close

დედამიწა

დედამიწა

ცხოვრობს თუ არა კანიბალების ტომი ინდოეთის ოკეანეში?

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ ჩრდილოეთ სენტინელზე არსებობს ტომი, რომლის წარმომადგენლები შესაძლოა იმ პირველი ადამიანის პირდაპირი შთამომავლები არიან, რომლებიც რამდენიმე ათასი წლის წინ აფრიკიდან წამოვიდნენ.

მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით.

მედიაში გამოქვეყნებული სტატიები ტომს აღწერენ, როგორც მოძალადეს და კაციჭამიას, რომ ისინი თავს ესხმიან ყველას, ვინც მიუახლოვდებათ. სიმართლე კი ისაა, რომ სენტინელებს ამ თავდასხმის საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი აქვთ. ისინი იმდენად იზოლირებულები არიან გარესამყაროსგან, რომ სხვადასხვა დაავადების მიმართ იმუნიტეტი საერთოდ არ გააჩნიათ.

სენტინელები, სავარაუდოდ, 60,000 წელია ამ კუნძულზე ცხოვრობენ. კუნძული სქელ ჯუნგლშია გახვეული და შეუძლებელია ჰაერიდან იმის დანახვა, თუ რა ხდება იქ.

ინფორმაციის არარსებობის გამო, მედია არ ერიდება ტომის დასახასიათებლად ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: ისინი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობენ, ისინი კანიბალები არიან, ისინი მეომრები არიან და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,Survival International-ი” ამ წარმოდგენების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ მედია ქმნის მითებს, რომლებიც კარგი ისტორიებია მკითხველისთვის, მაგრამ პრობლემაა ამ ტომის ხალხისთვის. „მსოფლიოში სხვადასხვა ტომების ხალხები აღიქმებიან, როგორც ბინძური და ველური არსებები, რომლებიც სასიკვდილოდ განწირულ არქაულ საზოგადოებას განეკუთვნებიან. უარყოფითი დახასიათება უარყოფით სტერეოტიპებს ქმნის, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებს,“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენტინელების ცუდ რეპუტაციას  გარესამყაროსთან კონტაქტზე მათი ცივი უარი განაპირობებს. ,,Survival International-ი” აცხადებს, რომ 2004 წელს, როდესაც ცუნამის შემდეგ ვერტმფრენმა კუნძულს გადაუფრინა, რათა მისი მცხოვრებლების მდგომარეობა გაეგოთ, ერთ-ერთმა სენტინელმა მამაკაცმა პილოტს ისარი დაუმიზნა. ამ ჟესტით მან ნათლად განაცხადა : „ჩვენ აქ თქვენ არ გვჭირდებით.“

მათ არავის დახმარება არ სჭირდებოდათ. მიუხედავად 2004 წლის დამანგრეველი ცუნამისა, ისინი გადარჩნენ. „იქნებ სწორედ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნამ, მთვარის ციკლებისა და კლიმატის ცვლილებების მიმართ მგრძნობიარე დამოკიდებულებამ გადაარჩინა.”

კიდევ ერთი მითი, რაც სენტინელებთანაა დაკავშირებული, ისაა, რომ მათ 2006 წელს ორი მეთევზე მოკლეს.

,,Survival International-ის” ინფორმაციით, ტომის წარმომადგენლების აგრესია იმით აიხსნება, რომ გარესამყაროსგან მათ ძალადობისა და ზიზღის მეტი არაფერი მიუღიათ.

მე-19 საუკუნის ბოლოს ხანში შესული წყვილი და ორი ბავშვი კუნძულიდან იძულებით წაიყვანეს. წყვილი მალე დაავადდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბავშვები კუნძულზე დააბრუნეს. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ბავშვებმა კუნძულის ბევრი მცხოვრები დააინფიცირეს.

რაც შეეხება კანიბალიზმთან დაკავშირებულ ბრალდებას, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ცალკეული შემთხვევები არ ნიშნავს, რომ მთელი საზოგადოება კანიბალია. „საქმე იმაშია, რომ დევიანტურ, სასტიკ და ფსიქოპატურ ქცევას  ადგილი ყველა საზოგადოებაში აქვს.“

ორგანიზაციის ინფორმაციით, არ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ ტომის ხალხი ვინმეს კლავს ან ჭამს. ზოგიერთი სოციალური მეცნიერი იმასაც კი ფიქრობს. რომ გავრცელებული ინფორმაცია მათი კანიბალიზმის შესახებ, მითია.

