინავს, რომელიც ერთგვარი საპოხიც არის მიწისქვეშ, ათი სანტიმეტრის სიღრმეში გადაადგილებისათვის; ასე ინარჩუნებენ ისინი სიგრილესაც უდაბნოს ყველაზე ცხელ დღეებშიც კი.

ქვიშაში გაყვანილი მათი სოროები გავლისთანავე იშლება და ზედაპირზე მხოლოდ უმცირესი კვალი რჩება.

დე ვინტონის ოქროსფერი თხუნელები წყლის დასალევადაც არასოდეს არავის უნახავს. ზედაპირზე მხოლოდ ღამით ამოდიან, საკვების საძებნელად.

ოქროსფერი თხუნელები სინამდვილეში თხუნელები კი არ არიან, არამედ ახლოს ენათესავებიან მილკბილებსა და ზღვის ძროხებს. სახელი ბრიტანელი ზოოლოგის, უილიამ ედუარდ დე ვინტონის პატივსაცემად უწოდეს.

აქვთ უნიკალური ყურის ძვლები, რომლებიც მათ ქვიშაში სმენაში ეხმარება და აბალანსებს მხედველობის არქონას.

ჭამენ ჭიებს, მწერებსა და ზოგჯერ პატარა ქვეწარმავლებს. დიდი წვლილი შეაქვთ ნიადაგის სიჯანსაღეში, რადგან აფხვიერებენ და ანოყიერებენ.

ამ უიშვიათეს ცხოველს დიდ საფრთხეს უქმნის სამთო მოპოვებითი საქმიანობა, სოფლის მეურნეობა და საცხოვრებელი ზონების გაფართოება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწის ბრუნვა ნელდება – შესაძლოა, დღე-ღამე 25 საათს გაგრძელდეს

დე­და­მი­წის ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რე თან­და­თან ნელ­დე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბის მტკი­ცე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 200 მი­ლი­ონ წელ­ში დღე-ღა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა გახ­დე­ბა 25 სა­ა­თი. ამ თე­მის შე­სა­ხებ მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ცდი­ლო­ბენ დე­და­მი­წის ბრუნ­ვის გა­ზომ­ვის სი­ზუს­ტე კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ.

მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა და­ი­წყეს გრძელ­ვა­დი­ა­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტი, მრგვა­ლი ლა­ზე­რის დახ­მა­რე­ბით, რათა ზუს­ტად გა­ზო­მონ დე­და­მი­წის ბრუნ­ვა და ასე­ვე თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ ბრუნ­ვის სიჩ­ქა­რის დი­ნა­მი­კას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

ასტეროიდმა, რომლის გამოც დინოზავრები გადაშენდნენ, დედამიწაზე ფოტოსინთეზის პროცესი შეაჩერა

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასტეროიდმა, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია, დედამიწაზე ფოტოსინთეზის პროცესი 2 წლით შეაჩერა. ამის შესახებ CNN-ი ჟურნალში Nature Geoscience გამოქვეყნებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეცნიერებმა მექსიკაში ასტეროიდის მიერ დატოვებული კრატერ ჩიკშულებიდან, რომლის დიამეტრიც 180 კილომეტრია, აღებუბლი ქვები შეისწავლეს.

მეტეორიტის ჩამოვარდნამ დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების 75%-ის გადაშენება გამოიწვია. წინა კვლევების ავტორები მიიჩნევდნენ, რომ ამის მთავარი მიზეზი პლანეტაზე ტემპერატურის ვარდნა გახდა. თუმცა ახალი კვლევა აჩვენებს, რომ პრობლემა ფოტოსინთეზის შეჩერებაში იყო.

ფოტოსინთეზის პროცესში მცენარე ჰაერიდან შეითვისებს СO2 და ფოთოლში არსებული წყლის დაშლის შედეგად გამოყოფს თავისუფალ ჟანგბადს. ამ დროს წარმოიქმნება ორგანული შენაერთები, რომლებიც საკვებად ხმარდება თვით მცენარეს და მთელ ცხოველთა სამყაროს.

ასტეროიდის დედამიწის ზედაპირზე დაცემამ ატმოსფეროში დიდი რაოდენობით მტვრის მოხვედრა გამოიწვია, რომელიც დიდწილად აორთქლებული ქვების ნაწილაკებს წარმოადგენდა. ამ მტვერმა მზის სხივები დაბლოკა და ისინი დედამიწამდე ვეღარ აღწევდნენ. შედეგად ფოტოსინთეზი 2 წლით შეწყდა, რამაც სიცოცხლეს პლანეტაზე სერიოზული გამოწვევა გაუჩინა. საკვები ჯაჭვები ჩამოიშალა, რასაც უამრავი ორგანიზმის გადაშენება მოჰყვა.