,,Survival International-ი” აცხადებს, რომ ტომების ხალხებზე უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად კარგი იქნება თუ იმ წვლილზეც გაამახვილებენ ყურადღებას, რაც მათ მსოფლიოს განვითარებაში შეიტანეს. ტომის ხალხების სისასტიკეზე წერისა და საუბრის ნაცვლად, კარგი იქნება, თუ მედია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით ისაუბრებს და დაწერს. მაგალითად, იმის შესახებ, რომ ისეთი საკვები პროდუქტების განვითარება,  როგორიცაა, მანიოკი, კარტოფილი და სხვ. სწორედ ტომებს უკავშირდებათ.

„ადამიანების უსარგებლო და სასტიკ არსებებად დანახვა ადვილია მათთვის, ვინც ამ  ადამიანებით კი არაა დაინტერესებული, არამედ მათ გარშემო არსებული მინერალებით, ხეებით და ოქროთი, რომელიც მათ მდინარეებს მოყვება,“ – აღნიშნულია ,,Survival International-ის” ინფორმაციაში.

 

წყარო: playground.plus

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწის მტკნარი წყლები იმაზე დიდი სიჩქარით ორთქლდება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ – ცა, წინა წლებთან შედარებით, ყოველწიურად 3 ტრილიონი ლიტრით მეტ წყალს „სვამს“

წყალმცენარეების აყვავების გაძლიერებისა და ჟანგბადის შემცირების გარდა, დედამიწის მტკნარი წყლები იმაზე დიდი სიჩქარით ორთქლდება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, – ამის შესახებ მეცნიერების ახალ კვლევაშია აღნიშნული.
“ტბის აორთქლება უფრო დიდ როლს თამაშობს ჰიდროლოგიურ ციკლში, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კლიმატისა და ამინდის მოდელირებაზე”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ეკოლოგი განგ ჟაო.
ბუნებრივი და ხელოვნური ტბები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ამშვენებს. ისინი შეიცავს ჩვენი პლანეტის სუფთა თხევადი ზედაპირული წყლის თითქმის 90 პროცენტს, მაგრამ ტემპერატურის ზრდამ და ღრუბლების საფარის ცვლილების გამო მომატებულმა მზის რადიაციამ ცა ისე „მწყურვალი“ გახადა, როგორც არასდროს.
ყინულის საფარის შემცირების გამო ღია წყლის უფრო დიდმა უბნებმა ასევე მისცა ცას უფრო მეტი წვდომა წყლის მოლეკულების „დასალევად“ ეს ფაქტორები ხელს უწყობს წყლის ციკლის აჩქარებას — ხმელეთზე დაგროვილი წყლის ატმოსფეროში გაფანტვას.
ჟაომ და მისმა კოლეგებმა გამოთვლა მსოფლიოს 1,42 მილიონი ტბისთვის განახორციელეს. მათ გამოიყენეს 1985- 2018 წლებში თანამგზავრების საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია წყლის ყოველთვიური დანაკარგის შესახებ და გაითვალისწინეს აორთქლების სიჩქარე, ზედაპირის ფართობი, ყინულის ხანგრძლივობა და სითბოს შენახვის ცვლილებები თითოეული ამ ტბისთვის.
„დავადგინეთ, რომ ტბის გრძელვადიანი აორთქლება შეადგენს წელიწადში 1500 (პლუს-მინუს 150) კუბურ კილომეტრ წყალს, რაც აქამდე არსებულ შეფასებებზე 15,4 პროცენტით მეტია“, – აცხადებს ჟაო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ცა ყოველ წელს სამი ტრილიონი ლიტრით მეტ წყალს „სვამს“ ვიდრე მანამდე. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ აორთქლებაში პროპორციულად უფრო დიდი წვლილი, 16 პროცენტი, ხელოვნურ წყალსატევებს შეაქვს.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

წყარო : Sciencealert

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

რატომ არ არის მდინარე ამაზონზე არცერთი ხიდი?

მსოფლიოს უდიდეს და ამოუცნობ მდინარეს არ აქვს მუდმივი კალაპოტი, ზოგჯერ უამრავ ნაკადად იშლება, დელტას ქმნის ან ეს ნაკადები ერთმანეთს ერწყმის. ზოგჯერ კი მდინარე ამაზონის დინება მიმართულებას იცვლის და საპირისპიროდ მიედინება. ყველაზე ფართო ადგილას მისი სიგანე 11 კილომეტრს აღწევს, მაგრამ წვიმების სეზონზე ნაპირებს შორის მანძილი 50-დან 80 კილომეტრს შეადგენს.
გარდა ამისა, დაახლოებით წელიწადში ორჯერ, ამაზონისთვის დამახასიათებელია გიგანტური ტალღა, რომელსაც სახელად პოროროკას უწოდებენ. ამ დროს მდინარის დინება მიმართულება იცვლის 4-6 მეტრი სიმაღლის აზვირთებული ტალღებით. ასევე ამაზონის აუზის და უღრანი ტროპიკული ტყის გამო, დიდი ქალაქები ერთმანეთთან ახლოს არ მდებარეობს. შესაბამისად, მათთვის მდინარე არის ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალება. ამ მიზეზების გამო, ამაზონზე ხიდების აშენებას აზრი ნამდვილად არ აქვს და ადგილობრივებიც ტრანსპორტის სახეობებიდან ნავებსა და კატერებს ირჩევენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე ძვირადღირებული ხიდი მდინარე ამაზონზე, რომლის ქვეშაც მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ხიდმაც ფუნქცია დაკარგა.

 

ანალიტიკოსთა დამეცნიერთადარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
დედამიწა

კვლევა : დედამიწის ბირთვი “სუპერიონურ” მდგომარეობაშია — ის არც მყარია და არც თხევადი

რა იმალება დედამიწის ბირთვში, ზუსტად არავინ იცის — მყარია, თხევადი თუ სულაც მატერიის ახალ ფორმას გვთავაზობს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მკვლევრები კვლავ მუშაობენ.

ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკოსმა იუ ჰემ, თავის კოლეგებთან ერთად, დაადგინა, რომ ჩვენი პლანეტის შიდა ბირთვი “სუპერიონურ მდგომარეობაშია”. გამოდის, ტექნიკურად არც მყარია და არც თხევადი — მას უცნაური შუალედური მდგომარეობა აქვს.

ბირთვის შიდა საზღვარზე რკინის გამაგრება მსუბუქი ელემენტების მობილობას არ ცვლის და მსუბუქი ელემენტები შიდა ბირთვში კვლავ გვხვდება. ეს საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა, ახალი კვლევა კი, დიდი ალბათობით, გაამხელს ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიდუმლოს — რისგან შედგება დედამიწის ბირთვი.

წნევის ქვეშ

მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამო დედამიწის ბირთვამდე ჩასვლა შეუძლებელია. ამიტომ, გუნდი სიმულაციებს კომპიუტერის დახმარებით აკეთებს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ წყალბადის, ჟანგბადისა და ნახშირბადის მბრუნავი ნაზავი სუპერიონურ მდგომარეობაში იყო — ჟანგბადის იონები მყარად, წყალბადის იონები ერთგვარ სითხედ, ხოლო რკინის ატომები კრისტალური სტრუქტურით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ვარაუდობენ, რომ შიდა ბირთვი არა ჩვეულებრივ მყარ მდგომარეობაში, არამედ სუპერიონურ მდგომარეობაშია.

“შიდა ბირთვის საზღვრის მიმდებარედ რკინის გამყარება მსუბუქი ელემენტების გადაადგილებას არ აფერხებს, რის შედეგადაც იქ მათი კონვექცია უწყვეტად მიმდინარეობს”, — აცხადებენ მეცნიერები.

სავარაუდოდ, ეს შედეგები, ახლოს დგას სინამდვილესთან, რადგან სხვა კვლევებმაც აჩვენა, რომ ბირთვი, მოსალოდნელზე უფრო რბილია.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაეს საინტერესოა

ჯოჯოხეთის ჭა იემენში

საიდუმლოებებით მოცული ბარჰაუტის ჭა მდებარეობს აღმოსავლეთ იემენში, მას ასევე ჯოჯოხეთის ჭასაც უწოდებენ. ჭის სიღრმე 100-250 მეტრამდე უნდა იყოს და იგი ამ დროისათვის არ არის კარგად შესწავლილი. იემენის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ იციან რა შეიძლება ხდებოდეს მის ფსკერზე, თუმცა, ხვრელიდან ამოსული საშინელი სუნი ძლიერდება.

გიგანტური ხვრელი მაჰრას პროვინციის ერთ-ერთ უდაბნოში მდებარეობს და მაჰრას გეოლოგიური კვლევისა და მინერალური რესურსების მართვის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხვრელი ძალიან ღრმაა და ფსკერამდე ჯერ არავინ ჩასულა, ამის მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა და ჩახუთული გარემოა.