მეცნიერების მიერ შექმნილის კომპიუტერული მოდელის მიხედვით, რომელიც კატასტროფიდან 20-წლიან პერიოდს მოიცავს, ასტეროიდის დაცემის შემდეგ გლობალური ტემპერატურა პლანეტაზე 15 გრადუსით დაეცა.

ეს პირველი კვლევაა, რომელმაც ასტეროიდის დაცემის შედეგად წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკები დეტალურად შეისწავლა.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს

ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.

საინტერესოა, რა გზით მოიპოვეს მეცნიერებმა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა CO2-ის შემცველობა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. მათ ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.

“წარსულის გამოკვლევა გვახვედრებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა”, — აცხადებენ მეცნიერები.

ყინულში არსებული ბუშტუკები ატმოსფეროს ადრინდელი შმცველობის შესახებ ინახავს ინფორმაციას.

ფოტო: Oregon State University

მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.

ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა პეპლების ახალ გვარს სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვეს🦋

ბრიტანელმა მეცნიერებმა პეპლების ახალ გვარს სახელი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, საურონის პატივსაცემად დაარქვეს – Saurona. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საურონი ტოლკინის ტრილოგიის მთავარი ანტაგონისტია. წიგნებში აღწერილია საურონის ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც ბნელი მბრძანებლის სიძლიერის სიმბოლოა. პეპლების სტაფილოსფერ ფრთებზე არსებულმა შავმა რგოლებმა მეცნიერებში სწორედ საურონის ყოვლისმხედველ თვალთან გამოიწვია ასოციაცია.

საურონის თვალი

ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმში მიიჩნევენ, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ ცნობილი პერსონაჟის სახელი დაეხმარებათ პეპლებისადმი საზოგადოების ინტერესის გაზრდაში.

Saurona-ს გვარს პეპლების ორი სახეობა მიეკუთვნება – Saurona triangular და Saurona aurigera. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ველურ ბუნებაში ამ გვარის მეტი სახეობა ბინადრობს.

 ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თევზი, რომელიც რეაქტიული თვითმფრინავის აფრენაზე ძლიერ ხმას გამოსცემს

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თევ­ზის სა­ხე­ო­ბას 140 დე­ცი­ბელ­ზე მა­ღა­ლი ხმის გა­მო­ცე­მა შე­უძ­ლია – ამის შე­სა­ხებ Sky News-ი Proceedings of the National Academy of Sciences-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით წერს. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმ სიძ­ლი­ე­რის ხმაა, რა­საც ელექტრო ბურ­ღი ან რე­აქ­ტი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვი აფ­რე­ნი­სას გა­მოს­ცემს.

გამჭვირ­ვა­ლე Danionella cerebrum სულ რა­ღაც 12 მმ სიგ­რძი­საა და ხერ­ხემ­ლი­ან ცხო­ვე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ტვი­ნი აქვს. სა­ხე­ო­ბა მხო­ლოდ სამი წლის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, ამი­ტომ მის შე­სა­ხებ ბევ­რი რამ ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

ამ თევ­ზის ხმა პირ­ვე­ლად გერ­მა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ი­გეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აკ­ვა­რი­უმ­თან მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ა­ნი კა­მე­რე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟეს, რათა უკეთ გა­ე­გოთ რა ხდე­ბო­და: კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ასე­თი ხმის გა­მო­ცე­მა მხო­ლოდ მამ­რებს შე­უძ­ლი­ათ. მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სხვა მამ­რე­ბის მი­მართ აგ­რე­სი­ულ ქცე­ვას­თან ან მდედ­რებ­თან შეჯ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბას­თან.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეს საინტერესოაკვლევები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს არსება, რომელსაც ჟანგბადის გარეშე სიცოცხლე შეუძლია

თელ-ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ორაგულში აღმოაჩინეს მედუზას მსგავსი პარაზიტი, რომელსაც მიტოქონდრიალური გენომი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ სუნთქავს, ანუ შეუძლია ისეთ გარემოში ცხოვრობა, სადაც ჟანგბადი არ არის .

ჰენიგუია სალმინიკოლა (Henneguya salminicola) გახლავთ დღემდე აღმოჩენილი პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი მიტოქონდრიალური გენომის გარეშე.

მეცნიერები აცხადებენ, რომ უცნაური პარაზიტის აღმოჩენა არა მარტო ცვლის ჩვენს წარმოდგენებს დედამიწაზე არსებული სიცოცხლის შესახებ, არამედ ზეგავლენას ახდენს დედამიწის მიღმა სიცოცხლის ძებნის პროცესზეც.