ადგილობრივებში არსებობს ცრურწმენები ჯოჯოხეთის ჭასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჭამ შეიძლება მის სიახლოვეს მისული ობიექტები შეიწოვოს, რომ ჭაში ზებუნებრივი არსებები, ჯინები ცხოვრობენ. სახელიც ჭამს ამ ყველაფრის გამო მიიღო და ადგილობრივებს ჭასთან მიახლოებაც კი აშინებთ.

ხვრელში მზის სინათლე შორს ვერ აღწევს და მაღლიდან ბევრი არაფერი ჩანს, ვიდეოგრაფები კი აღნიშნავენ, რომ ჭაში გადაღება თითქმის შეუძლებელია, თუმცა აშკარაა, რომ ბარჰაუტის ჭა ბევრ სამეცნიერო კვლევას მოითხოვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწა

მეცნიერებმა ოკეანეში ყველაზე ღრმად ბინადარი თევზი გადაიღეს

იაპონიის სიახლოვეს, იძუ-ოგასავარას ღრმულში მეცნიერებმა ლოკოკინა თევზები რეკორდულ სიღრმეზე გადაიღეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა დასავლეთ ავსტრალიისა და ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. მათ ოკეანეში ავტომატური კამერა ჩაუშვეს, რომელმაც თევზები 8 336 მეტრის სიღრმეზე დააფიქსირეს. შედეგად, ზღვის ლოკოკინა გახდა თევზი, რომელიც ოკეანეში ყველაზე დიდ სიღრმეზეა გადაღებული.

მეცნიერებმა ახალი რეკორდსმენის დაჭერა ვერ მოახერხეს, თუმცა 8 022 მეტრის სიღრმეზე რამდენიმე თევზის მოპოვება შეძლეს. აღმოჩნდა, რომ ეს ზღვის ლოკოკინების სახეობა Pseudoliparis-ის წარმომადგენლები არიან. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რეკორდსმენი თევზი აღმოაჩინეს სიღრმეზე, რომელიც მაქსიმუმია ნებისმიერი თევზის არსებობისთვის და თუ მომავალში ეს რეკორდი შეიცვლება, ეს მაქსიმუმ რამდენიმე მეტრით მოხდება.

აქამდე ეს რეკორდი ამავე ოჯახის წარმომადგენელ თევზს ეკუთვნოდა, რომელიც მარიანის ღრმულში, 8 178 მეტრის სიღრმეზე გადაიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწა

დედამიწის ბრუნვის ტემპი ჩქარდება – რას ნიშნავს ეს?

როგორც ვიცით, საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პროცესებს, მაგალითად დედამიწის ბრუნვას.
ისიც ვიცით, რომ ეს პროცესი უცვლელია, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ დედამიწაც საათივით
არ მუშაობს და ბოლო დროს დედამიწა უფრო ჩქარა ბრუნავს. მეცნიერები ამბობენ, რომ ბრუნვა
იმდენად აჩქარებულია, რომ შეიძლება წლიდან წამის ამოღება მოგვიწიოს.
ერთ ბრუნვას დედამიწის ღერძის გარშემო სჭირდება 86 400 წამი, რაც შესაძლოა შეიცვალოს
დედამიწის ბრუნვის ტემპის აჩქარების გამო.
ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირებულია 2019 წლის 19 ივლისს, ეს იყო 1,4602 მილიწამის სხვაობა.
რაც შეეხება წინა რეკორდს, ის დაფიქსირდა 2005 წელს და ეს ყველაფერი ატომური საათების
გამოყენებით დაფიქსირდა. მეცნიერები კი წინასწარმეტყველებენ, რომ ახალი რეკორდი თანამედროვე ტექნოლოგიების ზუსტ მუშაობაზე იმოქმედებს. ამიტომ მეცნიერები
მოგვიწოდებენ დროის საზომი ატომურ სინქრონიზებულ საათებზე გადავიყვანოთ.
ზუსტად არ შეგვიძლია საუბარი, თუ რა შეიძლება იწვევდეს დედამიწის ბრუნვის ტემპის აჩქარებას,
მაგრამ არსებობს ჰიპოთეზა, რაც გლობალურ დათბობას უკავშირდება, რის მიხედვითაც
მყინვარების დნობა და ოკეანეების წყლის დონის აწევა პლანეტის მასის განაწილებას არღვევს, ეს
კი აჩქარებას იწვევს. ამან კი შესაძლოა ბევრი სხვა პრობლემაც შექმნას, მიწისძვრებისა და
ცუნამების სახით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწა

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” – ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილი დედამიწაზე, სადაც უკვე ათწლეულებია, ცეცხლი არ ქრება

თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დარვაზასთან დაახლოებით 70 მეტრი რადიუსის ორმოა, რომელშიც 50 წელზე მეტია, ცეცხლი გიზგიზებს. მას დერვაზას გაზის კრატერი ეწოდება, თუმცა ადგილობრივები კრატერს “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” უწოდებენ. ცეცხლის ალი ძალიან დიდი დისტანციიდანაც ჩანს.

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” 1971 წელს გაჩნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მიწისქვეშა აირის საბადოს გახვრეტისას შემთხვევით მიწა ჩაიშალა და ორმოდან დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო ამოსვლა.

კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კრატერში ცეცხლი გაეჩინა – ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა “ჯოჯოხეთის კარიბჭე” ათწლეულების შემდეგაც იწვის.

კრატერის სანახავად ტურისტები დარვაზაში ხშირად ჩადიან, მიმდებარე ტერიტორია კი კემპინგის მოყვარულებისთვის პოპულარული ადგილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
გეოგრაფიადედამიწაკვლევები

დაბინძურებულ მდინარეებში თევზები მეტამფეტამინზე დამოკიდებულები შეიძლება გახდნენ

ახალი კვლევების თანახმად, დაბინძურებულ მდინარეებში თევზები შესაძლოა  მეტამფეტამინზე გახდნენ დამოკიდებულები იმ დონემდე, რომ სტიმულანტის მოძებნის აქტიურ მცდელობებსაც მიმართონ.

გამოყენების შემდეგ მეტამფეტამინი საკანალიზაციო სისტემის გავლით მდინარის წყალს უერთდება გამწმენდი ნაგებობით. წყლებში გაზრდილი კონცენტრაციის გამო დაინტერესდნენ გამოიწვევდა თუ არა ეს რაოდენობა დამოკიდებულებას თევზებში.

ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდა, რომ მეტამფეტამინის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება იყოს საკმარისი დამოკიდებულების გამოსაწვევად. თუმცა, Live Science-ს ექსპერტის თქმით, საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს იმის სათქმელად, რომ მართლაც დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ექსპერიმენტის მიმდინარეობას, კვლევა ყავისფერ კალმახზე ჩატარდა. მკვლევრებმა 60 კალმახი მოათავსეს სუფთა წყალში, 60 კი  ლიტრზე 1 მიკროგრამი კონცენტრაციის მქონე მეტამფეტამინით შეზავებულ ავზში. თევზები წყალში გააჩერეს ორი თვის განმავლობაში, რათა დაბინძურებული წყლის სიმულაცია შეექმნათ. შემდეგ მოიფიქრეს ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, თევზებს შეეძლოთ აერჩიათ რომელ წყალში იცურებდნენ, სუფთაში თუ კონცენტრირებულში. თევზებმა, რომლებიც აქამდე ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, მეტამფეტამინიან წყალს მიანიჭეს უპირატესობა, რაც ნარკოტიკზე მიჩვევის ნიშნად იქნა აღქმული.

თუმცა, მიჩვევა რამდენიმე დღეში ქრება, რის გამოც მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დამოკიდებულება არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ მეტამფეტამინი ცვლის ცხოველთა ქცევას.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
დედამიწაკვლევები

NASA: 2030 წლისთვის აშშ-ში წყალდიდობების რიცხვი გაიზრდება

აშშ-ში ძლიერი წყალდიდობების რაოდენობის დრამატული ზრდა არის მოსალოდნელი. ამის შესახებ CNN-ი NASA-ს ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

კვლევის ავტორების ამტკიცებენ, რომ მკვეთრი ზრდა 2030-იანი წლების შუაში დაიწყება, როდესაც მთვარის ციკლი კლიმატური კრიზისით გამოწვეულ ზღვის დონის აწევას გააძლიერებს. კვლევა ჟურნალში Nature Climate Change გამოქვეყნდა და პირველი ნაშრომია, რომელიც წყალდიდობის გამომწვევ ყველა მიზეზს ითვალისწინებს – როგორც ოკეანეებში მიმდინარე პროცესებს, ასევე ასტრონომიულ ფაქტორებს.

„ოკეანის დონე კიდევ ათი წლის განმავლობაში განაგრძობს ზრდას. მთვარის ციკლით გაძლიერებული ზღვის მაღალი დონე წყალდიდობების რაოდენობას აშშ-ის პრაქტიკულად მთელი სანაპირო ზოლის გასწვრივ გაზრდის“, – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 35
Page 9 of 35