ჰენიგუია სალმინიკოლა ჰიდროიდია – ანუ განეკუთვნება ცოცხალი ორგანიზმების იმავე კატეგორიას,  რომელსაც განეკუთვნებიან მედუზები, ფრინტები და მარჯნები. აღსანიშნავია, რომ მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანი არ მოაქვს.

მეცნიერებმა ჰენიგუია სალმინიკოლა დნმ-ის თანმიმდევრობის ანალიზისა და ფლუორესცენტული მიკროსკოპიის საშუალებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას დაკარგული ჰქონდა მიტოქონდრული გენომი, აერობული სუნთქვის უნარი და ასევე ყველა ნუკლეარული გენი, რომელიც მიტოხონდრიის ტრანსკრიპციასა და რეპლიკაციაშია ჩართული.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დედამიწაზე არსებობს სულ მცირე ერთი მრავალუჯრედიანი ორგანიზმი, რომელსაც სიცოცხლისთვის ჟანგბადი არ სჭირდება.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი გადაიღეს

იაპონიის სიახლოვეს, იძუ-ოგასავარას ღრმულში მეცნიერებმა ლოკოკინა თევზები რეკორდულ სიღრმეზე გადაიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა დასავლეთ ავსტრალიისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ოკეანეში ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც თევზები 8 336 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. შედეგად, ზღვის ლოკოკინა გახდა თევზი, რომელიც ოკეანეში ყველაზე დიდ სიღრმეზეა გადაღებული.

მეცნიერებმა ახალი რეკორდსმენის დაჭერა ვერ მოახერხეს, თუმცა 8 022 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე თევზის მოპოვება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ზღვის ლოკოკინების სახეობა Pseudoliparis-ის წარმომადგენლები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკორდსმენი თევზი აღმოაჩინეს სიღრმეზე, რომელიც მაქსიმუმია ნებისმიერი თევზის არსებობისთვის და თუ მომავალში ეს რეკორდი შეიცვლება, ეს მაქსიმუმ რამდენიმე მეტრით მოხდება.

აქამდე ეს რეკორდი ამავე ოჯახის წარმომადგენელ თევზს ეკუთვნოდა, რომელიც მარიანის ღრმულში, 8 178 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანის ქვეშ დამალული უჩვეულო არსებებით სავსე ეკოსისტემა აღმოაჩინეს. მათ შორისაა უცნაური სახეობის ჭიები, ლოკოკინები და სიღრმეებში მცხოვრები რვაფეხები. ეკოსისტემა ჰიდროთერმული ხვრელების ქვეშ მდებარეობს.

მეცნიერების თქმით, ეს ჰიდროთერმულ ხვრელებში ეკოსისტემის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა.

„ახალი ეკოსისტემის ეს მართლაც შესანიშნავი აღმოჩენა, რომელიც იმალება სხვა ეკოსისტემის ქვეშ, გვაძლევს ახალ მტკიცებულებას, რომ სიცოცხლე წარმოუდგენელ ადგილებში არსებობს“.

მკვლევარებმა ჰიდროთერმული არხები 1977 წელს, წყნარი ოკეანის გამოკვლევისას აღმოაჩინეს. ექსტრემალური ტემპერატურის მიუხედავად, რომელიც 368 გრადუსს შეადგენს, მეცნიერებმა კვებითი ჯაჭვები აღმოაჩინეს.

მიუხედავად ამისა, არავის უფიქრია არხების ქვედა ტერიტორიის შესწავლა.

მისიის ფარგლებში, ოკეანის ფსკერის კვადრატის გასასუფთავებლად მეცნიერებმა რობოტული მკლავი გამოიყენეს.  შემდეგ კი ბადის ყუთები ნაპრალებში მოათავსეს. მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს ღრუს ქვეშ მცხოვრები ცხოველები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არსებები ნაპრალებიდან ჩამოვიდნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ბიოლოგიადედამიწაეკოლოგია

წყნარ ოკეანეში 5000-მდე სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ერთ-ერთი რაიონის, სახელწოდებით კარიტონ-კლიპერტონის შესწავლისას, დაახლოებით 5000 სახეობის აქამდე უცნობი წყლის არსება აღმოაჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ უც­ნა­ურ არ­სე­ბებს შო­რის არი­ან ჭი­ე­ბი, მარ­ჯნე­ბი და ჰო­ლო­თურიები(ანუ ზღვის კიტ­რი).

მეცნიერებმა წყნარი ოკეანის ფსკერზე აპარატი ჩაუშვეს, რომელიც დისტანციურად იმართება. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ ეს ახალი სახეობები.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 35
Page 5 of 35